გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/29901-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე
მოპასუხე - შპს ,,A----”
წარმომადგენელი - ა----- ი-----–-–---–ი, ო----- მ--------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,A----”-ს ქ.თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 22 349.27 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს ,,A----”-ს შორის 20-6 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-.0-.0----/2-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ-------–--–-, კ--–----ი-შ------ის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესყიდვას. გაწეული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 314 139.42 ლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო ქ------–---- ბიუჯეტის სახსრებით. მხარეთა შორის 20-6 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი შემცირდა და გახდა 1 276 022,58 ლარი.
სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე. 20-6 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა და განისაზღვრა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 20-6 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით“.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა ქალაქ თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა ა(ა)იპ თ---–---- მუნიციპალურ ლაბორატორიას. შესრულებული სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებდა ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებს მიმწოდებელს.
ინსპექტირების სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის (გარდა საბოლოო მიწოდების ვადის გადაცილებისა) ჩამორჩენის დაფიქსირების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისას მას დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
20-6 წლის 17 აგვისტოს ქ.თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, ა------------–----------–----–-------–----------------- და შპს ,,A----”-ის წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელებული ინსპექტირების აქტით დადგინდა, რომ დარღვეული იყო სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, გრუნტის სამუშაოები - 20-6 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული იყო მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25%, ხოლო დასრულებული უნდა ყოფილიყო ივლისის მესამე დეკადაში; შეწყვილებული საყრდენების მოწყობა - სამუშაოების არ ყოფილა დაწყებული, მაშინ როდესაც ივნისში უკვე უნდა ყოფილიყო დაწყებული; d-530 მმ მილების მონტაჟი არ ყოფილა დაწყებული იმ დროს, როდესაც ივნისის მე-2 დეკადაში უნდა დაწყებულიყო; გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე არ ყოფილა დაწყებული იმ დროს, როდესაც იგი უნდა დაწყებულიყო აგვისტოს მე-2 დეკადაში.
ხელშეკრულების თანახმად, ინსპექტირებისას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის დაფიქსირებისათვის შპს ,,A----”-ს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (1 314139.42 ლარი) 0.05 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 657.07 ლარს.
2016 წლის 16 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 14 დეკემბერს ანუ 34 დღის დაგვიანებით. მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 276 0-1.58 ლარი) 0.05%-ის ოდენობით, ჯამში 21 692.20 ლარი.
ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში ჩამოყალიბებული პირგასამტეხლოს ოდენობა შედგება 657,07 ლარისა და 21692,20 ლარის ერთობლიობით.
მოპასუხეს მოსარჩელის წინააღმდეგ ჯამში პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული დავალიანება ერიცხება 22 349.27 ლარის ოდენობით, რაზედაც მას ორჯერ ეცნობა წერილობითი ფორმით მოსარჩელის მიერ, თუმცა შპს “A----”-ს დღემდე არ გადაუხდია საჯარიმო თანხა (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს “A----”-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ადასტურებს მხარეთა შორის ხელშეკრულების მოსარჩელის მიერ მითითებული პირობებით დადებასა და ხელშეკრულების ფასთან დაკავშირებით შეთანხების საფუძველზე ცვლილების განხორციელებას. ამასთანავე, მოპასუხემ განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება განაპირობა ფაქტიურმა მდგომარეობამ, კერძოდ, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება... ამასთან გაზსადენი ქსელის გადართვის სამუშაოების წარმოებისას, ადგილი ჰქონდა გაზის გაქარვებას, რამაც გამოიწვია სამუშაოების ხარჯის გაზრდა 4 267.50 ლარით, რაც დამატებულია კორექტირებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
მოპასუხე ადასტურებს შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაზრდას, თუმცა ის განმარტავს, რომ ვადა გაიზარდა ორჯერ და ორივეჯერ აღნიშნულის მიზეზი გახლდათ გაზსადენი ქსელის ექსპლოატაციაში მიმღები ორგანიზაციის „ყ-------------------–----- ქმედებები, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სამუშაოების საბოლოო შესრულების ვადაზე.
მოპასუხე ადასტურებს, რომ სამუშაოები დასრულდა 34 დღის დაგვიანებით, ასევე ინსპექტირების შედეგად გეგმა-გრაფიკის დარღვევის ფაქტის გამოვლენას, თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნას არ ეთანხმება.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ 20-6 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების შემდგომ, შემსყიდველმა მიიღო სამუშაოების 20-6 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით და განახორციელა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელემ არ გამოიყენა პირველი პირგასამხტეხლოდან გამომდინარე საჯარიმო სანქცია (აღსრულებასთან დაკავშირებით) და მან დაადასტურა და მიიღო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით კორექტირებული სამუშაოები სრულად. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელემ წერილობით განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულებისათვის და მისი ხარისხისათის არსებითი გახლდათ კორექტირებული სამუშაოების განხორციელება. მან გადაიხადა სახელშეკრულებო თანხა სრულად 20-6 წლის 20 დეკემბერს და ამის შემდგომ წარმოადგინა N1-------- გადაწყვეტილება „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით“.
მოპასუხე განმარტავს, რომ ე.წ. „ბოლო შესრულებაში“ გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებული იყო 20-6 წლის 10 ნოემბრამდე. აღნიშნული სამუშაოების გაზრდილი მოცულობის გამო, მათზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ვერ მოხერხდა შემსყიდველის მიერ შეფასებისა და მის მიერ დადასტურებამდე, რომელიც მან 20-6 წლის 25 ნოემბერს განახორციელა, რაზედაც მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება ადასტურებს სამუშაოების გაზრდილი მოცულობის შემსყიდველის მიერ დადასტურებას და ასევე მიუთითებს, რომ გაზრდილი მოცულობებით სამუშაოს შესრულება არსებითი გახლდათ ზოგადად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, რეალურად ვადაგადაცილებული სამუშაოები თავისი ხარისხით მართლაც წარმოადგენდა ვალდებულების დასრულებითი ხასიათის სამუშაოებს.
ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ვადა უნდა დაანგარიშდეს 20-6 წლის 10 ნოემბრიდან, რომელსაც უნდა დაემატოს 15 დღე და რომელიც ამოიწურა 25 ნოემბერს. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 34 დღეს უნდა გამოაკლდეს მითითებული 15 დღე, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით 25 ნოემბერი განისაზღვრა ვალდებულების შესრულების თარიღად (იხ. შესაგებელი, საპაექრო სიტყვა და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს ,,A----”-ს შორის 20-6 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-.0-.0----/2-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ-------–--–-, კ--–----ი-შ------ის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ზოლიდან გაზსადენის განლაგების სამუშაოების შესყიდვას. გაწეული სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 314 139.42 ლარი, რომელიც უნდა დაფარულიყო ქ. თ---–---- ბიუჯეტის სახსრებით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20-9 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად კი 180 კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გეგმა-გრაფიკი კი უნდა წარედგინდა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა ქალაქ თ---–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა ა(ა)იპ თ---–---- მუნიციპალურ ლაბორატორიას. შესრულებული სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებდა ინსპექტირებას, რაზედაც წინასწარ ატყობინებს მიმწოდებელს.
ამავე ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ასევე პირგასამტეხლოს არსებობა და მისი დარიცხვის წესი.
20-6 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 13 დღით, კერძოდ, 20-6 წლის 06 ოქტომბრიდან 20-6 წლის 19 ოქტომბრამდე.
20-6 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 12 დღით, კერძოდ, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მხარეთა შორის 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ფასი შემცირდა 38127,84 ლარით და განისაზღვრა 1 276 022,58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულება N0-.0-.0----/2-- (ს.ფ. 19-24)
- 2016 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმება (ს.ფ. 25)
- 2016 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმება (ს.ფ. 26)
- 2016 წლის 25 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 27)
4.2. 2016 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების N- აქტის თანახმად, სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N--ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 2016 წლის 14 დეკემბერი.
2016 წლის 16 დეკებრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი, სამუშაოები შესრულებულია 20-6 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფორმა N--ით დადასტურებული სამუშაოების შესრულების თარიღია 20-6 წლის 14 დეკემბერი. ამასთან, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს 1 276 011,58 ლარს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება ყველა დანარიცხის ჩათვლით შეადგენს 1 246 171,55 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი N- (ს.ფ. 28)
- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29)
- საგადასახდო დავალება (ს.ფ. 66)
- შესრულებული სამუშაოების აქტი N- (ფორმა N-) (ს.ფ. 185-189)
- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 190-191)
4.3. 2016 წლის 28 სექტემბრის წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხე შეატყობინა მის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში არ განხორციელდა და ფიქსირდებოდა ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რის გამოც ეკისრებოდათ ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულებია 1 314 139,42 ლარის 0,05%-ის ოდენობით - 657,07 ლარი, რაც დადგენილ ვადაში უნდა ჩაერიცხათ ხაზინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 28 სექტემბრის N1-------- წერილი (ს.ფ. 31-32)
- 2016 წლის 19 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი და თანადრთული მასალები (ს.ფ. 35-38)
- 2016 წლის 27 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 34)
- 2016 წლის 28 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 33)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2016 წლის 17 აგვისტოს N1 ინსპექტირების აქტის თანახმად, მითითებული დროისთვის მოპასუხის მიერ შესრულებულია გრუნტის სამუშაოების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 25%, რომელიც დასრულებული უნდა ყოფილიყო ივლისის თვის მე-3 დეკადაში; არ არის შესრულებული შეწყვილებული საყრდენების მოწყობა, რომლის სამუშაოებიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვეში; არ იყო დაწყებული d------ მილების მონტაჟი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ივნისის თვის მე-2 დეკადაში, ასევე არ იყო დაწყებული გაზსადენის გამოცდა ჰერმეტულობაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო აგვისტოს თვის მე-2 დეკადაში. ამასთან, 20-6 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოები არ მიმდინარეობდა. აღნიშნულ აქტს ხელი არ მოაწერა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა.
- 20-6 წლის 19 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათი და თანდართული მასალები (ს.ფ. 35-38)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 20-6 წლის 29 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ სამუშაოები დასრულდა 20-6 წლის 14 დეკემბერს, 34 დღის დაგვიანებით, რის გამოც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 276 0-1.58 ლარი) 0.05%-ის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 21 692.20 ლარს და რაც უნდა გადახდილიყო ამავე წერილში მითითებულ ხაზინის ანგარიშზე.
აღიშნული წერილის პასუხად, 20-7 წლის 18 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი ნაწილობრივ სცნობდა მოთხოვნას და ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 29 დეკემბრის N1-------- წერილი (ს.ფ. 30)
- 2017 წლის 18 იანვრის N0----- წერილი (ს.ფ. 67-69)
- 2017 წლის 07 თებერვლის N1------ წერილი (ს.ფ. 70)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული დავალიანება ერიცხება 22 349.27 ლარის ოდენობით, რაზედაც მას ორჯერ ეცნობა წერილობითი ფორმით მოსარჩელის მიერ, თუმცა შპს “A----”-ს დღემდე არ გადაუხდია საჯარიმო თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. მოპასუხე მხარემ რამდეჯერმე აცნობა მოსარჩელეს მის მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ არსებული პრობლემების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 157-158)
- 2016 წლის 08 სექტემბერის წერილი (ს.ფ. 159-160)
- 2016 წლის 29 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 161-162)
- 2016 წლის 0- აგვისტოს წერილი (ს.ფ. 163)
- ექსპლუატაციაში მიღების აქტი (17.06.20-6წ.) (ს.ფ. 165-166)
- 2016 წლის 05 ივლისის წერილი (ს.ფ. 167)
- 2016 წლის 03 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 168)
- 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 137)
- 2017 წლის 18 იანვრის N0----- წერილი (ს.ფ. 67-69)
- 2017 წლის 07 თებერვლის N1------ წერილი (ს.ფ. 70)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 20-6 წლის 19 აპრილს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და 20-6 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეს შეთანხმებული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა 20-6 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 20-7 წლის 18 იანვრის წერილით (ს.ფ. 67-39) დგინდება, რომ თავად მოპასუხე მხარე ადასტურებდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც წერილი მიუვიდა მოსარჩელისგან, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებული იყო 34 დღით და რაზეც დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომელიც უკვე სასამართლო განხილვის დროს დააფიქსირა, რომ მითითებულ 34 დღეს უნდა გამოკლებოდა 15 დღე, ვინაიდან მხარეები საბოლოო თარიღად შეთანხმდნენ 20-6 წლის 25 ნოემბერს. ასევე აღსანიშნავია, მხარეთა 20-6 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა, თავად მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად, 12 კალენდარული დღით ანუ 20-6 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. აღიშნულის შემდეგ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება არ განხორციელებულა, შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტრებულად იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა 20-6 წლის 25 ნოემბრის, როგორც ხელშეკრულების საბოლოო შესრულების თარიღად მიჩნევა, ვინაიდან ასეთი შეთანხმება არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობითი სახით მხარეთა შორის არ მომხდარა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ ხელშეკრულების ვადაში შესრულების ხელშემშლელ გარემოებებს წარმოადგენდა მესამე პირის - შპს „ყ---------------თ---–----“ ქმედებები, რომლებზეც დამოკიდებული იყო მოპასუხის მიერ შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები, ასევე ვინაიდან ჩასატარებელი სამუშაოება მოცულობა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა შესრულების ვადაც.
აღსანიშნავია, რომ 20-6 წლის 12 ოქტომბრის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის გაზრდას სთხოვდა 13 დღით, ვინაიდან გადართვის სამუშაოების ნებართვა უნდა მიეღო გაზსადენის ქსელის მესაკუთრისაგან - შპს „ყ---------------თ---–----გან“, რაც ვერ ესწრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით 20-6 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით განსაზღვრული 180 დღე გაგრძელდა 13 კალენდარული დღით.
ასევე აღსანიშნავია, რომ 20-6 წლის 25 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ კვლავ მოითხოვა ვადის გაგრძელება 20-6 წლის 11 ნოემბრამდე, კვლავ შპს „ყ---------------თ---–----“ მიერ განსახორციელებლი სამუშაოების გამო, რაც 20-6 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმებით დაყოფილდა და 20-6 წლის 10 ნოემბრის ჩათლით განესაზღვა ვალდებულების შესრულების ვადა.
20-6 წლის 17 ოქტომბრის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს აცნობებდა მის მიერ დამატებით ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, რომელის ხარჯთაღრიცხვაც და გეგმა-გრაფიკიც მოგვიანებით გადაეგზავნა, რაც დგინდება 20-6 წლის 02 ნოემბრისა, 20-6 წლის 10 ნოემბრისა და 20-6 წლის 22 ნოემბრის წერილებით.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის არსებულ მიმოწერაზე, რითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის კომუნიკაციის არსებობა, რაც შედეგია ხელშეკრულების შესრულების ვადის ორჯერ გაზრდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა ფიქსირდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დღემდე არ ყოფილა გაცხადებული მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე, ასევე იკვეთება მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერება მოსარჩელესთან მიმართებაში, ასევე მასზე დაკისრებული ვალდებლებების შესრულების კუთხით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო, არ უნდა იყოს მოპასუხისთვის „დასჯის“ მექანიზმი, არამედ იგი არამხოლოდ ვალდებულების შესრულების გარანტია უნდა იყოს, არამედ მხარეს კეთილსინდისიერებისკენაც უბიძგებდეს და შეძლებისდაგვარად ცდილობდეს დარღვეული პირობების შედეგების გამოსწორებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენის დაფიქსირებისას 0.05%-ის ოდენობით, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხემ სამუშაოები 34 დღის დაგვიანებით შეასრულა საბოლოოდ შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მანამდე კი თავად სამუშაოთა დაწყება დააგვიანა, რაც ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მოპასუხეს სრულად აქვს ვალდებულება შესრულებული, ამასთან შესრულებული სამუშაოები მიმართ არ აქვს პრეტენზია მოსარჩელე მხარეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2234.92 ლარის ოდენობით გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „A----” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2234.92 ლარის 3%, რაც შეადგენს 67,05 ლარს.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების ხარჯს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე სარჩელეს არ სცნობდა, ხოლო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შესაბამისად, საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე მოპასუხეს უარი უნდა ეთქვას, მით უმეტეს, რომ არ წარმოდგენილა თუ რა ოდენობის ღირებულება იქნა მოპასუხის მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს “A----” - ის (ს/ნ N4--------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებებს:
- K----------; თ-----–-–--–ი; VIN: X----------------; 2---წ.; ნ-------------------- სახ. ნომერი: L------; ტექ. პასპორტი: A--------;
- F-----------; ს----------------------ი; VIN: W----------------; 19--–.; თეთრი; სახ. ნომერი: X------; ტექ. პასპორტი: A--------.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ქ. თ---–----------–----–--------------ის (ს/კ N---------) სარჩელი შპს „A----“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,A----”-ს (ს/კ N4--------) ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 2234.92 ლარის ოდენობით.
3. შპს ,,A----”-ს (ს/კ N4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 67,05 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს “A----” - ის (ს/ნ N4--------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებებს:
- K----------; თ-----–-–--–ი; VIN: X----------------; 2---წ.; ნ-------------------- სახ. ნომერი: L------; ტექ. პასპორტი: A--------;
- F-----------; ს----------------------ი; VIN: W----------------; 19--–.; თეთრი; სახ. ნომერი: X------; ტექ. პასპორტი: A--------.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---- საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე