გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5713-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელეები - ვა–- გვ--–--
წარმომადგენელი - გი------ ხე–--------
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ხა---- ფე----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2----–-–-------------------------------- ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ვა–- გვ--–--სათვის, მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 14 ივლისს დადებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №------- კონტრაქტის საფუძველზე, ოთხ წლიანი სამხედრო სამსახურის გავლის ჩათვლის თაობაზე;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით;
1.4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება 6---.8- ლარის ოდენობით;
1.5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2918 წლის 12 ივნისიდან, 2018 წლის 14 ივლისის ჩათვლით, 1---.8- ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და განაცდური ხელფასის, ერთჯერადი დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე ვა–- გვ--–-- 2010 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №------- კონტრაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 158-169);
- მოსარჩელე ვა–- გვ--–--სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 14 ივლისს დადებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №------- კონტრაქტი (ს.ფ. 11-16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. 2018 წლის 5 აპრილს, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს მიმართ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნაცვლად 2018 წლის 27 მარტისა, სამხედრო ნაწილში დაბრუნდა 2018 წლის 28 მარტს.
სადისციპლინო საბჭომ, 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ვა–- გვ--–--ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ვა–- გვ--–--მ შვებულება ითხოვა ქ. თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობის შემთხვევას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. საბჭოსთვის, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს ხელმძღვანელი პირების მიერ მიცემული განმარტებების მიხედვით, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს, არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდგომ, როდესაც იგი თბილისიდან რამოდენიმეჯერ ესაუბრა ა-----–-- მორიგეს და ა-----–-- სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელს, გამოუცხადებლობის მიზეზად არ უცნობებია დედის ავადმყოფობა.
საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს დედამ - ლ--------------- ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა.
სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2018 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ვა–- გვ--–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2018 წლის 12 ივნისის ბრძანებით, მოსარჩლე - ვა–- გვ--–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, ს---–------------------------------------–--------------–-------------- მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს თაობაზე აღნიშნა, რომ იგი ა-----–-- მეთაურის ბრძანებებს და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს არადამაკმაყოფილებლად. სამსახურის გავლის პერიოდში აქვს დისციპლინური გადაცდომები და ნაკლებად იცავს სუბორდინაციას, რის გამოც საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ა-----–-- მმართველობა მას ახასიათებს უარყოფითად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დისციპლინური ოქმი (ს.ფ. 45-47);
- სადისციპლინო საბჭოს სხდომის ოქმი (ს.ფ. 71-73);
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.19);
- „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2----–-–-------------------------------- ბრძანება (ს.ფ. 74);
- სამსახურებრივი დახასიათება (ს.ფ. 140);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა–- გვ--–--ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
მითითებული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2----–-–-------------------------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს მოთხოვნა, ოთხ წლიანის სამხედრო სამსახურის გავლის ჩათვლის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, კომპენსაციის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია საჯარო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვ--–--. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის - კანონმდებლობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა–- გვ--–-- 2010 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №------- კონტრაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. შესაბამისად, მოსარჩელე ვა–- გვ--–-- წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების 43-ე მუხლის, შესაბამისად, სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი დისციპლინური ზომები, ხოლო თავის მხრივ, სამსახურის მიტოვება გულისხმობს, სამხედრო მოსამსახურის მიერ, იმ დროს სამსახურში არ ყოფნას, როდესაც მას შესაბამისი შინაგანაწესით ევალება სამსახურში ყოფნა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-12 მუხლის და მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა;
დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა. მე-12 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრაქტის საფუძველზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურის მიმართ, 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვა და სასწავლებლიდან გარიცხვა არ გამოიყენება.
მოსარჩელე მხარის მითითებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილების მითითებული ნორმები ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში უპირატესად გამოიყენება სპეციალური კანონქვემდებარე აქტი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 აპრილს, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს მიმართ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნაცვლად 2018 წლის 27 მარტისა, სამხედრო ნაწილში დაბრუნდა 2018 წლის 28 მარტს. ამასთან, სადისციპლინო საბჭომ, 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ვა–- გვ--–--ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ვა–- გვ--–--მ შვებულება ითხოვა ქ. თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობის შემთხვევას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. საბჭოსთვის, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს ხელმძღვანელი პირების მიერ მიცემული განმარტებების მიხედვით, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს, არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდგომ, როდესაც იგი თბილისიდან რამოდენიმეჯერ ესაუბრა ა-----–-- მორიგეს და ა-----–-- სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელს, გამოუცხადებლობის მიზეზად არ უცნობებია დედის ავადმყოფობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს დედამ - ლ--------------- ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს მიერ, სამსახურის მიტოვების დროს - 2018 წლის 27 მარტს, მას სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართული არ ჰქონდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი განმარტება სამსახურის მიტოვების მიზეზად დედის ავადმყოფობის დასახელების თაობაზე.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, ს---–------------------------------------–--------------–-------------- მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს თაობაზე აღნიშნა, რომ იგი ა-----–-- მეთაურის ბრძანებებს და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს არადამაკმაყოფილებლად. სამსახურის გავლის პერიოდში აქვს დისციპლინური გადაცდომები და ნაკლებად იცავს სუბორდინაციას, რის გამოც საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ა-----–-- მმართველობა მას ახასიათებს უარყოფითად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2018 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ვა–- გვ--–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე, ხოლო მის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2018 წლის 12 ივნისის ბრძანებით, მოსარჩლე - ვა–- გვ--–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
ამრიგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2018 წლის 15 მარტის №MOD 0 18-0001330 ბრძანება გამოცემულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების შესაბამისად.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2----–-–-------------------------------- ბრძანების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
6.6. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, მოსარჩელის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურის ოთხი წლის ვადით გავლის ჩათვლის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის, ერთჯერად დახმარების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია, ერთჯერადი დახმარება და განაცდური ხელფასი, რაც თავისი შინაარსით ზიანს წარმოადგენს ანაზღაურდება მხოლოდ ზიანის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უ--------- 2----–-–-------------------------------- ბრძანება, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩლე ვა–- გვ--–--ს სასარგებლოდ კომპენსაციის, ერთჯერადი დახმარების და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვა–- გვ--–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელე ვა–- გვ--–--ს დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 7 სექტემბერს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი