განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100116001630164
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-----–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------------–------------–---------–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–------------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ჯ----------------–-------------------------ში.

 

ადვოკატი - მ------------------–------------–-------–--------–---–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი).

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-–-----------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1----–-–-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: კა----------------------–--------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–--------------–--აში.

 

ადვოკატი - მ------------------–------------–-------–--------–---–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ-----ი გ------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება.

 

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თ-----ი გ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თ----- გ------–--- ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი და ხელი მიუწვდებოდა თბილისის მასშტაბით არსებულ და ვალდებულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე გასაყიდ უძრავ ქონებებზე, მეუღლესთან - ი-–----------–---–--ან წინასწარი შეთანხმებით და მონაწილეობით, დაპირდა დ---------–-–---–ს, რომ 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცემდა თბილისში, ც--------------ნის გამზ. N----ში და ვ-–----–----–ას გამზ. N7--ში განთავსებულ ორ ბინას. თ----- გ------–---მ ისარგებლა დ---------–-–---–ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და 2--- წლის 17 და 22 ივლისს, ასევე 5 ა--------ს ი-–----------–---–--ან ერთად მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 30 000 აშშ დოლარს. აღებული თანხა თ----- გ------–---მ და ი-–----------–---–მა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგეს.

თ----- გ------–--- ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი და ხელი მიუწვდებოდა თბილისის მასშტაბით არსებულ და ვალდებულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე გასაყიდ უძრავ ქონებებზე, დაპირდა ი---------–-–---–ს, რომ 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცემდა თბილისში, გ-–----------------, 31-ე კორპუსში მდებარე N6- ბინას. თ----- გ------–---მ ისარგებლა ი---------–-–---–ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და 2--- წლის 4 და 7 ა--------ს მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს. აღებული თანხა თ----- გ------–---მ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

თ----- გ------–--- ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი და ხელი მიუწვდებოდა თბილისის მასშტაბით არსებულ და ვალდებულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე გასაყიდ უძრავ ქონებებზე, დაპირდა ხ-------–--–---–ს, რომ 11 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცემდა თბილისში, დ------------ში მდებარე ბინას. თ----- გ------–---მ ისარგებლა ხ-------–--–---–ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და 2--- წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 11 000 აშშ დოლარს. აღებული თანხა თ----- გ------–---მ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

თ----- გ------–--- ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი და ხელი მიუწვდებოდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სარეალიზაციო ავტომანქანებზე, დაპირდა ე-–-----------ეს, რომ მის ოჯახს საკუთრებაში გადასცემდა ორ ავტომანქანას. თ----- გ------–---მ ისარგებლა ე-–-----------ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და 2--- წლის ა--------ში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მოტყუებით, ეტაპობრივად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 1900 ლარს. აღებული თანხა თ----- გ------–---მ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.

 

ი-–----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ი-–----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თ----- გ------–--- ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი და ხელი მიუწვდებოდა თბილისის მასშტაბით არსებულ და ვალდებულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე გასაყიდ უძრავ ქონებებზე, მეუღლესთან - ი-–----------–---–--ან წინასწარი შეთანხმებით და მონაწილეობით, დაპირდა დ---------–-–---–ს, რომ 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცემდა თბილისში, ც--------------ნის გამზ. N----ში და ვ-–----–----–ას გამზ. N7--ში განთავსებულ ორ ბინას. თ----- გ------–---მ ისარგებლა დ---------–-–---–ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და 2--- წლის 17 და 22 ივლისს, ასევე 5 ა--------ს ი-–----------–---–--ან ერთად მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 30 000 აშშ დოლარს. აღებული თანხა თ----- გ------–---მ და ი-–----------–---–მა საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგეს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ხ-------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სიდედრმა - ე-–-------–-–---–მა გააცნო თ----- გ------–--- და ი-–----------–---–ი. ე-–-------–-–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ პრობლემურ სესხებზე, რაც მოგვიანებით დაუდასტურა თ----- გ------–---მაც. ი-–----------–---–ს მისი სიდედრი იცნობდა ბავშვობიდან. 2--- წლის ივლისის ბოლოს ე-–-------–-–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----- გ------–--- აუქციონის წესით ყიდდა სს „ს----------–--------ის“ მიერ მოვალეებისათვის ჩამორთმეულ ბინებს. შეთანხმდნენ, რომ თ----- გ------–---ს უნდა ეჩვენებინა ჩამორთმეული ბინების რამდენიმე ვარიანტი. შეხვდა თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს, რომლებმაც ნაძალადევის რაიონში აჩვენეს რამდენიმე ბინა, თუმცა ეს ბინები არ მოეწონა. მეორე თუ მესამე დღეს კვლავ შეხვდა თ----- გ------–---ს, რომელმაც დაათვალიერებინა დ------------ში მდებარე ბინა, რომელიც მოეწონა. თ----- გ------–--- დაუკავშირდა მისთვის უცნობ პირს და შეთანხმდნენ, რომ ბინას მიყიდდა 11 000 აშშ დოლარად. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ფულის გადახდიდან დაახლოებით ორი კვირის ან/და მაქსისმუმ ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა აუქციონი და საჯარო რეესტრის მეშვეობით დაირეგისტრირებდა ბინას. ვინაიდან თ----- გ------–--- და ი-–----------–---–ი მისი სიდედრის ახლობლები იყვნენ, ასევე ი-–--- დედაც მისი სიდედრის თანამშრომელი იყო, ეჭვი არაფერში შეპარვია. ნდობას უღრმავებდა ის გარემოება, რომ მის სიდედრს და მისი ცოლის ძმას - ს------------------–-–---–საც გადაცემული ჰქონდათ თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით თ----- მ------–---–ისთვის და ი-–----------–---–ისთვის ბინის შესაძენად. მის სიდედრს - ე-–-------–-–---–ს და ცოლის ძმას - ი---------–-–---–ს გადასცა თანხა თ----- გ------–---ზე გადასაცემად, რომლებმაც თბილისში, წ-------–ის გამზირზე მდებარე სს „ს----------–--------ის“ პრობლებურ განყოფილებასთან გადასცეს 6000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ თ----- გ------–---ს 3000 აშშ დოლარი გადასცა გლდანში, ვეკუას ქუჩაზე მდებარე სს „ს----------–--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ხოლო რამდენიმე დღეში კვლავ გადასცა 2000 აშშ დოლარი. მის მიერ ორივე შემთხვევაში თანხის გადაცემის ფაქტს ესწრებოდა თ----- გ------–--ის მძღოლი - მ---–----ი, რომლის გვარიც არ ახსოვს. მისი ნდობის ფაქტორს ბრალდებულების მიმართ განსაზღვრავდა ის გარემოება, რომ თ----- გ------–--- გადაადგილდებოდა ჯიპის მარკის ავტომანქანით, რომელზეც განუცხადა, რომ შეიძინა სწორედ სს „ს----------–--------ის“ მეშვეობით და შეეძლო მისთვისაც გამოეყვანა 4000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით, თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს მან პირადად გადასცა 11 000 აშშ დოლარი, დ---------–-–---–მა გადასცა 31 000 აშშ დოლარი, ხოლო ი---------–-–---–მა გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ჯამში გადაცემული თანხების ოდენობამ შეადგინა 51 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - დ---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი დედა - ე-–-------–-–---–ი მუშაობს ტ-------------ერში, სადაც ასევე მუშაობს ი-–----------–---–ის დედა - ნ----–ი მ------–---–ი. 2--- წლის ივლისის თვეში დედამ გააცნო თ----- გ------–--- და ი-–----------–---–ი. დედისგან გაიგო, რომ ნ----–ი მ------–---–მა უთხრა, რომ მისი რძალი - თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ პრობლემური სესხების განყოფილებაში და შესთავაზა ბინის შეძენაში დახმარება. დედას ჰკითხა იცნობდა თუ არა თ----- გ------–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ მის მეუღლეს - ი-–----------–---–ს ბავშვობიდან იცნობდა, რადგან დედას დაჰყავდა სამსახურში და იცოდა, რომ კარგი ადამიანები იყვნენ. აქიდან გამომდინარე, მე-2 თუ მე-3 დღეს დედასთან ერთად კინო „საქართველოსთან“ შეხვდა თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს, რა დროსაც თ----- გ------–---მ დაუდასტურა, რომ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, აჩვენებდა ბინებს და რომელიც მოეწონებნოდა, აუქციონის წესით შეღავათიან ფასად შეაძენინებდა, თან გააფრთხილა ბინების დათვალიერებისას ბინის მეპატრონესთან ფასზე არ ესაუბრა. ი-–----------–---–მა დაუდასტურა, რომ მისი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ და ორივე დაეხმარებოდა ბინის შეძენაში, მას როცა არ ეცლებოდა, მძღოლი - გ---- წაიყვანდა და დაათვალიერებინებდა ბინებს. დაათვალიერეს რამდენიმე ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ მეპატრონეები, რის გამოც თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს უთხრა, რომ არ უნდოდა ვინმეს გამოსახლება და სთხოვა თავისუფალი ბინები ეჩვენებინათ. ი-–----------–---–--ან, თ----- გ------–---სთან და დედასთან ერთად დადიოდა და ათვალიერებდნენ ბინებს. საბოლოოდ შეარჩია ორი ბინა, რომელთაგან ერთი მდებარეობდა ქ.თბილისი, დ-------------ა N----ში მესამე სართულზე, კიბიდან მარცხნივ, სადაც დახვდა ბინის მეპატრონე ქალბატონი, რომელმაც დაუდასტურა, რომ ყიდდა ბინას, ხოლო მეორე ბინა მდებარეობდა ქ.თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი ბინა N---–----------------–--ე. ვინაიდან ორი ბინის შეძენა გადაწყვიტა, თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ფასდაკლებით შეიძენდა და შეთანხმდნენ, რომ ორივე ბინაში გადაიხდიდა 45 000 აშშ დოლარს. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ აუქციონის ჩატარებისას ანგარიშზე უნდა შეეტანა თანხა, რის გამოც მძღოლის და დედის თანდასწრებით „ღრმაღელის“ მეტროსთან გადასცა 10 000 აშშ დოლარი, მოგვიანებით განუმარტა, რომ არ ჰყოფნიდა თანხა და დამატებით გამოართვა 20 000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემას ასევე ესწრებოდა მძღოლი და დედამისი, საბუთების გასაკეთებლად გადასცა 1000 აშშ დოლარი, ანუ ჯამში გადასცა 31 000 აშშ დოლარი, ხოლო 15 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ბინის გადაფორმების შემდეგ. მოწმის ჩვენებით, მან თ----- გ------–---ს 2--- წლის ა--------ში გადასცა თანხა და იმავე თვეში უნდა მომხდარიყო ბინის გაფორმება. მოგვიანებით თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ა--------ში ვერ მოესწრო აუქციონის ჩატარება და სექტემბრის თვეში შეძლებდა ბინების გაფორმებას. ვინაიდან ბინები ვერ გადაიფორმა, თ----- გ------–---ს მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება, მაგრამ თანხა არ დაუბრუნებია და საერთოდ ვერ უკავშირდებოდა მას. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ რაც უფრო მეტი ბინის გაყიდვა მოხდებოდა, ბინების ღირებულება შემცირდებოდა, ასევე მის სიძეს და ბიძაშვილსაც უნდოდათ ბინის შეძენა, თ----- გ------–---, მისი სიძე - ხ-------–--–---–ი და ბიძაშვილი - ს---------–-–---–ი დააკავშირა ერთმანეთს. მისთვის ცნობილია, რომ ხ-------–--–---–მა და ს---------–-–---–მა თ----- გ------–---ს გადასცეს ბინების ღირებულების თანხა. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მითუთითა მის მიერ შერჩეულ ბინებზე, რომელთა შეძენასაც აპირებდა. შეხვდა ი-–----------–---–ს და უთხრა, რომ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი არ გაუფორმებდა ბინას, რომელმაც განუმარტა, რომ მუშაობდა მოდულის შენობაში უ------------------------რში და ჰქონდა კონტაქტები, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ბინები დაერეგისტრირებინა, ან/და მის მიერ გადახდილ თანხას დაუბრუნებდა უკან. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ ნ-----–------------იძეს უნდოდა მასთან შეხვედრა საჯარო რეესტრში, თუმცა მოგვიანებით განუმარტა, რომ ნ--- დააკავეს და შეხვედრა ჩაიშალა, ხოლო საქმე გადაეცა გ-------------------ს. პირადად იგი არც ნ-----–------------იძეს და არც გ-------------------ს არ შეხვედრია. ვინაიდან ეჭვი შეეპარა ბრალდებულების კეთილსინდისიერებაში, მოსთხოვა გადახდის ქვითრების მიტანა, რაზეც თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ბანკში ქვითარი არ მისცეს, შესთავაზა წასულიყვნენ სანოტარო ბიუროში და გაეფორმებინათ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას, როგორც გ-------------------ის მინდობილ პირს, ფულადი თანხა ნამდვილად გადაეცა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულების ქმედებით მიადგა 31 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ი---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბიცოლასგან - ე-–-------–-–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილებაში, რომელიც ყიდდა კლიენტებისთვის ჩამორთმეულ ბინებს და შეეძლოთ იაფად შეეძინათ ბინა. ე-–-------–-–---–ის განმარტებით, ი-–----------–---–ს იცნობდა ბავშვობიდან, მის თვალწინ გაიზარდა, მისი მეუღლე იყო თ----- გ------–--- და შესაბამისად, ისინი მას არ მოატყუებდნენ. 2--- წლის 4 ა--------ს ბიძაშვილთან - ბ-------------–-–---–თან ერთად შეხვდა თ----- გ------–---ს, რომელსაც თავის მხრივ ახლდა მძღოლი ვინმე გ----, რომლის გვარიც არ იცის. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ სს „ს----------–--------ს“ ჰქონდა გასაყიდი ძალიან ბევრი ბინა, რომელიც უნდა გაეყიდა აუქციონის მეშვეობით, დაათვალიერებინებდა ბინებს და დაეხმარებოდა ბინის იაფად შეძენაში. თ----- გ------–---სთან ერთად წავიდნენ და დაათვალიერეს რამდენიმე ბინა, ერთ-ერთი ბინის დათვალიერებისას გაიცნო ი-–----------–---–ი. მოეწონა გ-–-----------------ში 31-ე კორპუსი, ბინა N6--ში მდებარე ბინა. თ----- გ------–--ის განმარტებით, აღნიშნული ბინა იყო მესაკუთრეზე ჩამორთმეული, დღე-დღეზე უნდა გამოესახლებინათ და გადაუფორმდებოდა მას 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თანხის გადაცემიდან მაქსიმუმ 3 დღეში. 2--- წლის 4 ა--------ს მისი ბიძაშვილის - ბ-------------–-–---–ის და თ----- გ------–--ის მძღოლის - გ----ს თანდასწრებით თ----- გ------–---ს გადასცა 4600 აშშ დოლარი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით გადაიღეს ტელეფონით. 2--- წლის 7 ა--------ს სიძის - ხ-------–--–---–ის თანდასწრებით თ----- გ------–---ს შეხვდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რომელსაც გადასცა 5400 აშშ დოლარი. თ----- გ------–--ისთვის ცნობილი იყო, რომ მას თანხა არ ჰქონდა და ისესხა, თუმცა უთხრა, რომ თუ ბინას ვერ გაიფორმებდა, თავად გადაუხდიდა თანხას და პროცენტს. თ----- გ------–--- ცდილობდა დროის გაყვანას, უკავშირდებოდა ტელეფონზე, მაგრამ სულ ატყუებდა, ხოლო შემდეგ მიუტანა ხელით ნაწერი ხელწერილი, რომელშიც ეწერა, რომ ბინის მეპატრონე თ----- გ------–---ს გადაუფორმებდა ბინას, ხოლო თავის მხრივ თ-----ი გადაუფორმებდა მას. ვინაიდან ეჭვი შეეპარა თ----- გ------–--ის კეთილსინდისიერებაში, სიტუაციაში გასარკვევად მივიდა მის მიერ შერჩეულ ბინაში, სადაც დახვდა ქალბატონი, რომელმაც განუმარტა, რომ ბინას 40 000 აშშ დოლარად ყიდდა თავად, თუმცა ბინა არასოდეს ჰქონია იპოთეკით დატვირთული. სიტუაციაში გასარკვევად რამდენჯერმე შეხვდა თ----- გ------–---ს, თან ახლდა დედაც და თ-----ს სთხოვა ან ბინა გაეფორმებინა ან/და თანხა დაებრუნებინა უკან, რაზეც თ-----ი პასუხობდა, რომ თანხის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა რეალურად თანხას არ უბრუნებდა. მისი თანდასწრებით მისმა სიძემ - ხ-------–--–---–მა თ----- გ------–---ს გადასცა 6000 აშშ დოლარი და ბიცოლამაც გადასცა თანხა, თუმცა თანხის ოდენობა მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-–----------–---–ის დედა არის მისი თანამშრომელი, რომელთანაც აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. დედას ი-–----შირად დაყავდა სამსახურში და შესაბამისად, ი-–--- კარგად იცნობდა. 2--- წლის ივლისის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი-–----------–---–ის მეუღლე - თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ის“ პრობლემურ განყოფილებაში და შეეძლო ბინების იაფად შეძენა, რის გამოც უსაყვედურა ი-–--- დედას - ნ----–ი მ------–---–ს, რატომ არ უთხრა აღნიშნულის თაობაზე. ნ----–იმ უპახუხა, რომ ბანკში რაღაც პრობლემები შეიქმნა, გაარკვევდა და დაუკავშირდებოდა. მალევე დაუკავშირდა ნ----–ი, რომელმაც უთხრა, რომ ბინები იყო გასაყიდი და შეეძლო შეერჩია. შეხვდნენ კინო „საქართველოსთან,“ სადაც ი-–----------–---–მა გააცნო მისი მეუღლე - თ----- გ------–---. მის შვილს უთხრა, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა, ვინაიდან ი-–----ის თვალწინ გაიზარდა და არ მოატყებდა. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც განუმარტა, რომ მას, როგორც თანამშრომელს, ჰქონდა პრივილეგია, რომ იაფად შეეძინა ბინები, რომელსაც შემდეგ გადაუფორმებდა. დ---------–-–---–თან ერთად შეხვდა ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს და შეთანხმდნენ, რომ ბინებს დაათვალიერებდნენ და შეარჩევდნენ. ბინების დასათვალიერებლად დადიოდნენ ი-–----------–---–--ან, თ----- გ------–---სთან და თ-----ის მძღოლთან - გ----სთან ერთად. შეარჩიეს ბინა თბილისი, დ-------------ა N----ში მესამე სართულზე, სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელთანაც უნდოდა ბინის ფასზე შეთანხმება, მაგრამ ქალბატონმა სთხოვა, რომ ფასთან დაკავშირებით დალაპარაკებოდა თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს. მეორე ბინა შეარჩია ქ. თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი N---–----------------–--ე, სადაც დახვდა ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც დაათვალიერებინა ბინა. შეთანხმდნენ, რომ ჯამში ორივე ბინაში უნდა გადაეხადათ 45 000 აშშ დოლარი. პირველად თანხა 10 000 აშშ დოლარი ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს გადასცა ივლისის თვეში, რის შემდეგ მის ნომერზე შევიდა ზარი, პიროვნება გაეცნო, როგორც პრობლემური სესხების განყოფილების უფროსი ნ-----–------------იძე, რომელმაც დაუდასტურა, რომ თანხა მას გადაეცა. მომდევნო ორ ეტაპად თანხის გადაცემას თავად არ ესწრებოდა, გადაიხადა მისმა შვილმა. ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს მასთან ერთად ბინის თანხა გადასცეს ასევე ს---------–-–---–მა და მისმა სიძემ. ტელეფონით დაუკავშირდა ე-–------–-------ე, რომელმაც განუმარტა, რომ ნ-----–------------იძე აღარ მუშაობდა ბანკში, მისი უფროსი იყო გ-------------------ი და სთხოვა მეორე დღეს მისულიყვნენ იუსტიციის სახლში ბინის გასაფორმებლად. მეორე დღეს მივიდა იუსტიციის სახლში, თუმცა მეორე მხარე არ მივიდა ბინის გასაფორმებლად. დაუკავშირდა თ----- გ------–---ს, რომელმაც მოატყუა, რომ ი-–----------–---–ი იყო შეუძლოდ და ვერ მოახერხეს მისვლა. თ----- გ------–--- ატყუებდა, რომ პრობლემა შეიქმნა, მაგრამ ბინა აუცილებლად გაუფორმდებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის ა--------ს თვეში დაუკავშირდა ბიძაშვილი - ი---------–-–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ბინის შესაძენად უნდა გადაეცა თანხა და სთხოვა გაყოლოდა. მივიდნენ წ-------–ის გამზირზე, სადაც ი---------–-–---–მა გააცნო თ----- გ------–---. ი---------–-–---–მა თ----- გ------–---ს გადასცა 4600 აშშ დოლარი, რომელიც ორივეს თანხმობით გადაიღო ტელეფონით. დაინტერესდა და იკითხა რა ხდებოდა, რაზეც ი---------–-–---–მა განუმარტა, რომ ბინის შესაძენად თ----- გ------–---ს მან გადასცა ზემოთმითითებული თანხა, დ---------–-–---–მა გადასცა 31 000 აშშ დოლარი, ხოლო სიძემ - ხ-------–--–---–მა - 11 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, თ----- გ------–--- არის სწორედ ის პიროვნება, ვისაც ი---------–-–---–მა გადასცა თანხა მისი თანდასწრებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ე-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წელს თ----- გ------–--- გაიცნო უნივერსიტეტში, იყვნენ კურსელები და დამეგობრდნენ. შემდეგ თ----- გ------–---მ შექმნა ოჯახი და იყო მისი მეჯვარე. მასთან სტუმრად იმყოფებოდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ 1200 ლარიან ლეპტოპს შეაძენინებდა 200 ლარში. თ----- გ------–--ის მითითებით ი-–----------–---–ის ანგარიშზე გადარიცხა 200 ლარი, რის შემდეგ მიუტანეს ლეპტოპი. ი-–----------–---–ი მოყვა ავტოავარიაში, რის გამოც მისული იყო სანახავად. თ----- გ------–---მ ჰკითხა, ხომ არ აპირებდა მისი ძმა ავტომანქანის შეცვლას. მან დაუდასტურა, რომ მის ძმას სურდა ახალი ავტომანქანის შეძენა. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ სს „ს----------–--------ი“ ყიდდა დაყადაღებულ ავტომანქანებს იაფად და დაეხმარებოდა ავტომანქანის შეძენაში. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ გადაუგზავნიდა ავტომანქანების სურათებს და დაეთვალიერებინა. მოწმის ჩვენებით, მან თ-----ს უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა მისი ოჯახის წევრებს. საღამოს სოციალური ქსელის „Одноклассники “-ს მეშვეობით თ----- გ------–---მ გადაუგზავნა ვერცხლისფერი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომანქანის სურათი და განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყიდებოდა 1500 აშშ დოლარად, თუმცა თავდაპირველად საჭირო იყო 1000 ლარის გადახდა. მეორე დღეს თბილისში, წ-------–ის ქუჩა N----ში მისი მშობლები და ძმა შეხვდნენ თ----- გ------–---ს, რომელსაც გადასცეს 1000 ლარი. შემდეგ ავტომანქანის სანახავად მივიდნენ დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თ----- გ------–---მ მათ აჩვენა სხვა ავტომანქანა, კერძოდ: „BMW“-ს მარკის სხვა ფერის ავტომანქანა. თ----- გ------–--ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანის ღირებულება იყო 1200 ლარი. მისი ოჯახის წევრებმა თ----- გ------–---ს გადასცეს 200 ლარი, შესაბამისად ავტომანქანის ღირებულება 1200 ლარი სრულად დაფარეს. თ----- გ------–--- შეპირდა, რომ რამდენიმე დღეში დაუკავშირდებოდა და გადაუფორმებდა ავტომანქანას. მეორე დღეს კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანა, რომელიც მის ძმას მოეწონა, შეაკეთეს, იყიდებოდა 1500 აშშ დოლარად და შეძენის სურვილის შემთხვევაში საჭირო იყო 200 ლარის გადახდა ავტომანქანის დასაჯავშნად. მოწმის ჩვენებით, მან თ-----ს განუმარტა, რომ ორი ავტომანქანის შეძენა არ უნდოდათ და თუ შესაძლებელი იყო გადაცვლიდნენ, რაზეც თ----- გ------–---მ უპასუხა, რომ გაცვლა არ შეიძლებოდა და შესაძლებელი იყო განვადებით თანხის გადახდა თვეში 350 ლარის ოდენობით. ავტომანქანის დასაჯავშნად თ----- გ------–---მ გადასცა ი-–----------–---–ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც გადარიცხა 200 ლარი. თ----- გ------–--- დაუკაშირდა და უთხრა, რომ ერთ კვირაში შეძლებდნენ ორივე ავტომანქანის წაყვანას. რამდენიმე დღეში კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ აქციაში მოყვნენ, მხოლოდ 200 ლარი უნდა გადაერიცხათ და ორივე ავტომანქანის ღირებულება გადახდილად ჩაეთვლებოდათ, რის გამოც ისესხა თანხა და სს „ს----------–--------ის“ აპარატიდან ი-–----------–---–ის ანგარიშზე გადარიცხა 200 ლარი. რამდენიმე დღეში კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანები გადაყვანილი იყო რუსთავის ავტოსადგომზე და გადასარიცხი იყო 200 ლარი, რომელიც გადარიცხა ი-–----------–---–ის ანგარიშზე. კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც განუცხადა, რომ ავტომანქანები გამოჰყავდა ავტოსადგომიდან, მაგრამ მისმა მეუღლემ არ იცოდა, რომ ორი ავტომანქანა მათ ეკუთვნოდათ, რის გამოც აფორმებდა ე-–------–-------ის სახელზე. ორ დღეში დაუკავშირდებოდა ე-–------–-------ე და შეძლებდნენ ავტომანქანების გაყვანას. მეორე დღეს დაუკაშირდა თ----- გ------–---ს, რომელსაც მოსთხოვა ე-–------–-------ის მისამართი, რადგან თავად მივიდოდა და გაიყვანდა ავტომანქანას. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ ე-–------–-------ე არ იყო ქალაქში, თუმცა განუმარტა, რომ ცხოვრობდა თბილისში, ბ-------ის ქუჩა N4-ში. მამამისი მივიდა აღნიშნულ მისამართზე, გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ე-–------–-------ე იქ არ ცხოვრობდა. დაუკავშირდა თ----- გ------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ მისამართი შეეშალა და ე---–-------ე ცხოვრობდა ბ-------ის ქუჩა N74-ში. მივიდნენ აღნიშნულ მისამართზეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასახელებული ქალბატონი არც იქ არ ცხოვრობდა. თ-----მა ბოლოს მოატყუა, რომ ე-–------–-------ე ცხოვრობდა თბილისში, პეკინის ქუჩაზე, თუმცა აღნიშნული მისამართი აღარ გადაუმოწმებია. დაუკავშირდა თ----- გ------–---ს და უთხრა, რომ თანხა დაებრუნებინა ან/და უფროსობასთან შეეხვედრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიტანდა საჩივარს. თ----- გ------–---მ უპასუხა, რომ თანხას ვერ დაუბრუნებდა, რადგან უკვე გადარიცხული იყო და თუკი ეჭვი ეპარებოდათ, აჩვენებდა გადარიცხვის ქვითარს. მოწმის ჩვენებით, თ-----ს ქვითარი არ უჩვენებია, ხოლო უფროსობასთან შეხვედრა დანიშნა მეორე დღეს. შეხვედრის დღეს დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც განუმარტა, რომ უფროსობასთან ერთად იყო, რომლებიც იყვნენ შეშინებულები და სთხოვეს არ დაეწერა საჩივარი. ვინაიდან ბანკის მიზეზით მიადგათ ზიანი, მესამე ავტომობილსაც გადასცემდნენ. რამდენიმე დღეში კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც სთხოვა 10:00 საათზე მისულიყვნენ დიდუბეში, რათა წასულიყვნენ რუსთავში და გადაეფორმებინათ ავტომანქანები. მივიდნენ შეთანხმებულ დროს, ხუთ საათამდე ელოდებოდნენ, მაგრამ თ----- გ------–--- არ მივიდა, შემდეგ დაუკავშირდა და მოატყუა, რომ ვერ ახერხებდა მისვლას, ხოლო საბუთები ინახებოდა დედამისთან ნაძალადევში, მისულიყვნენ და გამოერთვათ. მისი მშობლები და ძმა მივიდნენ ნაძალადევში, თუმცა თ----- გ------–--ის დედამ განუმარტა, რომ მასთან არანაირი საბუთი არ ინახებოდა და ავტომანქანების საბუთები ინახებოდა თ----- გ------–---სთან. მისმა მშობლებმა და ძმამ გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ ს------–--------ში თ----- გ------–--ის საცხოვრებელ სახლში და გაერკვიათ რა ხდებოდა, მაგრამ დედა გახდა შეუძლოდ და ვერ შეძლეს ჩასვლა. თ----- გ------–--- დაუკავშირდა და სთხოვა, არ გაეშვა მისი მშობლები ა------ში, შეხვდებოდა მეორე დღეს და გადასცემდა საბუთებს. მეორე დღეს თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს შეხვდა მარჯანიშვილზე და გადასცა საბუთები, რომელზეც ეწერა - ნ------------ი. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ნ------------ი დაუკაშირდებოდა ორ დღეში და გადაუფორმებდა ავტომანქანებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდა რუსთავში და იკითხა მუშაობდა თუ არა ნ------------ი სს „ს----------–--------ში“, რა დროსაც განუმარტეს, რომ ასეთი პიროვნება არ მუშაობდა. დაუკავშირდა თ----- გ------–---ს, რომელსაც ჰკითხა რა ხდებოდა. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ ნ------------ი ბანკში არ მუშაობდა, მათთვის მუშაობდა, მათი დავალებით მივიდოდა და გადაუფორმებდა ავტომანქანებს. მოწმის ჩვენებით, ისინი ელოდებოდნენ ნ------------ის დაკავშირებას, მაგრამ მათ არავინ დაკავშირებია, რის გამოც ჩავიდნენ ა------ში, რათა ენახათ თ-----ის ოჯახის წევრები და გაერკვიათ სიმართლე, მაგრამ სახლში არ დახვდნენ. მეორე დღეს დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ მას და ი-–----------–---–ს უნდოდათ მისვლა და დალაპარაკება. საუბრისას თ----- გ------–---ს ჰკითხა, თუ რატომ მოატყუა, რაზეც განუცხადა, რომ იყო ა-------------–----–------------ის აგენტი და სს „ს----------–--------ში“ იყო შეგზავნილი. სწორედ აღნიშნული საუბრისას დაუკავშირდნენ ტელეფონზე, რის შემდეგ განაცხადა, რომ ესაუბრა უფროსობას და უთხრეს, რომ ორ კვირაში ჩააბარებდნენ ავტომანქანებს. ორი კვირის შემდეგ თ----- გ------–---მ კვლავ მოატყუა, რომ 5 დეკემბრამდე ვერ გაიფორმებდნენ ავტომანქანებს. აღნიშნულის შემდეგ შეიტანეს საჩივარი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს გადასცა 1900 ლარი, რომელიც არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- გ------–--- არის მისი დის კურსელი, რომელიც გაიცნო მასთან სახლში. მისი დისგან გაიგო, რომ თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ში,“ რომელიც ყიდდა ბინებს და ავტომანქანებს. მან გამოთქვა ავტომანქანის შეძენის სურვილი. მისი და - ე-–-----------ე დაუკავშირდა თ-----ს და უთხრა, რომ უნდოდა „BMW“-ს მარკის ავტომანქანის შეძენა. თ----- გ------–---მ გადაუგზავნა ავტომანქანა „BMW-545“-ის სურათი, რომელიც ძალიან მოეწონა. თ----- გ------–--- შეუთანხმდა, რომ მისულიყო ქ.თბილისი, წ-------–ის გამზირი N----ში და აჩვენებდა ავტომანქანას. აღნიშნულ მისამართზე მივიდა მშობლებთან ერთად. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ჯერ თანხა უნდა გადაეცათ და შემდეგ აჩვენებდა ავტომანქანას, რის გამოც დედამ გადასცა 1000 ლარი. თ----- გ------–--- შეპირდა, რომ რამდენიმე დღეში აჩვენებდა ავტომანქანას. თ----- გ------–--- დაუკავშირდა რამდენიმე დღეში და სთხოვა ავტომანქანის სანახავად მისულიყო ქ.თბილისი, წ-------–ის გამზირი N----ში, სადაც მივიდა მშობლებთან ერთად. თ----- გ------–---მ აჩვენა „BMW-545“-ის მარკის ავტომანქანა მუქი ლურჯი ფერის, რომელიც არ მოეწონა, თუმცა მოეწონა დედას და გადაწყვიტეს შეძენა. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ უნდა გადაეცათ 200 ლარი და 10 დღეში გადაუფორმებდა ავტომანქანას, რის გამოც დამატებით გადასცეს 200 ლარი. თ----- გ------–--- კვლავ დაუკავშირდა რამდენიმე დღეში მის დას, რომელსაც უთხრა, რომ პირველი ავტომანქანა შეაკეთეს და სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ შეძენა. მათ არ ჰქონდათ თანხა, რაზეც თ----- გ------–---მ უთხრა, რომ ავტომანქანის საფასურის გადახდა შეეძლო ექვს თვეზე გადაენაწილებინა. დათანხმდნენ თ----- გ------–--ის შეთავაზებას და მისმა დამ ი-–----------–---–ის ანგარიშზე ჩარიცხა 200 ლარი. დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ უნდა მისულიყვნენ დიდუბეში და გადასცემდა ავტომანქანას. მივიდნენ დიდუბეში, მაგრამ თ-----ი არ მივიდა. მეორე დღეს გადაწყვიტეს თ----- გ------–---სთან ჩასულიყვნენ ს------–--------ში მდებარე მის სახლში, რათა გაერკვიათ რა ხდებოდა, დაუკავშირდა თ-----ს და უთხრა, რომ ჩასვლას აპირებდა, თუმცა თ-----მა სთხოვა, რომ არ ჩასულიყვნენ და მეორე დღეს გადასცემდა საბუთებს. მეორე დღეს თ----- გ------–--- შეხვდა მის დას ე-–-----------ეს და მამას - მ--------------ეს და გადასცა საბუთები. ხელნაწერი იყო, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, მაგრამ შემდეგ დაინახა, რომ საბუთებზე დასმული იყო სს „ს----------–--------ის“ ბეჭედი და იფიქრა, რომ ნამდვილი იყო. შემდეგ დედამისმა უთხრა, რომ სასამართლოში შეიტანდა საჩივარს, რის გამოც თ-----ი დაემუქრა, რომ მუშაობდა ა-------------–----–-------უში, სს „ს----------–--------ში“ შეგზავნილი იყო აგენტად და იქით დააჭერინებდა. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ შეახვედრებდა სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების უფროსს გ-------------------ს, თუმცა გიორგი შეხვედრაზე არ მივიდა. თ----- გ------–--ის განმარტებით, ვითომდა სს „ს----------–--------ის“ ხელმძღვანელობას ერთი ავტომანქანა დამატებით უნდა გადაეცა, გამომდინარე იქედან, რომ მათი მიზეზით დაზარალდნენ. მივიდა თ----- გ------–--ის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა არავინ დახვდა, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში შეიტანა საჩივარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- მ------–---–ი და მისი შვილი ე-–-----------ე იყვნენ კურსელები და მეგობრობდნენ. თ----- გ------–--- ცოლად გაყვა ი-–----------–---–ს, რომლის მეჯვარე იყო ე-–-----------ე. ი-–----------–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის სანახავად მივიდა ე-–-----------ე, რომლისთვისაც თ----- გ------–--ისგან ცნობილი გახდა, რომ მუშაობა დაიწყო სს „ს----------–--------ში“ პრობლემური სესხების განყოფილებაში და შესთავაზა ლეპტოპის შეძენა ძალიან იაფად. თ----- გ------–---ს ე-–-----------ემ გადასცა 200 ლარი, რის სანაცვლოდ მიუტანა ლეპტოპი. ე-–-----------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ შეეძლოთ ნივთების იაფად შეძენა, რაზედაც დათანხმდა. 2--- წლის ა--------ს ბოლოს თ----- გ------–--- სტუმრად იყო მათთან, რომელმაც განაცხადა, რომ სს „ს----------–--------ი“ ძალიან იაფად ყიდდა დაზიანებულ ავტომანქანებს და სურვილის შემთხვევაში დაეხმარებოდა შეძენაში. მისმა შვილმა - კ------------ემ გამოთქვა სურვილი ავტომანქანა „BMW“-ს შეძენის. თ----- გ------–---მ სოციალური ქსელის „Одноклассники “-ს მეშვეობით გადაუგზავნა „BMW-545“-ის მარკის ავტომანქანის სურათი და განუმარტა, რომ იყიდებოდა 1500 აშშ დოლარად. კ------------ეს გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული ავტომანქანის ფასი გაცილებით მაღალი იყო და სთხოვა ეკითხა, ხომ არ ატყუებდა. თ----- გ------–---ს ჰკითხა, ხომ არ ატყუებდა, რაზეც თ-----ი გაუნაწყენდა და განუმარტა, რომ სს „ს----------–--------ის“ ადმინისტრაცია დაინტერესებული იყო მხოლოდ ძირი თანხის ამოღებით, თან ავტომანქანა იყო დაზიანებული, რის გამოც იყიდებოდა იაფად. თ----- გ------–--ის განმარტებით, ავტომანქაანის დასაჯავშნად საჭირო იყო 1000 ლარის წინასწარ გადაცემა, მან მოსთხოვა, რომ ეჩვენებინა ავტომანქანა. ავტომანქანის სანახავად თ----- გ------–---მ დაიბარა თბილისში, წ-------–ის ქუჩა N----ში და უთხრა, რომ ავტომანქანის სანახავად საჭირო იყო 1000 ლარის გადაცემა. მეუღლესთან - მ-------------ესთან და შვილთან - კ------------ესთან ერთად გადასცა 1000 ლარი, რის შემდეგ თ----- გ------–---მ უთხრა, რომ მეორე დღეს მისულიყვნენ და აჩვენებდა ავტომანქანას. შეხვდნენ მეორე დღეს დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც თ----- გ------–---მ აჩვენა ლურჯი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, თუმცა არა ის, რომელზეც შეთანხმებული იყვნენ. კ------------ეს არ მოეწონა აღნიშნული ავტომანქანა, თუმცა მაინც გადაწყვიტეს აღნიშნული ავტომანქანის შეძენა. თ----- გ------–--ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა ღირდა 1200 ლარი, ვინაიდან 1000 ლარი უკვე გადაცემული ჰქონდათ, უნდა დაემატებინათ 200 ლარი და ხუთ დღეში გადაუფორმებდა ავტომანქანას. თ----- გ------–--- კვლავ დაუკავშირდა 5-6 დღეში და განუმარტა, რომ ის ავტომანქანა, რომელიც თავდაპირველად მოეწონა კ------------ეს, გააკეთეს და იყიდებოდა 800 აშშ დოლარად. კ------------ემ გამოთქვა სურვილი აღნიშნული ავტომანქანის შეძენის, თუმცა თანხა არ ჰქონდა და შესთავაზეს, რომ უკვე შეძენილ ავტომანქანას დაუბრუნებდნენ უკან და ახალს შეიძენდა. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ ავტომანქანის უკან დაბრუნება არ შეიძლებოდა, თუმცა შეეძლო თანხის გადახდა გადაენაწილებინა ექვს თვეზე და ავტომანქანის დასაჯავშნად მოსთხოვა 200 ლარი, რომელიც გადარიცხეს ი-–----------–---–ის ანგარიშზე. მე-3 ან/და მე-4 დღეს დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც განუმარტა, რომ გამოყავდა 13 ავტომანქანა, მოყვნენ აქციაში და 200 ლარის დამატების შემთხვევაში გადასცემდა ავტომანქანას. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული შემოთავაზება გაუკვირდა, მაგრამ იმდენად ენდობოდა, რომ ეჭვი არაფერში შეპარვია და ი-–----------–---–ის ანგარიშზე გადარიცხეს 200 ლარი. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა თ----- გ------–--- და უთხრა, რომ 100 ლარი აკლდებოდა, რაც დამატებით გადაურიცხა. ჯამში თ----- გ------–---ს გადასცა 1900 ლარი. მეორე დღეს დაუკავშირდა თ----- გ------–---, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანები გაჩერებული იყო თბილისში, ბ-------ის ქ.N64-ში მისი მეგობრის ე-–------–-------ის ეზოში. მივიდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ელენე იქ არ ცხოვრობდა და არც არასდროს უცხოვრია. დაუკავშირდნენ თ----- გ------–---ს და ჰკითხეს, რატომ მოატყუა, რაზეც თ-----მა მოუბოდიშა და განუმარტა, რომ მისამართი შეეშალა და უნდა მისულიყვნენ თბილისში, ბ-------ის ქუჩა N74-ში. მივიდნენ აღნიშნულ მისამართზეც, მაგრამ არც იქ დახვდათ ავტომანქანები. მოგვიანებით თ----- გ------–---მ დაიბარა დიდუბის ავტოსადგურთან, რათა წასულიყვნენ რუსთავში და გადაეფორმებინათ ავტომანქანა, თუმცა თ----- გ------–---მ მოატყუა და არც იქ არ მივიდა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ჩავიდა ს------–--------ში მდებარე ი-–----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თუმცა სახლში არ დახვდნენ. თ----- გ------–---მ გადასცა ხელით ნაწერი ორი დოკუმენტი, რომელზეც დასმული იყო სს „ს----------–--------ის“ ბეჭედი. მივიდა ქ. თბილისში, წ-------–ის გამზირი N----ში მდებარე სს „ს----------–--------ის“ პრობლემატურ განყოფილებაში, შეხვდა დირექტორს, რომელსაც წარუდგინა თ----- გ------–--ის მიერ გადაცემული საბუთები და იკითხა მუშაობდნენ თუ არა თ----- გ------–---, გ-------------------ი და ე-–------–-------ე სს „ს----------–--------ში.“ დირექტორი შეპირდა, რომ გაარკვევდა სიტუაციას და დაუკავშირდებოდა. საღამოს საათებში დაუკავშირდნენ სს „ს----------–--------იდან“ და უთხრეს, რომ აღნიშნული პირები არ მუშაობდნენ სს ს----------–--------ში“ და განუმარტეს, რომ მიემართათ საგამოძიებო ორგანოსთვის. მეორე დღეს მისი შვილი დაუკავშირდა ი-–----------–---–ს, რომელსაც სთხოვა შეხვედრა. 2--- წლის 10 ნოემბერს საღამოს ი-–----------–---–ი თ----- გ------–---სთან ერთად მივიდა მასთან სტუმრად და შეპირდნენ, რომ ორ კვირაში ავტომანქანებს ჩააბარებდნენ. ორ კვირაში დაუკავშირდა თ----- გ------–---ს და მოსთხოვა ავტომანქანების გადაფორმება, რომელიც დაემუქრა, რომ იყვნენ ა-------------–----–------------ის აგენტები და ისეთ ფაქტებს შეუდგენდა, რომ დამნაშავეს მას გამოიყვანდა. აღნიშნულის შემდეგ საჩივრით მიმართა საგამოძიებო ორგანოს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს არც ავტომანქანები გადაუფორმებიათ და არც თანხა დაუბრუნებიათ.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------ემაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011-2013 წლებში მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ კორპორატიული დაკრედიტების დეპარტამენტის ბ------–------–--------ის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა კომპანიებთან შეხვედრები, მოლაპარაკებების წარმოება, ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობა, ფინანსების გაანალიზება, პროექტების დაწერა და დასამტკიცებლად წარდგენა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წლის წინ დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც წარუდგინა მისი სახელით ხელმოწერილი და სს „ს----------–--------ის“ ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები. აღნიშნულ დოკუმენტებში საუბარი იყო აუქციონზე გატანილი და დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვაზე, რომელიც არის პრობლემური სესხების დეპარტამენტის და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები, რომლებშიც მას არ უმუშავია. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები არ იყო მისი შედგენილი და ხელმოწერილი, ხოლო რაც შეეხება ბეჭედს, ბეჭედთან წვდომა საერთოდ არ ჰქონდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ იგი თ----- გ------–---ს არ იცნობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-–----------–---–ს იცნობს ბავშვობიდან, რომელთანაც მეგობრობდა. თ----- გ------–--- გაიცნო ი-–----------–---–ისგან და მოგვიანებით იყო მათი მეჯვარე. 2--- წლის გაზაფხულზე თ----- გ------–--ისგან გაიგო, რომ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ და შეპირდა, რომ იაფად შეაძენინებდა ლეპტოპს, რის შემდეგ 300 ლარის სანაცვლოდ მიუტანა ლეპტოპი. ვინაიდან ნივთები იაფად იყიდებოდა, დაელაპარაკა მის დას და გადაწყვიტეს საოჯახო ტექნიკის, კერძოდ: გაზქურის, მაცივარის და სარეცხი მანქანის შეძენა, რის სანაცვლოდ თ----- გ------–---ს გადასცეს 1000 ლარი. 2--- წლის ივლისის შუა რიცხვებში თ----- გ------–---მ მიუტანა ლეპტოპი და გაზქურა, ხოლო სარეცხი მანქანა და მაცივარი არ მიუტანა, რის გამოც მოუვიდათ კონფლიქტი. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა ი-–----------–---–ს, რომელმაც გადასცა დარჩენილი თანხა. თ----- გ------–---მ სთხოვა ანგარიშის გახსნა. რადგან ოჯახის წევრივით იყო, ეჭვი არაფერში შეპარვია და სს „თ----------–ი“ გაუხსნა ანგარიში, რომლის პაროლი კონვერტში დალუქული გაუხსნელად გადასცა თ----- გ------–---ს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაუკავშირდნენ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და უთხრეს, რომ მის სახელზე გაკეთებული იყო სესხები და სთხოვდნენ სესხის დაფარვას. ოპერატორს განუმარტა, რომ მას სესხი არ აუღია და გამორიცხული იყო, რომ დავალიანება ჰქონოდა, რის შემდეგ ოპერატორმა განუმარტა, რომ სესხის გამკეთებელ პირებად ფიქსირდებოდნენ თ----- გ------–---, ი-–----------–---–ი, ი-–--- დედა ნ----–ი მ------–---–ი. დაუკავშირდა თ----- გ------–---ს და ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ რაღაც შეცდომა იყო და ყველაფერს გაარკვევდა. მეორე დღეს წავიდა სს „თ----------–ი“ და გააკეთა ამონაწერი, რომელშიც ფიქსირდებოდა, რომ 4-5 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან იყო სესხი გაკეთებული, რომელიც გადარიცხული იყო ი-–----------–---–ის ანგარიშზე. კვალავ დაუკავშირდა თ----- გ------–---ს და სთხოვა გარკვევა, რომელიც პირდებოდა, რომ გაარკვევდა, თუმცა არაფერი გაურკვევია. აღნიშნულის გამო ი-–----------–---–--ან მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც გადაიხადა დავალიანება. თ----- გ------–--ისგან იცის, რომ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ და მისი უფროსი იყო ნ-----–------------იძე. ერთ დღეს, როდესაც თ----- გ------–---სთან ერთად იმყოფებოდა, დაუკავშირდა ვიღაც პირი, რომელმაც მოსთხოვა ცნობა. თ----- გ------–---მ ხელით დაწერა ცნობა, რომელსაც ნ-----–------------იძის სახელით მოაწერა ხელი. მან თ-----ს ჰკითხა სხვის ნაცვლად რატომ აწერდა ხელს, რაზეც თ----- გ------–---მ უპასუხა, რომ ნებართვა ჰქონდა მისი უფროსისგან - ნ-----–------------იძისგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-–----------–---–--ან 2--- წლის ზაფხულში სტუმრად ჩავიდა ს------–--------ში. საუბრისას ი-–----------–---–მა უთხრა, რომ მისი მეუღლე სწავლობდა უნივერსიტეტში და პარალელურად მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ პრობლემური სესხების ამოღებაზე. მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, რის გამოც სთხოვა ეტარებინა თ----- გ------–--- თბილისში, რაზეც დათანხმდა. მისი კუთვნილი ავტომანქანით ჩავიდა ს------–--------ში, ჩამოიყვანა თ----- გ------–--- თბილისში და მიიყვანა სასწავლებელში, ხოლო შემდეგ მიიყვანა სს „ს----------–--------ის“ ფილიალში, სადაც გაჩერდა ცოტახანს, ხოლო შემდეგ წაიყვანა სახლში. გზაში ესაუბრა თ----- გ------–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ დაყადაღება-ამოღება, გაყიდვაზე. რამდენიმე დღეში კვლავ ჩამოიყვანა თბილისში თ----- გ------–--- და ი-–----------–---–ი, თ----- გ------–--- დატოვეს სასწავლებელში, ხოლო ი-–----------–---–ი წაიყვანა თბილისში მდებარე რამდენიმე კაზინოში. ი-–----------–---–ს ჰკითხა კაზონოში რას აკეთებდა, რაზეც ი-–------პასუხა, რომ ეს იყო მისი სამსახური, მუშაობდა უ–-–------აში და ამოწმებდა აპარატებს. რამდენიმე დღეში ი-–---------–---–ის დედის თანამშრომელმა ე-–-------–-–---–მა გაიგო, რომ თ----- გ------–---ს შეეძლო დახმარებოდა ბინის იაფად შეძენაში. მეორე დღეს კინო „საქართველოსთან“ თ----- გ------–---სთან და ი-–----------–---–--ან ერთად შეხვდა ელზა და დ---------–-–---–ებს, რომლებსაც თ----- გ------–--- ესაუბრა ავტომანქანაში და გაიგონა თ----- გ------–---მ როგორ უთხრა, რომ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ და იაფად შეაძენინებდა ბინებს. ე-–-------–-–---–ს მოეწონა პირობები და სთხოვა ბინების დათვალიერება. დაათვალიერეს რამდენიმე ბინა, რის შემდეგ დ---------–-–---–მა უთხრა, რომ კიდევ ეჩვენებინა ბინები. მეორე თუ მესამე დღეს კვლავ დაათვალიერეს ბინები, რომელთაგან დ---------–-–---–ს მოეწონა ნახალოვკაში მდებარე ბინა. თ----- გ------–---მ განუმარტა, რომ დოკუმენტების მოსამზადებლად საჭირო იყო თანხის წინასწარ გადახდა, რის გამოც დ---------–-–---–მა გადასცა 10 000 აშშ დოლარი. მთლიანობაში თანხის გადაცემა მოხდა სამჯერ, რამდენჯერმე თავადაც ესწრებოდა თანხის გადაცემას. ბინების იაფად შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ე-–-------–-–---–ის ნათესავებისთვის - ხ-------–--–---–ისთვის და ს---------–-–---–ისთვის, რომლებსაც უნდოდათ ბინების შეძენა. ს---------–-–---–საც დაათვალიერებინეს ბინები, რომელმაც აირჩია ერთ-ერთი ბინა. თ----- გ------–--ისთვის თანხის გადაცემის დროს ს---------–-–---–ის მეგობარმა უთხრა თ-----ს, თუ შეიძლებოდა ტელეფონით გადაეღო თანხის გადაცემის ფაქტი, რაზეც თ-----ი დათანხმდა და გადაიღეს თანხის გადაცემა. რამდენიმე დღე არ ეცალა, რის გამოც თ----- გ------–---ს ავტომაქანით ატარებდა ი-–----------–---–ის მეგობარი - მ---–-------------–---–ი. როდესაც შეხვდა თ----- გ------–---ს, მისგან გაიგო, რომ ხ-------–--–---–მა გადასცა 11 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----–ი მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი ი-–----------–---–ი მუშაობდა კაზინო „ას--------–ი“, რომელიც 2013 წლის ნოემბრიდან ქორწინებაშია თ----- გ------–---სთან. თ----- გ------–--ისგან გაიგო, რომ სს „ს----------–--------ის“ პრობლემური განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და შესთავაზეს სტაჟირება. თ-----ის განმარტებით, ვინაიდან სტაჟიორი იყო, არ ექნებოდა ხელფასი, მაგრამ ამოღებული თანხებიდან გადაეცემოდა ბონუსები. თ----- გ------–--ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ სს „ს----------–--------ს“ იაფად ჰქონდა გასაყიდი კლიენტებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები და ბინები. ე-–-------–-–---–მა მისგან გაიგო, რომ იყიდებოდა ბინები, რომლის შეძენის სურვილი გამოთქვა, გამოართვა მისი შვილის ი-–----------–---–ის ტელეფონის ნომერი და დაუკავშირდა მას. ი-–----------–---–მა ე-–-------–-–---–ს გააცნო მისი მეუღლე თ----- გ------–---. ე-–-------–-–---–ისგან გაიგო, რომ გაიცნო მისი რძალი, რომელსაც უნდა დაეთვალიერებინა ბინები. თ----- გ------–--ისგან გაიგო, რომ დაათვალიერებინა რამდენიმე ბინა და აირჩიეს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზ. და დადიანის გამზ. მდებარე ბინები, რომლის სანაცვლოდ გადაიხადეს 31 000 აშშ დოლარი. ე-–-------–-–---–ისგან გაიგო, რომ მისმა სიძემ - ხ------– შეარჩია ბინა, რომლის სანაცვლოდ გადაუხადა 9000 აშშ დოლარი. შემდეგ მისთვის უცნობი პირი დაუკავშირდა ტელეფონზე, რომელიც გაეცნო ე-–------–-------ის სახელით და განუმარტა, რომ ნ-----–------------იძისგან გადაიბარა საქმეები და თავად უძღვებოდა აღნიშნულ საქმეს, თანხა ნამდვილად იყო შეტანილი სს „ს----------–--------ში“ და სთხოვა არ ენერვიულა, ვინაიდან ეტაპობრივად მოხდებოდა ყველა საქმის მოგვარება, რის თაობაზეც აცნობებდა. ცდილობდა აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას, თუმცა გამორთული იყო. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდნენ აღნიშნული ნომრიდან და უთხრეს, რომ რადგან არ გვენდობით, შევხვდეთ და გავისაუბროთო, რაზეც დათანხმდა. უნდა შეხვედროდნენ ქ.თბილისში, წ-------–ის გამზირ N---–-------------ში, თუმცა შესახვედრად არავინ მივიდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ი-–----------–---–მა და თ----- გ------–---მ იჩხუბეს და ილიამ თ----- გ------–--ის ტელეფონში აკრიფა ის ნომერი, რომლითაც უკავშირდებოდნენ, რომელსაც დაეწერა - ნ---- მ-----ე. ნ---- მ-----ე არის თ-----ის მეგობარი. აღნიშნულზე გაბრაზდა და რძალთან მოუვიდა შელაპარაკება, რაზეც თ----- გ------–---მ უთხრა, რომ აღნიშნული ნომერი არ წარმოადგენდა ნ---- მ-----ის საკუთრებას. თ----- გ------–---ს სთხოვდა ეთქვა თუ სად წაიღო თანხები, რაზეც თ-----ი ეუბნებოდა, რომ თანხა სხვას გადასცა, თუმცა არ ჰქონდა თანამშრომლების დასახელების უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წელს მასთან მივიდა გამომძიებელი, რომელიც დაინტერესდა, როგორ შეიძინა ბინა. გამომძიებელს განუმარტა, რომ 2--- წელს მისმა შვილმა ნახა ინტერნეტ საიტზე გაკეთებული განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ქ.თბილისში, დ------------------------–ი, მ--------------------------ში იყიდებოდა ბინა, ასევე მითითებული იყო ტელეფონის ნომერი და მეპატრონე ს----------------–----–---–ი, რომელსაც დაუკავშირდა და შეიძინა ბინა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----------–---–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა მოწმის სახით ტელეფონის სიმ ბარათთან დაკავშირებით. 2014 წელს ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მის შვილს შეუძინა ტელეფონის ნომერი 5-------1---- მისი შვილი არის 11 წლის, რომელიც ამჟამად აღარ სარგებლობს აღნიშნული ნომრით. მათ მიერ აღნიშნული ნომრის საიტზე მითითება და გამოყენება არ მომხდარა. აღნიშნულ ნომერზე არც ბრალდებულები და არც უცხო პირები არ დაკავშირებიან და არავის უკითხავს თ----- გ------–--- და ი-–----------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----2--- წლებში ინტერნეტში გამოქვეყნებული ჰქონდა განცხადება ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ვ-–----–----–-ს ქუჩა N--------------ში. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ გ-–------ პოლიციის განყოფილებიდან და დაკითხეს მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში აქვს ბინა ქ.თბილისი, ც--------------ნის ქუჩა N---, ბ--------ში. უნდოდა ბინის გაყიდვა და აღნიშნული მიზნით განცხადება გამოაქვეყნა საიტზე. მისი მეუღლისგან გაიგო, რომ მისული იყვნენ კლიენტები ბინის სანახავად, რომლებმაც უთხრეს, რომ მოიფიქრებდნენ და დაუკავშირდებოდნენ. მოგვიანებით კვლავ მივიდნენ ბინის დასათვალიერებლად, ახსოვს, რომ ერთ-ერთი იყო ქალბატონი, თუმცა არ ახსოვს თ----- გ------–--- იყო თუ არა. მოწმის ჩვენებით, მისი კუთვნილი ბინა იპოთეკით არასოდეს არ ყოფილა დატვირთული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წელს უნივერსიტეტში გაიცნო თ----- გ------–---, რომელიც იყო მისი შეყვარებული. თ----- გ------–--- გამუდმებით ატყუებდა, რის გამოც დაშორდნენ ერთმანეთს. როგორც შემდეგ გაიგო, სს „ს----------–--------ში“ თ----- გ------–---მ დააფიქსირა მისი მონაცემები, საიდანაც უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ თ----- გ------–---სთან დაკავშირებას, რაზეც პასუხობდა, რომ თ----- გ------–---სთან კარგა ხნის წინ შეწყვიტა ურთიერთობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---- მ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს გაიცნო თ----- გ------–---, მუშაობდნენ ერთად „ტ-----------–-,“ რომელიც მდებარეობს თბილისში, წერეთელს გამზირზე. თ----- გ------–---ს სჭირდებოდა თანხა და სთხოვა, რომ მის სახელზე გამოეტანა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვ-----იდან“ სესხი. იგი დათანხმდა და გამოუტანა სესხი, თუმცა თ----- გ------–---მ დავალიანება არ გადაიხადა. როდესაც იგი თ-----ს სთხოვდა დაეფარა დავალიანება, თ-----ი ატყუებდა, რომ გადაიხადა, თუმცა სესხი რეალურად არ იყო დაფარული, რის გამოც იძლებული გახდა თავად დაეფარა დავალიანება. თ----- გ------–---მ შესთავაზა, რომ მასთან ერთად ემუშავა სს „ს----------–--------ში“. მის მოვალეობაში იქნებოდა მოქალაქეებთან დაკავშირება, თუმცა ვინაიდან არ იყო დაინტერესებული, უარი უთხრა. თ----- გ------–---მ უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა, სთხოვა ვითომდა იყო ბანკის თანამშრომელი - ე-–---- დაკავშირებოდა ვიღაც „--–--ას“ და ეთქვა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თანხა უკან დაუბრუნდებოდა და არ ენერვიულა. ასევე, თ----- გ------–--ის თხოვნით დაუკავშირდა მის დედამთილს და უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. შემდეგ თ----- გ------–---მ კიდევ სთხოვა დარეკვა, მაგრამ უარი უთხრა და შეცვალა ნომრები. აღნიშნულის შემდეგ თ----- გ------–--- კვლავ დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მისმა დედამთილმა მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება პროკურატურაში და თუკი არ მივიდოდა გამომძებელთან, შეექმნებოდა პრობლემები. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა გამომძიებელი და დაიბარა დაკითხვაზე, რომელსაც უთხრა, რაც იცოდა საქმის შესახებ. თ----- გ------–---მ ნ---------ას ფეისბუქით გადაუგზავნა ფოტოები და მიმოწერა და სთხოვა, რომ დაეკოპირებინა და უკან გადაეგზავნა, რითაც დაეხმარებოდა, როგორც თ-----ს, ასევე მის თავსაც. თ----- გ------–--ის თხოვნით ფოტოები და მიმოწერა უკან გადაუგზავნა, მაგრამ როდესაც მივიდა გამომძიებელთან, მას სიმართლე მოუყვა საქმის გარემოებების შესახებ. თ-----------------–---–ი ერთხელ ჰყავს ნ---ხი თ-----თან ერთად, რომელმაც თ-----ს გადასცა დაახლოებით 200 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის ივნისი-ივლისის თვეში ყიდდა ბინას გ-–----–------------------ კორპუსი, ბინა N6--ში. აღნიშნული მიზნით „სიტყვა და საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება. თ----- გ------–--- მივიდა ავტომანქანით, მძღოლთან ერთად, რომელსაც ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც უნდოდა ბინის შეძენა, მაგრამ თანხა არ ჰქონდა და გაიწელა დროში. თ----- გ------–--- გაეცნო, როგორც სს „ს----------–--------ის“ თანამშრომელი, რომლის განმარტებით, სასწრაფოს ექიმს უნდოდა ბინის ყიდვა. კარგი საუბარი ჰქონდათ და ეჭვი არაფერში შეპარვია. შემდეგ დრო გაიწელა და ვეღარ უკავშირდებოდა. როდესაც შეძლო დაკავშირება, თ----- გ------–---მ უთხრა, რომ მივიდოდა და შეხვდებოდა. შეხვდა თ----- გ------–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ კლიენტმა თანხა ვერ შეაგროვა, რის გამოც სთხოვა ნოტარიუსში გაეფორმებინათ ხელშეკრულება, რომ თავად ყიდულობდა ბინას. მას ეჩქარებოდა და სთხოვა ხელშეკრულების გაუქმება. მივიდნენ ნოტარიუსში და გააუქმეს ხელშეკრულება. აღნიშნულის შემდეგ ბინა გაასხვისა სხვა კლიენტზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე 2--- წლის 4 მაისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა, დაზარალებულს განუმარტა უფლებები და გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ადვოკატს გაუცვალა მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ-----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წელს წარმოებაში ჰქონდა მ-----–---–-----ის განცხადება, თ----- გ------–--ის მიერ თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. მის მიერ გამოკითხული იქნა მ-----–---–-----ი და მისი ოჯახის წევრები, ასევე თ----- გ------–---. შეადგინა თ----- გ------–---სთან სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რის შემდეგ პროკურორის მითითებით საქმე გაერთიანების მიზნით გადაიგზავნა გ-–-----------–-----ის სამმართველოში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მ---–--------------–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ი-–----------–---–ი არის მისი მეგობარი, რომელსაც იცნობს ბავშვობიდან. ასევე კარგად იცნობს ი-–----------–---–ის მეუღლეს - თ----- გ------–---ს, ისინი არიან მეზობლები ს------–--------ში. მათგან იცოდა, რომ თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილებაში. 2--- წლის ივლისის თვეში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, მათ სთხოვეს, რომ თ-----ს დახმარებოდა და როდესაც თ-----ის მძღოლს არ ეცლებოდა, მათი კუთვნილი ავტომანქანით „ტოიოტა“-ს მარკის სახ. ნომრით „I--------“ ეტარებინა სამსახურში, რადგან თ-----ი ორსულად იყო და ფეხით გადაადგილება უჭირდა, ხოლო ილ-----რ ჰქონდა მართვის მოწმობა. დათანხმდა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაახლოებით 5-ჯერ მოუწია თ-----ის ავტომანქანით მიყვან-მოყვანა. აღნიშნული ხდებოდა მაშინ, როდესაც არ ეცალა თ-----ის მძღოლს გ----------–---–ს, რომელსაც კარგად იცნობს, გაიცნო ი-–----------–---–--ან სახლში. თ----- გ------–--- რამდენჯერმე მიყვანილი ჰყავდა სასწავლებელში რუსთველის გამზირზე და წ-------–ის გამზირზე სს „ს----------–--------თან,“ სადაც შევიდა და მალევე გამოვიდა. ასევე თ-----თან ერთად ნამყოფია მხოლოდ ერთხელ საცხოვრებელი ბინის სანახავად, რომელიც თ-----ის განმარტებით იყო სს „ს----------–--------ის“ მიერ ამოღებული, ჩამორთმეული და ხდებოდა მისი გაყიდვა, რაც თ-----ს უნდა გაეკეთებინა. აღნიშნული ბინა ახსოვს, რომ მდებარეობდა დ------------ში ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტი მისამართი არ იცის და არ ახსოვს. აღნიშნული ბინის სანახავად როდესაც იყვნენ, თ-----თან ერთად იყო პიროვნება, როგორც ახსოვს მისი სახელი და გვარია - ხ-------–--–---–ი, რომლისთვისაც თ-----ს უნდა შეეძინა აღნიშნული ბინა. ამის გამო თ-----ი როგორც ახსოვს ორჯერ მიყვანილი ჰყავდა ხ-------–--–---–თან შესახვედრად ქ.თბილისში, გ-–------ „ა“ მ/რაიონში, სადაც ხ-------–--–---–მა თ-----ს გადასცა ფულადი თანხა, თუ რამდენი, არ იცის. ასევე ფულადი თანხა ერთხელ გადასცა ხ-------–--–---–ის სახელით ხვიჩას სიდედრმა ქალბატონმა, რომლის სახელი, როგორც ახსოვს, არის ელიზა. თ----- გ------–--ისაგან იცის, რომ ხ-------–--–---–ის სხვა ნათესავებსაც, რომელთა სახელი და გვარი არ ახსოვს, ჰქონდათ მისთვის ფულადი თანხები მიცემული და თ-----ს მათთვის უნდა შეეძინა საცხოვრებელი ბინები. თ-----ი რა თანამდებობაზე მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, არ იცის. რაც შეეხება ი-–----------–---–ს, მუშაობდა თუ არა სადმე, არ იცის. რამდენიმე თვეში გაიგო, რომ თ----- გ------–---ს სთხოვდნენ ფულად თანხებს უკან და უჩიოდნენ. სხვა რაიმე რა გააკეთა თ-----მა, ვის რამდენი ფულადი თანხა ჩამოართვა, სად წაიღო, არ იცის. მისთვის არაფერია ცნობილი ამის შესახებ. ი-–----------–---–ი არასოდეს უტარებია ავტომანქანით. თ-----ს ეხმარებოდა ი-–--- თხოვნით, რაიმე ანაზღაურება არ ჰქონია და ფულად თანხას არ აძლევდნენ, უბრალოდ მათივე ავტომანქანით დაახლოებით 5-ჯერ ჰყავდა წაყვანილი სხვადასხვა ადგილებში, ისიც იმ დროს, როდესაც გ----------–---–ს არ ეცალა. მისთვის ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს არაფერი არ გამოურთმევიათ და არც არაფერს არ დაპირებიან.

 

2--- წლის 5 ა--------ს თ----- გ------–---სა და დ---------–-–---–ს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებით დადგენილია, რომ დ---------–-–---–მა სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელს - თ----- გ------–---ს გადასცა 30 000 აშშ დოლარი, რომელიც თავის მხრივ თ-----მა გადასცა გ-------------------ს. აღნიშნული შეთანხმებით თ----- გ------–---მ აიღო ვალდებულება, რომ დ---------–-–---–ს დაეხმარებოდა ქ.თბილისი, ვ-–----–----–-ს მე-2 კვარტალში და ქ.თბილისი, ც--------------ნის ქუჩა N----ში მდებარე აუქციონზე გატანილი ბინების შეძენაში. სს „ს----------–--------მა“ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში დ---------–-–---–ს გადახდილ თანხას 30 000 აშშ დოლარის ოდენობით დაუბრუნებდა უკან უმოკლეს ვადაში.

 

თ----- გ------–--ის მიერ შედგენილი დასტურის ხელწერილით დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ში“ ნამდვილად იქნა შეტანილი დ---------–-–---–ის მიერ გადაცემული ოთხი ბინის საფასური 52 000 აშშ დოლარის ოდენობით. ბინის გადაფორმების შეფერხების მიზეზია ის გარემოება, რომ ყოფილი მეთვალყურე და ხელმძღვანელი - ნ-----–------------იძე უარს აცხადებდა ბინების გადაფორმებაზე, სამსახურეობრივი დაქვეითების გამო.

 

ბანკის გენერალური დირექტორის გ-------------------ის ოფიციალური განცხადებით დადგენილია, რომ ი-–----------–---–ის და დავით ივანიშვილის წინაშე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის დავითს გადასცემს 15 000 აშშ დოლარს. ბინები გადაუფორმდება 2--- წლის 27 ა--------დან - 2--- წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გადაუფორმებლობის შემთხვევაში ორი დღის ვადაში სრულად დაუბრუნებს თანხას, რომელიც დაემატება 30 000 აშშ დოლარს.

 

2--- წლის 25 მაისის საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ხ-------–--–---–მა მიუთითა თბილისი, დ----------------------------–-------–-----------------------ო, მე-3 სართულზე მდებარე N6--ე ბინაზე, რომელიც მდებარეობს კიბის უჯრედიდან ხელმარჯვნივ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდა თ----- გ------–---სთან ერთად. ის და თ----- გ------–--- შეთანხმდნენ, რომ როგორც სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილების თანამშრომელი, აღნიშნულ ბინას შეაძენინებდა იაფად, რის გამოც მან თ----- გ------–---ს გადასცა 11 000 აშშ დოლარი.

 

2--- წლის 25 მაისის საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე დ---------–-–---–მა მიუთითა ქ.თბილისი, ც---------------------ი N---, მ-------------–----------------- კიბის უჯრედიდან ხელმარცხნივ მდებარე ბინაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ბინაში იყო თ----- გ------–---სთან ერთად, რა დროსაც თ----- გ------–---მ უთხრა, რომ იყო სს „ს----------–--------ის“ პრობლემური განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის მეშვეობით აღნიშნულ ბინას შეაძენინებდა შეღავათიან ფასში. შემდეგ მივიდნენ ქ.თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზირი N----–-----ებარე კორპუსთან, ავიდნენ მე-7 სართულზე, სადაც დ---------–-–---–მა მიუთითა ლიფტის კაბინიდან ხელმარცხნივ არსებულ N30 ბინაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ბინაში იყო თ----- გ------–---სთან ერთად, რა დროსაც ის და თ-----ი შეთანხმდნენ, რომ როგორც პრობლემური განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შეაძენინებდა ბინას იაფად, რაც თ. გ------–---მ არ შეასრულა და თაღლითურად მოატყუა.

 

2--- წლის 7 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს VIII განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ი---------–----ის მიერ მოწმე ი---------–-–---–ის თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შეთანხმება ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ, რომელიც მისი განმარტებით გადასცა თ----- გ------–---მ. შეთანხმება შედგენილია ერთ თაბახის ფურცელზე, რომელზეც ქართული ასოებით ნაბეჭდი ფორმით წერია შემდეგი; „მე ლ--------------ა პ/ნ 0---------- ვადასტურებ, რომ ჩემს ბინას, მდებარე თბილისი, გლდანი, მ-----------------------------, ბინა N6-, მივყიდი თ----- გ------–---ს პ/ნ 0----------. ბინას არ ადევს ყადაღა და ბინის გადაფორმების შემდეგ არავითარი პრეტენზია არ მექნება, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. მე, თ-----ი გ------–--- პ/ნ 0---------- ვადასტურებ, რომ ბინას მდებარე ქ.თბილისი, გლდანი, მ-----------------------------, ბინა N6-, ვიყიდი ლ--------------ასაგან პ/ნ 0----------, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. აღნიშნული შეთანხმების ქვემოთ ლ--------------ას და თ----- გ------–---ს გაკეთებული აქვთ ხელმოწერები, ხოლო ხელომოწერების ქვემოთ დასმულია თარიღი 18.08.2--- წელი, რომლის ქვემოთ გაკეთებულია ხელნაწერი ქართული ასოებით და მოცემულია შემდეგი სახის ტექსტი; მე, თ----- გ------–--- ს----------–--------ის კრედიტ ოფიცერი ვადასტურებ, რომ ეს ბინა უპრობლემოდ გადაეცემა ბატონ ი---------–-–---–ს და არანაირი პრობლემას არ შეუქმნიან ყოფილი მფლობელები. ბინა გაყიდულია 18.08.2---. ამის ქვემოთ არის ასევე ქართული ასოებით შესრულებული განსხვავებული ხელნაწერი, სადაც წერია შემდეგი; ყიდვა გაყიდვა გაფორმდა როგორც ს----------–--------ის წარმომადგენელზე ბანკიდან თ----- გ------–---ზე ბინას გადაუფორმებს ქალბატონი ლ------------ია. აღნიშნული ტექსტის დასრულების შემდეგ გაკეთებულია ხელმოწერა გ. ბ----------ი. აღნიშნული დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.

 

2--- წლის 18 ა--------ს შეთანხმებით დადგენილია, რომ ლ--------------ა (პ/ნ 6----------) ადასტურებს, რომ მის ბინას, მდებარე თბილისი, გლდანი, მ--------------------, ბინა 6- მიყიდის თ-----ი გ------–---ს (პ/ნ 0----------). ბინას არ ადევს ყადაღა და ბინის გადაფორმების შემდეგ არავითარი პრეტენზია არ ექნება, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. თ-----ი გ------–--- (პ/ნ 0----------) ადასტურებს, რომ ბინას, მდებარე თბილისი, გლდანი, მ--------------------, ბინა 6-, იყიდის ლ--------------ასგან (პ/ნ 0----------), რასაც ადასტურებს ხელმოწერით. აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელით მიწერილია, რომ თ----- გ------–---, როგორც სს „ს----------–--------ის“ კრედიტოფიცერი, ადასტურებს, რომ აღნიშნული ბინა უპრობლემოდ გადაეცემა ი---------–-–---–ს და არანაირი პრობლემას არ შეუქმნიან ყოფილი მფლობელები. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ბინა გაფორმდება თ----- გ------–---ზე, როგორც სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელზე, რომელიც თავის მხრივ გადაუფორმებს ლ------------იას.

 

2--- წლის 7 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს VIII განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი---------–----ის მიერ მოწმე ი---------–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ლაზერული დისკი, მასზე ჩაწერილი ფულადი თანხის გადაცემის ამსახველი ფაილით. ვიდეო ფაილის ჩანაწერის მთლიანი დრო შეადგენს 02:26 წუთს. ფაილის გახსნისას ჩანაწერში ჩანს ავტომანქანა „მერსედესის“ შიდა სალონი, რომელიც არის ტყავის, მოყავისფრო ფერის. მანქანის საჭე არის მარცხენა მხარეს. წინა მარცხენა სავარძელზე ზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია მწვანე ფერის მაისური, ჯინსის შარვალი, ხოლო თავზე უკეთია მზის სათვალე. დათვალიერებაში მონაწილე ი---------–-–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი, რომელიც ზის საჭესთან, არის გ---------–---–ი. წინა მარჯვენა სავარძელზე ზის ქალბატონი, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ზედა მაისური გაფორმებული თეთრი ფერის კოპლებით, რომელიც არის თ----- გ------–---. უკანა სავარძელზე მარცხენა მხარეს ზის თავად ი---------–-–---–ი, ხოლო ამავე სავარძელზე მარჯვენა მხარეს მისი ბიძაშვილი - ბ-------------–-–---–ი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ვიდეო გადაღებას თ----- გ------–--ის თანხმობით. ჩანაწერში თ----- გ------–--- ესაუბრება ი---------–-–---–ს შემდეგი სიტყვებით: „როგორც გითხარი ხვალისთვის ბინას გაჩვენებ და საბუთებსაც მოგიტან“. ამის შემდეგ თ----- გ------–--- კითხვით მიმართავს ვიდეოგადამღებ პირს „დავიწყო?“, ხოლო ი---------–-–---–ი კითხვით მიმართავს თავის ბიძაშვილს ბ--------–-–ილს „იღებს?“, ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებს, რის შემდეგ თ----- გ------–--- ვიდეოჩანაწერში საუბრობს შემდეგი სიტყვებით: „მოგესალმებით მე ვარ თ----- გ------–---, ვმუშობ „ს----------–--------ის“ პრობლემატურ განყოფილებაში, კერძოდ: გ--------------------ში, ჩემი ხელმძღვენელი არის გ-------------------ი, მე ახლა ამ თანხას ვართმევ ს---------–-–---–ს, ი---------–-–---–ს, რომელიც უნდა მიუტანო გ-------------------ს ს----------–--------ში.“ აღნიშნულის შემდგომ, საუბარს იწყებს ი---------–-–---–ი შემდეგი სიტყვებით“ კარგი ჩემო კარგო, მე ახლა გაძლევ ბინის თაობაზე 4 600 დოლარს“. საუბარში ერთვება თ----- გ------–--- და საუბრობს, რომ ბინის ღირებულება შეადგენს 10 090 აშშ დოლარს. ი---------–-–---–ი აგრძელებს საუბარს და ეუბნება თ----- გ------–---ს, რომ წინასწარ ე.წ. „ბეს“ სახით აძლევს აღნიშნულ თანხას - 4 600 აშშ დოლარს, რის შემდეგ ი---------–-–---–ი იწყებს უკანა სავარძელზე ფულადი თანხის დათვლას. დათვალიერებაში მონაწილე ი---------–-–---–ის განმარტებით, იგი უკანა სავარძელზე ითვლიდა 4 600 აშშ დოლარის ოდენობის ფულად თანხას. თანხის დათვლის შემდეგ, ი---------–-–---–ი გადასცემს თანხას თ----- გ------–---ს და ეუბნება, რომ თავადაც დაითვალოს ფულადი თანხა, რის შემდეგ თ----- გ------–--- ითვლის ფულად თანხას. ფულადი თანხის დათვლის შემდეგ, თ----- გ------–--- საუბრობს, რომ მან ჩაიბარა 4600 აშშ დოლარის ფულადი თანხა, რომელიც მას მიაქვს გ-------------------თან, რომელიც არის სს „ს----------–--------ის“ გენერალური მენეჯერი.

 

2--- წლის 25 მაისის საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ი---------–-–---–მა მიუთითა გ-–---------------- მდებარე მ-------------–------ სადარბაზო მე-3 სართული კიბის უჯრედიდან ხელმარჯვნივ არსებულ რკინის კარზე ბინა N6--ზე. ი---------–-–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდა თ----- გ------–---სთან ერთად, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ბინას აყიდინებდა იაფად, ვინაიდან ბინას ყიდდა სს „ს----------–--------ი.“ თ----- გ------–---ს ი---------–-–---–მა გადასცა 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თ----- გ------–---მ მოატყუა.

 

2--- წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს VIII განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი---------–----ის მიერ მოწმე ლ--------------ას მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი 1. შეთანხმება ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ; 2. შეთანხმების გაუქმების ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ შეთანხებები ორ თაბახის ფურცელზე. შეთანხმებაში დაბეჭდილი ქართული ასოებით მითითებულია, შემდეგი; „მე ლ--------------ა პ/ნ 0---------- ვადასტურებ, რომ ჩემს ბინას, მდებარე მისამართზე, თბილისი, გლდანი, მ-----------------------------, ბინა N6-, მივყიდი თ----- გ------–---ს პ/ნ 0----------. ამ ბინას არ ადევს ყადაღა და ბინის გადაფორმების შემდეგ პრეტენზია არ მექნება, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. მე, თ-----ი გ------–--- პ/ნ 0---------- ვადასტურებ, რომ ბინას, მდებარე მისამართზე: თბილისი, გლდანი, მ-----------------------------, ბინა N6-, ვიყიდი ლ--------------ასაგან პ/ნ 0----------, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. აღნიშნული შეთანხმების ქვემოთ ლ--------------ას და თ----- გ------–---ს გაკეთებული აქვთ ხელმოწერები, ხოლო ხელმოწერების ქვემოთ დასმულია თარიღი 18.08.2--- წელი. აღნიშნული დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. მეორე თაბახის ფურცელზე ქართული ასოებით ხელნაწერის სახით წერია შემდეგი: გაკეთებული ხელშეკრულების გაუქმება „მე თ----- გ------–--- პ/ნ (0----------) გარკვეული პრობლემების გამო ვეღარ ვახერხებ ამ ბინის ქალბატონ ლ--------------ასაგან პ/ნ 1--------- შეძენას, გთხოვთ გააუქმოთ 26.08.2--- წ. შედგენილი დოკუმენტი, ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ლ-----მ უხერხული სიტუაციის გამო, მე არანაირი პრეტენზიას არ ვაცხადებ ბინაზე. აღნიშნულს ხელმოწერით ადასტურებს თ----- გ------–--- და ლ--------------ა. აღნიშნულ ხელნაწერზე ლ--------------ამ განმარტა, რომ იგი დაწერილია თ----- გ------–--ის ხელით. აღნიშნული დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.

 

ზემოთმითითებულ დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები ასახულია საქმეში წარმოდგენილ 2--- წლის 18 ა--------ს შეთანხმებასა და 2--- წლის 26 ა--------ს ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დოკუმენტში.

 

2--- წლის 18 მაისის სს „ს----------–--------ის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ა-–-------------------–--ის მომართვით დადგენილია, რომ თ-----ი გ------–---ს (დაბ. 0--------- წელი, პ/ნ 0----------) და ნ-----–------------იძეს სს „ს----------–--------ში“ არასოდეს უმუშავიათ. ხოლო გ-------------------ის შესახებ მოითხოვეს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

 

2--- წლის 29 ივლისის სს „ს----------–--------ის“ იურიდიული დეპრტამენტის დირექტორის ა-–-------------------–--ის მომართვით დადგენილია, რომ ე-–------–-------ე სს ,,ს----------–--------ში“ არ მუშაობდა, ხოლო გ-------------------ი (პ/ნ 0---------) მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, თუმცა არა პრობლემურ დეპარტამენტში, არამედ სხვა თანამდებობაზე. რაც შეეხება თანდართულ ფურცელზე დასმულ შტამპებს, მათთვის უცნობია წინამდებარე შტამპები წარმოადგენს თუ არა სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილს, ვინაიდან შტამპის დამზადება-გასაღება არ არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა. შესაბამისად, ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა დაამზადოს შტამპი, თუმცა შტამპი ნომრით N-- დამზადებულია 2011 წლის 25 მარტს და გადაეცა სს „ს----------–--------ის“ N1---ე სერვისცენტრს.

 

2--- წლის 15 სექტემბერს დამოწმებული ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტით დასტურდება, რომ თ----- გ------–--- პრობლემების გამო ვეღარ ახერხებს ლ------------იასგან ბინის შეძენას და ითხოვს ხელშეკრულების გაუქმებას. თ----- გ------–--ის განმარტებით, არანაირ პრეტენზიას არ აცხადებს აღნიშნულ ბინაზე.

 

2--- წლის 26 ა--------ს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ-----------–------------ში მდებარე შპს „მ--------–ის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ერთ ცალ თაბახის ფურცელზე, რომლებზეც ასახულია სიმ ბარათის ნომრების შესახებ ინფორმაცია კერძოდ: 5--------------------------------------- მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები, კერძოდ: აღნიშნული ნომრები ეკუთვნით თ----- გ------–---ს 5--------------------------------------------------------------ს 5-------1---.

 

2--- წლის 23 აგვსიტოს შპს მ--------–ის უ------------------------რის ხელმძღვანელის ლ----------ის მომართვით დადგენილია, რომ ტელეფონის ნომრები: 5----------------------------------------- ეკუთვნის თ----- გ------–---ს, დაბ: 0------- მცხ: (მისამართის გარეშე), ტელეფონის ნომერი: 5-------1-15 ეკუთვნის მ--------------ეს, დაბ: 0------- (მისამართის გარეშე), ხოლო ტელეფონის ნომერი 5-------1--- ეკუთვნის კ-----------------ს, დაბ. 1------- (მისამართის გარეშე).

 

2--- წლის 26 ა--------ს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ა-–------–-----------------------ში მდებარე კომპანია შპს „მ----------ს“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ერთ ცალ თაბახის ფურცელზე, რომელზეც დატანილია სიმ ბარათის ნომრები 5--------------------------------------- და აღნიშნული სიმ ბარათის ნომრებზე გაფორმებული დემოგრაფიული მონაცემები, კერძოდ: სიმბარათის ნომრის 5----------------–-----–-----------------–------------------------–--------–---------------------------------------------ა. სიმბარათის ნომერის 5----------- მფლობელია ი-–----------–---–ი პ/ნ 2----------- მცხ: კ----, სოფელი ა------ი; სიმ ბარათის ნომრის 5----------- მფლობელია ქ------------–--ე პ/ნნ 0----------, მცხ: თ----, მ------------------------–---------------------------ში, ხოლო 5----------3 სიმბარათის ნომერზე მითითებულია, რომ 2--- წლის 26 მარტის შემდეგ აღნიშნული ნომერი არ ფუნქციონირებს.

 

2--- წლის 26 ა--------ს შპს „მ----------დან გადმოგზავნილი მომართვით დადგენილია, რომ ტელეფონის ნომერი 5----------------------------–-----------------–-----------------------------–-------------------------------------------------–--------------------------------------------–-----–----------–---–-----------------------------------------–----------------------------------------------–----------------–-----------------------------------------------------------------------------–-------------------------------- წლის 26 მარტის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

 

2--- წლის 4 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ის“ ოფისიდან გამოთხოვილი იქნა გ-------------------ის პ/ნ 0---------1, დაბ. 08.12.19--წ. მიერ დაკავებული თანამდებობის და სს „ს----------–--------ში“ მუშაობის პერიოდის შესახებ ინფორმაცია.

 

2--- წლის 4 ნოემბერის სს „ს----------–--------ის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის იურისტის ლ-–-----------–--ის მომართვით დადგენილია, რომ გ-------------------ი (პირადი N 0---------1; დაბ. 08.12.1--- წელი) 2011 წლის 30 ივნისიდან - 2013 წლის 15 მაისამდე მუშაობდა სს „ს----------–--------ში“ კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დაკრედიტების ანალიტიკოსის თანამდებობაზე და მუშაობის პერიოდში თანამდებობა არ შეუცვლია.

 

2--- წლის 7 სექტემბრის ყიდვა გაყიდვის დოკუმენტით დადგენილია, რომ გენერალური მენეჯერი ოფიციალურად ადასტურებს, რომ გაიყიდა აუქციონის წესით ბინა, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, გ-–---------------- 31 კორპ. I-------------------------------–ი, ბინა N6-. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს გ-------------------ი და ლ------------ია.

 

2--- წლის 2----------ის გრაფიკული და დოკუმენტების N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ორმხრივი შეთანხმება მე თ----- გ------–--- პირადი ნომერი ... „ და მთავრდება სიტყვებით უკლებლივ დაებრუნებინა გადახდილი თანხა „და ტექსტის ბოლოს არსებული ჩანაწერი თ----- გ------–--- „ (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1-------- ); გამოსაკვლევი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ მე თ----- გ------–--- ს----------–--------ის ... „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... ბინა გაყიდულია, 18.08.2--- " (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომერი 1--------) და ზედა მარჯვენა მხარეს არსებული ჩანაწერი „თ----- გ------–--- გამოსაკვლევი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე დ-----------------------–-–---–მა ... „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... უმოკლეს ვადაში. დ---------–-–---–ი „( დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1--------); გამოსაკვლევი ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ყიდვა - გაყიდვა გაფორმდა ... „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... ქალბ. ლ------------ია გ. ბ----------ი „ ( დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1-------- გამოსაკვლევი ხელნაწერის, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე თ----- გ------–--- ს----------–--------ის. .. „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... ბინა გაყიდულია 18.18.2--- (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1--------. ზედა მარცხენა მხარეს არსებული ჩანაწერი „ლ--------------ა“, გადატანილია არა ასლის გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით, გადახატვის გზით, ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ შესრულებულია საწერი საშუალების დოკუმენტებზე უშუალო შეხებით. ზემომითითებული ხელნაწერები და ხელმოწერები არ არის შესრულებული მარცხენა ან განგებ დამახინჯებული ხელით. ზემომითითებულ გამოსაკვლევ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები - ასოითი ჩანაწერის სახით: ,,ლ--------------ა „„ თ----- გ------–---, „„ დ---------–-–---–ი და „გ. ბ----------ი“ შესრულებულია სხვადასხვა პირთა მიერ. ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „მყიდველი თუ არ დაემორჩილება ... „ და მთავრდება სიტყვებით: „... ვერც გადაიფორმებთ“ ხელნაწერი, რომლის ზედა ნაწილში არის წარწერა: „ყიდვა - გაყიდვის ოფიციალური დასტური ,,; ხელნაწერი, რომლის ზედა ნაწილში არის წარწერა: „ დასტური „; ხელნაწერი, რომლის ზედა ნაწილში არის წარწერა: „ოფიციალური განცხადება „„; ხელნაწერი, რომლის ზედა ნაწილში არის წარწერა: „მინდობილობა „წარმოადგენს ქსეროასლებს, რომელთა შემდგომი შედარებითი გამოკვლევა, პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის მათ ხელთ არ არსებობის გამო. ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ორმხრივი შეთანხმება მე თ----- გ------–--- პირადი ნომერი... და მთავრდება სიტყვებით: „ . . . უკლებლივ დაებრუნებინა გადახდილი თანხა „ და ტექსტის ბოლოს არსებული ჩანაწერი თ----- გ------–--- „ ( დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით 1--------); ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ მე თ----- გ------–--- ს----------–--------ის ... „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... ბინა გაყიდულია 18.08.2--- (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1-------- და ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ჩანაწერი „თ----- გ------–---“ შესრულებულია თ----- გ------–--ის მიერ. ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე დ-----------------------–-–---–მა ... „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... უმოკლეს ვადაში. დ---------–-–---–ი, (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1-------- შესრულებულია არა თ----- გ------–--ის, ი-–----------–---–ის, ნ---- მ-----ის, ნ----–ი მ------–---–ის, თ----- მ------–---–ის, ე-–-----------ის ან ლ--–------–---–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ. ხელნაწერი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ ყიდვა - გაყიდვა გაფორმდა. . „ და მთავრდება სიტყვებით: „ ... ქალბ. ლ------------ია გ. ბ----------ი „ (დოკუმენტის უკანა მხარეს არის სანოტარო აქტი, რეგისტრაციის ნომრით: 1--------) და ზედა მარცხენა მხარეს არსებული ჩანაწერი: „ ლ--------------ა „შესრულებულია არა თ----- გ------–--ის, ი-–----------–---–ის, ნ---- მ-----ის, ნ----–ი მ------–---–ის, თ----- მ------–---–ის, ე-–-----------ის ან ლ--–------–---–---–ის, არამედ სხვა პირების მიერ. დადგენა საკითხისა: ორმხრივი შეთანხმებაზე არსებული ხელმოწერა (მოკლე ტრანსკრიფციით) თ----- გ------–--ისა და დ---------–-–---–ის სახელით - არის თუ არა შესრულებული ერთი და იმავე პირის მიერ, შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო. ორმხრივ შეთანხმებაზე არსებული ხელმოწერა თ----- გ------–--ის სახელით შესრულებულია თ----- გ------–--ის მიერ. ამავე დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა დ---------–-–---–ის სახელით შესრულებულია დ---------–-–---–ის მიერ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------–---–მა.

 

ყიდვა გაყიდვის ოფიციალური დასტურით დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ის“ გენერალური მენეჯერი ადასტურებს, რომ კ------------ემ სს ს----------–--------ისგან თ----- გ------–---, ი-–----------–---–ის რეკომენდაციით შეიძინა ორი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა 1800 აშშ დოლარად. ავტომანქანები გადაყვანილია სს „ს----------–--------ის“ სპეციალურ ავტოსადგომზე. ავტომანქანების გაფორება შესაძლებელია მხოლოდ თ----- გ------–----მ------–---–ის დასტურით კ------------ეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანებს ვერ გაიფორმებს. ავტომანქანებს გაუფორმებს სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელი ნ------------ი, რომელიც დახვდება რუსთავში, მის დაუკითხავად ავტომანქანას ვერავინ გაუფორმებს. მყიდველი თუკი არ დაემორჩილება ზემოთხსენებულ პირობებს, ეს საბუთი შევა ოფიციალურად ძალაში და გაუქმდება ავტომატურად მანქანის ყიდვის საბუთი. მყიდველს ეკრძალება ამ ორი ადამიანის გარეშე რაიმე ნაბიჯის ან მოქმედების გადადგმა შესრულება. პირობის დარღვევის შემთხვევაში ატომანქანა გადადის ბანკის საკუთრებაში, ხოლო მყიდველს უბრუნდება გადახდილი თანხა და ეკისრება 500 აშშ დოლარი ჯარიმა დაუმორჩილებლობის გამო.

 

თ----- გ------–--ის მიერ გაცემული მინდობილობით დადგენილია, რომ თ----- გ------–----მ------–---–ი სრულ უფლებას აძლევს კ------------ეს მის განკარგულებაში მყოფი ორი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა გაიფორმოს, გაყიდოს, გაასხვისოს. ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეიქმნება აღნიშნულ ავტომანქანებთან დაკავშირებით.

2--- წლის 21 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს VIII განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ი---------–----ის მიერ მოწმე ე-–-----------ის მონაწილეობით დათვალირებული იქნა მის მიერ წარდგენილი ხელნაწერი სათაურით მინდობილობა, ხელნაწერი სათაურით ყიდვა გაყიდვის დასტური და ფულადი თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი სამი ქვითარი. ე-–-----------ის განმარტებით, ხელნაწერი ტექსტები მას გადასცა თ----- გ------–---მ, ხოლო ქვითრები წარმოადგენს იმის დასტურს, რომ მან ფულადი თანხა გადაურიცხა მოთხოვნის თანახმად თ----- გ------–---ს. ხელნაწერი ტექსტი სათაურით მინდობილობა შესრულებულია თაბახის ფურცელზე, შედგენილია ქართულ ენაზე შავი ფერის საწერი კალმით, აღნიშნულ თაბახის ფურცელზე თავზე წერია მინდობილობა, რის შემდეგაც მოცემულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: „მე თ----- გ------–--- მ------–---–ი პ/ნ 0---------- სრულ უფლებას ვაძლევ კ------------ეს ჩემს კარგულებაში მყოფი 2 „BMW“-ს მარკის მანქანა გაიფორმოს, გაყიდოს, გაასხვისოს. ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არ შეექმნება არანაირი პრობლემა ამ მანქანებთან დაკავშირებით“. ამის შემდეგ გაკეთებულია ხელმოწერა და დასმულია შავი ფერის ბეჭედი, რომელსაც აწერია ს----------–--------ი, „B--------------“ საოპერაციო სალარო „B-------“ და ციფრები ,,1---“. ბეჭედზე გამოსახულია ს----------–--------ის გერბი. მეორე ხელნაწერი ტექსტი შედგენილია ორ თაბახის ფურცელზე ქართული ასოებით შავი ფერის კალმით, თავზე აწერია ყიდვა-გაყიდვის ოფიციალური დასტური: „მე, გ-------------------ი სს „ს----------–--------ის“ გენერალური მენეჯერი ოფიციალურად ვადასტურებ, რომ ბანკიდან კ------------ემ თ----- გ------–----მ------–---–ის რეკომენდაციით იყიდა ორი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა 1800 აშშ დოლარად. მანქანები გადაყვანილია რუსთავში ს----------–--------ის სპეციალურ სადგომზე, მანქანის გადაფორმება შეუძლია მხოლოდ თ----- გ------–----მ------–---–ის დასტურით კ------------ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანებს ვერ გადაიფორმებს. მანქანას უფორმებს მათი წარმომადგენელი, რომელიც დახვდება რუსთავში ეს გახლავთ ნ------------ი, მის დაუკითხვად მანქანას ვერავინ გააფორმებს. მყიდველი თუ არ დაემორჩილება ზემოთხსენებულ პირობებს, ეს საბუთი შევა ოფიციალურად ძალაში და გაუქმდება ავტომატურად მანქანის ყიდვის საბუთი, მყიდველს ეკრძალება ამ ორი ადამიანის გარეშე რაიმე ნაბიჯის ან მოქმედების შესრულება. პირობის დარღვევის შემთხვევაში მანქანა გადადის ბანკის საკუთრებაში, მყიდველს უბრუნდება გადახდილი თანხა, დაეკისრება 500 აშშ დოლარი ჯარიმა დაუმორჩილებლობის გამო“. ხელნაწერის ბოლოს გაკეთებულია ხელმოწერა, რომელზეც იკითხება ,,გ. ბ----------ი“ და დასმულია შავი ფერის ბეჭედი, რომელსაც აწერია ს----------–--------ი, „B--------------“ საოპერაციო სალარო „B-------“ და ციფრები ,,1---“. ბეჭედზე გამოსახულია ს----------–--------ის გერბი, რომლის ზემოთ ასევე ხელნაწერი ტექსტით შესრულებულია შემდეგი, ,,გადაფორმების დროზე, თარიღზე უთანხმდებით ბატონ ნ------------ს, მისი ნებართვის გარეშე მანქანებს ვერავინ ვერ გადააფორმებთ. ე-–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ხელნაწერი ტექსტები მას გადასცა თ----- გ------–---მ, რომელმაც უთხრა, რომ მანქანებს გაუფორმებდა და მისცემდა მის ძმას. ამის შემდეგ დათვალიერებული იქნა ე-–-----------ის მიერ წარდგენილი სამი ცალი ფულადი თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. 1. ქვითარი წარმოადგენს თაბახის ფურცლის ნახევარს, რომელზეც ქართული დაბეჭდილი ასოებით შესრულებულია შემდეგი ტექსტი: ოპერაციის თარიღი 14/12/2---, ვალუტირების თარიღი 15/10/2---, სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს ,,ს----------–--------ი“ მიმღები თ----- გ------–--- მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი; 40----------. გადამხდელი ე-–-----------ე, თანხა 100.00 GEL, ცენტრალური ფილიალი კოდი: B-------, დებეტი 1-----1-------------, კრედიტი G---------------------. ქვითარზე დასმულია ს----------–--------ის ლურჯი ფერის ბეჭედი წარწერით ს----------–--------ი, „B--------------“ საოპერაციო სალარო B-------, ბეჭედზე გამოსახულია ს----------–--------ის გერბი. გერბის ქვემოთ მითითებულია რიცხვები 729, ქვითარს აქვს ხელმოწერა ე. კ------ე. 2. ქვითარიც წარმოადგენს ასევე თაბახის ფურცლის ნახევარს, რომელზეც ქართული დაბეჭდილი ასოებით შესრულებულია შემდეგი ტექსტი: ოპერაციის თარიღი 17/09/2---, ვალუტირების თარიღი 17/09/2---, სალაროს შემოსავლის ორდერი N--------, სს ,,ს----------–--------ი“ მიმღები ი-–----------–---–ი მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 2----------. გადამხდელი ე-–-----------ე, თანხა 200.00 GEL ცენტრალური ფილიალი კოდი: B-------, დებეტი 1-----12----------00, კრედიტი G---------------------. ქვითარზე დასმულია ს----------–--------ის ლურჯი ფერის ბეჭედი წარწერით ს----------–--------ი, „B--------------“ საოპერაციო სალარო B-------, ბეჭედზე გამოსახულია ს----------–--------ის გერბი, სადაც მითითებულია ციფრები; 1429, ქვითარს აქვს ხელმოწერა ე. კ------ე. 3. ქვითარი წარმოადგენს ასევე თაბახის ფურცლის ნახევარს, რომელზეც ქართული დაბეჭდილი ასოებით შესრულებულია შემდეგი ტექსტი: ოპერაციის თარიღი 09/09/2---, ვალუტირების თარიღი 09/09/2---, სალაროს შემოსავლის ორდერი N4------, სს „ს----------–--------ი“ მიმღები ი-–----------–---–ი მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 2----------. გადამხდელი ე-–-----------ე, თანხა 200.00 GEL ცენტრალური ფილიალი კოდი: B-------, დებეტი 1-----12----------00, კრედიტი G---------------------. ქვითარზე დასმულია ს----------–--------ის ლურჯი ფერის ბეჭედი წარწერით ს----------–--------ი, „B--------------“ საოპერაციო სალარო B-------, ბეჭედზე გამოსახულია ს----------–--------ის გერბი, სადაც მითითებულია ციფრები; 87-, ქვითარს აქვს ხელმოწერა ე. კ------ე. აღნიშნულ ქვითრებზე მოწმე ე-–-----------ემ განმარტა, რომ როდესაც ფულად თანხას ურიცხავდა თ----- გ------–---ს, მას თანხის გადარიცხვის ქვითრების მხოლოდ ნაწილი აქვს შენახული, ასევე განმარტა, რომ თ-----ის თხოვნით ის თ-----ის მეუღლის ი-–----------–---–ის ანგარიშზე რიცხავდა ფულად თანხას.

 

2014 წლის 14 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დადგენილია, რომ ე-–-----------ემ თ----- გ------–---ს გადაურიცხა 100 ლარი. 2--- წლის 17 სექტემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დადგენილია, რომ ე-–-----------ემ ი-–----------–---–ს გადაურიცხა 200 ლარი, 2--- წლის 19 სექტმბრის სალაროს შემოსავლის ორდერით დადგენილია, რომ ე-–-----------ემ ი-–----------–---–ს გადაურიცხა 200 ლარი.

 

2--- წლის 21 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს VIII განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ი---------–----ის მიერ მოწმე ე-–-----------ის მონაწილეობით დათვალირებული იქნა მის მიერ წარდგენილი „ნოკიას“ ფირმის მ/ტელეფონი, მასში არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები თ----- გ------–---სთან. მ/ტელეფონი არის შავი ფერის, „ნოკიას“ ფირმის, მასში გაქტიურებულია სიმ ბარათი ნომრით 5-----------, იმეი კოდით 3--------------. ტელეფონის ჩართვის შემდეგ შევიდნენ შეტყობინებების ფაილში, სადაც არის მიწერ-მოწერა მ/ტელეფონის ნომერთან 5-----------, აღნიშნული ნომერი მ/ტელეფონში შეყვანილია სახელი ,,-------- შეტყობინების გახსნისას შემდეგ იკითხება შემდეგ ლათინური ასოებით შესრულებულ ქართული შინაარსის ტექსტებს. ,,თ---- გახდა ხუთის ნახევარი, სად ხარ? აღარ შემიძლია ფეხზე დგომა.“ თ-----„დედაჩემი მოვიდეს ჩამოვედი ნახევრამდე და ვეგარ მოვდივარ მეტს გგონიათ გეხუმრებით, რომ გეუბნებით ცუდად ვარო მოვიდეს დედაჩემი და მივცემ საბუთებს და მოგცემთ.“ „საბუთები, რომ მომცე დღეს გამოვიყვან მანქანებს? დაგვიანებული არ იქნება? სად ცხოვრობ მოვალ და საბუთები მომეცი“ თ---- „გამოვა დედაჩემი და საბუთებს გამოგიტანთ ცოტა ხანში დაელოდეთ დავურეკავო.“ „ხუთი საათია აქ ვდგევარ და კიდე მეუბნები დამელოდეოო თუ პატარა ბავშვი ვარ შენი ესე, რომ მატყუებ.“ „ნაძალადევზე ამოდით.“ „ნაძალადევზე შენ ხარ?“ „ამოვედი ტელეფონს არავინ იღებთ რა ხდება?“ „დავურეკავ მოიცადეთ.“ „ისევ მატყუებ ვსიო მორჩა წერეთელზე მივდივარ პოლიციაში და საჩივარს დავწერ.“ „გეყოთ ეგ მუქარა მოგცემთ საბუთებს და გაიყვანეთ მანქანები.“ „სავადმყოფოში წაიყვანეს, ცუდად ვარ, დილამდე მოიცადეთ მართლა მაქ ეგ საბუთები და მოგცემთ.“ „ვსიო მორჩა ყველაფერი, აღარაფერი აღარ მაინტერესებს საჩვარს ვწერთ პოლიციაში, შენ მანქანის საბუთები რომ გქონდეს, მომცემდი დგეს და იტყუები.“ „გთხოვთ დილამდე მოიცადეთ, მოითმინეთ ჩემი შვილის ხათრით, ამდენი წლის მეგობრობის ხათრით არ გაგიცრუებთ ხვალ იმედს, სულ რომ ვკვდებოდე, ხვალ მაგ საბუთებს მოგცემთ, ცუდად გავხდი, გადასხმები გამიკეთეს, ხვალ ამოდით ჯავის ქუჩაზე მესამე შესახვევი 10 ნომერი და მოგცემთ მაგ საბუთებს.“ „არ მაინტერესებს მივდივარ შენთან სოფელში ა------ში სულ რომ ვკვდებოდე.“ „არ გატყუებთ დილამდე მოითმინეთ თუ არ მოგცემთ საბუთებს მიდით მერე ი-–---თან, გთხოვთ შვილის ხათრით გევედრებით.“ „თუ გინდა გავჩერდე, აიგე საბუთები დაჯექი ტაქსში და წამოდი, მთელი დღე რომ გვალოდინებ, მოიტანე თუ არადა მივდივარ.“ „საავადმყოფოში ვარ, როგორ მოვიტანო, დილამდე გთხოვ დროს, მეტს ხომ არა.“ აღნიშნული მიმოწერა შედგა 24.10.2--- წელს. შემდეგი შეტყობინებები იწყება 26.10.2--- „თ---- მე რომ წავიდე რუსთავში, იქ იქნება ვინმე ის ბიჭი, ეგ ხომ მანდ მუშაობს.“ „არ დაურეკია, მოიცა დავრეკავ ბანკში იქ თუ არის და გეტყვი.“ „რა ქენი თ---- ვერ გაიგე?.“ „არ მაქვს ანგარიშზე და ვერ დავრეკე.“ „უკვე სამი საათი გავიდა და გამაგებინე რა ხდება?“ შემდეგი შეტყობინებები იწყება 28.10.2--- წელს „ დგეს ხო უეჭველი გამოგვყავს მანქანა, თუ მანქანს არ გამოვიყვანთ დგეს, მერე უკვე მართლა არავის ჭკუაზე არ ვივლი.“ „გარკვევით ვუთხარი დედაშენს, რომ მანქანების საქმე აღარ გამოდის და ფულს ჩავარიცხინებ უკან და მე თვითონ ვუჩივივარ ბანკს და იმის თქმა გამუდმებით ი-–--- ვეტყვიო კაი დავიგალე ძაან ამ საქმით, რაც შემიძლია გვერდში გიდგევართ, ილის უთხარით თუ გინდათ მამის სიკვდილი გადავიტანე და ი-–--- დაკარგვასაც გადავიტან, ჩემი შვილი დარჩება უმამოდ, თორე სხვა არაფერი.“ „მე ილია ვახსენე? ან შენი შვილი? ღმერთმა კარგად გიმყოფოს ეგენი, უბრალოდ მეც ადამიანი ვარ და მოთმინება ამომეწურა. შემდეგი შეტყობინებები არის 29.10.2--- წელს, „ერთი გამაგებინე რა ხდება? ჯერ შენთან უნდა მოეყვანათ მანქანა და ეხლა ის არ იცი სად დგას?“ „ნახევარ საათში დაგირეკავ.“ „კაი გელოდები.“ „ერთი საათი გავიდა და რა ხდება სად ხარ? „ „ერთი წუთით და დაგირეკავ რაა.“ შემდეგი შეტყობინებები არის 08.11.2--- წლის. „გახდა შუაღამე, როდისღა უნდა წავიდე და მოვიყვანო ის ოხერი მანქანა ვეღარ გავიგე რა ხდება მითხარი სად არის დედაშენი მივალ და გამოვართმევ გასაგებს დავიგალე უკვე.“ „გავიგე ხომ გითხარი გლდანშია თქო და მოგწერო დედაჩემის ნომერი? წამოვალ და წამოგიყვან ამ BMW-ს თუ გინდა რამეს ვიზამ ჩემით, ორსულად ვარ და მიჭირს მარშუტკით მგზავრობა. მოვაგვარო ეს პრობლემა და ჩაგაბარებ ჩემით ამ მანქანას ვატყობ კიდევ გგონია, რომ გატყუებ.“ „დედაშენს საბუთები თან აქვს? მივალ გლდანში თუა და გამოვართმევ.“ „სახლში დავტოვე დილას მანქანის გასაგები, ნომერი და ტექ. პასპორტი, ვუთხარი წამოეღო და აბა დავურეკავ ერთი.“ „მითხარი სად ხარ დავიღალე უკვე მოვიდავარ სად ხარ შენ? დავიღალე შენი ფოკუზებით მოვდივარ მანქანის წამოსაყვანად, ეხლა უნდა მოიყვანონ BMW და დაგირეკავ.“ თბილისში ვტოვებ დაგირეკავ და წამოიყვანე სხვისი არაფერი არ მინდა, მოიყვანეს BMW საჭმელს შევჭამ, მოდი და წაიყვანე.“

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ: დ---------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მისი დედა და ი-–----------–---–ის დედა წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და ენდობოდა მას, რის გამოც ენდო თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს და გადასცა ფულადი თანხა 31 000 აშშ დოლარის ოდენობით ბინების შეძენის სანაცვლოდ, თუმცა ბინა არ მიუღია. როდესაც ბინების გადაცემის პროცესი ჭიანურდებოდა, უშუალოდ ი-–----------–---–ი დაპირდა, რომ ის მუშაობდა სახელმწიფო უ–-–------ის სამსახურში და მისი ხელმძღვანელების დახმარებით აუცილებლად გადაუფორმებდა ბინას.

 

მოწმე: ე-–--------–-–---–მა დაადასტურა დ---------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენების უტყუარობა და ის გარემოება, რომ მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ ჩართული იყო ი-–----------–---–ი, რომელიც პირდებოდა დ---------–-–---–ს, რომ შეაძენინებდა ბინებს, შეარჩევინა ბინები, რომლებიც მდებარეობდა თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირ N7--ში და ც--------------ნის ქუჩა N----ში.

 

დაზარალებულების: დ---------–-–---–ის, ე-–-------–-–---–ის და ხ-------–--–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ი-–----------–---–ი, იგი უშუალოდ არწმუნებდა დაზარალებულებს, რომ ნამდვილად დაეხმარებოდა, რადგან მისი მეუღლე მუშაობდა სს „ს----------–--------ის“ პრობლემური სესხების განყოფილებაში და არწმუნებდა მათ, რომ მოაგვარებდა ყველანაირ პრობლემას.

 

დაზარალებულ: ხ-------–--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ დ---------–-–---–ის და ი-–----------–---–ის დედის დიდი ხნის ურთიერთობიდან გამომდინარე ენდო ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს. შესაბამისად, მათ ნათქვამში ეჭვი არ შეუტანია. ხ-------–--–---–მა დაადასტურა, რომ მას უნდა მიეღო ბინა თბილისში, დ------------ში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ აღნიშნული მიზნით თ----- გ------–---ს გადასცა 11 000 აშშ დოლარი.

 

დაზარალებულ: ი---------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2--- წლის 27 ა--------ს თ----- გ------–---ს გადასცა 10 000 აშშ დოლარი, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა შეეძინა გ-–----------------, 31 კორპუსი, ბინა 6--ში მდებარე ბინა. მოწმის სახით დაკითხულმა - ბ-------------–-–---–მა დაადასტურა, რომ ი---------–-–---–თან ერთად იყო თანხის გადაცემის მომენტში, რომელიც გადაიღო ტელეფონით. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, სადაც დაფიქსირებულია ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, როგორ დამაჯერებლად აცხადებს თ----- გ------–---, რომ არის სს „ს----------–--------ის“ თანამშრომელი, ხოლო მისი ხელმძღვანელია გ-------------------ი და ი---------–-–---–ისათვის გამორთმეული თანხა უნდა გადასცეს გ-------------------ს.

 

მოწმე: გ-------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ სს „ს----------–--------ში“ მუშაობდა 2011 წლიდან - 2013 წლამდე, საერთოდ არ იცნობდა თ----- გ------–---ს და არც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა უძრავი ქონების რეალიზაციასთან. აღნიშნულ გარემოება დადასტურდა სს „ს----------–--------იდან“ გადმოგზავნილი წერილით, რომელშიც მითითებულია გ-------------------ის თანამდებობა და სს „ს----------–--------ში“ მისი მუშაობის პერიოდი.

 

მოწმე: ლ-------------მა განაცხადა, რომ 2--- წლის სექტემბრის თვეში ბინის ნამდვილი მესაკუთრისაგან შეიძინა ბინა, რომლის მეპატრონეს არანაირი დავალიანება ბანკის წინაშე არ ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------------------ის და ბ--------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ კუთვნილ ბინებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სს „ს----------–--------თან“ და მათი კუთვნილი ბინები არასოდეს დაუტვირთავთ იპოთეკით.

 

დაზარალებულ: ე-–-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ თ----- გ------–---ს გადასცა 1900 ლარი. აღნიშნული გარემოება დადასტურდა მისი ოჯახის წევრების: მ-----–---–-----ის, მ-------------ის და კ------------ის ჩვენებებით. მათი ჩვენებებით დადგინდა, რომ თ----- გ------–--- დაპირდა, რომ მათ გადასცემდა ორ ავტომანქანას, 1900 ლარად, ე-–-----------ემ თ----- გ------–---ს ნამდვილად გადასცა 1900 ლარი, თუმცა არანაირი ავტომანქანა არ მიუღია. მათივე ჩვენებებით დადგინდა, რომ თ----- გ------–--- ახსენებდა ვინმე ე-–------–-------ეს, რომ ვითომდა იყო სს „ს----------–--------ის“ თანამშრომელი და სწორედ მისგან იღებდა თ----- გ------–--- მითითებებს.

 

აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ თ----- გ------–--- ახსენებდა ე-–------–-------ეს, ნ-----–------------იძეს და გ-------------------ს, რომ ვითომდა აღნიშნული პირები იყვნენ სს „ს----------–--------ის“ თანამშრომლები და სწორედ მათი მითითებით აკეთებდა ყველაფერს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ-------------------ი 2--- წლისათვის საერთოდ აღარ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, აღნიშნულ ბანკში იგი მუშაობდა 2011 წლიდან - 2013 წლამდე და არანაირი შემხებლობა მას არ ჰქონია პრობლემური სესხების განყოფილებასთან. რაც შეეხება ე-–------–-------ესა და ნ-----–------------იძეს, აღნიშნული პირები საერთოდ არ მუშაობდნენ სს „ს----------–--------ში.“ სს „ს----------–--------ის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა ის გარემოებაც, რომ თავად თ----- გ------–---ც არ მუშაობდა სს „ს----------–--------ში.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ როდესაც ი-–----------–---–ი და თ----- გ------–--- დაზარალებულებს არწმუნებდნენ, რომ თ----- გ------–--- მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ი-–----------–---–ი თავის მხრივ ატყუებდა დაზარალებულებს, როდესაც ეუბნებოდა, რომ თავად მუშაობდა სახელმწიფო უ–-–------ის სამსახურში და მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად დაეხმარებოდა დაზარალებულებს ბინების გაფორმებაში.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ბინის მესაკუთრეებმა (რომელთა ბინების შეძენასაც თ----- გ------–--- პირდებოდა დაზარალებულებს) დაადასტურეს, რომ მათ არანაირი დავალიანება სს „ს----------–--------ის“ წინაშე არ გააჩნდათ და ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პირებს დავალიანება ჰქონდათ სს „ს----------–--------ში“ ან/და დაყადაღებული ჰქონდათ ბინები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი-–----------–---–ის და თ----- გ------–--ის მეგობარმა - გ----------–---–მა დაადასტურა, რომ თ----- გ------–---ს დაზარალებულმა: ხ-------–--–---–მა, ი---------–-–---–მა და დ---------–-–---–მა ნამდვილად გადასცეს მათი კუთვნილი თანხები. მოწმე მ---–--------------–---–ის გამოქვეყნებული ჩვენებით დადასტურდა, რომ ხ-------–--–---–მა მისი კუთვნილი თანხა გადასცა თ----- გ------–---ს. თ----- გ------–--ისათვის დაზარალებულების მიერ მითითებული ფულადი თანხების გადაცემის ფაქტი უტყუარად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაზარალებულთა და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობით მტკიცებულებებითა და ვიდეოჩანაწერით უტყუარად დადასტურდა ბინის შეძენის სანაცვლოდ თ----- გ------–--ის მიერ დაზარალებულის კუთვნილი თანხის მიღების ფაქტი, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ თ----- გ------–--- ე-–-----------ის ოჯახის წევრებს პირდებოდა თანხის სანაცვლოდ ავტომანქანების გადაცემას, თუმცა მის მიერ დაზარალებულთათვის მიცემული დაპირებები არ განხორციელებულა და მის მიერ არ მომხდარა დაზარალებულთა კუთვნილი თანხების უკან დაბრუნება.

 

მოწმე: თ-----------------–---–ის ჩვენებით, რომელიც იყო თ----- გ------–--ის მეგობარი და ე-–-----------ის ნათესავი, დადასტურდა, რომ მას ადრე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თ----- გ------–---სთან, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა აღებული. თ-----------------–---–ის ჩვენებით, მათი დაშორების ძირითადი მიზეზი იყო თ----- გ------–--ის გამუდმებული ტყუილები.

 

ი-–----------–---–ის დედის - ნ----–ი მ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას შემდეგ, რაც პრობლემები შეექმნათ დაზარალებულებთან ი-–----------–---–ს და თ----- გ------–---ს, იგი თ----- გ------–---ს სთხოვდა პასუხს თუ სად წაიღო თანხები, რაზეც თ----- გ------–--- პასუხობდა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიმეს თქმის უფლება არ ჰქონდა.

 

მოწმე: ნ---- მ-----ემ განმარტა, რომ იგი მეგობრობდა თ----- გ------–---სთან, რომელსაც საკუთარი სახელით „ვ-----იდან“ გამოუტანა 100 ლარის ოდენობით სესხი, თუმცა თ-----მა დავალიანება არ დაფარა. საბოლოოდ მას მოუწია თანხის გადახდა, ვინაიდან თ----- გ------–--- საერთოდ არ პასუხობდა მის ზარებს და ეუბნებოდა, რომ მას გადახდილი ჰქონდა აღნიშნული დავალიანება. ნ---- მ-----ის ჩვენებით ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ მას თ----- გ------–---მ სთხოვა დაკავშირებოდა ვინმე „--–--ას“ და ეთქვა, რომ ვითომდა იყო ბანკის თანამშრომელი - ე-–---- პრობლემა მოგვარდებოდა, თანხა უკან დაუბრუნდებოდა და არ ენერვიულა. ასევე, თ----- გ------–--ის თხოვნით დაუკავშირდა მის დედამთილს და უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. ასევე, თ----- გ------–---მ მას ნ---------ას ფეისბუქით გადაუგზავნა ფოტოები და მიმოწერა და სთხოვა, რომ დაეკოპირებინა აღნიშნული მიმოწერა და უკან გადაეგზავნა თ-----ისათვის, რითაც დაეხმარებოდა, როგორც თ-----ს, ასევე მის თავსაც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ----- გ------–--- ნამდვილად მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, მას არ ეყო კვალიფიკაცია გარკვეულიყო მოვლენებში, იგი მივიდა ბანკში სამსახურის დასაწყებად, გაეცნო ნ-----–------------იძე, როგორც სამსახურის უფროსი, რომ იგი კურირებდა კადრების საკითხებს. ნ-----–------------იძემ მას უთხრა, რომ მას ეხებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები და თ-----მაც დაუჯერა. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების, ასევე, სს „ს----------–--------იდან“ წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ----- გ------–--ის მიერ დასახელებულ პირებს და თავად თ----- გ------–---ს სს „ს----------–--------ში“ არასოდეს უმუშავიათ. რაც შეეხება გ-------------------ს, იგი მართალია მუშაობდა „ს----------–--------ში“ 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, თუმცა 2--- წლის მდგომარეობით, როდესაც თ----- გ------–--ის მიერ ჩადენილი იქნა შერაცხული დანაშაულები, გ-------------------ი აღარ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ გ-------------------ი საერთოდ არ იცნობდა თ----- გ------–---ს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია მოგონილია ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-–----------–---–ის კავშირი ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასთან ვერ გამოიკვეთა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულებმა და მოწმეებმა დაკითხვისას განმარტეს, რომ ი-–----------–---–ი ესწრებოდა ბინების დათვალიერებას, თანხების ნაწილი ჩარიცხულია სწორედ მის ანგარიშზე და ასევე დაზარალებულებს ატყუებდა, რომ იყო უ–-–------ის სამსახურის თანამშრომელი, შესაბამისად დაეხმარებოდა ბინების და ავტომანქანების დარეგისტრირებაში.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს წინასწარ ჰქონდათ განზრახული დაზარალებულების მოტყუება მანამდე, სანამ დაეუფლებოდნენ დაზარალებულების კუთვნილ თანხას. გამომდინარე იქედან, რომ თ----- გ------–--- საერთოდ არ მუშაობდა სს „ს----------–--------ში“, არანაირი შეხება არ ჰქონდა სს „ს----------–--------თან“, ცალსახაა, რომ ბრალდებულთა მიერ დაზარალებულების მოტყუება წინ უსწრებდა ქმედების ჩადენას, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ განზრახული დაზარალებულების მოტყუება და მათი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლება. თ----- გ------–---მ და ი-–----------–---–მა ისარგებლეს დ---------–-–---–ის ოჯახთან ახლო ურთიერთობითა და მათ შორის არსებული ნდობით და მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 30 000 აშშ დოლარს, ასევე თ----- გ------–--- დაზარალებულთა ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულების: ხ-------–--–---–ის, ი---------–-–---–ისა და ე-–-----------ის კუთვნილ ფულად თანხებს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობა.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ----- გ------–--ის და ი-–----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა 1. თ----- გ------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 2. ი-–----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ე-–-----------ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1900 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ დ---------–-–---–ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 30000 აშშ დოლარს, ი---------–-–---–ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, ხოლო ხ-------–--–---–ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 11 000 აშშ დოლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დ---------–-–---–ის ეპიზოდში ბრალდებულებმა შერაცხული დანაშაული წინასწარ ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და თ----- გ------–--ის და ი-–----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----- გ------–---მ ჩაიდინა: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). 3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ი-–----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ----- გ------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ი-–----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულების პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ----- გ------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე ბრალდებულთა მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებში თითიოეული მათგანის როლის გათვალისწინებით, თ----- გ------–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ი-–----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ თ----- გ------–--- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-–----------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 3----------–ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები თ----- გ------–---ს და ი-–----------–---–ს ჩადენილი აქვთ 2--- წელს, ანუ თ----- გ------–--ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენის, ხოლო ი-–----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 3----------–ის განაჩენის გამოტანამდე.

 

შესაბამისად, თ----- გ------–--ის და ი-–----------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმადაც, „ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდი-–----თლიანად ან ნაწილობრივ“.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ----- გ------–---სა და ი-–----------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით (თ----- გ------–---სთან მიმართებით), თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 3----------–ის განაჩენით (ი-–----------–---–--ან მიმართებით) დანიშნული სასჯელი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ხ-------–--–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დ---------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ი---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, ი---------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- საექსპერტო დაწესებულებიდან მიღებული თ----- გ------–--ის ხელნაწერი ხუთი ცალი რვეული დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–-----ის სამმართველოს მერვე განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-26--ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----ი გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი---------–-–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ-------–--–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით თ-----ი გ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი) და საბოლოოდ, თ-----ი გ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

8.თ-----ი გ------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;

 

9. თ-----ი გ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

10. ი-–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 3----------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ი-–----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

12.ი-–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

13. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ხ-------–--–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დ---------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ი---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, ი---------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- საექსპერტო დაწესებულებიდან მიღებული თ----- გ------–--ის ხელნაწერი ხუთი ცალი რვეული დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–-----ის სამმართველოს მერვე განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი