გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
110210017001880963
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210017001880-63

№ 2/236-2017წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2019 წელი ქ.ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე -ა--------------;

მოპასუხე - გ---------------;

წარმომადგენელი - ე-----------------

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

გ--------------- აეკრძალოს N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული ნაგებობებით- მათ შორის სასმელი წყლის ჭით სარგებლობა; გ--------------- დაევალოს, აიღოს და გაათავისუფლოს ა--------------- საკუთრებაში მყოფ N--.0-.4-.3-- მიწის ნაკვეთზე მის სარგებლობაში არსებული საპირფარეშო და მასზე მიერთებული მილები, წყლის ავზი და საკანალიზაციო ჭა.

 

მოსარჩელის განმარტებით: მისმა შვილმა გ------------ 2007 წელს ნასყიდობით შეიძინა N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც მოპასუხესთან ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდგომ, საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირა 2016 წელს. 2016 წლის ოქტომბრიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის თავად ა--------------. გ---------------ს მხრიდან მას ხელი ეშლება საკუთარი მიწის ნაკვეთის სარგებლობაში. კერძოდ, გ---------------- თავისი საკანალიზაციო სისტემა მიუერთა მის საკანალიზაციო ჭას. ასევე გ--------------- თვითნებურად სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული სასმელი ჭის წყლით, რომელმაც ჭასთან თვითნებურად გახსნა ღობე და ხელს უშლის მას აღნიშნული ჭით სარგებლობაში; არ აძლევს საშუალებას სრულად შემოღობის თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, გ---------------- მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად აქვს განთავსებული საპირფარეშო, მასზე მიერთებული მილებით, წყლის ავზი და საკანალიზაციო ჭა, რომლებიც უნდა აიღოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო ნაგებობები არ მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საპირფარეშო, კანალიზაციაზე მიერთებული მილები, საკანალიზაციო ჭა, სასმელი წყლის ავზი და სხვა დამხმარე ნაგებობები განთავსებულია გ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან შეიძინა 2007 წელს ნ---- ს--------–-------- და რეგისტრირებული იყო მასზე, ხოლო ამჟამად რეგისტრირებულია მისი სიდედრის- მ-----–- ო--------- სახელზე, თუმცა მიწის ნაკვეთს, მასზე მდებარე საცხოვრებელ ნაგებობას თავად ფლობს და იყენებს. მისი მხრიდან მოსარჩელისათვის არავითარი ხელშეშლა არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ------------–- მდებარე N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე 3217 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის ა--------------.

 

სასამართლო დაეყრდნო საჯარო რეესტრის ამონაწერს.

 

3.2. ა--------------- კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არის ამჟამად გ---------------ს სიდედრის - მა----------------- სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს ფაქტობრივად ფლობს და იყენებს გ---------------.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.3. ა--------------- საცხოვრებელი სახლის გვერდითი აღმოსავლეთ კედლიდან, აღმოსავლეთ მხარეს 5. 85მ-ში მდებარეობს სასმელი წყლის ჭა. სასმელი წყლის ჭაზე, სამხრეთ მხარეს მიდგმულია მხარეთა ეზოების გამყოფი მავთულბადის ღობე. ჭიდან აღმოსავლეთ მხარეს, 1.10სმ-ში მდებარეობს მიწაში ჩასობილი რკინის ბოძი, დათვალიერებისას ჭიდან ბოძამდე მანძილი იყო ღია, შეუღობავი. ბოძზე ჩრდილოეთის მიმართულებით დამაგრებულია ა---------------ა და გ---------------ს ეზოების ფაქტობრივი გამყოფი საზღვარი- ღობე, კერძოდ: აღნიშნული ბოძიდან ჩრდილოეთის მხარეს, 5.10 მ მანძილზე გავლებულია რკინის კონსტურქციაში ჩასმული მავთულბადის ღობე. 5.10 მ -ის შემდგომ, ღობე აღმოსავლეთის მიმართულებით 90 გრადუსით აკეთებს კუთხეს და კუთხიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მხარეს, 19.50 მ-ის სიგრძეზე გრძელდება იგივე კონსტუქციის ღობე. აღნიშნული ღობე ფაქტობრივად ჰყოფს ა. გ------ა და გ. ყ---------- ეზოებს. მხარეთა განმარტებით, ღობე მითითებულ ადგილზე დაყენებულია 2016 წელს ა--------------- მიერ. ღობის დასავლეთით (სასმელ ჭასთან) და ჩრდილოეთით არსებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს ა--------------, ხოლო ღობის აღმოსავლეთით (სასმელ ჭასთან) და სამხრეთის მხარეს მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობს გ---------------. ღობის ზემოთაღნიშნული 90 გრადუსიანი კუთხის ზემოთ მოთავსებულია ლითონის ბოძებზე დამაგრებული, ლითონის ფურცლებისაგან გაკეთებული წყლის ავზი. აღნიშნული ავზის სამი ბოძი მდებარეობს ა--------------- ეზოში და არის მიწაში ჩაბეტონებული, ხოლო ერთი ბოძი არის გ---------------ს მხარეს ჩაბეტონებული. ავზი არის გ---------------ს საკუთრება. ღობის კუთხიდან აღმოსავლეთ მხარეს, 5.20 მეტრში და ღობის ამ წერტილიდან სამხრეთ მხარეს 10სმ-ში გ---------------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ეზოში არის მიწაში ჩაშენებული საკანალიზაციო ჭა, რომელსაც იყენებს გ---------------. საკანალიზაციო ჭის სიგრძე-სიგანე არის 1X96სმ. ჭიდან სამხრეთით 5.10სმ-ში მდებარეობს გ---------------ს საცხოვრებელი სახლი. ღობიდან ჩრდილოეთ მხარეს 9.5 სმ-ში მდებარეობს ბეტონის შენობა-საპირფარეშო, რომელიც მდებარეობს ამჟამად ა--------------- ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საფირფარეშოს აღმოსავლეთ მხარეს, 3.80 სმ-ში მდებარეობს დიდი კაკლის ხე, ასევე საპირფარეშოს ჩრდილო -დასავლეთ მხარეს 2.90 სმ-ში მდებარეობს მეორე კაკლის ხე.

 

სასამართლო დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს.

 

3.4. სასმელი წყლის ჭა მთლიანად განთავსებულია ა--------------- კუთვნილ N--.0-.4-.3-- ს/კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე. ჭას იყენებს გ---------------, რომელმაც ჭასთან მოხსნა მხარეთა ეზოების გამყოფი ღობე და არ აძლევს ა. გ-–---- ღობის აღდგენის შესაძლებლობას.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ადგილზე დათვალიერების ოქმს, 2016 წლის 18 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნას.

 

3.5. წყლის ავზი, საპირფარეშო და მასზე მიერთებული მილები მდებარეობს ა--------------- კუთვნილ N--.0-.4-.3-- ს/კოდის მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ადგილზე დათვალიერების ოქმს, 2016 წლის 18 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნას.

 

3.6. მხარეთა ეზოების გამყოფ ღობესთან, სამხრეთ მხარეს 10 სმ-ში არსებული საკანალიზაციო ჭა არ მდებარეობს ა--------------- საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მდებარეობს გ---------------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ადგილზე დათვალიერების ოქმს, 2016 წლის 18 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნას.

 

3.7 წყლის ავზი და საპირფარეშო გაკეთებულია გ---------------ს მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.8. ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ყ---------- ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ა--------------- მიმართ, ა. გ------ საკუთრებაში არსებულ N--.0-.4-.3-- ს/კოდის მიწის ნაკვეთიდან 53 კვ.მ -ის (ფართი, სადაც მდებარეობს სადაო ნაგებობები -საპირფარეში, წყლის ავზი, სასმელი წყლის ჭა) რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელი და იგი შესულია კანონირ ძალაში.

 

სასამართლო დაეყრდნო ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება.

 

3.9. გ--------------- სარგებლობს ა--------------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასმელი წყლის ჭით, წყლის ავზით, საპირფარეშოთი და მასზე მიერთებული მილებით, რომელთა სარგებლობის უფლება მას არ აქვს.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ ა--------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

- საქარველოს სამოქალო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1.,,საქართველოს კონსტიტუციის’’ 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

დადგენილია, რომ N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ა--------------.

 

დადგენილია, რომ ა--------------- კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არის ამჟამად გ---------------ს სიდედრის მა----------------- სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს ფაქტობრივად ფლობს და იყენებს გ---------------.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

დადგენილია, რომ სასმელი წყლის ჭა მთლიანად განთავსებულია ა--------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ასევე, ა--------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული წყლის ავზი, საპირფარეშო და მასზე მიერთებული მილები.

 

დადგენილია, რომ წყლის ავზი და საპირფარეშო გაკეთებულია გ---------------ს მიერ.

 

დადგენილია, რომ გ--------------- სარგებლობს ა--------------- მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასმელი წყლის ჭით, წყლის ავზით, საპირფარეშოთი და მასზე მიერთებული მილებით. გ---------------- სასმელ ჭასთან თვითნებურად მოხსნა ღობე და არ აძლევს ა. გ-–---- მისი კუთვნილი ნაკვეთის სრულად შეღობვის საშუალებას.

 

ასევე დადგენილია, რომ საკანალიზაციო ჭა არ მდებარეობს ა--------------- სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მდებარეობს გ--------------- ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

ამდენად საქმეზე დადგენილია, რომ 1. მოსარჩელე ა-------------- არის იმ მიწის ნაკვეთის მესკუთრე, რომელზედაც განთავსებულია სადაო შენობა -ნაგებობანი- სასმელი წყლის ჭა, წყლის ავზი, საპირფარეშო და მასზე მიერთებული მილები; 2. მოპასუხე გ--------------- ფლობს და სარგებლობს ამ ნაგებობებით და 3. გ--------------- არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის, ასევე მასზე მდებარე ნაგებობებით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეშლის აღკვეთა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის მიმართ და სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრას. დასახელებული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს ნივთის მესაკუთრე, რომელსაც სხვისი უკანონო მოქმედების გამო ხელი შეეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ა--------------- საკუთრების უფლება, კერძოდ, N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ა--------------, რომელზეც არსებობს სასმელი წყლის ჭა და გ---------------ს მიერ აგებული წყლის ავზი და საპირფარეშო, მასზე მიერთებული მილებით. გ--------------- ხელს უშლის ა--------------ს ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული სასმელი წყლის ჭით, ხელს უშლის სრულად შეღობოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ასევე, ა--------------- საკუთრების უფლებას ხელყოფს გ---------------ს მიერ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული წყლის ავზი, საპირფარეშო და მასზე მიერთებული მილები, რაც უნდა აიღოს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა--------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

უნდა აღიკვეთოს მოპასუხე გ---------------ს მიერ მოსარჩელე ა---------------ათვის მის საკუთრებაში არსებული N--.0-.4-.3-- მიწის ნაკვეთის (2016 წლის 18 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის N 1-ში დანართში წითელი ფერის ხაზით შემოფარგლული N--.0-.4-,.3-- ფართი) სარგებლობის ხელშეშლა;

 

გ--------------- უნდა აეკრძალოს ა--------------- საკუთრებაში მყოფ N N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული ნაგებობებით, მათ შორის სასმელი წყლის ჭით სარგებლობა;

 

გ--------------- უნდა დაევალოს 1 თვის ვადაში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან) აიღოს და გაათავისუფლოს ა--------------- საკუთრებაში მყოფ N--.0-.4-.3-- მიწის ნაკვეთზე მის სარგებლობაში არსებული საპირფარეშოს და მასზე მიერთებული მილების და ასევე წყლის ავზის კონსტრუქციისაგან.

 

ხოლო, ვინაიდან დადგინდა, რომ საკანალიზაციო ჭა არ მდებარეობს ა--------------- რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მდებარეობს გ---------------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ა--------------ს მოთხოვნაზე -გ--------------- დაევალოს, აიღოს საკანალიზაციო ჭა, უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

,,ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე.

 

აღნიშნული კანონის თანახმად, მოსარჩელე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 60 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან და მისი სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ბაჟი 60 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა--------------- (პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. აღიკვეთოს მოპასუხე გ---------------ს (პ/ნ 1----------- მიერ მოსარჩელე ა---------------ათვის (პ/ნ 1----------) მის საკუთრებაში არსებული N--.0-.4-.3-- მიწის ნაკვეთის (2016 წლის 18 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის N 1-ში დანართში წითელი ფერის ხაზით შემოფარგლული N--.0-.4-.3-- ფართი) სარგებლობის ხელშეშლა;

 

გ--------------- (პ/ნ 1----------- აეკრძალოს ა--------------- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული N--.0-.4-.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული ნაგებობებით, მათ შორის სასმელი წყლის ჭით სარგებლობა;

 

გ--------------- (პ/ნ 1----------- დაევალოს 1 თვის ვადაში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან) აიღოს და გაათავისუფლოს ა--------------- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში მყოფ N--.0-.4-.3-- მიწის ნაკვეთზე მის სარგებლობაში არსებული საპირფარეშოს და მასზე მიერთებული მილებისა და წყლის ავზის კონსტრუქციისაგან.

 

3. ა--------------ს (პ/ნ 1----------) მოთხოვნაზე - გ--------------- (პ/ნ 1----------- დაევალოს, აიღოს საკანალიზაციო ჭა, ეთქვას უარი.

 

4. მოპასუხე გ--------------- (პ/ნ 1----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე