განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2- დეკემბერი, 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----------------–-ანი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფ--------------ძე
ბრალდებულები - ვ----------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 4--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული თ---–--–-- ი--------- ქ----- ბინა #------ ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-- ვ-–----–----–-- #--, ბინა #---–--
მ-------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული თ---–--–-- ი--------- ქ----- ბინა #------ ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-- ვ-–----–----–-- #--, ბინა #---–-
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტები (ხუთი ეპიზოდი) - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–------------–-, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ვ----------------–---–მა და მისმა მეუღლემ, ქურდობისთვის ნასამართლევმა მ-------------–---–მა დააფუძნეს შ----------------–----–------------ (ს/კ 4--------), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო მ-------------–---–ი. ისინი, ინტერნეტსაიტ MyAuto.ge-ზე განთავსებული განცხადებების საფუძველზე, ეძებდნენ გასაყიდ ავტომანქანებს, სასურველი ავტომანქანის ნახვის შემთხვევაში, უკავშირდებოდნენ მესაკუთრეებს და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ფინანსთა სამინისტროსთან და აწარმოებდნენ ავტომანქანების შესყიდვას სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის. კლიენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვ----------------–---–ი, ხოლო მ-------------–---–ი ავტომანქანების მესაკუთრეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რომლის თანახმად, თითქოსდა, 15 სამუშაო დღის ვადაში იღებდა ვალდებულებას ავტომანქანის ღირებულების თანხის ჩასარიცხად, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვა ვერ მოხერხდებოდა, შპს იღებდა ვალდებულებას, ვადის გასვლიდან 2 დღეში დაებრუნებინა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, შ----------------–----–------------ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე მანქანებს აფორმებდა შ----------------–----–--------ის‘‘ სახელზე. მანქანების გადაფორმებისთანავე, შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელით, მათ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ავტომანქანებს ალომბარდებდნენ და ასხვისებდნენ.
2----–-–-- 3- აპრილს ვ----------------–---–მა და მ-------------–---–მა, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ზ---------------- სახელზე რეგისტრირებული, ,,M-------------ის‘‘ მარკის ავტომანქანა, სახ.#S--------------–--------------------, ღირებული 11 000 აშშ დოლარად, რაც მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმეს გ---–-----------–--ისგან. 2----–-–-- 1 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანა დაალომბარდეს შპს ,-------–--‘.
2----–-–-- 5 მაისს ვ----------------–---–ი და მ-------------–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა------------–---–-- სახელზე რეგისტრირებულ, ,,M-------------ის‘‘ მარკის ავტომანქანას, სახ.#B--------------–--------------------, ღირებულს 14 000 აშშ დოლარად, რაც მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმეს ვ------- გ-----ისგან. 2----–-–-- 6 მაისს მათ აღნიშნული ავტომანქანა დაალომბარდეს შპს ,-------–--‘.
2----–-–----------- ვ----------------–---–ი და მ-------------–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული თაღლითური სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა------------------ის კუთვნილ, ,,T----------- 2.4‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 22 500 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა 2----–-–-- 15 მაისს გაასხვისეს რ-------------–---აზე.
2----–-–-- 1- მაისს ვ----------------–---–ი და მ-------------–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ----–---------ის კუთვნილ, ,,M------------------‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 28 400 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა იმავე დღეს გაასხვისეს შპს ,,ე-–------------------‘‘.
ვ----------------–---–ი და მ-------------–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემის ანალოგიურად, 2----–-–------------–-, ვ------- ღ-----ს სახელით დარეგისტრირებული, შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლ-–-----–-----ას კუთვნილ, ,,M------------------------‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 56 000 აშშ დოლარად, რაც იმავე დღეს დაალომბარდეს შპს ,-------–--‘.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის
დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დიდი ოდენობით, არაერთგზის
ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
გ---–-----------–--ის ეპიზოდი:
2----–-–-- 15 დეკემბრის სანოტარო აქტით ზ--------------- უფლებამოსილებას ანიჭებს გ---–-----------–---ს, მართოს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,M-------------‘, გამოშვების წელი 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, საიდენტიფიკაციო #W-----------------
2----–-–-- 3- აპრილის #0--- ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა: ერთის მხრივ, ,------------–----–------------- (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით (შემდგომში მყიდველი), და, მეორეს მხრივ, გ---–-----------–---მ (შემდგომში მიმწოდებელი) იკისრეს ვალდებულება: მიმწოდებელმა მიაწოდოს შემსყიდველს ავტომობილი ,,M----------------------------‘‘, 11 500 აშშ დოლარად ექვივალენტი ლარში. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულება შეწყდება მხარეთა შეთანხმებით - ერთი მხარის მიერ 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულებების შეუსრულებლობით, ერთ-ერთი მხარის ინიციატივით - მეორე მხარის წერილობითი თანხმობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი ,,-----------–----–----------ს“ დირექტორი მ-------------–---–ი და მიმწოდებელი გ---–-----------–---.
ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი გ---–-----------–--- და მყიდველი ,,-----------–----–----------‘‘ (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით, თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე - ავტომანქანაზე ,,M----------------------------‘‘, რომლის ღირებულება შეადგენს 11 500 აშშ დოლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება სააქციო საზოგადოება ,,ს----------–----------“ შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ხელს აწერენ გ---–-----------–--- და მ-------------–---–ი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება, თუ მყიდველი 2 კალენდარული დღით გადააცილებს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადას ან აღნიშნული ვადის დადგომამდე იგი ნებისმიერი ფორმით უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, გამყიდველი უფლებამოსილი იქნება, მოშალოს ხელშეკრულება, რა დროსაც გამყიდველს დაუბრუნდება მესაკუთრის უფლება ნასყიდობის საგანზე.
დაზარალებულ გ---–-----------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლის - ზ---------------- მიერ გერმანიიდან გამოგზავნილი ,,მ-----------‘‘ მარკის ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით ნათესავ მ---------------ეს MyAuto.ge-ზე განათავსებინა განცხადება, რომელმაც თავისივე ნომერი მიუთითა საკონტაქტოდ. ავტომანქანას ყიდდა 11 500 აშშ დოლარად. დაურეკა ვ----------------–---–მა და გაეცნო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლად, რომლის დანაყოფი - ,,-----------–----–----------‘‘ ამ სამინისტროსთვის ყიდულობდა ავტომანქანებს. ავტომანქანა დაათვალიერა ვ---------–-------------ნში და მოეწონა. უთხრა, რომ მანქანის შესყიდვის საკითხს გაიტანდნენ სხდომაზე და თუ დადგინდებოდა, რომ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, შეისყიდდნენ. მომდევნო დღეს დარეკა და უთხრა, რომ სამინისტრო მანქანას ყიდულობდა და გადასაფორმებლად რ-------–- დაიბარა. ადგილზევე ნახა ხელშეკრულება, სადაც ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორად მითითებული იყო მ-------------–---–ი. ამასთან, ვ----------------–---–ი რეკავდა ტელეფონით და საუბრობდა შემდეგი ტექსტებით: ,,ქალბატონო მ------, ჩვენ აქ ვართ, თქვენ სად ხართ... ადგილზე ხართ თუ არა, რომ ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს‘‘. ამ ქალბატონს არ შეხვედრია, მან ხელი ელექტრონულად მოაწერა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მანქანის ღირებულება მყიდველს უნდა დაეფარა 15 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი უბრუნდებოდა გამყიდველს. დაახლოებით 5 დღის შემდეგ დაურეკა ვ----------------–---–ს, მან დაამშვიდა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა, ერთი კვირის შემდეგ ისევ დაურეკა, ის ისევ ამშვიდებდა, რომ ბევრი მანქანა ჰყავდათ შესყიდული და საფასურს ეტაპობრივად რიცხავდნენ. საბოლოოდ არც თანხა ჩაურიცხავთ და არც მანქანა დაუბრუნებიათ, როგორც იცის, მანქანა ლომბარდში ჩააბარეს. ნდობა ვ----------------–---–ის მიმართ, რომ თანხის გარეშე გადაუფორმა ავტომანქანა, გამოიწვია იმან, რომ ის მართლაც სახელმწიფოს წარმომადგენელი ეგონა, თან - ამ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ტელევიზიით მოისმინა რეპორტაჟი, სადაც ავტომანქანების შესყიდვაზე ტენდერები ცხადდებოდა, რამაც განუმტკიცა რწმენა მისი ნათქვამის სინამდვილეში.
მოწმე მ---------------ის ჩვენების თანახმად, გ---–-----------–--ის თხოვნით ჩაერთო ავტომანქანის გაყიდვაში, ინტერნეტსაიტზე განთავსებულ განცხადებაში საკონტაქტო პირადაც თვითონ იყო მითითებული, რის გამოც მას ურეკავდნენ. ერთ დღეს დაუკავშირდა პიროვნება და უთხრა, რომ იყო ვ----------------–---–ი სახელმწიფო შესყიდვებიდან, ყიდულობდნენ ავტომანქანებს თვითმმართველობებისთვის და დაინტერესდნენ მათი ავტომანქანით, თუმცა ჰქონდათ პირობა, რომ მანქანის საფასურს გადაფორმების შემდეგ ჩაურიცხავდნენ. ვერ უპასუხა, რადგან მანქანა მისი არ იყო, ჰკითხა გ---–-----------–---ს, რომელიც თანახმა იყო ასეთ პირობაზე, რაც აცნობა ვ----------------–---–ს. ვ-------- აჩქარებდა, ეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა, მერე აღარ ეყიდათ და როგორც კი მანქანას ჩამოიყვანდნენ თ---–--–-- მაშინვე დაკავშირებოდნენ. მანქანა აჩვენეს და შეუთანხმდა გ---–-----------–---ს. თვითონ მეორე დღეს ჩამოვიდა რაიონიდან და გადასაფორმებლად გაჰყვა რ-------–-. ვ----------------–---–იც მივიდა, თან ჰქონდა ხელშეკრულების პირებიც, სადაც თვითონ ვ----------------–---–ი არსად ფიგურირებდა, დაფიქსირებული იყო მ-------–---–-. საუბარში სიტყვამ მოიტანა და მიწებთან დაკავშირებით რეგულაციებს შეეხნენ, რა დროსაც ვ----------------–---–მა თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმოადგენდა და მათი სამინისტრო ცვლილებების შეტანას აპირებდა შესაბამის კანონში. მანქანის გადაფორმებისას აღმოჩნდა, რომ გ---–-----ს თან არ ჰქონდა მეუღლის მინდობილობის დედანი, რის გამოც მომდევნო დღისთვის გადაიდო გადაფორმება. მეორე დღეს მანქანა გადაფორმდა მის გარეშე. შეთანხმების თანახმად, მყიდველს თანხა უნდა გადაეხადა ორი კვირის ვადაში, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ ურიცხვადნენ თანხას. გ---–----- ნერვიულობდა, ურეკავდა ვ----------------–---–ს, თვითონაც ურეკავდა ბ-------–---–ს, ის კი ყოველ ჯერზე აწყნარებდა მათ. საბოლოოდ არც ფული ჩაურიცხავთ და არც მანქანა დაბრუნებია გ---–-----------–---ს.
მოწმე რ---------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, ოჯახის წევრმა სთხოვა, ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით დახმარებოდა მანქანის ჩამოყვანაში ბიძამისის ოჯახს, თან უთხრეს, რომ მანქანას ყიდულობდა სახელმწიფო შესყიდვები. ჩამოიყვანა მანქანა და, ბიცოლასთან - გ---–-----------–---სთან ერთად, შეხვდა მყიდველს - ვ----------------–---–ს. ვ-------მა გადაამოწმა მანქანა, მოითხოვა ვინკოდი და უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა სამსახურიდან თანხმობის შემთხვევაში. დაურეკა და მეორე დღეს წავიდნენ მანქანის გადასაფორმებლად. ბ-------–---–მა მათ წარუდგინა სახელწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სახელით ბეჭედდარტყმული ხელშეკრულება. იქიდან გამომდინარე, რომ სახელწიფოს ნდობა ჰქონდათ, არ გადაუმოწმებიათ არაფერი, ენდნენ, მანქანა გადაუფორმეს თანხის შემდგომ გადახდის პირობით. გადაფორმების დროს ვ----------------–---–ი ტელეფონით საუბრობდა, როგორც ამბობდა, დირექტორს ესაუბრებოდა, თუმცა მას სხვა პიროვნებასთან შეხება არ ჰქონია.
მოწმე ნ------------–---–ის ჩვენების თანახმად, სიძის ბიცოლას გაჰყვა მანქანის საჩვენებლად. მეორე დღეს წავიდნენ გადასაფორმებლად, დაურეკეს, ჩასულიყო, რადგან მანქანა მყიდველისთვის უნდა გაეტანებინათ. დაესწრო მანქანის გადაფორმების პროცესს. ვ----------------–---–ი ამბობდა, რომ კომპანია ,,-----------–----–----------ს“ წარმომადგენელი იყო და სამინისტრომ დაავალა მუნიციპალიტეტებში გადასანაწილებლად ავტომანქანების ყიდვა. მანქანა გადააფორმეს ისე, რომ ვ----------------–---–ის მხრიდან, მის გარდა, სხვა არავინ უნახავს.
დაზარალებულ გ---–-----------–--ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმეების - მ----- და რ---------------ეების, ასევე, ნ------------–---–ის ჩვენებებთან. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ვ----------------–---–ი მათ ეუბნებოდა, რომ ავტომანქანებს ყიდულობდა სახელმწიფოს დავალებით; არავითარი ეჭვი, რომ ავტომანქანის მყიდველი არ იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი, არ გასჩენიათ; არ უფიქრიათ, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მოტყუებას და მათ მიერ გაყიდული მანქანის საფასური გადაუხდელი დარჩენილიყო. ამასთან, როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, იმისათვის, რომ გამყიდველს და მასთან ერთად მყოფ სხვა პირებს არ გასჩენოდათ ეჭვი, ვ----------------–---–ი ტელეფონით მიმართავდა მეუღლეს: ,,ქალბატონო მ------, ჩვენ აქ ვართ, თქვენ სად ხართ... ადგილზე ხართ თუ არა, რომ ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს‘‘. აღნიშნულით გარკვეულწილად ზემოქმედებდა იქ მყოფებზე და მიანიშნებდა, რომ მყიდველი იყო თანამდებობის პირი და, შესაბამისად, იმატებდა ნდობა. ამასთან, ვ----------------–---–ის მხრიდან მეტი დამაჯერებლობისთვის გამიზნული ერთგვარი ხერხი იყო მ---------------ესთან საუბარი მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, რომ მათი სამინისტრო ამზადებდა კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს. გ---–-----------–--ის განაცხადებით, მისი ნდობა, რომ ეს ნამდვილი გარიგება იყო, გაამყარა იმ ფაქტმა, რომ სახელწიფოს წარმომადგენელი იყო, თან - ამ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ტელევიზიით მოისმინა რეპორტაჟი, სადაც ავტომანქანების შესყიდვაზე ტენდერები ცხადდებოდა. საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაც ერთგვარი ხერხია ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მხრიდან, რათა თანხის გარეშე მოეხდინათ საკუთრებაში ავტომანქანის რეგისტრაცია.
2----–-–-- 3- აპრილის მიღება-ჩაბარების #0--- აქტით ,------------–----–-------------, მ-------------–---–ის სახით, გ---–-----------–--ისგან ჩაიბარა ავტომობილი ,,M----------------------------‘‘.
შპს ,---------- დირექტორის, მოწმე თ---------–--–---–ის ჩვენების მიხედვით, დაახლოებით 2 წლის წინ მათ ოფისში მივიდნენ მ-------------–---–ი და ვ----------------–---–ი, რომლებისგანაც შეიძინეს ,,მ-------------–--‘‘ მარკის სამი ავტომანქანა. მანქანები ეკუთვნოდა ,,-----------–----–----------ს‘‘ სამსახურს, რომლის დირექტორს მ-------------–---–ი წარმოადგენდა. მისგან გადაფორმდა ავტომანქანები მინდობილობით რ-------–- მდებარე მ-------------- სააგენტოში. მათ შორის იყო ,,-----------‘‘, სახ.#C------, რომელშიც მ-------------–---–ს 5 500 დოლარი გადაუხადეს.
2----–-–----------- #-- ხელშეკრულებით მოძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის პირობით, ავტომანქანა ,,M-------------‘, სახ.#C------, დარეგისტრირდა შპს ,---------- სახელზე. ნასყიდობის ფასია 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ხელს აწერენ მ-------–---–- და თ----–--–---–-.
მ-------------–---–ს აღნიშნული ხელშეკრულებით გარკვეული გრაფიკის დაცვის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა, გამოესყიდა შპს ,,ა---------ის‘‘ მიყიდული ავტომანქანა, რაც არ გაუკეთებია და არც აპირებდა, მეუღლესთან ერთად, რამდენადაც ეს არ შედიოდა მათ მიზნებში. აღნიშნულის რწმენას ამყარებს ხსენებული შპს-სთვის მიყიდული ავტომანქანის დაბალი ფასიც, რაც ვერ დაფარავდა გ---–-----------–---სთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 11 500 აშშ დოლარს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მათ გ---–-----------–--ისთვის მინდობილი ავტომანქანის დაუფლებიდან მეორე დღესვე გაყიდეს მანქანა და დაეუფლნენ თ---------–--–---–ის ორგანიზაციის მიერ გაცემულ 5 500 აშშ დოლარს. პარალელურად, ვ----------------–---–ი ამაოდ აიმედებდა გ---–-----------–---ს და მ---------------ეს, რომ მანქანის საფასური ჩაირიცხებოდა. ბრალდებულებს არც თანხა გადაუხდიათ გ---–-----------–--ისთვის, არც ხელშეკრულებაში ჩადებული სხვა პირობა შეუსრულებიათ, არ დაუბრუნებიათ მანქანა, რომელიც გაასხვისეს.
ვ------- გ-----ის ეპიზოდი:
2----–-–----------- სანოტარო აქტით, ა------------–---–-- ვ------- გ-----ეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა ,,M------------ E----------‘‘, სახ.#B------, მართვისა და განკარგვის უფლებით.
2----–-–----------- #0--- ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა: ერთის მხრივ, ,------------–----–------------- (ს/კ 4--------) წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით (შემდგომში მყიდველი), და, მეორეს მხრივ, ვ------- გ-----ემ (შემდგომში მიმწოდებელი) იკისრეს ვალდებულება: მიმწოდებელმა მიაწოდოს შემსყიდველს ავტომობილი ,,M------------ E----------‘‘ 14 000 აშშ დოლარად ექვივალენტი ლარში. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულება შეწყდება მხარეთა შეთანხმებით, ერთი მხარის მიერ - 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულებების შეუსრულებლობით, ერთ-ერთი მხარის ინიციატივით - მეორე მხარის წერილობითი თანხმობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორი მ-------------–---–ი და მიმწოდებელი ვ------- გ-----ე.
ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვ------- გ-----ე და მყიდველი ,,-----------–----–----------‘‘, წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით, თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე - ავტომანქანაზე ,,M------------ E----------‘‘, რომლის ღირებულება შეადგენს 14 000 აშშ დოლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება სააქციო საზოგადოება ,,ს----------–----------‘‘ შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება, თუ მყიდველი 2 კალენდარული დღით გადააცილებს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადას ან აღნიშნული ვადის დადგომამდე იგი ნებისმიერი ფორმით უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, გამყიდველი უფლებამოსილი იქნება, მოშალოს ხელშეკრულება, რა დროსაც გამყიდველს დაუბრუნდება მესაკუთრის უფლება ნასყიდობის საგანზე.
2----–-–----------- სანოტარო აქტით ვ------- გ-----ემ და მ-------------–---–მა დაამოწმეს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა.
დაზარალებულ ვ------- გ-----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2----–-–-- აპრილში მისი და ბიძამისის - ა------------–---–-- კუთვნილი ,,ე‘‘ კლასის ,,----------- 2-1-ის‘‘ გაყიდვასთან დაკავშირებით ბიძაშვილმა ლ-–-------–---–მა გააკეთა განცხადება MyAuto.ge-ზე. დაუკავშირდათ კომპანიის წარმომადგენელი ვ----------------–---–ი, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთვის ყიდულობდა მანქანებს, თქვა, რომ ჰყავდა შესყიდული სხვა მანქანებიც, მაგრამ კიდევ ყიდულობდნენ, რათა შეესრულებინათ საჭირო რაოდენობა. ვ-------ს მანქანა მოეწონა და თანხმობა განაცხადა ყიდვაზე, საფასურიც - 14 000 აშშ დოლარი მისთვის მისაღები იყო, თუმცა უთხრა, რომ ორი კვირა, მაქსიმუმ 15 დღე, შესაძლოა დასჭირვებოდა თანხის მათთვის გადარიცხვას, რადგან ეს სამინისტროზე იყო დამოკიდებული. მან მოითხოვა ხელშეკრულების ნოტარიუსთან დამოწმება, რასაც დაეთანხმა ვ----------------–---–ი და პ------ ქუჩის დასაწყისში მდებარე სანოტარო ბიუროში მივიდნენ. იქ გააცნო ვ----------------–---–მა მ-------------–---–ი, როგორც ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორი. რიგში ყოფნისას, რამაც დიდხანს გასტანა, ვ-------- ესაუბრებოდა ორგანიზაციის სახელით და უდასტურებდა, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობდა. მ-------------–---–თან დაამოწმეს ხელშეკრულება და წავიდნენ რ-------–- მანქანის გადასაფორმებლად, ამასთან, მ-------------–---–ზე ვ----------------–---–მა უთხრა, რომ, ვინაიდან დრო არ ჰქონდა, ხელს მ-------------- სააგენტოს ქ----------- ფილიალიდან მოაწერდა. გადააფორმა მანქანა ,,-----------–----–----------ს“ სახელზე, რომლის დირექტორი მ-------------–---–ი იყო და რომელმაც ხელი ქ----------- ფილიალიდან მოაწერა. მართალია, ვ----------------–---–ს არ უჩვენებია სამსახურის მოწმობა, თუმცა იმდენად დამაჯერებელი იყო ურთიერთობაში, რომ ენდო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრო გადიოდა, თანხა არ ერიცხებოდა, ამის გამო ესაუბრებოდა ვ----------------–---–ს, ის კი დეტალურად უხსნიდა, რა ეტაპების გავლა იყო საჭირო, რომ მას მანქანის საფასური ჩარიცხვოდა.
მოწმე ლ-–-------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მანქანის ყიდვის სურვილით დაუკავშირდა ვ----------------–---–ი და უთხრა, რომ იყო სახელმწიფო შესყიდვებიდან და მანქანასაც ამისთვის ყიდულობდა. ავტომანქანა მამის სახელზე იყო, თუმცა მინდობილობა ვ------- გ-----ეზე ჰქონდა გაცემული და გაყიდვის შემდგომაც მანქანის საფასური 14 000 აშშ დოლარი მისთვის უნდა გადაცემულიყო. მანქანა ანახა ვ------- გ-----ემ, მ----------- ცენტრში ამონაწერის ასაღებად თვითონაც იყო. ვ----------------–---–ი ამბობდა, რომ მანქანებს ფინანსთა სამინისტროსთვის ყიდულობდა, უკვე 9 მანქანა ჰყავდა ნაყიდი, დამატებით კიდევ 10 უნდა ეყიდათ, სამინისტროს უნდა შეეფასებინა და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანხა 15 დღის ვადაში ჩაირიცხებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანა უკან დაუბრუნდებოდათ. მას მ-------------–---–ის სახელი არ გაუგია, წაიკითხა მხოლოდ მეილზე მიღებულ ხელშეკრულებაში, სადაც ის დირექტორად იყო მოხსენიებული. რაც შეეხება ნდობას, ვ----------------–---–ი დამაჯერებლად საუბრობდა, ამბობდა, რომ ფინანსთა სამინისტროდან იყო და იცოდნენ, სახელმწიფო არ მოატყუებდათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ვ------- გ-----ისა და მოწმე ლ-–-------–---–ის ჩვენებები არის სრულ თანხვედრაში, რამდენადაც ორივე მათგანი დარწმუნებული იყო, რომ საქმე სახელმწიფოს წარმომადგენელთან ჰქონდათ, რადგან ვ----------------–---–ს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლად მიიჩნევდნენ, ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ სამინისტროს შესაფასებელი იყო მანქანა, სამინისტროზე იყო დამოკიდებული, რას გადაწყვეტდა, შესაბამისად, მათი ნდობაც, ავტომანქანის სახელმწიფოსთვის მიყიდვის შემდეგ თანხის 15 დღის ვადაში გადახდასთან მიმართებით, დაკავშირებული იყო ამ გარემოებასთან.
2----–-–----------- მიღება-ჩაბარების #0--- აქტით, ,------------–----–-------------, მ-------------–---–ის სახით, ვ------- გ-----ისგან ჩაიბარა ავტომობილი ,,M------------ E----------‘‘.
მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის წინასწარ განზრახვას, რომ დაუფლებოდნენ ვ------- გ-----ის მინდობილ მანქანას, ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2----–-–-- 5 მაისს დაირეგისტრირეს რა ზემოხსენებული ავტომანქანა, მეორე დღესვე მიჰყიდეს აღნიშნული, 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, შპს ,----------.
შპს ,---------- დირექტორმა თ---------–--–---–მა სასამართლოში დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განმარტა, რომ მანქანა რ-------–- მდებარე მ-------------- სააგენტოში გადაფორმდა მის ორგანიზაციაზე ,,-----------–----–----------სგან‘‘ 6000 ან 5 500 აშშ დოლარად.
თ---------–--–---–ის ჩვენებას ადასტურებს #-- ხელშეკრულება მოძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის პირობით, რომლის თანახმადაც, ავტომობილი ,,M------------ E----‘‘, სახ.#0------, დარეგისტრირდა შპს ,---------- სახელზე. ნასყიდობის ფასია 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ხელს აწერენ მ-------–---–- და თ----–--–---–-.
მ-------------–---–ს, რომელიც ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორად იყო მოხსენიებული ხელშეკრულებებში და სხვა დოკუმენტებში, აწერდა რა ხელს ზემოაღნიშნულს, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ავტომანქანის ღირებულება - 14 000 აშშ დოლარი არ უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 5 500 (ხუთი ათას ხუთას) აშშ დოლარად არ გაასხვისებდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ა----------‘‘ დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავტომანქანის გამოსყიდვის უფლებას, მ-------------–---–ი და ვ----------------–---–ი დაეუფლნენ მიღებულ თანხას, მათ არც პროცენტი გადაუხდიათ და არც მანქანა გამოუსყიდიათ და, შესაბამისად, არ გადაუხდიათ მანქანის საფასური ვ------- გ-----ისთვის. ამასთან, ვ----------------–---–ი, რომელსაც, მეუღლესთან ერთად, უკვე გასხვისებული ჰყავდა ხსენებული მანქანა, აგრძელებდა ვ------- გ-----ის დამშვიდებას, უხსნიდა, რა ეტაპების გავლა იყო საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რომ მანქანის საფასური ჩარიცხვოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიზანს არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
ლ-–-----–-----ას ეპიზოდი:
2----–-–------------–-- #1--- ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა: ერთის მხრივ, ,------------–----–------------- (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით (შემდგომში მყიდველი), და, მეორეს მხრივ, ლ-–-----–-----ამ (შემდგომში მიმწოდებელი) იკისრეს ვალდებულება: მიმწოდებელმა მიაწოდოს შემსყიდველს ავტომობილი ,,M------------ M-----‘‘ 4------, 56 000 აშშ დოლარად ექვივალენტი ლარში. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულება შეწყდება მხარეთა შეთანხმებით - ერთი მხარის მიერ 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში ხელშეკრულებით ვალდებულებების შეუსრულებლობით; ერთ-ერთი მხარის ინიციატივით - მეორე მხარის წერილობითი თანხმობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორი მ-------------–---–ი და მიმწოდებელი ლ-–-----–-----ა.
ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ლ-–-----–-----ა ყიდის, ხოლო მყიდველი ,,-----------–----–----------‘‘ (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით, თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე -ავტომანქანაზე ,,M------------ M-----‘‘ 4------, რომლის ღირებულება შეადგენს 56 000 აშშ დოლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება სს ,,ს----------–----------‘‘ შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება, თუ მყიდველი 2 კალენდარული დღით გადააცილებს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადას ან აღნიშნული ვადის დადგომამდე იგი ნებისმიერი ფორმით უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე. გამყიდველი უფლებამოსილი იქნება მოშალოს ხელშეკრულება, რა დროსაც გამყიდველს დაუბრუნდება მესაკუთრის უფლება ნასყიდობის საგანზე.
2----–-–------------–-- მიღება-ჩაბარების #1--- აქტით, ,------------–----–-------------, მ-------------–---–ის სახით, ლ-–-----–-----ასგან ჩაიბარა ავტომობილი ,,M------------ M-----‘‘ 4------.
დაზარალებულ ლ-–-----–-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ ინტერნეტ საიტ MyAuto.ge-ზე გააკეთა განაცხადი კუთვნილი ემელის ჯიპის გაყიდვასთან დაკავშირებით. 2----–-–-- 16 აპრილს დაუკავშირდა ვ----------------–---–ი, გაეცნო, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახელწიფო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი, რომ ჰქონდათ მისი ავტომანქანის შესყიდვის სურვილი. შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ვ----------------–---–ი მივიდა ოქროსფერი მრგვალფარებიანი ,,მ-----------‘‘ მარკის ავტომანქანით და მძღოლით. რამდენიმე დღით ადრე მოისმინა ტელევიზიით რეპორტაჟი, რომ ი--------- ფორუმისთვის ფინანსთა სამინისტრო ყიდულობდა მეორად მანქანებს, სწორედ ამას დაემთხვა ვ----------------–---–ის დაინტერესებაც, რის გამოც არ დაეჭვებულა. მისმა ძმამ - გ-------- ჰკითხა, რატომ ახალ მანქანებს არ ყიდულობდა სახელმწიფო, რაზეც უპასუხა, რომ ეს ,,ქამრების შემოჭერის‘‘ პოლიტიკის გამო ხდებოდა. მანქანის დათვალიერებისას ვ-------მა უთხრა, რომ მანქანას პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მოითხოვა პირადობის ასლები, ამონაწერი ცენტრიდან, დოკუმენტები, თან ამბობდა, რომ ამ შედეგებს გადასცემდა უფროსს - მ-------------–---–ს, რომელზეც ამბობდა, ახალგაზრდა, ენერგიული გოგოა, ახლა დანიშნეს თანამდებობაზეო. ავტომანქანას ყიდდნენ 55 400 აშშ დოლარად და იმისათვის, რომ საბანკო გადარიცხვის შედეგად თანხა ზუსტად გამოსულიყო, შეთანხმდნენ ხელშეკრულების 56 000 აშშ დოლარზე გაფორმებაზე, რასაც უპრობლემოდ დათანხმდა ვ----------------–---–ი. პარასკევი დაემთხვა და აჩქარებდა, შაბათისთვის უნდოდა გადაფორმება, მაგრამ არც მას ეცალა, არც ძმას და უარი უთხრეს, თან ხელშეკრულების წინასწარ ნახვაც უნდოდათ. ვ-------მა ხელშეკრულება გაუგზავნა ორშაბათს, თან დაურეკა, 2-ის ნახევრამდე ჩასულიყვნენ რ-------–-, რადგან სხვა მანქანებსაც იფორმებდა და ბარემ ერთად გააფორმებდა. წაიკითხა ხელშეკრულება, მასში ფინანსთა სამინისტროს მისამართი ეწერა გ--------–-- ქ----- ასევე, ეწერა ,,-----------–----–----------‘‘. გადაწყვიტა, ჩასულიყო, თან სხვა მანქანების რეგისტრაციასაც მიადევნებდა თვალს. რ-------–- ვ----------------–---–ი, ისევ მძღოლთან ერთად, იმავე ოქროსფერი მანქანით ჩავიდა, თვითონ კი ძმასთან ერთად იყო. ვ-------მა მანქანაში აჩვენა ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, თან ისე ესაუბრებოდა, არც უფიქრია, რომ ატყუებდა. როდესაც ჰკითხა, რატომ არ იყო ადგილზე მ-------------–---–ი, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული და რეალურად მყიდველს ის წარმოადგენდა, უთხრა, რომ ის მოგვიანებით შეუერთდებოდათ. მ-------------- სააგენტოში შეხვდა მეგობარი, ვიდრე მას ესაუბრებოდა, ვ----------------–---–მა დაუძახა, რომ მათი რიგი მოვიდა, ოპერატორთან დაჯდომის დროსაც იკითხა, სად იყო მყიდველი ქალბატონი, მაშინ ვ-------მა უპასუხა, რომ კაბინეტიდან ჩაერთვებოდა, თან ოპერატორს ეუბნებოდა: ,,პირველად ხომ არ ვიფორმებ მანქანას, ხო მიცნობთო‘‘, იმანაც არ იუარა. ამასობაში ოპერატორმა დაიძახა ,,ქალბატონო მ------, გხედავთო‘‘. დარწმუნდნენ, რომ ის კაბინეტიდან ერთვებოდა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. მანქანის რეგისტრაციის შემდეგ ვ-------მა უთხრა მათ, რომ ნაყიდ მანქანებს შეეცვლებოდა ნაწილები: ხუნდები, საბურავები, აკუმულატორები, რადგან ასეთი წესი ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს. თან ეუბნებოდა, არ ენერვიულათ, 4-5 დღეში, ერთ კვირაში, მანქანის საფასური ჩაერიცხებოდათ. ორ დღეში ტელევიზიით შეიტყო, რომ ფინანსთა სამინისტროში შესყიდვებთან დაკავშირებით ვიღაცამ თანამდებობა დატოვა, შეშინდა, დაურეკა ვ-------ს, მაგრამ მან დაამშვიდა. მესამე დღეს ნოტარიუსს აჩვენა ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც დაეჭვდა, რადგან ნოტარიუსმა უთხრა, რომ ,,-----------–----–----------‘‘ იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დირექტორი ვინმე ღ----- იყო. ამის შემდეგ დაურეკა ვ-------ს და სთხოვა განმარტება, მან კი უთხრა, რომ მ-------------–---–ი იყო განყოფილების უფროსი. სთხოვა, სასწრაფოდ შეეხვედრებინა ფინანსთა სამინისტროში მ-------------–---–თან, რაზეც ვ------- გ-----–---–-- მოიმიზეზა, რომ არ ეცალა. შემდეგ კი ტელეფონს არ პასუხობდა, ან შეტყობინებას უგზავნიდა, რომ არ ეცალა. მიხვდა, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა და პოლიციაში დაწერა განცხადება, რა დროსაც დაემთხვა და დაურეკა ვ----------------–---–მა, სთხოვა, არ ეჩივლათ, ან ფულს მიუტანდა, ან მანქანას დაუბრუნებდა, თუმცა გაარკვიეს, რომ მათი მანქანა იმავე დღეს ჰქონდათ დალომბარდებული.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ-----------–------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ რ-------–-, მ-------------- სააგენტოში მ-------------–---–ის სახე დაინახა კომპიუტერში თვითონ და დაანახა ძმასაც. სხვაგან ის არსად უნახავთ. ასევე, ნოტარიუსის მეშვეობით, ძმასთან ერთად, გაარკვია, რომ ,,-----------–----–----------‘‘ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენდა, დირექტორი კი ვინმე ღ----- იყო. ვ----------------–---–თან სატელეფონო საუბრისას პრეტენზია გამოთქვა, რომ შესაბამისი ელექტრონული ბაზის მონაცემების შემოწმებით გაიგო, რომ მათი მანქანის მყიდველი მ-------------–---–ი ამ შპს-ში არ ფიგურირებდა. ამაზე ვ----------------–---–მა დაამშვიდა, ნუ ეშინოდათ, მ------ი ამ ყველაფერს კურირებდა.
მოწმე გ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, არის დაზარალებულ ლ-–-----–-----ას თანამშრომელი. ლ-–-----–-----ას თან ახლდა რ-------–- ავტომანქანის მ-------------–---–ზე გადაფორმების დროს. მანამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვ----------------–---–ი და ამბობდა, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო, რომელმაც, ასევე, განაცხადა, რომ ნასყიდობაზე გადაწყვეტილება მ-------------–---–ს უნდა მიეღო.
დაზარალებულმა გ-----------–------მ და მოწმე გ--------------–---–მა დარწმუნებით განაცხადეს, რომ ვ----------------–---–ი ლ-–-----–-----ას კუთვნილი ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით, როგორც მოლაპარაკების წარმოებისას, ისე - მ-------------- სააგენტოში და მას შემდეგაც, საუბრობდა, როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადენელი. ლ-–-----–-----ას ჩვენების თანახად, მისმა ძმამ ჰკითხა ვ----------------–---–ს, რატომ ყიდულობდა სახელმწიფო მეორად მანქანებს და არა ახლებს, რაზეც ვ----------------–---–მა, იმისათვის, რომ მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო, განუცხადა, რომ ეს მთავრობის ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის‘‘ პოზიციიდან გამომდინარე ხდებოდა. სასამართლოს აზრით, ამ ცნობილი პოზიციის არგუმენტად მოყვანით ის შეეცადა ნდობის გამყარებას მიზნის მისაღწევად, რომ დაუფლებოდა სხვის ნივთს, შემდგომში ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ. ამავე მიზნის გამყარების საშუალება იყო ვ----------------–---–ის მიერ ლ-–-----–-----ასთვის ნათქვამი სიტყვები მას შემდეგ, რაც ავტომანქანა ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელზე დარეგისტრირდა, თანხის 15 დღეში გადახდის პირობით, რომ შეძენილ მანქანას გამოუცვლიდნენ საბურავებს, ხუნდებსა და აკუმულატორებს, რადგან ასეთი წესი ჰქონდათ, როდესაც სახელმწიფო მანქანას ყიდულობდა.
დაზარალებულისა და მოწმეთა განცხადებით, ვ----------------–---–ი არ იწვევდა ეჭვს მისი საუბრიდან და მოქმედებიდან გამომდინარე, მოძრაობდა ძვირადღირებული ავტომანქანით და მძღოლით და მუდმივად აფიქსირებდა, რომ გადაწყვეტილება შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს უნდა მიეღო, ასახელებდა მ-------------–---–ს და ახასიათებდა იმგვარად, რომ არ შექმნოდათ ეჭვი. მოწმე გ--------------–---–ის განცხადებით, ვ----------------–---–ი ეუბნებოდა მათ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მ-------------–---–ი იღებდა. ასევე, ტელეფონით საუბრობდა მოწიწებით და ,,ქალბატონო მ------‘‘ - ასე მიმართავდა. ყოველივე აღნიშნულით იწვევდა ადამიანების ნდობას შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.
ის ფაქტიც, რომ მ-------------–---–ი არ მიდიოდა ავტომანქანის ,,ს----------–----–------------‘‘ რეგისტრაციის დროს, ისევ ბრალდებულთა საერთო მიზნისკენ მიმართულ გარემოებად აღიქმება, რამდენადაც ხდებოდა ხაზგასმა, რომ მ-------------–---–ი, რომელიც ხელშეკრულებებში დირექტორის პოზიციით ფიქსირდებოდა, დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ იცლიდა რ-------–- ჩასასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანის ნასყიდობის არცერთ ხელშეკრულებაში არსად ფიქსირდებოდა, რომ აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენდა და არა სახელმწიფოსგან საამისო უფლებით დელეგირებულ ორგანიზაციას. ამის თაობაზე დაზარალებულისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ნოტარიუსთან გადამოწმების შემდეგ. ამასთან, ლ-–-----–-----ამ პოლიციაში განცხადების გაკეთების შემდეგ გაიგო, რომ ავტომანქანა, რომელიც 15 დღის ვადაში თანხის - 56 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით გაასხვისა, იმავე დღეს იყო ჩაბარებული ლომბარდში, ერთ-ერთ ავტოორგანიზაციაში.
შპს ,---------- დირექტორმა, მოწმე თ---------–--–---–მა დაადასტურა, რომ მასთან, ისევე, როგორც ზემოხსენებულ სხვა ორ შემთხვევაში, მ-------------–---–ი იყო მისული და პირადად მისგან მოხდა ლ-–-----–-----ას ავტომანქანის შეძენა, რაშიც მ-------------–---–ს 15 000 აშშ დოლარი გადაუხადეს.
აღნიშნული მოწმის ჩვენება თანხვედრაშია 2----–-–------------–-- #-- ხელშეკრულებასთან მოძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის პირობით, რომლითაც ავტომანქანა ,,M------------ M-----‘‘ 4------, სახ.#N------, დარეგისტრირდა შპს ,---------- სახელზე. ნასყიდობის ფასია 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მ-------–---–- და თ----–--–---–-.
ხელშეკრულება #---ის გამოსყიდვის გადახდის გრაფიკის თანახმად, მ-------------–---–ის მიერ 15 000 აშშ დოლარის სარგებელი არ არის გადახდილი არცერთხელ.
ლ-–-----–-----ასა და მ-------------–---–ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებების და შპს ,,ა----------‘‘ მ-------------–---–ის დადებული ხელშეკრულების თარიღი - 2----–-–-- 2- აპრილი, ცხადყოფს მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის განზრახვას, რომ საწყისშივე გადაწყვეტილი ჰქონდათ ლ-–-----–-----ასგან მოტყუებით გადაფორმებული ავტომანქანისგან ფულადი თანხის მიღება. მათ იმავე დღეს მიაკითხეს შესაბამის ავტოორგანიზაციას, გააფორმეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, აიღეს 15 000 აშშ დოლარი, დატოვეს ავტომანქანა და არც უფიქრიათ მისი გამოსყიდვა.
ვ----–---------ის ეპიზოდი:
მოწმე ლ-–----------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს შპს ,,ა-------–---–-‘‘, რომელიც დაკავებულია მანქანების ყიდვა-გაყიდვით. ერთ დღეს დაუკავშირდა ვ----------------–---–ი და უთხრა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია და ევალება მანქანების ყიდვის მიზნით ნახვა და შემოწმება. მოეწონა რამდენიმე მანქანა, მათ შორის, ვ----–---------ის S კლასის ,,-----------‘‘, რომელსაც მეპატრონე 28 000 აშშ დოლარად ყიდდა. დააკავშირა ერთმანეთს ვ----------------–---–ი და მანქანების მესაკუთრეები, რის შემდეგაც მათ შორის ნასყიდობის გარიგება შედგა.
საგნის დათვალიერების ოქმით, 2----–-–-- 2- მაისს გამომძიებელმა პ-------–-------ამ, ლ-–----------ესთან (,,--------–-----‘‘ წარმომადგენელი) ერთად, დაათვალიერა ლ-–----------ის საკუთრებაში არსებული IPHONE-S- მარკის მობილურ ტელეფონში არსებული 2----–-–-- 1- მაისის SMS მიმოწერა, რომლითაც ლ-–----------ე წერს ვ----------------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე +9-----------, ლ-–----------ე პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მანქანები არ მიჰყავს ვ----------------–---–ს მათ ავტოსადგომზე და ითხოვს გარკვევას. აღნიშნულზე ვ----------------–---–ი არწმუნებს, რომ არაკანონიერი არაფერია, იურისტებიც ჩაერევიან. ლ-–----------ე სთხოვს ვ----------------–---–ს, თვითონ დაელაპარაკოს მანქანის მეპატრონეს და დააწყნაროს.
მოწმე მ-------–---–-ძის ჩვენების მიხედვით, ვ----------------–---–ი დაუკავშირდა ინტერნეტსაიტ MyAuto.ge-ზე განთავსებულ კუთვნილ ტელეფონზე, რადგან დაინტერესდა მათთან შპს ,,ა-------–---–-‘‘ განთავსებული ავტომანქანებით და უთხრა, რომ ფინანსთა სამინისტროს შესყიდვების წარმომადგენელი იყო. დააკავშირეს გამყიდველთან. შემდეგ მისვლაზე ვ----------------–---–ს კიდევ სხვა ავტომანქანებიც მოეწონა, მათ შორის, ვ----–---------ის კუთვნილი S კლასის ,,-----------‘‘. შეკითხვაზე, თუ რაში სჭირდებოდათ მანქანები, განუცხადა, რომ ი--------- ფორუმთან დაკავშირებით სახელმწიფო თავისი მანქანებით უნდა მომსახურებოდა სტუმრებს. მისცეს ამ მანქანების მფლობელთა ტელეფონები. არ დასწრებიან არცერთი მანქანის გადაფორმებას, რადგან ეს მათ ვალდებულებაში არ შედის. მანქანები მათი კუთვნილი ავტოსადგომიდან წაიყვანეს პატრონებმა. ვ----------------–---–თან დაინტერესდნენ, როდის იყიდდა მათ სხვა მანქანებსაც, რომლებთან დაკავშირებით, ასევე, გამოხატა დაინტერესება, რაზეც უპასუხა, რომ ცოტა ხანში იყიდდნენ, თუმცა საბედნიეროდ ასე აღარ მოხდა. რაც შეეხება მ-------------–---–ს, მასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ვ----–---------ეს მეორე მანქანაც ჰყავდა მათ კომპანიაში, რაც არ გაასხვისა, თქვა, რომ საეჭვო სიტუაცია იყო.
დაზარალებულმა ვ----–---------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ დაურეკა ,,--------–-----‘‘ თანამშრომელმა მ------- და უთხრა, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან დაუკავშირდებოდა ვინმე ვ--------, რომელსაც აინტერესებდა მისი S კლასის ,,-----------‘‘. იმავე საღამოს დაურეკა ვ----------------–---–მა და გაეცნო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლად. გააფორმა მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება მანქანის 28 400 აშშ დოლარად გასხვისებაზე. ხელშეკრულებაში დირექტორად მ-------------–---–ი ეწერა, თუმცა მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ასევე, დაფიქსირებული იყო, რომ მყიდველს მანქანის საფასური 15 დღეში უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანა უნდა დაბრუნებოდა. მანქანის გადაფორმებიდან მალევე, იმავე დღეს, აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა დალომბარდებული იყო. ვ----------------–---–ს მანქანის საფასურის შემდგომში გადახდის პირობაზე დათანხმდა სხვადასხვა ფაქტორების გამო: იმოქმედა ფ----------------------------------------–----–----------- სახელებმა, ასევე, თვითონ ვ----------------–---–ის ქმედებებმა. რაც შეეხება მ-------------–---–ს, იცის, რომ ის იყო იმ ორგანიზაციის დირექტორი, ვისზეც მანქანა ფორმდებოდა, თუმცა გადაფორმების დროს მათთან ერთად არ ყოფილა.
ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2----–-–-- 1- მაისს ვ----–---------ე და მყიდველი ,,-----------–----–----------‘‘ (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით, თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე -ავტომანქანაზე ,,M------------------‘‘, 28 400 აშშ დოლარად ექვივალენტი ლარში. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება სს ,,ს----------–----------‘‘ შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება, თუ მყიდველი 2 კალენდარული დღით გადააცილებს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადას ან აღნიშნული ვადის დადგომამდე იგი ნებისმიერი ფორმით უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, გამყიდველი უფლებამოსილი იქნება მოშალოს ხელშეკრულება, რა დროსაც გამყიდველს დაუბრუნდება მესაკუთრის უფლება ნასყიდობის საგანზე.
მიღება-ჩაბარების #1--- აქტით, ,------------–----–-------------, მ-------------–---–ის სახით, ვ----–---------ისგან ჩაიბარა ავტომობილი ,,M------------------‘‘.
ვ----–---------ის კუთვნილი ავტომანქანის ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელზე (მ-------------–---–ის დირექტორობით) რეგისტრაციის დღესვე აღნიშნული ავტომანქანა დაიტვირთა სესხის სანაცვლოდ.
შპს ,,ე-–-----------------‘‘ დირექტორის, მოწმე ვ--–--------–-----ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მათი ორგანიზაცია გასცემს ავტომანქანით უზრუნველყოფილ სესხებს, რა დროსაც მათი ორგანიზაციის სახელზე ფორმდება მანქანა და აუცილებლია მანქანის მესაკუთრის ნება, რის შესაბამისადაც, ბანკის მეშვეობით გაიცემა სასესხო თანხა. ანალოგიური იყო S კლასის ,,მ-----------‘‘ შემთხვევაშიც, შეამოწმეს ,,მ-----------‘‘ ცენტრში, გადაამოწმეს დოკუმენტაციაც, ყველაფერი წესრიგში იყო, შეზღუდვა არ არსებობდა და მანქანის მესაკუთრეზე - მ-------------–---–ზე გაიცა სესხად 13 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა დღეის მონაცემებით დაფარული არ არის, რითაც მათი ორგანიზაცია განიცდის ზარალს, რასაც ვერ დაფარავს ავტომანქანა, რის სანაცვლოდაც გაიცა სესხი.
მოწმე ბ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–-- 1- ივლისს სამსახურში - შპს ,,ე-–---------------–-‘‘, სადაც გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა, გასცა სტანდარტული ავტოსალომბარდო სესხი. სესხის გაცემამდე ვ----------------–---–მა დაათვალიერებინა ავტომანქანა, შეამოწმეს ,,მ-----------‘‘ ცენტრში და შეთანხმდნენ თანხაზე. ვ----------------–---–მა გააცნო მეუღლე მ-------------–---–იც, რომელიც მანქანის მფლობელს წარმოადგენდა და იყო მსესხებელი. სწორედ მ-------------–---–თან გააფორმეს ხელშეკრულება, რის საფუძველზე ბანკის მეშვეობით გაიცა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი.
2----–-–-- 1- მაისის სალომბარდე ხელშეკრულებით, შპს ,,ე-–----------------‘‘ (გამსესხებელი), წარმოდგენილი ბ------------ის სახით, და, მეორეს მხრივ, მ-------------–---–ი (მსესხებელი) დებენ ხელშეკრულებას, 13 000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად ავტომობილ ,,M-------------------ის‘‘ გამსესხებლისთვის გადაფორმების შესახებ.
ა------------------ის ეპიზოდი:
2----–-–-- 4 დეკემბრის სანოტარო აქტით ა-------------------ი ანდობს ა------------------ს მფლობელობასა და სარგებლობაში ავტომანქანა ,,T------------ს‘‘, გამოშვების წელი 2---, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მართვისა და განკარგვის უფლებით.
დაზარალებულ ა------------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, გენერალური მინდობილობით ყიდდა ძმის - ა-------------------ის ავტომანქანა ,,ტ---------------‘‘, რისთვისაც ხელშეკრულება გააფორმა საშუამავლო კომპანია ,,ა-------–-------‘‘. 2----–-–-- მაისში დაურეკა კომპანიის წარმომადგენელმა ლ-–----------ემ და უთხრა, რომ სახელმწიფო იყო დაინტერესებული მისი მანქანით, ღირებულების 15 დღის ვადაში გადახდის პირობით. ლ-–-- ჰკითხა, ზოგადად თუ ხდებოდა ხოლმე ასე, რაზეც მიუგო, რომ იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ავტომანქანებს. დაეთანხმა. ამავე საკითხით დაურეკა ,,--------–-----‘‘ სხვა წარმომადგენელმა მ-------აც 11 მაისს და მისცა იმ ადამიანის ნომერი, რომელიც დაინტერესდა სახელმწიფოს სახით. დაურეკა, უპასუხა ქალმა, როდესაც გაიგო, მანქანის მეპატრონე იყო, ტელეფონი მიაწოდა ვ----------------–---–ს. ვ-------მა უთხრა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა და საღამოს გაესაუბრებოდა, დაურეკა, გამოჰკითხა მანქანასთან დაკავშირებული უბრალო დეტალები, თან უთხრა, რომ მანქანის ტექნიკურად გამართულობასთან დაკავშირებით აუცილებელი იყო ცნობის აღება ,,ტ---------‘‘ ცენტრიდან. გაიარა დათვალიერება და დაუკავშირდა ისევ ვ-------ს, ახლა მან სთხოვა მინდობილობის, პირადობის მოწმობის ასლები და საბანკო რეკვიზიტები, სადაც თანხა უნდა ჩარიცხულიყო. აიღო ყველაფერი და შეხვდა მუხიანის გადასახვევთან, ვ-------- ოქროსფერი ,,მ-----------‘‘ მარკის ავტომანქანით მძღოლთან ერთად მივიდა. გადასცა თავისი დოკუმენტები, ვ-------მა სტანდარტული ხელშეკრულების შაბლონი მიუტანა, რომ გაცნობოდა, თუ რა სახის ხელშეკრულება დაიდებოდა მასთან და მეორე დღეს რ-------–- მდებარე მ-------------- სააგენტოში დაიბარა, თან ესაუბრებოდა, რომ მათ სამსახურს მანქანების შესყიდვა ევალებოდა ი--------- ფორუმისთვის. გადაფორმების დროს პირველად გაიგო მ-------------–---–ის გვარ-სახელი, როდესაც ოპერატორმა იკითხა - ვინ იყო, ვ----------------–---–მა მიუგო: ,,მე ვარ, მე, ვერ მცნობთ, საქართველოს შესყიდვებიდან ვარ, ქალბატონი მ------ი, როგორც ყოველთვის, არის ქ---------------‘‘. ოპერატორმა მიაწოდა ხელშეკრულება, სადაც მყიდველი იყო ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორი მ-------------–---–ი, ეწერა პირადად მისი რეკვიზიტებიც და დაფიქსირებული იყო, რომ 15 დღეში ჩაერიცხებოდა ავტომანქანის საფასური - 22 500 აშშ დოლარი. ამასთან, ხელშეკრულებაზე დატანილი იყო ბეჭედი. ამ პირობით მანქანის გადაფორმებას დათანხმდა, რადგან დარწმუნებული იყო სახელმწიფო სტრუქტურასთან ჰქონდა საქმე. 18-1- მაისს დაურეკა ლ-–----------ემ და შეხვედრა სთხოვა, ეგონა, კუთვნილ პროცენტთან დაკავშირებით ურეკავდა და უხსნიდა, რომ, როგორც კი ჩაურიცხავდნენ მანქანის საფასურს, შესაბამისად, გადაურიცხავდა მათაც მ--------------ას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლ-–----------ესთან გამომძიებელი იყო, შეხვდა და გამომძიებელმა აცნობა, რომ მოტყუებული იყო.
მოწმე მ-------–---–-ძის ჩვენების თანახმად, ვ----------------–---–ი, გარდა ვ----–---------ის ავტომანქანისა, დაინტერესდა მათ საშუამავლო კომპანია ,,ა-------–---–-‘‘ განთავსებული, 2--- წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,ტ-----------------‘‘. დააკავშირეს გამყიდველთან - ა------------------თან. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და მანქანა ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმეს. ამის შემდეგ ა------------------მა დაურეკა და უთხრა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩაერიცხებოდა თანხა და მათ კუთვნილ პროცენტსაც მაშინ გადაიხდიდა.
მოწმე ლ-–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ვ----------------–---–ი დაინტერესდა ა------------------ის ავტომანქანა ,,ტ-----------------‘‘, რომელსაც 24 000 აშშ დოლარად ყიდდა მესაკუთრე. დააკავშირა ერთმანეთს ისინი, რის შემდეგაც შედგა ნასყიდობის გარიგება.
დაზარალებულის და ზემოხსენებული მოწმეების ჩვენებების დასტურია 2----–-–-- 18 მარტის მომსახურეობის ხელშეკრულება, რომლითაც დამკვეთი ა------------------ი, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, შპს ,,ა-------–----‘‘ თანხმდებიან ავტოსატრანსპორტო საშაულების - ,,T----------- 2.5.2---‘‘ შენახვასა და პოტენციური მყიდველის მოძიებასთან დაკავშირებით. ავტომანქანის საორიენტაციო გასაყიდი ფასია 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სასამართლოს შეფასებით, ვ----------------–---–ის დაინტერესება ა------------------ის ავტომანქანით ემსახურებოდა მისი და მ-------------–---–ის განზრახვას, მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ნივთს, შემდგომში ფულადი სარგებლის მიღების მიზნით. ამის მისაღწევად კი, ვინაიდან ვ----------------–---–ი უშუალო კონტაქტში იყო ავტომანქანის გამსხივსებელთან, დასარწმუნებლად, რომ საფასურის გადახდის გარეშე გადასულიყო მის და მ-------------–---–ის მფლობელობაში ავტომანქანა, იყენებდა ფინანსთა სამინისტროს სახელს, მეტი დამაჯერებლობისთვის მან ა------------------ს ააღებინა მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაბამისი ცენტრიდან, თან სხვადასხვა დოკუმენტების ასლებს ითხოვდა სამინისტროში წარსადგენად, ასევე, მან მოითხოვა საბანკო რეკვიზიტები, სადაც, ვითომდა, უნდა ჩაერიცხა მანქანის საფასური ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნული ემსახურებოდა, ასევე, ნდობის გამყარებას ა------------------ის წარმოდგენაში. მას შემდეგ კი, რაც რ-------–- მდებარე მ-------------- სააგენტოში მივიდნენ მანქანის ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელზე სარეგისტრაციოდ და ოპერატორმა იკითხა მისი ვინაობა, უპასუხა: ,,მე ვარ, მე, ვერ მცნობთ, საქართველოს შესყიდვებიდან ვარ, ქალბატონი მ------ი, როგორც ყოველთვის, არის ქ---------------‘‘. მისი პასუხი იმავე მიზნის გასამყარებლად იქნა გამოყენებული, რომ მესაკუთრე დარწმუნებულიყო მისი და მ-------------–---–ის პერსონის ცნობადობაში. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით ა------------------მა დაარეგისტრირა ავტომანქანა ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელზე, რომლის დირექტორი იყო მ-------------–---–ი, რომელიც მას არც უნახავს.
ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2----–-–----------- გამყიდველი ა------------------ი და მყიდველი ,,-----------–----–----------‘‘ (ს/კ 4--------), წარმოდგენილი მისი დირექტორის მ-------------–---–ის სახით, თანხმდებიან ნასყიდობის საგანზე -ავტომანქანაზე ,,T-----------‘‘, 22 500 აშშ დოლარად ექვივალენტი ლარში. მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ნასყიდობის ფასის გადახდა მოხდება სს ,,ს----------–----------‘‘ შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება შეწყდება, თუ მყიდველი 2 კალენდარული დღით გადააცილებს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადას ან აღნიშნული ვადის დადგომამდე იგი ნებისმიერი ფორმით უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, გამყიდველი უფლებამოსილი იქნება, მოშალოს ხელშეკრულება, რა დროსაც გამყიდველს დაუბრუნდება მესაკუთრის უფლება ნასყიდობის საგანზე.
2----–-–-- 14 მაისის მიღება-ჩაბარების #0--- აქტით ,------------–----–------------- (ს/კ 4--------), მ-------------–---–ის სახით, ა------------------ისგან ჩაიბარა ავტომანქანა ,,T-----------‘‘.
მოწმე რ-------------–---ას ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წელს სპორტის სასახლესთან ნახა ავტომანქანა ,,T-----------‘‘, ჯ--------------ასთან ერთად. მანქანის მეპატრონე არ ყოფილა, იყო მხოლოდ საბრალდებო სკამზე მჯდომი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ მანქანა მისი ცოლის სახელზე იყო გაფორმებული და მანვე უთხრა ფასიც - 13 000 აშშ დოლარი. საბოლოოდ შეთანხმდნენ 11 500 აშშ დოლარზე. მანქანა რ-------–- გადააფორმეს, მესაკუთრე ქალბატონი იყო, რომელმაც ქ----------- ქუჩაზე მდებარე მ-------------- სააგენტოდან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და მასვე გადასცეს მანქანის საფასური. გადაფორმების შემდეგ მანქანა გასარეცხად წაიყვანეს, სადაც ნახეს კლიენტი, რომელსაც იმავე საღამოს მიჰყიდეს მანქანა. ნდობაში იყვნენ ერთმანეთთან და მანქანა ჯერ კიდევ პირადად მის სახელზე იყო, ფული მყიდველს გადახდილი ჰქონდა. ამის შემდეგ დაიბარა პოლიციამ, როგორც თვითონ, ისე, ფაქტობრივი შემძენი და წაიყვანეს მანქანა.
მოწმე ჯ--------------ას სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენების თანახმად, რ-------------–---ასგან გაიგო, რომ იყო ადამიანი, რომელსაც 3-4 წლის მანქანები ჰყავდა გასაყიდი. ამ სიტუაციაში გაიცნო ვ----------------–---–ი, რომელიც ,,T------------ს‘‘ ყიდდა. ვ-------მა უთხრათ, რომ 2-3 დღეში აჩვენებდა მანქანას. ამ მიზნით დაუტოვა ტელეფონის ნომერი. დაურეკა ვ----------------–---–მა და უთხრა, რომ სპორტის სასახლესთან ჰყავდა მანქანა. ნახეს, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. საღამოს ისევ დაურეკა და შესთავაზა, რომ მისცემდა მის მიერ შეთავაზებულ თანხაში - 11 000 აშშ დოლარად. დაეთანხმა და ავტომანქანა ცენტრში შემოწმების შემდეგ წაიყვანეს გადასაფორმებლად. გააფორმა რ-------------–---ამ, ვინაიდან თვითონ თანხის ასაღებად იყო გასული. მანქანა უკვე გაფორმებული იყო. 10 800 აშშ დოლარი გადასცა ვ----------------–---–ს ავტომანქანების ცენტრში. ამის შემდეგ ავტომანქანის სამრეცხაოში შეხვდათ ნაცნობი, რომელმაც გააყიდინა მანქანა 13 2-- აშშ დოლარად. შემდგომ პოლიცია დაინტერესდა იმ მანქანით, დაურეკეს ბ---------ს, რომელმაც იყიდა მანქანა, რომელიც შემდეგ პოლიციამ ამოიღო.
მოწმე ლ--------------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ,,T-----------‘‘ შეიძინა რ-------------–---ასგან და ჯ------– (ჯ-------) ბ-------გან 2----–-–-- 18 მაისს 13 2-- აშშ დოლარად. პოლიციიდან დაურეკეს 22 მაისს, რა დროსაც მანქანის საფასური უკვე გადახდილი ჰქონდა. მანქანაში გადახდილი თანხა არ დაბრუნებია.
ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც, ბრალდებულების - მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის განზრახვას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ა------------------ის ავტომანქანას, ადასტურებს ის გარემოება, რომ მათ მეორე დღესვე - 2----–-–-- 15 მაისს გაასხვისეს ა------------------ისგან შეძენილი ავტომანქანა. რ-------------–---ამ და ჯ--------------ამ ვ----------------–---–ისგან გაიგეს, რომ მანქანა მისი მეუღლის იყო. რ-------------–---ამ 11 500 აშშ დოლარად შეიძინა მ-------------–---–ისგან ავტომანქანა და მასვე გადასცეს მანქანის საფასური. დროში ასეთი მცირე სხვაობა მიუთითებს და ადასტურებს მ-------------–---–ის ჩართულობას დანაშაულში, რამდენადაც არანაირ მცდელობას, რომ ა------------------ისთვის გადაეხადა ავტომანქანის საფასური, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ,,-----------–----–----------‘‘, სახელწოდების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან როლს ითავსებდა ავტომანქანების თანხის გარეშე გადაფორმებაში.
ამდენად, როგორც ზემოთ განხილული მტკიცებულებებით დასტურდება, ყველა ეპიზოდში დანაშაულის ჩადენის ხელწერა იდენტურია, ვ----------------–---–ი ავტომანქანის გამყიდველს არწმუნებს, რომ შემსყიდველი არის სახელმწიფო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, ხოლო უშუალოდ ხელშეკრულებაში ფიგურირებს მისი მეუღლე მ-------------–---–ი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის 2----–-–-- 3- მარტის ამონაწერით ირკვევა, რომ შ----------------–----–------------, ს/კ 4--------, დარეგისტრირდა 2----–-–-- 3- მარტს, დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე არის ვ------- ღ-----, პ/ნ 0----------; ელ.ფოსტა ----------------------
მ-------------–---–ის 2----–-–------------–-- განცხადების საფუძველზე ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრს წარედგინა წესდება/პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ საქმიანობის საგანია ყიდვა-გაყიდვა. საზოგადოების დამფუძნებელი და, ასევე, 100%-იანი წილის მფლობელია მ-------------–---–ი, პ--------------.
2----–-–----------- წერილით, შსს მ-------------- სააგენტოს ელექტორნული ბაზის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება M------------------ (საიდენტიფიკაციო კოდი 4----------------), 02.06.2--- წელს საბაჟო დეკლარაციის C------- საფუძველზე, რეგისტრირებულ იქნა ლ-–-----–-----ას (პ/ნ 0----------) სახელზე, სახელმწიფო ნომრით O-----, რომელსაც 0--0--2--- წელს, პირადი განცხადების საფუძველზე, შეეცვალა სახელმწიფო ნომერი და მიენიჭა O-------
· 2--------- წელს, ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გადაფორმებულ იქნა მ-------------–---–ის (პ--------------) სახელზე, მიენიჭა სახელმწიფო ნომერი N------, რომელიც იმავე დღეს გადაფორმებულ იქნა და დღემდე რეგისტრირებულია შპს ,---------- (ს/კ 4--------) სახელზე.
ამავე წერილის თანახმად, წერილის გაცემის დროისთვის, ელექტრონული ბაზის თანახმად, მ-------------–---–ის (პ--------------) სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
საქართველოს შ---------------- მ-------------- სააგენტოს 2----–-–------------ წერილით, 1) ,,M------------ E 2------‘‘ (V--------------------)
· 2----–-–-- 2- სექტემბერს დარეგისტრირდა ზ---------------- (პირადი #-----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით S--------;
· 2----–-–-- 3- აპრილს გადაფორმდა შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით C--------;
· 2----–-–-- 1 მაისს გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია შპს ,---------- (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით C--------.
2) ,,M------------ E----‘‘ (----------------------
· 2----–-–-- 25 თებერვალს დარეგისტრირდა ა------------–---–-- (პირადი #5----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------;
· 2----–-–-- 5 მაისს გადაფორმდა შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------;
· 2----–-–-- 6 მაისს გადაფორმდა და 2----–-–-- 29 მაისის მდგომარეობით კვლავ ირიცხება შპს ,---------- (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------.
3) ,,T----------- 2.4‘‘ (V--------------------)
· 2----–-–-- 2 ნოემბერს შპს ,,ტ---------–-------------–-----‘‘ (ს------------) და ნ-------------- ერთობლივი განცხადებით დარეგისტირდა (პირველადი რეგისტრაცია) ნ-------------- სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით C-------
· 2----–-–-- 17 ნოემბერს, ნ-------------- განცხადების საფუძველზე, განხორციელდა სახელმწიფო ნომრის შეცვლა და სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა სახ. სანომრე ნიშნით S------;
· 2-13 წლის 1 აპრილს გადაფორმდა ა-------------------ის (პირადი #1---------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით D------;
· 2----–-–----------- გადაფორმდა შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით W--------;
· 2----–-–-- 15 მაისს გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია რ-------------–---ას (პირადი #4----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით W--------.
4) ,,M------------------‘‘ (V--------------------)
· 2----–-–-- 10 ივლისს დარეგისტრირდა ვ----–---------ის (პირადი #0----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------;
· 2----–-–-- 1- მაისს გადაფორმდა შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F--------;
· 2----–-–-- 1- მაისს გადაფორმდა მ-------------–---–ის (პირადი #5----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F--------;
· 2----–-–-- 1- მაისს გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია შპს ,,ე-–-----------------‘‘ (ს/ნ 2--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით B--------.
5) ,,M------------ M-----‘‘ (V--------------------)
· 2----–-–-- 2 ივნისს დარეგისტრირდა ლ-–-----–-----ას (პირადი #0----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O------;
· 2----–-–-- 9 სექტემბერს, ლ-–-----–-----ას (პირადი #0----------) განცხადების საფუძველზე, განხორციელდა სახელმწიფო ნომრის შეცვლა და სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა სახ. ნომრით O--------;
· 2----–-–------------–- გადაფორმდა მ-------------–---–ის (პირადი #5----------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N--------;
· 2----–-–------------–- გადაფორმდა და დღემდე რეგისტრირებულია შპს ,---------- (ს/ნ 4--------) სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N--------.
საქართველოს შსს მ-------------- სააგენტოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების, მოწმეების - ს--------–--–---–-–---–ის, თ-------------სა და ხ--------------–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტომანქანის გადაფორმებისას, როდესაც მყიდველი და გამყიდველი ერთად არ არიან, რ--------- მ-------------- სააგენტოს თანამშრომელი უკავშირდება მათი სააგენტოს ქ----------- ფილიალის თანამშრომლებს, გადასცემს გვარ-სახელს, ვინც მათთან უნდა იყოს, ამასთან, უგზავნის ხელშეკრულებას ხელმოსაწერად. ქ----------- ფილიალის თანამშრომელი იძახებს პიროვნებას თანამშრომლის მიერ გადაცემული გვარ-სახელით, აღნიშნული პიროვნება მიდის მათთან, წარუდგენს პირადობის მოწმობას, ხდება მისი იდენტიფიცირება. პირადი ნომრით შედიან სხვადასხვა პროგრამაში, როგორც შ----------------, ისე - საგადასახადოში, მოწმდება დავალიანებებზე. როდესაც დარწმუნდებიან პიროვნებაში, აწერინებენ ხელს და ხელმოწერილ ხელშეკრულებას ამჯერად უკვე თვითონ უგზავნიან მ-------------- სააგენტოს რ-------–-. იგივე წესით მუშაობენ ავტომანქანის ორგანიზაციაზე გადაფორმების შემთხვევაშიც. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დაეჭვდებიან პიროვნებაში, ასეთ დროს სამსახურის უფროსს აცნობებენ და ხდება უფრო დეტალური კვლევა. ასეთი სახის გამონაკლისს არ ჰქონია ადგილი მ-------------–---–თან მიმართებით. გადმოსცა რ--------- ფილიალმა, მოახდინეს მისი იდენტიფიცირება, მოაწერინეს ხელი და გადააგზავნეს ხელშეკრულება უკან.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს შ---------------- მ-------------- სააგენტოს თანამშრომელმა ე-------------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ 2----–-–-- მაისის შუა რიცხვებში მ-------------- სააგენტოს რ--------- ფილიალში მასთან მივიდა ახალგაზრდა მ-------------–---–ი და მამაკაცი, უთხრეს, რომ ავტომანქანის გამსხვისებელი იმყოფებოდა ქ----------- ფილიალში. მ-------------–---–ი იყო ორგანიზაციის დირექტორი, გადამოწმდა პირადი ნომრით შსს საპატრულო პოლიციის და იუსტიციის გვერდებზე, დაუკავშირდა თანამშრომელს ქ----------- ფილიალში, მანაც შესაბამისად შეამოწმა მასთან მყოფი გამსხვისებელი, იქიდან გადმოაგზავნეს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, დაუბრუნა დოკუმენტი და მოხდა მანქანის გადაფორმება. მ-------------–---–ის მიერ მანქანის გადაფორმება-რეგისტრაცია დაამახსოვრდა, რადგან მალევე დაიბარეს გენ.ინსპექციაში და დაკითხეს ამ შემთხვევის ირგვლივ.
მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიოჩანაწერები, ასევე, მოხდა ჩანაწერების ოქმების წაკითხვა, რომელთა ავთენტურობა და მათში ვ----------------–---–ის ფიგურანტობა დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.
2----–-–---------–---- ფონოსკოპიური ექსპერტიზის #8---- დასკვნით დადგენილია, რომ აუდიოგრამებზე მონტაჟის კვალი არ აღინიშნება და წარდგენილ დისკებზე არსებული ჩანაწერები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით. ,,სადავო ფონოგრამებში‘‘ მონაწილე მამაკაცის ხმა და მეტყველება და ,,ვ----------------–---–ის ხმის ნიმუშის‘‘ ფონოგრამიდან ვ----------------–---–ის ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. ლინგვისტური ანალიზის ჩატარება ვერ მოხერხდა მ-------------–---–ის ხმისა და მეტყველების მიხედვით, რადგან ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - რეპრეზენტატულობას, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. რაც შეეხება ფონოგრამებში მოსაუბრე ქალი დიქტორის ხმა და მეტყველება და ეტალონურ ფონოგრამაში მოსაუბრე მ-------------–---–ის ხმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა.
ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გაანალიზების შედეგად ნათლად ჩანს მ-------------–---–ის ჩართულობა ავტომანქანების ყიდვა/გაყიდვისა და სესხის სანაცვლოდ დატვირთვის საკითხებში. მ-------------–---–ი არათუ არ არის დისტანცირებული ვ----------------–---–ისგან, იცის მეუღლის პრაქტიკულად ყველა მოქმედება, ისინი თანხმდებიან ავტომანქანებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, ვ----------------–---–ი უთანხმდება ფასზეც. მასალებით სრულად დასტურდება მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის ჯგუფურად მოქმედება სხვათა ქონების დასაუფლებლად.
2----–-–-- 26 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის #------- დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ----------–---–-----, დადგენილია, რომ 2----–-–-- 3- აპრილით, 2----–-–-- 2- აპრილით, 2----–-–-- 5 მაისით, 2----–-–-- 1- მაისით და 2----–-–-- 14 მაისით დათარიღებულ ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებზე არსებულ გრაფებში, სადაც მითითებულია მ-------------–---–ი, ხელმოწერები შესრულებულია არა მ-------------–---–ის, არამედ - სხვა პირის მიერ.
2----–-–---------–---- გრაფიკული ექსპერიზის #--9/გრ დასკვნით დადგენილია, რომ მ-------------–---–სა და ლ-–-----–-----ას შორის გაფორმებულ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (2---------წ.), #1--- ხელშეკრულებაზე (2---------წ.), მიღება-ჩაბარების #1--- აქტზე (2---------წ.), მ-------------–---–სა და გ---–-----------–---ს შორის გაფორმებულ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (3-.04.2---წ.), #0--- ხელშეკრულებაზე (3-.04.2---წ.), მიღება-ჩაბარების #0--- აქტზე (3-.04.2---წ.), მ-------------–---–სა და ვ------- გ-----ეს შორის გაფორმებულ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 0--0--2---წ.), #0--- ხელშეკრულებაზე (0--0--2---წ.), მიღება-ჩაბარების #0--- აქტზე (0--0--2---წ.), მ-------------–---–სა და ა------------------ს შორის გაფორმებულ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (14.0--2---), მიღება-ჩაბარების #0--- აქტზე (14.0--2---წ.), მ-------------–---–სა და ვ----–---------ეს შორის გაფორმებულ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (1-.0--2---წ.) და მიღება-ჩაბარების #0--- აქტზე (1-.0--2---წ.) მ-------------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ----------------–---–ის მიერ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------------–-–---–მა.
2----–-–---------–---- დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის #-------- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულებებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ - ერთიდაიმავე ბეჭდის ბლანკებზე უშუალო შეხებით. გამოსაკვლევად წარდგენილი ბეჭდის ანაბეჭდები იდენტურია შესადარებლად წარდგენილი ბეჭდიდან აღებული ექსპერიმენტული ნიმუშების.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში, ასევე, დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ--–-----------ის ჩვენებით.
შ---–--------–---------------–----- პოლიციის თანამშრომლებმა - პ-------–-------ამ, გ-----------------ემ, ბ-------–-–---–მა, ა-–-----------------ემ, გ--------------–--ემ და ა-–-----------–----–--ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა, ასევე, საცხოვრებელი ბინისა და ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული სასტუმროს ნომრის ჩხრეკის ავთენტურობა. თ-----------–---–მა ჩვენება მისცა სასამართლოს, მ-------------–---–ის ჩვენებიდან გამომდინარე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მისი დედისგან - ი----------------- თანხის ამოღების ირგვლივ. დ-------------ემ, დ--------------ემ და ზ-----------------–--ემ დაადასტურეს ავტომანქანების ამოღების ფაქტი, ხოლო ნ------–-–---მ და გ-----------–--------–---–მა ისაუბრეს ქ-------------–-- სამმართველოში ლ-–-----–-----ას განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების, პირველადი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და სისხლის სამართლის საქმის სამინისტროში გადაგზავნის შესახებ.
2----–-–------------ ვ----------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ვ----------------–---–ისგან ამოღებულ იქნა 2 000 აშშ დოლარი (2- ცალი 100 დოლარიანი კუპიურა) და 405 ლარი (8 ცალი 50 ლარიანი კუპირა და ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა), სხვა პირად ნივთებთან ერთად.
იმავე დღეს ვ----------------–---–თან ჩატარებული სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საოფისე ბეჭედი, ბლოკნოტი ჩანაწერებით, პლანშეტი და მეხსიერების ბარათი.
2----–-–------------ მ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა 12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა, სხვა პირად ნივთებთან ერთად.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-- 22 მაისს, თ---–--–-- ვ-–----–----–-- #---ში მდებარე, ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის #60 ბინის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 17 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, 3 ცალი 10 დოლარიანი და 1 ცალი 5 დოლარიანი კუპიურა.
2----–-–------------ ამოღების ოქმის მიხედვით, თ---–--–-- ვ-–----–----–-- #---ში მდებარე ბინა #---–-, ი----------------- ამოღებულ იქნა 6 000 აშშ დოლარი - 60 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა.
ამოღებული ფულადი თანხების ოდენობა, ზემოთ განხილულ წერილობით მტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში, წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას, რომ ვ----------------–---–ი და მ-------------–---–ი გ---–-----------–--ის, ვ------- გ-----ის, ლ-–-----–-----ას, ვ----–---------ისა და ა------------------ისგან მოტყუებით დაუფლებულ ავტომანქანებს ასხვისებდნენ და მათი გასხვისების შედეგად მიღებულ თანხებს ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე - ბინაში.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ, გრაფიკული ექსპერტიზების თანახმად, ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერები შესრულებულია არა მ-------------–---–ის, არამედ - ვ----------------–---–ის მიერ, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული მ-------------–---–ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, რამდენადაც დაკითხული მოწმეები - დაზარალებულები, მათთან ერთად შსს მ-------------- სააგენტოში მყოფი პირები ავტომანქანების გადაფორმების დროს, ასევე, მ-------------- სააგენტოს თანამშრომლები უტყუარად ადასტურებენ, რომ მ-------------–---–ი ხელს ელექტრონულად აწერდა, ხოლო ავტოორგანიზაციების წარმომადგენლები ადასტურებენ ხელშეკრულებების გაფორმებისას უშუალოდ მ-------------–---–ის მონაწილებას. ის ფაქტი, რომ რიგ დოკუმენტებზე ვ----------------–---–ი ხელს აწერდა მ-------------–---–ის ნაცვლად, მიმართულია მისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, რამდენადაც ზემოთ განხილული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია მ-------------–---–ის სრული ჩართულობა თანხის გარეშე ავტომანქანების დაუფლებაში მოტყუებით, შემდგომში დიდი ოდენობით მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით.
ბრალდებულმა ვ----------------–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში თავი დამნაშავედ ცნო თაღლითობის ხუთივე ეპიზოდში, თუმცა მიუთითა, რომ არავითარ შეთანხმებას მასსა და მ-------------–---–ს შორის ადგილი არ ჰქონია, რითაც ის, სასამართლოს შეფასებით, შეეცადა დაეცვა მეუღლე მოსალოდნელი სასჯელისგან. ამასთან, მ-------------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოითხოვა კანონით გათვალისწინებული ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს (მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილს) აფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიაჩნია მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან და ფაქტებთან მიმართებით თანმიმდევრულია და რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მოწმეთა (იგულისხმება დაზარალებულებიც) ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავს, არ არსებობს.
დაზარალებულთა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, შემდგომში ამ ავტომანქანების ფულადი თანხების სანაცვლოდ გასხვისების ამსახველი წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივად შეფასების შედეგად, ცალსახად დასტურდება, რომ ვ----------------–---–ს და მ-------------–---–ს გარიგებების დადების საწყის სტადიაზევე ჰქონდათ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ერთობლივად დაუფლების განზრახვა, მათ არ გადაუხადეს ავტომანქანების მესაკუთრეებს საფასური და, დიდი ოდენობით ფულადი თანხების სანაცვლოდ, გაასხვისეს ავტომანქანები.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--1 წლის 2- მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიერ ჯგუფურად, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
მტკიცებულებათა შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სწორედ ასეთ უტყუარ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული აღნიშნული განაჩენი.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება ხელშეუვალია, კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
დადგენილია, რომ ვ----------------–---–ს, არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, რომ იყო ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ავტომანქანებს ყიდულობდა სახელწიფოს დავალებით, შეცდომაში შეჰყავდა დაზარალებულები, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან თანხის გადახდის გარეშე ავტომანქანის ,,-----------–----–----------ს‘‘ სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა გზით ახდენდა მათ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე დაყოლიებას. ამასთან, ,,-----------–----–----------ს‘‘ დირექტორად დარეგისტრირებული იურიდიული პირის დირექტორი იყო მ-------------–---–ი, რომელიც სრულად მონაწილეობდა გარიგებაში, ითავსებდა განსაზღვრულ როლს, მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ავტომანქანები დარეგისტრირდებოდა აღნიშნული შპს-ს სახელზე, მ-------------–---–ი პირადად შედიოდა აღნიშნული მოძრავი ქონების სხვადასხვა თანხების სანაცვლოდ გასხვისებისკენ მიმართულ მოქმედებებში და იღებდა გაცემულ ფულად თანხებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ელ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიერ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობის 10 000 ლარიან ზღვარს.
საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 თებერვლის განაჩენით ვ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, მან ახალი დანაშული ჩაიდინა ნასამართლობის გაქარწყლებამდე, პირობითი მსჯავრის პერიოდში.
მ-------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 1---------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ნასამართლობა, ასევე, არაა გაქარწყლებული, მეტიც, დანაშაულის ჩადენის დროს ის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
ამდენად, ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიერ თაღლითობის ჯგუფურად ჩადენა, გარდა დიდი ოდენობისა, დამძიმებულია დანაშაულის ჩადენით არაერთგზისობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი (მოტყუება, ქონების დაუფლება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი) და მაკვალიფიცირებელი გარემოებები (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობა და არაერთგზისობა). სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----------------–---–მა და მ-------------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის (ხუთი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს - ვ----------------–---–სა და მ-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მათი ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ვ----------------–---–ისა და მ-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რომ არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული აქვთ ჩადენილი, თუმცა, ამავდროულად, ითვალისწინებს ამ სახის დანაშაულის საშიშროებას, გავრცელების მასშტაბებსა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, რომ ბრალდებულები, დაზარალებულებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ნდობაში შესვლით, დაეუფლნენ მათ ქონებას, ასევე, ითვალისწინებს ბრალდებულების ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მათ მისწრაფებას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ ქონებას, რითაც არაერთი ადამიანი დაზარალდა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 3 წელზე მეტი და ამ პერიოდში, მიუხედავად თავისუფლებაში ყოფნისა, მ-------------–---–ი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში გამოვლენილი არ ყოფილა, მის მიმართ სასჯელის სახით გამოიყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს მისი ოჯახური მდგომარეობისა და ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მისი მეუღლე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება ვ----------------–---–ს, სასამართლო მხედველობაში იღებს მის წამყვან როლს ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახით დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
ამასთან, სასამართლო ვ----------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით (რაც გულისხმობს სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ შეკრებას, ასევე, შთანთქმას) დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
სასამართლო განმარტავს, რომ ვ----------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულები ჩადენილია მის დამნაშავედ ცნობამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 8 ოქტომბრის (ორ სხვადასხვა საქმეზე), 2----–-–-- 13 იანვრის, 2----–-–-- 24 მაისის განაჩენებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-- 6 მარტის განაჩენით, რომელთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელსაც ამჟამად იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 4------------- განჩინების საფუძველზე, რის გამოც სასამართლო ვ----------------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელს დანიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების გამოყენებით.
სასამართლო განმარტავს, ასევე, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. მ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, ასევე, ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს გორის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1---------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
რაც შეეხება ვ----------------–---–ის მიერ დანაშაულის გამოსაცდელ ვადაში ჩადენას, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 თებერვლის განაჩენით დადგენილ სასჯელს მოიცავს თბილისის სააპელეციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-- 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და იგი განაჩენთა ერთობლიობით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ამ საკითხზე სასამართლო განმეორებით ვეღარ იმსჯელებს.
ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2-- მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან მ-------------–---–ს არ დაურღვევია ნაკისრი ვალდებულება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი უძრავი ქონება.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: მობილური ტელეფონები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; ავტომანქანები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულებს, ხოლო ფულადი თანხა უნდა გადაეცეს შპს ,,ე-–----------------‘‘. რაც შეეხება შპს-ს ბეჭედს და საქმეზე დართულ ელექტრონულ დისკებს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ, ნივთიერი მტკიცებულებების თაობაზე დავის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (ხუთ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–------------–-- ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 3- აპრილის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–----------- ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 14 მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 1- მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ----------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-- 4------------- განჩინებით განსაზღვრულმა სასჯელმა და ვ----------------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ვ----------------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2----–-–-- 2- დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენებით მოხდილი სასჯელი 2----–-–-- 4 ივნისიდან 2----–-–-- 2- დეკემბრამდე და პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–-- 25 ივნისიდან 2----–-–-- 24 მარტის ჩათვლით, ასევე, 2----–-–-- 22 მაისიდან 2----–-–-- 4 ივნისამდე პერიოდი.
მ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (ხუთ ეპიზოდში) და სასჯელის სახით განესაზღვროს:
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–------------–-- ეპიზოდში) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 3- აპრილის ეპიზოდში) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–----------- ეპიზოდში) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 14 მაისის ეპიზოდში) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2----–-–-- 1- მაისის ეპიზოდში) - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ-------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ-------------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 1---------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1- (ცხრამეტი) დღის ვადით და მ-------------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1- (ცხრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–-- 22 მაისიდან 2----–-–-- 9 ივნისის ჩათვლით - 1- (ცხრამეტი) დღე.
გაუქმდეს მ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 1 ივლისის #------- განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლას შეტანილ უძრავ ქონებას - ვ--–------------- საკუთრებაში არსებულ, ქ,გ----–---–------–-- გზატკეცილ #---ში მდებარე (საკადასტრო კოდით 6--0--2------------) ქონების ეკვივალენტურ ნაწილს.
ნივთიერი მტკიცებულებები - მ-------------–---–ისა და ვ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; მ-------------–---–ისგან, ვ----------------–---–ისგან, შ-----------–-–---–----- და ი----------------- ამოღებული ფულადი თანხები გადაეცეს შპს ,,ე-–----------------‘‘; ავტომანქანები: M-------------------, სახ.#N------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ-–-----–-----ას; M-----------------, სახ.#C------, დაუბრუნდეს დაზარალებულ გ---–-----------–---ს; M----------------- სახ.#O------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ვ------- გ-----ეს; T----------- 2.4, სახ.#W------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ა------------------ს; M---------------50 სახ.#-------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ვ----–---------ეს; ვ----------------–---–ის სასტუმრო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული შპს ,,-----------–----–----------ს‘‘ ბეჭედი და CD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე