გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210017002084656
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24500-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.10.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

მოსარჩელე: მ--------------–---–ი

წარმომადგენელი: პ------------ე

მოპასუხე: ს----------–-----------–------------–-----------------------

წარმომადგენელი: ნ--------–--ე;

გ--------–-–-------ე

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა;

სამსახურში აღდგენა;

იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ---------–--–----------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 07 აპრილის N------- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2. მ--------------–---–ის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე _ სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს--------------–----------------ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად;

 

1.3. ს----------–-----------–------------–-----------------------სთვის, მ--------------–---–ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს----------–-----------–------------–-------------------ის 2012 წლის 29 ივნისის N-------- ბრძანებით, იგი დაინიშნა სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს--------------–----------------ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მ--------------–---–ი პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და ს----–ის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პერიოდში, როდესაც მ--------------–---–ი დ-----------ის ფუნქციას ასრულებდა, ქ. თ---–------------------------–ას თავისი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში არასოდეს განუხორციელებია ისეთი ქმედება, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კანონის რაიმე არსებით დარღვევაზე შეიძლება მიუთითებდეს; ასევე არ ჰქონია ადგილი იმგვარ ქმედებას, რომელიც რაიმე ფორმით შელახავდა უშუალოდ ს----–ის, მასში დასაქმებული კონტიგენტის, მოსწავლეთა კანონიერ უფლებას ან ზიანს მიაყენებდა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო ინტერესებს. ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 07 აპრილის N------- ბრძანებით მ---------–--–----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლადაც მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ დოკუმენტად - ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 აპრილის N------ მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, რასაც მისი განმარტებით, ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მინისტრის სადავო ბრძანება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და იგი სამართლის ნორმის მარტოოდენ მითითებით შემოიფარგლება, სადავო ბრძანება არ შეიცავს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობას, რომლებიც იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოსარჩელის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.

(სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, საოქმო განჩინებით, სახელის შეცვლის გამო, დაზუსტდა მოსარჩელის სახელი და სარჩელში თავდაპირველად მითითებული სახელისა - ლ--–-, მიეთითა - მ------- (იხ. სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი, ტომი 5, ს.ფ. 6-11; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტომი 5, ს.ფ. 50).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ს----------–-----------–------------–-----------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელე მ--------------–---–ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხის განმარტებით, ბრძანების გამოცემის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 აპრილის N------ მოხსენებითი ბარათი, რომლის დანართსა და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N----------. ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახულია მოსარჩელის მიერ სსიპ ა-------------------------–---–--------–--------------–---- N-- ს--------------–----------------ის მოვალეობის შესრულების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მრავალრიცხოვანი და უხეში დარღვევების შემთხვევები. მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნული, მოსარჩელის მიერ დ-----------ის მოვალეობის შესრულებისას მის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რომელიც ეხება მისი საქმიანობის ფინანსურ ნაწილს, არ უნდა გამხდარიყო მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, ს--------------–----------------ის მოვალეობის შემსრულებელსა და ს------------ს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა იმ პირობით, რომ დ-----------ის მოვალეობის შემსრულებელი თავის უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამ პირობის დარღვევა უნდა გახდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დ-----------ის მოვალეობის შესრულების პერიოდში (მოსარჩელე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ს----------–-----------–------------–-------------------ის 2012 წლის 29 ივნისის N------- ბრძანებით), სსიპ ა-------------------------–---–--------–--------------–---- N-- ს-------- ს----–ას მიეცა გაფრთხილება ს----------–-----------–------------–-------------------ის 2013 წლის 12 აპრილის N--- ბრძანებით (რაც, მართალია, გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა აღნიშნული დავა მოსარჩელის სასარგებლოდ არ დასრულებულა). არც აღნიშნული და არც ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 07 აპრილის N--- ბრძანებების არსებობა (ს----–ის მეორე გაფრთხილება) არ ყოფილა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, თუმცა მათი არსებობა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, იმ ვითარებაში, როცა სწორედ მოსარჩელის დ-----------ობის პერიოდში მიიღო ს----–ამ აღნიშნული გაფრთხილებები აღმოჩენილი დარღვევების გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მ--------------–---–მა 2011 წელს წარმატებით ჩააბარა ს--------------–----------------ობის უფლების მოსაპოვებელი გამოცდა. ს----------–-----------–------------–-------------------ის 2012 წლის 29 ივნისის N------- ბრძანებით, მ---------–--–----------–---–ი დაინიშნა სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს--------------–----------------ის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის 02 ივლისიდან (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 16; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 13.07.2018 წლის სხდომის ოქმი, ტ. 5, ს.ფ. 72-83; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 5, ს.ფ. 99);

 

3.2.2. მუშაობის ერთი წლის განმავლობაში, მ--------------–---–მა შეძლო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ს----–ის ფეხზე დაყენება; ს----–აში გაუმჯობესდა დისციპლინა, ტარდებოდა მეშვიდე გაკვეთილები; ტარდებოდა გაკვეთილები მეთორმეტეკლასელთათვის; გაიზარდა მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი; შეიქმნა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო _ მუშაობდა პროფესიული განვითარების ჯგუფი; გაუმჯობესდა ს----–ის იმიჯი; გაუმჯობესდა მეთორმეტეკლასელების შედეგების სტატისტიკა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სხვ. (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება; ს----–ის კოლექტივის წერილი (89 პირის ხელმოწერით), _ ტ. 1, ს.ფ. 167-173;

 

3.2.3. მ---------–--–----------–---–ის მიმართ, მუშაობის პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.4. ს----------–-----------–------------–-------------------ის 2013 წლის 12 აპრილის N--- ბრძანებით, სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს-------- ს----–ას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. დადგინდა, რომ 2013 წლის 26 თებერვალს, ბილოგიის საგანში გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტების სწორი პასუხები გავრცელდა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებში. ამის შესახებ ეცნობა დ-----------ს, რომელმაც შეცვალა ტესტები და იმავე დღეს გამოცდა ჩატარდა შეცვლილი ტესტებით. ს----–ამ მეორე წერილობითი გაფრთხილება მიიღო მ--------------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მინისტრის მიერ ბრძანების გამოცემის დღეს, თუმცა ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ: მ--------------–---–ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ს------------ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 10:20 საათზე, ხოლო გაფრთხილების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა 14:10 საათზე. ს----–ას გაფრთხილება მიეცა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით (აღნიშნული დარღვევები საფუძვლად დაედო მ--------------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას). მოპასუხე ს------------ს განმარტებით, მ--------------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად არ დადებია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ს------------ უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს დ-----------ს უფლებამოსილება, თუ ს-------- ს----–ა... 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მოპასუხის განმარტებით, ეს ნორმა ვრცელდება ს--------------–----------------ებზე, ხოლო მ--------------–---–ი ს--------------–----------------ის მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 18; 96; დასკვნა, ტ. 4, ს.ფ. 249-252; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 5, ს.ფ. 72-83; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 5, ს.ფ. 99);

 

3.2.5. ს----------–-----------–------------–-------------------მა 2014 წლის 04 მარტს გამოსცა ბრძანება N-23 „ს-------- ს--------–---------------–------ის ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს-------- ს----–ის ინსპექტირების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა აღნიშნული ს-------- ს----–ის ინსპექტირების ჩატარება. ინსპექტირების ჩატარება თანდართული ინსპექტირების გეგმის შესაბამისად დაევალათ ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს სამ თანამშრომელს _ მთავარ სპეციალისტებს. ინსპექტირების ხანგრძლივობა განისაზღვრა 2014 წლის 05 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით (იხ. ბრძანება, ტ. 2, ს.ფ. 1; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.6. 2014 წლის 04 მარტით დათარიღებული, N-- ს-------- ს----–ის ინსპექტირების გეგმის თანახმად, ინსპექტირება უნდა ჩატარებულიყო შემდეგ საკითხებზე: ა. მოქალაქე თ----------–---–--ის განცხადებაში მითითებული საკითხები: 2. ს----–ის სტრუქტურული ერთეულების მიერ უფლებამოვალეობათა განხორციელება (შერჩევით) 2013 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 14 მარტის ჩათვლით პერიოდში; 3. ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები (იხ. გეგმა, ტ. 2, ს.ფ. 2; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.7. ს----–ის ინსპექტირება მიმდინარეობდა 2014 წლის 05 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით. ინსპექტირების ჩატარების საფუძველზე, შედგა ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N----------, რომლის თანახმადაც, ინსპექტირების შედეგად დადგინდა შემდეგი:

 

1. ს----–ასა და შპს ,,მ-----ს“ შორის, 2012 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება, ს----–ის შენობის მეორე სართულზე არსებული (საცურაო აუზი) 310.30 კვ.მ ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. დადგინდა, რომ ს----–ას ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო განსაზღვრული აქვს 2012 წლის 12 ნოემბრიდან 2012 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით (ხუთ კალენდარულ დღეზე ნაკლები), სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის საფასურად მითითებულია 900.00 ლარი, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა განსაზღვრული აქვს 100.00 ლარის ოდენობით (სამი თვის თანხაზე ნაკლები). ზემოაღნიშნულით დარღვეულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N------- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. ასევე დადგინდა, რომ ს----–ამ საურავების, საიჯარო ქირის და კომუნალური გადასახადის მოთხოვნით 2-ჯერ მიმართა (N-----, 12.02.13წ; N-------, 22.11.13წ.) წერილობით შპს „მ-----ს“. საიჯარო თანხის გადახდა ხორციელდებოდა დადგენილი თარიღის დარღვევით (დაგვიანებით), რაზეც შპს „მ-----ს“ ერიცხებოდა საურავები. N------- წერილით (22.11.13წ.) ს----–ას ეთხოვა 2013 წლის 18 ნოემბრის საურავის გადახდა 216,15 ლარის ოდენობით. 18 ნოემბრისათვის დასარიცხი საურავი საიჯარო ქირის ვადაგადაცილებისთვის შეადგენს 232,24 ლარს. ს----–ამ დაარიცხა 16,09 ლარით ნაკლები თანხა.

 

2. ს----–ასა და ფ/პ „ლ--–------–--ეს“ შორის 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება, ს----–ის შენობის სააქტო დარბაზში არსებული 240 კვ.მ ფართის დროებით (თვეში 12 საათი) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2012 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. ორი თვის განმავლობაში იჯარის ფუნქციონირება შეჩერებულია (იანვარი და აგვისტო). საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენს - 160,00 ლარს (წელიწადში 1 600,00 ლარს). ს----–ასა და მოიჯარეს შორის დადებული შეთანხმებით ხელშეკრულება შეწყვეტილია 2013 წლის 11 სექტემბერს. დადგინდა, რომ ს----–ას ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო განსაზღვრული აქვს 2012 წლის 23 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით (ხუთ კალენდარულ დღეზე ნაკლები), სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის საფასურად მითითებულია 150,00 ლარი, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა განსაზღვრული აქვს 50,00 ლარის ოდენობით (სამი თვის თანხაზე ნაკლები). გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული სარგებლობაში გადაცემის ვადა. ზემოაღნიშნულით დარღვეულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N------- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „ე“ და ,,კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. დადგინდა, რომ საიჯარო თანხის გადახდა ხორციელდებოდა დადგენილი თარიღის დარღვევით (დაგვიანებით), რაზეც ი/მ „ლ. ა---–--ეს“ 2013 წლის თებერვლის თვეში დაერიცხა საურავი 8,48 ლარი, რომელიც მოიჯარემ გადარიცხა ს----–ის ანგარიშზე 2013 წლის 15 თებერვალს. 2013 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით (ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის) მოიჯარისათვის დასარიცხმა საურავმა შეადგინა 15,52 ლარი, რომელიც ს----–ას მოიჯარისათვის არ უცნობებია. მოიჯარის მხრიდან აღნიშნული საურავის გადახდა მოხდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინპექტირების ჩატარების შემდეგ 14,88 ლარის ოდენობით (20.03.2014წ.), რაც 0,64 ლარით ნაკლებია დასარიცხ თანხაზე.

 

3. 2012 წლის 12 ნოემბერს, ს----–ასა და ფიზიკურ პირ ,,შ-------------–---–ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, აქაც ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო იყო ხუთ დღეზე ნაკლები, ასევე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული სარგებლობაში გადაცემის ვადა. სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის საფასურად მითითებულია 200 ლარი, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა განსაზღვრული აქვს 50 ლარის ოდენობით (სამი თვის თანხაზე ნაკლები).

 

4. ანალოგიური დარღვევები იყო მითითებული ს----–ასა და შპს ,,ს----–---------------–-----------ს“ შორის 2012 წლის 28 ნოემბერს საიჯარო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, ასევე ს----–ასა და საქართველოს კ--–-----------------------–----------–-ას შორის 2012 წლის 07 დეკემბერს გაფორმებული, ს----–ასა და ააიპ ,,საქართველოს ს----------------–------------ ფ-------–-ას“ შორის 2012 წლის 12 ნოემბერს დადებული, ს----–ასა და ი/მ ,,ნინო კაპანაძეს“ შორის 2012 წლის 28 ნოემბერს დადებული, ს----–ასა და ფ/პ ც-----------------ეს შორის 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული, ს----–ასა და ი/მ ტ---------------–--ეს შორის 2012 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული, ს----–ასა და ააიპ ,,მ-------------------------------------ს“ შორის 2012 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული, ს----–ასა და ფ/პ ე------------------–---–ს შორის 2012 წლის 12 ნოემბერს დადებულ იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

 

5. ს----–ასა და ი/მ ,,ხ------------------ს“ შორის 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო იყო ხუთ დღეზე ნაკლები, ასევე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული სარგებლობაში გადაცემის ვადა, ამასთან, ი/მ ,,ხ------------------ს“ ერიცხებოდა კომუნალური გადასახადის დავალიანება 100.00 ლარის ოდენობით, რაზეც ს----–ამ მოიჯარეს წერილით აცნობა 2013 წლის 19 მარტს, თუმცა, მოიჯარის მხრიდან დავალიანების დაფარვა მოხდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინსპექტირების ჩატარების შემდეგ, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მანამდე კომუნალური გადასახადების გადახდა განხორციელდა ს----–ის ბიუჯეტიდან.

 

6. ს----–ასა და ფ/პ ც-----------------ეს შორის 2013 წლის 16 დეკემბერს კვლავ დაიდო იჯარის ხელშეკრულება. დადგინდა, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ (2013 წლის 11 ნოემბერი), ახალი ხელშეკრულების დადებამდე იგი სარგებლობდა აღნიშნული ფართით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ამასთან, არ გადაუხდია ფართის სარგებლობისთვის გადასახადი.

 

7. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ს----–ასა და ა(ა)იპ ,,მ-------------------------------------ს“ შორის 2012 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება, ს----–ის შენობისგან დამოუკიდებლად არსებულ შენობის I სართულზე არსებულ 37,80 კვ.მ ფარის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. აქაც იგივე დარღვევებია მითითებული, რაც წინა უმეტეს შემთხვევაში. ამასთან დადგინდა, რომ აღნიშნული ს-------- ს----–ის მოსწავლეებს სთავაზობს გახანგრძლივებული ჯგუფებით მომსახურებას. დაახლოებით 2013 წლის ბოლოდან, „ს--------ს“ მიერ დაქირავებული ს----–ის პედაგოგები, გახანგრძლივებული ჯგუფების ფუნქციონირებისთვის იყენებდნენ 6 საკლასო ოთახს, შესაბამისად „ს--------“ საკლასო ოთახებს სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

8. 2013 წლის 09 დეკემბერს ს----–ასა და ფ/პ ე------------------–---–ს შორის კვლავ დაიდო იჯარის ხელშეკრულება იგივე ფართზე (99,10.კვ.მ). შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფართის ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ მოიჯარის მიერ დამატებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული იყო ს----–ის სხვა ფართი (სხვენი _ 99,10 კვ.მ), რისთვისაც არ იხდიდა გადასახადს.

 

9. ს----–ასა და ფ/პ თ----------–---–ს შორის 2014 წლის 26 იანვარს დადებულია იჯარის ხელშეკრულება, ს----–ის შენობის პირველ სართულზე არსებული 31.9 კვ.მ ფართი დროებით (კვირაში 8.5 საათი) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. მოიჯარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფართის ნაცვლად იყენებდა სხვა ფართს (24,47 კვ.მ);

 

10. ს----–ასა და ფ/პ ნ-----–---------ეს შორის 2014 წლის 26 თებერვალს გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება; დადგინდა, რომ საიჯარო ფართის ოდენობა, რომელიც იჯარის ხელშეკრულებით შეადგენს 31.92, არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას. ფართის ფართობი უფრო მეტია (41 კვ.მ).

 

11. დადგინდა, რომ: შესამოწმებელ პერიოდში, მემორიალურ ორდერებს ხელს არ აწერს ს----–ის ბუღალტერი; ს----–ის საავადმყოფო ფურცლები არ იყო ჩაკერებული საქაღალდეში და არ იყო დანომრილი ქრონოლოგიური წესით წლის დასაწყისიდან; შესამოწმებელ პერიოდში, ს----–აში გახსნილია ძირითადი საშუალებების აღრიცხვის საინვენტარო ბარათები, თუმცა ბარათები არ არის შედგენილი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით; დ-----------ის 2013 წლის 20 ნოემბრის N----- ბრძანებით შეიქმნა ს----–ის მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისია. დადგინდა, რომ საინვენტარიზაციო აღწერებს ხელს არ აწერს კომისიის ექვსი წევრი; მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მანქანა-დანადგარები და ინვენტარი საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეიტანება ინდივიდუალურად, საინვენტარო ნომრის, მწარმოებლის, გამოშვების წლის, დანიშნულების, სიმძლავრის და საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სხვა მონაცემების ჩვენებით, რაც არ განხორციელებულა. საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეტანილია მხოლოდ საინვენტარო ნომერი და დასახელება; ს----–ას არ აქვს დამტკიცებული წლიური შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა. ასევე არ ამტკიცებს 2013 წლის (15 თებერვლიდან) და 2014 წლის წლიური შესყიდვების გეგმებს (პირველადი, კორექტირებული); ს----–ასა და შპს ,,პ------------“ შორის გაფორმებული N-- და N- ხელშეკრულებები არ შეიცავს CPV კოდს და საქონლის მიწოდების ვადას; ს----–ასა და ი/მ ,,პ.ლ--------ს“ შორის 2013 წლის 29 იანვარს გაფორმებულია N-- ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ნათურების შესყიდვა. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია ,,ბოქლომი“ და ,,ეზოს ონკანი ნიკელის“, რაც მიუთითებს, რომ შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების გარეშე. ამავე მხარეებს შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება N--- რომლის საგანსაც წარმოადგენს ნათურების შესყიდვა, თუმცა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია ,,ბოქლომი“, ,,ლურსმანი“ და ,,ეზოს ონკანი ნიკელის“, რაც ასევე მიუთითებს, რომ შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების გარეშე; მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის ასლი რეგისტრირდება C---–- ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. დადგინდა, რომ აღნიშნული 10-დღიანი ვადა დარღვეულია ს----–ის მიერ დადებული შემდეგი ხელშეკრულებების შემთხვევაში: 1. სს ,,ს--–------“ (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი 03.01.13წ.); 2. შპს ,,თ----ი“ (26.02.13წ.); 3. შპს ,,პ-----------ი“ (06.02.13წ.); 4. შპს ,,მ---------ი“ (01.05.13წ.); 5. შპს ,,პ-----------ი“ (21.01.14წ.); 6. შპს ,,მ---------ი“ (31.01.14წ.); ს----–ის მიერ წარმოდგენილი 2013-2014 სასწავლო წლის პედაგოგიური საბჭოს N- სხდომის ოქმით განხილულია ს----–ის მისია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის და მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები, მაგრამ არ ფიქსირდება პედაგოგიური საბჭოს მიერ მათი დამტკიცების ფაქტი. ამავე სხდომის ოქმით დამტკიცებულია სასკოლო საათობრივი ბადე და სასწავლო მასალა (გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხა), მაგრამ საათობრივი ბადე ოქმში სრული სახით არ არის ასახული (კერძოდ, ოქმში არ ფიქსირდება თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგი, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით), ხოლო სასწავლო მასალის წარდგენისას არ ფიქსირდება სასწავლო მასალის ჩამონათვალი კლასებისა და საფეხურების შესაბამისად, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საფეხურების მიხედვით. საათობრივ ბადესთან დაკავშირებით ოქმში მითითებული არ არის რაიმე დანართის არსებობის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება სასწავლო მასალას, დაფიქსირებულია, რომ სახელმძღვანელოების ნუსხა ოქმს თან ერთვის, მაგრამ ს----–ის მიერ წარმოდგენილ ოქმს აღნიშნული დანართი არ ახლდა. ს----–ის მიერ წარმოდგენილი იქნა 2013-2014 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა, სადაც ასახულია ინფორმაცია სასკოლო საათობრივი ბადისა და სასწავლო მასალის თაობაზე, მაგრამ არ ფიქსირდება დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს სასკოლო სასწავლო გეგმის შიდა აუდიტის დეპარტამენტისათვის მოწოდებული სახით პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცების ფაქტს; დადგინდა, რომ პედაგოგიური საბჭოს 2013 წლის 18 იანვრის N- და 2013 წლის 29 მარტის N- სხდომის ოქმებით სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადის ნაწილში შეტანილი ცვლილებების სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების საკითხი ს----–ის მიერ წარმოდგენილ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებში არ ფიქსირდება; 2013-2014 სასწავლო წლის პედაგოგიური საბჭოს N- სხდომის ოქმი არ არის დათარიღებული, 2013 წლის 01 ნოემბრის N- სხდომის ოქმში არ ფიქსირდება კენჭისყრის შედეგები, ხოლო სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებში, რიგ შემთხვევებში, არ ფიქსირდება თავმჯდომარის ხელმოწერა; ს----–აში ფუნქციონირებს 2012-2013 სასწავლო წელს, სამი წლის ვადით არჩეული დისციპლინური კომიტეტი; 2012–2013 და 2013-2014 სასწავლო წელს ს----–ა ახორციელებს დამატებით საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურებას (ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერის, ფეხბურთის, ჭადრაკის, სამუსიკო საესტრადო, ტანვარჯიშის, რუსული ენის წრეები). ს----–აში მოქმედი წრეები (გარდა რუსული ენის წრისა) არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისი სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმებში; 2013-2014 სასწავლო წლის საკლასო ჟურნალებში, რიგ შემთხვევებში, არის გადასწორებები და შეცდომის გასწორება არ არის დაფიქსირებული ჟურნალის შესაბამის გვერდზე. რიგ შემთხვევებში, შეცდომების გასწორება არ არის ხელმოწერით დადასტურებული შესაბამისი კლასის დამრიგებლის მიერ; ინსპექტირებისას შევსებული არ იყო პირველი კლასის მოსწავლეთა პირადი საქმეები. აგრეთვე, რიგ შემთხვევაში, არ იყო წარმოდგენილი მოსწავლეთა დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები და კანონიერი წარმომადგენლის განცხადებები (იხ. ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 19-42; მოპასუხის ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 5, ს.ფ. 72-83; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 5, ს.ფ. 99);

 

3.2.8. ინსპექტირების საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია: საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ს--------–---------------–-----ს _ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------------------------–-- მიეცეს წერილობითი გაფრთხილება; ს-------- ს--------–---------------–------ის – ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს--------------–----------------ის მოვალეობის შემსრულებელი ლ--–- რ-----–---–ი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან; დაევალოს ს-------- ს--------–---------------–-----ს - ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს-------- ს----–ას დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა განათლებისა და მეცნიერების ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ერთი თვის ვადაში; დასკვნაში მითითებული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამდენად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს (იხ. ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ. 43; მოპასუხის ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 5, ს.ფ. 72-83; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 5, ს.ფ. 99);

 

3.2.9. ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 07 აპრილის N------- ბრძანებით, ლ--–- რ-----–---–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, იგი გათავისუფლდა სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს--------------–----------------ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. ბრძანებაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 17; მოპასუხის ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. 5, ს.ფ. 72-83; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 5, ს.ფ. 99);

 

3.2.10. მ---------–--–----------–---–მა მინისტრის ბრძანება მიიჩნია არაკანონიერად და სარჩელით მომართა სასამართლოს. პარალელურად, მან მონაწილეობა მიიღო ს-------- ს----–ების დ-----------თა შესარჩევ კონკურსში. მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინა N-- ს--------------–----------------ის თანამდებობაზე. მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს N--- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ მოსარჩელე ასარჩევად არ წარუდგინა N-- ს-------- ს----–ის სამეურვეო საბჭოს. კონკურსის მეორე ეტაპის საბოლოო შედეგების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები და შესაბამისი ს----–ების სია დამტკიცდა მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N--- ბრძანებით. N-- ს-------- ს----–ის სამეურვეო საბჭოს დ-----------ობის კანდიდატად წარედგინა ე-------------------. 2014 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით, N-- ს-------- ს----–ის სამეურვეო საბჭომ N-- ს--------------–----------------ად არ აირჩია ე-------------------. ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 09 სექტემბრის N------- ბრძანებით, ე------------------- დაინიშნა N-- ს--------------–----------------ის თანამდებობაზე 2014 წლის 09 სექტემბრიდან 06 წლის ვადით, 2020 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით. მ---------–--–----------–---–მა სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ---------–--–----------–---–ის სარჩელი: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 22 აგვისტოს N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 26 აგვისტოს სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ---------–--–----------–---–ის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ს----------–-----------–------------–-------------------ის 2014 წლის 29 აგვისტოს N--- ბრძანება N-- ს-------- ს----–ის სამეურვეო საბჭოსთვის ლ--–- რ-----–---–ის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა ს------------ს კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ--–- რ-----–---–თან მიმართებაში. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა იგი დღემდე აღსრულებული არ არის (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 134; მოსარჩელის ახსნა-განმარტება; სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. 5, ს.ფ. 85-90);

 

3.2.11. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული დარღვევები, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, არ წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას. ინსპექტირების გეგმის თანახმად, შემოწმებას ექვემდებარებოდა 2013 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 14 მარტამდე პერიოდი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული იჯარის ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული დარღვევების უმრავლესობა განეკუთვნება 2012 წელს და არა _ შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, თავისი შინაარსით, აღნიშნული და სხვა დარღვევების დიდი ნაწილი (მაგ. ვადების დარღვევა, აღწერილობაში მონაცემების არასრულად მითითება, დოკუმენტაციის აუკინძაობა, მაგრამ მათი ე.წ. ფაილებში მოთავსება და სხვ.) არის პროცედურული და ზოგჯერ _ ტექნიკური ხასიათის; 2012 წლის იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დარღვევები უკვე არ გვხვდება 2013 წელს დადებულ იმავე ხასიათის ხელშეკრულებებში, რაც ადასტურებს უშუალოდ ს----–ის მიერ 2013 წელს (და შემდეგ) ამ ხასიათის დარღვევების გარეშე მუშაობას; სხვა დარღვევების ნაწილი აღმოიფხვრა უშუალოდ ინსპექტირების პერიოდში. დარღვევების ნაწილი წარმოადგენს დოკუმენტაციასთან მიმართებაში ფორმალური მხარის დაუცველობას, მაგ. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ საავადმყოფო ფურცლები არ იყო ჩაკერებული საქაღალდეებში და არ იყო დანომრილი ქრონოლოგიური წესით წლის დასაწყისიდან. მხარეები ადასტურებენ, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, უშუალოდ საავადმყოფო ფურცლები ს----–ას ჰქონდა სრულად და ისინი მოთავსებული იყო ე.წ. ფაილებში (ჩაუკერებლად); ასევე, მითითებულია, რომ "კანონმდებლობის თანახმად, მანქანა-დანადგარები და ინვენტარი საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეიტანება ინდივიდუალურად, საინვენტარო ნომრის, მწარმოებლის, გამოშვების წლის, დანიშნულების, სიმძლავრის და საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სხვა მონაცმების ჩვენებით, რაც არ განხორციელებულა. საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეტანილია მხოლოდ საინვენტარო ნომერი და დასახელება". აქედან ნათელია, რომ საინვენტარიზაციო აღწერილობები ყველა ინვენტარზე არსებობდა, მითითებული იყო თითოეული მათგანის დასახელება და საინვენტარო ნომერი, ანუ აღწერილობის მონაცემები არ იყო სრულყოფილი; ს----–ასა და ი/მ "პ. ლ--------ს" შორის 2013 წელს გაფორმებული იყო ნათურების შესყიდვის ხელშეკრულება. დასკვნის თანახმად, "ს/ზედნადებების... და მიღება-ჩაბარების აქტების... შესწავლით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია "ბოქლომი"..., "ლურსმანი"... და "ეზოს ონკანი ნიკელის"..., რაც მიუთითებს, რომ შესყიდვა განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე". მოსარჩელის განმარტებით, მართალია, განზრახული ჰქონდათ ნათურების შესყიდვა, მაგრამ ადგილზე მისულმა თანამშრომელმა ნახა, რომ ნათურებზე იყო ფასდაკლება და ხელშეკრულებით ნათურებისთვის გათვალისწინებული თანხით, ნათურებთან ერთად შეიძინეს ს----–ისთვის ბოქლომი და ეზოს ონკანი ნიკელის, რაზეც შედგა ზედნადებები და მიღება-ჩაბარების აქტები; ინსპექტირებისას, რიგ შემთხვევაში, არ იყო წარმოდგენილი პირველი კლასის მოსწავლეთა დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები; მხარეები ადასტურებენ, რომ წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დაუმოწმებელი ასლები და სხვ. არცერთი დარღვევა ს----–ის (დ-----------ის) მხრიდან არ არის განზრახ, ამასთან, ანგარებით ჩადენილი. არცერთი მათგანი არ არის გამოუსწორებადი. როგორც ზემოთ დადგინდა, 2012 წელს, იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პროცედურული და სხვა დარღვევები თვითონ ს----–ის (დ-----------ის) მიერ იქნა გამოსწორებული და 2013-2014 წლებში იმავე ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას ასეთ დარღვევებს, როგორც წესი, ადგილი არ ჰქონია; ასევე, დადგინდა დარღვევების ნაწილის გამოსწორება ინსპექტირების მიმდინარეობის პერიოდშიც (იხ. დასკვნა; ინსპექტირების დოკუმენტაცია, ტ. 2; 3; 4; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.12. მოპასუხე ს------------მ მ---------–--–----------–---–თან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა არამართლზომიერად, უსაფუძვლოდ: არ იქნა გათვალისწინებული დარღვევების ხასიათი, მათი გამოსწორებადობა, დარღვევებისას ს----–ის (დ-----------ის) მოქმედებაში განზრახვის, ანგარების არარსებობა; არ იქნა გათვალისწინებული ს----–აში მოსარჩელის მაღალი ავტორიტეტი და მის მიერ გაწეული სამუშაოს დადებითი შედეგები; არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ მოსარჩელის მიმართ, თავისი მუშაობის პერიოდში, არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; არ იქნა გათვალისწინებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის სარეკომენდაციაო ხასიათი, თვითონ ინსპექტირების, შემოწმების რეალური მიზანი. შესაბამისად, მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება, როგორც არაკანონიერი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი (იხ. ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები);

 

3.2.13. სსიპ ა-------------------------–---–--------–---------–--------–-------- ს-------- ს----–ას საქმის განხილვის დროისათვის, დანიშნული ჰყავს დ-----------ი. შესაბამისად, დ-----------ის თანამდებობა არ არის ვაკანტური და დ-----------ის მოვალეობის შემსრულებლის საჭიროება ს----–ას არ გააჩნია (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 134; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.14. ს----------–-----------–------------–-----------------------მ, მ--------------–---–თან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტით, დაარღვია მისი შრომითი უფლებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, ს----------–-----------–------------–-----------------------მ, არამართლზომიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან, მ--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ანაზღაურებას.

 

მ--------------–---–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, მუშაობის პერიოდში ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, თუმცა ჰქონდა ადგილი ძირითადად პროცედურული, ტექნიკური და ფორმალური ხასიათის დარღვევებს, რაც სასამართლომ ერთობლიობაში არ მიიჩნია უხეშ დარღვევად.

 

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას: შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის შეწყვეტასთან შედარებით.

 

ამა თუ იმ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი გადაცდომა (დარღვევა) უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით; დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედება მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით უნდა შეაფასოს, რა დროსაც, უნდა გაირკვეს დარღვევასთან (გადაცდომასთან) სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატურობა (შესაბამისობა). დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. გადაცდომის (დარღვევის) დროს უნდა აირჩეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. შესაბამისად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად მივიჩნიოთ, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი ხასიათის დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მ--------------–---–ი, არამართლზომიერად, უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელის მიმართ, გათვისუფლებამდე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური სახდელი, რაც მიუთითებს მოსარჩელის როგორც გამოცდილებაზე, ისე კვალიფიციურობაზე. დასკვნაში მითითებული დარღვევები ერთობლიობაში შესაძლოა ყოფილიყო მ--------------–---–ის მიმართ სხვა, რომელიმე, შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს არაადექვატური პასუხისმგებლობის ზომას.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ს----------–-----------–------------–-----------------------სთვის მ--------------–---–ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, სახელდობრ, 20 000 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით. კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მსჯელობისას, ასევე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ძირითადად დაეყრდნო რამდენიმე გარემოებას: მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა 2014 წლის 07 აპრილს, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 30 ოქტომბერს. ამ ეტაპისათვის ს----–აში არ არის დ-----------ის მოვალეობის შემსრულებლის საჭიროება, რადგანაც ს----–ას ჰყავს დანიშნული დ-----------ი. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მოპასუხე არის საგანმანათლებლო დაწესებულება და არა _ კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, ამასთან, მნიშვნელობა მიენიჭა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის ს--------------–----------------ის ხელფასის ოდენობას (1000-1200 ლარი). შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. რაც შეეხება ტოლფასი სამსახურით უზრუნველყოფას, სასამართლოს ეს საკითხი არ გამოურკვევია, ამ მხრივ, მოსარჩელის ინიციატივის არარსებობის გამო.

 

ს----------–-----------–------------–-----------------------ს არც შესაგებელთან ერთად, არც მოსამზადებელ სტადიაზე რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა მ--------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას, არ წარმოუდგენია; მის მიერ წარმოდგენილი მასალები სასამართლოს ვერ უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ მოსარჩელის გათავისუფლება კანონის შესაბამისად მოხდა.

 

ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ძირითადად დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა თვისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მ--------------–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–-----------–------------–-----------------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მ--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ს----------–-----------–------------–-----------------------ს 2014 წლის 07 აპრილის №------- ბრძანება მ---------–--–----------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

 

1.2. დაეკისროს ს----------–-----------–------------–-----------------------ს, მ--------------–---–ის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 20 000 (ოცი ათასი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

 

1.3. მ--------------–---–ს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

2 დაეკისროს ს----------–-----------–------------–-----------------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ასმათ კოხრეიძე