გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210017001924636
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/2----1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დ--------- 201- წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს “ა----------“

წარმომადგენელი - ი-------------------------------–---–-

მოპასუხე - შპს „ა-–--“

წარმომადგენელი - თ---------–---------–----------–-------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ა-–--“-ს, შპს „ა----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 460086.89 ლარის გადახდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის 201- წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს 'ა----------მ" მიიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექსკლუზიური სარეკლამო აქციების ჩატარებაზე, რაც გულისხმობდა 2 პრომო წარმომადგენლის მიერ. ფლაერების დარიგებას იურიდიული მომსახურებისა და კონსულტაციის რეკლამირების სფეროში. ექსკლუზივი გულისხმობდა შემდეგს: „ექსკლუზივი შემსრულებელს ავალდებულებს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე სხვა იურიდიული მომსახურების გამწევი კომპანია ან იურიდიული მომსახურების შეთავაზების შინაარსის შემცველი ფლაერების დამრიგებელი კომპანია არ დაუშვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. მოსარჩელისათვის აღნიშნული პირობა არის ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი და ამასთანავე მოტივი, რის გამოც დაიდო აღნიშნული მომსახურების ხელშეკრულება. სწორედ მოსარჩელე იყო პირველი კომპანია ვისთანაც მოპასუხემ მსგავსი სახის ექსკლუზივი გააფორმა, რაც ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეების გარდა დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს გარდა მათი კომპანიისა არავისთან უნდა ქონდეს დადებული მსგავსი სახის ექსკლუზივზე შეთანხმება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეების მხრიდან მრავალჯერ მოხდა და გრძელდება ხელშეკრულების ამ არსებითი ნაწილის დარღვევა და არაერთი გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის დაწესების მიუხედავად მოპასუხეები კვლავ აგრძელებენ არასათანადო მომსახურებასა და ხელშეკრულების პირობის დარღვევას. კერძოდ: მოსარჩელის წარმომადგენლები რამდენჯერმე შესწრებიან ფაქტს, რომ იმავე აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა კომპანიის წარმომადგენლები არიგებდნენ იგივე შინაარსის ფლაერებს, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევაზე. ერთ - ერთი მსგავსი ფაქტის წასწრების დროს მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ გამოძახებულ იქნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც რის შემდეგადაც გაირკვა, რომ ამ კომპანიებისათვის მოპასუხეს არ უცნობებია, მათთან არსებული ექსკლუზივისა და შესაბამისად შეზღუდვების თაობაზე და არც მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითება/შეზღუდვა იმის თაობაზე, რომ იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ექსკლუზივი მხოლოდ მოსარჩელეს აქვს მინიჭებული მოპასუხისაგან.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა, მოსარჩელეს აქვს ინტერესი ხელშეკრულების, რომელიც ერთი წლით ვადითაა დადებული. ამდენად, მოსარჩელე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს, ყოველთვიურად დადგენილი ოდენობით იხდის თანხას 900 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, მოპასუხე მხარის ქმედებიდან გამომდინარე, როგორც კომპანიას ადგება ზიანი არა მხოლოდ იმ საზღაურის ოდენობით, რაც არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ადგება, არამედ მიუღებელი შემოსავლის სახითაც, ვინაიდან მოპასუხეებს რომ კეთილსინდისიერად ემოქმედათ და არ მიეცათ აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა კომპანიებისათვის მსგავსი შინაარსის რეკლამების დარიგების უფლება, მოსარჩელე არ დაკარგავდა გარკვეული ოდენობის კლიენტურას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია დამატებითი ვადის დაწესებას, როგორც კეთილსინდისიერი მხარე მოიქცეოდა თუნდაც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, არამედ წამოაყენა სრულიად არაგონივრული წინადადება მომსახურების ფაქტიურად უსასყიდლოდ მიღებაზე. აღნიშნულ ეჭვს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ რომელიც თვლის რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ჰქონდა, აღნიშნული უფლება არ გამოიყენა. გასვლის უფლების არარსებობის მიუხედავად შპს „ა-–--“ წინააღმდეგი არ იყო კეთილსინდისიერ კონტრაქტორთან შეეწყვიტა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით. ამასთან, შეუსაბამოა მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო თანხის მთლიანად დაბრუნების თაობაზე, თუ იგი არ იყენებს ხელშეკრულების გასვლის უფლებას. მოსარჩელე აყენებს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მაგრამ სრულებით ვერ ასაბუთებს ზიანის დადგომის ფაქტს, რაც უპირველესი პირობაა ზიანის კომპენსაციის საფუძვლებში. თუ არ არსებობს ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლოის საკითხი შეიძლება დადგეს. მოსარჩელე არ განმარტავს, თუ რა უნდა ყოფილიყო ანუ რა უნდა მიეღო ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ექსკლუზივით და რა ვერ მიიღო თუნდაც რომ ჩაითვალოს რომ მას ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები დაერღვა. რა მატერიალური ზარალი მიადგა მოსარჩელეს, არ არის განმარტებული. ხელშეკრულების საფასურის, თანამშრომლების და ფლაერების ხარჯების სახით მიყენებული ზიანი გარდაუვალი იყო ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაშიც და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ზიანად, თუ მოსარჩელე დაასაბუთებდა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები არამატერიალური სიკეთე, რასაც ამ შემთხვევაში ექსკლუზიური უფლება წარმოადგენს, რომელიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რომ წარმოშობდეს აუცილებლად უნდა მატერიალიზირდებოდეს, ვერ მიიღო მაგ: კლიენტურის ვერ შეძენის, კლიენტურის დაკარგვის, კლიენტურის შემცირების ან სხვა რაიმე სახით, რაზეც საერთო საუბარი არაა სარჩელში, მხოლოდ აბსტრაქტულად გაკვრით ნახსენებია მეორე სასარჩელო მოთხოვნაში. თანამშრომლებზე გადახდილი თანხები ან ფლაერების ხარჯები არ დასტურდება, და რომც დასტურდებოდეს არ დგინდება, რომ კონტრაქტის პირობებმა გამოიწვია აღნიშნული ხარჯების გაღება.

 

მოსარჩელემ პირველად დააყენა შპს "მ--------------ის შეძენიდან გამომდინარე თანხის გადახდიდან ზიანის ანაზღაურების აბსურდული მოთხოვნა. ა----------ს ან მის დამფუძნებლებს შეეძლოთ მინიმალური დანახარჯით დაეფუძნებინათ ახალი კომპანია და მოეპოვებინათ ხელშეკრულებაში განსაზღვრული უფლება ფლაერების დარიგებაზე თავისუფლად, მათ ამაში არაფერი ზღუდავდათ, არც თვით შპს "ა----------"-სთვის, რომელიც ყველანაირად ეცადა ურთიერთობის გაფუჭებას არ შეუქმნია არანაირი პრობლემა, განუსაზღვრეს ადეკვატური საფასური რაზეც არაერთი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და ის ფაქტი, რომ ა----------ს მანამდე შეღავათიანი პირობებით ქონდა კონტრაქტი, სწორედ რომ მეტყველებს მოპასუხის მოსარჩელისადმი კეთილგანწყობაზე, რაც ბოროტად გამოიყენეს და კომპანიას ქონების დაყადაღების ფორმით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. პირველი სასარჩელო მოთხოვნით ფაქტობრივად უთითებს პირდაპირ ზიანზე, მაგრამ თვითონ სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, თუ მხარის მიერ ვერ დადასტურდება მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტი, მითუმეტეს არ შეიძლება იყოს საუბარი პირდაპირ რეალურ ზიანზე, რადგან რეკლამირება და რეკლამის უფლების მინიჭება თავისთავად არ გულისხმობს რაიმე ქონებრივი მატერიალური საქონლის გადაცემას, არამედ ანიჭებს უფლებას მხარეს საკუთარი საქონლის ან/და მომსახურების რეკლამირებით მომავალში მიიღოს მატერიალური შედეგი, ანუ საუბარი შეიძლება იყოს მიუღებელ შემოსავალზე, რასაც ეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხის განმარტებით, დაუდგენელია რამდენ ფლაერს ავრცელებდა მოსარჩელე, გაავრცელა თუ არა მესამე პირმა საერთოდ ფლაერები ან რამდენი გაავრცელა, რამდენი პოტენციური კლიენტი შეიძლებოდა მიეზიდა მოსარჩელეს ფლაერების გავრცელებით კონკრეტულ პერიოდში, რამდენი კლიენტი შეიძლებოდა დაეკარგა, რა ოდენობის და მოცულობის მომსახურების გაწევაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი და საბოლოო ჯამში რამდენად მიიღებდა მოსარჩელე მატერიალურ შედეგს და რა ოდენობით. მოსარჩელე დაუსაბუთებლად ა-–--სთვის გაგზავნილ წერილში სრულიად სხვა ციფრზე უთითებს, სარჩელში - სრულიად სხვა ციფრზე, აბსტრაქტულად უთითებს ზიანზე, თუმცა, გაუგებარია რა კავშირშია მის მიერ გაწეული ხარჯები თანამშრომლებზე, ფლაერების დაბეჭდვაზე ან მომსახურების ხელშეკრულებები ე.წ. ზიანთან.

 

ვინაიდან, ვერ დგინდება ზიანის ფაქტი, მითუმეტეს ზედმეტია საუბარი ზიანის ანაზღაურების სხვა საფუძვლებზე, კერძოდ, მართლწინააღმდეგობაზე, ბრალსა და მიზეზობრივ კავშირზე. ზიანის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, გამორიცხული იქნებოდა მიზეზობრივი კავშირის დასაბუთება ა-–--ს ქმედებასა და ე.წ. ზიანს შორის, რადგან რეკლამირება კლიენტის მოზიდვისათვის საჭირო მხოლოდ ერთი რგოლია, საბოლოოდ კი კლიენტისგან მოზიდვისათვის საჭირო მხოლოდ ერთი რგოლია, საბოლოოდ კი კლიენტისგან მატერიალური სარგებლის მიღება მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და ა-–--სთვის ბრალის დადება მოსარჩელის არსებულ თუ მომავალში შესაძლო წარუმატებლობაში სრული აბსურდია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 201- წლის 30 აგვისტოს შპს „ა----------ს“ და შპს „ა-–--“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით შემსრულებელი უფლებამოსილებას ანიჭებს დამკვეთს, რათა დამკვეთმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩაატაროს პრომო აქცია, რაც გულისხმობს ექსკლუზიურად ორი პრომო წარმომადგენლის მიერ ფლაერების დარიგებას იურიდიული მომსახურების და კონსულტაციის რეკლამირების სფეროში. პრომო აქცია ჩატარდება შემდეგ პერიოდში 03.09.201- – 02.09.201-. ექსკლუზივი შემსრულებელს ავალდებულებს ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე სხვა იურიდიული მომსახურების გამწევი კომპანია ან იურიდიული მომსახურების შეთავაზების შინაარსის შემცვლელი ფლაერების დამრიგებელი კომპანია არ დაუშვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების თვიური ღირებულება შეადგენს 900 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდა განხორციელდა ყოველი თვის 5 რიცხვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

- ხელშეკრულება (ს.ფ. 75 - 76)

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი ვერ იქნა

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--31--ე, 319-ე, 327-ე, 394-ე, 408-ე, 409-412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კანონდებლობა ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძველს იცნობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამასთან, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კი ადგენს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.

 

სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო - სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ - ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

 

დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო, ამასთან, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრის მტკიცების მოვალეობა მოსარჩელეს ეკისრება.

 

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის და ამ ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, შემდეგი გარემოებების გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი სახის ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ.

 

დადგენილია, რომ 201- წლის 30 აგვისტოს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ექსკლუზივი პრომოაქციის ჩატარება 03.09.201- წლიდან 02.09.201- წლამდე პერიოდში. ექსკლუზივი შემსრულებელს ავალდებულებდა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე არ დაუშვას ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე სხვა იურიდიული მომსახურების გამწევი კომპანია ან იურიდიული მომსახურების შეთავაზების შინაარსის შემცვლელი ფლაერების დამრიგებელი კომპანია.

 

მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას აფუძნებს მხარეებს შორის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სხვა კომპანიების წარმომადგენლების არსებობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მათთვის ექსკლუზივის სახით მინიჭებული მომსახურების გაწევას.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს "ა----------ს" დირექტორთან ი----------------სთან გასაუბრების ოქმები (ს.ფ. 123-138 ტომი2), შპს „მირააკადემისა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ს.ფ. 144-146, ტომი2), ასევე წარმოადგინა მოწმე ა-----------------ი და სხვა. შპს "მ------------ისთან" გაფორმებული ხელშეკრულების 4.3.7 პუნქტით, კომპანიას არ აქვს უფლება გაავრცელოს სარეკლამო მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამართლებრივ/იურიდიულ მომსახურებაზე. ამასთან, შპს „ა-–--სა“ და შპს „ა----------სს“ შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 201- წლის 02 სექტემბერს, ხოლო შპს „მ------------ისა“ და შპს „ა-–--“-ს შორის ხელშეკრულება დაიდო 201- წლის 8 სექტემბერს, მაშინ როდესაც უკვე გასული იყო შპს „ა----------სთან“ დადებული ხელშეკრულების ვადა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----------------მა განმარტა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არაბულ - ირანულ ავიახაზებზე იმ რაოდენობის ხალხი მიდიოდა მგზავრებთან, რომ ვერ ასწრებდნენ მომსახურების გაწევას. აღნიშნულს მართალია აპროსტესტებდნენ აეროპორტის ადმინისტრაციასთან, თუმცა მათი მხრიდან ხდებოდა გადამისამართება შპს „ა-–--“-ს ადმინისტრაციასთან. მოწმის განმარტებით, მომსახურების გამწევი პირები იყვნენ შესაბამისი ბეჯის გარეშე აღჭურვილი პირები. მათთან ერთად მომსახურებას უწევდნენ რესტორნებისა და ღამის კლუბების წარმომადგენელი სხვა პირები. იურიდიული მომსახურების გაწევის უფლება მხოლოდ მათ ქონდათ მინიჭებული. მოწმემ გაიხსენა ზაფხულში მომხდარი ერთ - ერთი ინციდენტი, კერძოდ, დაინახა ირანელი გოგო, რომელიც მგზავრს აძლევდა სავიზიტო ბარათს, მოწმის მხრიდან მოხდა გაფრთხილება რომ მას არ ჰქონდა აღნიშნულის უფლება. თუმცა, ამას მოჰყვა ინციდენტი ერთ - ერთი ირანელის მხრიდან, რა დროსაც მოხდა პატრულის ჩართვა. როგორც მოწმემ განმარტა, ის უბრალოდ არიგებდა ფლაერებს, ხოლო რა რაოდენობის კლიენტი მიდიოდა აღნიშნულის საფუძველზე კომპანიაში მომსახურების მისაღებად ეს უკვე მან აღარ იცის. კითხვაზე თუ რა სახის მომსახურებას უწევდა შპს „მ------------ი“ ტურისტებს მოწმემ განმარტა, რომ ეს იყო თარგმანი, საბუთების დამზადება, ანკეტის შევსება. სამართლებრივი მომსახურებას არ შეიცავდა შპს „მ------------ის“ ფლაერი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებები, გადახდის ქვითრები და სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს შპს "ა-–--ს" მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ამასთან, სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ უარყო ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „მ------------ი“-ს მიერ ხდებოდა სამართლებრივი მომსახურების გაწევა, და ასეც რომ იყოს აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება მოპასუხის მხრიდან თარიღდება მოსარჩელესთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

 

თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

მტკიცებულების უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება კი გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის, ი----------------ს, გასაუბრების ოქმებში (ს.ფ. 123-136, ტომი2) მითითებული ფაქტები სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ისინი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

 

მოსარჩელე მოითხოვს როგორც ფაქტობრივი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, თუმცა გაურკვეველია 460086.89 ლარის ზიანის წარმოშობის საფუძველი, ფაქტობრივი გარემოებები და გაანგარისების წესი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N1-2-1-2-201-). შესაბამისად, სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელა განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე, კერძოდ, ზიანის წარმოსობის საფუძვლებზე და ვინაიდან არ მიიჩნია დამტკიცებულად ასეთი საფუძვლების არსებობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმსჯელოს ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულობაზე.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და მისი ანაზღაურება მოპასუხეს ვერ დაეკისრება, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 28 ივლისის განჩინებით შპს ,,ა----------ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ა-–--ს“ (ს/ნ 2--------) აეკრძალა ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- მდებარე: ქ-------–-------------–--–-------------------------------------–--------------------–-------------------------------------------------------------------------------–-------------–--–-----------------------------------------------–-------------–----–-------------------------------------------------------------------------–-------------–--–-------------------------------------–--------------------–-----------------------------------------------------------------------

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 08 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 25 აგვისტოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ა-–--ს“ (-----------------------–--------------------–--–--------------------------------------------------------------------------–-------------–--–-------------------------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------------------–-------------–--–-----------------------------------------------–-------------–----–--------------------------------------------------------------–------–------–--------------–------------------–----------–----------------–------------–------------------–------------–-–------------------------------–-------–---------------------------------------------------------------–-------------–--–-------------------------------------–--------------------–---------------------------------------------------------------------- ნივთების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 201- წლის 15 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ა-–--“-ს და შპს „ა----------ს“-ის საჩივარ და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 28 ივლისის და ამავე სასამართლოს 201- წლის 08 სექტემბრის განჩინებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 7 მარტის განჩინებით, მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და შპს "ა-–--ს" აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მ----–----------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------ა და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი, არსებობს დარჩენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს “ა----------სი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს “ა----------სი“-ს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს "ა-–--ს"-სათვის უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მ----–----------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------ის და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე