გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
330210118002426202
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12853-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 15 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,გ-–--------ი’’

წარმომადგენლები - გ-------------------–---–ი, ლ----------------–---ი, გ-------------------ე

მოპასუხე - შპს ,,ბ-–--------------’’

წარმომადგენელი - გ------------–-–---–ი, თ-------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 22 842.63 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ტომი 2 ს.ფ. 1-18):

1.1.1. მხარეებს შორის 2016 წლის ოქტომბრის თვეში მოხდა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მას მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა მარკის ბეტონი მოთხოვნის შესაბამისად და უნდა უზრუნველეყო მზა ბეტონის ჩასხმა;

1.1.2. მისი მხრიდან ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, შეთანხმების შესაბამისად და დათქმულ ვადებში;

1.1.3. მას შემდეგ რაც მოპასუხე მიიღებდა შესაბამის ბეტონს და მომსახურებას, იგი ელექტრონულად, მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ელექტრონული გვერდის მეშვეობით ადასტურებდა დღგ-ს ანგარიშფაქტურას;

1.1.4. ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ, მან ასევე ელექტრონული ფორმით შეადგინა ტრანსპორტირების უფლების განმახორციელებელი დოკუმენტი და შემოსავლების სამსახურის მეშვეობით გაეგზავნა მოპასუხეს, რის შემდეგაც განხორციელდა ტრანსპორტირება;

1.1.5. მოპასუხის მიერ ანგარიშფაქტურის დადასტურების შემდეგ მასზე ავტომატურად, პროგრამულად ჩნდება წარწერა ,,დადასტურებული’’, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს მხარეთა შორის ელექტრონულად განხორციელებული დადასტურებულ შეთანხმებას და ფაქტობრივად ექვივალენტია წერილობითი ხელშეკრულებისა;

1.1.6. მოპასუხისთვის მიწოდებული და გაწეული შესაბამისი მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 169 279.63 ლარი, საიდანაც მოპასუხემ პერიოდულად გადაიხადა 146 437 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 22 842.63 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ტომი 2, ს.ფ.116-126; მოსაზრება ტომი 2, ს.ფ. 150-154):

2.1.1. მხარეები 2016 წლის ოქტომბრის თვეში ნამდვილად შეთანხმდნენ მისაწოდებელი ბეტონის მარკასა და რაოდენობაზე, მაგრამ უსაფუძვლოა მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და მას არ დაუფარავს მიღებული ბეტონის ღირებულება;

2.1.2. მოსარჩელეს მისთვის მიწოდებული აქვს მხოლოდ ბეტონის ნაწილი, რომლის ღირებულებაც მის მიერ სრულად არის ანაზღაურებული, შესაბამისად, მას არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ დავალიანება;

2.1.3. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბეტონი აღმოჩნდა უხარისხო;

2.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 მარტის საინჟინრო დასკვნის მიხედვით, შემოწმებული კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----–ეს მშენებარე საჯარო სკოლის +0.00 ნიშნულზე გადახურვის ფილის ბეტონის სიმტკიცე სხვადასხვა მონაკვეთზე ერთმანეთისგან განსხვავდება და არ შეესაბამება პროექტით დანიშნულ კლასს. ამის გამო დამკვეთმა - სსიპ ს-----------–---–-----------–-----------------------------ის განვითარების სააგენტომ შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება;

2.1.5. ამაჟამად დამკვეთი - სსიპ ს-----------–---–-----------–-----------------------------ის განვითარების სააგენტო თავად მას ედავება მიწოდებული ბეტონის უხარისხობის გამო;

2.1.6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ ეა-1- 3------ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში 8 შემთხვევაში ფიქსირდება არარსებული ბეტონის მიწოდება;

2.1.7. ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 16:14:38, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - C--------, მძღოლი - ო---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი. ელ - 0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 18:34:56, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - C--------, მძღოლი - ო---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი;

2.1.8. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 2 საათსა და 20 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 3 120 ლარის ღირებულების, არამედ 1 560 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.9. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 16:1-:06, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - D--------, მძღოლი - ბ-------------–--ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 17:32:59, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - D--------, მძღოლი - ბ-------------–--ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი;

2.1.10. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 3 120 ლარის ღირებულების, არამედ 1 560 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.11. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 16:12:53, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი D------, მძღოლი - ე---–--------–---–ი, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 17:30:45, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - D------, მძღოლი - ე---–--------–---–ი, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი;

2.1.12. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 3 120 ლარის ღირებულების, არამედ 1 560 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.1-. ელ - 0---4----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 11:06:55, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - F------, მძღოლი - ა-–---ი (პირადი №3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი. ელ - 0---4----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო -12:06:05, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - F------, მძღოლი - ა-–---ი (პირადი №3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი;

2.1.14. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 2 808 ლარის ღირებულების, არამედ 1 404 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.15. ელ - 0---4----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 11:07:33, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - F------, მძღოლი - თ-----ი (პირადი №3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი. ელ - 0---4----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო -12:46:52, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - F------, მძღოლი - თ-----ი (პირადი №3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი;

2.1.16. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათსა და 40 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 2 808 ლარის ღირებულების, არამედ 1 404 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.17. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 16:45:16 ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - T------, მძღოლი - რ---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 18:07:31, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - T------, მძღოლი - რ---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი;

2.1.18. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 3 120 ლარის ღირებულების, არამედ 1 560 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.19. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 17:35:54, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - M------, მძღოლი - რ----–--ი (პირადი№3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი. ელ - 0---5----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 17:39:54, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - M------, მძღოლი - რ----–--ი (პირადი №3----------), საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 10 მ.კუბი, ღირებულება 1 560 ლარი;

2.1.20. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 4 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 3 120 ლარის ღირებულების, არამედ 1 560 ლარის ღირებულების ბეტონი;

3.1.21. ელ - 0---6----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 20.10.2016, 23:16:53, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი - C--------, მძღოლი - ო---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი. ელ - 0---6----- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ტრანსპორტირების დაწყების დრო - 00:26:11, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - მ–----ა, ზ----ის მიმდებარე ტერიტორია, დასრულების ადგილი - კ---ი, სოფელი ხ----–ე, ავტომობილი C--------, მძღოლი - ო---------------ე, საქონელი - ბეტონი B25, რაოდენობა 9 მ.კუბი, ღირებულება 1 404 ლარი;

2.1.22. აღნიშნული ზედნადებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაახლოებით 1 საათსა და 10 წუთში ერთიდაიგივე სატრანსპორტო საშუალებას მოეხდინა ზ----იდან ხ----–ეში ტრანსპორტირების განხორციელება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე ბეტონის დაცლა, უკან დაბრუნება, ისევ ბეტონით დატვირთვა და ახალი ტრანსპორტირების დაწყება. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულია არა ორი, არამედ ერთი ტრანსპორტირება და 20 კუბური მეტრი ბეტონის ნაცვლად მოსარჩელის მიერ რეალურად მიწოდებულია 10 კუბური მეტრი ბეტონი. შესაბამისად, მიწოდებულია მისთვის არა 2 808 ლარის ღირებულების, არამედ 1 404 ლარის ღირებულების ბეტონი;

2.1.23. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ზედმეტად მოთხოვნილია ჯამში 12 012 ლარი და მას რეალურად არ განუხორციელებია იმ ოდენობით ბეტონის მიწოდება, რისი ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა მარკის ბეტონს და უზრუნველყოფდა მზა ბეტონის ჩასხმას მოთხოვნის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტომი 2, ს.ფ. 19-31)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ბ-–--------------ს’’ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 22 842.63 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები ე----- 7------, ეა - 1- 7------, ეა - 1- 6------, ეა - 1- 6------, ე----- 5699172, ე-----5------, ეა - 1-4------, ე----- 4------, ე----- 4------, ეა - 1- 3------ და ეა - 1-- 3------ (ტომი 2, ს.ფ. 19-32), რომელთა საფუძველზეც მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული და გაწეული შესაბამისი მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 169 279.63 ლარი, აქედან მოპასუხის მიერ გადახდილია 146 437 ლარი, რის დასტურადაც წარმოდგენილია ამონაწერი ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 33-41). აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის დავალიანება მის მიმართ შეადგენს 22 842.63 ლარს.

წარმოდგენილი პოზიციით მოპასუხემ სადავო გახადა საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა - 1-- 3------ და მასში მითითებული ზედნადებები: ელ - 0---------, ელ - 0---------, ელ - 0---5-----, ელ -0---5-----, ელ - 0---5-----, ელ - 0---5-----, ელ -0---4-----, ელ - 0---4-----, ელ - 0---4-----, ელ - 0---4-----, ელ -0---4-----, ელ - 0---5-----, ელ - 0---5-----, ელ - 0---5-----, ელ - 0---5-----, ელ - 0---6-----, ელ - 0---6----- (ტომი 2, ს.ფ.155-172). მოპასუხის მითითებით აღნიშნულ ზედნადებებში მითითებული ინფორმაციის თანახმად იმდენად მცირეა ერთიდაიგივე ავტომობილის და მძღოლის მიერ 2016 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული გადაზიდვებს შორის დროის მონაკვეთი, რომ აღნიშნულზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენილად მიჩნევა, რომ მოსარჩელემ მართლაც განახორციელა ამ დღეს მისთვის იმ ოდენობის ბეტონის მიწოდება, რაც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულზე დაყრდნობით მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ზედმეტად მოთხოვნილია ჯამში 12 012 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მტკიცებულებათა შეფასებისთვის დადგენილი ზემოაღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე, სასამართლო უპირველესად მსჯელობს მოპასუხის პოზიციის საფუძვლიანობაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №--- ბრძანების 251-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №-------- დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს). სასაქონლო ზედნადების მიზნიდან და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციის საფუძვლიანობას იმის თაობაზე, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული დრო უშუალოდ გულისხმობს უფლებამოსილი მძღოლის მიერ ტრანსპორტირების დაწყების დროს. აღნიშნულის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე სხვა მტკიცებულების არ არსებობის პირობებში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საპირისპიროდ სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მოპასუხის თეორიულ მითითებას იმის თაობაზე, რომ მცირე დროის მონაკვეთში შეუძლებელი იყო მისთვის იმ ოდენობით ბეტონის მიწოდება, რაც მითითებული აქვს მოსარჩელეს. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურა მიღებული და დადასტურებულია ელექტრონულად 2016 წლის 31 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 31-32), რაც გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დაეთანხმა ამ ოდენობით და ამ ღირებულებით საქონლის მიწოდების თაობაზე ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მიწოდებული პროდუქციის ხარისხთან მიმართებით მოპასუხის პოზიციაზე, რის გამოც მის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 მარტის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 102-110). აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმებულია კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----–ეს მშენებარე საჯარო სკოლის +0.00 ნიშნულზე გადახურვის ფილის ბეტონის სიმტკიცე სხვადასხვა მონაკვეთზე ერთმანეთისაგან განსხვავდება და არ შეესაბამება პროექტით დანიშნულ კლასს.

სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არსებითი კვლევა, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მითითებულ ექსპერტიზის დასკვნაში შეფასებულ ობიექტზე არსებული ხარვეზები გამოწვეულია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე არასრულად მიწოდებული ბეტონის გამო, რაც მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი, ისევე როგორც მის მიერ შესაბამისი მომსახურების შეთანხების დარღვევით გაწევის თაობაზე.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამავე დასკვნაში არსებულ ინფორმაციაზე, რომ შესაბამისი სკოლის ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დარღვევა დაუშვებელი ჩაღუნვის ან ბზარის სახით არ შეიმჩნევა, რომ ბეტონის სიმტკიცის შედეგები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში ბეტონის კლასი შეესაბამება პროექტში მითითებულს, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე ის შედარებით დაბალია, რაც გამოწვეულია ბეტონირების რეალური პირობებით, კერძოდ, რომ მშენებლებისგან მიღებული ინფორმაციით ფილის ბეტონირება მოხდა 2016 წლის 23-24 დეკემბერს, რის გამოც ზამთრის ცივ პერიოდში მოხდა ბეტონის სიმტკიცის მატების შეყოვნება.."

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ბ-–--------------ს’’ ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 22 842.63 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტომი 2, ს.ფ. 19-32, 155-172)

- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 102-110)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ.33-41)

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 477-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ნასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან გადაუხდელი დავალიანების - 22 842.63 ლარის გადახდას.

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

დავის განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლიდან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა მარკის ბეტონს და უზრუნველყოფდა მზა ბეტონის ჩასხმას მოთხოვნის შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ბ-–--------------ს’’ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 22 842.63 ლარს.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 686 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ.49-50). მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ.47-48). ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების ანაზღაურება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი (ტომი 2, ს.ფ. 53-56).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,გ-–--------ის’’ სარჩელი შპს ,,ბ-–--------------ს’’ მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე შპს ,,ბ-–--------------ს’’ მოსარჩელე შპს ,,გ-–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 22 842.63 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე შპს ,,ბ-–--------------ს’’ მოსარჩელე შპს ,,გ-–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 686 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი