განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
010100118002751410
დავის ტიპი
381 1
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002751410

1-1061/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

სტაჟიორ-პროკურორი - ნ--------------–აძე

 

ბრალდებული - ლ---- დ------ძე

ადვოკატი - ლ-- მ--------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

N0-----------

 

ბრალდებული: ლ---- დ------ძე

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 11.08.1----–--–---------–--------------------–----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–--------------------------------------------------------------------------–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ლ---- დ------ძე რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 04 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე მართავდა ავტომანქანა, „ტოიოტა ქამრის“ სახ N WT 664 TW.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ძალაში შესული განაჩენის შესურულებლობა:

 

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით ლ---- დ------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფგო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ამავე განაჩენით, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

5. 2018 წლის 04 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქობულეთის შემოვლით გზაზე შეჩერებული იქნა „ტოიოტა ქამრის“ სახ N WT 664 TW, რომელსაც მართავდა ლ---- დ------ძე.

 

6. ლ---- დ------ძეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის საფუძველზე, 03 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორო საშუალების მართვის უფლება.

 

7. ლ---- დ------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს ქობულეთში შემოვლილ გზაზე მართავდა ავტომანქანას.

 

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- დ------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

10. ლ---- დ------ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

11. ლ---- დ------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

 

13. სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ---- დ------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც მიზანშეწონილი და გამართლებულ-- ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ლ---- დ------ძის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე, 59-ე, მუხლებით, სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ლ---- დ------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს მთლ--ნად დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ ლ---- დ------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ---- დ------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი