განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- მ---------ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ---–------- ტ---–--–---–ი
ბრალდებული - ი----------–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------ს, უ------------------–--ის მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2007 წელს ი----------–---–მა, რომელიც დაკავებული იყო ს--–-----–---------- საქმიანობით როგორც ქ. თბილისში, ასევე მისი განმარტებით ქ. მ-------ში, გადაწყვიტა ესარგებლა გ-------–-----------–--ის ოჯახთან არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობით, რომელიც გააჩნდა წლების მანძილზე და მოტყუებით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ოჯახის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით ი----------–---–მა შესთავაზა და 2007 წლის აპრილიდან 2007 წლის დეკემბრამდე, გ-------–-----------–--ის ოჯახისგან მიიღო ფულადი თანხა ჯამში 500 000 აშშ დოლარი, ვითომდა ქ. მ-------ში ს--–-----–----------ში დაბანდების მიზნით. აღნიშნული თანხა გ-------–-----------–--ემ ი----------–---–ს გადასცა მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად. ი----------–---–ი გ-------–-----------–--ეს ასევე დაჰპირდა, რომ 500 000 აშშ დოლარის ს--–-----–----------ში დაბანდების სანაცვლოდ, ერთი წლის განმავლობაში გ-------–-----------–--ე მიიღებდა 800 000 აშშ დოლარს. ი----------–---–ი გ-------–-----------–--ის ოჯახის მიერ მიცემულ თანხას - 500 000 აშშ დოლარს დაეუფლა მოტყუებით. შესაბამისად, გ-------–-----------–--ე ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ გამხდარა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არცერთი ს--–-----–--------------–--–--------------–--–-. მათ გადაცემული თანხა უკან არ დაბრუნებიათ, რითაც გ-------–-----------–--ის ოჯახს მიადგა 500 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებები
2.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ-------–-----------–--ემ განმარტა, რომ ბრალდებულ ი----------–---–სა და მ------- - რ-----------–---–ს იცნობს დიდი ხანია. მათი ნაცნობობა გამომდინარეობდა მ----–---–----------------------–-------------------, შესაბამისად, ნდობის ფაქტორიც დიდი იყო. 2007 წლის გაზაფხულზე, იგი შემთხვევით შეხვდა ძ--------- და რ-----------–---–ებს, რომლებმაც გარკვეული თანხის მათ ს--–-----–----------ში (თითქოს მათი ს--–-----–------------ „ი------“ ეწეოდა მ–-----–---ას როგორც საქართველოში, ისე მ-------ში) ჩადების სანაცვლოდ შესთავაზეს გარკვეული ფულადი სარგებლის მიღება. მოწმის განმარტებით, აღნიშნული საუბრის შემდეგ, ი----------–---–ი ესტუმრა მას სახლში და უთხრა, რომ 400 000 აშშ დოლარის ინვესტიციის გაკეთების შემთხვევაში, დაახლოებით ერთ წელიწადში მიიღებდა 800 000 აშშ დოლარს. ამასთან, ი----------–---–მა მათ შესთავაზა თანხის ეტაპობრივად გადახდა, რაც მოწმისთვის აღმოჩნდა მისაღები. მოწმის თქმით, მას შემდეგ, რაც ი----------–---–ისგან მიიღო დამაჯერებელი პასუხი ფულის დაკარგვის შესაძლებლობის გამორიცხვის თაობაზე, ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გაყიდა ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება ბინების სახით და 400 000 აშშ დოლარი გადასცა ი----------–---–ს ეტაპობრივად. მოწმემ თანხის პირველი ნაწილი - 200 000 აშშ დოლარი ი----------–---–ს გადასცა ამ უკანასკნელის ოფისში. აღნიშნული თანხის გადაცემას მათ გარდა ესწრებოდნენ: რ-----------–---–ი, მ--–-----------–- ნ-----–--------–---–ი და ახლობელი - რ---------------ე. ფულადი თანხის მეორე ნაწილი - 90 000 აშშ დოლარი, ი----------–---–ის მითითებით ჩარიცხა ამ უკანასკნელის თანამშრომლის - დ-------–---–---–ის ანგარიშზე, რომელიც უნდა გადარიცხულიყო ს--–-----–------------ „ი------ს“ ანგარიშზე. რაც შეეხება თანხის დარჩენილ ნაწილს - 110 000 აშშ დოლარს, აღნიშნული ი----------–---–ს გადასცა ამ უკანასკნელის ოფისში, რასაც ესწრებოდა მ--–-----------–-. მოწმემ დაადასტურა, რომ ი----------–---–ი მას ყოველი შეხვედრისას ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ არაფერზე ენერვიულა. მოგვიანებით, ი----------–---–მა მას უთხრა, რომ მ–-----–---ისთვის უნდა გადაეხადა დამატებითი 100 000 აშშ დოლარი, რაც მოწმემ მსგავსად 400 000 აშშ დოლარისა, მოწმეების თანდასწრებით გადაუხადა ი----------–---–ს. ამის შემდეგ, მოწმე ყოველ სამ დღეში ერთხელ ამყარებდა კონტაქტს ძ--- მ----–---–--თან. მოგვიანებით ქ. მ-------შიც ესტუმრა ი----------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა კვლავ დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ არაფრის დარდი ჰქონოდა. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მას დაუკავშირდა ი----------–---–ი და უთხრა, რომ მ–-----–---ასთან დაკავშირებით იყო პრობლემები, თუმცა აღნიშნული მასზე არ იმოქმედებდა. ამ საუბრის შემდეგ, მოწმე ი----------–---–ს ვეღარ უკავშირდებოდა, რის გამოც კონტაქტს მ-------თან ამყარებდა. ეს უკანასკნელი ამშვიდებდა მას, თუმცა უშედეგოდ. მოწმის თქმით, ამის შემდეგ მან შეიტყო, რომ ი----------–---–ი ჩამოსული იყო უ------იდან, რის გამოც საკუთარ ქ--–-–---–------------------ ერთად სალაპარაკოდ მივიდა მასთან ოფისში. იმ დროს, როდესაც მოწმე ელაპარაკებოდა რ-----------–---–ს, ი----------–---–მა გაიყვანა მისი სიძე და სცემა. აღნიშნული ფაქტიდან მეორე დღესვე ძ---მა მ----–---–--მა დატოვეს საქართველოს ტერიტორია. მოწმემ დაადასტურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. მანვე განმარტა, რომ სრულად ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
2.1.2. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–--------–---–მა (გ-------–-----------–--ის მ------–ე). მანვე დაადასტურა, რომ ესწრებოდა ფულადი თანხის ნაწილის (200 000 აშშ დოლარისა და 110 000 აშშ დოლარის) ი----------–---–ისთვის გადაცემის ფაქტს. ძ--- მ----–---–--თან არსებული ურთიერთობის გამო (მოწმემ ჩვენების მიცემისას არაერთხელ განმარტა, რომ ძ--- მ----–---–--თან ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა) არც უფიქრია, რომ შესაძლოა ტყუილის მსხვერპლი გამხდარიყო მისი ოჯახი.
2.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------------–---–მა დაადასტურა გ-------–-----------–--ის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები - ი----------–---–ისთვის თანხის ნაწილის (200 000 აშშ დოლარისა და 100 000 აშშ დოლარის) გადაცემის დროს მისი მონაწილეობის თაობაზე.
2.1.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---------------–--ემ განმარტა, რომ რ-----------–---–ს იცნობს ბავშვობიდან (ისინი იყვნენ კ-–----–-------------------), ამ უკანასკნელისგან კი - ი----------–---–ს. მოწმის თქმით, 2007 წელს მ------- - გ-------–-----------–--ესა და ი----------–---–ს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად, გ-------–-----------–--ეს 500 000 აშშ დოლარის ს--–-----–----------ში დაბანდების სანაცვლოდ, 1 წელიწადში უნდა მიეღო 800 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, მიუხედავად გ-------–-----------–--ის მხრიდან ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისა (მან ეტაპობრივად გადასცა 500 000 აშშ დოლარი ი----------–---–ს), ი----------–---–ს არათუ სარგებელი, არამედ ძირი თანხაც კი არ დაუბრუნებია მ-----------ის.
2.1.5. გ-------–-----------–--ისა და ლ---------------–--ის ჩვენებებში ასახული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ-----------------მ. მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა მისი მ------–ისგან - ლ---------------–--ისგან.
2.1.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე-------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ი---- და რ-----------–---–ებს იცნობს ს----–----------ან. 2007 წელს მ------- - გ-------–-----------–--ეს შემთხვევით შეხვდნენ ი---- და რ-----------–---–ები, რა დროსაც მათ ისაუბრეს ამ უკანასკნელთა ბიზნესთან დაკავშირებით. მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, გ-------–-----------–--ეს მ----–---–--ის ბიზნესში უნდა დაებანდებინა 500 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მ------ი დაახლოებით 8 თვეში მიიღებდა მოგებას - დაახლოებით 3%-ს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თანხის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, გადახდილ თანხას აუნაზღაურებდნენ ბინების სახით. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან ამ რაოდენობის თანხა მას და მის ოჯახს არ გააჩნდა, მათ გაყიდეს თავიანთი უძრავი ქონება და ძ--- მ----–---–--ისთვის გადასაცემი თანხა ეტაპობრივად შეაგროვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ ი----------–---–ისთვის თანხის ნაწილის - 100 000 აშშ დოლარის გადაცემას ესწრებოდა თავად, მ------ი, თავისი მ------–ე და დ---------–ი, რადგან აღნიშნული თანხა იყო მისი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული. მოწმემ წერილობითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის მიზეზად დაასახელა მისი ოჯახის მხრიდან მ----–---–--ის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი. იმ შემთხვევაში, თუკი ი----------–---–ი მის ოჯახს ეტყოდა გარკვეული რისკის არსებობის შესახებ, მოწმე გამორიცხავს მისი ოჯახის მხრიდან ამ უკანასკნელის ბიზნესში თანხის დაბანდებას.
2.1.7. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-------------–--ის მ------–ემ - კ---------–---–მა. მანვე დაადასტურა, რომ ესწრებოდა ი----------–---–ისთვის 100 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.
2.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------–---–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლის მდგომარეობით მუშაობდა ი----------–---–ის პ--------–---–---. მისი თქმით, ამ უკანასკნელის ოფისში ხშირად ხედავდა გ-------–-----------–--ეს, რომელიც იცოდა, რომ იყო ი----------–---–ის მ--------------. გ-------–-----------–--ის ოფისში მისვლა უკავშირდებოდა ბიზნეს საქმიანობას, რომელსაც ეს უკანასკნელი სთავაზობდა ი----------–---–ს. მოწმემ დაადასტურა, რომ ი----------–---–ს ეტაპობრივად გადასცა გ-------–-----------–--ის მიერ, მის ანგარიშზე გადარიცხული ფულადი თანხა - 90 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა გ---------------–-–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძებო მოქმედებათა ოქმების სისწორე და ავთენტურობა.
2.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-----------–---–მა განმარტა, რომ არის ი----------–---–ის ძ--. მას ლ---------------–--ესთან, რომელსაც იცნობს ს----–----------ან, გააჩნდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, იგი ს--–-----–-- სფეროში საქმიანობდა 1991 წლიდან. 2001 წელს მან ი----------–---–თან ერთად დააფუძნა ს--–-----–------------ „ი------“, რომლის დირექტორიც თავად იყო. რაც შეეხება ი----------–---–ს, იგი ფლობდა 4,5% წილს. მოწმემ დაადასტურა, რომ გ-------–-----------–--ესა და ი----------–---–ს შორის არსებობდა გარკვეული შეთანხმება ს--–-----–-- საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად საკითხში ნაკლებად იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, ის დაზუსტებით განმარტა, რომ იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ზემოაღნიშნულ პირებს შორის საქმიანი ურთიერთობისა. მოწმის თქმით, მისი ძ-- გარკვეული პრობლემების გამო წავიდა მ-------ში. 2004 წლისათვის მისი ძ-- ფინანსურად იყო ძალიან მყარად (მოწმის შეფასებით მისი ძმის ქონება შეადგენდა რამდენიმე მილიონს). დღეის მდგომარეობით, კომპანია „ი------“ ისევ არსებობს, თუმცა მას არანაირი ქონება არ გააჩნია.
2.1.11. ო-----------–------------------------------------------------------ ოქმებით (ჩაწერილი 2----–-–--------------------–-–----------------------–-–----------------–-), სადაც ასახულია გ-------– (იგივე ნ------) ბ---------–--ისა და რ-----------–---–ის საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, ცალსახად დგინდება, რომ რ-----------–---–ი აღიარებს გ-------–-----------–--ის მიერ ი----------–---–ისთვის თანხის გადაცემის ფაქტს და გამოხატავს სინანულს გ-------–-----------–--ის მდგომარეობის შესახებ. მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო ციტირების სახით მოიხმობს რ-----------–---–ის სიტყვებს: „რა ვქნა სად წავიდე ტო, ვერაფერს ვერ ვშვები კიდე ერთხელ ვამბობ, არ მინდა ვალის აკიდება ნ------, ისედაც აკიდებული მაქვს, იმიტომ რომ ფაქტია, მოხდა ესეთი, ეხლა მაგას მე ხომ ვერ შევცვლი, ძალიან მინდა, რომ არ მომხდარიყო, მარა ი--------–---–მა გამოართვა ნ------ ბ---------–--ეს ფული რა, გამოართვა რა, ეხლა როგორც გინდა ვკერო მე, ამ ფაქტს ვერ გავექცევი, ვერ გავექცევი რა, უბრალოდ…, არა მაქვს მე…, რომ გადავიხადო, და ვერც მოვკლავ იმ ..., იმიტომ რომ ეგება მართლა ვიშოვი და გადავიხადო როდისმე, მერე რა ვქნა, გავიდა ათი წელი და ვიშოვნე ეს ფული, მერე რა ვქნა?“ (2013 წლის 12 თებერვალის ჩანაწერი).
2.1.12. ო-----------–-------------------------------------------- ოქმის (ჩაწერილი 2----–-–------------------) თანახმად, სადაც ასახულია გ-------– (იგივე ნ------) ბ---------–--ისა და ი----------–---–ის საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, ვალის აღირების ფაქტს ადასტურებს თავად ი----------–---–იც. აღნიშნულ ჩანაწერში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მონაკვეთზე: გ-------– (ნ------) ბ---------–--ე: - „მთავარია, რომ მე იმედი მქონდეს, შენ ჩემი ვალი გაქვს და უნდა მომცე რა და“, ი----------–---–ი: - „მილიარდ პროცენტიანი“, გ-------– (ნ------) ბ---------–--ე: - „ვსიო, მორჩა, მეტი არაფერი მინდა“.
2.2. დაცვის მხარის მტკიცებულებები:
2.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-----------მ განმარტა, რომ ი----------–---–ს იცნობს 2004 წლიდან. გაცნობიდან მალევე მიიღო მისგან შეთავაზება - ქ. მ-------ში, ძ---–---------- ტერიტორიაზე სახლის მ–-----–---ის თაობაზე. ამავე პერიოდში გაიგო საქმეში გ-------–-----------–--ის მონაწილეობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საქმეში იყვნენ სხვა პარტნიორებიც. მიუხედავად გაწერილი გეგმისა, საქმე არ დაძრულა. წარუმატებელი აღმოჩნდა ი----------–---–ის მცდელობა ალტერნატიული მ–-----–---ის თაობაზეც.
2.2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი---- ხ---------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2006 წელს, ი----------–---–თან და რ-----------სთან ერთად იმყოფებოდა ქ. მ-------ში ერთ-ერთი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. პროექტი გულისხმობდა „გ-------------–-“ საცხოვრებელი კორპუსის მ–-----–---ას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო (ნებართვა, კორუფცია და ა.შ.) პროექტი ვერ განხორციელდა. მოწმის განმარტებით, მას 2008 წლის ომამდე ჰქონდა იმედი დასახული პროექტის შესაძლო განხორციელების თაობაზე, თუმცა 2006 წლიდან არაფერი განხორციელებულა.
2.2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2000 წლიდან მუშაობდა კომპანია „ი------ში“ ი----------–---–თან. დაახლოებით 2006 წელს, ი----------–---–ი სამუშაოდ წავიდა ქ. მ-------ში, სადაც მოწმე მიიწვია სამუშაოდ (მოწმის მოვალეობაში უნდა შესულიყო ა-----------------–ი სამუშაოების წარმოება) ერთ-ერთ ობიექტზე. მოწმის განმარტებით, ამ პროექტზე მუშაობდნენ დაახლოებით 2-3 წელი. საქმე ეხებოდა ქ. მ-------ში, „გ-------------–-“ ობიექტის მ–-----–---ას. მიუხედავად ი----------–---–ის და მისი პარტნიორების მხრიდან ფინანსური რესურსის გაღებისა, პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
2.2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2004 წლის მდგომარეობით, იმყოფებოდა ი----------–---–თან ქ----–-----ში. მისთვის ამ უკანასკნელისგან ცნობილია, რომ გ-------–-----------–--ემ ქ. მ-------ში შესთავაზა გარკვეული ბიზნეს-პროექტის განხორციელება. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ პროექტში ი----------–---–მა დააბანდა გარკვეული ოდენობის სოლიდური თანხა, თუმცა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, შეუძლებელი გახდა პროექტის განხორციელება.
2.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, უარყო გ-------–-----------–--ის თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა, თუმცა მოგვიანებით (დასკვნითი სიტყვისა და საბოლოო სიტყვის ეტაპზე) აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და გამოთქვა მზაობა დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სრულად და ეტაპობრივად ანაზღაურებისა. მისი თქმით, მან საწყისი ეტაპისთვის დაზარალებულს ჩაურიცხა თანხის მცირე ნაწილი - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით, არაერთხელ განმარტა, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეფასება უწინარესად სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, მათი შეფასება ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში შედის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van Mechelen and Others v. The Netherlands, №21363/93 , 21364/93 , 21427/93 ,22056/93 , 23 /04/1997, §50).
2.4. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე უპირველესად მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
2.5. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ გულისხმობს არა ვარაუდს, რომ პირი დამნაშავეა, არამედ იმას, რომ არსებობს საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი მის დამნაშავეობაში. შესაბამისად, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცება უნდა იყოს იმდენად დამაჯერებელი, რომ გონიერი ადამიანი უყოყმანოდ დაეყრდნოს მას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.
2.6. ამდენად, სასამართლო კანონმდებლის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შეაფასებს მოცემულ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულობისა და დამაჯერებლობის გათვალისწინებით, არწმუნებს, რომ ი----------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: გ-------–-----------–--ე, ლ---------------–--ე, ე-------------–--ე, ვ-----------------, კ---------–---–ი, რ---------------ე და ნ-----–--------–---–ი ადასტურებენ ერთსა და იმავე ინფორმაციას - თუ როგორ გადასცა გ-------–-----------–--ემ ი----------–---–ს გარკვეულ ბიზნეს-პროექტში დასაბანდებლად და მოგების მისაღებად გარკვეული თანხა. ვინაიდან გ-------–-----------–--ესა და ი----------–---–ს შორის შეთანხმებული თანხის - 500 000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად, თანხის გადაცემას სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ სხვადასხვა პირები, კერძოდ: 2007 წლის აპრილში, 200 000 აშშ დოლარის გადაცემას ესწრებოდნენ ნ-----–--------–---–ი და რ--------------–---–ი; 2007 წლის ივნისში, 90 000 აშშ დოლარი საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით გადაურიცხა დ-------–---–---–ს; 2007 წლის ოქტომბერში, 110 000 აშშ დოლარი გადასცა ნ-----–--------–---–ის თანდასწრებით, ხოლო დარჩენილი 100 000 აშშ დოლარი - ე-------------–--ის, კ---------–---–ისა და რ--------------–---–ის თანდასწრებით. მართალია, შეთანხმების დასტურად მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა (აღნიშნული გამოწვეული იყო გ-------–-----------–--ისა და მისი ოჯახის მხრიდან ი----------–---–ის მიმართ არსებული ნდობის გამო), თუმცა გ-------–-----------–--ე ხშირად უკავშირდებოდა ი----------–---–ს ბიზნეს-პროექტის ამბის გასარკვევად, რა დროსაც ეს უკანასკნელი აიმედებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მის მიერ ჩადებული თანხა არ დაეკარგებოდა. გ-------–-----------–--ის მიერ ი----------–---–ისთვის თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად მიღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითაც, რა დროსაც როგორც ი----------–---–ი, ისე მისი ძ-- - რ-----------–---–ი გამოხატავდა მზაობას, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეფასებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარის მოწმე ი---- ხ---------ს ჩვენება, რომლის თანახმად, ქ. მ-------ში არსებული პროექტის ფარგლებში 2006 წლიდან არაფერი განხორციელებულა. საგულისხმოა, რომ ი----------–---–მა გ-------–-----------–--ეს 500 000 აშშ დოლარი გამოართვა 2007 წელს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გ-------–-----------–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, რაც თავადაც დაადასტურა ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვისა და საბოლოო სიტყვის ეტაპზე.
2.7. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
3.2. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
3.3. ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
3.4. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი----------–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ ი----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით გ-------–-----------–--ეს საერთო ჯამში მიადგა 500 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.7. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ი----------–---–ს.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში უნდა შეარჩიოს ისეთი სასჯელი, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
4.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ი----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ი----------–---–მა დაარწმუნა გ-------–-----------–--ე, რომ დიდი ოდენობით თანხა დაებანდებინა მის ს--–-----–----------ში, რომელსაც ის თითქოსდა აწარმოებდა რუსეთში, რასაც დაეუფლა მოტყუებით); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ი----------–---–ის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლებას); მის პიროვნებას (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ი----------–---–ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ი----------–---–ს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს, თუმცა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და გამოხატავს მზაობას, ზიანის სრულად და ეტაპობრივად ანაზღაურებისა).
4.5. სასამართლოს 4.4. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიაჩნია ი----------–---–ისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
4.6. ვინაიდან ი----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2007 წელს, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონზე „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ვრცელდებოდა 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩადენილ დანაშაულზე. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პირზე რომელსაც სასჯელის სახედ ენიშნება ჯარიმა, არ ვრცელდება აღნიშნული ამნისტიის კანონი. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ ჯარიმის დანიშვნის პარალელურად გამოიყენოს 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“.
4.7. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო თვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი----------–---–ის მიმართ 2----–-–---------------, გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმადაც, მას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან ი----------–---–ს ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილი აქვს 2----–-–--------------- განაჩენამდე, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმკიცებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით (2013 წლის 9 ოქტომბრიდან 2----–-–------------------- ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ი----------–---–ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 6 (ექვსი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს (2----–-–--------------- განაჩენით) პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–------------------ 2----–-–--------------- ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის აღსრულებასა და მსჯავრდებულ ი----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განჩინებით, ი----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმკიცებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი