განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ---- კ-----–---ი
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. გ------- მ----- - დაბადებული 1--- წლის 0------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-------ს რაიონი, სოფელი ს------, 1--–-----------.
2. ი-----–- შ--–-- - დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თბილისი, გ-------–---–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-------ს რაიონი, სოფელი ს------.
3. ა------ ჭ---------ა (ძებნილი) - დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: წ--–-------ს რაიონი, სოფელი ს------, მ-------------.
ადვოკატები - რ----- კ--------, მ--- ტ--–----ე
კვალიფიკაცია:
1. გ------- მ-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. ი-----–- შ--–--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3. ა------ ჭ---------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მასვე, ბრალად ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბრალდებულ გ------- მ-----ს მიმართ სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 5 აპრილს 22:50 საათზე, ქ.თბილისი, კ------–---------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“, გ------- მ----- წინასწარი შეთანხმებით ი-----–- შ--–--სთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 53.96 ლარად ღირებულ ორ ცალ ,--არტე ნუარის“ დასახელების ყავას.
სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო, ბრალდებულ გ------- მ-----ს ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ-------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ შპს ,--------------------–--------ს“ კუთვნილ მაღაზია ,----–--------------დან“ გ------- მ----- წინასწარი შეთანხმებით ი-----–- შ--–--სთან და ა------ ჭ---------ასთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 3 215 ლარად ღირებულ მზის სათვალეებს.
სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო, ბრალდებულ გ------- მ-----ს ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ ჰიპერმარკეტ ,------------დან“, გ------- მ----- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 194,90 ლარად ღირებულ 3 ცალ ყავის მადუღარას და 1 წყვილ ბავშვის ფეხსაცმელს.
1.2. ბრალდებულ ი-----–- შ--–--ს მიმართ სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 5 აპრილს 23:00 საათზე, ქ.თბილისი, კ------–---------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“, ი-----–- შ--–-- წინასწარი შეთანხმებით გ------- მ-----სთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გასაყიდ საქონელს - ყავას.
სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო ი-----–- შ--–--ს ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ-------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ შპს ,--------------------–--------ს“ კუთვნილ მაღაზია ,----–--------------დან“ ი-----–- შ--–-- წინასწარი შეთანხმებით გ------- მ-----სთან და ა------ ჭ---------ასთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 3 215 ლარად ღირებულ მზის სათვალეებს.
1.3. ბრალდებულ ა------ ჭ---------ას მიმართ სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 4 აპრილს, ქ.თბილისი, კ------–---------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“, ა------ ჭ---------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 26.98 ლარად ღირებულ ,--არტ ნუარის“ დასახელების ყავას.
სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო ბრალდებულ ა------ ჭ---------ას ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ-------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ შპს ,--------------------–--------ს“ კუთვნილ მაღაზია ,----–--------------დან“ ა------ ჭ---------ა წინასწარი შეთანხმებით გ------- მ-----სთან და ი-----–- შ--–--სთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 3 215 ლარად ღირებულ მზის სათვალეებს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების
მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
(გ------- მ-----ს მიერ ჰიპერმარკეტ ,------------დან“ ქურდობის ეპიზოდი)
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ-----მ თავი სრულად სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2017 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ ჰიპერმარკეტ ,------------დან“, იგი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 194,90 ლარად ღირებულ 3 ცალ ყავის მადუღარას და 1 წყვილ ბავშვის ფეხსაცმელს. გ------- მ-----მ მოინანია ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
2.2. გ------- მ-----ს მიერ ჩადენილი ქმედება დასტურდება ბრალდების მხარის მოწმეების ა-–---------- ჭ----–--ის, მ-----– მ-----–-–---–ის, ნ------- ბ-–---–---–ის, ჯ--–--- ც------ის და ი-----–- შ--–--ს ჩვენებებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა.
2.3. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხულ ი-----–- შ--–--ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 15 აპრილს მეგობრის - გ------- მ-----ს თხოვნით, მის მფლობელობაში არსებული ა/მანქანით გოლფ 3, სახ. ნ-----------------, წავიდნენ ა----–-----–---------ზე მდებარე ,------–--------––-’’. შევიდნენ ,------------ში’’, სადაც გ------- მ----- პერიოდულად შორდებოდა და ყურადღებას არ აქცევდა. რამდენიმე ხანში მოვიდა გ------- და უთხრა წასულიყვნენ. რადგან არაფერი ქონდათ შეძენილი, გამოვიდნენ შესასვლელის მხრიდან, სადაც არ დგას სალაროები, როდესაც გაცდნენ სენსორებს, გ-------სთან მივიდა დაცვის თანამშრომელი და სთხოვა დაცვის ოთახში გაყოლა, სადაც გ-------მ დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ ქურთუკში ქონდა სამი ცალი ყავის მადუღარა და ბავშვის ფეხსაცმელი, რაშიც თანხა არ ქონდა გადახდილი. ამის შესახებ ი-----–- შ--–--მ არაფერი იცოდა. ი-----–- შ--–-- ამავე ჩვენებაში განმარტავს, რომ 2017 წლის 6 აპრილს ის და გ------- მ----- იმყოფებოდნენ თ---–--------––- მაღაზია ,----–-----------ში’’, სადაც ათვალიერებდნენ სათვალეებს. როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი აღნიშნულ დღეს გ------- მ-----ს მოპარული ქონდა 5 სხვადასხვა ფორმის სათვალე, ისე, რომ ამის შესახებ ი-----–- შ--–--მ არაფერი იცოდა. საუბრისას გ-------მ უთხრა, რომ მის კუთვნილ ა/მანქანაში ინახავდა 2 ცალ სათვალეს მანქანის სალონის კარების გვერდით ჩასადებში.
2.4. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ჯ--–--- ც------ის მიერ წარდგენილი DVD-RW ფორმატის დისკზე არსებული 2017 წლის 15 აპრილის ,------–--------–-ს“ სავაჭრო ცენტრში მდებარე ,------------ს“ სავაჭრო დარბაზის ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც დაყოფილია ოთხ ნაწილად. 1. პირველი ჩანაწერზე აღბეჭდილია ჰიპერმარკეტ ,------------ს“ სავაჭრო დარბაზის შიდა ტერიტორია. სადაც ჩანს ახალგაზრდა პიროვნება დაახლოებით 25-დან 30 წლამდე ასაკის, რომელსაც აცვია შავი ფერის სვიტერი, გარედან შემოცმული აქვს ლურჯი ფერის უმკლაო დუტის ქურთუკი, თავზე ახურავს შავი ფერის კეპიანი ქუდი, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვის კეტები და გადაადგილდება დარბაზის ტერიტორიაზე. 2. მეორე ჩანაწერზე აღბეჭდილია კ----------ს შიდა ტერიტორია, სადაც პირველ ჩანაწერში დაფიქსირებული იგივე პიროვნება ბავშვის კეტებს ფარულად ითავსებს ქურთუკის ჯიბეში და გადაადგილდება. 3. მესამე ჩანაწერზე აღბეჭდილია ,------------ს“ სავაჭრო დარბაზის, შესასვლელი ადგილი, სადაც არ დგას სალაროები, პირველ ფაილში მითითებული იგივე პიროვნება ტოვებს კ----------ს ტერიტორიას. 4. მეოთხე ფაილში აღბეჭდილია კ----------ს დაცვის სამუშაო ოთახის შესასვლელი ადგილი, სადაც გადაადგილდება დაცვის თანამშრომელი და მიყვება ზემოთ აღნიშნულ ჩანაწერებში დაფიქსირებული პიროვნება. დათვალიერების შემდგომ გ------- მ-----მ საკუთარი თავი ჩანაწერებზე ამოიცნო ჩაცმულობით, აღნაგობით და სახის მოყვანილობით. მისი განმარტებით, მან აღნიშნულ დროს ,------------დან’’ შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სამ ცალ ყავის მოსადუღებელს და ბავშვის კეტებს, რაც აღკვეთილი იქნა დაცვის თანამშრომლების მიერ.
2.5. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-–---------- ჭ----–--ის მითითებით გ------- მ-----ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის მიმდინარეობისას დროს მისი კუთვნილი მუქი ფერის ქურთუკიდან, კერძოდ, ჯიბეებიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ყავის მადუღარა და ერთი ცალი ბავშვის ლურჯი ფერის ფეხსაცმელი.
2 6. ჰიპერმარკეტ ,------------ს“ წერილის თანახმად, 2017 წლის 15 აპრილს გ------- მ-----ს მიერ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა: 1. ყავის მადუღარა 1 ც ღირებულება 1 ც - 59.90; 2. ყავის მადუღარა 1 ც ღირებულება 1 ც - 59.90; 3. ყავის მადუღარა 1 ც ღირებულება 1 ც - 59.90; 4. ბავშვის კედი 1 ც ღირებულება 1 ც - 14.90 ლარი, სულ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 194.60 ლარი.
2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით, თავად ბრალდებულ გ------- მ-----ს აღიარებითი ჩვენებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ ჰიპერმარკეტ ,------------დან“, გ------- მ----- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 194,90 ლარად ღირებულ 3 ცალ ყავის მადუღარას და 1 წყვილ ბავშვის ფეხსაცმელს.
2.7.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- მ----- შეეცადა ფარულად დაუფლებოდა 194,90 ლარად ღირებულ 3 ცალ ყავის მადუღარას და 1 წყვილ ბავშვის ფეხსაცმელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ-----ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული შესაძლო ქონებრივი ზიანი აღემატებოდა 150 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა გ------- მ-----მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
2.8. ზ/ა გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------- მ-----ს ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
(მაღაზია ,----–--------------ს“ ეპიზოდი);
2.9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს ,--------------------–--------ს’’ წარმომადგენლმა ნ-----–-- თ----–---–მა განმარტა, რომ ქ. თბილისი დ-------–-----–--------------------.ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-’’ შპს ,--------------------–-------ს’’ აქვს მაღაზია ,----–--------------’’, რომლის დირექტორიც არის. 2017 წლის 5 აპრილს დაახლოებით 22:00 საათზე დაუკავშირდა კონსულტანტი ბ--- ბ------ე, რომელმაც აცნობა, რომ მაღაზიიდან მოპარული იყო მზის სათვალეები. ნ-----–-- თ----–---–მა მეორე დღეს ჩაატარა ინვენტარიზაცია და აღმოჩნდა, რომ იყო დანაკლისი, აკლდა ხუთი ცალი სათვალე. მან ნახა მაღაზიაში არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც აღბეჭდილი იყო სამი პიროვნება, რომლებიც მაღაზიაში შევიდნენ ცალ-ცალკე, არაფერი შეუძენიათ და ისე გადაადგილდებოდნენ. ნ-----–-- თ----–---–მა მიიღო მონაწილეობა საგნის ამოცნობაში. მან კოდების მიხედვით ამოიცნო შპს-ს კუთვნილი სათვალეები. ნ-----–-- თ----–---–ის განმარტებით, მოპარული სათვალეების ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 3 200 ლარს.
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- ბ------ემ დაადასტურა, რომ იგი მუშაობს მაღაზია ,----–-------------ში’’ კონსულტანტად. 2017 წლის 5 აპრილს საღამოს საათებში, როდესაც აპირებდა მაღაზიის დაკეტვას, აღმოაჩინა, რომ მაღაზიის სტენდებზე აკლდა სათვალეები; მომხდარი ფაქტი აცნობა ხელმძღვანელს - ნ-----–-- თ----–---–ს. ბ--- ბ------ემ აღნიშნა, რომ შეამჩნია სამი პიროვნება, რომლებიც მაღაზიაში შევიდნენ ცალ-ცალკე და შემდეგ მაღაზიაში იმყოფებოდნენ ერთდროულად.
2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ განაცხადა, რომ არის ამ საქმის გამომძიებელი, საიდანაც იცნობს ბრალდებულებს გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს, ხოლო ა------ ჭ---------ა იცის ვიზუალურად. ვიდეოკამერების დათვალიერებისას გამომძიებელ დ----- კ----–-–---–ის მიერ გამოძიებისას ამოღებულ და დათვალიერებულ იქნა როგორც სათვალეების მაღაზიიდან, ასევე მარკეტ ,---------დან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და დადგინდა, რომ 5 აპრილს მაღაზია ,----–--------------დან’’ სათვალეების ქურდობის ფაქტზე ვიდეოჩანაწერებში არიან ის პირები, რომლებიც მარკეტ ,---------ში’’ ქურდობის ვიდეოჩანაწერებშიც არიან ასახული, ესენი იყვნენ გ------- მ-----, ი-----–- შ--–-- და ა------ ჭ---------ა. ვიდეოჩანაწერებში არსებული პიროვნებების ვინაობის დადგენა გამოძიებისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მათ შესახებ გააჩნდათ ოპერატიული ინფორმაცია, წარმოდგენილი იყო ორი პიროვნება მ----- და შ--–--, ხოლო ჭ---------ა იყო მათი მეგობარი, რომელთა სახეები აშკარად ჩანს სათვალეების მაღაზიის ვიდეოჩანაწერებში და მათ შესახებ ინფორმაცია და სურათი ქონდათ პ---–---დან. სათვალეებთან დაკავშირებით დათვალიერება ჩაატარა ,----–--------------ს’’ წარმომადგენელთან, რომელმაც ინდივიდუალური კოდების მეშვეობით ამოიცნო სათვალეები.
2.12. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ლ-–- ჯ-–--–---–მა განაცხადა, რომ განყოფილებამ დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე. ჩაატარა გ------- მ-----ს მფლობელობაში არსებული მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სათვალეების მაღაზიიდან მოპარული სათვალეები; ამასთან, გ------- მ-----მ დაკითხვისას აღიარა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოღებული სათვალეები იყო მაღაზიიდან მოპარული; გამოკითხული იქნა ი-----–- შ--–--, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. კამერებში დაფიქსირებული იყო სამი პიროვნება, რომლებიც სათვალეებს იპარავდნენ. ასევე დადგინდა, ა------ ჭ---------ა იყო მესამე პირი, რომელიც იპარავდა სათვალეს.
2.13. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- გ----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვ---------------–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ვ---------------–-----------ში ძალიან გახშირდა მაღაზიიდან ყავის და არყის ქურდობა და ამ საკითხზე მუშაობდა განყოფილება. სუპერმარკეტ ,---------დან’’ ყავის ქურდობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 4 აპრილს სუპერმარკეტ ,---------დან’’ ყავის ქურდობის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა ა------ ჭ---------ას. ამავდროულად, 5 აპრილს ,------–--------––-’’ მდებარე სათვალეების მაღაზიიდან მოიპარეს სათვალეები. ორივე ადგილიდან გამოითხოვეს კამერები და დაათვალიერეს, რა დროსაც ამოიცნო გ------- მ-----, ა------ ჭ---------ა და ი-----–- შ--–--. მას ქონდა ინფორმაცია ა------ ჭ---------აზე, რომ ვ---------------–--ს ტერიტორიაზე იპარავდა ნივთებს და ინფორმაციის საფუძველზე იცოდა ვინ იყო ა------ ჭ---------ა, ასევე პ---–----ს მონაცემებით მისი სურათი ქონდა ნანახი.
2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ----- ყ--------–---–მა და კ---- ყ---–----მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.
2.15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ.თბილისში, დ------–-----–---------------------–---------, სავაჭრო ცენტრი ,------–--------––-“ განთავსებული მაღაზია ,----–--------------“. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სამი ცალი ხელის კვალი დაქტილოფირზე.
2.15.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა კ---- ყ---–----მ.
2.16. შპს ,----–--------------“ წერილის თანახმად, 2017 წლის 05 აპრილს, ჩვენი მაღაზიიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ა----–-----–--------------------, სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“, მოპარული იქნა 05 (ხუთი) ცალი მზის სათვალე: carrera- საბაზრო ფასი 229 ლარი; Hugo boss - საბაზრო ფასი 609 ლარი; Prada - საბაზრო ფასი 619 ლარი; Prada - საბაზრო ფასი 68- ლარი; Calvin klein - საბაზრო ფასი 399 ლარი.
2.17. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------- მ-----ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი გ------- მ-----სგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. გ------- მ-----ს მითითებით მივიდნენ ქ.თბილისში, გ---------------------- დ------------ში, ბინის კარი გააღო ქალბატონმა, რომელიც, გ------- მ-----ს განმარტებით, არის მისი ბიძაშვილი გ---–- ფ-----; ამის შემდეგ გ------- მ-----მ მიუთითა საძინებელ ოთახში მდებარე კომოდზე, გ------- მ-----მ გამოაღო კომოდის ზედა პირველი უჯრა და მიუთითა, რომ უჯრაში მარცხენა მხარეს დევს ორი ცალი მზის სათვალე, რომელიც გ------- მ-----ს განმარტებით, მან 2017 წლის 5 აპრილს მოიპარა ქ.თბილისში, დ------–-----–---------------------–--------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“, მე-2 სართულზე არსებული მაღაზია ,----–--------------დან“.
2.17.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა კ---- ყ---–----მ.
2.18. ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, გ---------------------- დ------------ში, გ------- მ-----მ საძინებელ ოთახში არსებული მოთეთრო ფერის კომოდის ზედა პირველი უჯრიდან ამოიღო და ნებაყოფლობით წარადგინა ორი ცალი მზის სათვალე წარწერით ,,CK’’ და ,,HugoBoss’’.
2.18.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა კ---- ყ---–----მ.
2. 19. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის #------- განჩინების საფუძველზე ნ-----–-- თ----–---–ის მონაწილეობით გამოთხოვილ იქნა ,------–--------––-’’ მდებარე მაღაზია ,----–--------------ს’’ ვიდეოკამ----ს ჩანაწერები 2017 წლის 5 აპრილის 21:21 საათიდან 2017 წლის 5 აპრილის 21:31 საათამდე დროის შუალედში.
2.19.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ
2.20. 2017 წლის 3 ი----ის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ კ------------- კ-------–--ის მიერ დათვალიერებული იქნა მაღაზია ,----–--------------ს“ ოფისიდან გამოთხოვილი დისკი, რომელზეც ჩაწერილია ვიდეო ჩანაწერები. დათვალიერებული იქნა ფაილი N1, სადაც ასახულია მაღაზია ,----–--------------ს“ შესასვლელი შიგნითა მარჯვენა მხრიდან, რომელზეც ასახულია მაღაზიაში შემსვლელი და გამსვლელი მყიდველების ხედი, რომელზეც 21:22:12 საათზე მაღაზიაში შედის ი-----–- შ--–--, 21:22:22 საათზე მაღაზიაში შედის გ------- მ----- და 21:23:12 საათზე მაღაზიაში შედის ა------ ჭ---------ა, სამივე მათგანი შედის მაღაზიის სიღრმეში, რის შემდგომაც რამოდენიმე წუთში სამივე მათგანი გადის მაღაზიიდან ისე, რომ არ მიდიან სალაროსთან. დათვალიერებული იქნა ვიდეო ფაილი N2, სადაც ასახულია მაღაზია ,----–--------------ს“ შესასვლელი და სალაროს ხედი შიგნითა მხრიდან, სადაც ასახულია მაღაზიაში შემსვლელი და გამსვლელი და სალაროსთან მიმსვლელი მყიდველები. ვიდეოში 21:22:12 საათზე მაღაზიაში შედის ი-----–- შ--–--, 21:22:22 საათზე მაღაზიაში შედის გ------- მ----- და 21:23:12 საათზე მაღაზიაში შედის ა------ ჭ---------ა. სამივე მათგანი მაღაზიის სიღრმეში შედიან, რის შემდგომაც სამივე მათგანი გადის მაღაზიიდან, ისე რომ არცერთი არ მიდის სალაროსთან. დათვალიერებული იქნა ვიდეო ფაილი N3, სადაც ასახულია მაღაზია ,----–--------------ს“ შესასვლელი და სალაროს ხედი შიგნითა მხრიდან, რომელზეც ასახულია მაღაზიის მთლიანი ხედი, შემომსვლელი დარბაზი და სალარო, ასევე მაღაზიაში შემსვლელი, გამსვლელი და სალაროსთან მიმსვლელი მყიდველი, ვიდეოში 21:22:12 საათზე მაღაზიაში შედის ი-----–- შ--–--, 21:22:22 საათზე მაღაზიაში შედის გ------- მ----- და 21:32:12 საათზე მაღაზიაში შედის ა------ ჭ---------ა, რომლებიც დადიან დარბაზში და იზომავენ მათ მიერ არჩეულ მზის სათვალეებს, რის შემდგომაც 21:23:09 საათზე ი-----–- შ--–-- თაროდან იღებს ერთ ცალ მზის სათვალეს, რომელსაც იზომავს და 21:23:17 საათზე ათავსებს მას ჯიბეში, 21:23:22 საათზე კვლავ იღებს დახლიდან სათვალეებს და მასაც ათავსებს ჯიბეში, რის შემდგომ კვლავ ათვალიერებს სხვა სათვალეებს, რა დროსაც მასთან ახლოს მიდის გ------- მ-----, მისი მისვლის შემდგომ ი-----–- შ--–-- ისე, რომ სალაროსთან არ მიდის და მის მიერ აღებული სათვალეების ღირებულებას არ იხდის გადის მაღაზიიდან სწრაფი ნაბიჯებით, 21:23:32 საათზე გ------- მ----- ამავე ვიდეოში იღებს სათვალეებს და კვლავ აბრუნებს უკან, ასე იმეორებს რამოდენიმეჯერ, რის შემდგომაც გ------- მ----- 21:26:00 საათზე დახლიდან აღებული სათვალეს მარცხენა ხელით ათავსებს ჟილეტის მარცხენა ჯიბეში და აგრძელებს სათვალეების მოზომვას, რის შემდგომაც კვლავ იღებს დახლიდან სათვალეებს და 21:26:32 საათზე მის მიერ აღებულ მეორე სათვალეს კვლავ ათავსებს მარჯვენა ხელით ჟილეტის მარჯვენა ჯიბეში ისე რომ მას ამ დროს ეფარება მასთან ერთად შესული და მასთან მოსაუბრე ა------ ჭ---------ა, რის შემდგომაც 21:26:43 საათზე გადის მაღაზიიდან, ისე რომ მის მიერ აღებული სათვალეების ღირებულებას არ იხდის. ა------ ჭ---------ა აგრძელებს დარბაზში მოძრაობას და სათვალეების მოზომვას, რის შემდგომაც რამოდენიმე წუთში 21:30:06 საათზე დახლიდან იღებს ერთ-ერთ სათვალეს, რომელსაც იზომავს და 21:30:16 საათზე მარცხენა ხელით ათავსებს მას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში, რის შემდგომაც 21:30:29 საათზე გადის მაღაზიიდან, ისე რომ მის მიერ აღებული სათვალის ღირებულებას არ იხდის, ვიდეო ფაილი სრულდება 21:31:59 საათზე. დათვალიერებული იქნა ვიდეო ფაილი N4, სადაც ასახულია მაღაზია ,----–--------------ს“ შესასვლელი სალაროს მხრიდან, კამერა
მიმართულია მაღაზიის შემოსასვლელისკენ, რომელზეც ასახულია მაღაზიაში შემსვლელი და გამსვლელი მყიდველი. 21:22:12 საათზე მაღაზიაში შედის ი-----–- შ--–--, 21:22:22 საათზე მაღაზიაში შედის გ------- მ----- და 21:23:12 საათზე მაღაზიაში შედის ა------ ჭ---------ა, სამივე მათგანი მაღაზიის სიღრმეში შედიან, რის შემდგომაც რამოდენიმე წუთში სამივე მათგანი გადიან მაღაზიიდან, ისე რომ სალაროსთან არ მიდიან.
2.20.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ
2.21. 2017 წლის 15 აპრილს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, დ--------------, პ----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებულ იქნა ი-----–- შ--–--ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის გოლფ 3-ის, სახ. ნ------------------ ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად სალონში არსებული მარჯვენა კარის წინა მხარეს კარების ჩასადებიდან ამოღებული იქნა CARERA-ს და PRADA-ს ფირმის ორი ცალი შავი ფერის სათვალე. ავტომანქანის ჩხრეკას ესწრებოდა გ------- მ-----, რომელმაც ჩხრეკის ოქმში დააფიქსირა, რომ ი-----–- შ--–--ს ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი PRADA-ს და CARERA-ს სათვალე არის მისი, რომელიც მოიპარა 2017 წლის 6 აპრილს ,----–-------------ში’’, რომელსაც ინახავდა აღნიშნულ ავტომანქანაში.
2.21.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ-–- ჯ-–--–---–მა.
2.22. მზის სათვალეების დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----–-- თ----–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ი-----–- შ--–--ს ა/მანქანიდან ამოღებული სათვალეები, კერძოდ, შავი ფერის ,,CARRERA“ ფირმის სათვალე, შავი ფერის ,,PRADA”-ს ფირმის სათვალე, შავი ფერის ,,BOSS“-ის ფირმის სათვალე, ,,CK” ფირმის სათვალე; ნ-----–-- თ----–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული სათვალეები წაღებულია მაღაზია ,----–--------------დან“.
2.22.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ.
2. 23. 2017 წლის 7 ი----ის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბრალდებულ გ------- მ-----ს და ადვოკატ რ----- კ--------ს მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ,----–--------------დან’’ გამოთხოვილი 4 ვიდეო ფაილი, 2017 წლის 05 აპრილს ,----–--------------ს’’ მაღაზიაში განხორციელებული ქურდობის ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ ბრალდებულმა გ------- მ-----მ ადვოკატ რ----- კ--------ს თანდასწრებით განაცხადა, რომ ვიდეოფაილში ასახული პიროვნებები მისთვის უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პიროვნება შესაძლებელია არის თვითონ და ასევე მისი ნაცნობი ი-----–- შ--–--. სხვა არც ერთ პიროვნებას არ იცნობს და ასევე ვერ აკონკრეტებს აღნიშნულ ვიდეოში რომელიმე მათგანი იპარავს თუ არა რამეს, ვინაიდან ვერ ამჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ 5 ცალი მზის სათვალე მან მოიპარა და იგი სხვას არავის მოუპარავს.
2.23.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ.
2.24. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ-----მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ი-----–- შ--–-- და ა------ ჭ---------ას იცნობს, არიან მისი თანასოფლელები. მას არ ახსოვს იმყოფებოდა თუ არა სათვალეების მაღაზია ,----–-------------ში’’, მაგრამ კატეგორიულად აცხადებს რომ მას არ მოუპარავს სათვალეები, მისი ბიძაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სათვალეები მისცა ი-----–- შ--–--მ.
2.25. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- შ--–--მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ იცნობს გ------- მ-----ს და ა------ ჭ---------ას, არიან თანასოფლელები. 5 აპრილს სათვალეების მაღაზიაში ყოფნის ფაქტი არ ახსოვს. მისი ა/მანქანიდან ამოღებული სათვალეები მგზავრს დარჩა გვერდითა სავარძელზე. სულ იყო 4 სათვალე, ორი წაიღო გ------- მ-----მ, ხოლო ორი ცალი ამოღებული იქნა ჩხრეკისას.
2. 26. საზღვრის კვეთის ინფორმაციის თანახმად, ა------ ჭ---------ამ, პ/ნ 5----------, 2017 წლის 1----------------სის აეროპორტიდან მოახდინა გასვლა და უკან არ დაბრუნებულა; ა------ ჭ---------ას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა და 2017 წლის 15 ი----ის პროკურორის დადგენილებით მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
2.27. ბრალდებულების გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს ადვოკატის პოზიციით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ი-----–- შ--–--ს და გ------- მ-----ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და მოითხოვა წარდგენილ, აღნიშნულ ეპიზოდში, ი-----–- შ--–--ს და გ------- მ-----ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.27.1. ბრალდებულ ა------ ჭ---------ას ადვოკატის პოზიციით საქმეში არ მოიპოვება არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ამხელდა ა------ ჭ---------ას ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში და მოითხოვა ბრალად წარდგენილ აღნიშნულ ეპიზოდში ა------ ჭ---------ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.28. სასამართლომ შეაფასა რა ი-----–- შ--–--ს, გ------- მ-----ს და ა------ ჭ---------ას ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–- შ--–--ს, გ------- მ-----ს და ა------ ჭ---------ას ბრალდებას მასში, რომ მათ ჩაიდინეს მაღაზია ,----–--------------დან’’ სათვალეების ქურდობა. კერძოდ:
2.28.1. დაზარალებულ შპს ,--------------------–--------ს’’ წარმომადგენლის ნ-----–-- თ----–---–ის, მოწმე ბ--- ბ------ის ჩვენებებით, სათვალეების ამოცნობის ოქმით, მზის სათვალეების დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ 2017 წლის 5 აპრილს ,------–--------––-’’ მდებარე მაღაზია ,----–--------------დან’’ მოპარული იქნა 5 ცალი მზის სათვალე; ნ-----–-- თ----–---–ის, ბ--- ბ------ის ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,----–--------------დან’’ სათვალეების ფარულად დაუფლებას ახდენდა სამი პირი, რომლებიც მაღაზიაში შემოვიდნენ და გავიდნენ ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად იმყოფებოდნენ მაღაზიაში და დროის ერთ მონაკვეთში განახორციელეს ქურდობა.
2.28.2. იმ ფაქტს, რომ მაღაზიაში მყოფის სამი პირიდან ერთ-ერთი იყო გ------- მ----- ადასტურებს გ------- მ-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღების ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ ქ.თბილისში, გ----------------------დ------------ში, გ------- მ-----ს ბიძაშვილის გ---–- ფ-----ს საცხოვრებელ სახლში, გ------- მ-----ს მითითებით, საძინებელ ოთახში მდებარე კომოდის ზედა პირველი უჯრიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი მზის სათვალე წარწერით ,,CK’’ და ,,HugoBoss’’, რომელიც გ------- მ-----ს განმარტებით, მან მოიპარა ,----–--------------დან“; ამავე ფაქტს ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს მაღაზია ,----–-------------ში’’ თუ როგორ ფარულად ეუფლება გ------- მ----- მზის ორ ცალ სათვალეს, იდებს ჯიბეში და თანხის გადაუხდელად ტოვებს მაღაზიას; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ამ ფაქტს არც უარყოფს მასში მონაწილე გ------- მ-----; ასევე, ამავე ფაქტს ადასტურებს ი-----–- შ--–--ს ა/მანქანის ჩხრეკისას გ------- მ-----ს განმარტება იმის თაობაზე, რომ მან მოიპარა ,----–--------------დან“ სათვალეები; ამავე ფაქტს ადასტურებს 2017 წლის 7 ი----ის დათვალიერების ოქმი ბრალდებულ გ------- მ-----ს და ადვოკატ რ----- კ--------ს მონაწილეობით, რა დროსაც გ------- მ----- განმარტავს, რომ 5 ცალი მზის სათვალე მან მოიპარა და იგი სხვას არავის მოუპარავს. ამდენად, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გ------- მ-----ს მიერ მაღაზია ,----–-------------ში’’ მზის სათვალეების ფარულად დაუფლების ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს გ------- მ-----ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია მაღაზია ,----–-------------ში’’ მზის სათვალეების ქურდობა.
2.28.3. აღნიშნულ ეპიზოდში ი-----–- შ--–--ს ბრალდებას ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს ი-----–- შ--–-- თუ როგორ იღებს თაროდან ორ ცალ სათვალეს, ითავსებს ჯიბეში და ტოვებს მაღაზიას; ი-----–- შ--–--ს აღნიშნულ ბრალდებას ადასტურებს მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაღაზია ,----–--------------ს’’ კუთვნილი CARERA-ს და PRADA-ს ფირმის ორი ცალი შავი ფერის სათვალის ამოღების ფაქტი. სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ ი-----–- შ--–--ს ა/მანქანის პირადი ჩხრეკისას დამსწრე გ------- მ-----ს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ი-----–- შ--–--ს ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი PRADA-ს და CARERA-ს სათვალე არის მისი, რომელიც მოიპარა 2017 წლის 6 აპრილს ,----–-------------ში’’, რომელსაც ინახავდა აღნიშნულ ავტომანქანაში. სასამართლო აღნიშნული ფაქტის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამოძიების დროს გ------- მ----- ცდილობდა აერიდებინა პასუხისმგებლობა ი-----–- შ--–--სთვის და ა------ ჭ---------ასთვის, რითაც გამოირიცხებოდა პირთა ჯგუფი, რაც, თავის მხრივ, გ------- მ-----ს ქმედების კვალიფიკაციაზეც მის სასარგებლოდ აისახებოდა; ამასთანავე, საყურადღებოა, რომ გ------- მ----- თუ მანამდე აცხადებდა, რომ სათვალეები მხოლოდ მან მოიპარა, სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი ბიძაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სათვალეები მისცა ი-----–- შ--–--მ. აღნიშნული წინააღმდეგობრივი ჩვენებები გ------- მ-----ს ჩვენებებს არადამაჯერებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ ი-----–- შ--–--მ სასამართლოში აჩვენა, რომ მისი ა/მანქანიდან ამოღებული სათვალეები მგზავრს დარჩა გვერდითა სავარძელზე. ი-----–- შ--–--ს აღნიშნული ჩვენება აშკარად ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მას სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- შ--–--ს მიერ ბრალდების უარყოფა მიმართულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ.
2.28.4. ა------ ჭ---------ას ბრალდებას აღნიშნულ ეპიზოდში ადასტურებს ვიდეოჩანაწერები, სადაც აშკარად არის დაფიქსირებული ა------ ჭ---------ა თუ როგორ იღებს ერთ-ერთ სათვალეს, რომელსაც იზომავს და შემდეგ მარცხენა ხელით ათავსებს მას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში; პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, პ---–---დან მიღებული სურათით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ამოიცნეს ა------ ჭ---------ა; ,----–--------------ს’’ კონსულტანტმა ბ--- ბ------ემ აჩვენა, რომ სამმა პირმა მოახდინეს სათვალეების მოპარვა; საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა------ ჭ---------ა, გ------- მ----- და ი-----–- შ--–-- არიან თანასოფლელები, ერთმანეთის ნაცნობები და დაახლოებული პირებ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ისინი მაღაზიაში შედიან და გამოდიან ცალ-ცალკე, იქ არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ცალ-ცალკე იპარავენ ნივთებს, აშკარად მიანიშნებს, რომ დამნაშავეები ცდილობენ შენიღბონ მათი ურთიერთობები; აღსანიშნავია, რომ ა------ ჭ---------ამ გამოძიების დაწყების შემდეგ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და არის ძებნილი. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მაღაზია ,----–--------------დან’’ მზის სათვალეებს გ------- მ-----სთან და ი-----–- შ--–--სთან ერთად ფარულად დაეუფლა ა------ ჭ---------ა.
2.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში, დ-------–-----–--------------------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,------–--------––-“ არსებულ შპს ,--------------------–--------ს“ კუთვნილ მაღაზია ,----–--------------დან“ გ------- მ-----, ი-----–- შ--–-- და ა------ ჭ---------ა წინასწარი შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 5 ცალ მზის სათვალეს.
2.30. ზ/ა გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- მ-----მ, ა------ ჭ---------ამ და ი-----–- შ--–--მ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2.31. ნ-----–-- თ----–---–ის განმარტებით, შპს ,----–--------------“ წერილით და საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპარული სათვალეების ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 3 200 ლარს.
2.32. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.33. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- მ-----ს, ა------ ჭ---------ას და ი-----–- შ--–--ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულებმა გ------- მ-----მ, ა------ ჭ---------ამ და ი-----–- შ--–--მ ჩაიდინეს ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
2.34. ,----–--------------“ ოფისიდან გამოთხოვილი დისკის ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაღაზია ,----–------------ში“ 21:22:12 საათზე შედის ი-----–- შ--–--, 21:22:22 საათზე მაღაზიაში შედის გ------- მ----- და 21:23:12 საათზე მაღაზიაში შედის ა------ ჭ---------ა და რამოდენიმე წუთში სამივე მათგანი გადის მაღაზიიდან ისე, რომ არ მიდიან სალაროსთან. 21:23:09 საათზე ი-----–- შ--–-- თაროდან იღებს ერთ ცალ მზის სათვალეს, რომელსაც იზომავს და 21:23:17 საათზე ათავსებს მას ჯიბეში, 21:23:22 საათზე კვლავ იღებს დახლიდან სათვალეებს და მასაც ათავსებს ჯიბეში; გ------- მ----- 21:26:00 საათზე დახლიდან აღებული სათვალეს მარცხენა ხელით ათავსებს ჟილეტის მარცხენა ჯიბეში და აგრძელებს სათვალეების მოზომვას, რის შემდგომაც კვლავ იღებს დახლიდან სათვალეებს და 21:26:32 საათზე მის მიერ აღებულ მეორე სათვალეს კვლავ ათავსებს მარჯვენა ხელით ჟილეტის მარჯვენა ჯიბეში; ა------ ჭ---------ა 21:30:06 საათზე დახლიდან იღებს ერთ-ერთ სათვალეს, რომელსაც იზომავს და 21:30:16 საათზე მარცხენა ხელით ათავსებს მას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში. სათვალეების დაუფლების შემდეგ სამივე პიროვნება ცალ-ცალკე გადის მაღაზიიდან.
2.35.საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.
2.35.1. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საქმეში გ------- მ-----, ა------ ჭ---------ა და ი-----–- შ--–-- ცალ-ცალკე ფიქსირდებიან მაღაზიაში როგორც შესვლის, ისე გამოსვლის პროცესში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- მ-----, ა------ ჭ---------ა და ი-----–- შ--–-- იყვნენ ერთმანეთთან დაახლოებული პირები და მაღაზიაში შესვლის შემდეგ, დროის ერთ მონაკვეთში ახორციელებდნენ ერთი და იგივე სახეობის ნივთის ქურდობას, რის შემდეგაც ცალ-ცალკე გამოდიან მაღაზიიდან, როგორც უცნობები. აღნიშნული აშკარად მიუთითებს, რომ ბრალდებულები მაღაზიაში შესვლისას მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებულად, რაც მოწმობს, რომ გ------- მ-----, ა------ ჭ---------ა და ი-----–- შ--–-- წინასწარ შეკავშირდნენ მაღაზია ,----–------------იდან’’ მზის სათვალეების ქურდობის მიზნით.
2.36. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------- მ-----მ, ა------ ჭ---------ამ და ი-----–- შ--–--მ ჩაიდინეს ქურდობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
(2017 წლის 4 აპრილის მაღაზია ,---------დან“ ყავის ქურდობის ეპიზოდი).
2.38. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა მ---- ბ--–--–---–მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს მაღაზია ,---------ში“ მენეჯერის პოზიციაზე. თანამშრომელმა შეატყობინა მაღაზიაში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. მ---- ბ--–--–---–მა ნახა 2017 წლის 4 აპრილის ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია, რომ პიროვნება შედის მაღაზიაში, იღებს ყავას და მაღაზიას ტოვებს ისე, რომ არ იხდის ყავის საფასურს სალაროსთან. მ---- ბ--–--–---–ის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით დამნაშავე ფარულად დაეუფლა 26.98 ლარად ღირებულ ,--არტ ნუარის“ დასახელების ყავას.
2.39. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- ლ---–----ემ განაცხადა, რომ იგი მუშაობს შპს ,--------- ტ-------ს“ მონიტორინგის სამსახურში. მის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული იქნა შპს ,--------- ტ-------ს“ კ------–---------------ში მდებარე მაღაზიის ვიდეო ჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია ქურდობის ფაქტი. ზ----- ლ---–----ემ განმარტა, რომ ჩამწერ მოწყობილობას ვიდეო ჩანაწერს აქვს 10 წუთიანი ცდომილება.
2.40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ------------- კ-------–--ემ განმარტა, რომ არის ამ საქმის გამომძიებელი, საიდანაც იცნობს ბრალდებულებს გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს, ხოლო ა------ ჭ---------ა იცის ვიზუალურად, პირადად არ შეხვედრია. გამოძიებისას ამოღებულ და დათვალიერებულ იქნა როგორც სათვალეების მაღაზია ,----–--------------დან’’, ასევე ,---------დან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და დადგინდა რომ მარკეტ ,---------ში’’ ქურდობის ფაქტზე აღბეჭდილი იყვნენ გ------- მ-----, ი-----–- შ--–-- და ა------ ჭ---------ა. მანამდე ნანახი არ ყავდა გ------- მ----- და ი-----–- შ--–--, შემდეგში შეხვდა მათ და აშკარა იყო, რომ ისინი ვიდეოჩანაწერში ასახული პიროვნებები იყვნენ და მათი მეგობარი იყო მესამე, ვიდეო ჩანაწერებში ასახული პირი ა------ ჭ---------ა.
2.41. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- გ----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვ---------------–-------------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ვ---------------–-----------ში ძალიან გახშირდა მაღაზიიდან ყავის და არყის ქურდობა და ამ საკითხზე მუშაობდა. სუპერმარკეტ ,---------დან’’ ყავის ქურდობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 4 აპრილს სუპერმარკეტ ,---------დან’’ ყავის ქურდობის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა ა------ ჭ---------ას. გამოითხოვეს კამერები და დაათვალიერეს. ამავდროულად 5 აპრილს მოხდა ,------–--------––-’’ სათვალეების მაღაზიიდან ქურდობის ფაქტი. ორივე ადგილიდან გამოითხოვეს კამერები და დაათვალიერეს. რა დროსაც ამოიცნო გ------- მ-----, ა------ ჭ---------ა და ი-----–- შ--–--. მას ქონდა ინფორმაცია ა------ ჭ---------აზე, რომ ვ---------------–--ს ტერიტორიაზე იპარავდა ნივთებს და ინფორმაციის საფუძველზე იცოდა ვინ იყო ა------ ჭ---------ა, ასევე პ---–----ს მონაცემებით მისი სურათი ჰქონდა ნანახი. ,--------- ტ-------ს’’ ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებისას მან ამოიცნო ა------ ჭ---------ა, ასევე გ------- მ----- და ი-----–- შ--–--.
2.42. 2017 წლის 19 მაისის დვდ დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეო ჩანაწერები დათვალიერებული იქნა ვ--–---- გ----–-–---–ის მონაწილეობით. დათვალიერდა შპს ,--------- ტ-------დან“ გამოთხოვილი დვდ დისკი. პირველ ვიდეო ფაილში ასახულია მარკეტის ხედი ყავების სექციის მიმართულებით, სადაც ყავის სექციასთან ვიდეოს გაშვებისთანავე დგას გ------- მ-----, რომელიც ათვალიერებს ყავებს, ხოლო მის გვერდით იმყოფება მისი თანმხლები პიროვნება, რომელთან ერთადაც შევიდა მარკეტში. მისი თანხმლები პიროვნებას აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი თეთრი სპორტული ზედა, ვ--–---- გ----–-–---–ის განმარტებით, ამოიცნო და არის სწორედ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში გამავალი პიროვნება 2----.1--- წელს დაბადებული ა------ ე------ს ძე ჭ---------ა, რომელიც 17:14:08 საათზე ყავის დახლიდან იღებს ერთ შეფუთვა ყავას, რომელსაც ისე რომ არავინ ხედავს, ათავსებს ქურთუკის შიგნიდან მარცხენა მხარეს და გადის მარკეტიდან. მეორე ვიდეო ფაილში 17:12:27 საათზე გ------- მ----- მიდის ყავის სექციასთან იღებს ყავას, ათვალიერებს მას და კვლავ უკან აბრუნებს, რის შემდგომაც მიდის ა------ ჭ---------ასთან, ხოლო ა------ ჭ---------ა მიდი ყავის სექციასთან და ათვალიერებს, 17:14:08 საათზე ა------ ჭ---------ა მიდის კვლავ ყავის დახლთან და იღებს სწორედ იმ ყავას რომელსაც რამოდენიმე წუთის უკან ათვალიერებდა გ------- მ----- და მას ათავსებს ქურთუკის შიგნიდან და გადის კადრიდან. მესამე ვიდეო ჩანაწერში ასახულია მარკეტის შესასვლელი და სალაროს ხედი, რომელშიც 17:04:32 საათზე ა------ ჭ---------ა გადის მარკეტიდან ისე რომ იგი სალაროსთან არ მიდის და არ იხდის მის მიერ აღებული ერთი შეფუთვა ყავის ღირებულებას.
2.42.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ.
2.43. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. სასამართლომ შეაფასა რა ა------ ჭ---------ას ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა------ ჭ---------ას ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მარკეტ ,---------ში’’ ყავის ქურდობა. კერძოდ:
2.43.1. დაზარალებულის წარმომადგენელის მ---- ბ--–--–---–ის ჩვენებით და ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს 2017 წლის 4 აპრილს მაღაზია ,---------ში“ 26.98 ლარად ღირებულ ,--არტ ნუარის“ დასახელების ყავის ქურდობის ფაქტს; მოწმეების ზ----- ლ---–----ის, კ------------- კ-------–--ის, ვ--–---- გ----–-–---–ის ჩვენებებით და მაღაზია ნ-------ს ვიდეოჩანაწერებში ასახული ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 4 აპრილს დაახლოებით 17:14:08 საათზე ა------ ჭ---------ა ყავის დახლიდან იღებს ერთ შეფუთვა ყავას, რომელსაც ისე, რომ არავინ ხედავს, ათავსებს ქურთუკის შიგნიდან მარცხენა მხარეს და გადის მარკეტიდან.
2.43.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ა------ ჭ---------ა არის ძებნილი და მისი პიროვნების იდენტიფიკაცია ვიდეოჩანაწერებში ასახულ პირთან მოხდა პოლიციის თანამშრომლების ვ--–---- გ----–-–---–ის და კ------------- კ-------–--ის მიერ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას მისი ამოცნობით, რომელიც ემყარებოდა ა------ ჭ---------ას შესახებ პ---–---დან გამოთხოვილ ფოტოსურათს და მის შესახებ არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც პოლიციის თანამშრომლების ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს გააჩენდა, ამასთან ა------ ჭ---------ა დაფიქსირებულია როგორც მაღაზია ,---------ს’’, ასევე სათავალეების მაღაზიიდან ქურდობის ფაქტზე არსებულ ვიდეოჩანაწერებში მის მეგობრებთან გ------- მ-----სთან და ი-----–- შ--–--სთან ერთად, ხოლო ფაქტის ჩადენის შემდეგ ა------ ჭ---------ა არის ძებნილი, აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს ა------ ჭ---------ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და შინაგან რწმენაზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 4 აპრილს, ქ.თბილისი, კ------–---------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“, ა------ ჭ---------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 26.98 ლარად ღირებულ ,--არტ ნუარის“ დასახელების ყავას.
2.44. ზ/ა გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ა------ ჭ---------ას ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებამართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
(2017 წლის 5 აპრილს მაღაზია ,---------დან“ ყავის ქურდობის ეპიზოდი);
2.45. სასამართლო სხდომაზე დაზარალებული შპს ,--------- ტ-------ს’’ წარმომადგენელმა მ---- ბ--–--–---–მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისი კ------–------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“ მენეჯერის პოზიციაზე. მ---- ბ--–--–---–მა ნახა 2017 წლის 5 აპრილის მაღაზიაში არსებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირდა მაღაზიაში ყავის ქურდობის ფაქტი. ნახა თუ როგორ შემოდის ერთი პიროვნება, შემდეგ მეორე პირი ყავის სექციიდან იღებენ ყავას და ანაზღაურების გარეშე ტოვებენ მაღაზიის ტერიტორიას. მოწმის განმარტებით, 4 და 5 აპრილს სხვადასხვა პიროვნება იპარავს, მაგრამ ერთი პიროვნება ორივე დღეს მონაწილეობს. 4 და 5 აპრილის ჩანაწერებში ვინც მონაწილეობს ერთი და იგივე პიროვნებებია. მ---- ბ--–--–---–ის განმარტებით, 5 აპრილს მომხდარი ქურდობის შედეგად მაღაზია ნ-------ს მიადგა 56.96 ლარის მატერიალური ზიანი.
2.46. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- ვ-–-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა მაღაზია ,---------ში“ და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მას დაუკავშირდნენ მონიტორინგის სამსახურიდან და აცნობეს, რომ ორმა პირმა აიღო პროდუქტი, თანხა არ გადაიხადეს და ისე დატოვეს მაღაზიის ტერიტორია. ვ--–---- ვ-–-----ე დაუკავშირდა 1---ის სამსახურს, ობიექტზე მოვიდა პატრულის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცა ვიდეოჩანაწერები. ვ--–---- ვ-–-----ემაც ნახა აღნიშნულ ჩანაწერებში, სადაც ჩანს ორი პიროვნება, რომლებმაც დახლიდან აიღეს ყავის ფუთები, არ გადაიხადეს თანხა და ისე დატოვეს მაღაზია. მას აქვს ინფორმაცია თანამშრომლებისგან, რომ წინა დღესაც იყვნენ ეს პირები შემოსული მაღაზიაში.
2.47. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- ლ---–----ემ განაცხადა, რომ იგი მუშაობს შპს ,--------- ტ-------ს“ მონიტორინგის სამსახურში. მაღაზიაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, მის მოვალეობაში შედის სავაჭრო ობიექტების ვიდეო კონტროლი. მის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული იქნა შპს ,--------- ტ-------ს“ კ------–---------------ში მდებარე მაღაზიის ვიდეო ჩანაწერები, სადაც აღბეჭდილი ქურდობის ფაქტი. ზ----- ლ---–----ემ განმარტა, რომ ჩამწერ მოწყობილობას ვიდეო ჩანაწერს აქვს 10 წუთიანი ცდომილება.
2.48. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ------------- კ-------–--ემ განმარტა, რომ არის ამ საქმის გამომძიებელი, საიდანაც იცნობს ბრალდებულებს გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს. გამოძიებისას ამოღებულ და დათვალიერებულ იქნა როგორც სათვალეების მაღაზიიდან, ასევე ,---------დან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და დადგინდა, რომ 5 აპრილს მარკეტ ,---------ში’’ ქურდობის ფაქტზე ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილი იყვნენ გ------- მ----- და ი-----–- შ--–--. მას მანამდე ნანახი არ ყავდა გ------- მ----- და ი-----–- შ--–--, შემდეგში შეხვდა მათ და აშკარა იყო, რომ ისინი ვიდეოჩანაწერში ასახული პიროვნებები იყვნენ.
2.49. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- კ----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვ---------------–--ს ს-----------–-------- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 15 აპრილს სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ--------------------------ანყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება გ------- მ-----სა და ი-----–- შ--–--ს მიმართ, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ორი პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები და გარეგნობა. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებები ცვლიან ინფორმაციებს იმ მიზნით, რომ გაირკვეს, ხომ არ მიმდინარეობს სხვა ფაქტებზე პირის მიმართ გამოძება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 15 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------- მ----- დაკავებული ყავდა ვ--------------------------ანყოფილებას, დ----- კ----–-–---–ი წავიდა მ-----ანყოფილებაში და ნახა გ------- მ----- და მასთან ერთად მყოფი ი-----–- შ--–--. პოლიციელებს მან გამოართვა მათი დემოგრაფიული მონაცემები, რადგან ეჭვი ქონდა ამ პირების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე. კ------------- კ-------–--ის მიერ მოწოდებული დისკის დათვალიერებისას მან ამოიცნო გ------- მ----- და ი-----–- შ--–--, ის პირები, რომლებიც ვიზუალურად პოლიციის მ-----ანყოფილებაში ნახა. მოწმის განმარტებით, მაღაზია ,---------ს’’ ვიდეოჩანაწერების კადრში ჩანს გ------- მ----- და შემდეგ ი-----–- შ--–-- მაღაზიაში თუ როგორ ეუფლებიან ყავას.
2.50. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა შპს ,--------- ტ-------ს’’ #-- სავაჭრო ობიექტი, მდებარე ქ. თბილისი, კ------–------------ში, შემთხვევის ადგილზე მოწმე ვ--–---- ვ-–-----ის (მაღაზიის კონსულტანტის) მიერ ყავის სექციაში მითითებულ იქნა მოპარული პროდუქტის ადგილმდებარეობა.
2.50.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ.
2.51. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 აპრილის #--------- განჩინების საფუძველზე, შპს ,---------ტ-------დან’’ გამოთხოვილ იქნა 2017 წლის 5 აპრილის ქ. თბილისი კ------–------------ში არსებული მარკეტ ,---------ს’’ ვიდეოჩანაწერები.
2.52. დვდ დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ----- კ----–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შპს ,--------- ტ-------დან“ გამოთხოვილი დვდ დისკი. პირველ ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებულია მარკეტის გასასვლელის ხედი, რომელშიც 22:52:04 საათზე გარეთ გადის პიროვნება, რომელიც სალაროსთან არ მიდის. დ----- კ----–-–---–მა განმარტა, რომ პიროვნება, რომელიც გადის გარეთ ამოიცნო და იგი არის წ--–-------ს რაიონის, სოფელ ს------ს 1--–------------ში რეგისტრირებული,---------8- წელს დაბადებული გ------- მ-----. მეორე ვიდეო ჩანაწერში გ------- მ----- 22:44:17 საათზე გადის მარკეტიდან. მესამე ვიდეო ჩანაწერში 22:40:52 საათზე გ------- მ----- გადის მარკეტიდან გარეთ, იქვე მდგომ პიროვნებისკენ მიატრიალებს თავს და რაღაცას ეუბნება და აგრძელებს გზას, ხოლო ის პიროვნება შედის მარკეტში, რომელზეც დ----- კ----–-–---–მა განმარტა, რომ ამოიცნო ის პიროვნება, რომელიც შედის მარკეტში გ------- მ-----ს გასვლის შემდგომ, იგი არის წ--–-------ს რაიონის სოფელ ს------ს მ--------------ში მცხოვრები ი-----–- ჯ-------ის ძე შ--–-- დაბადებული 1--------- წელს. მეოთხე ვიდეო ჩანაწერში ასახულია გ------- მ-----ს გასვლა მარკეტიდან და ი-----–- შ--–--ს შესვლა. მეხუთე ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია გ------- მ-----ს მოძრაობა მარკეტში. მეექვსე ვიდეო ჩანაწერში ასახულია 22:38:07 საათზე მარკეტთან მიდის გ------- მ----- და შედის მარკეტში. მეშვიდე ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებულია გ------- მ-----ს გადაადგილება მარკეტში. მერვე ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებულია გ------- მ----- მიდის ყავის სექციასთან და 22:48:54 საათზე ზედა თაროდან იღებს ერთ შეფუთვა ყავას და გადის კადრიდან. მეცხრე ვიდეო ჩანაწერში 22:48:56 გ------- მ----- აღებული ყავის ფუთით მიემართება გასასვლელისკენ. მეათე ვიდეო ჩანაწერში ი-----–- შ--–--, რომელიც მიდის ყავის დახლთან იმავე ადგილიდან იღებს ყავის ერთ შეფუთვას და გადის კადრიდან. მეთერთმეტე ვიდეო ჩანაწერში ჩანს ი-----–- შ--–--, რომელიც ყავის დახლიდან გამოდის რამდენიმე მეტრში, კვლავ ბრუნდება ყავის დახლებთან იხრება წელში და ცდილობს ყავის შეფუთვის უბეში ჩადებას, 22:51:47 საათზე ი-----–- შ--–-- ყავის შეფუთვას ათავსებს ქურთუკის შიგნით და მიდის გასასვლელისკენ.
2.52.1. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა კ------------- კ-------–--ემ.
2.53. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ-----მ თავი არ სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ აღნიშნულ ეპიზოდში და აჩვენა, რომ მას არ ახსოვს საერთოდ იყო თუ არა მარკეტ ,---------ში’’.
2.54. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–- შ--–--მ თავი არ სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ აღნიშნულ ეპიზოდში და აჩვენა, რომ იგი ადასტურებს მაღაზიაში ყოფნის ფაქტს, მაგრამ ყავა როგორც აიღო, ისე დადო და არ მოუპარავს.
2.55. გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს ადვოკატმა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებათა არ არსებობის გამო მოითხოვა ბრალად წარდგენილ აღნიშნულ ეპიზოდში გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. სასამართლომ შეაფასა რა გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–- შ--–--ს და გ------- მ-----ს ბრალდებას მასში, რომ მათ ჩაიდინეს მარკეტ ,---------დან’’ ყავის ქურდობა. კერძოდ:
2.56.1. დაზარალებული შპს ,--------- ტ-------ს’’ წარმომადგენელის მ---- ბ--–--–---–ის, მოწმეების ვ--–---- ვ-–-----ის, ზ----- ლ---–----ის ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ქ. თბილისი, კ------–------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“ 2017 წლის 5 აპრილის ყავის ქურდობის ფაქტს; პოლიციის თანამშრომლების გამომძიებელ კ------------- კ-------–--ის და დ----- კ----–-–---–ის ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს 5 აპრილს მარკეტ ,---------ში’’ ყავის ფარულად დაუფლება ჩაიდინა გ------- მ-----მ და ი-----–- შ--–--მ.
2.56.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გ------- მ----- საერთოდ უარყოფს 5 აპრილს სუპერმარკეტ ,---------ში’’ ყოფნის ფაქტს, ხოლო ი-----–- შ--–-- არ უარყოფს 5 აპრილს სუპერმარკეტ ,---------ში’’ ყოფნის ფაქტს, მაგრამ უარყოფს ყავის ქურდობის ფაქტს, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს აღნიშნული საქმის გამომძიებლების კ------------- კ-------–--ის და დ----- კ----–-–---–ის ჩვენებების სისწორეში და სარწმუნოდ არ მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერებში არსებული პიროვნებები არიან გ------- მ----- და ი-----–- შ--–--, რომლებიც, როგორც ვიდეოჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, ფარულად ეუფლებიან ყავის სექციიდან ყავას.
2.56.3. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 5 აპრილს მარკეტ ,---------ში’’ ერთად იმყოფებოდნენ გ------- მ----- და ი-----–- შ--–--, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთობლივი ქმედებით ახორციელებდნენ ყავის ფარულად დაუფლებას, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ი-----–- შ--–-- და გ------- მ----- წინასწარ შეკავშირდნენ ყავის ქურდობის მიზნით.
2.56.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.56.5. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 5 აპრილს 22:50 საათზე, ქ.თბილისი, კ------–---------------ში მდებარე მაღაზია ,---------ში“, გ------- მ----- და ი-----–- შ--–-- წინასწარი შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 53.96 ლარად ღირებულ ორ ცალ ,--არტე ნუარის“ დასახელების ყავას.
2.57. ზ/ა გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–-- ბრალდებას მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- შ--–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------ ჭ---------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.5. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების ა-–---------- ჭ----–--ის, მ-----– მ-----–-–---–ის, ნ------- ბ-–---–---–ი და ჯ--–--- ც------ის ჩვენებები, მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა------ ჭ---------ას, გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა------ ჭ---------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. გ------- მ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.3. ი-----–- შ--–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ა------ ჭ---------ას, გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სამივე ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ; ა------ ჭ---------ამ თავი აარიდა როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში გამოცხადებას და არის ძებნილი. გ------- მ----- არის დაოჯახებული, ყავს მცირეწლოვანი შვილი.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ა------ ჭ---------ას, გ------- მ-----ს და ი-----–- შ--–--ს უნდა დაენიშნოთ სასჯელი სახე - თავისუფლების აღკვეთა.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ა------ ჭ---------ამ, გ------- მ-----მ და ი-----–- შ--–--მ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1. შპს ,--------- ტ-------ს“ 2017 წლის 4 აპრილის და 2017 წლის 5 აპრილის ჩანაწერები კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. შპს ,----–--------------“ ვიდეოკამერის ჩანაწერები კომპიუტერულ დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.,6.3. გ------- მ-----სგან ამოღებული ორი ცალი სათვალე, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.4. ი-----–- შ--–--სგან ამოღებული ორი ცალი სათვალე, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.5. გ------- მ-----სგან ამოღებული სამი ცალი მადუღარა და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. გ------- მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
3. გ------- მ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. გ------- მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5. გ------- მ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6. გ------- მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, გ------- მ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
8. გ------- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს ბრალდებულ გ------- მ-----ს (პირადი №-----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 3 000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით მ-------- ფ-----ს (პ/ნ№-----------), ჯ------- შ--–--ს (პ/ნ 5----------) და ი----–--–-ას (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - მუნიციპალიტეტი წ--–-------, საკრებულო ს------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №-------------- პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
9. გ------- მ----- დაკავებული იქნეს სასამართლო დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 დეკემბრის 13:47 საათიდან.
10. ი-----–- შ--–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
11. ი-----–- შ--–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
12. ი-----–- შ--–--ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
13. ი-----–- შ--–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, ი-----–- შ--–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
15. ი-----–- შ--–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს ბრალდებულ ი-----–- შ--–--ს (პირადი №-----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 3 000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით მ-------- ფ-----ს (პ/ნ№-----------), ჯ------- შ--–--ს (პ/ნ 5----------) და ი----–--–-ას (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე - მუნიციპალიტეტი წ--–-------, საკრებულო ს------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №-------------- პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.
16. ი-----–- შ--–-- დაკავებული იქნეს სასამართლო დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 დეკემბრის 13:48 საათიდან.
17. ა------ ჭ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
18. ა------ ჭ---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
19. ა------ ჭ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
20. ა------ ჭ---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
21. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა------ ჭ---------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
22. ა------ ჭ---------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
23. მსჯავრდებულ ა------ ჭ---------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
24. ნივთმტკიცება:
24.1. შპს ,--------- ტ-------ს“ 2017 წლის 4 აპრილის და 2017 წლის 5 აპრილის ჩანაწერები კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
24.2. შპს ,----–--------------ს“ ვიდეოკამერის ჩანაწერები კომპიუტერულ დისკზე რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.,24.3. გ------- მ-----სგან ამოღებული ორი ცალი სათვალე, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
24.4. ი-----–- შ--–--სგან ამოღებული ორი ცალი სათვალე, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
24.5. გ------- მ-----სგან ამოღებული სამი ცალი მადუღარა და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
25. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითის განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
27. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/