განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - მ--- ჟ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
გ------- გ--–--–---–ი - დაბადებული 2--- წლის 3-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. თბილისი, ა---––--------------; ფაქტობრივად მცხოვრები - მ–-----, სოფელი ე------.
ადავოკატი - მ------ ბ----–-–---–ი
კვალიფიკაცია:
გ------- გ--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 5-------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ -ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით პირობით მსჯავრდებულმა გ------- გ--–--–---–მა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 11 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ჯ---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან გ------- გ--–--–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ------- ს------–---–ის კუთვნილ „ჰონდა ჯორნოს“ ფირმის მოპედს. აღნიშნული ქმედებით გ------- ს------–---–ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- გ--–--–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 5-------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სსკ -ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით პირობით მსჯავრდებულმა გ------- გ--–--–---–მა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 11 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ჯ---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ------- ს------–---–ის კუთვნილ „ჰონდა ჯორნოს“ ფირმის მოპედს.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- გ--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- გ--–--–---–ის ქმედების შედეგად დაზარალებულ გ------- ს------–---–ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 1000 ლარი.
2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- გ--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის
2.7 . თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5-------ს განაჩენით გ------- გ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2----–-–-------------- ეპიზოდი) ჩადენილ დანაშაულში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4 და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ასევე, გ------- გ--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2----–-–------------ის ეპიზოდი) ჩადენილ დანაშაულში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
2.7.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, რა დროშიც მან ჩაიდინა ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება.
2.8. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ გ------- გ--–--–---–ი ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- გ--–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. გ------- გ--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ გ------- ს------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, მოწმეების გ------- გ---–-–---–-ს და ი----- ი-–------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, გ------- გ--–--–---–ის აღიარება, დათვალიერების ოქმები, ფოტოცხრილები, 2018 წლის 05-------ს განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ--–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- გ--–--–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- გ--–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. გ------- გ--–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------- გ--–--–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ა------- წლის, ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ.
6.2. იმის გათვალიწინებით, რომ გ------- გ--–--–---–მა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------- გ--–--–---–ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.4. სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ--–--–---–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
6.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- გ--–--–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3. მოპედი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–-ბის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. გ------- გ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი ) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ------- გ--–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5-------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------- გ--–--–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 4(ოთხი) წლის ვადით, დაემატოს 2018 წლის 5-------ს განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ--–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. გ------- გ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. გ------- გ--–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან.
8.ნივთმტკიცება:
8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8.3. მოპედი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–-ბის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/