გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
820210018002401497
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N820210018002401497 (2-213/2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - ს---------–----ე

წარმომადგენელი - რ-----------------ე

მოპასუხე: ა--–-----–----ე

წარმომადგენელი: კ-----------------–-–---–ი,მოპასუხე: თ-----------–---–---ე

წარმომადგენელი: თ-------------------ა

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს 2001 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #22/1-294, როგორც კანონის დარღვევით გამოცემული. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული ა--–-----–----ეს და თ-----------–---–---ეს შორის, მხოლოდ ½ წილის უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით #2-----------, აღსდგეს რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა და კომლის წევრი ს---------–----ე ცნობილი იქნეს კომლის უფროსის ს---–--------–----ის დანაშთ უძრავი ქონების ½ წილზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, მოპასუხე თ-----------–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #2-----------, რომელიც მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ა--–-----–----ემ გადაუფორმა თ-----------–---–---ეს.

 

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ საპროცესო ხარჯები.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ს------ ს---–---ანის ძე ბ-–----- და მოპასუხე ა--–-------–-----ის ძე ბ-–----- ცხოვრობდნენ დედასთან და დასთან ერთად მამის ს---–--------–----ის აშენებულ ხის სახლში, 1957 წელს მამამ ააშენა ორსართულიანი სახლი (ა--–-----–----ე დაბადებული არ იყო) შენობა ნაგებობა 155,56 კვ.მ, დაზუსტებული ფართობი 2058 კვმ, სადაც დღემდე ცხოვრობს, მისამართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი შ----------------ი, მე-15 ქუჩა, სახლი #3, საკადასტრო კოდი #2-----------. მშობლები გარდაცვლილები არიან, ხოლო და ნ---- ბ-–----- გათხოვილია. მოსარჩელე და მოპასუხე არიან მამის ს---–--------–----ის დანაშთი ქონების კანონისმიერი მემკვიდრეები, რომელიც როგორც მისთვის მოგვიანებით თ-----------–---–---ისგან გახდა ცნობილი მის ძმამ ა--–-----–----ემ მასთან შეუთანხმებლად მიყიდა თ-----------–---–---ეს 180 000 აშშ დოლარად და თ-----------–---–---ე ემუქრება გამოსახლებით მამის აშენებული სახლიდან, რომელიც უკანონოდ მითვისებული ჰქონდა მის ძმას ა--–-----–----ეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, როდესაც მას არასოდეს უმუშავია და დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. კომლიდან გამოყოფის განცხადება მოსარჩელეს არ დაუწერია. 2001 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნები მოსარჩელის მიმართ. მოსარჩელე დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მამის აშენებულ სახლში და ფლობს მიწის ფართობს 2058 კვმ, რომლის გადასახადებს დღემდე იხდის და რომლის ღირებულება 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 14942,85 დოლარს, ხოლო ½ წილი არის 7471,42 აშშ დოლარი. მისმა ძმამ ა--–-----–----ემ ასჯერ მეტი თანხა აიღო მამის დანაშთ ქონებაში და თვითონ დატოვა ქუჩაში უსახლკაროდ. 2015 წლის 25 დეკემბერს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა--–-----–----ემ მიყიდა თ-----------–---–---ეს უძრავი ქონება, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა მამის დანაშთ ქონების გადაფორმებისა და შემდეგ გაყიდვის თაობაზე. მისმა ძმამ ა--–-----–----ემ ისე მიითვისა და გაიფორმა მამის დანაშთი ქონება რომ მას არაფერი შეატყობინა და არც სურვილი აქვს რამე მისცეს, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--–-----–----ემ და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

 

ს---------–----ემ თავის დროზე მიიღო მისი წილი ქონება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. ს---------–----ეს საკუთრების უფლებით მიღებული აქვს სახელმწიფოსგან ქონება, რის საფუძველიც იყო ის, რომ იგი მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ერთ კომლად, შემდეგ დაიყო ოჯახი, ა--–---ს და ს------ს მიწის ფართობები გაიმიჯნა ცალ-ცალკე, რაც დასტურდება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაცემულია ს---------–----ის სახელზე. შემდეგ ს---------–----ემ გაასხვისა ის მიწის ნაკვეთი. მათ მიერ წარმოდგენილია ცნობა მახინჯაურის საკრებულოდან, რომლის მიხედვითაც დადგენილია თუ ვინაა ა--–-----–----ის კომლის წევრები. ა--–-----–----ემ კანონიერად გაასხვისა ქონება და ს---------–----ის მემკვიდრეობის უფლება არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს აქტის გაუქმების საფუძველი. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ½ წილზე აღიარებული იქნეს მისი საკუთრების უფლება, რადგან მას მშობლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ცალკე საკუთრების უფლებით აქვს მიღებული.

 

2.2. მოპასუხე თ-----------–---–---ემ და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სრულად სცნო სარჩელი და მიუთითეს, რომ ა--–-----–----ემ მიყიდა უძრავი ქონება თ-----------–---–---ეს და არ უთხრა, რომ ს---------–----ე იყო ერთერთი კანონისმიერი მემკვიდრე მამის ს---–--------–----ის დანაშთი უძრავი ქონების. უძრავი ქონების გაფორმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნივთი, ანუ უძრავი ქონება იყო ნაკლიანი, რადგან თ-----------–---–---ე სრულყოფილად ვერ ფლობს იმ უძრავ ქონებას, რომელიც გადაიფორმა და მესამე პირს ს---------–----ეს აქვს პრეტენზია მყიდველთან ანუ თ-----------–---–---ესთან.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თ-----------–---–---ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ა--–-----–----ემ მოატყუა თ-----------–---–---ე. წარმოდგენილია არქივიდან საბუთები, სადაც ს---------–----ე მითითებულია კომლის წევრად, ასევე ცნობა, რომ დღეს ს---------–----ე ცხოვრობს ისევ მითითებულ ადგილას. ა--–-----–----ეს უნდა ჩაებარებინა უნაკლო ნივთი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 12 თებერვლის ხელვაჩაურის არქივის ცნობით ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სასოფლო საბჭოს სოფელ მ–---------–-ის საკომლო წიგნების ამონაწერებით დგინდება, რომ: 1986-2006 წლებში კომლის წევრები იყვნენ: ბ-–----- ს---–---ან (კომლის უფროსი), ბ-–----- ს------ (შვილი), ბ-–----- ა--–--- (შვილი), ბ-–----- დ-----ა (რძალი), ბ-–----- ს------- (შვილიშვილი), ბ-–----- თ------ (შვილიშვილი), ბ-–----- ი---- (შვილიშვილი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები საკომლო წიგნიდან. (ს.ფ. 60)

 

3.2.2. 2001 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით #22/1-294, ა--–-----–----ემ მიიღო უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მახინჯაური, მ–---------–-ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- მიღება-ჩაბარების აქტი #22/1-294 (ს.ფ. 25)

- ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. საჯარო რეესტრის 2009 წლის 03 აგვისტოს რეგისტრაციით უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ–---------–-ი, საკადასტრო კოდი #2-----------., შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 155,56 კვ.მ დაზუსტებული ფართობი 2058 კვმ, აღირიცხა ა--–-----–----ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #22/1-294

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- ახსნა-განმარტებები

 

3.2.4. ა--–-----–----ესა და თ-----------–---–---ეს შორის 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ა--–-----–----ემ მიყიდა, ხოლო თ-----------–---–---ემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მ–---------–-ი, საკადასტრო კოდით #2-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება

- ახსნა-განმარტებები

 

3.2.5. საჯარო რეესტრის 2015 წლის 25 დეკემბრის რეგისტრაციით უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ–---------–-ი, საკადასტრო კოდი #2-----------., შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 155,56 კვ.მ დაზუსტებული ფართობი 2058 კვმ, აღირიცხა თ-----------–---–---ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- ახსნა-განმარტებები

 

3.2.6. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ დაბადებიდან დღემდე სადავო უძრავ ქონებას ფლობს და თ-----------–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ სახლში უწყვეტად ცხოვრობს მოსარჩელე - ს---------–----ე, თუმცა მოპასუხე ა--–-----–----ე მიიჩნევს, რომ მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- შესაგებელი

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.7. სსგს ხელვაჩაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 იანვრის საინფორმაციო ბარათის მიხედვით ს---------–----ის რეგისტრაციის ადგილია ხელვაჩაური სოფელი შ----------------ი მე-15 ქუჩა, #13.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი,- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელვაჩაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 იანვრის საინფორმაციო ბარათი

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს რომ უკანონოა 2001 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე ა--–-----–----ემ მიითვისა და გაიფორმა მამის დანაშთი ქონება ისე, რომ მას არაფერი შეატყობინა. მას განცხადება კომლიდან გამოყოფის თაობაზე არ დაუწერია და არც არსებობს გაყოფის აქტი. იგი დღემდე ცხოვრობს მამის აშენებულ სახლში და ფლობს მიწის ფართობს 2058 კვმ, რომლის გადასახადებს დღემდე იხდის. ასევე მისმა ძმამ მათი მამის დანაშთი ქონება მასთან შეუთანხმებლად მიჰყიდა თ-----------–---–---ეს, რომელიც ემუქრება გამოსახლებით. იგი არასოდეს გადასულა კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვაგან საცხოვრებლად, არც გააჩნია სხვა ქონება. მას უფლება სადაო სახლზე/უძრავ ქონებაზე არ დაუკარგავს.

 

მოპასუხე მხარე თ-----------–---–---ე ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

მოპასუხე მხარე - ა--–-----–----ე და მისი წარმომადგენელი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და აცხადებენ რომ ს---------–----ეს საკუთრების უფლებით მიღებული აქვს სახელმწიფოსგან ქონება, რის საფუძველიც იყო ის, რომ იგი მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ერთ კომლად, შემდეგ დაიყო ოჯახი, ა--–---ს და ს------ს მიწის ფართობები გაიმიჯნა ცალ-ცალკე, შემდეგ ს---------–----ემ გაასხვისა ის მიწის ნაკვეთი. ა--–-----–----ის კომლის წევრი არაა ს---------–----ე. ა--–-----–----ემ კანონიერად გაასხვისა ქონება და ს---------–----ის მემკვიდრეობის უფლება არ დაურღვევია, ს---------–----ეს მშობლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ცალკე საკუთრების უფლებით აქვს მიღებული.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა 2006 წლის 03 აპრილის ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სადაბო საკრებულოს ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ა--–-----–----ის კომლში ირიცხება ხუთი წევრი - ბ-–----- ა--–---, ბ-–----- დ-----ა, ბ-–----- ს-------, ბ-–----- თ----- და ბ-–----- ი----.

 

2018 წლის 12 თებერვლის ხელვაჩაურის არქივის ცნობით ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სასოფლო საბჭოს სოფელ მ–---------–-ის საკომლო წიგნების ამონაწერებით დგინდება, რომ: 1986-2006 წლებში კომლის წევრები იყვნენ: ბ-–----- ს---–---ან, ბ-–----- ს------, ბ-–----- ა--–---, ბ-–----- ს-------, ბ-–----- თ------, ბ-–----- დ-----ა, ბ-–----- ი----.

 

წარმოდგენილი საარქივო ცნობით უდავოდ დასტურდება, რომ როცა გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი, მოსარჩელე ს---------–----ე ირიცხებოდა კომლის წევრად.

 

ს---------–----ე არასოდეს გადასულა სხვაგან საცხოვრებლად, არ გამოჰყოფია კომლს და აგრძელებს ცხოვრებას მამის აშენებულ სახლში და ფლობს მიწის ფართობს 2058 კვმ, რომლის გადასახადებს დღემდე იხდის, მას კომლიდან გამოყოფის განცხადება არ დაუწერია. მისი კომლის ქონებაზე უფლებადაკარგულად ცნობის საკითხი არ გამხდარა სადავო და არც არავინ შედავებია მას საკუთრების უფლების თაობაზე, ამიტომ 1993 წლისთვის კომლის წევრად რეგისტრაცია საკმარისი საფუძველია კომლის ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების აღიარებისათვის.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, იმ ნაწილში, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ს---–--------–----ის კომლის წევრს, რომლის გარდაცვალების შემდგომ არ მომხდარა მისი რეალური გამოყოფა კომლიდან, რაც არ უკარგავს მას უფლებას კომლის ქონებაზე. სასამართლო ასევე დადგენილად მიჩნევს, რომ კომლის ქონებაზე არ აქვთ დაკარგული უფლება მოპასუხეს ა--–-----–----ეს. შესაბამისად დგინდება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლიანობა, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- საარქივო ცნობები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს 2010 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მოსარჩელე აღირიცხოს თანამესაკუთრედ სადავო ქონების 1/7 ნაწილზე, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა--–-----–----ესა და თ-----------–---–---ეს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საკუთრების 1/7 ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1964 წლის რედაქცია); ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილება; სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

1993 წლამდე კომლის სტატუსი განისაზღვრებოდა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლით, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით.

 

ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნის. ამ ნორმის შესაბამისად, კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრე იყო კომლის თითოეული წევრი და მათი წილი ამ ქონებიდან თანაბარია.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებით - ,,სახელმწიფო მეურნეობებმა, კოლმეურნეობებმა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა უნდა მოახდინონ რეორგანიზაცია, ნებაყოფლობით საფუძველზე აირჩიონ შრომითი კოლექტივისთვის მისაღები მეურნეობრიობის ახალი ორგანიზაციული ფორმა და გატარდნენ რეგისტრაციაში არსებული წესის შესაბამისად, 1993 წლის 01 იანვრამდე“.

 

ამდენად, იმის გამო, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლი სამართლებრივად დაკავშირებული იყო სოფლად ორგანიზებული მეურნეობების - კოლმეურნეობის და საბჭოთა მეურნეობის არსებობასთან, 1993 წლის 01 იანვრიდან მათი გაუქმების და მიწის პრივატიზაციის დაწყების გამო, სამართლებრივი საფუძველი მოესპო საკოლმეურნეო კომლის არსებობას და საკოლმეურნეო კომლმაც, როგორც სამართლებრივმა ინსტიტუტმა, არსებობა შეწყვიტა.

 

შესაბამისად, 1993 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საკოლმეურნეო კომლის ქონება, რომელიც ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. შესაბამისად, კომლის წევრები გახდნენ საკოლმეურნეო კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრეები. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).

 

საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ” მე-4 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს დარეგისტრირებული.

 

6.3. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები ასლან და ს---------–----ეები არიან ძმები, თავად მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ 1993 წელსაც და მის შემდგომ პერიოდშიც, მოყოლებული დღემდე, ს---------–----ე მუდმივად ცხოვრობს მამის აშენებულ სახლში და ფლობს მიწის ფართობს 2058 კვმ, რომლის გადასახადებს დღემდე იხდის. ასევე დადგენილია, რომ სადაო უძრავი ქონება წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელიც თავდაპირველად ეკუთვნოდა ს---–--------–----ეს, გ---–------–-----ს, ს---------–----ეს, ა--–-----–----ეს და ნ---- ბ-–-----ს.

 

1986-2006 წლებში კომლის წევრები იყვნენ: ბ-–----- ს---–---ან, ბ-–----- ს------, ბ-–----- ა--–---, ბ-–----- ს-------, ბ-–----- თ------, ბ-–----- დ-----ა, ბ-–----- ი----.

 

შესაბამისად საკომლო წიგნის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ს---------–----ე მიწის რეფორმის დაწყების დროს იყო ს---–--------–----ის კომლის წევრი, ხოლო კომლში იყო სულ 7 წევრი. საკომლო წიგნის ამონაწერში სხვა სახის მონაცემები ს---------–----ის კომლიდან გასვლის თაობაზე მითითებული არ არის. ს---------–----ის კომლიდან ამოწერის ან ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტის, ცალკე კომლად ცხოვრების დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

კომლიდან გამოყოფას თავისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, სჭირდებოდა გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა, (ამ შემთხვევაში განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა გამოყოფას), და შესაბამისი გადაწყვეტილება, იმის თაობაზე თუ როგორ გადაწყდა აღნიშნული საკითხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დღიდან, კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. შემდგომ პერიოდში კომლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, გავლენას ვერ ახდენს კომლის ქონების კუთვნილებაზე. სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---------–----ეს არ დაუკარგავს კომლის ქონებაზე უფლება და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის მიღების პერიოდისათვის იგი წარმოადგენდა კომლის წევრს, რომლის ქონება ამჟამად რეგისტრირებულია მოპასუხე თ-----------–---–---ის სახელზე.

 

ამიტომ მოსარჩელის მტკიცება, რომ ს---------–----ეს მიღებული აქვს მშობლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ცალკე საკუთრების უფლებით სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მხარის მიერ ვერ იქნა ეს გარემოება სათანადოდ დადასტურებული.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

 

ამ ნორმის მიხედვით, ფიზიკურ პირები, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ საცხოვრებელი სახლი, გამოცხადნენ ამ სახლთან მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის მიწის ნაკვეთზე პირის კანონიერი სარგებლობის უფლების საკითხის დადგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კანონიერ მოსარგებლეებად მიჩნეული უნდა იქნან ის პირები, რომლებსაც მიწის ფართზე კანონიერი სარგებლობის უფლება მიიღეს 1992 წლამდე და სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის ეს უფლება არ დაუკარგავთ, რადგან მიწის რეფორმის დაწყების და განხორცილების დროს გამოცემული სამართლებრივი აქტების მიხედვით მიწა საკუთრებაში გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიწაზე კანონიერი სარგებლობის უფლება მოიპოვეს 1992 წლამდე. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილების მე-2 მუხლით და ”სასოფლო-მეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების შესახებ პარლამენტის დადგენილებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოცხადდა იმ პირთა საკუთრებად, რომლებმაც მიწაზე კანონიერი სარგებლობის უფლება მოიპოვეს 1992 წლამდე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 1992 წლამდე მოსარჩელე ს---------–----ე იყო ს---–--------–----ის კომლის წევრი, კომლში იყო სულ 7 წევრი, რომლებმაც კომლის მოსპობის შემდეგ კომლის ქონებაზე მოიპოვეს თანასაკუთრების უფლება თანაბარწილად. შესაბამისად, მოსარჩელეებმა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე მოიპოვეს თანასაკუთრების უფლება სადაო ქონებაზე, თითოეულმა 1/7 წილზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე კომლის ქონების თანამესაკუთრედ უნდა აღირიცხოს კომლის შვიდი წევრი ბ-–----- ს---–---ან, ბ-–----- ს------, ბ-–----- ა--–---, ბ-–----- ს-------, ბ-–----- თ------, ბ-–----- დ-----ა და ბ-–----- ი----.

 

6.5 ა--–-----–----ესა და თ-----------–---–---ეს შორის 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ა--–-----–----ემ მიყიდა, ხოლო თ-----------–---–---ემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მ–---------–-ი, საკადასტრო კოდით #2-----------.

 

საჯარო რეესტრის 2015 წლის 25 დეკემბრის რეგისტრაციით უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ–---------–-ი, საკადასტრო კოდი #2-----------., შენობა-ნაგებობა საერთო ფართი 155,56 კვ.მ დაზუსტებული ფართობი 2058 კვმ, აღირიცხა თ-----------–---–---ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ა--–-----–----ეს ს---------–----ის წილი გასხვისებული აქვს უკანონოდ, 1/7 წილის გასხვისების უფლება მას არ გაჩნდა. სადაო გარიგებებით დარღვეულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, დადებულია მისი თანხმობის გარეშე. მოპასუხე ა--–-----–----ემ საჯარო რეესტრში განახორციელა არ არსებული უფლების რეგისტრაცია, რაც წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტის, საჯარო რეესტრში აღნიშნული ჩანაწერისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. დაინტერესებულ პირად მიიჩნევა პირი, რომლის კანონიერი ინტერესი და უფლება გარიგებით შეილახა, ასეთი შეიძლება იყოს როგორც გარიგების მხარე, ასევე მესამე პირი, თუ სხვა პირების მიერ გარიგების დადებით შეილახა მისი კანონიერი უფლება.

 

მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ კანონის საფუძველზე მოპოვებული ჰქონდა გასხვისებულ ქონებაზე საკუთრების უფლება და ხელშეკრულება დაიდო მისი თანხმობის გარეშე.

 

ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრე მოპასუხე თ-----------–---–---ე მიუთითებს, რომ ნივთი, ანუ უძრავი ქონება იყო ნაკლიანი, რადგან თ-----------–---–---ე სრულყოფილად ვერ ფლობს იმ უძრავ ქონებას, რომელიც გადაიფორმა და მესამე პირს ს---------–----ეს აქვს პრეტენზია მყიდველთან ანუ თ-----------–---–---ესთან. ა--–-----–----ემ მოატყუა თ-----------–---–---ე. წარმოდგენილია არქივიდან საბუთები, სადაც ს---------–----ე მითითებულია კომლის წევრად, ასევე ცნობა, რომ დღეს ს---------–----ე ცხოვრობს ისევ მითითებულ ადგილას. ა--–-----–----ეს უნდა ჩაებარებინა უნაკლო ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ა--–-----–----ის მიერ საჯარო რეესტრში ქონების მთლიანად თავის საკუთრებად აღრიცხვა განხორციელდა არასწორად, რადგან მან მის საკუთრებად დაირეგისტრირა ს---------–----ის თანასაკუთრების წილიც. ამდენად, საჯარო რეესტრში მოპასუხის ა--–-----–----ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი მოსარჩელის კუთვნილი 1/7 წილის მიმართ უსწოროა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია მოსარჩელის კუთვნილი 1/7 წილის გასხვისების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. სადაო ხელშეკრულებით გასხვისდა ქონებიდან ს---------–----ის კუთვნილი თანასაკუთრების წილი, მისი თანხმობის გარეშე, მოპასუხე ა--–-----–----ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ს---------–----ემ იცოდა ან თანხმობა განაცხადა ქონების გასხვისებაზე. ა--–-----–----ე არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადაო უძრავი ქონებიდან მოსარჩელის წილი, რადგან ქონების განკარგვის უფლებამოსილება აქვს თავად მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს, რის გამოც ხელშეკრულება ქონების 1/7 წილის გასხვისების ნაწილში ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სსს კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე თანამესაკუთრედ უნდა აღირიცხოს სადავო ქონების 1/7 წილზე, შესაბამისად უნდა გაუქმდეს 2010 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა--–-----–----ესა და თ-----------–---–---ეს შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საკუთრების 1/7 ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე თ-----------–---–---ემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნო სარჩელი იგი მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რამდენადაც, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 549.15 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 284-ე, 250-ე, 257-ე, 259-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს 2010 წლის 20 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N22/1-294-ი.

 

3. ს---------–----ე (პ/ნ 6----------), ცნობილი იქნეს თანამესაკუთრედ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. მ–---------–-ი, საკადასტრო კოდი 2-----------. 1/7 ნაწილზე;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი ა--–-----–----ესა (პ/ნ 6----------) და თ-----------–---–---ეს (პ/ნ 0----------) შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური სოფ. მ–---------–-ი, საკადასტრო კოდი 2-----------. საკუთრების 1/7 ნაწილში.

 

5. მოსარჩელე მხარე საქართველოს კანონის სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. მოპასუხეს ა--–-----–----ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 549.15 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358);

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით გელაშვილი