განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
330100118002520132
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ი-----------, ი-–-----------,ბრალდებულ _ ვ-–----------------,ადვოკატ _ დ------------------------ მონაწილეობით

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვ-–----------------------------ს (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–---------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ე” ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:

2----–-–-------------, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ------–--–----------–---–------------ კ-------------- და მის თანმხლებ მეგობრებს - ა-–--------------------სა და ი------------------, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობმა პირებმა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც 2----–-–---------------- (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით) სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ნასამართლევმა ვ-–---------------- კ--------------, ბასრი საგნის გამოყენებით, სახის არეში რამდენჯერმე გასმით, მიაყენა მრავლობითი, მათ შორის არტერიული, სისხლმდენი ჭრილობები კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილისა და საღეჭი კუნთის დაზიანებით, რაც წარუშლელ კვალს ტოვებს. კ------------- გადაყვანილი იქნა ქ------–--–-----–----–----–------------------–- მდებარე ნ-----–----------–------------------------- კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ კ-------------- ჩვენებით, 2----–-–-------------, თანამშრომლებთან - ა-–--------------------სთან და ი-------------------ან ერთად იმყოფებოდა ღამის ბარ „--–--–--. წასვლის წინ, დაახლოებით 02:00 საათზე, შევიდა საპირფარეშოში, ხოლო მისი მეგობრები ელოდებოდნენ გარეთ. როდესაც ბარიდან გავიდა, ბარის მარცხნივ, ქუჩის ასახვევთან დაინახა დაახლოებით ხუთი პირი. ეგონა, რომ მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და მათკენ გაემართა. როდესაც მათ მიუახლოვდა, აღმოჩნდნენ უცნობი პირები, რომელთაგან ერთ-ერთმა გადახვია ხელი და უთხრა, რომ დალაპარაკება სურდა. აღნიშნული პირი თავს არ ანებებდა, პირთა ჯგუფისკენ უბიძგებდა და ნელ-ნელ ხმას უწევდა. მიხვდა, რომ სიტუაცია იძაბებოდა და უკან დაიხია. ამ დროს მათ შორის ჩადგა ვ-–---------------, რომელსაც ეკეთა გადაჭრილი ხელთათმანები და უსაფუძვლოდ ცდილობდა მის დაწყნარებას. საუბრისას შენიშნა, რომ მას პირში ჰქონდა რაღაც საგანი. მოულოდნელად ვ.-----ამ სახის მარცხენა მხარეს ხელი ჩამოუსვა. ჩამოსმა იყო მწველი. როდესაც ხელები ასწია სახის დასაცავად, იგრძნო ხელის გაჭრა და კვლავ წვა სახის არეში. ჩხუბისას იმ პირმა, რომელმაც მას თავიდან გადახვია ხელი, მუცელში ჩაარტყა ფეხი და დაეცა. შემდეგ ვ.-----ასგან და კიდევ ორი სხვა პირისგან მოხვდა ფეხი. ამ დროს მივიდნენ მისი მეგობრებიც, რომლებიც იდგნენ მათგან მოშორებით და წამოაყენეს. ჩხუბის დამთავრების შემდეგ აღმოაჩინა, რომ სახეზე, ორივე მხარეს, ჰქონდა ღრმა ჭრილობები. აღნიშნულის შემდეგ, ბარში მყოფმა ერთ-ერთმა გოგომ, სახელად კ--------------- მიიყვანა პ------–----------–------ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ორი ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ ლოყის არტერიაც ჰქონდა გაჭრილი. მთლიანობაში 170-ზე მეტი ნაკერი აქვს. აღნიშნულმა შემთხვევამ დაუმახინჯა სახე, რაც მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი და დამამცირებელია. როგორც ექიმმა უთხრა, მისი დაზიანება პლასტიკური ოპერაციის შემთხვევაშიც კი წარუშლელია. წვერს ატარებს მხოლოდ იმიტომ, რომ მაქსიმალურად კარგად დაფაროს ჭრილობები, რადგან ყოველ დილით შრამების დანახვა მისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ძნელია. ზიანი, რაც მას მიაყენეს, აუნაზღაურებელია და ამ ფაქტის შემდეგ, ვინაიდან იქცევს ყველას ყურადღებას, არსად დადის. პიროვნება, რომელმაც მას დაუმახინჯა სახე, ამოიცნო როგორც ფოტოსურათებით ამოცნობისას, ასევე ვიდეოჩანაწერშიც. სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ის პირი ვინც მას ეს დაზიანებები მიაყენა ბრალდებული ვ.-----ა არის.

მოწმე ი------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- იმყოფებოდა ღამის ბარ „--–--–-- მეგობრებთან, კ--------------თან და ა-–--------------------სთან ერთად, საიდანაც წამოსვლისას მის მეგობარ კ.--------ეს, ბარის მარცხნივ მდებარე ქუჩის ასასვლელში მდგომი რამდენიმე ბიჭიდან ერთ-ერთმა მოხვია ხელი. ამ დროს მათთან მივიდა მეორე უცნობი, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა ვ.-----ა და მის მეგობარს სახეში გაარტყა. დაინახა, რომ მას ხელზე ეკეთა გადაჭრილი ხელთათმანი. აღნიშნულის შემდეგ მან კიდევ მოიქნია ხელი, თუმცა არ იცის, ამჯერად მოხვდა თუ არა კ.--------ეს. ჩხუბისას იმ პირმა, რომელმაც ხელი მოხვია კ.--------ეს, მასვე მუცელში ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულ კონფლიქტს ა.--------ესთან ერთად უყურებდა დაახლოებით 5-6 მეტრი მანძილიდან. როდესაც ჩხუბი დამთავრდა, დაინახა, რომ კ.--------ეს ორივე მხარეს სახე ჰქონდა გადახსნილი და სისხლი სდიოდა, თავად ჰქონდა სახეზე ნაკაწრი, ხოლო ა.--------ემ მიიღო ტვინის შერყევა. მომხდართან დაკავშირებით კ--------------თან აღარ უსაუბრია, რადგან შრამების გამო ის ძალიან დაკომპლექსდა, ამასთან ამჩნევდა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სიამოვნებდა.

მოწმე ა-–--------------------ს ჩვენებით, 2----–-–------------- მეგობრებთან - კ--------------თან და ი-------------------ან ერთად იმყოფებოდა ბარ „--–--–--. წასვლისას, დაახლოებით 02:00 საათზე, კ.--------ე შევიდა საპირფარეშოში, ხოლო თვითონ ი.--------–თან ერთად გავიდა გარეთ. კ.--------ის ლოდინის პერიოდში მათთან მივიდნენ უცხო ბიჭები და სთხოვეს გვერდზე გაყოლა, რა დროსაც გაიარა პოლიციამ და მათ მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს. ი.--------–თან ერთად გაერიდა მათ და ავიდა ბარის მარცხნივ მდებარე ქუჩის აღმართზე, ხოლო ის ბიჭები გაჩერდნენ ასასვლელთან. რამდენიმე წუთში გამოჩნდა კ-------------, რომელიც მათ ეძებდა. ასასვლელში მდგომი ბიჭებიდან ერთ-ერთმა მას მოხვია ხელი, ხოლო როდესაც მისი მეგობარი ცდილობდა გათავისუფლებას, მეორე პირმა, ხელთათმანიანი ხელი მოუქნია სახის არეში. აღნიშნულ ფაქტს უყურებდა დაახლოებით 5-6 მეტრი მანძილიდან. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა უცნობმა პირმა ფეხი ჩაარტყა კ.--------ეს მუცელში, რის გამოც ის დაეცა და წავიდნენ მის დასახმარებლად. როდესაც წაქცეული კ.--------ე ააყენა, მოტრიალებისას მასაც ჩაარტყეს თავის არეში, თუმცა ვინ, არ დაუნახავს. ჩარტყმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. ჩხუბის დამთავრების შემდეგ შეამჩნია, რომ კ-------------- სახეზე ჰქონდა ჭრილობები, რის გამოც დღემდე მოშვებული წვერით დადის და არ სიამოვნებს მომხდარის გახსენება. გარდა ამისა, კ.--------ე შრამების გამო მათთან ერთად გასართობად აღარ დადის.

მოწმე კ------------------------ ჩვენებით, 2----–-–------------- მეგობრებს, ნ------------------- და ბ-------------------ს ა/მანქანით მიაკითხა ბარში სადაც ცოტა ხნით თავადაც გაჩერდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ წავიდა ფ--–-------------- ახლოს მდებარე მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად. როდესაც უკან ბრუნდებოდა, მოესმა ხმაური და ბარ „--–----- მარცხნივ, ჩიხში, დაინახა ერთმანეთზე შემოხვეული ბევრი პირი. როდესაც დაიშალნენ, დაინახა ძირს დაგდებული კ.--------ე, რომელსაც სახე ჰქონდა დასერილი და მოსდიოდა სისხლი. ვინაიდან ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა ახლოს, თავად წაიყვანა რ-------–------ საავადმყოფოში.

მოწმე ნ-------------------- ჩვენებით, 2----–-–-------------, ბ-------------------სთან ერთად იყო ბარ „--–--–--. კ------------- გაიცნო ბარში მის ორ მეგობართან, ს-------------------თან და ი-------------------ან ერთად. დაახლოებით 01:00 საათზე, მათ მიაკითხა კ------------------------. დაახლოებით 02:00 საათზე, იმყოფებოდა ბარში და გარედან შემოესმა ხმაური, თუმცა არ გასულა. როდესაც ხმაური დამთავრდა, ბარის მარცხნივ მდებარე ქუჩაზე თვალი მოკრა კ.--------ეს, რომელსაც სახის ორივე მხარე ჰქონდა დასერილი. როდესაც სისხლიანი კ------------- დაინახა, მივიდა მასთან და ერთჯერადი ხელსახოცები მისცა. ამ დროს მივიდა კ-----------------------– და მისი ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მოწმე ბ-------------------ს ჩვენებით, 2----–-–-------------, ნ---------------------ნ ერთად იმყოფებოდა ბარ „--–--–--, სადაც გაიცნო კ-------------, ს------------------ და ი------------------. დაახლოებით 02:00 საათზე მათ წასაყვანად მივიდა კ-----------------------. გარკვეული პერიოდის შემდეგ კ.-----–--ე წავიდა სიგარეტის საყიდლად. შემდეგ თვითონაც გავიდა იმავე მიზეზით და როცა უკან ბრუნდებოდა, ბარ „--–----- მარცხნივ მდებარე ჩიხში დაინახა ჯგუფად შეკრებილი ბევრი ხალხი. როდესაც ხალხი დაიშალა, ნახა კ-------------, რომელსაც სახის ორივე მხარე ქონდა გაჭრილი და სისხლი სდიოდა. ვინაიდან კ-----------------------ს ახლოს ჰყავდა ა/მანქანა გაჩერებული, კ.--------ე მათ წაიყვანეს საავადმყოფოში.

მოწმე თ---------------- ჩვენებით, არის ყ-------------------------------------- ექსპერტი.----------------------- დაახლოებით 03:00 საათზე, მიიღო პაციენტი კ-------------, რომელსაც ჰქონდა სახის დაზიანებები და სისხლმდენი ჭრილობები. დაზიანებები მისი სიდიდიდან გამომდინარე, იმდენად სერიოზული იყო, რომ სურათები გადაიღო და აღნიშნული შემთხვევა სამეცნიერო კონფერენციაზეც გაიტანა. პაციენტს ჰქონდა სახის ორი დიდი ჭრილობა და ნიკაპის ქვემოთ შედარებით მცირე ზომის ჭრილობა. სახის მარცხნივ არსებული დაზიანება ვრცელდებოდა საფეთქლის ქვედა მიდამოდან ლოყის ქვედა ზედაპირამდე, სადაც გადის სახის ნერვი, არტერია, სადინარი და სანერწყვე ჯირკვლის სადინარი. ამ შემთხვევაში დაზიანებული იყო კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და საღეჭი კუნთი. სახის მარჯვნივ არსებული დაზიანება ვრცელდებოდა ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლიდან ტუჩის კუთხემდე და დაზიანებული იყო კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. მესამე დაზიანება იყო შედარებით ზედაპირული და დაზიანებული იყო კანი. პაციენტს მარცხენა მხარეს დაზიანებული ჰქონდა სახის არტერიაც და ჰქონდა არტერიული სისხლდენა. ოპერაციის დროს გააკეთა კოსმეტიკური ნაკერები, რათა სახე არ დასახიჩრებოდა. ჯერ გაკერა კუნთი, შემდეგ კანქვეშა ქსოვილები და ბოლოს კანი. მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკური ნაკერები გააკეთა, კ.--------ეს თავიდანვე უთხრა, რომ იარები მუდმივად დარჩებოდა. სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პლასტიკური ოპერაციების შემთხვევაშიც კი, პაციენტის კანის მთლიანობა ისე არ აღდგება, რომ ნაიარევი სრულად გაქრეს.

მოწმე თ------------------------- ჩვენებით, მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–- ექსპერტი-ფსიქიატრის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი-----------------------თან და ა-----------------თან ერთად ჩაატარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გასცა შემდეგი სახის დასკვნა: ვ-–---------------- აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ვ-–---------------- აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ვ.-----ა დაავადებული არ არის. ვ-–----------------თვის შეზღუდული შერაცხადობის დადგენა მოხდა მისი ფსიქიკური აშლილობის გამო. ექსპერტიზისთვის წარდგენილი მასალების მიხედვით, მას პრობლემები დაეწყო----–-–-- ასაკში, როდესაც პირველად მოხვდა ციხეში. პროტესტის ნიშნად ვ.-----ა ბასრი საგნით იყენებდა თვითდაზიანებებს.

მოწმე გ------------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი სახის დასკვნა: გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება, რომელიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის პირობითად ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 1----–-–-------------- დაბადებული ვ-–---------------------------- (პირადი N-----------) პიროვნების გამოსახულებაზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება. ვინაიდან გამოსახულებებს შორის სრული თანხვედრა იყო მხოლოდ ცხვირით და ნიკაპით, ხოლო სხვა ნაკვთები არ ჩანდა, გასცა სავარაუდო დასკვნა.

მოწმე გ------------------------- ჩვენებით, ვ.-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ექსპერტიზები ა-–--------------------სთან, კ--------------თან და ი-------------------ან, ასევე ჩაატარა კომისიური ექსპერტიზა კ---------------------------ან და ე-----------------ან ერთად. კ--------------თან მიმართებით გასცა ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად: როგორც ირკვევა შ------------------–----------–----------------------------–-------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------- კ-------------მ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 3---------------------------, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა საფეთქელ-ქვედა მიდამოს და ლოყის ჭრილობა, მარჯვენა ლოყის და ნიკაპის ჭრილობა, კისრის წინა ზედაპირის ჭრილობა. 0----------–- პირადი გასინჯვისას კ-------------- აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ, გარდამავალი ქვედა ყბის ძვლის სხეულის შუა მესამედის მიდამოში და მარჯვენა ნიკაპის მიდამოში, გარდამავალი მარჯვენა ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების /სამედიცინო დოკუმენტაციით ნაკვეთი ჭრილობები/ და ნიკაპქვედა მიდამოში გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობის სახით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნიკაპქვედა მიდამოს ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობის მორფოლოგიური სურათი არასრულად არის აღწერილი და ასევე პირადი შემოწმებისას ჭრილობა არის გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული. დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. 0----------–- პირადი გასინჯვისას კ-------------- ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე-მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. წარუხოცელობის საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა პიროვნების წარმოდგენა ტრავმის მიღებიდან 1,5-2 თვის შემდეგ. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის მინიჭება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო სჭირდება მის მკურნალობას. მოცემულ შემთხვევაში ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა დაადგინეს იმიტომ, რომ 6 დღეზე მეტი სჭირდება ჭრილობის შეხორცებას; კომისიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, კ-------------- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (-----------–------------- აღენიშნებოდა შედარებით სწორნაპირებიანი ორი ნაწიბური სახის მიდამოში, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამავე მიდამოებში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს. აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდებიან, არ იწვევენ სახის ასიმეტრიის და მიმიკის შეცვლას. ექსპერტის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ შედგენილ დასკვნათა სისწორე, მათ შორის ა.--------ესთან და ი.--------–თან მიმართებითაც.

მოწმეების - კ--------------------------- და ე----------------- ჩვენებებით, გ-------------------------ან ერთად ჩაატარეს კომისიური ექსპერტიზა და გასცეს N--------- დასკვნა, რომლის თანახმად: კ-------------- სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა შედარებით სწორნაპირებიანი ორი ნაწიბური სახის მიდამოში, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამავე მიდამოებში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს. აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდებიან, არ იწვევენ სახის ასიმეტრიის და მიმიკის შეცვლას. წარუხოცელი ნიშნავს იმას, რომ დაზიანებები თავისიც, დროთა განმავლობაში არ გამოსწორდებიან. რაც შეეხება დამახინჯების საკითხს, აღნიშნული იურიდიული საკითხია და მას სამედიცინო ექსპერტი ვერ წყვეტს.

მოწმეების - მ---------------- და შ------------------- ჩვენებებით, ჩაატარეს ბიოლოგიური ექსპერტიზა და სეროლოგიური, მორფოლოგიური, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზის შედეგად გასცეს დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით „---------------------------------- მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (---------- წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ-------------- (----------------ი, წარწერით: „...კ-------------- სისხლის ნიმუში...“); პაკეტში წარწერით: „...ბრიტვის ნატეხი და იზოლენტა...“ მოთავსებულ წებოვანი ლენტის ფრაგმენტსა (-------- და ბრიტვის ფრაგმენტზე (-------- არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–---------------- (--------- პაკეტი წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ვ-–---------------- პირის ღრუდან...“). წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებულ თმაზე (-------- გენოტოპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებული თმის ღერები (----------- წარმოადგენს ადამიანის სხეულის თმას; პაკეტში წარწერით: „...კ--------------გან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (----------- მოსაცმელსა (------------ და მაისურზე (--------- არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის ეკუთვნის კ-------------- (----------

მოწმე ნ------------ ჩვენებით, ვ.-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად: კ--------------გან ამოღებული ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, შარვალი) ჟაკეტზე და მაისურზე დასკვნით კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღინიშნება მჭრელი პირის მქონე კვალდამტოვი ობიექტის დინამიური მოქმედებით - გასმით განვითარებული დაზიანება. გამოსაკვლევი ობიექტი არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ბრიტვებს მჭრელი ნაწიბური გააჩნია. ექსპერტ ნ------------ მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ე.წ. „ბრიტვა“ და „იზოლენტი“.

მოწმე ზ------------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2----–-–-------------, კ-------------- ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, დაევალა ოპერატიული საქმიანობა და დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა. 2----–-–------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კ.--------ეს ჯანმრთელობის დაზიანება მიყენა 1--- წელს დაბადებულმა ვ-–----------------, რომელიც რეგისტრირებული იყო ქ------–-------------------------------–-. ინფორმაციის მიმწოდებელმა ასევე უთხრა, რომ მითითებულ მისამართზე ვ.-----ა არ იმყოფებოდა და იგი მუდმივად ატარებდა ე.წ. „ბრიტვას“. აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაკითხეს მოწმის სახით.

მოწმე ა-------------- ჩვენებით, ვ-–---------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2----–-–------------- დაევალა დანაშაულის ჩამდენი პირის ადგილსამყოფელის დადგენა. იმავე დღეს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვ-–--------------- იმყოფებოდა ს----------–---------------------------------- ტერიტორიაზე და აპირებდა ტერიტორიის დატოვებას. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ, პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდგომაც დაიკითხა მოწმის სახით.

მოწმე დ--------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- ძ---–-------–---------–-–-------------------–---–- დაიწყო გამოძიება კ-------------- ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ამ საქმის ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა კ-------------, ი------------------, ზ------------------, ა-------------, კ-----------------------, ნ-----------, ბ-------------------, ნ-------------------, გ------------------------, ნ---------------, დ--------------, გ----------------- და სხვა მოწმეები; კ--------------თან და ი-------------------ან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები, სისხლის ნიმუში აიღო კ.--------ისგან, ხოლო ნერწყვის, თმის და სისხლის ნიმუშები - ვ-–----------------გან; დაათვალიერა pol.ge-ს მონაცემები ვ-–----------------თან მიმართებით; სასტუმრო „---------- და „--–--------------- გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები, რაც შემდგომში ი------------------- და კ-------------- მონაწილეობით დაათვალიერა, „--–--------------- ამოღებული ვიდეოჩანაწერი ასევე დაათვალიერა დ-------------ის მონაწილეობით; მის მიერ ამოღებული იქნა ასევე ა.--------ის და კ.--------ის სამედიცინო ისტორიები, ასევე დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. მოწმის განმარტებით, მის გარდა ვ.-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობდნენ გ.-----------ი, ვ.-----–--ე და ჭ.---–-----ი. დ.--------–---–ის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და ნამდვილობა. დ--------------------- მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოჩანაწერები.

მოწმე გ-----------------ს ჩვენებით, ვ-–---------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობები კ-------------- და ი------------------- მონაწილეობით, ასევე თ--------------------ან და მ-------------------ან ერთად დააკავა ვ.-----ა და ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა. ასევე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი.

ბრალდებულ ვ-–---------------- ჩვენებით, 2----–-–-------------, იმყოფებოდა პ--------------------- მდებარე ბარ „--–--–--. ბარში დალია ლუდი, ხოლო როცა გარეთ გავიდა, ნახა ნაცნობი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. მას გამოელაპარაკა, შემდეგ ჩაჯდა მის კუთვნილ ა/მანქანაში და სახლში წავიდა. მეორე დღეს გაიღვიძა დაახლოებით 12:00 საათზე, პირად საქმეებზე გავიდა და როდესაც დაბრუნდა დ---–---------------დებარე სახლში, სადარბაზოსთან გააჩერა ა/მანქანა. ამ დროს მას მივარდნენ პოლიციელები და ელექტროშოკით გათიშეს. გონზე მოვიდა პოლიციის ა/მანქანაში, სადაც მის გვერდით იჯდა გ----------------- და კიდევ ერთი გამომძიებელი, ხოლო წინა სავარძელზე იჯდა განყოფილების უფროსის მოადგილე, სახელად გ-------- ხელებზე ბორკილები ედო. პოლიციის ა/მანქანაში ყოფნისას, განყოფილების უფროსის მოადგილემ უზრდელურად მიმართა, ხოლო გ.-----------მა თმაში მოკიდა ხელი და თავი გადაუწია, რის შემდეგაც უფროსის მოადგილემ სახეში დარტყა. მიიყვანეს თ------–---–----------- არსებული პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანეს ე.წ. „პადვალში“, სადაც გააშიშვლეს და აგინებდნენ. ამასთანავე, ხელზე დააკრეს იზოლენტი და თითი გაუჭრეს. მის მიმართ გამოძიების დროს დაირღვა მისი უფლებები, ამოცნობები და მისი დაკავება ჩატარდა კანონის დარღვევით. დაკავების დროს ახლდა მეგობარი, სახელად რ-------- რომლის გვარი არ ახსოვს. ამასთან, იმ ადგილას, სადაც მოხდა დააკავეს, არის დაცვის ჯიხური და იქ მყოფმა პირებმა ყველაფერი დაინახეს.

2----–-–-------------- ამოღების ოქმის თანახმად, კ--------------გან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მოცისფრო ფერის კაპიშონიანი ჟაკეტი, წინა მხარეს ელვაშესაკრავით, მასზე არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და მარჯვენა მხარეს, მკერდის არეში არის გაჭრილი; მოყავისფრო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, წინა მხარეს არის მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და მარჯვენა მხარეს, მკერდის არეში არის გაჭრილი; მოცისფრო ფერის ჯინსის შარვალი, რომელზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

2----–-–-------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, კ-------------მ მიუთითა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მ------–---–-----------, ბარი „--–----- მიმდებარედ. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ამოღებული იქნა და ადგილზე დაილუქა.

2----–-–------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი------------------- მიუთითა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მ------–---–-----------. მან მიუთითა, რომ 2----–-–-------------, მ------–---–--------ს დასაწყისიდან დაახლოებით ხუთ მეტრში იდგა კ.--------ე, სადაც მას იმ პირმა, ვინც ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობისას, ორჯერ ჩამოუსვა ხელი.

2----–-–-------------- სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, კ--------------გან ექიმის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა, დაესვა თარიღი და მასზე გაკეთდა ხელმოწერები.

2----–-–-------------- Pol.ge-ს დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ--------------------- მიერ დათვალიერდა შსს საინფორმაციო ბაზა pol.ge, სადაც ნანახი იქნა 1----–-–-------------- დაბადებული ვ-–----------------------------ს შესახებ ინფორმაცია. მოცემულ ინტერნეტ გვერდზე განთავსებული იყო ამ პიროვნების სამი ფოტოსურათი, რომელთაგან მარცხნიდან პირველი ფოტოსურათი იყო ახალი. ინფორმაციის გვერდი მასზე განთავსებული ფოტოებით ამობეჭდა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს.

2----–-–-------------- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, კ-------------მ ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო მამაკაცი, რომელმაც, მისი განმარტებით, 2----–-–--------------- მ------–---–----------- სახეზე დაუსვა ბასრი საგანი. ამომცნობმა პიროვნება ამოიცნო მისი სავარაუდო ასაკით, მუქი ფერის თვალებით, ოვალური, მოგრძო ფორმის შავგვრემანი პირისახით, საშუალო ზომის ტუჩით და საშუალოზე ოდნავ ფართო-განიერი ცხვირით, პატარა ზომის წვერით და საერთო იერსახით.

2----–-–-------------- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ი------------------- ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო მამაკაცი, რომელმაც, მისი განმარტებით, 2----–-–--------------- მის მეგობარს, კ.--------ეს დაუსერა სახე. ამომცნობმა პიროვნება ამოიცნო მისი სავარაუდო ასაკით, მუქი ფერის თვალებით, ოვალური, მოგრძო ფორმის შავგვრემანი პირისახით, საშუალო ზომის ტუჩით და საშუალოზე ოდნავ ფართო-განიერი ცხვირით, პატარა ზომის წვერით და საერთო იერსახით.

2----–-–-------------- ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ-–---------------------------- დაკავებული იქნა ქ------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებისას მან გაწია წინააღმდეგობა და უარს აცხადებდა პირად ჩხრეკაზე, რის გამოც მის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა. პირადი ჩხრეკისას მისგან საქმისთვის საინტერესო ნივთებიდან ამოღებული იქნა თეთრი იზოლაციით კანზე მიკრული ბრიტვის ნატეხი, იზოლენტას აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, მასზე ასევე მიწებებულია თმის ღერები, ასევე ამოღებული იქნა „ჯავშან ჟილეტი“. ამოღებული ნივთები დაილუქა, დაესვა თარიღი და მასზე გაკეთდა ხელმოწერები.

2----–-–------------–-- ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, გამომძიებელ დ--------------------- მიერ სასტუმრო „---------- მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა განჩინებაში მითითებული დროის შუალედში გადაღებული ვიდეოჩანაწერი.

2----–-–------------–-- ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, გამომძიებელ დ--------------------- მიერ ბარ „--–-------- მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა განჩინებაში მითითებული დროის შუალედში გადაღებული ვიდეოჩანაწერი.

2----–-–--------------- ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ვ-–----------------გან ექსპერტის მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა ერთ სპეც. პაკეტში.

2----–-–--------------- თმის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ვ-–----------------გან ექსპერტის მიერ აღებული იქნა თმის ნიმუშები, სულ ხუთი ადგილიდან, რაც მოთავსდა ცალ-ცალკე და დაილუქა ერთ სპეც. პაკეტში.

2----–-–--------------- სისხლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ვ-–----------------გან ექთანის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის პაკეტში, დაილუქა, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.

2----–-–--------------- ამოღების ოქმის თანახმად, ნ-----–----------–------------------------- კლინიკიდან ამოღებული იქნა კ-------------- სამედიცინო ისტორიის ასლი, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.

2----–-–------------ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, როგორც ირკვევა შ------------------–----------–----------------------------–-------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------- კ-------------მ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 3---------------------------, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა საფეთქელ-ქვედა მიდამოს და ლოყის ჭრილობა, მარჯვენა ლოყის და ნიკაპის ჭრილობა, კისრის წინა ზედაპირის ჭრილობა. 0----------–- პირადი გასინჯვისას კ-------------- აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ, გარდამავალი ქვედა ყბის ძვლის სხეულის შუა მესამედის მიდამოში და მარჯვენა ნიკაპის მიდამოში, გარდამავალი მარჯვენა ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების /სამედიცინო დოკუმენტაციით ნაკვეთი ჭრილობები/ და ნიკაპქვედა მიდამოში გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობის სახით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნიკაპქვედა მიდამოს ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობის მორფოლოგიური სურათი არასრულად არის აღწერილი და ასევე პირადი შემოწმებისას ჭრილობა არის გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული. დანარჩენი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. 0----------–- პირადი გასინჯვისას კ-------------- ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე-მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ დროს. წარუხოცელობის საკითხს გადასაწყვეტად საჭიროა პიროვნების წარმოდგენა ტრავმის მიღებიდან 1,5-2 თვის შემდეგ.

2----–-–------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, კ-------------- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (-----------–------------- აღენიშნებოდა შედარებით სწორნაპირებიანი ორი ნაწიბური სახის მიდამოში, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამავე მიდამოებში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს. აღნიშნული ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდებიან, არ იწვევენ სახის ასიმეტრიის და მიმიკის შეცვლას.

2----–-–------------- ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, მორფოლოგიური, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზის დადგინდა: პაკეტში წარწერით „---------------------------------- მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (---------- წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ-------------- (----------------ი, წარწერით: „...კ-------------- სისხლის ნიმუში...“); პაკეტში წარწერით: „...ბრიტვის ნატეხი და იზოლენტა...“ მოთავსებულ წებოვანი ლენტის ფრაგმენტსა (-------- და ბრიტვის ფრაგმენტზე (-------- არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–---------------- (--------- პაკეტი წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ვ-–---------------- პირის ღრუდან...“). წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებულ თმაზე (-------- გენოტოპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებული თმის ღერები (----------- წარმოადგენს ადამიანის სხეულის თმას; პაკეტში წარწერით: „...კ--------------გან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (----------- მოსაცმელსა (------------ და მაისურზე (--------- არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის ეკუთვნის კ-------------- (----------

2----–-–------------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, კ--------------გან ამოღებული ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, შარვალი) ჟაკეტზე და მაისურზე დასკვნით კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღინიშნება მჭრელი პირის მქონე კვალდამტოვი ობიექტის დინამიური მოქმედებით - გასმით განვითარებული დაზიანება. გამოსაკვლევი ობიექტი არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2----–-–------------- ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ვ-–---------------- აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ვ-–---------------- აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. ვ-–--------------- თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

2----–-–------------- ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება, რომელიც ხარისხის ამაღლების მიზნით გაწმენდილი და დამუშავებული იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით: „------------------------------------- საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის პირობითად ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული----------- წელს დაბადებული ვ-–---------------------------- (პირადი N-----------) პიროვნების გამოსახულებაზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება.

2----–-–------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ--------------------- მიერ ი------------------- მონაწილეობით დათვალიერდა ერთ კომპიუტერულ დისკზე, ბარ „--–--------------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები სამ ფაილად. პირველ ვიდეო ჩანაწერზე, 00:01:29 საათზე, ი.--------–მა ამოიცნო საკუთარი თავი და კ-------------. 00:23:02 საათზე ი------------------ გვერდით ახლავს მამაკაცი მოკლედ შეჭრილი თმით და კაპიშონიანი ქურთუკით, რომელიც მისი განმარტებით არის ა-–---------------------- მეორე ვიდეოჩანაწერზე, 01:17:37 საათზე კარში შედის ახალგაზრდა ბიჭი, მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც აცვია ღია ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი. ი.--------–ის განმარტებით ამ პიროვნებამ გადახვია რამდენჯერმე ხელი კ.--------ეს მ------–---–----------- და ჩაარტყა ფეხი. 01:51:04 საათზე ბარში შედის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ქუდი და აცვია მოგრძო ფორმის ქურთუკი. ი.--------–ის განმარტებით, სწორედ ამ მამაკაცმა დაუსერა სახე კ.--------ეს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ი.--------–ი, კ.--------ე, ა-–---------- და ასევე ის პირები, ვინც კ-------------- გადახვია ხელი და დაუსერა სახე, პერიოდულად გადიან და ბრუნდებიან ბარში.

2----–-–------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ--------------------- მიერ ი------------------- მონაწილეობით დათვალიერდა ერთ კომპიუტერულ დისკზე, სასტუმრო „---------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები ორ ფაილად. ამ ვიდეოჩანაწერებში ი.--------–მა ამოიცნო საკუთარი თავი, კ------------- და ის პირი, რომელმაც მის მეგობარს დაუსერა სახე. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პირს, რომელიც ი.--------–ის განმარტებით არის ვ-–---------------, ხელზე უკეთია გადაჭრილი ხელთათმანი.

2----–-–------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ--------------------- მიერ კ-------------- მონაწილეობით დათვალიერდა ერთ კომპიუტერულ დისკზე, ბარ „--–--------------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები სამ ფაილად. პირველ ვიდეო ჩანაწერზე, 00:01:29 საათზე, კ-------------მ ამოიცნო ი------------------ და საკუთარი თავი. 00:23:02 საათზე ი.--------–ს გვერდით ახლავს ა-–---------------------- მეორე ვიდეოჩანაწერზე, 01:17:37 საათზე კარში შედის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის ქურთუკი და მუქი ფერის შარვალი და აქვს მოკლედ შეჭრილი თმა. კ.--------ის განმარტებით ამ პიროვნებამ გადახვია რამდენჯერმე ხელი მ------–---–----------- და შემდეგ ჩაარტყა ფეხი. 01:51:04 საათზე ბარში შედის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ქუდი და აცვია მოგრძო ფორმის ქურთუკი. კ.--------ის განმარტებით, სწორედ ამ მამაკაცმა დაუსერა სახე ბრიტვის გამოყენებით. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ი.--------–ი, კ.--------ე, ა-–---------- და ასევე ის პირები, ვინც კ-------------- გადახვია ხელი და დაუსერა სახე, პერიოდულად გადიან და ბრუნდებიან ბარში.

2----–-–------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ--------------------- მიერ კ-------------- მონაწილეობით დათვალიერდა ერთ კომპიუტერულ დისკზე, სასტუმრო „---------- ამოღებული ვიდეოჩანაწერები ორ ფაილად. ამ ვიდეოჩანაწერებში კ.--------ემ ამოიცნო საკუთარი თავი, ი.--------–ი და ის პირი, რომელმაც მას დაუსერა სახე. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პირს, რომელიც ი.--------–ის განმარტებით არის ვ-–---------------, ხელზე უკეთია გადაჭრილი ხელთათმანი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

 

მტკიცებულებების და ქმედების სამართლებრივ შეფასებამდე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული შედეგის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სპეციფიკური სახეა, რადგან ამ დროს დაზიანება არ არის სახიფათო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არ იწვევს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე მძიმე შედეგს. სახის წარუშლელი დამახინჯება იწვევს დაზარალებულის მძიმე სულიერ და მორალურ ტანჯვას.

დაზარალებულმა კ-------------მ დაადასტურა, რომ 2----–-–-------------, დაახლოებით 02:00 საათზე, მ------–---–-----------, მას ე.წ. „ბრიტვით“ სახე დაუსერა ვ-–----------------, რომელიც ამოიცნო ფოტოსურათით.

ი------------------- ასევე დაადასტურა, რომ ვ-–---------------, რომელმაც მის მეგობარს, კ--------------, დაუსერა სახე, ამოიცნო ფოტოსურათით.

ა-–--------------------ს ჩვენებით თანახმად, 2----–-–------------- მომხდარი ჩხუბის დროს კ-------------- დაუსერა სახე უცნობმა პირმა, რომელსაც ხელზე ეკეთა გადაჭრილი ხელთათმანი. კ.--------ემ და ი.--------–მა ასევე დაადასტურეს, რომ ვ.-----ას ეკეთა გადაჭრილი ხელთათმანები.

სასტუმრო „---------- ამოღებულ ვიდეოჩანაწერში, რაც დათვალიერებული იქნა კ.--------ის და ი.--------–ის მონაწილეობით და ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ჩანს პირი, რომელსაც ხელზე უკეთია გადაჭრილი ხელთათმანი. კ.--------ის და ი.--------–ის ჩვენებების თანახმად, სწორედ ამ პირმა დაუსერა სახე კ.--------ეს მ------–---–-----------.

ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და მონაცემთა ბაზიდან ამოღებული----------- წელს დაბადებული ვ-–---------------- პიროვნების გამოსახულებაზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება. ექსპერტ გ------------------- ჩვენებით, ვინაიდან გამოსახულებებს შორის სრული თანხვედრა იყო მხოლოდ ცხვირით და ნიკაპით, ხოლო სხვა ნაკვთები ვიდეოჩანაწერის ხარისხიდან გამომდინარე არ ჩანდა, გასცა სავარაუდო დასკვნა.

ბრალდებულმა ვ-–---------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2----–-–------------- იმყოფებოდა ა---–-------------------------------- „--–--–--, თუმცა გადაჭრილი ხელთათმანები არ კეთებია და არც ის პირია, ვინც ვიდეოჩანაწერში ჩანს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმრო „---------- და ბარ „--–-------- ამოღებულ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული პიროვნება არ არის ვ-–---------------. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად ვ-–---------------- დაადასტურა მისი ბარ „--–--–-- ყოფნის ფაქტი და მეორე, კ-------------მ და ი------------------- ამოიცნეს ის როგორც ფოტოსურათით ამოცნობისას, ასევე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების დროს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არის სავარაუდო, ექსპერტმა გ------------------- განმარტა, რომ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებულ და მონაცემთა ბაზიდან მოძიებულ ვ-–---------------- გამოსახულებებს შორის ცხვირით და ნიკაპით მსგავსება სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2----–-–--------------, როდესაც მოხდა კ-------------- გამოძიების ეტაპზე პირველად დაკითხვა, მან მიუთითა, რომ პირს, რომელმაც სახე დაუსერა, ხელზე ეკეთა გადაჭრილი ხელთათმანი. ვიდეოჩანაწერში გამოსახულ მამაკაცზე, რომელზეც კ.--------ემ და ი.--------–მა მიუთითეს, რომ არის ვ-–---------------, ჩანს, რომ მას ხელზე უკეთია გადაჭრილი ხელთათმანი.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ-–---------------- არ ჰქონია სამართებლის პირი და შესაბამისად, კ.--------ისთვის სახე არ დაუსერავს. დაზარალებულ კ-------------- ჩვენებით, იმ მომენტში, როდესაც ვ-–--------------- ცდილობდა მის დაწყნარებას, შენიშნა, რომ მას პირში ჰქონდა რაღაც საგანი. ამასთან მან სახეში გაარტყა რამდენჯერმე, რა დროსაც იგრძნო წვა. ი------------------- და ა-–--------------------ს ჩვენებების თანახმად, მათ დაინახეს რომ ვ-–---------------- გადაჭრილი ხელთათმანიანი ხელი ორჯერ მოიქნია კ.--------ის სახის მიმართულებით, ხოლო ჩხუბის დამთავრების შემდეგ ნახეს, რომ მას სახეზე, ორივე მხარეს ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ-–----------------გან ამოღებული იქნა თეთრი იზოლაციით კანზე მიკრული ბრიტვის ნატეხი. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის სამართებლის პირია, რითაც კ.--------ეს სახე დაუსერეს, თუმცა დაზარალებულ კ-------------- და მისი მეგობრების (ა-–---------- და ი.--------–ი) ჩვენებების ამ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----–-–------------- ვ-–---------------- ე.წ. „ბრიტვის“ გამოყენებით სახე დაუსერა კ--------------.

რაც შეეხება საკითხს, რა ხარისხის დაზიანება მიიღო კ-------------მ და გამოიწვია თუ არა ამგვარმა დაზიანებამ სახის წარუშლელი დამახინჯება, სასამართლო განმარტავს შემდეგს: მიყენებული დაზიანება იწვევს თუ არა სახის წარუშლელ დამახინჯებას, შეფასებული უნდა იყოს ორი კრიტერიუმით - სამედიცინო და იურიდიული. სამედიცინო ასპექტის გადაწყვეტა უკავშირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რომელმაც უნდა გასცეს დასკვნა იმის შესახებ, თუ სახის რა ნაწილში მდებარეობს დაზიანება, რითაა იგი გამოწვეული (მექანიკური, ქიმიური თუ სხვა საშუალებით), რა სიგრძისაა და სიღრმისაა ნაწიბური, ხომ არ იწვევს იგი მიმიკის დარღვევას, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაზიანების გამოსწორება ქირურგიული ჩარევის გარეშე. ხოლო საკითხი, ამახინჯებს თუ არა ეს დაზიანება სახეს, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ-------------- დაუდგინდა სხეულის დაზიანებათა არა მძიმე, არამედ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ვერ გამოიწვევდა სახის წარუშლელ დამახინჯებას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლთან მიმართებით, ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის, როდესაც საუბარია სახის წარუშლელ დამახინჯებაზე, არ არის სავალდებულო, დაზიანება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო და მძიმე ხარისხის. ამ კვალიფიკაციით დანაშაულის შემადგენლობა მაშინაც იქნება სახეზე, თუკი: 1) დაზიანება, თუნდაც მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ხარისხის, მიყენებულია სახის არეში; 2) დაზიანებები დროთა განმავლობაში თავისით (ქირურგიული ჩარევის გარეშე) არ გამოსწორდებიან; 3) დაზიანება ამახინჯებს სახეს და უქმნის მის მატარებელ პირს დისკომფორტს.

მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმ პირებისა (ი------------------, ა-–--------------------, ნ-------------------, კ-----------------------, ბ-------------------) ვინც შემთხვევის ადგილზე ნახეს კ.--------ე და დაადასტურეს, რომ მას ორივე მხარეს სახე ჰქონდა დასერილი, ყბა-სახის ქირურგმა თ---------------- დაადასტურა, რომ კ-------------- ჰქონდა სახის ორი დიდი ჭრილობა და ნიკაპის ქვემოთ შიგნით ზედაპირზე შედარებით მცირე ზომის ჭრილობა. სახის მარცხნივ არსებული დაზიანება ვრცელდებოდა საფეთქლის ქვედა მიდამოდან ლოყის ქვედა ზედაპირამდე. სახის მარჯვნივ არსებული დაზიანება კი ვრცელდებოდა ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლიდან ტუჩის კუთხემდე. მესამე დაზიანება იყო შედარებით ზედაპირული და დაზიანებული იყო კანი.

ექსპერტ გ------------------------- ჩვენებით და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ კ-------------- პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ, გარდამავალი ქვედა ყბის ძვლის სხეულის შუა მესამედის მიდამოში და მარჯვენა ნიკაპის მიდამოში, გარდამავალი მარჯვენა ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების და ნიკაპქვედა მიდამოში გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობის სახით.

ქირურგ თ----------------, ექსპერტების - გ-------------------------, ე----------------- კ--------------------------- ჩვენებებით და კომისიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რაც მიყენებული აქვს კ--------------, წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდებიან.

რაც შეეხება საკითხს, უმახინჯებს თუ არა სახეს კ.--------ეს ჭრილობის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: დამახინჯება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნაიარევი იყოს შემზარავი შესახედი და იწვევდეს შიშის განცდას. თუ ნაიარევი ასევე იწვევს სიბრალულის განცდას, რაც თავის მხრივ უქმნის დისკომფორტს დაზარალებულს, ასეთი დაზიანება შეფასდება როგორც სახის დამახინჯებად. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ კ-------------- ჩვენებით, მისთვის ყოველ დილით სარკეში ჩახედვა არის ფსიქოლოგიურად მძიმე, ნაიარევების დასაფარად ატარებს წვერს და ვინაიდან იქცევს ყველას ყურადღებას, აღარ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი განმარტებით, ზიანი, რაც მას მიაყენეს აუნაზღაურებელია და მუდმივად მოუწევს ამ პრობლემით ცხოვრება. თავის მხრივ, ი-------------------ც და ა-–--------------------მაც განმარტეს, რომ კ-------------- არ სიამოვნებს ამ საკითხზე საუბარი, რომ იგი დაკომპლექსდა და მეგობრებთან ერთად გასართობად აღარ დადის.

სასამართლო წერილობით მტკიცებულებათა შეფასებისას ასევე აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში არსებული ტექნიკური უზუსტობა არ უქმნის საფუძველს სასამართლოს ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ნამდვილობაში. სასამართლო პროცესზე თავად საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოვლენილი ნება და ინფორმაციის სისწორე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–---------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

ქმედება, ჩადენილი არაერთგზის:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენის თანახმად, ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენში და ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება, რომ ვ-–---------------- ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, არაერთგზის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენის თანახმად, ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვ-–---------------- ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენში და ვ-–--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე- ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ვ-–---------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

ბრალდებულ ვ-–---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს ვ-–---------------- აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მიდრეკილებით დეკომპენსაციებისადმი და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

ბრალდებულ ვ-–---------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

ვინაიდან ვ-–---------------- დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივ ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–---------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვ-–---------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ-–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ვ-–---------------- მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ვ-–---------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–-----------------.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს ვ-–---------------- ბრალდების სისხლის სამართლის (გამოძიების N------------) საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი