განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002426422
1-400/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
ციცინო მაჭარაშვილის სხდომის მდივნობით
პროკურორი _ ლ--------------ძე
ბრალდებულები - ნ------ ბ-------ა, ჯ--–-რ ფ----ძე
ადვოკატი - ქეთევან ადამია
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის
N1-----------
ბრალდებული: ნ------ ბ-------ა
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 29.06.1983
პირადი ნომერი: 48001022341
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: განათლების გარეშე
მცხოვრები: ქ.ბათუმი, აფხაზეთის დასახლება კორ 14, ბინა 37
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პ, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ;
ბრალდებული: ჯ--–-რ ფ----ძე
მამის სახელი: მერაბი
დაბადებული: 14.09.1979
პირადი ნომერი: 61001009869
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: საშუალო
მცხოვრები: ქ.ბათუმი, გ.ბრწყინვალეს ქN92
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პ, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსის მიხედვით:
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჯ--–-რ ფ----ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჯ--–-რ ფ----ძე, ნ------ ბ-------ასთან ერთად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო , მისაკუთრების მიზნით, ქ. ბათუმში ე. თაყაიშვილის ქ.N105-ში მდებარე შ.პ.ს „ბანი კონსტრაქშენი“-ს მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საწყობიდან, ჯგუფურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალას, რითაც დაზარალებულს მიადგა 2134 ლარის და 84 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა ნ------ ბ-------ამ ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2008 წლის 10 ივნისის ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს და 2013 წლის 25 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენებით, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა ნ------ ბ-------ამ , ნასამართლეობის გაქარწყლებამდე , 2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჯ--–-რ ფ----ძესთან ერთად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო , მისაკუთრების მიზნით, ქ. ბათუმში ე. თაყაიშვილის ქ.N105-ში მდებარე შ.პ.ს „ბანი კონსტრაქშენი“-ს მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საწყობიდან, ჯგუფურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალას, რითაც დაზარალებულს მიადგა 2134 ლარის და 84 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არ დადგინდა ბრალდების დადგენილებაში აღწერილი გარემოებები.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ჯ--–-რ ფ----ძე და ნ------ ბ-------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ჯ--–-რ ფ----ძემ და ნ------ ბ-------ამ ჩაიდინეს ქურდობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ექსპერტ გ--–ა გაბაიძის ჩვენება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მითითებული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულებმა ჯ--–-რ ფ----ძემ და ნ------ ბ-------ამ უჩვენეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენიათ, ქურდობის განზრახვა მათ არ ქონიათ.
რაც შეეხება სადავო მტკიცებულებებს.
დაზარალებულის წარმომადგენელის გ------- წ-----–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ჯ--–-რ ფ----ძეს და ნ------ ბ-------ას დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათ ნივთები არ მოუპარავთ და ზარალის თაობაზედ პოლიციაში დაკითხვისას გამომძიებელს განუმარტა, რომ სამშენებლო ფირმასშ.პ.ს „ბანი კონსტრაქშენ“-ს ზიანი არ განუცდია. გ------- წ-----–-ძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმში აღწერილი შინაარსის ნაწილი მისი ნაკარნახევი არ არის და არც ოქმზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მას. მისთვის ცნობილი იყო (აწ გარდაცვლილ) ფირმის მფლობელის გ------- დ-----ასგან, რომ დ-----ას ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიებისათვის ჩვენება არ მიუცია, დ-----ამ პოლიციელებს აუხსნა რომ ჯ. ფ----ძეს და ნ. ბ-------ას ჰქონდათ უფლება საწყობიდან გაეტანათ ნივთები ხელფასის სახით. ამ ჩვენების შინაარსის შესახებ გ------- დ-----ამ გ------- წ-----–-ძესაც უთხრა და ასევე დაავალა, რომ მისულიყო პოლიციაში, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი და განეცხადებინა, რომ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც გ------- წ-----–-ძემ შეასრულა. გ------- წ-----–-ძემ ასევე განმარტა, რომ ჯ--–-რ ფ----ძე და ნ------ ბ-------ა მუშაობდნენ მშენებლობაზე ფუნდამენტის ჩასხმის დღიდან. სანამ ფირმის მფლობელი გ------- დ-----ა იყო ჯანმრთელი იგი ხელფას უხდიდა მუშებს მარა მას შემდეგ, რაც გაუუარესდა ჯამრთელობა ხელფას ვერ უხდიდა და ხელფასის სახით ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას შეეძლოთ წაეღოთ სამშენებლო ინვენტარი და ნივთები საწყობიდან. საწყობის ერთი გასაღები ქონდათ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას, ხოლო მეორე გასაღები ინახებოდა თავად გ------- წ-----–-ძესთან. ამ გარემოების შესახებაც პოლიციასაც შეატყობინა დაკითხვის დროს.
სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ რ----- კ-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წლის 03 აპრილს ღამის საათებში თავის მეწყვილე პ--ტა ს--------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე N 105-ში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან გამოვიდა ორი ახალგაზრდა, რომლებმაც რამდენიმე ტომარა ჩაალაგეს იქვე გაჩერებულ ტაქსის საბარგულში. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის მიზნით ხსენებული პირები შეაჩრეს, წარუდგნენ მათ როგორც პოლიციელები და მოსთხოვეს განმარტება აეხსნათ რა იყო საბარგულში. ეს პირები აღმოჩნდნენ ჯ--–-რ ფ----ძე და ნ------ ბ-------ა, რომლებმაც უთხრეს რომ იყვნენ სამშენებლო ფირმის მუშები და მოიპარეს სამშენებლო ინვენტარი. რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც შეადგინა დაკავების ოქმი. დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.
რ----- კ-----ს ჩვენება სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პ--ტა ს--------ემ.
2018 წლის 03 აპრილს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ ნ------ ბ-------ა დაკავებულ იქნა 2018 წლის 03 აპრილს 22 სთ13 წთ ქ. ბათუმში თაყაიშვილის ქუჩა N 105 მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელმა ზ----- მ-------–-–--ლმა. დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა პ--ტა ს--------ემ და უბნის ინსპექტორმა ლ-–- ხ-----მა.
პოლიციის გამომძიებლებმა ზ----- მ-------–-–--ლმა, პ--ტა ს--------ემ და ლ-–- ხ-----მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შინაარსი და შედეგები.
2018 წლის 03 აპრილს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ ჯ--–-რ ფ----ძე დაკავებულ იქნა 2018 წლის 03 აპრილს 22 სთ13 წთ ქ. ბათუმში თაყაიშვილის ქუჩა N 105 მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ. დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს განყოფილების უფროსის მოადგილემ ა-----–ს ა------მ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ----- კ-----მ და ექსპერტმა როლანდ გობაძემ.
პოლიციის გამომძიებლებმა მ--–---- ც-–--–--ემ, ა-----– ა------მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შინაარსი და შედეგები.
2018 წლის 03 აპრილის შედგენილი ავტომობილის ჩხრეკის ომით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელმა გ--–ა ბასილაძის მიერ ქ. ბათუმში ე. თაყაიშვილის ქუჩა N 105 მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მერსედესის ფირმის ტაქსიდან სახ ნომრით OA511TO მფლობელის დ----- დუმბაძის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღო ხუთი ტომარა. ტომრებში მოთავსებული იყო 37 ბალონი, 8 ხერხი, 7 რეზინის ჩაქუჩი, 60 წყლის მილის გადამყვანი, 10 ფუნჯი, 11 გერმეტიკის ფისტოლეტი, ხრახნები, 89 სამ მხრიანი გადამყვანი, წყლის გადამყვანები და სხვადასხვა ზომის ხრახნები. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა. ჩხრეკისას მოხდა ფოტო გადაღება.
ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს პოლიციის გამომძიებლებმა გ--–ა ბ----–---მ და მანქანის მფლობელმა დ----- დ-------მ.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით სასამართლოში გამოქვეყნებული იქნა მოწმე გ------- დ-----ას ჩვენება, საიდანაც ირკვევა: ვფლობ სამშენებლო კომპანიას შპს „ბანი კონდრაქშენს“. კომპანია აშენებს ქ. ბათუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. სახლში არის საწყობი სადაც ინახება სამშენებლო ინვენტარი და ხელსაწყოები. საწყობის გასაღები აბარია გ------- წ-----–-ძეს. ობიექტს იცავს დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. მშენებლობაზე დასაქმებული მყავს მუშები, მათ შორის ნ------ ბ-------ა და ჯ--–-რ ფ----ძე. ვინაიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა „ ბოლო ოთხი თვეა აღნიშნულ ობიექტზე მდებარე ქ. ბათუმი ექვ. თაყაიშვილის ქუჩა N 105-ში არ მივსულვარ და წასული ვიყავი სამკურნალოდ, შესაბამისად ხსენებულ ორ თანამშრომლისათვის ხელფასი არ გადამიხდია, მათ არჰქონდათ უფლება ხსენებული ობიექტებიდან გაეტანათ ნივთები და სამშენებლო ინვენტარი ჩემს კუთვნილ პუშკინის ქუჩაზე მდებარე სარემონტო ბინაში თუმცა იმ დღეს რა ინვენტარი წაიღეს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. და ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. „ უცნობია რა დასახელების ნივთებია გატანილი. დეტალურად ინფორმაცია მოგაწვდით ჩემი კომპანიის ინჟინერი ლ---ნ ფ----ძე. რომელიც იქნება ჩემი კომპანიის წარმომადგენელი გამოძიებასა და სასამართლოში.
სასამართლო აღნიშნული ოქმის შინაარსს ვერ გაიზიარებს რადგან მასში გადმოცემული აზრი გაუგებარი და არა დამაჯერებელია. კერძოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაკითხვის ოქმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ოქმში იკითხება, რომ - ” ბოლო ოთხი თვეა აღნიშნულ ობიექტზე მდებარე ქ. ბათუმი ექვ. თაყაიშვილის ქუჩა N 105-ში არ მივსულვარ და წასული ვიყავი სამკურნალოდ, შესაბამისად ხსენებულ ორ თანამშრომლისათვის ხელფასი არ გადამიხდია, მათ არჰქონდათ უფლება ხსენებული ობიექტებიდან გაეტანათ ნივთები და სამშენებლო ინვენტარი ჩემს კუთვნილ პუშკინის ქუჩაზე მდებარე სარემონტო ბინაში თუმცა იმ დღეს რა ინვენტარი წაიღეს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. და ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. “ სასამართლო თვლის რომ აზრი არ არის ჩამოყალიბებული, ბუნდოვანია და გაუგებარი. ჯერ მოწმე ანვითარებს აზრს, რომ -ბოლო ოთხი თვეა აღნიშნულ ობიექტზე მდებარე ქ. ბათუმი ექვ. თაყაიშვილის ქუჩა N 105-ში არ მისულა და წასული იყო სამკურნალოდ, შესაბამისად ხსენებულ ორ თანამშრომლისათვის ხელფასი არ გადაუხდია, ხოლო ამის შემდეგ აზრი ალოგიკურად გრძელდება და მოწმე განმარტავს, რომ მათ არქონდათ უფლება გაეტანათ ხსენებული ობიექტიდან ნივთები. ამ ორ წინადადებას, რომ აკავშირებდეს სიტყვები როგორიცაა მაგ: „ მიუხედავად ამისა არ ქონდათ უფლება “ ან „ თუმცა არ ქონდათ უფლება “ მაშინ წინადადება მორფოლოგიურად გამართული იქნებოდა და მსმენელი მიხვდებოდა რა სურდა ეთქვა მოწმეს კერძოდ ჩათვლიდა, რომ მოწმეს უნდოდა გადმოეცა ფაქტები შემდეგი შინაარსით - ბოლო ოთხი თვეა აღნიშნულ ობიექტზე მდებარე ქ. ბათუმი ექვ. თაყაიშვილის ქუჩა N 105-ში არ მივსულვარ და წასული ვიყავი სამკურნალოდ, შესაბამისად ხსენებულ ორ თანამშრომლისათვის ხელფასი არ გადამიხდია, მიუხედავ ამისა მათ არ ჰქონდათ უფლება ხსენებული ობიექტებიდან გაეტანათ ნივთები და სამშენებლო ინვენტარი ჩემს კუთვნილ პუშკინის ქუჩაზე მდებარე სარემონტო ბინაში, თუმცა იმ დღეს რა ინვენტარი წაიღეს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. “ არც ამგვარი აზრი არ არის გადმოცემული ჩვენებაში.
ჩვენების შინაარსი ასევე იქნებოდა მორფოლოგიურად გამართული, სიტყვის „არჰქონდას“ მაგიერ, რომ ეწეროს სიტყვა „ჰქონდათ“ . ასეთ შემთხვევაში წინადადება სწორი და მასში ასახული აზრი ერთმანეთის თანამიმდევრული იქნებოდა, ხოლო წინადადება ამგვარად წაიკითხებოდა- ” ბოლო ოთხი თვეა აღნიშნულ ობიექტზე მდებარე ქ. ბათუმი ექვ. თაყაიშვილის ქუჩა N 105-ში არ მივსულვარ და წასული ვიყავი სამკურნალოდ, შესაბამისად ხსენებულ ორი თანამშრომლისათვის ხელფასი არ გადამიხდია, მათ ჰქონდათ უფლება ხსენებული ობიექტებიდან გაეტანათ ნივთები და სამშენებლო ინვენტარი ჩემს კუთვნილ პუშკინის ქუჩაზე მდებარე სარემონტო ბინაში თუმცა იმ დღეს რა ინვენტარი წაიღეს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. “ თუმცა, არც ამგვარი შინაარსისაა აღნიშნული წინადადება. ამიტომ სასამართლო აფასებს ისე, როგორც არის მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულა.
სასამართლო არ არის ვალდებული ასე დედუქციის მეთოდით გამოთვალოს რა უნდოდა ეთქვა მოწმეს დაკითხვის დროს. გამოქვეყნებული ჩვენება, რომლის შესახებაც ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვაში ითხოვს ერთ-ერთ საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს უნდა იყოს გასაგები, მისახვედრი და მასში აზრი ნათლად გადმოცემული.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაკითხვის ოქმის შინაარსი გაუგებარია და გადმოცემული აზრი ბუნდოვანი.
სასამართლო არ შეაფასებს დაკითხვის ოქმში არსებულ სიტყვას „არჰქოდათ“ მისი წერის ტექნიკის, გამოყენებული კალმის (თუ კალმების) ფერისა და მანერის შესრულების თვალსაზრისით, რადგან ამგვარ ანალიზს სპეციალური ცოდნა ჭირდება. (იხ. ტ-1. სფ152. სტროფი 12 , სიტყვა მე-7)
ზემოაღნიშნული გარემოების გარდა სასამართლო გ------- დ-----ას აღნიშნული ჩვენებას ვერ გაიზიარებს სხვა გარემოების გამოც. კერძოდ: ოქმში გადმოცემული ჩვენების შინაარსი არსებითად ეწინააღმდეგება თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ; დაზარალებულის წარმომადგენლის გია წ-----–-ძის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ დ-----ამ პოლიციელებს აუხსნა ჯ. ფ----ძეს და ნ. ბ-------ას ჰქონდათ უფლება საწყობიდან გაეტანათ ნივთები ხელფასის სანაცვლოდ. ამ ჩვენების შინაარსის შესახებ გ------- დ-----ამ გ------- წ-----–-ძესაც უთხრა და ასევე დაავალა, რომ მისულიყო პოლიციაში, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი და განეცხადებინა, რომ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც გ------- წ-----–-ძემ შეასრულა. გ------- წ-----–-ძემ ასევე განმარტა, რომ ჯ--–-რ ფ----ძე და ნ------ ბ-------ა მუშაობდნენ მშენებლობაზე ფუნდამენტის ჩასხმის დღიდან. სანამ ფირმის მფლობელი გ------- დ-----ა იყო ჯანმრთელი იგი ხელფას უხდიდა მუშებს, მარა მას შემდეგ, რაც გაუარესდა ჯამრთელობა ხელფას ვერ უხდიდა და ხელფასის სახით ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას შეეძლოთ წაეღოთ სამშენებლო ინვენტარი და ნივთები საწყობიდან. საწყობის გასაღებიც ქონდათ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას, ხოლო მეორე გასაღები ინახებოდა თავად გ------- წ-----–-ძესთან.
არსებობს კიდევ ერთი გარემოება თუ რატომ ვერ გახდება გ------- დ-----ას დაკითხვის ოქმი საკმარისი გამამტყუნებელ განჩენის გამოტანისათვის.
დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა გ------- დ-----ას გამოკითხვის ოქმი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმის შინაარსისგან. დაცვის მხარის მიერ გამოკითხული ოქმის მიხედვით სამშენებლო ინვენტარისა და ნივთების მფლობელმა გ------- დ-----ამ თავად გადასცა საწყობის გასაღები მასთან მომუშავე მუშებს ჯ--–-რ ფ----ძეს და ნ------ ბ-------ა. გ------- დ-----ა ჯამრთელობის გაუარესების გამო ჯ--–-რ ფ----ძეს და ნ------ ბ-------ას ხელფასს ვეღარ უხდიდა და მისი თანხმობით ჯ--–-რ ფ----ძეს და ნ------ ბ-------ას მიერ საწყობიდან გატანილი ნივთები არის ხელფასის მაგიერ გადახდილი საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლ--- შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
ამგვარად ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი და რომელიც მიუთითებდა ბრალდებულების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე და მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელ მოქმედებაზე არის გ------- დ-----ას დაკითხვის ოქმი.
აღნიშნული დაკითხვის ოქმი კი, როგორც სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა გაუგებარი და არადამაჯერებელია. გარდა ამისა იგი არ შეესაბამება, არც დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- წ-----–-ძის ჩვენებას და არც თვით გ------- დ-----ას გამოკითხვის ოქმის შინაარს, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა.
საქ. სსსკ-ის მუხლი 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. (18.12.2015. N4677 ამოქმედდეს 2016 წლის 20 თებერვლიდან)
დასკვნით სიტყვებში სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები ადასტურებენ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას ბრალეულობას და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები სახეზე არ არის და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა, კერძოდ მის ხელთ არსებული მასალებით დასაბუთებული ვარაუდით დაზარალებულიც და მოწმეებიც ამხელდნენ ბრალდებულებს ქურდობის ჩადენაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს[1] და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს.[2] ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.[3]
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- დ-----ას ჩვენება არსებითი ხასიათისაა ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელთა მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად. გ------- დ-----ა ვერ იქნა დაკითხული სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მისი გარდაცვალების გამო და დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელ---ნტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ გ------- დ-----ას დაკითხვის ოქმი მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარმოადგენს ბრალდების მხარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ამიტომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ეს მტკიცებულება უნდა ყოფილიყო დამაჯერებელი, უტყუარი და უცილობელი. სასამართლო თვლის, რომ გ------- დ-----ას დაკითხვის ოქმი არ წარმოადგენს ამგვარ მტკიცებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
მართალია მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებაზე, მაგრამ არც უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები და არც სადაო მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულების ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჯ--–-რ ფ----ძის და ნ------ ბ-------ას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ჯ--–-რ ფ----ძე და ნ------ ბ-------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ------ ბ-------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ------ ბ-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ნ------ ბ-------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ბრალდებული ჯ--–-რ ფ----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ--–-რ ფ----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ალექსანდრე ანანიძეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2018 წლის 06 აპრილს - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
გამართლებულ ჯ--–-რ ფ----ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: გასაღების ასხმა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, სამშენებლო მასალები დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი