გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
080210018002411150
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

08021001-0024111-0

საქმე #2/1349-1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.12.201- წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი-სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- მ-----–-----------ე;

წარმომადგენელი- თ-------------–-ა;

მოპასუხე- ააიპ ქ--–-------------------–-------------–ი;

წარმომადგენელი-თ---------------ე, გ-----------–--ე;

დავის საგანი- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის 201- წლის 27 მარტის #1- ბრძანება.

 

1.2. აღდგენილი იქნას ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის მთავარი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე ააიპ ქ--–-------------------–-------------–ს მოსარჩელე მ-----–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის აგვისტოს თვიდან მუშაობდა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მისი მხრიდან არ ჰქონია არანაირ გადაცდომას ადგილი. დაკავებულ პოზიციაზე მისი ხელფასისის ოდენობა შეადგენდა 550 ლარს. მ-----–-----------ე წარმოადგენდა მონიტორინგის ჯგუფის წევრს. მას შემდეგ რაც დაინიშნა ახალი დირექტორი, იგი მუდმივად ახდენდა მის შევიწროებას და ცდილობდა სამსახურიდან გათავისუფლებას, ხოლო 201- წლის 27 მარტის ბრძანების საფუძველზე სრულად უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, თითქოს მოხდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება. ის საქმიანობა რასაც მ-----–-----------ე ახორციელებდა დაევალა სხვა თანამშრომლებს. მიაჩნია, რომ ეს ფუნქცია ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით ვერ იქნება სრულყოფილად შესრულებული. მ-----–-----------ე ადგენდა ბენეფიციართა სიას, დირექტორმა თავისი შეხედულებით გაანაწილა ფუნქციები და გააუქმა ისეთი შტატი, რაც არსებითი იყო მ----–-------------–ის ფუქციონირებისათვის. მოსარჩელემ განმარტა, რომ მ----–-------------–ში შტატების შემცირება არ მომხდარა, პირიქით მოხდა სხვადასხვა შტატების დამატება. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი.).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს დირექტორის 201- წლის 08 იანვრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს რეორგანიზაცია. 201- წლის 08 იანვარს მ-----–-----------ეს ჩაბარდა წერილობითი გაფრთხილება სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს 2017 წლის საშტატო განრიგით ააიპ-ში გათვალისწინებული იყო 33 საშტატო ერთეული. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში დირექციამ შეიმუშავა 201- წლის ახალი საშტატო განრიგის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 32 საშტატო ერთეულს, აღნიშნული საშტატო განრიგი ძალაში არ შესულა და დირექტორს არ გამოუცია ბრძანება საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ. 201- წლის 21 მარტს დამტკიცდა ააიპ ქ---------------–-------------–-ს წესდების ახალი რედაქცია. 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ--–-------------------–-------------–ში ბენეფიციართა შერჩევის წესში, რომლის მიხედვით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ბენეფიციარების შესაბამისობის დადგენის მიზნით ააიპ მადლიერების სახლის დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მ----–-------------–ის დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ააიპ მ----–-------------–ის დირექტორის 201- წლის 21 მარტის ბრძანებამ ბენეფიციართა სიების მონიტორინგის ჩატარების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარედ დანიშნული იყო მ-----–-----------ე მნიშვნელობა დაკარგა, ვინაიდან მონიტორინგის ფუნქცია გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 201- წლის 26 მარტს შეთანხმდა და დამტკიცდა ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს 201- წლის საშტატო განრიგი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა 30 საშტატო ერთეული. 2017-201- წლების საშტატო განრიგების შედარებით დგინდება, რომ 201- წლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულია 3 საშტატო ერთეულით და ყოველთვიური ხელფასით 1200 ლარით ნაკლები. 201- წლის 28 მარტს ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მ-----–-----------ემ უარი განაცხადა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ააიპ ქ. ქუთაისის მ----–-------------–ში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა„ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები და შტატების შემცირება. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე მ-----–-----------ე ააიპ ქ.ქ--–-------------------–-------------–ში მუშაობდა 2012 წლის 01 აგვისტოდან უფროს სპეციალისტად. 2013 წლის 02 თებერვლიდან 201- წლის 27 მარტამდე მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. მისი ხელფასი შეადგენდა 550 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა;

 

3.1.2. მუშაობის პერიოდში მ-----–-----------ის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან, რაიმე ფორმით არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე. მ-----–-----------ის მუშაობა დამსაქმებლის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2013 წლის 21 მარტის #7 ბრძანებით შეიქმნა მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფი უფასო სასადილოს სამზარეულოს და სასადილო დარბაზის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს მთავარი სპეციალისტი მ-----–-----------ე. 2013 წლის 21 მარტის #7 ბრძანება ააიპ მ----–-------------–ის დირექტორის 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წ 21 მარტის #7 ბრძანება;

26.03.201-წ #1- ბრძანება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ააიპ ქ.ქ--–-------------------–-------------–ის 201- წლის 27 მარტის #1- ბრძანების საფუძველზე ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის მთავარ სპეციალისტს მ-----–-----------ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-27.03.201- წ წლის #1- ბრძანება.

 

3.2.2. მ-----–-----------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა 201- წლის 08 იანვრის #3 ბრძანების საფუძველზე ააიპ ქ--–-------------------–-------------–ში დაწყებული სტრუქტურული რეორგანიზაცია. დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების შესახებ გაფრთხილება (წერილი) მ-----–-----------ეს ჩაბარდა 201- წლის 08 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-08.01.201-წ გაფრთხილების შესახებ წერილი;

 

3.2.3. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 21 მარტის #5-- ბრძანებით დამტკიდა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის წესდების ახალი რედაქცია.

 

ააიპ ქ.ქ--–-------------------–-------------–ის დირექტორის 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით დასრულდა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. ამავე ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 201- წლის 26 მარტის #0------ წერილით შეთანხმებული ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის 201- წლის ახალი საშტატო განრიგი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-21.03.201- წლის #5-- ბრძანება

-26.03.201- წ ბრძანება #1-;

 

3.2.4. დადგენილია, რომ 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ცვლილება შევიდა 201- წლის 20 აგვისტოს #3- ბრძანებაში, ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის დირექტორს. ხოლო 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის დირექტორის 2013 წლის 21 მარტის ბრძანება მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ.

 

ააიპ ქალაქ ქუთისის მ----–-------------–ის ბენეფიციართა შერჩევის წესის 4.1. 4.2. პუნქტის თანახმად, უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ააიპ მ----–-------------–ს. ააიპ მ----–-------------–ის დირექტორი 30 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-26.03.201- წლის #1- ბრძანება;

-ააიპ ქალაქ ქუთისის მ----–-------------–ის ბენეფიციართა შერჩევის წესი;

-26.03.201- წ ბრძანება #1-;

 

3.2.5. 201- წლის 28 მარტის #22 ბრძანების საფუძველზე ააიპ ქ---------------–-------------–-ს უფროს სპეციალისტს ზ-----------–---–-----ნს, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 201- წლის 29 მარტს მ-----–-----------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს დირექტორს და მოითხოვა ავტოქარხნის ფილიალში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა. 201- წლის 05 აპრილის წერილით მ-----–-----------ეს ეცნობა, რომ ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადდებოდა კონკურსი, სადაც ექნებოდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 201- წლის 11 აპრილს მ-----–-----------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ს და უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე ვარდო გრძელიძის სასარგებლოდ ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-28.03.201- წ #22 ბრძანება;

- 05.04.201-წ ააიპ ქ---------------–-------------–-ს წერილი;

- 11.04.201-წ მ-----–-----------ის განცხადება;

 

3.2.6. 201- წლის 08 ივნისის #4- ბრძანებით დამტკიცდა და ნორმალური ფუნქციონირებისა და მის საქმიანობაში წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად დადგენილი იქნა ააიპ ქ---------------–-------------–-ს შრომის შინაგანაწესი, ამავე წლის 08 ივნისის #4- და #4- ბრძანებებით დადგინდა ააიპ ქ---------------–-------------–-ს თანამშრომელთა და შტატგარეშე თანამშრომელთა შორის ფუნქცოინალური მოვალეობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-08.06.201- წლის #4-, #4- და #4- ბრძანებები.

 

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წ 22 მარტის საშტატო განრიგის თანახმად, ქ--–-------------------–-------------–ში განსაზღვრული იყო თანამშომელთა 33 საშტატო ერთეული. თანამშრომელთა წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 171300 ლარს. 2017 წლის მდგომარეობით ასევე გათვალისწინებული იყო შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, რაც წლიურად შეადგენდა 1-600 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ააიპ ქ---------------–-------------–-ს საშტატო განრიგი 2017 წ.(ს.ფ. 219)

-2017 წლის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 220)

 

3.2.8. დადგენილია, რომ 201- წლის 08 იანვრის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად 201- წლის 27 მარტის ბრძანების საფუძველზე ააიპ ქ--–-------------------–-------------–იდან გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტი მ-----–-----------ე, 201- წლის 26 მარტის მდგომარეობით შემცირდა საშტატო ერთეულები და საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 29 ერთეულით. ყოველწლიური შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა 1-5550 ლარით. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველწლიური ანაზღაურება განისაზღვრა 4100 ლარით. ხოლო 201- წლის ივნისის მდგომარეობით შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველწლიური ანაზღაურება განისაზღვრა 63-0 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ააიპ ქ---------------–-------------–-ს საშტატო განრიგი 201-წ მარტი (ს.ფ. 228).

-201- წლის ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 229, 23-);

 

3.2.9. წარმოდგენილი 2017-201-წ ხარჯთაღრიცხვებით დადგენილია, რომ შემცირდა შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი. საშტატო ერთეულების და შრომის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე 201- წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-2017-201- - წლების ხარჯთაღრიცხვა ;

-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.10. დადგენილია, რომ 201- წლის 26 მარტის საშტატო განრიგით გაუქმდა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული, ასევე გაუქმდა მთავარი სპეცლისტის 1, უფროსი სპეციალისტის 1 და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. ახალი საშტატო განრიგით განსაზღვრული იქნა 2 განყოფილების უფროსის თანამდებობა, ადმინისტრაციული განყოფილების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ააიპ ქ---------------–-------------–-ს საშტატო განრიგი 26.03.201- წ.

 

201- წლის 08 ივნისის #4- ბრძანებით კონკრეტულად განისაზღვრა ააიპ ქ---------------–-------------–-ს თანამშრომელთა შორის ფუნქცოინალური მოვალეობები;

 

201- წლამდე ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში ცალკეულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები რაიმე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელე მხარემ. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მ-----–-----------ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, ასევე მის ფუნქციებში შედიოდა მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე შესასრულებელი სამუშაო, უზრუნველყოფდა მ----–-------------–ში შესული განცხადებების და მიმართვების გაკომისიებას, ბენეფიციართა სიების დადგენას, ბენეფიციართა განცხადებაზე პასუხის მომზდებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 08 ივნისის #4- ბრძანების თანახმად, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ყოველთვიური ბენეფიციართა სიის დადგენა და დირექტორისათვის წარდგენა დაევალა სპეციალისტს (საქმისმწარმოებელი, კადრები) ც-------------ეს. 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ცვლილება შევიდა ბენეფიციართა შერჩევის წესში. აღნიშნული წესის 5.3. პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით ააიპ მ----–-------------–ის დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მ----–-------------–ის დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფუნქციები რასაც მოსარჩელე მ-----–-----------ე ახორციელებდა, კერძოდ ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვარლამ ფხაკაძის განმარტებით, მ----–-------------–ში მუშაობს 201- წლიდან, მთავარ სპეციალისტად. 201- წლის მარტის თვიდან არის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. მ-----–-----------ე იყო მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ახორციელბდა ბენეფიციარების მიღება-შემოწმებას. მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა ბენეფიციართა ყოველდღიურად გამოცხადების აღრიცხვას, სიების შედგენას. ბენეფიციართა მონიტორინგის ფუნქციას ამჟამად ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოწმის განმარტებით, რეორგანიზაციის დაწყების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ თანამშრომლებს, მათ შორის მ-----–-----------ეს. დირექტორის თ---------------ის მხრიდან რომელიმე თანამშრომლის შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით არავისთვის არ მიუმართავს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მ-----–-----------ემ მონაწილეობა არ მიიღო, სხვა თანამშრომლის სასარგებლოდ.

 

სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ დამსაქმებელი ცდილობდა მის შევიწროებას და სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ-----–-----------ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი არ ყოფილა დისკრიმინაციული ხასიათის ქმედება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსებების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოების შექმნას, ანდა პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვადახვა პირთან შედარებით.

 

როგორც მოპასუხე უთითებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებებისას, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, ანუ შრომითი ურთიერთობა მოიშალა დამსაქმებლის ინიციატივით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N1-8-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენციის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-1-5-201-) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 1- მარტის (საქმე №ას-1276-121--201-), 201- წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-11--201-) განჩინებებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 201- წელს დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის და სხვა საშტატო ერთეულები. 201- წლის 27 მარტს გამოიცა #1- ბრძანება მოსარჩელე მ-----–-----------ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და სამსახურურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლომ, სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვლია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი როგორც ძველი, ანუ რეორგანიზაციამდე არსებული საშტატო განრიგი, ასევე რეორგანიზაციის შემდგომი პერიოდის საშტატო განრიგი, რომლითაც დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას 201- წელს 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით შეუმცირდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, განხორციელდა საშტატო ერთეულის შემცირება, რეორგანიზაციის შედეგად ნაცვლად 33 შტატისა, დარჩა 29 შტატი. ე.ი. 201- წლის 08 იანვარს გამოცხადებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების და სამუშო ძალის შემცირება; ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე გაუქმდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.

 

სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ, PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, მარსკი ბელგიის წინააღმდეგ MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“;

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ დირექტორი ახდენდა მის შევიწროებას და ცდილობდა სამსახურიდან გათავისუფლებას, ხოლო 201- წლის 27 მარტის ბრძანების საფუძველზე სრულიად უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, თითქოს შტატების შემცირების გამო და განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. განსახილველი შემთხვევისთვის მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობა არსებობს 2012-201- წლებში. ამ პერიოდში დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ შევიწროება (დისკრიმინაცია) საქმის მასალებით არ დასტურდება. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. მსგავსი ფაქტის არსებობა მოსარჩელის მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დამსაქმებელი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, თუ არსებობს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მოწესრიგება მნიშვნელოვან დათქმას ითვალისწინებს, კერძოდ უნდა არსებობდეს ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და ამასთანავე ეს ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს სამუშაო ძალის შემცირებას.

 

საქმეში წარმოდგენილი 201- წლის ხარჯთაღრიცხვის და ააიპ ქ. ქ---------------–-------------–-ს საშტატო განრიგით დადგენილია, რომ ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში შემცირდა საშტატო ერთეულები. მათ შორის გაუქმდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, სადაც მოსარჩელე მ-----–-----------ე იყო დასაქმებული. შემცირდა შრომის ანაზღაურების ხარჯი. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 21 მარტს ააიპ ქ--–-------------------–-------------–ში ბენეფიციართა სიების მონიტორინგის ჩატარების მიზნით შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა მ-----–-----------ე. 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ცვლილება შევიდა ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის დირექტორს. ხოლო 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ააიპ ქ--–-------------------–-------------–ის დირექტორის 2013 წლის 21 მარტის ბრძანება მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ. დადგენილია, რომ 201- წლის 08 ივნისის #4- ბრძანების თანახმად, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ყოველთვიური ბენეფიციართა სიის დადგენა და დირექტორისათვის წარდგენა დაევალა სპეციალისტს (საქმისმწარმოებელი, კადრები) ც-------------ეს. 201- წლის 26 მარტის #1- ბრძანებით ცვლილება შევიდა ბენეფიციართა შერჩევის წესში. აღნიშნული წესის 5.3. პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით ააიპ მ----–-------------–ის დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მ----–-------------–ის დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მონიტორინგის ჯგუფის ის ფუნქციები რასაც მოსარჩელე მ-----–-----------ე ახორციელებდა გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის გამოცემისას; დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არდადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.

 

დადგენილია, რომ 201- წლის 08 იანვრის #3 ბრძანებით ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგაზანიცია, რაც დასრულდა 201- წლის 26 მარტს და დამტკიცდა 201- წლის 26 მარტის #0------ წერილით შეთანხმებული ააიპ ქ---------------–-------------–-ს 201- წლის ახალი საშტატო განრიგი. საშტატო განრიგი განისაზღვრა 29 საშტატო ერთეულით. გაუქმდა ააიპ ქ. ქუთაისის მ----–-------------–ში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ასევე შემცირდა სხვა საშტატო ერთეულები. 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია (1). უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და (2). აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები (ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები) შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ განსახილველი ნორმით მოცემული ელემენტები - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება უნდა არსებობდეს კუმულაციურად.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაციას 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით შეუმცირდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, რეორგანიზაციის შედეგად ნაცვლად 33 შტატისა, დარჩა 29 შტატი. ე.ი. 201- წლის 08 იანვარს გამოცხადებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების და სამუშო ძალის შემცირება; დადგენილი იქნა, რომ შემცირდა შრომის ანაზღაურების ოდენობა და ეს ხარჯი მიმართული იქნა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯებში. ამდენად, ეკონომიური ვითარების გაუარესების გამო, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი საშტატო ერთეულის და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მართლზომიერად უნდა ჩაითალოს; სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაცულ იქნა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების პროცედურები.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ რეორგანიზაციის მოტივით პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმების დროს უნდა დადგინდეს, რა იყო სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი და როგორ განხორციელდა ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებსაც შედეგად სამუშაო ძალთა შემცირება მოჰყვა. ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებებთან ერთად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ასევე სამუშაო ძალთა შემცირება, სამუშაოდან გათავისუფლებისას ხომ არ დაირღვა საყოველთაო თანასწორობის პრინციპი, ხომ არ ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 201- წლის 29 ივნისის განჩინება საქმეზე #ას-41--391-201-).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება სათანადოდ დაადასტურა და დაამტკიცა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. წარმოდგენილი მტკიცებულებებებით მოპასუხემ დაადასტურა, რომ იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული აღარ ესაჭიროებოდა. მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, ასევე სხვა საშტატო ერთეულების გაუქმება განპირობებული იყო ფინანსური რესურსის დაზოგვის, ფინანსური მდგომარეობით. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განხილულ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა ან დასაქმებულის ინიციტივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობა უნდა შეფასდეს გარიგებების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი წესების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დასაქმებულის ინიციატივით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა დასაბუთებულია, შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენის ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" 38-ე მუხლის მუხლის მე-2 პუნქტით დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. კანონის ეს დათქმა მოპასუხეს შესრულებული აქვს.

 

განსახილველ შემთხვევაში, 201- წლის 01 იანვარს ააიპ ქუთაისის მ----–-------------–ში დაიწყო რეორგანიზაცია. მ-----–-----------ეს 201- წლის 08 იანვარს ჩაბარდა გაფრთხილება დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის და მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე. მოსარჩელე მ-----–-----------ეს 201- წლის 27 მარტიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. გათავისუფლების საფუძველი კი გახდა ორგანიზაციული ცვლილებები, რამაც მისი დათხოვნის ბრძანების სამართლებრივი ბუნება განსაზღვრა და მასში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მულის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიეთითა.

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო იძულებითი განაცდურის (მიუღებელი ხელფასის) ანაზღაურების მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული პირის სამუშაოზე აღდგენასთან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად. მოპასუხის ნების გამოვლენა მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნამდვილია, რის გამოც იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 24--24--ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ-----–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე