განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუას
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ქემაშვილის
დაცვის მხარე:
ბრალდებული: დ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–---------–---------------------;
ადვოკატის - რიმა გურგულია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
დ------------–---–ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის #1-731-13 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ორი წელი კი ჩაეთვალა პირობითად სამი წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის #1-116-17 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობითად.
2018 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე დ-----------–---–ი იმყოფებოდა ქალაქ რ-------–----------------------ში ე.წ. ,,ს--------–--------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ნ--------–--ს კუთვნილი ჭაღების მაღაზიაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზიის მენეჯერის, ნ--------–--ს კუთვნილ 20 (ოცი) ლარად ღირებულ ლუი ვიტონის ფირმის საფულეს და მასში მოთავსებულ 1065 (ათას სამოცდახუთი) ლარს. დ-----------–---–ის ქმედებით ნ--------–--ს მიადგა 1085 (ათას ოთხმოცდახუთი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 05 ოქტომბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას (მოწმეების: ნ--------–--ს, კ--------------ის, ს--------------–---–ის, გ---------–---–----ის, ი-----–-------–-–---–------------------–---–---------------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზ------------ის ინფორმაციული პატაკი, დ-----------–---–ისგან ფულის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, დ-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საფულის ამოღების ოქმი და ამ ოქმით ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნ--------–--ს მიერ საფულის ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა), სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, დაადგინა მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირელი ნაწილით - (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა.) გათვალისწინებული ქმედება.
ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-----------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს დ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა---–-----------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაული ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებული ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.
ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ქურდობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის
დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის #1-731-13 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ორი წელი კი ჩაეთვალა პირობითად სამი წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის #1-116-17 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობითად. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ-----------–---–ის ქმედებით ნ--------–--ს მიადგა 1085 (ათას ოთხმოცდახუთი) ლარის ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ დ-----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბრალდებულ დ-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ასევე დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი - ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ დ-----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის №1/116-17 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ დ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:
_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, დ-----------–---–ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ფულადი თანხა 300(სამასი) ლარის ოდენობით (სამი ცალი ას ლარიანი კუპიურა), კრემისფერი საფულე, ნ--------–--ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პსპ აფთიაქის ბარათი, ფარმადეპო აფთიაქის ბარათი, ლიბერთი ბანკის ფულადი გზავნილის ქვითარი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით გადახდილი ქვითრები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის №1/116-17 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ დ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.
2. დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:
_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, დ-----------–---–ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ფულადი თანხა 300(სამასი) ლარის ოდენობით (სამი ცალი ას ლარიანი კუპიურა), კრემისფერი საფულე, ნ--------–--ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პსპ აფთიაქის ბარათი, ფარმადეპო აფთიაქის ბარათი, ლიბერთი ბანკის ფულადი გზავნილის ქვითარი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით გადახდილი ქვითრები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი