განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100115730830
საქმე N1-152/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ო-–-----------–---–-
ადვოკატი - პ------–-----
ბრალდებული: მ-----------–------
მამის სახელი: თ------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 1--0--1-----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–-----------–---
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრირებული მისამართი: ქ------–-----------–----–----------------–-----–------
ნასამართლობა: ნ----------–------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----------–------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, მ-----------–------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, 2015 წლის 02 თებერვალს, ქ. ბათუმში, მ-----------–------ მართავდა ავტომანქანა ,------------------- სახელმწიფო ნომრით Y-------
1.2 სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა მ-----------–------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
1.3 მ-----------–------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თანხმობის ხელწერილი და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, მ-----------–------- დაკავების ოქმი, ცნობა მ-----------–------- ნასამართლობის შესახებ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენი მ-----------–------- მიმართ, მოწმეების - გ--------------------------------–---------------–-------–---–-- ჩვენებები.
1.4 წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
1.5 სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------–------ დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასამარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
2.2 მ-----------–------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს), ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და თვლის, რომ მ-----------–------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----------–------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------–---- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ მ-----------–------ს, 2015 წლის 02 თებერვალს, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2014 წლის 02 თებერვალს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, მ-----------–------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების ,,ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას'' მოხმარებისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი.
ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას'' მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, უნდა შეწყდეს სისხლისამართლებრივი დევნა მ-----------–------- მიმართ.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ მ-----------–------- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.
2. მ-----------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მ-----------–------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ-----------–------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
6. მ-----------–------- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულ თ--------–-------------------------, ი-----–------–------------------------- და მ-----------–------- (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ------–-------------–-----–------ (----------------–-------- ს---------------–---------- კ--------–----------------------- დ-------------–-------------------0------, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: N------------- საკადასტრო კოდი - N20.39.06.0--) – 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს, - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
7. ნივთმტკიცებები - ს------------------------------------------ სახელმწიფო ნომრით Y------- დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი