განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
010100119002796940
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002796940

საქმე N1-9/19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.02.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: შო-----------------–-ძე

მამის სახელი: თე---------ი

დაბადებული: 0--08.1998 წელს

პირადი ნომერი: 6---------6

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, დ. ოჩ---------------------------.

 

ადვოკატი - ნო----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ( ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171290418003

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 03:20 საათზე, ქალაქ ბათუმში, ი. ჭა--------------------ის მიმდებარედ, შო-----------------–-ძემ უკანონოდ შეაღწია შპს "ელ----------ის’’ (ს/კ 2--------) კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მასში არსებულ შპს ,,ელ----------ის’’ (ს/კ 2--------) კუთვნილ ფულად თანხას 1125, 5 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 29 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ტ---, 18.06.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სწრაფი გადახდის აპარატის მონიტორის კორპუსზე, სენსორულ მინაზე და საწვიმურ ქუდზე აღინიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვლები ნაკაწრების და ტეხვის სახით, დაზიანებები ნაკაწრების სახით წარმოქმნილია რაიმე მყარ სხეულთან კონტაქტის შედეგად, ხოლო დაზიანებები ტეხვის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, რომლებიც შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს როგორც მყარ ასევე რბილ ხსეულთან კონტაქტის შედეგად. (ს.ფ 70-74).

 

2.4. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №ტ----, 16.05.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,ელ----------ის’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 280 (ორასოთხმოც) ლარს. (ს.ფ 78-81).

 

2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( შეტყობინება დანაშაულის შესახებ, არ----------------------------–-----------ის და შო-----------------–-ძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ტანისამოსი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნები, თანდართული ფოტოცხრილი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და თანდართული ფოტოცხრილი და საქმეში არსებული სხვა მტიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო-----------------–-ძემ ჩაიდინა ქურდობა, საცავში უკანონო შეღწევით და რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო-----------------–-ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 29 აპრილს, უკანონოდ შეაღწია შპს "ელ----–------ის’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მასში არსებულ) კუთვნილ ფულად თანხას 1125, 5 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას;

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ამჟამად არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სახის სასჯელი, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხის და ამით გამოწვეული შედეგის მხედველობაში მიღებით, შო-----------------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას; აღნიშნულს კი უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდით მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება;

 

ამდენად, შო-----------------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის ვადით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და შო-----------------–-ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: 2018 წლის 29 აპრილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამორებული ფულადი თანხა 75 ლარის ოდენობით, ერთი ცალი ხუთ ლარიანი, ერთი ცალი ოც ლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა და 93 ლარის ოდენობით ხურდა ფული ორმოცდაათი თეთრიანი, ერთლარიანი და ორ ლარიანი მონეტები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნაჭრის ტომარასთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- შპს ,,ელ----------ის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- შო-----------------–-ძისგან ამოღებული ტანისამოსი - თეთრი ფერის პერანგი შავი ფერის ჟილეტი და შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- არ------------------ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული შო-----------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ შო-----------------–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს.

 

პირობითი მსჯავრდებულის შო-----------------–-ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 29 აპრილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამორებული ფულადი თანხა 75 ლარის ოდენობით, ერთი ცალი ხუთ ლარიანი, ერთი ცალი ოც ლარიანი, ერთი ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა და 93 ლარის ოდენობით ხურდა ფული ორმოცდაათი თეთრიანი, ერთლარიანი და ორ ლარიანი მონეტები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნაჭრის ტომარასთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულს, მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს. კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ელ----------ის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულს, მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შო-----------------–-ძისგან ამოღებული ტანისამოსი _ ტეთრი ფერის პერანგი შავი ფერის ჟილეტი და შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - არ------------------ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე