გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100210018002622722
#2/336-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23.01.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე, ვ-------- ს--------ე
წარმომადგენელი: თ------ ა-------–---–ი
მოპასუხეები: ა-–---------- ს--------ე, რ---- ჩ------ე, დ-------- ხ------–--ე, ც-–---- შ-------ე,წარმომადგენელი: მ--–----- ქ---------ე
მოპასუხეები:დ--–- ა----------ა და ც-–---- კ--------ა
წარმომადგენელი: ჯ------ ბ-----ა
დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა და მესაკუთრედ ცნობა
შეგებებული სარჩელის ავტორი: ა-–---------- ს--------ე
წარმომადგენელი: მ--–----- ქ---------ე
მოპასუხეები: ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე, ვ-------- ს--------ე, ც-–---- შ-------ე,წარმომადგენელი: თ------ ა-------–---–ი
მოპასუხეები: დ--–- ა----------ა და ც-–---- კ--------ა
წარმომადგენელი: ჯ------ ბ-----ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ბ------ ს--------ის (პ.ნ.0----------), ს-------- ს--------ის (პ.ნ.3----------) და ვ-------- ს--------ის (პ.ნ.0----------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ა-–---------- ს--------ის (პ.ნ.0----------), რ---- ჩ------ის (პ.ნ.3----------), დ-------- ხ------–--ის (პ.ნ.5----------), ც-–---- შ-------ის (პ.ნ.5----------), დ--–- ა----------ას (პ.ნ.6----------) და ც-–---- კ--------ას (პ.ნ.3----------) მიმართ, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის და აღნიშნული სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში აღრიცხვის მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები - ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე და ვ-------- ს--------ე არიან 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------) მეხუთე რიგის მემკვიდრეები კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან „მამიდაშვილები“, შესაბამისად მოსარჩელე მხარემ კანონით დადგენილი წესით მიმართა ნოტარიუსს 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით. ნოტარიუს ქ. ბ--------–---–ის სანოტარო ბიუროში შეტანილი იქნა სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება Nრ/რN171376384 25.11.20-7წ.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (გარდაცვალების თარ: 13.11.2017წ) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში ასევე წარმოდგენილი იქნა მოპასუხეების (ბიძაშვილები) - ა-–---------- ს--------ის, რ---- ჩ------ის, დ-------- ხ------–--ის და ც-–---- შ-------ის და ასევე მისი მამიდაშვილების - დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას, განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღება და არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას რომ მოსარჩელეები იმავე რიგის მემკვიდრეები არიან, როგორც მოპასუხეები.
სარჩელში მითითებულია, რომ ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის მიერ გაიცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მემკვიდრეთა შორის წარმოიშვა დავა, რის გამოც მოსარჩელე მხარემ ჩათვალა რომ მოემართა სასამართლოსთვის დავის გადაწყვეტის მიზნით.
ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის და ვ-------- ს--------ის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, 1) ბ------ ს--------ეს (დაბ.20.08.1945 წელს; პ.ნ.0----------), 2) ს-------- ს--------ეს (დაბ.04.08.1937 წელს; პ.ნ.3----------) და 3) ვ-------- ს--------ეს (დაბ.07.09.1950 წელს; პ.ნ.0----------) განესაზღვროს 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------) დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3-ედი ნაწილი - შესაბამისად ბ------ ს--------ე (პ.ნ.0----------), 2) ს-------- ს--------ე (პ.ნ.3----------) და 3) ვ-------- ს--------ე ( პ.ნ.0----------) ცნობილი იქნენ (მიეკუთვნოთ) 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------) დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3-ედი ნაწილის მესაკუთრედ, კერძოდ უძრავი ქონება 1) მდებარე: ქ. თ---–--ში: 3-მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართობი 44,51 კვ. მეტრი ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9. და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
2) ასევე: თანახმად საქართველოს ეროვნული არქივის (ქუთაისის ცენტრალური არქივი) 2018 წლის 11 მარტის NAA2018008590-04 საარქივო ცნობისა, საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში არსებული საცხოვრებელი სახლის, საერთო სასარგებლო ფართით 120 კვ.მეტრის და მიწის ნაკვეთი ფართობით 0,65 ჰა.
საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ რომელშიდაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა უძრავ ქონებაზე - საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის (საერთო ფართით 120 კვ. მეტრი და მიწის ფართობით 0,65) 1/3 წილის მესაკუთრედ ცნობას. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხეები - ც-–---- კ--------ა და დ--–- ა----------ა წარმოდგენილი შესაგებლით ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის და ვ-------- ს--------ის სარჩელს ცნობენ და მიუთითებენ, რომ ისინი არიან 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------) მეხუთე რიგის მემკვიდრეები კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან „მამიდაშვილები“, შესაბამისად მათ გამოხატეს ნება და მოითხოვეს აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მათ კუთვნილ 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაც დასტურდება, იმით რომ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართეს ნოტარიუსს ქ. ბ--------–---–ს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადებით.
2.2. მოპასუხე ა-–---------- ს--------ე, რ---- ს--------ე და ც-–---- შ-------ე სარჩელს არ ცნობენ და მიუთითებენ, რომ მხოლოდ ა-–---------- ს--------ე ზრუნავდა მამკვიდრებელზე სიცოცხლეში და მანვე უპატრონა გარდაცვალების შემდეგ. ა-–---------- ს--------ე თვლის, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება იმისა რომ წილი მოითხოვონ სამკვიდრო ქონებიდან.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
3.1. აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე - ა-–---------- ს--------ის მიერ შემოტანილი იქნა შეგებებული სარჩელი, სადაც მითითებულია რომ ა-–---------- ს--------ე და მისი დები – რ---- ჩ------ე, დ-------- ხ------–--ე და ც-–---- შ-------ე არიან 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი Lლ---–- დ--------ის მეხუთე რიგის მემკვიდრეები – “მამიდაშვილები”. ა-–---------- ს--------ემ გამოხატა რა თავისი და თავისი დების ნება, როგორც მათმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჩხერის ნოტარიუსს და მოითხოვა ლ---–- დ--------ის სრულ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ხოლო განცხადების შეტანისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე იმავე მოთხოვნით მიუმართავს ნოტარიუსისათვის – ქ------- ბ--------–---–ისათვის მოსარჩელეების მისი ბიძაშვილების - ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ეს და ვ-------- ს--------ის წარმომადგენელს.
ამავე დროს ა-–---------- ს--------ისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე მოთხოვნით მიუმართავთ ნოტარიუსისათვის ვინმე დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას.
ნოტარიუს – ქ------- ბ--------–---–ის მიერ 2018 წლის 23 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #180589478, რომლითაც ბ------ ს--------ეს ს-------- დამხარაძეს და ვ-------- ს--------ეს უარი ეთქვათ 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
შეგებებული სარჩელის ავტორი თვლის რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას და მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვათ უარი.
ა-–---------- ს--------ე მიუთითებს, რომ იგი ბავშვობის ასაკიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა აწ გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის ოჯახში, ამავე დროს მამკვიდრებლის როგორც გარდაცვალების შემდეგ, ისე მისი სიცოცხლის პერიოდში მხოლოდ ა-–---------- ს--------ე ზრუნავდა ლ---–- დ--------ეზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი ამარაგებდა მას როგორც კვების პროდუქტებით, ისე ყოველგვარი საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, იხდიდა ყოველგვარ კომუნალურ თუ სხვა გადასახადებს, ხოლო Lლ---–- დ--------ის გარდაცვალების შემდეგ მან გაწია ყოველგვარი ხარჯი, მათ შორის დაკრძალვის, ორმოცის, საფლავის მოწყობის ხარჯები და ყოველივე ეს განახორციელა ისე, რომ არ აუღია ე.წ. “შესაწევარი”.
ა-–---------- ს--------ეს შეგებებულ სარჩელში მოპასუხედ მითითებული ჰყავდა ც-–---- შ-------ე, თუმცა სასამართლოს სხდომაზე მან დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ც-–---- შ-------ე აღარ მიუთითა მოპასუხედ, შესაბამისად უარი განაცხადა მოთხოვნაზე.
შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს, მოპასუხეებს დაეკისროთ მის სასარგებლოდ 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც 1160 ლარი არის დაკრძალვის ხარჯი, 500 ლარი საფლავის მოწყობის ხარჯი, 1336 ლარი ორმოცის ხარჯი, 2100 წლისთავის ხარჯი, 500 ლარი გადახდილია მამკვიდრებლის სალომბარდე ვალდებულებისთვის, 1370 ლარი გადახდილია მამკვიდრებლის სესხის დაფარვისთვის, ხოლო დანარჩენი თანხა გაიხარჯა ლ---–- დ--------ის მოვლისათვის.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
4.1. ა-–---------- ს--------ის შეგებებულ სარჩელს, მოპასუხეები არ ცნობენ და მიუთითებენ რომ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დაკრძალვის ხარჯები ა-–---------- ს--------ის გარდა გაიღეს სხვა მემკვიდრეებმაც. მოპასუხეები ასევე არ ადასტურებენ ა-–---------- ს--------ის მხრიდან სხვა ხარჯების გაღების ფაქტსაც.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. მხარეები მოტივირებული იყვნენ მორიგებისათვის, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს მიერ გარკვეული მოქმედებების განხორციელებისა მორიგების ფარგლებში, მხარეებს შორის მორიგება ვერ შედგა.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე და ვ-------- ს--------ე წარმოადგენენ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------; დაბ. თარ: 31.05.1952 წელი, გარდაცვალების თარ: 13.11.2017 წელი) მეხუთე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, კერძოდ ისინი არიან მამკვიდრებლის ბიძაშვილები.
ასევე დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (გარდაცვალების თარ: 13.11.2017წ) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის და ვ-------- ს--------ის მიერ, სანოტარო ბიუროში შეტანილი იქნა განცხადება გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუს - ქ------- ბ--------–---–ის დადგენილებით (23.05.2018 წელი) ბ------ ს--------ეს, ს-------- ს--------ეს და ვ-------- ს--------ეს უარი ეთქვათ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თავიანთ კუთვნილ 1/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ.18-20);
- საარქივო ცნობა (ს.ფ.21-22)
- დაბადების და ქორწინების მოწმობები (ს.ფ.23-24)
- ლ---–- დ--------ის დაბადების და გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.27-28)
- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 16-17)
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.2. დადგენილია და უდავოა, რომ მოპასუხეები - ა-–---------- ს--------ე, რ---- ჩ------ე, დ-------- ხ------–--ე და ც-–---- შ-------ე წარმოადგენენ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------; დაბ. თარ: 31.05.1952 წელი, გარდაცვალების თარ: 13.11.2017 წელი) მეხუთე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს -მამიმდაშვილები.
დადგენილია რომ ა-–---------- ს--------ემ, რ---- ჩ------ემ, დ-------- ხ------–--ემ და ც-–---- შ-------ემ მიმართეს სანოტარო ბიუროს აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (გარდაცვალების თარ: 13.11.2017წ) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ.1-15);
- შესაგებელი (ს.ფ.82-90)
- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 16-17)
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.3. დადგენილია და უდავოა, რომ მოპასუხეები - დ--–- ა----------ა და ც-–---- კ--------ა წარმოადგენენ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (პ.ნ.0----------; დაბ. თარ: 31.05.1952 წელი, გარდაცვალების თარ: 13.11.2017 წელი) მეხუთე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს. კერძოდ ისინი არიან მამკვიდრებლის მამიდაშვილები.
დადგენილია რომ დ--–- ა----------ა და ც-–---- კ--------ა მიმართეს სანოტარო ბიუროს აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის (გარდაცვალების თარ: 13.11.2017წ) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი თანდართული მასალებით (ს.ფ.67-80; 157-171)
- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. (ს.ფ. 16-17)
-სასამართლოს გადაწყვეტილება(ს.ფ.170-171)
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.4. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ე (დაბ. თარ: 31.05.1952 წელი, პ.ნ.0----------; გარდაცვალების თარ: 13.11.2017 წელი) რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ასევე იგი არ ფიქსირდება სტატუსით „დედა“.
დადგენილია რომ ლ---–- დ--------ის მშობლები დედა - ნინა დ--------ე და მამა - გიორგი დ--------ე გარდაცვლილია. დადგენილია და უდავოა, რომ ლ---–- დ--------ის გარდაცვალების მომენტისათვის წინა რიგის მემკვიდრეები, რაც დასტურდება კიდეც საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუსის დადგენილებითა და შესაბამისი გარდაცვალების მოწმობებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 29);
- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.170-171)
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.265)
- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ.262-263)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.5. დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, ვარკეთილის დასახლება, 3-მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართი 44,51 კვ.მ, ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.6. დადგენილია, რომ ა-–---------- ს--------ის მიერ იქნა ორგანიზებული ლ---–- დ--------ის დაკრძალვა, ორმოცი და წლისთავი, ასევე ა-–---------- ს--------ის მიერ იქნა ორგანიზებული საფლავის კეთილმოწყობა. აღნიშნულ ფაქტს მხარეებიც არ უარყოფენ. დადგენილია, რომ ს.ს. ,,საქართველოს ბანკში“ 2017 წლის 5 დეკემბერს ა-–---------- ს--------ის მიერ იქნა დაფარული ლ---–- დ--------ის სალომბარდე ვალდებულება-489ლარი, ასევე ს.ს. ,,ლიბერთი ბანკში“ 2018 წლის 15 თებერვალს ა-–---------- ს--------ის მიერ იქნა გადახდილი ლ---–- დ--------ის სესხი 1370 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვითარი (ს.ფ. 127)
- ქვითარი (ს.ფ.129)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
5.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რომ ა-–---------- ს--------ის მიერ, ლ---–- დ--------ის გარდაცვალების შემდგომ, გაწეული იქნას შემდეგი ხარჯები, კერძოდ დაკრძალვის ხარჯი - 1160 (მოთხოვნის ფარგლები) ლარი, საფლავის მოწყობის - 500 ლარი(მოთხოვნის ფარგლები), ორმოცის ხარჯი - 1336 ლარი(მოთხოვნის ფარგლები), ლომბარდის - 489 ლარი და სესხის თანხა - 1370 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეგებებული სარჩელი თანდართული მასალებით (ს.ფ.98-134)
- ქვითრები (ს.ფ.112-124)
-სესხის დაფარვის ქვითარი(ს.ფ.12)
-ლომბარდის ხარჯი(ს.ფ.489)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, რომელიც მითითებული იქნა მოცემული საქმის განხილვისას და თვლის, რომ ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის, ვ------- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე, ვ------- ს--------ე ცნობილ იქნან მამკვიდრებლის -აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი ქონების 1/3 წილის (თითოეულს მთლიანი ქონების 1/9წილი) მესაკუთრეებად შემდეგ ქონებაზე : მდებარე ქ.თ---–--ი ვარკეთილის დასახლება მე-3 მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართობი 44,51 კვადრატული მეტრი ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9.
სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- ს--------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ბ------ ს--------ეს, ს-------- ს--------ეს ვ------- ს--------ეს სოლიდარულად მიღებული სამკვიდროს ფარგლებში დაეკისროს ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ 1618 ლარი და 33 თეთრი დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას სოლიდარულად მიღებული სამკვიდროს ფარგლებში დაეკისროს 1618 ლარი და 33 თეთრი ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ.
დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლები 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1334-ე, 1336-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. სამოქალაქო კოდექსის 1306 მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნა ლ---–- დ--------ის გარდაცვალების დღეს 2017 წლის 13 ნოემბერს.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1328-ე მუხლის სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ლ---–- დ--------ეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამკვიდრო ქონება, კერძოდ დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, ვარკეთილის დასახლება, 3-მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართი 44,51 კვ.მ, ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9.
8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად „კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის შესაბამისად „წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები და მოპასუხეები არიან აწ გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის მეხუთე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები და წინა რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ.
8.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დადგენილია, რომ ბ------ ს--------ემ, ს-------- ს--------ემ და ვ-------- ს--------ემ, მოპასუხეებმა - ა-–---------- ს--------ემ, რ---- ჩ------ემ, დ-------- ხ------–--ემ, ც-–---- შ-------ემ, დ--–-ა ა----------ამ და ც-–---- კ--------ამ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მიიღეს აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი სამკვიდრო სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით.
8.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის შესაბამისად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სასამართლო თვლის, რომ აწ გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთ ქონებაზე მეხუთე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეების სამი ჯგუფი არსებობს, მოსარჩელეები - ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე და ვ-------- ს--------ე, მოპასუხეები - ა-–---------- ს--------ე, რ---- ჩ------ე, დ-------- ხ------–--ე, ც-–---- შ-------ე და მესამე ჯგუფი - დ--–-ა ა----------ა და ც-–---- კ--------ა.
შესაბამისად დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–--ში, ვარკეთილის დასახლება, 3-მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართი 44,51 კვ.მ, ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9.) 1/3 ნაწილის მესაკუთრეები არიან - მოსარჩელეები - ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე და ვ-------- ს--------ე, ასევე ამავე ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეები არიან - ა-–---------- ს--------ე, რ---- ჩ------ე, დ-------- ხ------–--ე, ც-–---- შ-------ე, ხოლო დანარჩენი 1/3 ნაწილი ეკუთვნით - დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას.
8.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისადმემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ამ შემთხვევაში ა-–---------- ს--------ის მიერ გადახდილ თანხებზე, ლომბარდში (489 ლარი) ლ---–- დ--------ის ვალდებულების შესასრულებლად და სესხზე (1370 ლარი) , ვალდებულები არიან ყველა მემკვიდრეები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. მაშასადამე განაწილებული სამკვიდროს შესაბამისად უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხები მოპასუხეებს.
8.10.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის შესაბამისად თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნას დედის დაკრძალვის ხარჯების (დასაფლავება, ქელეხი, ორმოცი, წლისთავი, სასაფლაოს მოწყობა) ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული თანხაც უნდა გადანაწილდეს მოპასუხეთა შორის მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. სასამართლო მიუთითებს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის საკითხის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3კ/441-01), რომლითაც დადგინდა სასამართლო პრაქტიკა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დიდი პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, დაკრძალვასთან დაკავშირებული თითოეული პროცედურის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა კონკრეტული თანხით (სულ–2500 ლარი), თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დიდი პალატის მიერ დასახელებული გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 15 წელზე მეტი დრო. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის დაკრძალვისათვის აუცილებელი ხარჯის განსაზღვრა 2996 (მოთხოვნის ფარგლები) ლარის ოდენობით (500 ლარი – საფლავის მოწყობისათვის, 1160 (მოთხოვნის ფარგლები) ლარი – ქელეხისათვის, ხოლო 1336(მოთხოვნის ფარგლები) ლარი – ორმოცისათვის.
8.11. სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად
სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის შესაბამისად შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორთა რიცხვს განეკუთვნებიან პირები, რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად დავალების გარეშე, საკუთარი ხარჯებით დაკრძალეს მიცვალებული.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა-–---------- ს--------ის მიერ განხორციელდა ლ---–- დ--------ის დაკრძალვა და მის მიერ იქნა გაღებული ხარჯები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის (№3კ/441-01) განჩინებაში აღნიშნა, რომ პირს, სსკ-ის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მოითხოვოს დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და ორმოცის გადახდის ხარჯების ანაზღაურება გონივრული ოდენობის ფარგლებში. სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც, სადაც განმარტებულია, რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ # ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია რომ ა-–---------- ს--------ის მიერ, ლ---–- დ--------ის გარდაცვალების შემდგომ, გაწეული იქნა ხარჯები, კერძოდ დაკრძალვის ხარჯი - 1160 ლარი, საფლავის მოწყობის - 500 ლარი, ორმოცის ხარჯი - 1336 ლარი.
შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ხარჯების განაწილება უნდა მოხდეს მემკვიდრეთა შორის მიღებული სამკვიდრო წილის შესაბამისად სამკვიდრო ქონების ფარგლებში.
ამდენად თანხა , რომელიც ანაზღაურებული იქნას შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა მიერ არის 1160+500+1336+ 489+1370=4855:3=1618,33 ე.ი. 1618,33 ლარი უნდა დაეკისროს მემკვიდრეთა თითოეულ ჯგუფს სოლიდარულად გადასახდელად მიღებული სამკვიდროს ფარგლებში..
8.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს, ამიტომ სასამართლო თვლის , რომ ნაწილობრივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელი.
8.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე სრულად იქნა დასაბუთებული ის მიზეზი და საფუძველი, თუ რატომ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და რატომ იქნა დაკმაყოფილებული ნაწილობრივ შეგებებული სარჩელი.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებმა ც-–---- კ--------ამ და დ--–- ა----------ამ მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს სარჩელი, რის გამოც ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოპასუხეებს დაკმაყოფილებული შეგებებული სარჩელის შესაბამისად ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის, ვ-------- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბ------ ს--------ე, ს-------- ს--------ე, ვ-------- ს--------ე ცნობილ იქნან მამკვიდრებლის -აწ. გარდაცვლილი ლ---–- დ--------ის დანაშთი ქონების 1/3 წილის (თითოეულს მთლიანი ქონების 1/9წილი) მესაკუთრეებად შემდეგ ქონებაზე : მდებარე ქ.თ---–--ი ვარკეთილის დასახლება მე-3 მასივი, ზემო პლატო, კორპუსი ,,ა“ ბინა 19 ფართობი 44,51 კვადრატული მეტრი ს/კ 0-.19.20.0--.00-.0-.0-9. და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
2. ა-–---------- ს--------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ბ------ ს--------ეს, ს-------- ს--------ეს ვ-------- ს--------ეს სოლიდარულად დაეკისროს ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ 1618 (ათას ექვსასთვრამეტი) ლარი და 33 (ოცდაცამეტი) თეთრი, ასევე მიღებული სამკვიდროს ფარგლებში დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას სოლიდარულად დაეკისროს 1618 (ათას ექვსასთვრამეტი) ლარი და 33 (ოცდაცამეტი) თეთრი ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ.
დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ა-–---------- ს--------ეს, რ---- ჩ------ეს, დ-------- ხ------–--ეს, ც-–---- შ-------ეს, სოლიდარულად დაეკისროს ბ------ ს--------ის, ს-------- ს--------ის, ვ------- ს--------ის სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარის გადახდა.
4. ბ------ ს--------ეს, ს-------- ს--------ეს, ვ------- ს--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 200 (ორასი) ლარი (ც-–---- კ--------ას და დ--–- ა----------ას სარჩელის ცნობა მოსამზადებელზე) კანონით დადგენილი წესით (საგადასახადო დავალება 0; თარიღი - 07.08.2018 წელი; გადამხდელი - თ------ ა-------–---–ი, 01013011159; გადამხდელის ბანკი: სს თიბისი ბანკი; სახაზინო კოდი - 300223150; ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 600 ლარი).
5. ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ ბ------ ს--------ეს, ს-------- ს--------ეს ვ------- ს--------ეს სოლიდარულად დაეკისროს 48 ლარისა და 55 თეთრის ოდენობით.
6. ა-–---------- ს--------ის სასარგებლოდ დ--–- ა----------ას და ც-–---- კ--------ას სოლიდარულად დაეკისროს 48 ლარისა და 55 თეთრის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ნიუპორტის ქ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი