გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330210018002355668
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002355668

საქმე №2/8221-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.01.2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

მოსარჩელე ლ---------–---–-ა,მოპასუხე მ----–------ი,მოპასუხის წარმომადგენელი ი------------------ე,დავის საგანი: პარტნიორის გარიცხვა

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მ----–------ი

წარმომადგენელი ი------------------ე

მოპასუხე ლ---------–---–-ა

დავის საგანი: კრების ოქმების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ----–------ის, როგორც საწარმოს 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის შპს „ლ-----–ას ხეობიდან“ გარიცხვა

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის შემოდგომაზე სამკურნალო მინერალური წყალი „ლ-----–ას“ ბიზნესში, ინვესტიციების დაბანდების ინტერესი გამოთქვა რუსეთის მოქალაქე გ------- გ----------მა. ლ---------–---–-ასა და გ------- გ----------ს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ კუთვნილი 100% წილიდან 80% წილი საკუთრებაში გადასცა გ. გ----------ის ცოლის დას - მ----–------ს, რომელიც პარტნიორობის შემდგომ ამავდროულად გახდა საწარმოს დირექტორი.

მოსარჩელის მითითებით, ამ პერიოდისათვის შპს „ლ-----–ას ხეობა“ ფლობდა 25 წლიან ლიცენზიას სამკურნალო მინერალურ წყალ - ლ-----–ას საბადოზე. ინვესტორის დაინტერესებას სწორედ აღნიშნული ლიცენზია იწვევდა, რომელიც მოქმედებს 2032 წლამდე და რაც მოიაზრებს დღე-ღამეში 12 კუბ. მეტრის ოდენობით „ლ-----–ას“ მინერალური წყლის ჩამოსხმა-მოპოვებას. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ლიცენზია წარმოადგენს საწარმოს ერთადერთ არამატერიალურ აქტივს, თუმცა ლ-----–ას ხეობაში ქარხანა არ აშენდა და დირექტორმა - მ----–------მა გადაწყვიტა ლიცენზია მთლიანად გადაეცა შპს „ლ-----–აზე“, რომლის 25% წილის მესაკუთრეა გ------- გ----------ი, ხოლო 75% წილი საკუთრებაში აქვს შპს „ა----–-ას“ (ერთ-ერთი დამფუძნებელი გ--–-------–------ი). მოსარჩელის განმარტებით, სწორედ გ--–-------–------ის დაჟინებული მოთხოვნით, მოინდომა მ----–------მა შპს „ლ-----–ას ხეობის“ სახელზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის N----- გადაცემა შპს „ლ-----–ასთვის“.

 

2014 წლის 25 ივლისს მ----–------მა დანიშნა პარტნიორთა კრება, რომელზეც განაცხადა, რომ იხილებოდა საკითხი შპს „ლ-----–ასთვის“ ლიცენზიის 80%-ის გადაცემის შესახებ, მაშინ როდესაც ოფიციალური შეტყობინებიდან იუწყებოდა, რომ კრებაზე განიხილებოდა შპს „ლ-----–ას ხეობის“ ლიცენზიის 100%-ის შპს „ლ-----–ასთვის“ გადაცემის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, მ----–------ი იმყოფებოდა გ--–-------–------ის ზეწოლის ქვეშ. მოსარჩელის მითითებით, მან და მისმა იურისტმა მ----–------ს განუმარტეს, რომ კრებაზე განსახილველი საკითხი დაყენებული იყო უკანონოდ, არ იყო ცნობილი, თუ რის სანაცვლოდ თმობდა შპს „ლ-----–ას ხეობა“ მასზე გაცემულ ლიცენზიას, ამასთან აღნიშნული მოქმედება ზიანს აყენებდა შპს-ს სამეწარმეო ინტერესებს და შესაბამისად მათ მოითხოვეს კრების კანონით დადგენილი წესით ჩატარება. გარდა ამისა, მ----–------ს მოსარჩელემ განუმარტა, რომ კრებას ესწრებოდნენ უცხო პირები, ნ--------–---–ი და შპს „ლ-----–ას“ პარტნიორი გ--–-------–------ი, რომელიც ერეოდა კრების მიმდინარეობაში და პირდაპირ ზეწოლას ახდენდა შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორებზე, რათა მიღებული ყოფილიყო მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მტკიცებით, გ--–-------–------მა მუქარით მოსთხოვა ლიცენზია იმ გზით, რომ გ----------ი არ განახორციელებდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლიცენზიის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას გარემოს დაცვის სამინისტროსთან და შემდეგ თავად შეიძენდა აღნიშნულ ლიცენზიას სახელმწიფოსგან.

 

ლ---------–---–-ას განმარტებით, მ----–------ი უნდა გაირიცხოს შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორობიდან, რამეთუ საწარმოში მისი მისვლიდან განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად ცხადყოფს კონკრეტული პარტნიორის არაკეთილსინდისიერებას და საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებას, კერძოდ მ----–------ის საწარმოს პარტნიორად გახდომის შემდგომ - ა) ცვლილება განხორციელდა შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდებაში; ბ) დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევის გარეშე დომინანტმა პარტნიორმა - მ----–------მა დირექტორად დაინიშნა საკუთარი თავი; გ) ამავე პერიოდში დაფუძნდა შპს „ლ-----–ა“, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები არიან მ----–------ის დის ქმარი - გ------- გ----------ი (25% წილის მესაკუთრე) და შპს „ა----–-ა“ (75% წილის მფლობელი), რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია გ--–-------–------ი; დ) შპს „ლ-----–ას ხეობის“ დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევის გარეშე დირექტორმა გაასხვისა საწარმოს 25 წლიანი ლიცენზია შპს „ლ-----–აზე“ (დირ. ნ--------–---–ი); ე) ლიცენზიის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება საფუძვლად დაედო გარემოს სააგენტოს ბრძანებას, რომლის საფუძველზე მოხდა შპს „ლ-----–ას ხეობის“ ლიცენზიის გადაცემა შპს „ლ-----–აზე“, ამასთან, გარემ ოს სააგენტომ დამატებით მოითხოვა შპს „ლ-----–ას ხეობის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი; ვ) აღნიშნული საფუძვლით 2014 წლის 25 ივლისს მოწვეული იქნა შპს „ლ-----–ას ხეობის“ დამფუძნებელთა კრება, რომელზეც დღის წესრიგი ეხებოდა შპს „ლ-----–ას ხეობის“ ლიცენზიის 100%-ით გადაცემას შპს „ლ-----–აზე“. მოსარჩელის მითითებით, კრება ჩაშალა მისმა ადვოკატმა, იმის გამო, რომ კრებას ესწრებოდნენ უცხო პირები, როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი შპს „ლ-----–ას ხეობის“ დირექტორმა ლეგიტიმურად ჩათვალა მოცემული კრების ოქმი და გადასცა გარემოს სააგენტოს ბრძანების გამოცემის მიზნით. 2014 წლის 27 ივნისს შპს „ლ-----–ას ხეობის“ დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევის გარეშე, კომპანიებს შორის ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ლ-----–ას ხეობის“ ლიცენზია საკუთრებაში გადაეცა შპს „ლ-----–ას“. ასევე, შპს „ლ-----–ას ხეობის“ დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევის გარეშე დირექტორმა გაასხვისა საზოგადოების კუთვნილი ავტომანქანა

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ლ-----–ას ხეობის“ 2----–-–---------------- პარტნიორთა საერთო კრების ოქმის N- ბათილად ცნობა;

 

1.2. შპს „ლ-----–ას ხეობის“ 2----–-–----------------- პარტნიორთა საერთო კრების ოქმის N2 ბათილად ცნობა [ხელმოწერა დამოწმებული 2----–-–-------------- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ].

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების მე-15 მუხლი საწარმოდან პარტნიორის გარიცხვის საკითხს პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციად მიიჩნევს, თუმცა ამავე წესდების 14.6 და 14.8 პუნქტები კანონის მიერვე ნებადართულ და მისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობას განსაზღვრავენ, რომელთა მიხედვითაც, კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებას, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 75% წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 51% წილის მფლობელმა პარტნიორმა. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი პარტნიორთა კრების ოქმები არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნებს, ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში კრება არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა პარტნიორის გარიცხვის საკითხი. აღნიშნულის გარდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ რაიმე რეალური ფაქტობრივი საფუძველი. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, თუ რა წესით მოხდა პარტნიორთა კრების მოწვევა და ამასთან დაკავშირებით, რა შინაარსის შეტყობინება გაეგზავნა 80% წილის მფლობელ პარტნიორს. ასევე გაუგებარია, თუნდაც 2017 წლის 1 და 25 დეკემბრის გადაწყვეტილების/ოქმის მიღების შემდგომ, რატომ არ იქნა დაცული საზოგადოების წესდების 14.5 პუნქტის მოთხოვნები, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პარტნიორს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილება გააცნოს/გაუგზავნოს სხვა პარტნიორებს, რაც დამატებითი გარანტიაა პარტნიორის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ მიუთითებს მიღებული გადაწყვეტილების/კრების ოქმების მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე და თავდაპირველი მოსარჩელის მიზანზე - კანონის გვერდის ავლით, მთლიანად ჩაიგდოს ხელში საზოგადოების წილი და ეს მაშინ, როდესაც დღემდე გაურკვეველია, რა საფუძვლით დაიტოვა/გახდა თავდაპირველი მოსარჩელე საზოგადოების თუნდაც 20% წილის მესაკუთრე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ----–------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ლ-----–ას ხეობის“ 100% წილს თავდაპირველად ფლობდა ალ---------ე და----ანი, რომელმაც აღნიშნული წილი სრულად გაასხვისა 2013 წლის ოქტომბრის თვეში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეს/მყიდველს ფორმალურად წარმოადგენს ლ---------–---–-ა, რეალურად ნასყიდობის საფასური გადაიხადა გ------- გ----------მა, რომელიც არის მოპასუხე მ----–------ის დის ქმარი. შპს „ლ-----–ას ხეობას“ 100% წილის შესყიდვა მოსარჩელის მიერ მოხდა გ------- გ----------ის მიერ გადაცემული თანხის და მისი მითითების საფუძველზე, რომლის შემდგომაც, მოსარჩელეს შესყიდული წილი უნდა გადაეცა მ----–------ისათვის, რაც მოსარჩელემ ნაწილობრივ შეასრულა კიდეც, მ----–------ისათვის შპს „ლ-----–ას ხეობას“ 80% წილის საკუთრებაში გადაცემის ფორმით. ვინაიდან, მოსარჩელე წილის შესყიდვისას მოქმედებდა გ------- გ----------ის მითითებით და ამ უკანასკნელის ფინანსების საფუძველზე, შესაბამისად ბუნებრივია ეჭვის ნიშნის ქვეშ დგება თავად მოსარჩელის მიერ შპს „ლ-----–ას ხეობის“ 20% წილის საკუთრებაში არსებობის მართლზომიერების საკითხი.

 

მოპასუხის მითითებით, 2014 წლის ივნისის თვეში მიღებული იქნა საზოგადოების წესდების სრულიად ახალი რედაქცია. აღნიშნული განხორციელდა მოსარჩელის თანხმობითა და მისი მონაწილეობით. ასევე მას, როგორც სამეწარმეო სუბიექტის დირექტორს, დაევალა ახალი წესდების საჯარო რეესტრში წარდგენა, რაც მის მიერ განხორციელდა კიდეც 2----–-–---------------------- სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე.

 

მ----–------ი შპს „ლ-----–ას ხეობის“ დირექტორად დაინიშნა საზოგადოების წესდების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორთა 2----–-–------------- კრების საფუძველზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე/მიღებისთანავე ცნობილი იყო კრების ოქმის არსებობის თაობაზე, მას დღემდე სადავოდ არ გაუხდია არც ხსენებული კრების ოქმი და არც მის საფუძველზე მიღებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება.

 

მოპასუხის განმარტებით, საზოგადოების კუთვნილი ავტომობილის გასხვისებაც მსგავსად ლიცენზიისა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. შპს „ლ-----–ას ხეობა“ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ფლობდა 2007 წლის 11 აპრილიდან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2----–-–------------–------- ბრძანებით, შპს „ლ-----–ას ხეობას“ განესაზღვრა რიგი სალიცენზიო პირობები, რომლებიც მას უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 2008 წლის ბოლომდე, მათ შორის:

- უზრუნველეყო მინერალური წყლის საბადოს ტერიტორიის სანიტარული დაცვა;

- ეწარმოებინა წყლის დებეტის, ტემპერატურისა და ქიმიური შემადგენლობის მონიტორინგი;

- 2008 წლის ბოლომდე, მონიტორინგის საფუძველზე მიღებული შედეგების შესაბამისად, გამოეთვალა საბადოს მინერალური წყლების მარაგები და დასამტკიცებლად წარედგინა სამინისტროში;

- შეემუშავებინა საბადოს ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემა;

 

შპს „ლ-----–ას ხეობას“ ასევე ევალებოდა, საწარმოს ექსპლუატაციის პირობებში მუდმივი სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლისა და ჰიდროქიმიური რეჟიმული დაკვირვების წარმოება, მკაცრი სანიტარული ზონის დაცვა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება, ცხადია, რომ სალიცენზიო პირობების შესრულება მოითხოვდა საწარმოს მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებას, რისი სახსრებიც კომპანიას და მის დამფუძნებლებს, მათ შორის თავად მოსარჩელეს არ გააჩნდათ. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან საწარმოს არაერთგზის გაფრთხილებისა, როგორც საწარმომ, ისე მისმა პარტნიორებმა, ვერ მოახერხეს ზემოთ მითითებული ბრძანებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესრულება, რის გამოც, საწარმო დაჯარიმდა 5 000 ლარით. მოცემული ჯარიმა წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 59(3) მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, კერძოდ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შედეგს, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22 მუხლის 9(1) პუნქტის, ასევე „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველია.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწარმომ დაჯარიმების შემდგომ, არა თუ სალიცენზიო პირობების შესრულება, არამედ ჯარიმის გადახდაც კი ვერ მოახერხა, რის გამოც, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება 1------- და შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 2012 წლის 18 თებერვალს გაუგზავნა შპს „ლ-----–ას ხეობას“. მართალია ჯარიმა, მოპასუხის კუთვნილი სახსრების მობილიზების გზით გადახდილი იქნა შპს „ლ-----–ას ხეობის“ მიერ, თუმცა სალიცენზიო პირობების შესრულება კომპანიამ ამის შემდეგაც ვერ მოახერხა, რაზედაც მიიღო განმეორებითი გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან. ამ ფონზე შპს „ლ-----–ას ხეობა“ ერთმნიშვნელოვნად იდგა მისი ძირითადი აქტივის ლ-----–ას მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის დაკარგვის წინაშე, რადგან სალიცენზიო პირობების შესრულება ძვირადღირებულ და დროში გაწელილ პროცედურას საჭიროებდა, რისი გადახდის შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნდა.

 

მოპასუხის მითითებით მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ მოსარჩელე, 2014 წლის 23 ივნისამდე, თავად იყო შპს „ლ-----–ას ხეობის“ დირექტორი და მას მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული საწარმოს უუნარობა, შეესრულებინა სალიცენზიო პირობები. იგი ასევე კარგად აცნობიერებდა სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობით გამოწვეულ რისკებს. სწორედ ლიცენზიის დაკარგვის საფრთხით იყო განპირობებული ის, რომ მან არაერთხელ მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რათა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შეეცვალათ შესწავლა-მოპოვების უფლებით, რაც ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს არსებულ ლიცენზიაზე უარის თქმას. ასეთ შემთხვევაში, შპს „ლ-----–ას ხეობას“ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებოდა სალიცენზიო პირობები და პრაქტიკულად, მოეხსნებოდა დამატებითი კვლევებისა და სხვა ძვირადღირებული ღონისძიებების წარმოების ვალდებულება, რითაც ერთის მხრივ გადარჩებოდა კვლავ დაჯარიმებას, ხოლო მეორეს მხრივ, საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში (რაც გარდაუვალი იყო), ლიცენზიის სრულად დაკარგვას, რასაცა ადასტურებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2----–-–---- აპრილის N---- წერილი, რომლითაც მოსარჩელეს გადაეგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის 2----–-–------------–-- წერილი, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების მისი შესწავლა-მოპოვების უფლებით შეცვლის მიზანშეუწონლობის თაობაზე. მოსარჩელეს, მის ამ მოთხოვნაზე, სამინისტროს მიერ ეთქვა უარი, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო პირობა და გაფრთხილება, მათი შეუსრულებლობისა და თანმდევი შედეგების თაობაზე, რჩებოდა ძალაში. თავისთავად ცხადია, ამ მოცემულობაში, შპს „ლ-----–ას ხეობას“ ერთადერთი ინტერესი შესაძლოა ყოფილიყო იმგვარი ინვესტორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა არსებული რისკების პირობებში ლიცენზიის შეძენას რეალურ ფასად, რაც ერთის მხრივ შპს „ლ-----–ას ხეობას“ აარიდებდა სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობით გამოწვეულ პასუხისმგებლობასა და ლიცენზიის დაკარგვით გამოწვეულ ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ, საწარმოს მოუტანდა ლიცენზიის რეალიზაციით განპირობებულ შემოსავალს. სწორედ ამ მიზნით იქნა გაფორმებული შპს „ლ-----–ას ხეობასა“ და შპს „ლ-----–ას“ შორის ლიცენზიის გაცემის შესახებ შეთანხმება, რომლის საფასურად განისაზღვრა 62 000 ლარი. აღნიშნული თანხა გაანგარიშებული იქნა იმგვარად, რომ ლიცენზიის თავდაპირველ ღირებულებას, გამოაკლდა გასული, განაცდური წლების ხვედრითი ღირებულება და მისი ოდენობა გადაანგარიშდა დარჩენილი წლების შესაბამისად.

 

2.2. ლ---------–---–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–---------------- შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი N- ლეგიტიმურია, რადგან შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების მიხედვით, პარტნიორს უფლება აქვს გარიცხოს დამფუძნებელი. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება მიიღება კრებაზე, რომლის მოწვევა ხორციელდება საზოგადოების წესდებისა და „მეწამეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. ბუნებრივია, პარტნიორის გარიცხვა უნდა მოხდეს საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს - პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას წინ უნდა უძღოდეს არა მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობის გამოკვლევით დაადგენს პარტნიორის გარიცხვის ლეგიტიმურობას. მოპასუხის მითითებით, მის მიერ ორივე კრების მოწვევა განხორციელდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორის გარიცხვის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ პარტნიორს 2014 წლიდან დღემდე არ მოუწვევია არც ერთი კრება და ისე გაასხვისა საზოგადოების ძირითადი აქტივები, რითაც შელახა საზოგადოების არსებითი ინტერესები და საზოგადოება დატოვა უფუნქციოდ, მოგების გარეშე. ამასთან, არ შეასრულა დამფუძნებლის ვალდებულება, რომელიც ეხება საზოგადოების სასარგებლოდ აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობას. რადგან, სამეწარმეო საზოგადოებაში ამოსავალი ინტერესია საზოგადოების კეთილდღეობა, ხოლო თუ მინორიტარი პარტნიორი მოქმედებს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად და ამისათვის გარდაუვალია მეორე, თუნდაც დომინანტი პარტნიორის საზოგადოებისაგან იზოლირება, მცირე წილის მქონე პარტნიორს, როგორც საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს, აქვს კანონიერი შესაძლებლობა იმოქმედოს საზოგადოების სახელითა და ინტერესით და ზიანის მიმყენებელი პარტნიორი გარიცხოს საზოგადოებიდან. ამგვარ შესაძლებლობას იძლევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად თუ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ლ-----–ას ხეობა“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია (რეგისტრაციის თარიღი - 1---------წ.). საწარმოს თავდაპირველი დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო ალ---------ე და----ანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 135-136).

 

3.1.2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–------------–------- ბრძანების საფუძველზე შპს „ლ-----–ას ხეობაზე“ გაიცა ჩხ------–-უს რაიონში, სოფ. მუ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყლის ხეობაში ლ-----–ას მინერალური წყლის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25 წლის ვადით.

 

3.1.3. ლიცენზია მეწარმე სუბიექტზე გაიცა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

- შპს „ლ-----–ას ხეობას“ დაუწესდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებულ K---------- ნომეკლატურის 1:25000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ნაწილზე დატანილი მიწისა და სამთო მინაკუთვნი ფართობით 0.07 ჰა, რომელიც წარმოადგენს სანიტარული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას;

- დაევალა 2007-2008 წლებში მოეხდინა მონიტორინგული დაკვირვება წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე;

- 2008 წლის ბოლომდე მონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალებზე დაყრდნობით უნდა მოეხდინა საბადოს მინერალური წყლის მარაგების გამოთვლა და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა;

- უზრუნველეყო საბადოს ექსპლუატაციის ტექნოლოგიური სქემის შემუშავება;

- ექსპლუატაციის პროცესში უზრუნველეყო მუდმივი სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი და ჰიდროქიმიური რეჟიმული დაკვირვება;

- ექსპლუატაციის პერიოდში უზრუნველეყო მკაცრი სანიტარული ზონის დაცვა;

- ლ-----–ას მინერალური წყლის მოპოვება განისაზღვრა დღე-ღამეში 12მ3-ის ოდენობით;

- ლიცენზიის მფლობელს უნდა შეესრულებინა წიაღით, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.04.2017წ. ბრძანება N-49 (ს.ფ. 145);

 

3.1.4. მოთითებული ბრძანების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 20---–-–------------–- შპს „ლ-----–ას ხეობაზე“ გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N-----, რომლითაც საწარმოს მიენიჭა მინერალური წყლის მოპოვების შესაძლებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლიცენზია (ს.ფ. 24);

 

3.1.5. 2013 წლის 29 ოქტომბერს შპს „ლ-----–ას ხეობას“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორს ალ---------ე და----ანსა და ლ---------–---–-ას შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ალ---------ე და----ანმა ლ---------–---–-ას საკუთრებაში გადასცა შპს „ლ-----–ას ხეობას“ 100% წილი.

 

3.1.6. წილის ღირებულად განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარი, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად მყიდველს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2013 წლის 5 ნოემბრისა, რაც მყიდველის მიერ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდა 2013 წლის 30 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.10.2013წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 110-112);

- თანხმობა (ს.ფ. 113-114);

- თანხის მიღება-ჩაბარების აქტი (115-117);

 

3.1.7. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შპს „ლ-----–ას ხეობას“ 100% წილის მესაკუთრედ აღირიცხა მოსარჩელე ლ---------–---–-ა, რომელიც ამავდროულად დაინიშნა საწარმოს დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

 

3.1.8. ლ---------–---–-ამ საწარმოს 100% წილის შესყიდვიდან მოკლე პერიოდში 2013 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება კუთვნილი 100% წილიდან 80% წილი საკუთრებაში გადაეცა მ----–------ისათვის. აღნიშნულთან მიმართებით ლ---------–---–-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ კუთვნილი 100% წილიდან უსასყიდლოდ გადასცემდა 80% წილს მ----–------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.11.2013წ. პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ. 118);

- 28.11.2013წ. თანხმობა (ს.ფ. 119);

- 23.12.2018წ. განცხადება (ს.ფ. 120).

 

3.1.9. საწარმოში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე შპს „ლ-----–ას ხეობის“ 80% წილის მესაკუთრედ აღირიცხა მ----–------ი, ხოლო ლ---------–---–-ას საკუთრებაში დარჩა საწარმოს მხოლოდ 20% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-23);

 

3.1.10. 2014 წლის 6 ივნისს გაიმართა შპს „ლ-----–ას ხეობას“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა საწარმოს ორივე პარტნიორი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „ლ-----–ას ხეობას“ წესდების ახალი რედაქცია, რომელიც დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში ლ---------–---–-ას მიმართვის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.06.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 123-124);

- განცხადება (ს.ფ. 121);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 122).

 

3.1.11. შპს „ლ-----–ას ხეობას“ წესდებით განისაზღვრა დამფუძნებელი პარტნიორების უფლებები, კერძოდ 9.1 პუნქტის შესაბამისად, დამფუძნებელს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების მართვაში იმ წესით, რომელიც დადგენილია წესდებით, ასევე მიიღოს სრული ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, გაეცნოს საბუღალტრო ან სხვა დოკუმენტაციას და განახორციელოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით ან დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

 

3.1.12. ამავე წესდების 10.1 პუნქტით განისაზღვრა დამფუძნებელთა ვალდებულებები, კერძოდ - ა) წილისა და დამატებითი შენატანების იმ წესით შეტანა, რაც გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების დებულებანის დაცვა; გ) საზოგადოების სასარგებლოდ აღებული ვალდებულებების შესრულება.

 

3.1.13. საწარმოს წესდების მე-14 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება. გადაწყვეტილებანი, როგორც წესი მიიღება კრების სხდომებზე, რომელთა მოწვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3.1.14. წესდების 14.6. პუნქტის შესაბამისად, კრება გადაწყეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 75% წილის მფლობელი პარტნიორები, ხოლო 14.8. პუნქტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 51% წილის მფლობელმა დამფუძნებელმა.

 

3.1.15. შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების 15.1.11. პუნქტის თანახმად, საწარმოს საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება დამფუძნებლის საზოგადოებიდან გარიცხვა. წესდების 15.1.15. პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების მიერ გარიგების დადება, რომლის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ასევე მიეკუთვნება საზოგადოების საერთო კრების კომპეტენციას.

 

3.1.16. ამავე წესდების 14.9. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ერთ ან რამდენიმე დამფუძნებელს, კერძოდ საზოგადოებიდან დამფუძნებლის გარიცხვის საკითხის განხილვას, ეს დამფუძნებელი ან მისი რწმუნებული კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

 

3.1.17. წესდების 14.5 პუნქტის შესაბამისად, ყოველი გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს, გადაწყვეტილების ასლი უნდა გაეგზავნოს დამფუძნებლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წესდება (ს.ფ. 25-28);

 

3.1.18. 2014 წლის 20 ივნისს გაიმართა შპს „ლ-----–ას ხეობას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრება (ო-------, რომელსაც ესწრებოდა 80% წილის მესაკუთრე პარტნიორი მ----–------ი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ლ-----–ას ხეობას“ დირექტორი ლ---------–---–-ა გათავისუფლდა და მის ნაცვლად საწარმოს დირექტორად დაინიშნა მ----–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-20.06.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი N- (ს.ფ. 29);

 

3.1.19. შპს „ლ-----–ას ხეობასა“ და შპს „ლ-----–ას“ შორის 2----–-–------------ დაიდო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანად გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც შპს „ლ-----–ას ხეობამ“ გაასხვისა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 20---–-–------------–- გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N----- ლიცენზია მთლიანად, რაც მოიცავდა ჩხ------–-უს მუნიციპალიტეტში, სოფ. მუ-----ას მიმდებარე ტერიტორიაზე 12მ3/დღ.ღ ოდენობით მინერალური წყალი „ლ-----–ას“ მოპოვების უფლებას.

 

3.1.20. ხელშეკრულებით ლიცენზიის მიმღებმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული ყველა პირობა და ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2---------წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 31);

 

3.1.21. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 27 შპს „ლ-----–ას ხეობასა“ და შპს „ლ-----–ას“ შორის დაიდო შეთანხმება ლიცენზიის ღირებულების ანაზღაურებასთან მიმართებით, კერძოდ ლიცენზიის ღირებულება განისაზღვრა 62 000 ლარის ოდენობით, რომელიც შპს „ლ-----–ას“ უნდა გადაეხადა მხარეთა მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ექვსი თვის მანძილზე 26---------–-–------------------ წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.06.2014წ. შეთანხმება (ს.ფ. 146);

 

3.1.22. შპს „ლ-----–ას ხეობასა“ და შპს „ლ-----–ას“ შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 2014 წლის 25 ივლისს გაიმართა შპს „ლ-----–ას ხეობას“ პარტნიორთა კრება (ოქმი N-), რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების ორივე პარტნიორი - 80% წილის მესაკუთრე მ----–------ი და 20% წილის მფლობელი ლ---------–---–-ა.

 

3.1.23. კრებაზე განხილული იქნა საკითხი - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის N----- შპს „ლ-----–ასათვის“ მთლიანად გადაცემის თაობაზე, ინიცირებულ საკითხს მხარი დაუჭირა 80% წილის მესაკუთრე მ----–------მა, ხოლო საკითხს არ დაეთანხმა 20% წილის მესაკუთრე ლ---------–---–-ა. შესაბამისად, საწარმოს წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით კრებამ მიიღო გადაწყვეტილება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის N----- შპს „ლ-----–ასათვის“ გადაცემის შესახებ. საზოგადოების დირექტორს მიეცა თანხმობა დაედო შპს „ლ-----–ასთან“ შესაბამისი გარიგება და საზოგადოების სახელით განეხორციელებინა ყველა საჭირო ქმედება, რაც დაკავშირებულია შპს „ლ-----–ასათვის“ შპს „ლ-----–ას ხეობას“ კუთვნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-25.07.2014წ. პარტნიორთა კრების ოქმი N- (ს.ფ. 33);

 

3.1.24. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით N---, შპს „ლ-----–ას ხეობაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N----- ლიცენზია 2032 წლის 12 აპრილამდე მოპოვების უფლებით მთლიანად გადაეცა შპს „ლ-----–ას“. ამავე ბრძანებით, შპს „ლ-----–ას“ ჩხ------–-უს მუნიციპალიტეტში, სოფ. მუ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ხობისწყლის ხეობაში სასარგებლო წიაღისეულის - ლ-----–ას მინერალური წყლის მოპოვება განესაზღვრა დღე-ღამეში 12მ3-ის ოდენობით. ასევე შპს „ლ-----–ას“ დაევალა შპს „ლ-----–ას ხეობაზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2----–-–------------–------- ბრძანებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობებისა და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

 

3.1.25. ამავე ბრძანების საფუძველზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ლ-----–აზე“ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ ლიცენზია

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-15.08.2014წ. ბრძანება N--- (ს.ფ. 32);

-15.08.2014წ. ლიცენზია (ს.ფ. 33);

 

3.1.26. შპს „ლ-----–ა“ საქართველოში რეგისტრირებული იურდიული პირია, რომლის პარტნიორები არიან - შპს „ა----–-ა“ (75% წილის მესაკუთრე) და გ------- გ----------ი (25% წილის მფლობელი).

 

3.1.27. გ------- გ----------ი არის შპს „ლ-----–ას ხეობას“ 80% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორის მ----–------ის დის ქმარი.

 

3.1.28. თავის მხრივ შპს „ა----–-ას“ 51% წილის მესაკუთრე პარტნიორია გ--–-------–------ი, ხოლო 49% წილის მესაკუთრე - ოვეის მურგუსტოვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (რაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 217-219);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.29. 2014 წლის 25 სექტემბერს შპს „ლ-----–ას ხეობას“ საკუთრებაში რეგისტრირებული ავტომობილი გასხვისდა და იგი საკუთრებაში აღირიცხა გ------- გ----------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 37);

 

3.1.30. 2017 წლის 1 დეკემბერს გაიმართა შპს „ლ-----–ას ხეობას“ პარტნიორთა კრება (ოქმი N-), რომელსაც ესწრებოდა საზოგადოების მხოლოდ 20% წილის მესაკუთრე პარტნიორი ლ---------–---–-ა. სხდომაზე არ გამოცხადდა 80% წილის მესაკუთრე მ----–------ი, რომელსაც ეცნობა სხდომის ჩატარების თაობაზე. პარტნიორთა კრებაზე განსახილველ საკითხს შეადგენდა შპს „ლ-----–ას ხეობას“ დირექტორობიდან მ----–------ის განთავისუფლება და მის ნაცვლად დირექტორად ლ---------–---–-ას არჩევა. ასევე, ამავე სხდომაზე განსახილველი საკითხის დღის წესრიგს წარმოადგენდა, მ----–------ის, როგორც საწარმოს 80%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა.

 

3.1.31. წესდებისა და კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით გადაწყდა დამფუძნებელთა კრების ხელახლა მოწვევის საჭიროება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.12.2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი N- (ს.ფ. 51);

 

3.1.32. შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორთა კრება (ოქმი N2) განმეორებით გაიმართა 2017 წლის 25 დეკემბერს, რომელზეც განხილული იქნა 01.12.2017 წლის პატნიორთა კრებაზე დაყენებული საკითხები, მათ შორი მ----–------ის, როგორც საწარმოს 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საზოგადოების გარიცხვა.

 

3.1.33. 2----–-–----------------- სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა 80% წილის მესაკუთრე პარტნიორი მ----–------ი და კრებას ესწრებოდა მხოლოდ საზოგადოების 20% წილის მფლობელი ლ---------–---–-ა. პარტნიორმა კრება მიიჩნია გადაწყვეტილებაუნარიანად და განმარტა, რომ მ----–------ი, როგორც შპს „ლ-----–ას ხეობას“ დომინანტი ხმის უფლების მქონე პარტნიორი და ამავდროულად დირექტორი მოქმედებდა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც გამოიხატა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ასევე შპს „ლ-----–ას ხეობას“ ძირითადი აქტივის - ლ-----–ას წყლის მოპოვებაზე არსებული ლიცენზიის უკანონოდ, პარტნიორთა კრების მოწვევის გარეშე სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემაში. ლ---------–---–-ამ, ასევე განმარტა, რომ მ----–------მა მოახდინა საზოგადოების ბალანსზე არსებული ავტომანქანის გასხვისება პარტნიორთა კრების მოწვევის გარეშე, ასევე პარტნიორის მიერ 2014 წლიდან არ განხორციელებულა არც ერთი პარტნიორის მოწვევა.

 

3.1.34. მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, საწარმოს 20% წილის მესაკუთრე პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება - ა) შპს „ლ-----–ას ხეობის“ დირექტორობიდან მ----–------ის გათავისუფლების, ბ) მის ნაცვლად დირექტორად ლ---------–---–-ად დანიშვნისა და გ) შპს „ლ-----–ას ხეობიდან“ მ----–------ის, როგორც 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის გარიცხვის თაობაზე

 

3.1.35. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარტნიორთა კრებაზე დამსწრე 20% წილის მესაკუთრე პარტნიორმა ლ---------–---–-ამ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმდა 2----–-–--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.12.2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი N2 (ს.ფ. 50);

 

3.1.36. მიღებული კრების ოქმის საფუძველზე 2----–-–-------------- ლ---------–---–-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა შპს „ლ-----–ას ხეობას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და წილის ცვლილების რეგისტრაცია.

 

3.1.37. 2018 წლის 15 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რამეთუ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასრულყოფილად მიიჩნია განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საწარმოში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად.

 

3.1.38. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწვეტილება 2018 წლის 18 იანვარს გაასაჩივრა ლ---------–---–-ამ და მოითხოვა სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

 

3.1.39. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით N84567 ლ---------–---–-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 38-41);

- 19.02.2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ლ-----–ას ხეობას“ 2----–-–----------------ა და 25 დეკემბრის კრების ოქმები, რომლებზედაც განხილული იქნა 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის მ----–------ის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი დირექტორობიდან გადაყენების საკითხი არის ბათილი გარიგებები. არ არსებობს მ----–------ის, როგორც შპს „ლ-----–ას ხეობის“ 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საწარმოდან გარიცხვის წინაპირობები.

 

სასამართლო სადავო გარიგებათა ნამდვილობის კვლევისათვის, უპირველესად აფასებს კრების გამართულობას მისი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ რამდენად იყო კრების ინიციატორი და გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორის მიერ კრების ჩატარებისას დაცული წესდებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. საგულისხმოა, რომ მ----–------ი, როგორც 80% წილის მესაკუთრე პარტნიორი წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით სადავოდ არ ხდის უშუალოდ მისი მიწვევის ფაქტს და აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო დასტურებითაც, თუმცა შეგებებული სარჩელის ავტორი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.2 მუხლის საფუძველზე, სადავოდ ხდის შეტყობინების შინაარსს და არ ადასტურებს გარემოებას, რომ მას კანონითა და წესდებით დადგენილი წესით ეცნობა კრებაზე განსახილველი საკითხის თაობაზე, რის გამოც უბრალოდ შეტყობინების გაგზავნა ვერ განიხილება მის მოწვევად კანონისა და წესდების მიზნებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსის, კერძოდ ის, რომ მ----–------ისათვს გაგზავნილი წერილი შეიცავდა ინფორმაციას მისი, როგორც პარტნიორის გარიცხვასთან მიმართებით უნდა ედასტურებინა კრების მომწვევ მხარეს, სწორედ ლ---------–---–-ას მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინა მის მიერ განხორციელებული შეტყობინების შინაარსი და გარემოება, რომ მ----–------ისათვის ცნობილი იყო კრებაზე განსახილველი საკითხის თაობაზე, რაც მხოლოდ ზეპირი მითითებითა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით ვერ დადგინდება, იმ პირობებში, როდესაც მხარე სადავოდ ხდის ამგვარი ინფორმაციის მიღებას. ასევე, აღნიშნულთან მიმართებით მხედველობა უნდა მიექცეს, შპს „ლ-----–ას წესდების“ 14.5 პუნქტის დანაწესს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ პარტნიორს ევალება მიღებული გადაწყვეტილება გააცნოს/გაუგზავნოს სხვა პარტნიორებს, შესაბამისად, ლ---------–---–-ას ევალებოდა ეცნობებინა მ----–------ისათვის, როგორც 2----–-–----------------, ასევე 25 დეკემბრის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნული დანაწესით, პარტნიორისათვის ცნობილი იყო, რომ მას ეკისრებოდა არა მხოლოდ კრების ჩატარების თაობაზე ცნობების მიწოდება პარტნიორისათვის, არამედ უშუალოდ კრების შინაარსის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პარტნიორს არ განუხორციელებია.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს შეფასების საგანია, წესდებისა და კანონმდებლობის საფუძველზე რამდენად ჰქონდა უფლება 20% წილის მესაკუთრე პარტნიორს საზოგადოებიდან გაერიცხა 80% წილის მესაკუთრე პარტნიორი, რისთვისაც შეფასებული და განმარტებული უნდა იქნეს კანონისა და წესდების, როგორც პარტნიორთა შეთანხმების/გარიგების შესაბამისი დანაწესები, კერძოდ მართალია შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების მე-15 მუხლი საწარმოდან პარტნიორის გარიცხვის საკითხს პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციად მიიჩნევს, თუმცა ამავე წესდების 14.6 და 14.8 პუნქტები კანონის მიერვე ნებადართულ და მისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობას განსაზღვრავენ, რომელთა მიხედვითაც, კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 75% წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 51% წილის მფლობელმა პარტნიორმა.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამდენად, კანონი ზოგადი დანაწესის შესაბამისად ითვალისწინებს კრების ხელახლა მოწვევის შემთხვევაში დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუკი ამავე კანონის შესაბამისად თავად საწარმოს წესდება სხვაგვარ ჩანაწერს არ შეიცავს. სადავო შემთხვევაში, შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდება იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმს, რომელიც კანონისაგან განსხვავებით პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევს, მაშინ როდესაც მასზე წარმოდგენილია მინიმუმ 75% პარტნიორი და გადაწყვეტილების მისაღებად კი მოითხოვს მინიმუმ 51% წილის მესაკუთრე პარტნიორების თანხმობას. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საწარმოს წესდება არ ითვალისწინებს სხვაგვარ ჩანაწერს კრების ხელახლა მოწვევის შემთხვევისათვის, რაც ვერ განიმარტება ფართოდ და ვერ დაექვემდებარება კანონით განსაზღვრულ დანაწესს ქვორუმის არ არსებობასთან დაკავშირებით, კრების ხელახლა ჩატარების შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდება ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს საწარმოს 51% წილის მესაკუთრე პარტნიორების თანხმობას.

 

ამასთანავე, მართალია საზოგადოების წესდების 15.1.11. პუნქტი საწარმოს საერთო კრების კომპეტენციას მიაკუთვნებს დამფუძნებლის საზოგადოებიდან გარიცხვას, ასევე საყურადღებოა წესდების 14.9. პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, იმ შემთხვევაში, როდესაც დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ერთ ან რამდენიმე დამფუძნებელს, კერძოდ საზოგადოებიდან დამფუძნებლის გარიცხვის საკითხის განხილვას, ეს დამფუძნებელი ან მისი რწმუნებული კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. მიუხედავად, არსებული ჩანაწერებისა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საწარმოს 20% წილის მესაკუთრე პარტნიორს უფლება აქვს მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვასთან მიმართებით, არამედ აღნიშნული ჩანაწერი უნდა შეფასდეს ზოგადად წესდების მთლიან შინაარსთან და უმთავრესად კანონმდებლის ჩანაწერთან ერთობლიობაში, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7 მუხლი პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვას უკავშირებს მის მიერ ნაკისრი შენატანის განუხორციელებლობას, რაც მოცემულ შემთხვებაში არ გვაქვს სახეზე. კერძოდ, წარმოდგენილი წესდებით და არც სხვა მტკიცებულებით, გარდა ლ---------–---–-ას ზეპირი მითითებისა არ დასტურდება მ----–------ის მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების კისრება, რის შეუსრულებლობის საფუძვლითაც იგი გარიცხული უნდა იქნეს საწარმოდან და ჩამოერთვას წილის სახით არსებული საკუთრება. ასევე, წარმოდგენილი სარჩელით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მ----–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები ზიანის მომტანი იყო საზოგადოებისათვის და ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ინტერესებს, რაზეც ისაუბრა ლ---------–---–-ამ სადავო კრებაზე. ამასთანავე, თავად წესდებაც არ შეიცავს სხვა სახის ჩანაწერს, რაც შესაძლოა გამხდარიყო პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი. ამდენად, დაუშვებელია საზოგადოების 20% წილის მესაკუთრე პარტნიორმა კანონითა და წესდებით ერთობლივად განსაზღვრული შესაბამისი წინაპირობების არ არსებობისას დაუსაბუთებლად მიიღოს 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

 

ამდენად, არსებულ ვითარებაში ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული კანონისა და წესდებით განსაზღვრული ნორმების უგულებელყოფის საფუძველზე გამოვლენილი 20% წილის მესაკუთრე პარტნიორი ნება, ლ---------–---–-ას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება ვერ გაიგივდება შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებასთან, შესაბამისად იგი სამართლებრივი შედეგის წარმომშობად ვერ განიხილება.

 

კრების ოქმების ბათილად მიჩნევის შემდგომ, სასამართლოს აქვე მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მ----–------ის, როგორც საწარმოს 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საწარმოდან გარიცხვის სხვა მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის წინაპირობას ადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.7 მუხლი, რომლის თანახმადაც, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, მოხმობილი ნორმის თანახმად, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი შესაძლოა იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი შენატანის განუხორციელებლობა. სადავო შემთხვევაში, არ დასტურდება გარემოება, რომ მ----–------მა მიღებული წილის სანაცვლოდ იკისრა გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ნაცვლად აღნიშნულისა პარტნიორის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მ----–------ს წილი გადაეცა უსასყიდლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ წილის სანაცვლოდ მ----–------ს არ უკისრია არავითარი ვალდებულების შესრულება საწარმოს წინაშე. პარტნიორის ვალდებულების არსებობას არ ადასტურებს, არც ლ---------–---–-ას წერილობითი მიმართვა, სადაც მხარე საუბრობს გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებსა და სხვა საკითხებთან მიმართებით სიტყვიერ შეთანხმებაზე და მოითხოვს აღნიშნულის წერილობითი ფორმით დადასტურებას, რაც მოსარჩელის მტკიცებით, საკმარისია მ----–------ის მიერ ვალდებულების კისრების დასადასტურებლად. სასამართლო არსებულ ვითარებაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამგვარ მტკიცებას, რამეთუ ცალმხრივად პარტნიორისათვის მიწერა ვერ ჩაითვლება ამგვარი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც არ დგინდება პარტნიორის ვალდებულება, მისი შეუსრულებლობის საფუძვლით პარტნიორის გარიცხვა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამასთან, ვითარებას არ ცვლის არც ის ფაქტი, რომ კონკრეტული მიწერილობა ჩაბარებული აქვს მ----–------ს და მის მიერ არ არის შესაბამისი რეაგირება მოხდენილი, აღნიშნული არ გულისხმობს წაყენებული პრეტენზიის დადასტურებას, რამეთუ მსგავსი უმოქმედობა ვერ მიიჩნევა ვალდებულების აღიარებად.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ---------–---–-ას მტკიცებას, მ----–------ის მხრიდან არაკეთილსინდისიერი და საწარმოს ინტერესების საზიანოს ქმედებების განხორციელებასთან მიმართებით. კერძოდ, ლიცენზიის გასხვისების თაობაზე არსებობს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც ლ---------–---–-ას მიერ ამ დრომდე სადავოდ არ არის გამხდარი. მართალია კრების ოქმი ჩატარდა უშუალოდ ხელშეკრულების დადების შემდგომ, თუმცა ამ კრების ოქმით საზოგადოებამ მოიწონა დირექტორის მიერ დადებული ხელშეკრულება და მხოლოდ აღნიშნული კრების შემდგომ გასცა სამინისტრომ ლიცენზია შპს „ლ-----–აზე“. აღნიშნული კრების ოქმი იყო ერთ-ერთი საფუძველი ლიცენზიის გასხვისებისა, რისი ნამდვილობის პირობებში, საფუძველს მოკლებულია პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნა ლიცენზიის უკანონოდ გასხვისების გამო. პარტნიორის ქმედება შეესაბამება პარტნიორთა გადაწყვეტილებას. სასამართლო არსებული დავის ფარგლებში სსსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად ვერ გაცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ შეაფასებს მითითებული კრების ოქმის ნამდვილობას. კონკრეტული სარჩელით უშუალოდ კრების ოქმი და წინმსწრები ხელშეკრულება არ არის სადავოდ გამხდარი, რაც პირველწყაროა ლიცენზიის გასხვისებისათვის და აღნიშნულის ნაცვლად მხარე ითხოვს პარტნიორის გარიცხვას. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას კრების „ჩაშლასთან“ დაკავშირებით და გარემოება, რომ იგი წინააღმდეგი იყო განსახილველ საკითხთან მიმართებით ვერ გამოიწვევს კონკრეტული კრების არანამდვილად მიჩნევის საფუძვლად. უდავოა, რომ იგი მიწვეული იყო და ესწრებოდა კიდეც წარმომადგენლის მეშვეობით სადავო კრებას, სადაც კანონისა და წესდების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით ხმათა უმრავლესობით გასხვისდა საწარმოს აქტივი - ლიცენზია. დომინანტი პარტნიორის მტკიცებით, ლიცენზიის გასხვისება, ატარებდა სწორედ საწარმოს ინტერესებს, რამეთუ კომპანიას წლების მანძილზე მოგება არ მიუღია და აღნიშნული ლიცენზიის არსებობის პირობებში, პირიქით მას ეკისრებოდა გარკვეული ვალდებულებები, შესაბამისად შპს „ლ-----–აზე“ ლიცენზიის 62 000 ლარად გასხვისება, ვერ შეფასდება საწარმოს პარტნიორის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებად და აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად მის გარიცხვას, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ თავის დროზე კომპანიამ მითითებული ლიცენზია შეიძინა 50 000 აშშ დოლარად, ფასის ცვლილებასთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის შესაბამისადაც საწარმოს მიერ თანხა გაანგარიშებული იქნა იმგვარად, რომ ლიცენზიის თავდაპირველ ღირებულებას, გამოაკლდა გასული, განაცდური წლების ხვედრითი ღირებულება და მისი ოდენობა გადაანგარიშდა დარჩენილი წლების შესაბამისად.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო პარტნიორის მიერ ლიცენზიის გასხვისებას ვერ მიიჩნევს საწარმოს საწინააღმდეგო ქმედებად, რამეთუ კონკრეტული ლიცენზია მის მფლობელს უფლებებთან ერთად ანიჭებდა რიგ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებასაც ვერ უზრუნველყოფდა საწარმო, რასაც მოწმობს კიდეც შპს „ლ-----–ას ხეობას“ წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიდაც დასტურდება ის ფაქტი, რომ საწარმოს არ გააჩნდა არავითარი აქტივი და იგი ვერ შეძლებდა ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან არც 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის ვალდებულება იკვეთება, რომ მას უშუალოდ უნდა ემოქმედა და ჩაედო საწარმოში ინვესტიცია. ლიცენზიის შესრულება ემსახურებოდა არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტული საწარმოს ინტერესებს, არამედ მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე იგი სახელმწიფოს ინტერესშიც შედიოდა და შესაბამისად, გარემოება, რომ ლიცენზიის გასხვისება საწარმოსათვის ზიანის მომტანი იყო არ დასტურდება და აღნიშნული ვერც განიხილება პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისა და საკუთრების უფლების ჩამორთმევის გამამართლებელ საფუძვლად.

 

სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ ლიცენზიის 20% ეკუთვნოდა უშუალოდ ლ---------–---–-ას, კონკრეტული ლიცენზია გაცემული იყო საწარმოზე, რაც იმას არ გულისხმობს, რომ იგი პარტნიორის საკუთრებაა მისი წილის შესაბამისი ოდენობით, მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომ იურიდიული პირი არის დამოუკიდებელი სუბიექტი, რომლის საკუთრება არც ერთ შემთხვევაში არ იგივდება პარტნიორის საკუთრებასთან, გარემოება, რომ შპს ფლობდა გარკვეულ აქტივს არ გულისხმობს, რომ ამ აქტივზე პირდაპირი უფლება გააჩნდა ლ---------–---–-ას, არამედ მისი ინტერესი შემოიფარგლება მხოლოდ კუთვნილი წილით და შესაბამისად იგი შესაძლოა დაინტერესებული იყოს საწარმოს ქონებრივი აქტივის არსებობით, მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული განსაზღვრას მისი წილის ღირებულებას და არა უშუალოდ საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების კუთვნილებას.

 

ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ---------–---–-ას მტკიცებას მის მიმართ განხორციელებულ იძულებასთან მიმართებით, რამეთუ ზეწოლად და მუქარად ვერ შეფასდება ის გარემოება, რომ პარტნიორმა უარი განაცხადა ინვესტიციის განხორციელებაზე, რასაც ლიცენზიის არსებობის პირობებში მოყვებოდა შესაბამისი სანქცია და ლიცენზიის საწარმოსთვის ჩამორთმევა. მ----–------ის ნებაზე იყო დამოკიდებული განახორციელებდა თუ არა ინვესტიციას საწარმოში, არ დასტურდება კონკრეტული პარტნიორის მიერ რაიმე ვალდებულების კისრება აღნიშნულთან მიმართებით. და ბოლოს, რაც შეეხება საწარმოს ავტომობილის გ------- გ----------ზე გადაფორმების ფაქტს, საგულისხმოა, რომ ლ---------–---–-ას მიერ არ შედავებულა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, თავდაპირველად საწარმოს საფასურის 50 000 აშშ დოლარის გ------- გ----------ის მიერ გადახდასთან მიმართებით, რასაც ამყარებს კიდეც ის გარემოება, რომ ლ---------–---–-ამ წილის საკუთრებაში აღრიცხვისთანავე მოკლე პერიოდში ერთი თვის ფარგლებში 80% წილი უსასყიდლო გადააფორმა მ----–------ზე, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც საწარმოს ფულადი უზრუნველყოფა განხორციელებული იყო გ------- გ----------ის მიერ, რომელმაც ასევე გადაიხადა დაკისრებული 5000 ლარი ჯარიმა, ლეგიტიმურია მ----–------ის უფლება, როგორც საწარმოს 80% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და დირექტორის გაასხვისოს საწარმოს კონკრეტული ქონება.

 

გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, უმნიშვნელოვანესია ლ---------–---–-ას მოთხოვნა შეფასდეს იმ მხრივაც, რომ 20% წილის მესაკუთრე პარტნიორის მიერ 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის გარიცხვა, თავის მხრივ მოიაზრებს პარტნიორისათვის საკუთრების ჩამორთმევას, რაც მისი როგორც კონსტიტუციით გარანტირებული სიკეთის შეზღუდვისათვის მოითხოვს, კანონით პირდაპირ განსაზღვრული სათანადო საფუძვლის არსებობას. წილი წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომლის მესაკუთრე დაცული უნდა იყოს მესამე პირთა ყოველგვარი თვითნებობისაგან და საკუთრების ჩამორთმევა თანახმად, კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი დანაწესებისა, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, მაშინ როდესაც საკუთრების შეზღუდვა გამართლებულია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინტერესის საფუძვლით. დაუშვებელია კანონის ნორმა საკუთრების შეზღუდვასთან მიმართებით განიმარტოს ფართოდ, რამეთუ არ შეიძლება მესაკუთრეს დაუსაბუთებლად, კანონით პირდაპირ და ცალსახად არსებული ჩანაწერის არსებობის გარეშე წაერთვას საკუთრება, აღნიშნული ეწინააღმდეგება საკუთრების არა მხოლოდ საჯარო-სამართლებრივ გაგებას, არამედ კერძო სამართლებრივი თვალსაზრისით დაუშვებელი ქმედებაა და ეწინააღმდეგება თავად სამეწარმეო სამართლის დანაწესსაც, რომელიც მდგომარეობს პარტნიორის უფლების გარანტირებულობაში წილის საკუთრებასთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.12.2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი N- (ს.ფ. 51);

- 25.12.2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი N2 (ს.ფ. 50);

- 06.12.2017წ. დადგენილება (ს.ფ. 85-87);

- 25.01.2012წ. სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 84);

- ცნობა სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ (ს.ფ. 109).

- 17.04.2014წ. მიმართვა N-2-15/1369 (ს.ფ. 144);

- 07.08.2014წ. წერილი (ს.ფ. 203);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---------–---–-ა სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ----–------ის შეგებებული სარჩელი საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ექვემდებარება დაკმაყოდილებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 54-ე, 170-ე, 399-ე მუხლები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 51, მე-9, 44-ე, 47-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადავო შემთხვევაში, მხარეებს გააჩნიათ ურთიერთდაპირისპირებული მოთხოვნები, ლ---------–---–-ას თავდაპირველ სარჩელთან მიმართებით შესაფასებელია შპს „ლ-----–ას ხეობის“ ერთ-ერთი პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის წინაპირობების არსებობა, ხოლო შეგებებული სარჩელის შეფასების საგანია იმ კრების ოქმების კანონიერების კვლევა, რომელზეც საზოგადოების 20% წილის მესაკუთრე პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება 80% წილის მესაკუთრე პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში თავდაპირველი და შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნები ურთიერთწინააღმდეგობრივია, უფრო მეტიც მ----–------ის შეგებებული სარჩელი არსებული მოთხოვნით მიმართულია თავდაპირველი სარჩელის შედავებისაკენ და მისი დაკმაყოფილება საფუძველს აცლის ლ---------–---–-ას მოთხოვნას პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვასთან მიმართებით. არსებული კავშირის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო შემთხვევის ერთ ჭრილში განხილვას, კერძოდ პირველ რიგში შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებას, რის შემდგომაც უნდა მიეცეს შეფასება თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილ პარტნიორის გარიცხვის წინაპირობებს.

 

6.2. მ----–------ი წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის ფარგლებში ითხოვს 2----–-–---------------- და 25 დეკემბრის შპს „ლ-----–ას ხეობის“ პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობას, რომლითაც დირექტორობიდან და პარტნიორობიდან გარიცხული იქნა 80% წილის მესაკუთრე მ----–------ი. რამდენადაც სახეზეა აღიარებითი სარჩელი, მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს უპირველესად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარისათვის სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღიარებითი მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა.

 

აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-1089-1009-2017, 05.12.2017წ; Nას-437-409-17 , 29.09.2017წ; Nას-916-857-17 12.09.2017წ; Nას-302-285-17, 16.06.2017წ; Nას-244-232-17 19.05.2017; Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; Nას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; Nას-869-819-2015,11.12.2015წ.; Nას- 773-730-2015, 08.09.205წ.; Nას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; Nას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე Nას-595-554-2017, 15.12.2017წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, ნათელია მ----–------ის იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმების ბათილობასთან მიმართებით, რამეთუ კრების ოქმების ბათილობის პირობებში აღარ იარსებებს, მისი საწარმოდან გარიცხვისა და დირექტორობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. მართალია, არსებულ ვითარებაში სადავო კრების ოქმებს არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, თუმცა სწორედ აღნიშნული კრების ოქმები უდევს საფუძვლად სადავო შემთხვევაში ლ---------–---–-ას სარჩელს და რომ არა აღნიშნული კრების ოქმები წარმოდგენილი სარჩელი არსებული მოთხოვნით არ გახდებოდა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანი. შესაბამისად, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს პარტნიორის ინტერესს კონკრეტული კრების ოქმების ბათილობასთან მიმართებით.

 

6.3. შეგებებული სარჩელის ავტორის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია პარტნიორთა კრების ოქმების ბათილობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. უნდა განიმარტოს, რომ გარიგების საფუძველი - ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, გარიგების აუცილებელი ელემენტია. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში.

 

იურიდიული პირის წევრების მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რომელზეც ზოგადი წესის შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, არაა სავალდებულო ამ გარიგების მონაწილე ყველა პირის თანხმობა, არამედ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ უმრავლესობის ნების არსებობის პირობებში, რასაც ადგენს კიდეც შპს „ლ-----–ას ხეობას“ წესდება. ამასთან, კანონმდებლობისაგან განსხვავებით, საწარმოს წესდების შესაბამისი ჩანაწერი კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობისათვის მოითხოვს მასზე მინიმუმ 75% წილის მესაკუთრე პარტნიორების დასწრებას.

 

სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი შპს „ლ-----–ას ხეობის“ 2----–-–----------------ა და 25 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმების ნამდვილობა, მისი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე საწარმოს წესდების შესაბამის დანაწესებთან შეუთავსებლობის საფუძვლით.

 

6.4. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი“. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N-/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს მათ შორის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). მოხმობილი ნორმის, მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.

 

44.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. მოხმობილი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. კანონის 3.7 მუხლის თანახმად კი, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების მე-14 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება. გადაწყვეტილებანი, როგორც წესი მიიღება კრების სხდომებზე, რომელთა მოწვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე წესდებით განისაზღვრა დამფუძნებელი პარტნიორების უფლებები, კერძოდ 9.1 პუნქტის შესაბამისად, დამფუძნებლებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში იმ წესით, რომელიც დადგენილია წესდებით. 10.1 პუნქტით განისაზღვრა დამფუძნებელთა ვალდებულებები, კერძოდ - ა) წილისა და დამატებითი შენატანების იმ წესით შეტანა, რაც გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების დებულებანის დაცვა; გ) საზოგადოების სასარგებლოდ აღებული ვალდებულებების შესრულება.

 

საზოგადოების წესდების 14.6. პუნქტის შესაბამისად, კრება გადაწყეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 75% წილის მფლობელი პარტნიორები, ხოლო 14.8. პუნქტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება თუ მას მხარი დაუჭირა არანაკლებ 51% წილის მფლობელმა დამფუძნებელმა. შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების 15.1.11. პუნქტის თანახმად, საწარმოს საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება დამფუძნებლის საზოგადოებიდან გარიცხვა. ამავე წესდების 14.9. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება ერთ ან რამდენიმე დამფუძნებელს, კერძოდ საზოგადოებიდან დამფუძნებლის გარიცხვის საკითხის განხილვას, ეს დამფუძნებელი ან მისი რწმუნებული კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. წესდების 14.5 პუნქტის შესაბამისად კი, ყოველი გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს, გადაწყვეტილების ასლი უნდა გაეგზავნოს დამფუძნებლებს.

 

სასამართლო სადავო კრების ოქმების კანონიერებას აფასებს თავდაპირველად იმ პროცედურული დაცვის თვალსაზრისით, რაც აუცილებელი წინაპირობაა კრების ოქმების ლეგიტიმაციისათვის, კერძოდ სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად უფლებამოსილი იყო კრება მიეღო რაიმე გადაწყვეტილება, რისთვისაც მოშველიებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შპს „ლ-----–ას ხეობის“ წესდების შესაბამისი დანაწესები, კერძოდ უპირველესად ლ---------–---–-ას ევალებოდა პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე კანონითა და წესდებით დადგენილი წესით ეცნობებინა მეორე პარტნიორისათვის. მოცემულ შემთხვევაში მართალია წარმოდგენილია მოწვევის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა არ დასტურდება ფაქტი, რომ მ----–------ისათვის ცნობილი იყო კრებაზე განსახილველი საკითხი, არ არის წარმოდგენილი, თუ რა სახის შეტყობინება გაეგზავნა პარტნიორს და იყო თუ არა იგი კრებაზე განსახილველი დღის წესრიგის, კერძოდ კი მისი საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე ინფორმირებული. აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა შეგებებული სარჩელის ავტორმა, რის გამოც კრების მომწვევის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა მოახდინა თუ არა პარტნიორის სათანადო ინფორმირება, რაც ლ---------–---–-ას არ განუხორციელებია, უფრო მეტიც ლ---------–---–-ამ მოიხმო „მეწარემთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შპს „ლ-----–ას ხეობის“ შესაბამისი დანაწესი და განმარტა, თუ პარტნიორთა კრებაზე განსახილველი საკითხი შეეხება საზოგადოებას და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, ასეთ შემთხვევაში კონკრეტული პარტნიორი არ არის უფლებამოსილი მიიღოს მონაწილეობა ამგვარ კრებაში, რის გამოც ლ---------–---–-ას მტკიცებით სადავო კრებები ლეგიტიმურია და იგი ჩატარებულია კანონისა და წესდების შესაბამისად, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. უნდა განიმარტოს, რომ სასამრთლო პარტნიორთა შეთანხმებას - წესდებას აფასებს, როგორც მათ მიერ გამოვლენილ ნებას შიდა ურთიერთობების დასარეგულირებლად, კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება პარტნიორთა იმგვარი შეთანხმება, რომ 20% წილის მესაკუთრე პარტნიორს მიენიჭებოდა შესაძლებლობა ხელახალი კრების ჩატარებისას, მიუხედავად დამსწრეთა რაოდენობისა მიიღებდა ცალმხრივად მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, მათ შორის გარიცხავდა 80% წილის მესაკუთრე პარტნიორს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ---------–---–-ას მტკიცებას, თითქოს ის, როგორც კრებაზე დამსწრე ერთადერთი პარტნიორი, მიუხედავად 20% წილის მესაკუთრეობისა გათანაბრებული იყო 100% წილის პარტნიორთან და შესაბამისად იგი უფლებამოსილი იყო ხმათა უმრავლესობით გაერიცხა 80% წილის მესაკუთრე. ამგვარ მტკიცებას გამორიცხვას თვით წესდების შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც ცალსახად ადგენს გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაბამის ქვორუმს, რისი არ არსებობის პირობებში, სასამართლო კონკრეტულ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ მიიჩნევს ლეგიტიმურად და ვერ განმარტავს წესების შესაბამის დებულებებს სხვაგვარად, რამეთუ წესდების ფართოდ განმარტება არ თავსდება არც სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ ნების გამოვლენის განმარტების მიზნებში. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი პარტნიორთა კრების ოქმები არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნებს, რამდენადაც არსებულ ვითარებაში კრება არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა პარტნიორის გარიცხვის საკითხი. აღნიშნულის გარდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ რაიმე რეალური ფაქტობრივი საფუძველი. საზოგადოების წესდების 15.1.4 პუნქტის თანახმად, დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას. ამავე წესდების 14.6 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორები, ხოლო 14.8 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღება ხმების არანაკლებ 51%-ით. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე შპს „ლ-----–ას ხეობას“ პარტნიორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე. პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება საზოგადოების პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ის მოქმედებდა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. შპს „ლ-----–ას ხეობას“ წესდებით არ არის განსაზღვრული პარტნიორის გარიცხვის სხვა საფუძვლები.

 

6.5. უნდა განიმარტოს, რომ პარტნიორის გარიცხვა არის მისი ნების საწინააღმდეგო უკიდურესი ღონისძიება, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებისას.

 

სკ-ის 399-ე მუხლი ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, ხანგრძლივი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შესაძლებლობას, შესაბამისად პარტნიორის გარიცხვასთან მიმართებით სასამართლოს კვლევის საგანია საზოგადოების მიერ ამ უფლების გამოყენების მართლზომიერება, კერძოდ პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა - საზოგადოების მიზნის შელახვა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება. საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება. პირველ და მეორე წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას, სასამართლო ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენეს პარტნიორებმა გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო მათი გადაწყვეტილება მოტივირებული პარტნიორთა ცალკეული ჯგუფის პირადი ინტერესებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად (გარიცხვის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე დაწვრილებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-556-939-06, 13.03.2007 წელი; №ას-812-1099-09, 09.11.2009 წელი; №ას-577-545-2011, 23.06.2011 წელი).

 

საწარმოდან პარტნიორის გარიცხვა იწვევს გარიცხული პარტნიორის საკუთრების უფლების დაკარგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პარტნიორი საზოგადოებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაირიცხოს, სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. სუსგ № 3კ/303-01, 09.03.2001 წელი; №ას-614-951-07, 12.10.2007 ; №ას-220-212-2012, 03.12. 2012 წელი; №ას-771-732-2013, 31.01.2014 წელი) დადგენილია, რომ პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან მხოლოდ სასარჩელო წარმოების გზითაა შესაძლებელი (გარდა შესატანის შეუტანლობისას, რა დროსაც პარტნიორის გარიცხვას სასამართლო გადაწყვეტილება არ სჭირდებოდა) (იხ. სუსგ, საქმე Nას-201-201-2018, 08.10.2018წ.)

 

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შედეგია, წილზე საკუთრების უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, გარიცხვისათვის დადგენილი პროცედურისა და ფორმალური მოთხოვნების დაცვა ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა. საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები და იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის სხვა პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობას. პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს პარტნიორის კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, საზოგადოების დირექტორის არასწორი საქმიანობა, თავისთავად არ მეტყველებს პირის, როგორც პარტნიორის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან საზოგადოების ინტერესებისათვის პარტნიორის უფლებამოსილების ფარგლებში მისი მოქმედებიდან გამომდინარე ზიანის მიყენებაზე. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი განამტკიცებს რა საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას, თავიანთი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე დარღვევა შესაძლებელია გახდეს დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა მისი პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველი. (იხ. სუსგ, საქმე Nას-556-939-06, 13.03.2007წ).

 

საყურადღებოა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.

 

სადავო შემთხვევა შეეხება საწარმოს პარტნიორის გარიცხვას, რაც თავის თავში მოიაზრებს პარტნიორის, როგორც წილის მესაკუთრის უფლებების შელახვას, შესაბამისად ლ---------–---–-ას ევალებოდა ედასტურებინა მ----–------ის მიერ საწარმოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა, რაც შესაძლოა გამხდარიყო ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საკუთრების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულების, შეზღუდვა-ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი გამართლებული ინტერესის არსებობისას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, ლ---------–---–-ამ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რის გამოც უარი უნდა ეთქვას აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მ----–------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე ლ---------–---–-ას მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (ს.ფ. 65), ხოლო მ----–------ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია 120 ლარი (ს.ფ. 167)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი არ არსებობს მასზე გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია 2 დამოუკიდებელი კრების ოქმის ბათილად ცნობა, შეგებებული სარჩელის ავტორს ნაცვლად 120 ლარისა ევალებოდა გადაეხადა, თითოეულ მოთხოვნასთან მიმართებით 100 ლარი, ჯამში 200 ლარი, თანახმად სსსკ-ს 40.2 მუხლისა. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ლ---------–---–-ას მ----–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ---------–---–-ას სარჩელი მ----–------ის მიმართ, პარტნიორის გარიცხვის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ---------–---–-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. მ----–------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი შპს "ლ-----–ას ხეობის" 2----–-–---------------- #- და 2----–-–----------------- #- კრების ოქმები;

 

5. ლ---------–---–-ას დაეკისროს მ----–------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე