გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210118002383493
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9968-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - ან--------------–---–ი

მოპასუხე - ჯო-----------–--ე

წარმომადგენელი - ლე-----------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ჯო-----------–--ეს ან--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1325 ლარის გადახდა.

 

1.2. ჯო-----------–--ეს ან--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 5905 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 15 ივლისს მც--------------–--------–----ის მე-15 კმ.ზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ან--------------–---–ის ავტოცისტერნა „გ------“, რომელსაც ან--------------–---–ის ნებართვითა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მართავდა მისი ბიძაშვილი ილ-----–-----–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ჯო-----------–--ის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევამ. საპატრულო პოლიციის მიერ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და მოპასუხე დაჯარიმდა 250 ლარით, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეჯახების შედეგად მძღოლს სხეულის დაზიანება არ მიუღია, თუმცა დაზიანდა ან--------------–---–ის ავტოცისტერნა. ზიანის ოდენობამ, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს შეფასებით, ჯამში შეადგინა 550 ლარი. ამასთან, ავტომობილი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სადგომზე, რისმა ხარჯებმაც ჯამში შეადგინა - 775 ლარი.

 

დაზიანებული ავტომანქანა არის საწვავის გადამზიდი, რომლითაც მოსარჩელეს გადაჰქონდა საწვავი და ამარაგებდა სხვადასხვა ბენზინ-გასამართ სადგურს კომპანიებთან შეთანხმებითა და შესაბამისი ანაზღაურებით. 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 15 ივლისამდე მოსარჩელის შემოსავალი შეადგენდა 5558 ლარს. ჯამში ყოველთვიურად დაახლოებით - 694.75 ლარს. ავტოსაგზაო შემთხვევიდან გასულია 8 თვეზე მეტი და მოპასუხესთან არაერთი მიმართვის მიუხედავად არ მოხდა ავტომანქანის შეკეთება. შესაბამისად, მოპასუხეს რომ შეესრულებინა ვალდებულება და აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, ან--------------–---–ი ყოველთვიურად მიიღებდა დაახლოებით - 694.75 ლარის ოდენობით შემოსავალს. აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელის ერთადერთ შემოსავლის წყაროს. მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი გარემონტება და შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სარჩელის აღძვრის შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანა შეკეთებულ იქნა მოსარჩელის მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ჯო-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი მიზეზით არ მომხდარა, არამედ მასში უფრო მეტად დამნაშავე არის მოსარჩელე. ექსპერტიზის მიერ არ მომხდარა სრულყოფილი დასკვნის წარმოდგენა, რაც წარმოაჩენდა მოსარჩელის დანაშაულებრივ ქმედებას. მოპასუხე, ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 15 ივლისს მც--------------–--------–-----ს მე-15 კმ.-ზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ ჯერ ჯო-----------–--ის ავტომანქანა „Toyota” და ილ-----–-----–---–ის სატვითო ავტოცისტერნა „გ------აც“, შემდეგ იმავე ზოლში შეჯახება მოხდა „Toyota” -სა და ოთ----------–---–ის ავტომანქანა „BMW”-ს შორის.

 

2017 წლის 04 სექტემბერს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ, 1. ავტომობილ „Toyota”-ს მძღოლ ჯო-----------–--ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა შეჯახებები. 2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ავტომობილ „გ------აც“-ს მძღოლ ილ-----–-----–---–ზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. 3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ავტომობილ „BMW”-ს მძღოლ ო-----------–---–ზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

2017 წლის 07 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მც---------------ის მთავარი სამმართველოს მიერ ჯო-----------–--ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nე-–------, რითაც მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა - 250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. დადგენილება (იხ. ს.ფ. 18-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 07 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მც---------------ის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი Nე-–------ გასაჩივრებულ იქნა ჯო-----------–--ის მიერ, თუმცა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. დადგენილება (იხ. ს.ფ. 18-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 19 სექტემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 1983 წელს დამზადებულ, სატვირთო ავტომანქანა „G-----”-ზე, სახელმწიფო ნომრით R------, შ----------------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 550 ლარს.

 

დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ ზემოთ მითითებული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, რომ ძარასა და ძარის გადაკრულობის უკანა მარცხენა ნაწილზე აღინიშნება მექანიკური დაზიანებები რთული და საშუალო დეფორმაციების სახით. კერძოდ, დეფორმირებულია: მარცხენა უკანა ფრთა, საწვავის ავზი. დაზიანებულია ასევე: უკანა მარცხენა ფურცლოვანი ზამბარა (რესორები) კომპლექტი, კარდანის ლილვი, უკანა მარცხენა საბორბლე დისკო.

 

დასკვნის თანახმად, ექსპერტებს კვლევის ობიექტი წარედგინათ ქალაქ თბილისში, ბა-–---------------ე მდებარე 1---ის საჯარიმო ავტოსადგომზე, სადაც მოხდა ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 17.09.2017წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 29-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 2017 წლის 15 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა - „GAZ-53“ გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „1--“-ის 2017 წლის 20 სექტემბრის №2------ ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება GAZ, ს----–-–------------------–------------, სსიპ „1--“-ის სპეციალურ დაცულ (საჯარიმო) სადგომზე შეყვანილ იქნა 2017 წლის 15/07 და 2017 წლის 20/09 მდგომარეობით სსიპ - „1--“-ის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს - 585 ლარს, რომელიც მოიცავს:

ა) ევაკუატორით/თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასურს - 30 ლარი;

ბ) სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასურს 1.5 ლარი. ამასთან, დარიცხული მომსახურების საფასურის აღნიშნულ ოდენობას სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანამდე ყოველდღიურად ემატება თანხა (დგომის საფასური) შემდეგი პრინციპით: 1-5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში 14 ლარი თითოეული დღე-ღამე; 5 დღე ღამის შემდეგ დგომის პერიოდი - 7 ლარი თითოეული დღე-ღამე;

 

ან--------------–---–ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გადახდილ იქნა 1---ის მომსახურების საფასური, ჯამში - 775 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შსს სსიპ - „1--“-ის 20.09.2017წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 40);

- დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 39);

- სს „ლიბ-----------ის“ გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 15 ივლისამდე ან--------------–---–ის შემოსავალი შეადგენდა, ჯამში - 5558 ლარს. შესაბამისად, 8 თვეზე გათვლით, თვეში - 694.75 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურის 19.12.2018წ. პასუხის თანახმად, ან--------------–---–ს 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 15 ივნისამდე გადახდის წყაროსთან მიღებული შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2016 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია, რომლის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 62 925 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 44-115);

- შემოსავლების სამსახურის 19.12.2018წ. პასუხი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2017 წლის 15 ივლისს მც--------------–--------–-----ს მე-15 კმ.-ზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჯო-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. ხოლო, შემთხვევის შედეგად მოსარჩელე ან--------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 1325 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ჯო-----------–--ე სადავოდ ხდის მის ბრალეულობას 2017 წლის 15 ივლისს მც--------------–--------–-----ს მე-15 კმ.-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 14.12.2017წ. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიერ 2017 წლის 04 სექტემბერს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომობილ „Toyota”-ს მძღოლ ჯო-----------–--ის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა შეჯახებები. ხოლო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ავტომობილ „გ------აც“-ს მძღოლ ილ-----–-----–---–ზე და ავტომობილ „BMW”-ს მძღოლ ო-----------–---–ზე არ იყო დამოკიდებული და მათ მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. შესაბამისად, 2017 წლის 07 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მც---------------ის მთავარი სამმართველოს მიერ ჯო-----------–--ის მიმართ, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nე-–-------ით, რომელიც გასაჩივრებულ იქნა ჯო-----------–--ის მიერ, თუმცა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოპასუხე ჯო-----------–--ის ბრალეულობა დადგენილია ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით, 07.09.2017წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nე-–-------თა და დადასტურებულია 14.12.2017წ. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, სასამართლო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას ვერ მიიჩნევს მისი პოზიციის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და შესაბამისად ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი არაბრალეულობის ან/და ბრალეულობის საეჭვოობის შესახებ.

 

რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 19 სექტემბრის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 1983 წელს დამზადებულ, სატვირთო მანქანა „G-----”-ზე, სახელმწიფო ნომრით R------, შ----------------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 550 ლარს. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „1--“-ის 2017 წლის 20 სექტემბრის ცნობა, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება GAZ, ს----–-–------------------–------------, სიიპ „1--“-ის სპეციალურ დაცულ (საჯარიმო) სადგომზე შეყვანილ იქნა 2017 წლის 15 ივლისს. სს „ლიბ-----------ის“ №9------- გადახდის ქვითრის თანახმად, კი ან--------------–---–ის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს, 1---ის მომსახურეობისათვის გადახდილ იქნა 775 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება, კი აღნიშნულ შემთხვევაშიც ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2017წ. დადგენილება (იხ. ს.ფ. 18-28);

- საქართველოს შსს სსიპ - „1--“-ის 20.09.2017წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 40);

- სს „ლიბ-----------ის“ გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა ან--------------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 411-412-ე, 992, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში, ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დელიქტის დროს ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, ვიდრე არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის საკითხს. დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს ზიანის ფაქტის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა ადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც, როგორც ზემოთაც აღინიშნა მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2017 წლის 15 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ან--------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „გაზ - 53“. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობის საკითხი. თუმცა, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 15 ივლისს მც--------------–--------–-----ს მე-15 კმ.-ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და შესაბამისად დამდგარი ზიანი, ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, ჯო-----------–--ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). ამდენად, ჯო-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, დაზიანდა ან--------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა.

 

6.3. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელე ან--------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მას მიადგა მატერიალური ზიანი ჯამში - 1325 ლარის ოდენობით, საიდანაც 550 ლარი წარმოადგენს ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობას, ხოლო 775 ლარი დაზიანებული ავტომობილის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანის ხარჯებს.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 19 სექტემბრის №0-------- დასკვნა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „1--“-ის 2017 წლის 20 სექტემბრის ცნობა და სს „ლიბ-----------ის“ №9------- გადახდის ქვითარი, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ჯო-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მოსარჩელე ან--------------–---–ს მიადგა ჯამში 1325 ლარის ოდენობით ზიანი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დადგენილია, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს - 1325 ლარის გადახდა.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 5905 ლარის დაკისრებას.

 

მოპასუხის განმარტებით, დაზიანებული ავტომანქანა წარმოადგენს მის ერთადერთ შემოსავლის წყაროს. კერძოდ, ეს არის საწვავის გადამზიდი, რომლითაც მას გადაჰქონდა საწვავი და ამარაგებდა სხვადასხვა ბენზინ გასამართ სადგურს კომპანიებთან შეთანხმებითა და შესაბამისი ანაზღაურებით. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მან ვერ შეძლო ავტომანქანის სათანადოდ გამოყენება და შემოსავლის მიღება, რის გამოც მიადგა ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას, კი ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუკი მოპასუხე ჯეროვნად შეასრულებდა ვალდებულებას და აუნაზღაურებდა ან--------------–---–ს მიყენებულ ზიანს, ეს უკანასკნელი ყოველთვე დაახლოებით - 694.75 ლარის ოდენობით შემოსავალს მიიღებდა. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელის აღძვრის დღემდე გასულია 8 თვე და 15 დღე, ჯამში იგი მიიღებდა - 5905 ლარის ოდენობით შემოსავალს. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 19.12.2018წ. პასუხის თანახმად, ან--------------–---–ს 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 15 ივნისამდე გადახდის წყაროსთან მიღებული შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2016 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაცია, რომლის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 62 925 ლარს. თუმცა აღნიშნული დოკუმენტებით სათანადოდ და უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ თუკი ჯო-----------–--ე აუნაზღაურებდა ან--------------–---–ს მიყენებულ ზიანს და ეს უკანასკნელი შეძლებდა მისი კუთვნილი ავტომანქანის გამოყენებას, იგი სწორედ ზემოთ დასახელებული ოდენობით მიიღებდა შემოსავალს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 5905 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 216 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ჯო-----------–--ეს მოსარჩელე ან--------------–---–ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 39.75 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (1325 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - მოპასუხისათვის სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ 240 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჯო-----------–--ეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით, ან--------------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ჯო-----------–--ეს (პ/ნ 0---------5) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბ--–--------–--------------------------------------------------------------. საკადასტრო კოდი 01.14.01.0--.0--.01.0--;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ან--------------–---–ის სარჩელი ჯო-----------–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ჯო-----------–--ეს მოსარჩელე ან--------------–---–ის სასარგებლოდ, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 1325 ლარის გადახდა.

 

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 5905 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

4. მოპასუხე ჯო-----------–--ეს მოსარჩელე ან--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 39.75 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ - 240 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე