გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
330210118002523392
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - სს „ს------–------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი - თე----------–-–---–ი

მოპასუხე - შპს „ტ-----------ი“

მოპასუხის წარმომადგენელი - რე--------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ტ-----------ს“ სს „ს------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 25 098.02 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 13 231.16 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10 732.15 აშშ დოლარს, პარკირებისა და ვიდეო ჯარიმების საფასური 1134.71 აშშ დოლარს.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20---–-–----------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N----------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2066 აშშ დოლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 133 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 3 192 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს, ჯამში არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1837.22 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 794.96 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამ-ტეხლო 1042.26 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–-------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N1---------- რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2 522 აშშ დოლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 148 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 352 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიც-ხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1589.46 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 739.98 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 849.48 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–------------–ს გაფორმდა N1--------- ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა 253 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 6072 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 925 აშშ.13 დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1517.69 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1128.59 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 4 100 აშშ დოლარით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 259 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 6 216 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 869.44 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1553.52 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1127.48 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 3030 აშშ დოლარი, ლიზინგის მიერ გადასახდელი თანხა 190 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4 560 აშშ დოლარი, ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 299.47 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1139.18 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1126.42 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 2950 აშშ დოლარი, ლიზინგის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 185 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4 440 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 389.57 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1109.80 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1137.10 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–------------–- მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1----2----- ღირებულება განისაზღვრა 4 800 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 304 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 7 296 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3053.55 აშშ დოლარს, სალიზინგო გადასახდელი 1823.68 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1090.47 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

2017 წლის 2--------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1--------7, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4 650 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 294 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 7056 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2 %, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 920.12 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1763.83 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1041.25 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–----------ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 400 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 214 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 5 136 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგა-დაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2 %, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 407.65 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1283.24 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1084.48 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

20---–-–----------ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 980 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 251 აშშ 24 თვის განმავლობაში ჯამში 6024 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 806.41 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1505.28 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1104.62 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, 2--- წლის 1-------ს მხარეს წერილობით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, არც შემდგომ შესრულებულა ხელშეკრუ-ლებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, საერთო ჯამში, მოპასუხის დავალიანება განსაზღვრულია 25 098.02 აშშ დოლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2----–-–-- გაზაფხულზე, აპრილ-მაისის თვეში, მხარეებს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც გადაეცათ სარჩელში მითითებული რამდენიმე ერთეული მსუბუქი ავტომანქანა დღიური ტარიფით უცხოელ ტურისტებზე გაქირავებისა და საბოლოო შესყიდვის მიზნით. კომპანია სრულად, დათქმულ დროს, ადგილსა და ოდენობით იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სალიზინგო გადასახდელს, ასევე კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს. 2----–-–-- შემოდგომაზე სს „ს------–------ი“-ს ხელმძღვანელი შეხვდა შპს „ტ-----------ი“-ს წარმომადგენლობას და შესთავაზა წინადადება მოსარჩელე შესულიყო 50% წილის მფლობელ პარტნიორად შპს „ტ-----------ში, ან დაეფუძნებინათ ერთობლივი საწარმო იმავე საქმიანობით, რასაც ეწეოდა შპს „ტ-----------ი“. კომპანია არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას და განუმარტეს, რომ იმ ეტაპზე საპარტნიორო წილის განკარგვა, ან/და იმავე საქმიანობის ახალი საწარმოს დაფუძნება მათ ინტერესებში არ შედიოდა.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ 2----–-–-- ოქტომბრის თვეში, უხეშად დაარღვია ხელშეკრულების პირობები და კომპანიის ოფისისა და ავტომანქანების ბაზირების ლოკაციაში, თბილისში, რიყეზე, მიწისქვეშა გასასვლელში მდებარე ავტოსადგომზე თავადაც წამოიწყო კომპანიის იდენტური საქმიანობის მქონე საწარმო ერთეული, საკუთარი ავტომანქანების ტურისტებზე გაქირავება. საამისოდ, აითვისა კომპანიის ოფისის გვერდით არსებული ფასიანი ავტოსადგომის ადგილები, დაამონტაჟა და მოაწყო საჭირო ფირნიშები და ინფრასტრუქტურა, რითაც განზრახ შექმნა არამართლზომიერი კონკურენციის წინა-პირობები. ამასთან, საშეღავათო პირობის გაუთვალისწინებლად მოითხოვა ხელშეკრულე-ბით თავდაპირველად დათქმული სალიზინგო გადასახდელის სრულად გადახდა. მოსარჩელის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი მოქმედების მიზეზით შემცირებული მგზავრთა ნაკადის პირობებში, შპს "ტ-----------ს" მიადგა ათეულობით ათასი ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც დღემდე გრძელდება.

 

მოსარჩელესთან არაერთგზის აწარმოეს მოლაპარაკება, გაეთვალისწინებინათ მათი მიზე-ზით კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, მოეხდინათ სახელშეკრულებო ანგარიშსწორების კორექტირება ორივე მხარის გონივრული ინტერესის გათვალისწინებით, თუმცა, არ შედგა შეთანხმება. ამასთან, 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ იმგვარად, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ან რაიმე სახის პრეტენზიის შესახებ შპს „ტ-----------ისათვის“ არ განუცხადებია, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული მანქანები უკან წაიყვანა, რითაც შპს „ტ-----------ი“ დამატებით და შეუქცევადი ზიანის საფრხის წინაშე დააყენა.

მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გავიდა მაშინ, როცა დაარღვია ხელშეკრულებათა 6.4.4 პუნქტის მოთხოვნები, ლიზინგის მიმღებ შპს „ტ-----------ს“ არ გადასცა წერილობითი დოკუმენტი ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. ასევე გადაცემული ავტომანქანები თვითნებურად, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, არამართლზომიერი ხელშეშლის სახით დაუბრუნა. ამას ემატება, მოსარჩელის მიერ არამართლზომიერი კონკურენტული გარემოს შექმნით წარმოშობილი განგრძობადი ხასიათის ზიანის ოდენობა, რომელთა ერთობლიობა სრულად მოიცავს სარჩელში დაყენებული მოთხოვნის ფარგლებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–----------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N----------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2066 აშშ დოლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 133 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 3 192 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადა-ცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2 % -ს, ჯამში არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1837.22 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 794.96 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1042.26 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N---------- (ს.ფ. 21 - 31);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 32 - 33);

- ლიზინგის ხელშეკრულება N---------- დანართი N 2 (ს.ფ. 34);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 200);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 210 - 215)

3.1.2. 20---–-–-------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N1---------- რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 2 522 აშშ დოლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 148 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 352 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1589.46 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 739.98 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 849.48 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 39 - 49);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 50 - 51);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 52);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 201);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 216 - 225)

3.1.3. 20---–-–------------–ს გაფორმდა N1--------- ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა 253 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 6072 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 925 აშშ.13 დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1517.69 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1128.59 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 57 - 67);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 68 - 69);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 70);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 202);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 226 - 227)

3.1.4. 20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 4 100 აშშ დოლარით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა259 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 6 216 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადა-გადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 869.44 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1553.52 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1127.48 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 75 - 85);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 86 - 87);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 88);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 203);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 228 - 233)

3.1.5. 20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 3030 აშშ დოლარი, ლიზინგის მიერ გადასახდელი თანხა 190 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4 560 აშშ დოლარი, ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2299.47 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1139.18 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1126.42 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 93 - 103);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 104 - 105);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 106);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 204);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 234 - 239)

3.1.6. 20---–-–------------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, რომლის მიხედვითაც ღირებულება განისაზღვრა 2950 აშშ დოლარი, ლიზინგის მიერ ყოველთვიურად გადასახ-დელი თანხა 185 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 4 440 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 389.57 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1109.80 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1137.10 აშშ დოლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 111 - 121);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 122 - 123);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 124);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 205);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 240 - 245)

3.1.7. 2----–-–-- 2--------–ს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1--------1- ღირებულება განისაზღვრა 4 800 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 304 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 7 296 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2 %, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3053.55 აშშ დოლარს, სალიზინგო გადასახდელი 1823.68 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცული პირგასამტეხლო 1090.47 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------7 (ს.ფ. 129 - 139);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 140 - 141);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------1 დანართი N 2 (ს.ფ. 142);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 206);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 246 - 251)

3.1.8. 2----–-–-- 2--------–ს გაფორმდა ხელშეკრულება N1--------7, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4 650 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 294 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 7056 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 920.12 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1763.83 აშშ დოლარი, ვადაგადაცი-ლებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1041.25 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------7 (ს.ფ. 147 - 157);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 158 - 159);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------7 დანართი N 2 (ს.ფ. 160);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 207);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 252 - 257)

3.1.9. 20---–-–----------ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 400 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 214 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 5 136 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 407.65 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1283.24 აშშ დოლარი, ვადაგადაცი-ლებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1084.48 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 165 - 175);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 176 - 177);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- დანართი N 2 (ს.ფ. 178);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 208);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 258 - 262)

3.1.10. 20---–-–----------ს გაფორმდა ხელშეკრულება N1---------, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 980 აშშ დოლარით, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 251 აშშ 24 თვის განმავლობაში ჯამში 6024 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადა-ცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2 806.41 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელია 1505.28 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 1104.62 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს ერიცხება 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------- (ს.ფ. 183 - 193);

- ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 194 - 195);

- ლიზინგის ხელშეკრულება N1--------1 დანართი N 2 (ს.ფ. 196);

- ამონაწერი მიმდინარე დავალიანების შესახებ (ს.ფ. 209);

- წერილობითი შეტყობინებები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 264 - 269)

3.1.11. თითოეული ლიზინგის ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები სრულად არის პასუხისმგებელი ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ადმინის-ტრაციული სამართალდარღვევის შედეგად წარმოშობილ ყველა სახის სახდელებზე და ამ სახდელების აღსრულებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანზე/ხარჯზე, რომელიც შეიძლება მიადგეს/დაეკისროს ლიზინგის გამცემს, ადმინისტრაციული სამართალდარ-ღვევის ხასიათიდან გამომდინარე და რომელიც წარმოიშობა ლიზინგის საგნის მისთვის გადაცემის შემდეგ. აღნიშნული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია თვეში ერთხელ მაინც გადაამოწმოს ვებ გვერდების: videos.police.ge, ct-park.ge და batumitransport.ge - ის მეშვეობით ლიზინგის საგანზე დარიცხული ჯარიმები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, დროულად და სრულად გადაიხადოს ლიზინგის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა, მათ შორის სითი პარკისა და ვიდეოკონტროლის სისტემების მიერ დაკისრებული ჯარიმები და ა.შ. ლიზინგის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლიზინგის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ (უკუმოთხოვნის უფლება) ანაზღაურებას შემდეგი წესით: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გადამრავლდება 1.5 კოეფიციენტზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ლიზინგის გამცემის მიერ გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარში. სს „ს------–------ი“ს-ს მიერ პარკირებისა და ვიდეო ჯარიმების სახით გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1134.71 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, საჯარიმო ქვითრები, საგადახდო დავალებები (ს.ფ. 270 - 419)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ტ-----------ი“-ს დავალიანება შეადგენს 25 098.02 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი თანხაა 13 231.16 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10 732.15 აშშ დოლარი, პარკირებისა და ვიდეო ჯარიმების საფასური 1134.71 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ვალდებულების დარღვევის მთავარ განმაპი-რობებელ მიზეზად ასახელებს მოსარჩელე მხარის მხრიდან იდენტური საქმიანობის წამოწყებას, რამაც გამოიწვია მათ კომპანიაზე მოთხოვნის შემცირება. თუმცა, სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა მოპასუხე მხარემ, რომ ხელშეკრულებით აღნიშნული საკითხი მხარეებს მოწესრიგებული არ აქვთ.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, მათი ერთობლივი გამოკვლევის და განხილვის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის პოზიცია არ არის არგუმენტირებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული.

 

საქმეში წარმოდგენილია თითოეული ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს მოპასუხე მხარე, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყველა არსებითი პირობა, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ლიზინგის მიმღების მიერ ფულადი ვალდებულების ეტაპობრივად, განსაზღვრული პერიოდულობით შესრულების ვადები, რაც ასახულია ხელშეკრულების თანდართულ გრაფიკში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ნამდვილი ნების საფუძველზე შევიდა მოსარჩელესთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. მხარეეებმა ურთიერ-თობა გააფორმეს წერილობით, ხელშეკრულების სახით, რომელზეც მოაწერეს ხელი. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ არამარტო იცოდა ხელშეკრულების შინაარსი, არამედ ითავისებდა და ათვიცნობიერებდა იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხის განმარტება, იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტური საქმის წარმოებამ განაპირობა ზიანის მიყენება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 576-ე, 5805-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის შესაბამისად, ლიზინგის ხელშეკრუ-ლებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით, მაგრამ იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები, ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–----------------ს, 20---–-–-------------ს, 20---–-–------------–ს, 20---–-–------------–ს, 20---–-–------------–ს, 20---–-–------------–-, 2----–-–-- 2--------–ს, 20---–-–----------ს და 20---–-–----------ს მხარეებს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცა წინამდებარე ხელშეკრულებების დანართი #2-ით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები. წინამდებარე ლიზინგის ხელშეკ-რულებით დათქმული ვადით, ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლებით, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის მიმღები განსაზღვრავდა ლიზინგის საგანს და ირჩევდა მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდებოდა ქონების შესყიდვა. ლიზინგის ხელშეკრულებათა 4.1. პუნქტის თანახმად, ლიზინგის სრული ღირებულება განისაზღვრა 13 231.16 აშშ დოლარით. ლიზინგის საზღაურს ლიზინგის მიმღები იხდიდა წინამდებარე ხელშეკ-რულების დანართი #1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ტ-----------მა“ არ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, სს „ს------–------ი“-ს მიმართ, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 25 098 აშშ დოლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 13 231.16 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10 732.15 აშშ დოლარი და პარკირებისა და ვიდეო ჯარიმების საფასური 1134 71 აშშ დოლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდე-ბულება არ შესრულდა.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებუ-ლების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკ-რულებაზე ხელმოწერით ლიზინგის მიმღები დაეთანხმა იმ პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა სს „ს------–------ი“-ს მიერ. დავალიანების დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რის გამოც არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

6.3. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლიზინგის საგნებზე გამოწერილი ელექტრონული ჯარიმები, ჯარიმები და ვიდეო ჯარიმები, ასევე წარმოადგინა მათი გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ლიზინგის ხელშეკრულებების 6.3.16 პუნქტის თანახმად, მხარეებს გათვა-ლისწინებული ქონდათ გადახდილი თანხის კონვერტაცია აშშ დოლარში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკისრების საფუძველიც.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ს------–------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 1 848 ლარი. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავ-შირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველ-საყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურე-ბისთვის გაწეული ხარჯის დაკისრებას 3 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული ხარჯის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 300 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ს------–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

შპს „ტ-----------ს“ სს „ს------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 25 098.02 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის - 13 231.16 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10732.15 აშშ დოლარი, პარკირებისა და ვიდეო ჯარიმების საფასური - 1134.71 აშშ დოლარი;

 

2. შპს „ტ-----------ს“ სს „ს------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 848 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

3. შპს „ტ-----------ს“ სს „ს------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე