გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1751-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები: ნ--–--–-----–ია, ე-–-----------ია, ა---------------------ი, ლ----------------ი, თ------------ია, გ-------–--ია, ნ---------ია, ვ-–---------------ია, ე-–-----------ია, ს--------------ია, ნ-----–-----------ია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N------------- აქტი;
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს აღუდგებათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
მოსარჩელეთა განმარტებით, არიან ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 11 თებერვლის №1-------------------------------------------------------------- ბრძანებებით, ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ს, ლ----------------ს, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იას და ნ-----–-----------იას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
მოსარჩელეთა მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანებები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული ბრძანებები და დაევალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მათთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.
მოსარჩელეები განმარტავენ, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს N-------- განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მათთვის დევნილთა სტატუსის აღდგენის საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ. განცხადებაში მიუთითეს, რომ მოპოვებული ჰქონდათ ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი განცხადების განხილვაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა განცხადება და საქმის არსებითი გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველები.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, განმცხადებლებმა წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს, რომ მათ მიერ სამინისტროში განმეორებით წარდგენილი განცხადება ეყრდნობოდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების საფუძველზე ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ან--------------------ს, ლ----------------ს, თ------------იას, გ-------–---ას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იას და ნ-----–-----------იას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრძანებები, რომლითაც ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ს, ლ----------------ს, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იას და ნ-----–-----------იას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსი; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება, 2014 წლის 01 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ქმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ--–--–-----–იამ, ე-–-----------იამ, ა---------------------მა, ლ----------------მა, თ------------იამ, გ-------–--იამ, ნ---------იამ, ვ-–---------------იამ, ე-–-----------იამ, ს--------------იამ და ნ-----–-----------იამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება (ტომი 2; ს.ფ. 5-25);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება (ტომი 2; ს.ფ. 26-30);
3.2. ნ--–--–-----–იამ, ე-–-----------იამ, ა---------------------მა, ლ----------------მა, თ------------იამ, გ-------–--იამ, ნ---------იამ, ვ-–---------------იამ, ე-–-----------იამ, ს--------------იამ და ნ-----–-----------იამ 2017 წლის 12 დეკემბერს N-------- განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინეს წერილობითი დოკუმენტები და მოითხოვეს წარდგენილი წერილობითი დოკუმენტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ მტკიცებულებებად მიჩნევა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. განცხადებასთან ერთად სამინისტროში წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს მიმართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსადმი, რომელის თანახმად, ს-----------–--------–--------–--------------–--–-----------ი 1993 წლამდე ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ მ------ში, კ-----------–-----------------; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მ-------ის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილი თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N-------------- წერილი და დეკლარაცია, შედგენილი ნ--–--–-----–იას მიერ 2007 წლის 9 აგვისტოს აფხაზეთში დარჩენილი უძრავი ქონების შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N------------- საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–იას მოქმედი და გაუქმებული (ვადის გასვლის გამო) პირადობის მოწმობები გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გულრიფშის სამსახურის მიერ; მ------------–---ა და ფ--------------ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას (2017 წლის 15 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია თავის შვილებთან ერთად 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში; ი-----------------------–-------------იას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2017 წლის 30 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია ნამდვილად მუშაობდა გულრიფშის ა-------------------------------------–----- მაღაზიაში; ნ--------------------------------ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება (2017 წლის 8 ნოემბერი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია თავის ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობდა მისამართზე: გულრიფშის რაიონი, სოფელი მ------, კ-----------–------------ი; კ-–----------–იას და ვ----–--–-----–იას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (2017 წლის 2 ივნისი), რომლის მიხედვით კ-–----------–ია და ვ----–--–-----–ია, როგორც თ------------იას და ს--------------იას მასწავლებლები ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ--–--–-----–ია 1993 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელი მ------ში, კ-----------–------------ი N7, შვილებთან - თ------------იასთან და ს--------------იასთან ერთად, რომლებიც სწავლობდნენ კ--–--------------------–--------–----- საშუალო სკოლაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვალს N------------- გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განმცხადებლებს აცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი სამინისტროს მიერ განხილულ და გადაწყვეტილ იქნა, რის თაობაზეც მათ ეცნობათ 2015 წლის 17 თებერვლის N-------------------------------- და 2015 წლის 16 თებერვლის N---- წერილებით. ამასთან, განმცხადებლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად განემარტათ, რომ მათ განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ახალი ან შეცვლილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე დაედო საფუძვლად ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას და ის არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომელიც განაპირობებს მათთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, განმცხადებლებს N-------- განცხადების განხილვაზე ეთქვათ უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას 2017 წლის 12 დეკემბერს N-------- განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 1; ს.ფ. 181-214);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N------------- გადაწყვეტილება (ტომი 1; ს.ფ. 179-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N------------- წერილობითი აქტი, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანხმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, მე-20 პუნქტის თანახმად დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების საფუძველზე, ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ან--------------------ს, ლ----------------ს, თ------------იას, გ-------–---ას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იას და ნ-----–-----------იას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათი და დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების კითხვარის საფუძველზე არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნულ პირებს ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N----------) ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №------------------------------------------------------------------ ბრძანებების ბათილად ცნობისა და მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2017 წლის 12 დეკემბერს N-------- განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინეს წერილობითი დოკუმენტები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს მათი საკითხის ხელახლა შესწავლა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და განმცხადებელთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.
განმცხადებლები სამინისტროს განმეორებითი მიმართვის საფუძვლად მიუთითებდნენ და ეყრდნობოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს მიმართვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსადმი, რომლის თანახმად, ს-----------–--------–--------–--------------–--–-----------ი 1993 წლამდე ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ მ------ში, კ-----------–-----------------; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მ-------ის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილს თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ--–--–-----–ია 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N-------------- წერილსა და დეკლარაციას, რომელთა მიხედვით ნ--–--–-----–იას მიერ შევსებულ იქნა ელექტრონული დეკლარაცია აფხაზეთში დარჩენილი უძრავი ქონების თაობაზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N------------- საინფორმაციო ბარათს, რომლის თანახმად, ნ--–--–-----–იას მოქმედი და გაუქმებული (ვადის გასვლის გამო) პირადობის მოწმობები გაცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გულრიფშის სამსახურის მიერ; მ------------–---ა და ფ--------------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 15 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია თავის შვილებთან ერთად 1988 წლიდან 1993 წლამდე არ ცხოვრობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მ-------ში; ი-----------------------–--------------ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 30 მაისი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია მუშაობდა გულრიფშის ა-------------------------------------–----- მაღაზიაში; ნ--------------------------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 8 ნოემბერი), რომლის თანახმად, ნ--–--–-----–ია თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე: გულრიფშის რაიონი, სოფელი მ------, კ-----------–------------ი; კ-–----------–იას და ვ----–--–-----–იას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებას (2017 წლის 2 ივნისი), რომლის მიხედვით კ-–----------–ია და ვ----–--–-----–ია, როგორც თ------------იას და ს--------------იას მასწავლებლები, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნ--–--–-----–ია 1993 წლამდე ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელი მ------ში, შვილებთან - თ------------იასთან და ს--------------იასთან ერთად, რომლებიც სწავლობდნენ კ--–--------------------–--------–----- საშუალო სკოლაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N------------- გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებლებს უარი ეთქვა საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იყო სამინისტროს მიერ და უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი იმპერატიულად განმარტავს, რომ თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სამინისტროსათვის ახალ გარემოებაზე არ მიუთითებიათ, მართალია განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სამინისტროს წარუდგინეს ბოლო პერიოდში მოძიებული დოკუმენტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 აგვისტოს წერილი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მ-------ის თემის ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 30 ივლისის N-- წერილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 8 აგვისტოს N-------------- წერილი და დეკლარაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N------------- საინფორმაციო ბარათი და მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები), მაგრამ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაწილს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებებით ერთხელ უკვე მიეცა შეფასება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონების შესახებ დეკლარაციას (შევსებულია 2007 წლის 09 აგვისტოს), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 მაისის N------------- საინფორმაციო ბარათს (ადასტურებს, რომ 1998 წლიდან არის ნ--–--–-----–ია რეგისტრირებული გულრიფშში, სოფ. მ------) და ფიზიკურ პირთა განმარტებები, სასამართლოს შეფასებით ისინი ვერ მიიჩნევა ახალი ფაქტობრივი მდგომარეობის ან დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ ახალი სამართლებრივი სტატუსის დადგენის საფუძვლად, შესაბამისად წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ადგილი აქვს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადებით, ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას მიერ ახალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 თებერვლის N------------- აქტის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითაა გამოცემული, არ არსებობს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--–--–-----–იას, ე-–-----------იას, ა---------------------ის, ლ----------------ის, თ------------იას, გ-------–--იას, ნ---------იას, ვ-–---------------იას, ე-–-----------იას, ს--------------იასა და ნ-----–-----------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე