გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210015001200199
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27548-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ტ------–--------------------------------ი“

წარმომადგენელი - მ-----–------–--

 

მოპასუხე - ი---- ა--------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი---- ა--------–---–ს დაეკისროს სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 7587.55 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სსიპ „ტ------–--------------------------------მა“ 10.07.2013 წელს შ.პ.ს: „ხ--------- -ის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი მცხეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისთვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ „ტ------–--------------------------------ი"-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს „ხ---------“-ს სსიპ „ტ------–--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7587,55 ლარის გადახდა. აღნიშნულ პროცესზე ფონდის მხრიდან წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი იყო ფონდის - იურისტი ი---- ა--------–---–ი, რაც დასტურდება სსიპ „ტ------–--------------------------------ი“-ს მიერ ი---- ა--------–---–ის სახელზე 2013 წლის 01 ივლისს გაცემულ 2013 წლის 31დეკემბრამდე და 2013 წლის 26 დეკემბერს გაცემულ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი - მინდობილობებით, რომელიც ი---- ა--------–---–მა თავისივე ხელმოწერილ სარჩელთან და სააპელაციო შესაგებელთან ერთად წარადგინა სასამართლოში. აღნიშნული მინდობილობებით დასტურდება რომ ი---- ა--------–---–ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 2014 წლის 04 დეკემბერს 14:00 საათზე, რის თაობაზეც ფონდს გაეგზავნა შეტყობინება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სასამართლო უწყება 2014 წლის 10 ნოემბერს ჩაიბარა უშუალოდ ი---- ა--------–---–მა, რომელმაც უწყება საკანცელარიო ჟურნალში გასატარებლად არ ჩააბარა ფონდის კანცელარიას და შეინახა თავისთან, რის გამოც ფონდის უფროსისთვის უცნობი აღმოჩნდა, როგორც სასამართლო საქმის განხილვის დრო, ისე მისი შინაარსიც. საქმის განხილვის დროის შესახებ ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიწოდების ვალდებულება, როგორც მინდობილ პირს გააჩნდა ი---- ა--------–---–ს, რაც გამომდინარეობდა ფონდსა და ი---- ა--------–---–ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მესამე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, „დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს, რაც ი---- ა--------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული.

 

ი---- ა--------–---–ი, როგორც ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი არ წავიდა სასამართლო პროცესზე, იმ მოტივით რომ, მას თითქოს არ გააჩნდა ამ საქმეზე შესაბამისი წარმომადგენლობის მქონე დოკუმენტი, გაურკვეველია თუ რატომ მოითხოვა - მინდობილობის გაცემა ფონდის ხელმძღვანელობისაგან იმ დროს როცა მისი გაცემა და შესაბამისად პროცესზე გამოცხადება დაგვიანებული იყო. ამასთან აღნიშნა რომ პროცესი არის — დანიშნული 13:00 საათზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა ფონდის ხელმძღვანელობა, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო 14:00 საათზე და ი---- ა--------–---–ს გააჩნდა შპს „ხ---------“-ის საქმეზე; მოქმედი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მას თვითონ ჰქონდა წარდგენილი სააპელაციო შესაგებელთან ერთად.

 

საქმის მასალებიდან დგინდება რომ, ი---- ა--------–---–ს, ნებით თუ უნებლიეთ გამორჩა ან/და დაავიწყდა სასამართლო დავის განხილვის დრო (ეგონა 13:00 საათზე), რაც დასტურდება ასევე 2014 წლის 13:08 საათზე მასა და ფონდის უფროსის მრჩეველს გ------- გ-----–---–ს შორის პროგრამა "სკაიპის"-ის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერიდან, სადაც იგი აღნიშნავს: „კაი ჩემი ბრალია, წერილობითი მოხსენებითი უნდა დამეწერა, ვიმსახურებ საყვედურს“, გ------- გ-----–---–ი: არ უნდა მაგას მოხსენებითი, გუშინ უნდა გეთქვა ნორმალურად და გუშინ გაგეკეთებინა მინდობილობა“. აღსანიშნავია რომ პროცესის დაწყებამდე დარჩენილი იყო 52 წუთი, შესაბამისად ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოში მისასვლელად და იგი ამ დროს უკვე უიმედოდ მიუთითებს თავის ბრალეულობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფონდის სხვა იურისტმა ვა-------–--–--მ, (რომელიც ფონდში დაინიშნა 08.12.2015 წელს), ვინაიდან ი---- ა--------–---–მა უარი თქვა მის გასაჩივრებაზე, იმ მოტივით რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შედეგი არ მოყვებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა იმ საფუძვლით რომ 2014 წლის 4 დეკემბერს დანიშნულ პროცესზე ფონდის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ი---- - ა--------–---–ის სახელზე გაცემულ მინდობილობას, სხდომის ჩანიშვნის დღისათვის ვადა ჰქონდა გასული და ტექნიკური მიზეზებით ვერ მოხდა ი---- ა--------–---–ის სახელზე ახალი მინდობილობის გაცემა. აღსანიშნავია სასამართლო (მოსამართლის ხელთ არსებულ) საქმეში არსებობდა ძალაში არსებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის შესახებაც ვა-------–--–--მ არ იცოდა, რადგან ფონდში არსებული ყველა, მათ შორის შპს „ხ---------“-ის სასამართლო საქმე აკინძულია ცალ-ცალკე, ხოლო ამ საქმეში არ აღმოჩნდა არც სააპელაციო შესაგებელი და არც 26.12.2013 წელს ი---- ა--------–---–ის სახელზე გაცემული 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი მინდობილობა, რომელიც - ა--------–---–მა თავისივე ხელმოწერილ სააპელაციო შესაგებელთან ერთად წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

სსიპ „ტ------–--------------------------------მა“ 2015 წლის 07 დეკემბრის წერილით მოსთხოვა ი---- ა--------–---–ს მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ფონდისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 7587.55 ლარის გადახდა, ამასთან მისთვის შეთავაზებული იქნა საგადახდო გრაფიკი. მიუხედავად ამისა ი---- ა--------–---–მა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რის გამოც ფონდი იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლო პროცესზე ი---- ა--------–---–ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ფონდმა წააგო შპს „ხ---------“-თან პირველ ინსტანციაში მოგებული დავა, რითაც მიადგა ზიანი (ზარალი), მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხით 7587.55 ლარის ოდენობით, რომელიც გამოწვეულია ი---- ა--------–---–ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგად. აქედან გამომდინარე შრომის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად „დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ხელმძღვანელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში წარმოშობილი ან/და მოსალოდნელი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რათა დროულად მოგვარდეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული პასუხს აგებს აღნიშნულის შედეგად გამოწვეულ ზიანზე“. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად „დასაქმებული პასუხს აგებს თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დამსაქმებლისადმი მიყენებული ზარალის გამო, თუკი ეს ზარალი გამოწვეულია მისი ბრალით“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი---- ა--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, მინდობილობა რომელიც დევს საქმეში, გაცემულია პ----- კ--–--ის მიერ რომელმაც თანამდებობა დატოვა 2014 წლის 24 სექტემბერს და სსიპ „ტ------–--------------------------------ის" უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კ------- გ---–--–--ე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის No14-26 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ტ------–--------------------------------ის" წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა" „ბ" და ,,ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფონდის უფროსი წარმოადგენს ფონდს, იგი ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას, ანიჭებს ფონდის წარმომადგენლობას თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რის საფუძველზეც ექნებოდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა სასამართლოში საქმის წარმოება.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს კურიერის მიერ მოტანილი წერილი ჩაიბარა და გადასცა კანცელარიას. ვინაიდან საკანცელარიო ჟურნალში წერილების გატარება არ იყო მისი მოვალეობა აღნიშნულის შესახებ აღარ დაინტერესებულა, რაც შეეხება ფონდის უფროსისთვის საქმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ფონდის უფროსის დანიშვნისთანავე ყველა საქმე სრულად გადასცა. ფონდის უფროსს, კერძოდ, ამ საკითხზე კი საქმის ვითარება სასამართლო უწყების ჩაბარებისთანავე სრულად მოახსენა ზეპირი ფორმით, 2014 წლის 3 დეკემბერს სამუშაო დროის დასასრულს შეახსენა სასამართლო სხდომის შესახებ და მინდობილობა შეუტანა ხელმოსაწერად, რაზეც უთხრა რომ დღეს გვიანია და ხვალ შეეტანა. აქედან გამომდინარე აპელირება რომ ფონდის უფროსისთვის უცნობი იყო აღნიშნული საკითხი, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

მინდობილობა, რომელიც დევს საქმეში, გაცემულია პ----- კ--–--ის მიერ, რომელმაც თანამდებობა დატოვა 2014 წლის 24 სექტემბერს და სსიპ - „ტ------–--------------------------------ის" უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კ------- გ---–--–--ე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის #14-26 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ტ------–--------------------------------ის" წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა" „ბ" და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფონდის უფროსი წარმოადგენს ფონდს, იგი ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას, ანიჭებს ფონდის წარმომადგენლობას თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე მოპასუხეს არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა რის საფუძველზეც ექნებოდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა სასამართლოში საქმის წარმოება. არ შეესაბამება სიმართლეს ასევე ის გარემოება, თითქოს მოპასუხემ განაცხადა, რომ პროცესი ჩანიშნული იყო 13:00 საათზე. 2014 წლის 04 დეკემბერს 11:00 საათზე ფონდის უფროსთან დაიწყო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ფონდის უფროსის პირველი მოადგილე ლ-–------–---–---–ი, ფონდის უფროსის მოადგილე შ--–-------–-–---–ი და ადმინისტრაციის უფროსი (მოპასუხის უშუალო ხელმძღვანელი) გ------- გ-----–---–ი. აღნიშნულ თათბირზე გ------- გ-----–---–მა შეიტანა მოპასუხის მინდობილობა ფონდის უფროსისათვის ხელმოსაწერად. რის შემდგომაც პროგრამა "სკაიპის" მეშვეობით მოპასუხეს და გ------- გ-----–---–ს შორის გაიმართა საუბარი, გ------- გ-----–---–მა მისწერა მოპასუხეს, რომ მინდობილობას არ აწერდა ხელს და არ უნდა წასულიყო სასამართლოზე, რაზეც მოპასუხემ მოახსენა, რომ ფონდის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში წააგებდნენ პროცესს და თუ არ მისცემდა მინდობილობას, მის გარეშე წავიდოდა და სასამართლოზე დააყენებდა შუამდგომლობას სხდომის გადადების შესახებ, რაზედაც მიიღო პასუხი - „ფეხი არ გაადგა, დაეტიე მანდ აღარაა ის დრო შენს ნებაზე რომ დადიოდი". აღნიშნული საუბარი გ------- გ-----–---–ის მიერ იქნა პროგრამა სკაიპში წაშლილი და დატოვებული. მოპასუხე შეეცადა ამ მიმოწერის მოპოვებას, მის მიერ მიწერილი იქნა პროგრამა სკაიპისთვის აღნიშნული შესახებ რაზედაც მივიღე პასუხი რომ, მას და გ------- გ-----–---–ს შორის 2012 წლის 04 დეკემბერს 10:00 საათიდან 2014 წლის 04 დეკემბერს 16:00 საათამდე არსებული საუბრის წარმოდგენისთვის საჭირო იყო სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე სამართალდამცავი ორგანოების დაკავშირება პროგრამა „სკაიპის" ადმინისტრაციასთან.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მან გ------- გ-----–---–ისგან მიიღო პროგრამა სკაიპის მეშვეობით მკაცრი მითითება, რომ არ დაეტოვებინა ფონდის ოფისი და არ წასულიყო სასამართლოზე 2013 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დასაქმებული ექვემდებარება თავის უშუალო უფროსს. 2014 წლის 04 დეკემბრის მდგომარეობით გ------- გ-----–---–ი იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ი---- ა--------–---–ი ადმინისტრაციული სამსახურის იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი) რაც დასტურდება პროგრამა სკაიპის მიმოწერით, რომელიც, როგორც მტკიცებულება, განადგურებული იქნა გ------- გ-----–---–ის მიერ (სსიპ „ტ------–--------------------------------ის შინაგანაწესით მითითებები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, შესაძლოა გაიცეს ხელმძღვანელის (ფონდის უფროსის, ფონდის უფროსის მოადგილის ან უშუალო უფროსის) მიერ ზეპირსიტყვიერად, სამუშაო მასალებზე დადებული რეზოლუციით, ელექტრონული ფოსტით ან პროგრამა სკაიპით. გ------- გ-----–---–მა წაშალა ყველა მიმოწერა აღნიშნულის შესახებ და ამოშალა მოპასუხე თავის სკაიპის სიიდან)

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სიცრუეა თითქოს უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ფონდში მოსული დაუსწრებელი გადაწყვეტილების განხილვისას. ფონდის ხელმძღვანელობასთან მოუვიდა უთანხმოება, რის საფუძველზეც 2015 წლის 15 იანვარს დაწერა შვებულების მიღებაზე განცხადება რომელიც დაუყოვნებლივ დაუკმაყოფილეს, ხოლო 2015 წლის 15 თებერვალს დაწერა განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე აბსურდულია ის რომ მან უარი განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

 

მოპასუხისთვის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ხ---------" თან პირველ ინსტანციაში დავ. მიმდინარეობდა ქ. მცხეთის რაიონულ სასამართლოში სადაც არ ყოფილა შემთხვევა სსიპ „ტ------–--------------------------------ის" წარმომადგენლის (მინდობილობა გაცემული იყო ი---- ა--------–---–ის სახელზე, საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით სხდომაზე არ გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი დავა მოგებული იქნა სსიპ „ტ------–--------------------------------ის" მიერ რომლის წარმომადგენელიც იყო ი---- ა--------–---–ი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტ------–--------------------------------მა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით შპს ,,ხ---------“-ს მიმართ, დავალიანების 13064.25 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელის ასლი (ს.ფ. 17-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ 2013 წლის 01 ივლისის #01-2/17 ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს ი---- ა--------–---–ს მიენიჭა უფლებამოსილება აღძრას სარჩელი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება და წარმოადგინოს სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში. წარმოდგენილი ბრძანებით ი---- ა--------–---–ის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

ბრძანება ხელმოწერილ იქნა ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვლ-------------------–-ს მიერ.

სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ტ------–---------------------ბის ფოდნის“ ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტს ი---- ა--------–---–ს მიენიჭა უფლებამოსილება აღძრას სარჩელი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება და წარმოადგინოს სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში. წარმოდგენილი ბრძანებით ი---- ა--------–---–ის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

ბრძანება ხელმოწერილ იქნა ფონდის უფროსის პ----- კ--–--ის მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 01 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 29);

- 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება (ს.ფ. 30);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 65-68);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2013 წლის გადაწყვეტილების თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის სსიპ ტ------–--------------------------------ის სარჩელი. შპს ,,ხ---------“-ს დაეკისრა სსიპ ტ------–--------------------------------ისათვის“ 7578.55 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იანვრის თვის იჯარის საფასურის 3034.12 ლარის და პირგასამტეხლოს 412.14 ლარის დაკისრების ნაწილში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს ,,ხ---------“-ს მიერ სააპელაციო წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-49);

- სააპელაციო შესაგებელი (ს.ფ. 50-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 24 სექტემბრის განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტ------–--------------------------------ის უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ იქნა კ------- გ---–--–--ე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 04 ნოემბრის განკარგულების თანახმად, კ------- გ---–--–--ე დაინიშნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტ------–--------------------------------ის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის 05 ნოემბრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 04 ნოემბრის განკარგულება (ს.ფ. 84);

- 2014 წლის 24 სექტემბრის განკარგულება (ს.ფ. 102);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2014 წლის 04 დეკემბერს, 14:00 საათზე, შპს ,,ხ---------“-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მერიის სსიპ ტ------–--------------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ხ---------“-ს ქ. თბილისის მერიის სსიპ ტ------–--------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 33.81 ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არსებული მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-49);

- სააპელაციო შესაგებელი (ს.ფ. 50-57);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 70-75);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება (ს.ფ. 78-80);

- სასამართლო უწყება (ს.ფ. 59);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. სსიპ ტ------–--------------------------------ს“ და ი---- ა--------–---–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ი---- ა--------–---–ი ასრულებდა სსიპ ტ------–--------------------------------ის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის სამუშაოს. დასაქმებული სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ასრულებდა ხელმძღვანელის დავალებებს. დასაქმებული მოქმედებდა მიღებული სამუშაო ბრძანებების თანახმად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 110-113);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტ------–--------------------------------ის სარჩელში მითითებული ზიანის დადგომა არ განაპირობა მოპასუხე ი---- ა--------–---–ის ქმედებამ.

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს, ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. საქმის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს: ა) მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება; ბ) დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან სარჩელის ფორმალური შესაბამისობის დადგენა; გ) სარჩელისა და შესაგებლის გათვალისწინებით მტკიცების საგნის განსაზღვრა, რაც ამავდროულად მტკიცების ტვირთის განაწილებას მოიაზრებს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2014 წლის 04 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ი---- ა--------–---–ის გამოუცხადებლობის შედეგად, სსიპ ტ------–--------------------------------ს“ მიადგა ზიანი 7587.55 ლარის ოდენობით, რაც ის თანხაა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებით დააკისრა შპს ,,ხ---------“-ს სსიპ ტ------–--------------------------------ის სასარგებლოდ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ხ---------“-ს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ი---- ა--------–---–ს ნებით თუ უნებლიეთ გამორჩა ან/და დაავიწყდა სასამართლო დავის განხილვის დრო, რამაც განაპირობა არსებული ზიანის დადგომა.

 

მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და მიუთითა, რომ კი არ დაავიწყდა სხდომაზე გამოცხადება, არამედ, არ ჰქონდა სსიპ ტ------–--------------------------------ის“ ახალი ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც განახორციელებდა მოსარჩელის საპროცესო უფლებებს სასამართლოში. ამასთან, მას ხელმძღვანელისგან მიეცა უშუალო მითითება, რომ არ ემოქმედა თვითნებურად და დალოდებოდა შესაბამისი მინდობილობის მიღებას და შემდეგომ მითითებებს.

 

სასამართლომ შეაჯერა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს ზიანთან მიმართებაში ი---- ა--------–---–ის ბრალეულობის თაობაზე და განმარტავს, რომ სახეზე განსხვავებული შინაარსის მოცემულობაა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო 2013 წლის 31 ოქტომბერს. აღნიშნული სარჩელის განხილვის პროცესში, მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ი---- ა--------–---–ი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, სსიპ ,,ტ------–--------------------------------ის“ უფროსის პ----- კ--–--ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამ ბრძანების თანახმად, უფლებამოსილება ძალაში იყო 2014 წლის 31 დეკემბრამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოპასუხე შპს ხ---------“-ს სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 04 დეკემბერს, 14:00 საათზე, რა დროისთვისაც, პ----- კ--–--ე აღარ წარმოადგენდა სსიპ ტ------–--------------------------------ის ხელმძღვანელს. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 24 სექტემბრის განკარგულების თანახმად, სსიპ ტ------–--------------------------------ის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კ------- გ---–--–--ე. შესაბამისად, პ----- კ--–--ის მიერ გაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ი---- ა--------–---–ი ვერ განახორციელებდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლობას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა მასზე ახალი მინდობილობა არ გასცა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა კ------- გ---–--–--ემ, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას, როგორც ფონდის ხელმძღვანელს მინდობილობა არასდროს გაუცია ი---- ა--------–---–ზე, ამასთან მიუთითა, რომ ი---- ა--------–---–ს ძველი მინდობილობის საფუძველზე შეეძლო ფონდის ინტერესების დაცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ამაში პრობლემას ვერ ხედავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოპასუხე მხარის განმარტებებს, რომელიც გარკვეულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან და საიდანაც დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან მიმართული იქნა მინდობილობის გაცემაზე, ელოდებოდა მის მიღებას თათბირის განმავლობაში, ხოლო თათბირიდან გამოსული ხელმძღვანელის მიერ მიეთითა ემოქმედა ძველი მინდობილობით, რასაც როგორც უკვე აღნიშნული იქნა შესაბამისი იურიდიული ძალის დოკუმენტს აღარ წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის მიმართ არ არსებობს მოპასუხე მხარის პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 01 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 29);

- 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება (ს.ფ. 30);

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 65-68);

- მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2013 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-49);

- სააპელაციო შესაგებელი (ს.ფ. 50-57);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 70-75);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება (ს.ფ. 78-80);

- სასამართლო უწყება (ს.ფ. 59);

- 2015 წლის 04 ნოემბრის განკარგულება (ს.ფ. 84);

- 2014 წლის 24 სექტემბრის განკარგულება (ს.ფ. 102);

- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 394-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, მოპასუხე ი---- ა--------–---–ი მოსარჩელე სსიპ ტ------–--------------------------------თან იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ამ ურთიერთობის ფარგლებში უზრუნველყოფდა მოსარჩელის წარმომადგენლობას სასამართლოში, ფონდის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. რაც შეეხება სადავო შემთხვევას, 2014 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ფონდის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საკითხს, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ფაქტი არ იყო მოპასუხე ი---- ა--------–---–ის ქმედებით ან უმოქმედობით განპირობებული, ვინაიდან, ფონდის ახალი ხელმძღვანელის მიერ მასზე არ იყო გაცემული ახალი მინდობილობა, ხოლო ძველი მინდობილობის ფარგლებში იგი არ წარმოადგენდა მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მოპასუხეს ჰქონდა ვარაუდი და უნდა მიეღო ახალი მინდობილობა, მოქმედებდა ხელმძღვანელობის მითითების ფარგლებში და შესაბამისად გამოირიცხება ზიანის მიყენების ის აუცილებელი წინაპირობები, რაც ზემოაღნიშნული ნორმით არის დადგენილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ტ------–--------------------------------ის სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,ტ------–--------------------------------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე