გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002537637
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/20841-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - სს “---------------------–-----------------------ო“

წარმომადგენელი - გ-----------–--–-–---–ი

მოპასუხეები - გ--------–--ე, ნ-----------–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს გ--------–--ეს და ნ-----------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 200 ლარის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: 11.07.2018 წლის სარჩელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა გ--------–--ემ და ნ-----------–---–მა წარმოადგინეს წერილობითი შესაგებელი. მოპასუხე გ--------–--ემ სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ ავტომანქანა შეიძინა მოპასუხე ნ-----------–--–--აგან 2 წლის წინ (ზაფხულში) 700 ლარად. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანის გადაფორმება ხარჯებთან იყო დაკავშირებული ვერ შეძლო გადაეფორმებინა თავის სახელზე, მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ავტოავარია მოხდა მისი ბრალით, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი და დაჯარიმდა. მოპასუხე ნ-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახნა-განამრტებით აღნიშნა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის ავტოავარიაშვი, ასევე განმარტა, რომ ავტომანქანა საგზაო შემთხვევამდე გაასხვისა და ფაქტობრივ ფლობელობაში გადასცა გ--------–--ეს და აქედან გამომდინარე, ნ-----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს არასათანადო მოპასუხედ.

 

(მტკიცებულება: 11.07.2018 წლის შესაგებელი; 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 10 აპრილს, წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაძე, მოპასუხე ნ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული "ვაზის" მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო #V------) მოძრაობისას მოპასუხე გ--------–--ემ პ/ნ 0---------- ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება სს “---------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეულ ზ---–---------ის კუთვნილ "ლექსუსის" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოდელი - (L-----, გამოშვების წელი -2015, საიდენტიფიკაციო კოდი - J----------------, სახელმწიფო ნომრით - A--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.04.2018 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (№*e-------*);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი;

- 10.04.2018 წლის გ--------–--ის ახსნა-განმარტება;

- 10.04.2018 წლის კახაბერ შამათავას ახსნა-განმარტება;

- 10.04.2018 წლის საგზაო სატრანსპორტო შემთხევვის დათვალიერების ოქმთან დანართი;

- 21.12.2017 - 20.12.2018 წლის სს “---------------------–-----------------------ო“-ს ავტომობილის დაზღვევის პოლისი (№M----------------);

- 10.05.2018 წლის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (№ 4-----------------).

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1214.88 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში - 2 200 ლარი). სს “---------------------–-----------------------ო“-ს მიერ ზიანი ანაზღაურებულ იქნა სრულად, კერძოდ, 2 969.9 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 5.09 ლარი სს “---------------------–-----------------------ო“-მ ჩაუთვალა დამზღვევს გადასახდელ სადაზღვევო პრემიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.04.2018 წლის შპს „ ა-----------------ა“-ს მიერ გაცემული ცნობა (№6---);

- 24.04.2018 წლის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (№5------);

- 25.04.2018 წლის ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (საგადახდო დავალება # 3---) დამზღვევისთვის 2969.90 ლარის გადარიცხვის თაობაზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტომანქანა, რომლითაც მოპასუხე გ--------–--ემ მოახდინა შეჯახება ავტოსაგზაო შემთხვევის დროისთვის რეგისტრირებული იყო მეორე მოპასუხის ნ-----------–---–ის სახელზე, თუმცა წარმოადგენდა გ--------–--ის საკუთრებას. ნ-----------–---–ის განმარტებით, "ვაზის" მარკის ავტომანქანა (სარეგისტრაციო (სახელმწიფო #V------) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს (10.04.2018 წელი) მის საკუთრებაში იმყოფებოდა, მაგრამ ავტომანქანა 700 ლარად გაასხვისა გ--------–--ეზე 2 წლის წინ (ზაფხულში) და ავტომანქანის გადაფორმება ხარჯებიდან გამომდინარე არ განუხორციელებიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების ფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–---–ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91-ე მუხლით დადგენილი წესის დაუცველობა, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული კანონი მიღებულია საჯარო სამართლის სფეროში და განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის სამართლებრივი ეკონომიკური და ორგანიზაციული საქმიანობის საფუძვლებს, ხოლო სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს კერძო ხასიათის ქონებრივ ურთიერთობებს, საკუთრების წარმოშობას ქონებაზე, ქონების საკუთრებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხეეთა ახსნა-განმარტება (შესაგებელი);

- 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი;

- 10.04.2018 წლის გ--------–--ის და კახაბერ შამათავას ახსნა-განმარტებები;

- 10.05.2018 წლის ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (№ 4-----------------).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე გ--------–--ეს მოსარჩელე სს “---------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხა 2 200 ლარის ოდენობით, ხოლო თანხის სოლიდარულად მოპასუხე ნ-----------–---–ისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოპასუხე გ--------–--ის მიმართ.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ--------–--ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას სს “---------------------–-----------------------ო“-ში დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის (LEXUS, მოდელი - L-----, გამოშვების წელი -2015, საიდენტიფიკაციო კოდი - J----------------, სახელმწიფო ნომრით - A--------) ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტებებით (10.04.2018 წელი), საჯარიმო ქვითრით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სს “---------------------–-----------------------ო“-მ დამზღვევს აუნაზღაურა ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანი 2 200 ლარის ოდენობით, ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მზღვეველზე გადავიდა და ის უფლებამოსილია მოთხოვოს მოპასუხე გ--------–--ეს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სოლიდარულად მოპასუხე ნ-----------–---–ის მიმართ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადად მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია დადგეს დელიქტური ვალდებულებიდან იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიყენებაში მონაწილეობს ერთობლივად მოქმედი ორი ან მეტი პირი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებელთა ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ზიანის მიყენება არ იყო გამოწვეული მოპასუხეების ერთობლივი ქმედებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხე გ--------–--ეს, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მომენტისათვის იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი ერთადერთი პირი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს არ წარმოადგენდა ნ-----------–---–ი, რომ მან ფაქტობრივად ავტომანქანა გაასხვისა გ--------–--ეზე. სარჩელზე დასაბუთებული არ არის თუ რა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩაიდინა მოპასუხე ნ-----------–---–მა. რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს შემძენზე რეგისტრაციის ვალდებულების დაუცელობასა და დამდგარ ზიანს შორის და თუ რატომ არის პასუხისმგებელი ნ-----------–---–ი სოლიდარულად გ--------–--ის მიერ მიყენებულ ზიანისათვს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხე გ--------–--ემ სარჩელი ცნო სრულად. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს “---------------------–-----------------------ო“-ს სარჩელი მოპასუხე გ--------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. დაეკისროს მოპასუხე გ--------–--ეს სს “---------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ 2 200 ლარის ანაზღაურება;

3. დაეკისროს მოპასუხე გ--------–--ეს სს “---------------------–-----------------------ო“-ს სასარგებლოდ შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის გადახდა;

4. მოსარჩელე სს “---------------------–-----------------------ო“-ს სარჩელი მოპასუხე ნ-----------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს “---------------------–-----------------------ო“-ს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რაც სს "ბაზისბანკი"-ს 0--------- წლის №7091 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე