გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22741-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს „თე-–--ი“
წარმომადგენელი - ზა----------ა
მოპასუხეები - იმა „აქ--------–-----“, შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“, შპს „აქ------“
იმა „აქ--------–-----“-ისა და შპს „აქ------“-ის წარმომადგენელი - ირ----------–--ე
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იმა „აქ--------–-----“-ს, შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ და შპს „აქ------“-ს, სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების - 21 529.12 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „თე-–--ი“ და ამხანაგობა „აქ--------–-----“ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. სს „თე-–--ი“ ელექტროენერგიით ამარაგებს აბონენტს №53------ აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. მოპასუხეს სარჩელის შემოტანის დროისათვის, გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 11 042.3 ლარის ოდენობით. დავალიანება დაგროვებულია 2018 წლის აპრილის თვიდან მრიცხველზე პერიოდული დარიცხვით და არასრულყოფილი გადახდებით. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტისათვის ცნობილია დავალიანების წარმოშობის საფუძვლების თაობაზე, იგი არ ფარავს მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს.
ამხანაგობა „აქ--------–-----“-ის დამფუძნებლები არიან შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“ და შპს „აქ------“.
შესაბამისად, მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის - 11 042.3 ლარის სოლიდარულად დაკისრება. თუმცა, 2018 წლის 29 ნოემბერს სს „თე-–--ის“ წარმომადგენელმა, ზა----------ამ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ სს „თე-–--ის“ მიერ სარჩელის წარმოდგენის შემდგომ, გაიზარდა მოხმარებული ელ. ენერგიის დავალიანება. კერძოდ, აბონენტის №53----- დავალიანება გაიზარდა 10 486.82 ლარით და არსებული მდგომარეობით, შეადგენს - 21529.12 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის სოლიდარულად - 21 529.12 ლარის გადახდის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა იმა „აქ--------–-----“-მა და შპს „აქ------“-მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სრულად.
2.2. რაც შეეხება მოპასუხე შპს „საბ--------–------–----------–-------–--სს“, მან წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ აქვს წვდომა ამხანაგობის მიერ დადებულ ხელშეკრულებასთან, შესაბამისად არც არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია სს „თე-–--თან“ დადებულ ხელშეკრულებაზე, ან რაიმე სახის დავალიანებაზე. იგი არ არის ჩართული ამხანაგობის სამეურნეო საქმიანობაში და, ასევე არ აქვს წვდომა რაიმე სახის მოგებასთან. უფრო მეტიც, შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“ არ არის ამხანაგობის წევრი და შპს „აქ------“-სთან აკავშირებს ნარდობის ხელშეკრულება. მას არ აქვს ამხანაგობასთან რაიმე სახის სამეურნეო ან/და ადმინისტრაციული კავშირი.
მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 08 სექტემბრის ხელშეკრულება დასათაურებულია, როგორც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, მისი შინაარსი ნათელყოფს შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ მიერ გამოხატულ ნებას და იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება მისი დებულებებიდან და მხარეთა უფლება მოვალეობებიდან გამომდინარე არის ნარდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, კომპანია ვერ იქნება განსახილველი დავის მხარე და არ უნდა დაეკისროს მოთხოვნილი თანხა. გარდა ამისა, 2005 წლის 08 სექტემბრის ხელშეკრულება არის ერთადერთი მავალდებულებელი დოკუმენტი შპს „სა---------–------–----------–--------–---ისათვის“, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ძირითად ვალდებულებას. კერძოდ, ეს იყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამხანაგობისთვის შენატანის სახით გადაცემა. სხვა არანაირი ვალდებულება კომპანიას არ უკისრია. გამომდინარე აქედან, შენობის აშენებასთან, ფართების ფლობასთან და ადმინისტრაციულ ფუნქციებთან შეხება მას არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2005 წლის 08 სექტემბერს შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ (მესაკუთრე) და შპს „აქ------“-ს (კომპანია) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს - მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბი-–----------------–----------, ბაზაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე ფართის მშენებლობის განხორციელების შესახებ. (ხელშეკრულების 3.1. პუნქტი)
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მონაწილეების (წევრების) შენატანებს წარმოადგენს: მესაკუთრე - წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის სახით; კომპანია - მომსახურების სახით, რაც გულისხმობს „მიწის ნაკვეთზე“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი ფართის (შენობა-ნაგებობის) დაპროექტებას და მშენებლობას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (საკუთარი, ან მისი ფინანსური პასუხისმგებლობით მოზიდული სახსრებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.09.2005წ. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ (იხ. ს.ფ. 21-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2005 წლის 19 სექტემბერს ჩატარებულ იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“-ის სადამფუძნებლო კრება. კრებამ დაადგინა შემდეგი: 1. ჩამოყალიბდეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“; 2. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ოთ---------------ია; 3. ამხანაგობის იურიდიული მისამართია - ქ. თბი-–----------------–----------.
კრებას ესწრებოდნენ შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ დირექტორი - გე-------------- და შპს „აქ------“-ის დირექტორი - ოთ---------------ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.09.2005წ. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“-ის სადამფუძნებლო კრების დადგენილება (ოქმი №1) (იხ. ს.ფ. 32-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. ამხანაგობა „აქ--------–-----“ წარმოადგენს სს ,,თე-–--ის” აბონენტს №53------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დარიცხვა-შემოსავლის ისტორია (იხ. ს.ფ. 18-19; 102-103);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. იმა „აქ--------–-----“-ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობის შედეგად დაგროვილი დავალიანება სს „თე-–--ის“ მიმართ, შეადგენს - 21 529.12 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დარიცხვა-შემოსავლის ისტორია (იხ. ს.ფ. 102-103);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 29.11.2018წ. შუამდგომლობა, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ მითითებას მასზედ, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს იმა „აქ--------–-----“-ის წევრს და მასსა და შპს „აქ------“-ს შორის 2005 წლის 08 სექტემბერს დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
ამრიგად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი ფაქტის მიმთითებელს, შესაბამისად შპს „საბ--------–------–----------–-------–--სს“ ეკისრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ერთობლივი საქმიანობის არსი და სამართლებრივი მნიშვნელობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლი განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ლეგალურ დეფინიციას და ადგენს, რომ ამხანაგობის ხელშეკრულებით, ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 931-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 932-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით, ან ზეპირად. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები.
ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება გადანაწილდეს უფლება-მოვალეობები, ამ უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო, ან სხვა მიზნის მისაღწევად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. ამხანაგობისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე ისიც, რომ მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამდენად, ერთობლივი საქმიანობა იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე. შენატანები შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ხელშეკრულების მონაწილეთა უფლება-მოვალეობების წილობრივი მოცულობა განისაზღვრება შენატანების შესაბამისად. ამხანაგობის საქმიანობას ყველა მონაწილე მართავს ერთობლივად. ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელება ხდება ყვე-–-- თანხმობით. საერთო სარგებელი და შემოსავალი, რომელიც მიღებულ იქნა ამხანაგობის საქმიანობიდან, მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი შენატანების პროპორციულად. თუ ხელშეკრულების მონაწილეებმა ხელშეკრულებით არ განსაზღვრეს წილები და შენატანები, მაშინ სარგებელი მათ შორის ნაწილდება თანაბრად. ამხანაგობა სახელშეკრულებო გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც გარე ურთიერთობებში გამოდის არა როგორც ერთიანი მთლიანი სუბიექტი (იურიდიული პირი), არამედ ყველა გარიგებები სრულდება ყველა მონაწილის ინტერესში და სახელით, ამიტომ, პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ამხანაგობის ხელშეკრულების ჩარჩოებში განხორციელებულ მოქმედებებზე ყველა მონაწილეს ეკისრება წილობრივად ან სოლიდარული წესით. ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილეთა მიზნის მისაღწევად წარმოებული საქმიანობის შედეგად წარმოიშობა არა მხოლოდ სარგებელი, არამედ გარკვეული გასავალი და ზიანიც. გასავალი ამხანაგობის სართო საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ხარჯია. გასავალი ამხანაგობის საერთო შენატანისგან განსხვავდება იმით, რომ გასავლის ზუსტი ოდენობის დადგენა წინასწარ, ხელშეკრულების დადების დროს შეუძლებელია.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადებულად იქნეს ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, საჭიროა არსებობდეს შემდეგი პირობები: ორი ან მეტი პირის წერილობითი, ან ზეპირი ფორმით დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, სადაც გამოხატული იქნება მისი წევრების ვალდებულება ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო, ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით; მონაწილეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანების შეტანის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხე შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ მიერ წარმოდგენილია 2005 წლის 08 სექტემბერს შპს „სა---------–------–----------–--------–---სა“ (მესაკუთრე) და შპს „აქ------“ (კომპანია) შორის დადებული ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს - მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების ბაზაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე ფართის მშენებლობის განხორციელების შესახებ. ხოლო, ხელშეკრულების 4.1.1. და 4.1.4. პუნქტების თანახმად, კი ამხანაგობის მონაწილეების (წევრების) შენატანებს წარმოადგენს: მესაკუთრე - მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბი-–----------------–----------; კომპანია - მომსახურება, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ფართის დაპროექტებას და მშენებლობას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით (საკუთარი ან მისი ფინანსური პასუხისმგებლობით მოზიდული სახსრებით).
გარდა ამისა, 2005 წლის 19 სექტემბერს ჩატარებულ იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“-ის სადამფუძნებლო კრება, რომელზეც კრებამ დაადგინა შემდეგი: 1. ჩამოყალიბდეს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“; 2. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ოთ---------------ია; 3. ამხანაგობის იურიდიული მისამართია - ქ. თბი-–----------------–----------. კრებას ესწრებოდნენ შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ დირექტორი - გე-------------- და შპს „აქ------“-ის დირექტორი - ოთ---------------ია.
ამრიგად, წარმოდგენილი ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულია წერილობითი ფორმით და შეიცავს შეთანხმებას ყველა იმ წინაპირობაზე, რაც არსებითია იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებად. რაც შეეხება მოპასუხეს, მას საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის 08.09.2005წ. გაფორმებული ერთობლივი ამხანაგობის შესახებ ხელშეკრულება, ყველა ზემოთ დასახელებული წინაპირობის დაცვით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ განმარტებას მასზედ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და იგი არ არის იმა „აქ--------–-----“-ის წევრი.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში აღძრულია დავა, მას აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო, კი მხოლოდ მოპასუხის მითითებას ვერ გაიზიარებს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო სადავო გარემოების თაობაზე იგი მხოლოდ წარმოდგენილ შესაგებელში განმარტების სახით უთითებს, რაც ასევე არ წარმოადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.09.2005წ. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ (იხ. ს.ფ. 21-31);
-19.09.2005წ. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „აქ--------–-----“-ის სადამფუძნებლო კრების დადგენილება (ოქმი №1) (იხ. ს.ფ. 32-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სს „თე-–--ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 477-ე, 930-ე, 937-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა შპს „სა---------–------–----------–--------–---ის“ მითითება მასზედ, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს იმა „აქ--------–-----“-ის წევრს და შპს „საბურთალოს საცხოვრებელ კომპექსსა“ და შპს „აქ------“-ს შორის 2005 წლის 08 სექტემბერს დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას (იხ. 3.2.1. პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, კი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი განხილულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სოლიდარული ვალდებულება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში.
ამრიგად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“ და შპს „აქ------“ წარმოადგენენ იმა „აქ--------–-----“-ის წევრებს (საწინააღმდეგო გარემოება მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის შესაბამისად, ისინი ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.
6.2. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
შესაბამისად, ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ აბონენტი, ე.ი მომხმარებელი წარმოადგენს მყიდველს, რომელთანაც განაწილების ლიცენზიანტი - გამყიდველი, დებს ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ იმა „აქ--------–-----“ წარმოადგენს სს ,,თე-–--ის” აბონენტს №53------ შესაბამისად, იგი მოიხმარს/შეისყიდის ელექტროენერგიას და სანაცვლოდ ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ იმა „აქ--------–-----“ს სს „თე-–--ის“ მიმართ, ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვებული დავალიანება - 21 529.12 ლარის ოდენობით.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 21 529.12 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი: წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხეებს წარმოადგენენ - იმა „აქ--------–-----“, შპს „სა---------–------–----------–--------–---ი“ და შპს „აქ------“, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სსკ-ის 937-ე მუხლიდან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს სოლიდარულად აგებენ ამხანაგობის წევრები, დავალიანების დაკისრება უნდა მოხდეს მის წევრებზე და არა თავად ამხანაგობაზე. შესაბამისად, სს „თე-–--ის“ მიმართ იმა „აქ--------–-----“-ის დავალიანების გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მხოლოდ ამხანაგობის წევრებს - შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ და შპს „აქ------“-ს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 645.91 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ და შპს „აქ------“-სს მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 645.91 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თე-–--ის“ სარჩელი იმა „აქ--------–-----“-ის, შპს „სა---------–------–----------–--------–---ისა“ და შპს „აქ------“-ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს, იმა „აქ--------–-----“-ის წევრებს - შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ და შპს „აქ------“-ს მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების - 21 529.12 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეებს, იმა „აქ--------–-----“-ის წევრებს - შპს „საბ--------–------–----------–-------–--სსა“ და შპს „აქ------“-ს მოსარჩელე სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 645.91 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე