გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002157648
საქმე №2/1723-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ო-----------–---–ი
წარმომადგენელი - ლ--–-----------–---–ი
მოპასუხე - მ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ, კერძოდ, სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი სამკვიდრო მოწმობა გაცემული 2016 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს რ---------------ის მიერ.
1.2. მ-------------–---–ს ო-----------–---–ის სასარგებლოდ დაევალოს სამკვიდრო ქონებიდან, მდებარე გორი, მ--------------------ი №2-1, 1/3 წილის გამოყოფა, რაც შეადგენს (შენობის საერთო ფართი 106 კვ.მ) 35.33 კვ.მ-ს.
1.3. მ-------------–---–ს ო-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, რომელიც 16000 აშშ დოლარად გაასხვისა ო-------------ზე, ქონების გასხვისებით მიღებული თანხის 1/6 წილის 1/3 წილი, რაც შეადგენს 888 აშშ დოლარს.
მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ გაზარდა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მ-------------–---–ს ო-----------–---–ის სასარგებლოდ დაევალოს ქ. გორში, ძ------------–-–---–--ის ქუჩა №181/23-ში (ყოფილი გ------ს ქუჩა) მდებარე, ო-------------ზე 16000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარად გასხვისებული ბინიდან, გასხვისების შედეგად მიღებული თანხის 1/7 წილის, 2285 აშშ დოლარის და მემკვიდრეობით მიღებული 1/7 წილიდან 1/3 წილის, 761 შშ დოლარის, სულ 3046 აშშ დოლარის გადახდა (იხ. სარჩელი, შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ და 30.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ-------------–---–ი არის მისი და, რომელიც 2016 წლის 14 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით სრულად დაეუფლა მამის, 2008 წლის 15 თებერვალს გარდაცვლილი ზ-----------–---–ის დანაშთ ქონებას.
მ-------------–---–მა ზ-----------–---–ის დანაშთი ქონების ნაწილი, კერძოდ, ქ. გორში ძ------------–-–---–--ის ქ. №181/23-ში (ყოფილი გ------ს ქუჩა) მდებარე ბინა, სადაც ბინის თანამესაკუთრეს ზ-----------–---–იც წარმოადგენდა, 2015 წლის 31 აგვისტოს გაასხვისა ვინმე ო-------------ზე 16000 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მ-------------–---–მა გარდაცვლილი ზ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდროდან თავის სახელზე დაირეგისტრირა კიდევ ერთი უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, დასახლება მ--------------------ი №2-1.
მოსარჩელის განმარტებით, ო-----------–---–ი მამის, ზ-----------–---–ის გარდაცვალების მომენტში (2008 წლის 15 თებერვალს) იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იხდიდა სასჯელს, შესაბამისად, იმ პერიოდისათვის არც კანონით დადგენილ ექვს თვიან ვადაში და არც ფაქტობრივი ფლობით მას მემკვიდრეობა არ მიუღია. 2008 წლის 5 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით მ-------------–---–ი ნაწილობრივ დაეუფლა მამის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. გორი, რ-----–-–---–--ის ქ. №181/23 (ყოფილი გ------ს ქუჩა), რომლის თანამესაკუთრეც ოჯახის ექვს წევრთან ერთად თავად ო-----------–---–იც იყო. მოგვიანებით, 2016 წლის 14 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობით მ-------------–---–ი დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას სრული მოცულობით და ეს არის მ---------------------ი №2. აღნიშნული ფაქტის შესახებ ო-----------–---–მა შეიტყო 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც მიმართა საჯარო რეესტრს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში და აღმოაჩინა, რომ ქონებას, რომელიც წესით მასთან ერთად დედისაც უნდა ყოფილიყო, უკვე ჰყავდა მესაკუთრე, კერძოდ, მისი და, მ-------------–---–ი, რომელსაც შესთავაზა მორიგება, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება გორში, რ-----–-–---–--ის ქუჩაზე (ყოფილი გ------ს ქუჩა) მდებარე ბინას, აღნიშნული ბინასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ როდესაც ეს ბინა მისმა დამ დაირეგისტრირა (6.5.2004 წ.), თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ვინაიდან ისინი იმ დროისათვის სიტყვიერად იყვნენ შეთანხმებულები რომ გ------ს ქუჩაზე მდებარე ბინა უნდა ყოფილიყო მისი დის, ხოლო როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებდა უნდა ეცხოვრა ე.წ. ბარაკებში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან 2013 წლის მარტის თვეში, როდესაც მოიხადა სასჯელი და გათავისუფლდა საპატიმროდან, ურჩიეს და თვითონაც გადაწყვიტა, რომ პირდაპირ არ მისულიყო იმ უბანში, სადაც მომხდარი დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს და სადაც ცხოვრობდა დაზარალებული მხარე და გადაწყვიტა წასულიყო ასევე მამის საკუთრებაში არსებულ სახლში, მდებარე გორის რაიონი, სოფელი კოშკები, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ მისამართზე იგი დარეგისტრირდა როგორც სოციალურად დაუცველი და იგი 2013 წლის მარტიდან ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას. ამასთან, სოფელ კოშკებში მდებარე ქონების სანაცვლოდ ო-----------–---–ს და დედამისს სახელმწიფომ გადასცა საცხოვრებელი ფართი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში. შემდეგ, როდესაც ო-----------–---–მა გაიგო, რომ ბარაკების მესაკუთრეც მისი და იყო გადაწყვიტა ედავა არამარტო იმ ქონებაზე, რომელზეც სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მისი უნდა ყოფილიყო, არამედ იმ ბინაზეც, რომელიც თავის დროზე დამ და მისმა ოჯახმა დაირეგისტრირა. სარჩელის შემოტანის დროისათვის ო-----------–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ გ------ს ქუჩაზე მდებარე ბინაში მას წილი არ ეკუთვნოდა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი წილის მესაკუთრე შეიძლება ყოფილიყო გ------ს ქუჩაზე მდებარე ბინიდან და მას სარჩელი ჰქონდა მხოლოდ მამის სამკვიდროდან გამომდინარე მისი კუთვნილი თანხის მოთხოვნაზე, კერძოდ, ბინა, რომელშიც ჩაწერილი იყო 6 ადამიანი, გაიყიდა 16 000 აშშ დოლარად, შესაბამისად, როგორც მამის მემკვიდრე, ითხოვდა 1/6 წილის (მამის წილი) 1/3 ნაწილს, შემდეგ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ბინაში მეშვიდე სულად ისიც მოიაზრებოდა, მაგრამ საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო არ იყო ჩაწერილი ბინის ორდერში, სწორედ ამიტომ მან, როგორც თანამესაუთრემ, მოითხოვა უძრავი ქონების 1/7 წილის საფასური (2285 აშშ დოლარი) და მამის წილი 1/7-ის 1/3 – 761 აშშ დოლარი, ჯამში 3046 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი, შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გაზრდის შესახებ და 30.07.2018 წლის 16:24:52 – 16:33:05 სხდომის ოქმი)
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მ-------------–---–მა მართლაც მიიღო ზ-----------–---–ის სამკვიდრო ქონება, თუმცა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მ-------------–---–მა მთელი სამკვიდრო ქონება მიიღო 2016 წლის 14 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, არასწორია, ვინაიდან აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო ზ-----------–---–ის დანაშთ ქონებაზე 2008 წლის 05 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
რაც შეეხება ქ. გორში, ძ------------–-–---–--ის ქუჩა №181/23-ში (ყოფილი გ------ს ქუჩა) მდებარე საცხოვრებელ ბინას, მართალია აღნიშნული ბინა ო-------------ზე გასხვისდა 2015 წლის 31 აგვისტოს მ----, თამარ, ჯამბულ, ზურაბ და მ------------–---–ების მიერ, ო-----------–---–ის განმარტება, რომ მ-------------–---–მა გაასხვისა ზ-----------–---–ის კუთვნილი წილი, არასწრია, ვინაიდან ბინის გასხვისების მომენტისთვის ზ-----------–---–ის მემკვიდრედ 2008 წლის 05 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უკვე ცნობილი იყო მ-------------–---–ი.
გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის აგვისტოს თვეში მთელ ოჯახს, მათ შორის მ-------------–---–ს, სახელმწიფომ სოფელ ხიდისთავში გადასცა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც მთლიანად დაუთმეს ო-----------–---–ს. ამასთან, ო-----------–---–ს ზ-----------–---–ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის ზ-----------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. გარდა ამისა, მან ჯერ კიდევ 2008 წელს იცოდა, რომ ზ-----------–---–ის მემიკვიდრება მ-------------–---–მა მიიღო და ამ დროიდან მოყოლებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ო-----------–---–ი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას მემკვიდრეობის მიღებას არავინ უკრძალავდა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, ვინაიდან ციხის ადმინისტრაციას ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა, მან იცოდა, რომ მამამისი გარდაიცვალა 2008 წელს და თავისუფლად შეეძლო უფლების რეალიზაცია. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილია საიფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც ო-----------–---–ი ციხიდან გამოსვლისთანავე ცხოვრობდა სოფელ კოშკებში, ე.ი. მისი ნება გამოხატული იყო და მან მიიჩნია, რომ სოფელ კოშკებში მდებარე სახლი მისი იყო, რომლის დაზიანების შემდეგ სახელმწიფომ შესთავაზა სხვა ქონება და 2016 წლის 05 ნოემბრიდან, როგორც სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ისეა აღრიცხული.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კომუნალური გადასახადების ქვითრებს, აღნიშნული ქვითრები ვერ ადასტურებს ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს და ბოლოს, ო-----------–---– ციხიდან გამოსვლისას უნდა მისულიყო ნოტარიუსთან ან ფაქტობრივად უნდა დაუფლებოდა ქონებას, ხოლო ნოტარიუს რ---------------ის მიერ გაცემული სამკვიდორო საფუძველი 2008 წლის სამკვიდრო მოწმობაა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად ეს საფუძველი არ არის გასაჩივრებული, თანხის ანაზღაურების მოთხოვნაც უსაფუძვლოა (იხ. შესაგებელი და 30.07.2018 წლის სხდომის ოქმი, 16:33:14 – 16:40:34 სთ)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე ო-----------–---–ი და მოპასუხე მ-------------–---–ი არიან და-ძმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
4.1.2. მამკვიდრებელი ზ-----------–---–ი - ო-----------–---–ის და მ-------------–---–ის მამა - გარდაიცვალა 2008 წლის 15 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.11.2008 წლის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 106-109);
- 14.11. 2016 წ. სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 110-114)
4.1.3. ზ-----------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა 2008 წლის 15 თებერვალს, მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები ო-----------–---–ი, მ-------------–---–ი და მეუღლე თ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.11.2008 წლის სამკვიდრო მოწმობა
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ო-----------–---–ი №14 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 06 მარტს 28.12.2012 წლის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის წერილი.
4.2.2. მამკვიდრებლის, ზ-----------–---–ის მეორე შვილს, ო-----------–---–ს სამკვიდრო არ მიუღია და მთლიანი სამკვიდრო მიიღო მ-------------–---–მა, ამასთან, ო-----------–---–ს მამკვიდრებლის, ზ-----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ და საპატიმრო ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ სამკვიდროს მისამართზე - ქ. გორი რომელშვილების ქ. №181/23 (ყოფილი გ------ს ქუჩა) და მ--------------------ი 2-1 არ უცხოვრია. მოსარჩელე საპატიმრო ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ 2013 წლის მარტიდან დედასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ გორის რაიონის სოფელ კოშკებში, 2016 წლიდან კი ასევე გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 05.11.2008 წლის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 106-109);
- 14.11. 2016 წ. სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 110-114);
- შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 27.06.2018წ №04-13/5392 ცნობა.
2008 წლის 5 ნოემბერს ნოტარიუს მ-------------–--ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ზ-----------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე სრულად, მეუღლემ თ-----------–---–მა უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე, ხოლო მ-------------–---–მა სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი დაუფლების გზით, იგი ცნობილია მამის, ზ-----------–---–ის მემკვიდრედ და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება - აწ გარდაცვლილი ზ-----------–---–ის კუთვნილი წილი საცხოვრებელი ბინიდან მდებარე ქ. გორი, გ------ს ქ. №181/23.
2016 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს რ---------------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ნოტარიუსმა რ---------------მა მის მიერ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით დაადასტურა, რომ მ-------------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ შვილმა, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო ქონება (უძრავ-მოძრავი) 2008 წლის 15 თებერვალს გარდაცვლილი ზ-----------–---–ისა, რომელიც გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა მისამართზე: გორი, გ------ს ქ. №181/23. მ-------------–---–მა მიიღო სამკვიდრო ქონება (უძრავ-მოძრავი) სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და (მათ შორის მიუღებელი პენსია, სხვა პირდაპირი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ,- მათი არსებობის შემთხვევაში და სხვ.) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
ამავე მოწმობის მიხედვით,სამკვიდრო ქონებას შეადგენს ასევე:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართი: გორი, მეჯვისხევის ქუჩა, ბარაკი №2, სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 1966 წლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, რომლის თავფურცელზე შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) ოთახი №15-სა და ოთახი №16-ის გასწვრივ მითითებულია ზაურ გრიგორის ძე ჩ----–---–ი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მითითებული არ არის. სააღრიცხვო მასალაში დაცული სართულებრივი გეგმის მიხედვით ოთახი №1-ის ფართი შეადგენს 19.3 კვ.მ-ს, ხოლო ოთახი №16-ის ფართია - 12,4 კვ.მ, ჯამში - 21.7 კვ.მ. სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია ასევე სართულებრივი გეგმის მუშა ნახაზი (აბრისი), რომელზეც ზემოაღნიშნულ ოთახებზე ასევე მიწერილია ზაურ გრიგორის ძე ჩ----–---–ი, ხოლო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მასალაში წარმოდგენილი არ არის.
4.2.3. გორში, რ-----–-–---–--ის ქ. №181/23 მდებარე უძრავი ქონება 2008 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ-----------–---–ის, თ-----------–---–ის, მ-------------–---–ის, ჯ------–---------–---–ის, ზ---------------–---–ის და მ------------–---–ის საკუთრებად და ამ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2004 წლის 18 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება დამოწმებული სანოტარო წესით ნ. ს----–---–ის მიერ რ№1-215, ხოლო ზ-----------–---–ის სამკვიდროს გახსნის შემდეგ - თ-----------–---–ის, მ-------------–---–ის, ჯ------–---------–---–ის, ზ---------------–---–ის და მ------------–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18)
-
4.2.4. 3015 წლის 31 აგვისტოს უძრავი ქონების მესაკუთრეებს - ზ---------------–---–ს, თ-----------–---–ს მ-------------–---–ს, ჯ------–---------–---–ს, მ------------–---–ს და მყიდველს ო-------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გორში, რ-----–-–---–--ის ქ. №181/23 მდებარე საცხოვრებელ ბინაზე 16 000 აშშ დოლარად და 2015 წლის 04 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო-------------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.20-23).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ ო-----------–---–ის სარჩელი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 312-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
6.3. სასამართლო განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადგენს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მემკვიდრისათვის, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ პირის გარდაცვალება იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის მიღება, რასაც არეგულირებს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს კანონმდებლობაში, რისი უპირველესი დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ო-----------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და 1/3 წილზე მესაკუთრედ აღიარება გორში, მ--------------------ები №2-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, ასევე მისი კუთვნილი სამკვიდრო წილის (გორში რ-----–-–---–--ის ქ. №181/23 მდებარე უძრავი ქონებიდან) გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მოითხოვა სწორედ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი წარმოადგენს ზ-----------–---–ის შვილს, პირველი რიგის მემკვიდრეს და რომ უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრება გახდა კანონის დარღვევით გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მხარემ ხელყო თუ არა მეორე მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ზ-----------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 15 თებერვალს. ამ პერიოდისათვის ცოცხლად დარჩენილია პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე თ-----------–---–ი და შვილები: მოსარჩელე ო-----------–---–ი და მოპასუხე მ-------------–---–ი, მეუღლემ, თ-----------–---–მა უარი განაცხადა სამკვიროს მიღებაზე და სამკვიდრო მიიღო მხოლოდ ერთმა შვილმა, მ-------------–---–მა. შესაბამისად, საქმეზე შესაფასებელია მხარეთა მხრიდან სამკვიდრო ქონებისადმი დამოკიდებულება, მისდამი ინტერესის არსებობა-არარსებობა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მოხმობილ იქნეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმები:
6.8. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.
6.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 15.02.2008 წელს ზ-----------–---–ს გარდაცვალების მომენტისათვის მის დანაშთ სამკვიდროს შეადგენდა ქ. გორში რ-----–-–---–--ის ქ. №181/23-ში მდებარე უძრავი ქონების 1/6 წილი, რაზეც 2008 წლის 05 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (სამკვიდრო მოწმობა) მ-------------–---–ის სახელზე და ქ. გორში მ--------------------ები 2-1 მდებარე უძრავი ქონება, რაზეც 2008 წლის 05 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 14 ნოემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მ-------------–---–ის სახელზე, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მემკვიდრის (მოსარჩელის) მიერ სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სარჩელში მიუთითა, რომ მას მართალია ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს განცხადებით სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო მისი პატიმრობაში ყოფნით, თუმცა 2013 წელს საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს.
6.10. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მსგავსი წესები მოქმედებდა სამკვიდროს გახსნის პერიოდშიც.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსის მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს სამკვიდროს მიღების ორი ალტერნატიული გზით ისარგებლოს, განცხადებით მიმართოს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოს ან დაეუფლოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ან მართოს იგი.
დადგენილი ვადის (6 თვის) გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, მას წარმოშობს სამკვიდროს მიღება, როგორც ცალმხრივი გარიგება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. მემკვიდრეობის უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება ზემოაღნიშნული ორი წესით. მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში აყენებს. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არ ნიშნავს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას, სამკვიდროს ე.წ. ფორმალურ დაუფლებას, არამედ იგი მოიაზრებს მემკვიდრის მიერ ქონების როგორც მისი საკუთარის, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაუფლებას, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე ეკისრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nას-73-67-2015, 06 აპრილი, 2015 წელი).
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი სამკვიდროს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ვერ მიიღებდა მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რადგან მას არ შეეძლო ემოქმედა თავისუფლად საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთე ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ,,ნორმაში (სკ-ის 1426 მუხლი) მითითებული დათქმა საპატიო მიზეზის თაობაზე წარმოადგენს შეფასების საკითხს და მოსარჩელის ვალდებულებაა, მიუთითოს იმგვარ სარწმუნო გარემოებებზე, რომელთა ანალიზითაც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მემკვიდრეს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მიემართა ნოტარიუსისათვის ან უშუალოდ დაუფლებოდა სამკვიდროს, რამდენადაც სამკვიდროს მიღება, იურიდიული თვალსაზრისით, წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას და სამართლებრივი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნების არსებობა არ არის საკმარისი, რამდენადაც ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხატვის პროცესი“ (საქმე Nას-421-398-2014 (ბ)). პალატამ სსკ-ის 1423-ე მუხლთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. სსსკ- ის 96.1 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. პალატამ ასევე მიუთითა პატიმრობის შესახებ კოდექსის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nას-1101-1021-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელეს ჰქონდა ორი შესაძლებლობა მემკვიდრეობის მისაღებად, კერძოდ, ადვოკატის/წარმომადგენლის დახმარებით, რომლის მომსახურებითაც მას შეეძლო ესარგებლა პატიმრობის განმავლობაში და ასევე, უშუალოდ, პენიტენციალური დაწესებულების დახმარებით, ნოტარიუსისათვის განცხადების გაგზავნის გზით. არცერთი შესაძლებლობა მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების საფუძვლად. თუმცა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეფასება მისცეს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ო-----------–---–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებასთან დაკავშირებით.
6.10. ამ კუთხით ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმის და 1421-ე მუხლის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს იმასზე, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღებს მემკვიდრეობას. შესაბამისად, მხოლოდ ამ პირობებში, სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეს (მოსარჩელეს) აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს სწორედ მოსარჩელის მიერ მამის - ზ-----------–---–ის მემკვიდრეობის მიღების, ასევე ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მან მიუთითა, რომ იგი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ზ-----------–---–ის დანაშთ ქონებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული იქნა ახსნა-განმარტებები, წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის სახელზე გაცემული საინფორმაციო ბარათი და მ-------------–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ზ-----------–---–ის დანაშთ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობა მიიღო შვილმა - მ-------------–---–მა (მოპასუხემ) და რომ ო-----------–---–ი (მოსარჩელე) ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას, იგი საპატიმრო ადგილიდან გათავისუფლების შემდგომ ცხოვრობდა სხვა მისამართზე და მამკვიდრებლის ქონებასთან კავშირი არ ჰქონია. უფრო კონკრეტულად თავად ო-----------–---–მა მიუთითა ახსნა-განმარტების მიცემისას, რომ როდესაც მისი და, მ-------------–---–ი იფორმებდა გორში რ-----–-–---–--ის ქუჩაზე (ყოფილი გ------ს ქუჩა) მდებარე უძრავ ქონებას მას პრეტენზია არ გამოუთქვამს და იქვე დააკონკრეტა, რომ პრეტენზიის უქონლობა გამოწვეული იყო იმით, რომ და-ძმა სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ციხიდან გამოსვლისას მ--------------------ებში მდებარე სახლში მას უნდა ეცხოვრა. ამასთან, მას სადავოდ არ გაუხდია რ-----–-–---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისი არ ცხოვრების ფაქტი.
მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება გარდა იმისა, რომ ო-----------–---–ს (მოსარჩელეს) რ-----–-–---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით პრეტენზია არასოდეს ჰქონდა ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ სამკვიდროს გახსნის შესახებ და მას ნება მისი კუთვნილი სამკვიდრო წილის მიღების ნება არ გამოუხატავს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას.
რაც შეეხება მ--------------------ი 2-ში მდებარე უძრავ ქონებას, მან ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ციხიდან გამოსვლისას ურჩიეს და თავადაც მოერიდა აღნიშნულ სახლში ცხოვრებას, ვინაიდან სწორედ სამეზობლოში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის გამო იხდიდა სასჯელს, თუმცა არც აღნიშნული გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, ვინაიდან მას არც ამ შემთხვევაში მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად. რაც შეეხება ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს, მის მიერ წარმოდგენილი იქნა კომუნალური გადასახადის ქვითრები, რომლითაც დადასტურდა, რომ მართალია აბონენტად რეგისტრირებულია ო-----------–---–ი, მაგრამ მოსარჩელის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის დროსაც და გათავისუფლების შემდეგაც კომუნალურ გადასახადს იხდის მ-------------–---–ი და არა ო-----------–---–ი.
გარდა ახსნა-განმარტებისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათით ირკვევა, რომ ო-----------–---–ი 19.07.1978 წლის მონაცემით რეგისტრირებულია გორში მ--------------------ი №2-ში, სამკვიდროს გახსნამდეც და შემდეგ 2013 წლამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო ამ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2013 წლიდან 2016 წლამდე, იგი რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ კოშკებში და ამ მისამართით იგი რეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2016 წლიდან კი სოფელ ხიდისთავში და არათუ რ-----–-–---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინას, არამედ მ--------------------ი №2-ში მდებარე ბინასაც არ დაუფლებია. ამასთან თავად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25) უძრავ ქონებაზე მდებარე გორი, მ--------------------ი №2, რომლის მიხედვითაც ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ, 05/10/2017 მდგომარეობით, რეგისტრირებულია მ-------------–---–ი და უფლების დამადასტრურებელ დოკუმენტს, გარდა სააღრიცხვო მასალისა და 14/11/2016წ. სამკვიდრო მოწმობისა, წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27/02/2017 წლის გადაწყვეტილება №161307360 რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 25; 45), რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ კოშკებში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრებით იგი ფაქტობრივად დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სოფელ კოშკებში მდებარე უძრავი ქონება ზ-----------–---–ის საკუთრებას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის გორში რ-----–-–---–ის ქ. 181/23-ში მდებარე ბინის გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 1/7 წილის - 2285 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
მითითებული ნორმის მიხედვით, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა, რომ რ-----–-–---–--ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/7 წილი მის საკუთრებას წარმოადგენდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა 08.11.2017 წლის №AA 2017039172-03 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც გორის არქივში დაცული გორის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961 წლის გადაწყვეტილების საარქივო ჩანაწერებით დასტურდება, რომ 1961 წლის ოქმი №15, გადაწყვეტილებით (ნომერი არ ფიქსირდება) განაწილებული იქნა 6-ოთახიანი ბარაკული ტიპის სახლი, მათ შორის სარემონტო კანტორის მუშა ზ------ (ასეა დოკუმნეტში) ჩ----–---–ის (მამის სახელი არ ფიქსირდება) სახელზე. სამი სული, 1 ოთახი 12 კვ.მ ბალკონით. (ასეა დოკუმენტებში).
გორის მერიის კოლეგიის 1998 წლის ოქმი №3, გადაწყვეტილება №39-ის თანახმად, ქ. გორში ჭალისა და წმინდაწყლის დასახლებაში განაწილდა ბინები, მ--------------------ებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, მათ შორისაა მოქ. ზ---------------–----- ჩ----–---–ი ოთხ ოთახიანი ბინა ექვსსულიანი ოჯახით:
1. ჩ----–---–ი თ------ - მეუღლე;
2. ჩ----–---–ი მ---- - შვილი;
3. ქ-------–---–----------– - სიძე;
4. ქ-------–---–------ - შვილიშვილი;
5. ქ-------–---–----------ი - შვილიშვილი
კიდევ ერთი შვილი (მე-7 სული) რომელიც პატიმრობაშია (ასეა დოკუმენტში). კოლეგიის გადაწყვეტილებით ბინით დაკმაყოფილებისას ოჯახმა უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ფართი მ--------------------ი №2-ში (ს.ფ. 79), თუმცა საარქივო ცნობასთან ერთად მხარემ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, 6/5/2004 წ. მონაცემებით, უძრავი ქონება მდებარე გორი გ------ს ქუჩა (ამჟ. რ-----–-–---–--ის ქუჩა) 181/23 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ-----------–---–ის, თ-----------–---–ის, მ-------------–---–ის, ზ---------------–---–ის და მ------------–---–ის სახელზე და რეგისტრაციის საფუძვლად და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია 2004 წლის 18 მარტის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დამოწმებული სანოტარო წესით ნოტარიუს ნ. ს----–---–ის მიერ რ№1-215 (ს.ფ. 18), რომლებიც მხარეს სადავო არ გაუხდია, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მისი კუთვნილი 1/7 წილის სანაცვლოდ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სკ-ის 312 მუხლი).
6.12. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, ახნა-განმარტებით დაასაბუთა მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავი იყო, ხოლო მოპასუხე მხარემ წარმოადგინა წერილობიტი მტკიცებულებები, რომლითაც შეძლო გაებათიილებინა მოსარჩელის მიერ მითიტებული გრემოებები და შესაბამისად, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ო-----------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმეზე არ ყოფილა გამოყენებული
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ო-----------–---–ის სარჩელი მ-------------–---–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და სამკვიდროდან წილის გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს:
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი