გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210018002656024
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2---4-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დ--------ი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - ჯ----–-----------ი

წარმომადგენელი - ი-----–------------ე

 

მოპასუხე - შპს „ს-----------ი“

წარმომადგენელი - ს--–---------------ე

 

დავის საგანი - ავტოსადგომის მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯ----–-----------ი ცნობილ იქნას ქ. თბილისი, გ-------–---–------------ N 78, ბლოკი „ე“ ავტოსადგომი N13 -ის ფართით 20.4--------------------------------------------------------------ის მესაკუთრედ.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელემ 2005 წლის 6 დ--------ს, შპს „თ------------ან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მის მიერ კონკრეტული თანხების გადახდის სანაცვლოდ შპს „თ----------ი“ იღებდა ვალდებულებას მისთვის აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ავტოსადგომი. შპს „თ----------ს“ მოგვიანებით შეეცვალა დასახელება და მისი სახელწოდება გახდა შპს „ს-----------ი“.

მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად და დროულად იქნა შესრულებული, რაც შეეხება მოპასუხეს მის მიერ მართალია მოხდა საცხოვრებელი სახლის აშენება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია შეძენილი ბინა და ავტოსადგომი საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს მოპასუხე თავს არიდებს ამ ვალდებულების შესრულებას.

201- წლის 28 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ----–-----------ას სარჩელი და იგი ცნობილ იქნა თბილისი, გ-------–---–------------ N78, ბლოკი „ე“ სართული 5, N25 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ, ამავე გადაწყვეტილებაში დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეს ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და მოპასუხე ვალდებულია მას საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონებები, თუმცა, მიუხედავად ამისა მოპასუხე მაინც არ ახდენს ავტოსადგომის საკუთრებაში გადაცემას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ს-----------ი“ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სარჩელი ცნო. მოპასუხის განმარტებით, სადავო არაა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტი, თუმცა, ვერ განხორციელდა მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია იმის გამო, რომ შპს „ს-----------ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2005 წლის 6 დ--------ს შპს „თ----------ს“ და ჯ----–-----------ს შორის დაიდო ხელშეკრულება მშენებლობის დაფინანსების შესახებ. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა 32 1-2 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას მისთვის საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, გ-------–---–------------ N 78, ბლოკი „ე“, სართული 5, საცხოვრებელი ბინა N 25 ფართით 85.7 კვ.მ და ერთი ავტოსადგომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება მშენებლობის დაფინანსების შესახებ (ს.ფ. 14 - 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. ჯ----–-----------მა თავისი წილი ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობდა მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან შეასრულა სრულად და დროულად ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 19 - 23);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს „თ----------ს“ 200- წლის 20 ივნისს შეეცვალა დასახელება და მისი სახელწოდება გახდა შპს „ს-----------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანება (ს.ფ. 24);

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 25 - 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების ინდივიდუალურ საკუთრებებად განშლის შემდეგ მოსარჩელისათვის გადასაცემ ავტოსადგომს მდებარე: თბილისი, გ-------–---–------------ 78, ბლოკი „ე“ ავტოსადგომი N13 მიენიჭა საკადასტრო კოდი N01.12.01.0--.0--.--.5--.0-- და დღევანდელი მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „ს-----------ი“-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ----–-----------ას სარჩელი და ცნობილ იქნა ქ. თბილისი, გ-------–---–------------ N 78, ბლოკი „ე“ სართული 5, N25 საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 31--ე, 629-ე, 361-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის 6 დ--------ს, ჯ----–-----------ს და შპს „თ----------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება მშენებლობის დაფინანსების შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის ფასი, კერძოდ, 32 1-2 აშშ დოლარი, ხოლო, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის გადაეცა უძრავი ქონება და ავტოსადგომი. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ კი ვერ უზრუნველყო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში გადაცემა და მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

 

6.2 .,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.

 

ამავე კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა, მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მართალია, ჯ----–-----------ის სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1-8 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ----–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ჯ----–-----------ი, პირადი #0----------, ცნობილი იქნას ქ. თბილისში, გ-------–---–------------ N 78, ბლოკი „ე“-ში მდებარე, ავტოსადგომი N13-ის ფართით 20.40, საკადასტრო კოდით N 01.12.01.0--.0--.--.5--.0-- მესაკუთრედ;

3. ჯ----–-----------ის დაუბრუნდეს 29/09/2018 წელს სს „თი---------–ი“ N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1-8 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე