განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
130100118002609190
დავის ტიპი
258 2
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-170 (130100118002609190 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - კ---------------ე, დაბადებული 1991 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქალაქ გორში, მ---------–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრები გ----------------–----–----------------–------------ში

 

ადვოკატი: ს----------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილი, 258-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის ივნისის თვის დასაწყისში, კ--------------ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ----–------ში მდებარე, გ---------------–-–---–ის ოჯახის წევრების საფლავზე გავლებული მესერის ლითონის 1 ცალ ბოძს და 8 ცალ ჯაჭვს, ღირებულს 140 ლარად. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები კი ჩააბარა ქალაქ ხაშურში, ბ----------------------ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში;

გარდა ამისა, 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში (რიცხვი დაუდგენელია) კ--------------ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში მდებარე, მ---------–------–-–---–ის ოჯახის წევრების საფლავზე გავლებულ მესერზე დამაგრებულ თუჯის 6 ცალ ფიგურას, ღირებულს 1 500 ლარად. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები კი ჩააბარა ქალაქ ხაშურში, ბ----------------------ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში.

 

ამდენად, კ--------------ემ ჩაიდინა მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ესე იგი, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

1.2 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით კ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 სასამართლოს დასკვნა კ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმს,2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კ--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე;

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში;

2.4. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ კ--------------ემ ჩაიდინა მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ესე იგი, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. კ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს;

 

52. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი;

 

5.3 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა კ--------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლო თვლის, რომ კ--------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ კ--------------ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, რომლის თანახმად, კ--------------ე, 2018 წლის ოქტომბრის თვეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ჩადენილი ქმედებისათვის, იგი (კ--------------ე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კ--------------ეს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საფლავის ღობის თუჯის ფირფიტები (ინახება შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილებაში), მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Y------ (ხელწერილით ჩაბარებული აქვს კ--------------ეს) და ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (ხელწერილით ჩაბარდა ზურაბ ტეფოიანს), დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, საბოლოოდ, კ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, კ--------------ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, კ--------------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულ კ--------------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდეს კ--------------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

თავისუფლების აღკვეთის ვადის ათვლა კ--------------ეს დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 02 ოქტომბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: საფლავის ღობის თუჯის ფირფიტები (ინახება შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილებაში), მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Y------ (ხელწერილით ჩაბარებული აქვს კ--------------ეს) და ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი (ხელწერილით ჩაბარდა ზურაბ ტეფოიანს), დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი