გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.02.2019
საქმის ნომერი
120310018002759926
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
02.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2759926-3/204-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

 

მოპასუხე - გ------ი ბ---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. მოპასუხე გ------ი ბ---------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტი) სასარგებლოდ დაეკისროს სანივთე ქონების დანაკლისი 196,77 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სარჩელი დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 30.05.2016 წლის №3115 ბრძანებით, რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ’’საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი’’ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან. 2016 წლის 30 მაისს გ------ი თ------- ძე ბ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №2960/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

გენერალური შტაბის უფროსის 08.08.2016 წლის №4889 ბრძანებით რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე დაინიშნა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მე-2 ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწედ, გათავისუფლდა რა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

დანიშნული თანამდებობიდან გ------ი ბ---------ე გადაადგილებული იქნა სხვადასხვა თანამდებობებზე და გენერალური შტაბის უფროსის 18.05.2018 წლის №2829 ბრძანებით დაინიშნა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეთაურად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.08.2018 წლის №4580 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეთაური (საშტატო კაგეტორია ,,I კლასის რიგითი შტატი 8/1184-01) რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

 

გ------ი ბ---------ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.

 

გ------ი ბ---------ეს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გააჩნია სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:

- ქურთუკი საქარე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 66.00 (სამოცდაექვსი) ლარი;

- საწვიმარი ლაბადა- 1( ერთი) ცალი, ფასი 26.38 (ოცდაექვსი ლარი და 38 თეთრი) ლარი;

- სანივთე ჩანთა ,,ტაფალბეგი’’ – 1 (ერთი) ცალი, ფასი 24,33 ( ოცდაოთხი ლარი და 33 თეთრი) ლარი;

- ბალისტიკური სათვალე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 70,55 (სამოცდაათი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ქამარი შარვლის - 1 (ერთი) ცალი ფასი, 2,55 ( ორი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ჩაფხუტის შალითა -1 (ერთი) ცალი ფასი, 6,96 (ექვსი ლარი და 96 თეთრი) ლარი.

 

მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 10.10.2018 წლის №1020821 წერილით ეთხოვა მითითებული ქონების სამინისტროსთვის დაბრუნება, თუმცა ქონება დღემდე არ დაუბრუნებია.

 

30.05.2016 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ წარმოეშვა კონტრაქტის 7.1 და 7.2 პუნქტების მიხედვით დავალიანების 196,77 (ასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 77 თეთრი) ლარის გადახდის ვალდებულება , რაც დღემდე არ შეუსრულებია.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხე გ------ი ბ---------ემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი სცნო და დამატებით განმარტა, რომ ავღანეთის მისიის დროს საწვიმარი ლაბადა გადასცა სხვას, რაც არ დაუბრუნეს, ბალისტიკური სათვალე დაკარგა, ხოლო ჩაფხუტის შალითა გადააგდო, ვინაიდან გაიხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის MOD 1 16 00003115 ბრძანებით, რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ’’საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი’’ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 მაისის MOD 1 16 00003115 ბრძანება (ს.ფ.13);

 

3.1.2. 2016 წლის 30 მაისს გ------ი თ------- ძე ბ---------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №2960/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი (ს.ფ.14-21);

3.1.3. 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. კონტრაქტის 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი (ს.ფ.14-21);

 

3.1.4. 2016 წლის 08 აგვისტოს გენერალური შტაბის უფროსის №4889 ბრძანებით რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე დაინიშნა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის მე-2 ქვეითი ასეულის მე-3 ქვეითი ოცეულის მე-2 ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწედ, გათავისუფლდა რა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტ ზ-------------- სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 08 აგვისტოს №4889 ბრძანება (ს.ფ.22);

 

3.1.5. 19.12.2016 წლის გენერალური შტაბის უფროსის N7837 ბრძანებით რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მსროლელად (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“, შტატი N8/1184-01).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.12.2016 წლის N7837 ბრძანება (ს.ფ.23);

 

3.1.6. 13.01.2017 წლის გენერალური შტაბის უფროსის MOD 9 17 00000197 ბრძანებით რიგითი გ------ი თ------- ძე ბ---------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მსროლელად (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“, შტატი N8/1184-01).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.01.2017 წლის MOD 9 17 00000197 ბრძანება (ს.ფ.24);

 

3.1.7. 18.05.2018 წ. გენერალური შტაბის უფროსის № MOD 4 18 00002829 ბრძანებით გ------ი ბ---------ე დაინიშნა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეთაურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.05.2018 წლის № MOD 4 18 00002829 ბრძანება (ს.ფ.25);

 

3.1.8. 03.08.2018 წ. გენერალური შტაბის უფროსის № MOD 0 18 00004580 ბრძანებით გ------ი ბ---------ე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის I საცეცხლე ჯგუფის მეთაურის თანამდებობიდან და დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურის რეზერვში, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.08.2018 წლის № MOD 0 18 00004580 ბრძანება (ს.ფ.26);

- პატაკი (ს.ფ.27);

 

3.1.9. გ------ი ბ---------ეს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გააჩნია სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:

- ქურთუკი საქარე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 66.00 (სამოცდაექვსი) ლარი;

- საწვიმარი ლაბადა- 1( ერთი) ცალი, ფასი 26.38 (ოცდაექვსი ლარი და 38 თეთრი) ლარი;

- სანივთე ჩანთა ,,ტაფალბეგი’’ – 1 (ერთი) ცალი, ფასი 24,33 ( ოცდაოთხი ლარი და 33 თეთრი) ლარი;

- ბალისტიკური სათვალე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 70,55 (სამოცდაათი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ქამარი შარვლის - 1 (ერთი) ცალი ფასი, 2,55 ( ორი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ჩაფხუტის შალითა -1 (ერთი) ცალი ფასი, 6,96 (ექვსი ლარი და 96 თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის უფროსი ლეიტენანტის 06.08.2018წ. პატაკი (ს.ფ.31);

 

3.1.10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზ--------------------, 10.10.2018 წელის წერილით მიმართა გ------ი ბ---------ეს და შესთავაზა, რომ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაებრუნებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება, ასევე განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარებული იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.10.2018წ მიმართვა (ს.ფ.32);

 

3.1.11. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სანივთე დავალიანების თანხაა 196,77 (ასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 77 თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.28);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამართლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გ------ი ბ---------ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მაისს გ------ი ბ---------ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ,,საკონტრაქტი (პროფესიული) სამხედრო მომსახურების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლისშესახებ“ კონტრაქტი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება და უზრუნველყოს ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. ხოლო კონტრაქტის 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დააზიანებს, დაკარგავს ან არ დააბრუნებს მისთვის მინდობილ ქონებას, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.

 

დადგენილია ასევე, რომ გ------ი ბ---------ეზე გაიცა სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის ქურთუკი საქარე 1 ცალი, საწვიმარი ლაბადა 1 ერთი ცალი, სანივთე ჩანთა ,,ტაფალბეგი’’ 1 ერთი ცალი, ბალისტიკური სათვალე 1 ერთი ცალი, ქამარი შარვლის 1 ცალი, ჩაფხუტის შალითა 1 ცალი.

 

დადგენილია, რომ 03.08.2018 წ. გენერალური შტაბის უფროსის № MOD 0 18 00004580 ბრძანებით გ------ი ბ---------ე პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვილ იქნეს სამხედრო სამსახურის რეზერვში.

 

ასევე დადგენილია, რომ გ------ი ბ---------ეს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გააჩნია სანივთე ქონების დანაკლისი, კერძოდ:

- ქურთუკი საქარე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 66.00 (სამოცდაექვსი) ლარი;

- საწვიმარი ლაბადა- 1( ერთი) ცალი, ფასი 26.38 (ოცდაექვსი ლარი და 38 თეთრი) ლარი;

- სანივთე ჩანთა ,,ტაფალბეგი’’ – 1 (ერთი) ცალი, ფასი 24,33 ( ოცდაოთხი ლარი და 33 თეთრი) ლარი;

- ბალისტიკური სათვალე- 1 (ერთი) ცალი, ფასი 70,55 (სამოცდაათი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ქამარი შარვლის - 1 (ერთი) ცალი ფასი, 2,55 ( ორი ლარი და 55 თეთრი) ლარი;

- ჩაფხუტის შალითა -1 (ერთი) ცალი ფასი, 6,96 (ექვსი ლარი და 96 თეთრი) ლარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშობოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური (სანივთე) პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში გ------ი ბ---------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, მიუხედავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაერთგზის მოთხოვნისა, მას არ გადაუცია სამინისტროსათვის მასზე დროებით მინდობილი სახელმწიფო ქონება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გ------ი ბ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სანივთე ქონების ღირებულების ანაზღაურება 196.77 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქ/პ თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი სცნო სასამართლო მთავარ სხდომაზე, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და მოპასუხე გ------ი ბ---------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------ი ბ---------ეს (პ/ნ 4----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სანივთე ქონების დანაკლისი 196,77 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე გ------ი ბ---------ეს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა