განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
010100118002560845
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002560845

საქმეN1-664/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31.01. 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - კო--------------------–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: მი------------ძე

მამის სახელი: ფო-–----

დაბადებული: 0--01.1993 წელს

პირადი ნომერი: 3---------5

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქ. ბათუმი, პუ–-----------------------

 

ბრალდებულის დამცველი - ზა--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე №171220618006

 

1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მი------------ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 147 ცალ მთელ აბს, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს - განსაკუთრებით დიდი რაოდენობით 1,157 გრამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2018 წლის 22 ივნისს ამოღებული იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ის ტერიტორიაზე მი------------ძის პირადი ჩხრეკისას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა

 

2.1. 2018 წლის 22 ივნისის, უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის სუ-–-----------ის ინფორმაციული პატაკით დადგინილია, რომ მირზა ფო-–----ს ძე ყურაძე (დაბ. 0--01.1993 წელს, 3---------5 ) იმყოფება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში, ს-----ი - ბათუმის ცენტრალურ გზაზე და თან ააქვს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერებები. გარდა ამისა მი------------ძე ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინახავს თავის ნაქირავებ ბინაში მდებარე - ქ. ბათუმი, პუ–----ს ქ. N 13 ბინა 9 -ში. (ს/ფ 3);

 

2.2. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ანზ-------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რე------------ის და პა----------–--ის, ექსპერტ კრიმინალისტის რო----------ის და არ---–-----–---ის მონაწილეობით 2018 წლის 22 ივნისს, მი------------ძეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 08:15 საათიდან 08:40 საათამდე დროის შუალდეში, ხელვაჩაურის რაიონში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ. ქ. ბათუმის მიმართულებით ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, საბაჟოს შენობიდან დაახლოებით 150 მეტრში. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა დღის საათებში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

 

მი------------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნებაყოფლობით, მის ტანთცმული სპორტული მოსასხამი. მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა პოლიეთილენისფერი პარკი, რომელიც მოთავსებულია ქაღალდის კოლოფში წარწერით „ SVBOXONE“, რომელშიც მოთავსებულია რვა ცალი კონვალუტის ფირფიტა. თითო კონვალუტის ფირფიტაზე არის შვიდი აბი ქარხნული წესით შეფუთული, ასევე მი------------ძემ თავისი ტანთცმული სპორტული მოსასხამის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდის შეფუთვა, რომელსაც გარედან შემოხვეული აქვს ეგრეთწოდებული სკოჩი, რომელშიც აღმოჩნდა კონვალეტის ფირფიტის ჩამონაჭრები, სულ 91 ( ოთხმოცდათერთმეტი ) აბი ქარხნული წესით კონვალეტებზე შეფუთული. არის წარწერა „ Suboxone “ , მი------------ძის განმარტებით აღნიშნული აბები კონვალუტის ფირფიტებზე არის ნარკოტიკული საშუალება „suboxone “ - ბუასენორფინი. აღნიშნული კონვალუტის ფირფიტები და ჩამონაჭრები შენაფუთებთან ერთად და პოლიეთილენის პარკთან, ასევე მოთავსდა ნივთმტკიცებულებებისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის პაკეტში ნომრით F C 1571695 და დაილუქა. აღნიშნულის გარდა მი------------ძის სხვა კანონსაწინააღმდეგო და საეჭვო ნივთი - ნივთიერება არ აღმოჩენია. ჩხრეკის დროს ექსპერტის მიერ მოხდა ფოტოგრაფირება.

 

მი------------ძისგან სულ ამოღებული იქნა 147 (ასორმოცდაშვიდი) კონვალუტის ფიფიტაზე აბი ქარხნულად შეფუთული „suboxone “ წარწერით, შენაფუთები მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში ნომრით F C 1 571 695 და დაილუქა. ჩხრეკის დასურათდა და დასრულების შემდეგ გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები; (იხ. ს/ფ 21-34).

 

2.3 მი------------ძის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ანზ-------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რე------------ის და პა----------–--ის, მონაწილეობით 2018 წლის 22 ივლისს, 08:41 საათზე, ხელვაჩაურის რაიონი, ს-----ის საბაჟო პუნქტის მიმდებარედ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მი------------ძე ( იხ. ს/ფ 100-104).

 

2.4. რე------------ემ და პა----------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადეს, რომ შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ს-----ის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე; მანამ საინფორმაციო ბაზით გაეცვნენ პიროვნებას, მი------------ძეს, გასვლისას მალევე შენიშნეს, რომ ეს პირი ბათუმის მიმართულებით, მარცხენა მხარეს იდგა; გამომძიებელმა გააცნო მას დადგენილება ჩხრეკის ჩატარებაზე და მიაწოდა ინფორმაცია მასზე რომ დაწყებული იყო გამოძიება; ექსპერტ კრიმინალისტები ესწრებოდნენ, მან წარმოადგინა ორი შენაფუთი, სპორტული პიჯაკის ჯიბეებიდან; მისივე განმარტებით ეს იყო სუბოქსინი, შეიფუთა და დაილუქა, დააკავეს და გადმოიყვანეს ბათუმის საქალაქო სამმართველოში; შენაფუთი იყო ფერადი ცელოფნით; ცელოფანში იყო ქაღალდის პარკი, კონვალუტის ნაჭრები და კონვალუტები, ცალ ცალკე მონაჭერები იყო 91 აბი, როგორც ახსოვს; კონვალუტა - 8 თითოეული 7-7 ტაბლეტით; (იხ ოქმი 24.10.2018წ 13:46:46სთ-13:55:52სთ, ოქმი 29.10.2018წ, 12:36:10სთ-12:42:57სთ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას რო----------ემ და არ---–-----–---მა სხდომაზე განაცხადეს, რომ 2018 წლის 22 ივნისს გამოძახების საფუძველზე მიიღეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, პირად ჩხრეკაში; როცა მივიდნენ ს-----ის სგპ მიმდებარე ტერიტორიაზე პიროვნება ყავდათ შეჩერებული საავტომობილო გზის გვერდით; პიროვნებამ თავად წარმოდგინა მარჯვენა სპორტული ზედა ჯიბიდან 8 ცალი კონვალუტა 7 7 ტაბლეტით და მეორე შენაფუთი მონაჭერი - 91; ყველა მათგანი იყო ბუდედაურღვეველი, არ იყო გახსნილი; დალაგდა, დასურათდა და მისივე თანდასწრებით დაილუქა პაკეტში; ჩხრეკა ჩატარდა დილის საათებში; ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია; (იხ ოქმი 29.10.2018წ 12:15:54სთ-12:21:58სთ; 07.11.2018წ)

 

2.6. ანზ-------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 ივნისს დილის საათებში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, პიროვნება იმყოფებოდა ს-----ის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე; პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გავიდა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად; წარუდგინეს თავი მი------------ძეს; ექსპერტების მონაწილეობით, მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა; ექსპერტებმა დაასურათეს, დალუქეს; ამის შემდეგ მოახდინეს პირის ბრალდებულის სახით დაკავება, ჩხრეკისას წინააღმდეგობა მი------------ძეს არ გაუწევია, ნარკოტიკული საშუალება ნებაყოფლობით წარმოადგინა;

 

ამავე საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ავთენტურობასაც ადასტურებს; რაიმე სახის შენიშვნები მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არ შემოსულა; (იხ ოქმი 29.10.20189წ 12:23:54სთ -12:32:46სთ)

 

2.7. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ალ---------------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მა------------------ის და ჯა------–-----ის, თარჯიმნის მოწმე ბუ-------------იას, ბრალდებულ მი------------ძის მონაწილებით 2018 წლის 22 ივნისს, ქ. ბათუმში, პუ–----ს ქN13, ბინა N9, ბრალდებულ მი------------ძის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა 10:04 საათიდან 12:35 საათამდე დროის შუალედში. ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა დღისით, მზიან ამინდში. ბრალდებულ მი------------ძის განმარტებით მის ბინაში იმყოფებოდა მისი მეგობარი ბუ-------------ია, რომელიც მხოლოდ მას გაუღებდა კარს. აქედან გამომდინარე, მოწვეული იქნა ქართული და თურქული ენების თარჯიმანი .

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისთვის მივიდნენ ბრალდებულ მი------------ძის თანხლებით. ბინა დაკეტილი დაგვხვდათ, კარები შიგნიდან გააღო თურქეთის მოქალაქე ბუ-------------იამ პ/ N 6---------, რის შემდეგ შევდნენ ბინაში. ბუ-------------იამ დაადასტურა, რომ იგი მითითებულ ბინაში ცხოვრობს მი------------ძესთან ერთად. მას წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ბუ-------------იას განმარტებით იგი მითითებულ ბინაში თავის საძინებელ ოთახში, ტანსაცმელების კარადაში ჩამოკიდებული პიჯაკის შიგნით (სარჩულის მხრიდან) ქვედა მარცხენა ჯიბეში ინახავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს „ექსტაზის‘’ და „სუბოქსინის“ ტაბლეტებს, რაზეც მიუთითებს. ამის შემდეგ მისი მითითებით შევიდნენ ბინაში შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს საძინებელ ოთახში, სადაც საძინებელში შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს დგას ტანსაცმელების კარადა. ბუ-------------ია მიუთითებს კარადაში ჩამოკიდებული ყავისფერი ნაჭრის მამაკაცის პიჯაკზე და განმარტავს, რომ შიგნითა მხრიდან მარცხენა ჯიბეში ინახავს ნარკოტიკულ საშუალებებს ”ექსტაზის“ და „სუბოქსინის “ ტაბლეტებს. მითითებულ პიჯაკში შიგნითა მხრიდან ( სარჩულის მხარეს ) ქვედა მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა და ამოღებული იქნა : 1) 6 (ექვსი) ტაბლეტი კონვალუტის გადანაჭრებში 2) ყვითელი ფერის გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში თეთრი ფერის სალფეთქში გახვეული 9 (ცხრა) ცალი ნატეხი, აქედან ორი იასამნისფერი, ხოლო 7 (შვიდი) ცალი ვარდისფერი და თეთრი ფერის 3) თეთრი ფერის გამჭირვალე პოლიეთილენი პარკში გახვეული 17 (ჩვიდმეტი) ცალი მრგვალი ფორმის ტაბლეტები კონვალუტი გადანაჭრებში. ამდენად პიჯაკიდან ამოღებული იქნა ჯამში 23 (ოცდასამი) ცალი ტაბლეტი და 9 (ცხრა) ცალი ნატეხი. გარდა ამისა ამოღებული იქნა ბუ-------------იას პიჯაკი. ამის შემდეგ გაგრძელდა ჩხრეკა, რის შედეგად გარდა მითითებულისა არაფერი არ ამოღებულა.

ამოღებული ტაბლეტები და ნატეხები მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველო მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდით „ 26/ 10“ პიჯაკი მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში წარწერით „ FREESTYLE” და დაილუქა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდით. „26/10 “; ჩხრეკის მიმდინარეობა დასურათდა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები; ( იხ. ს/ფ 41-56).

 

2.8. მოწმე მა------------------ემ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებული იყო მი------------ძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე; ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა; საცხოვრებელი ბინა იყო თურქეთის მოქალაქის დროებით მფლობელობაში; თან გაიყვანეს ბრალდებული მი------------ძე, თავად მან განუმარტა, რომ თუ არ გაყვებოდა მათ ბინას არ გაუღებდა; საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები; თავად თურქეთის მოქალაქემ მიუთითა, რომ ინახავდა კარადაში პიჯაკის ჯიბეში; საგამოძიებო მოქმედება მშვიდ ვითარებაში ჩაატარეს; (იხ ოქმი 24.10.2018წ 13:57:30სთ-14:04:40სთ )

 

2.9. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N9----- დადგენილია, რომ მირზა ფო-–----ს ძე ყურაძე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე (მარიხუანა), მეტადონზე, კოკაინი, ამფეტამინზე, მეტამფეტამინზე, მდმა (ექსპტაზი), ტრამადოლი, ფსიქოტრიპულ ნივთიერებებზე, მიღებულია უარყოფით შედეგი. ( იხ. ს/ფ 68-60).

 

2. 10. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 22.06.2018 წ დადგენილია, რომ სს N171220618006 საქმეზე წარდგენილი, მი------------ძისგან ამოღებული:

_ სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’და ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’-ის მქონე 8 (რვა) ცალ კონვალუტაში და კონვალუტის 91 (ოთხმოცდათერთმეტ) ცალ მონაჭერში განთავსებული, ლოგო ,,N8’’-ის მქონე, სულ 147 (ასრმოცდაშვიდი) ტაბლეტი, მათ საერთო წონა 58,8 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 1,176 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი კონვალუტის მონაჭერი დათვალიერდა ვიზუალურად და ოპტიკური ხელსაწყოებით. დადგინდა, რომ არსებული სამარკო აღნიშვნის ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’და ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ შესაბამისად დატანილია თანაბრად, ქარხნული წესით.

 

N1,2 ობიექტი თავდაპირველად შესწავლილი იქნა მიკროსპოპის მხედველობის არეში. დადგინდა, რომ: მათ ერთგვაროვნად გააჩნიათ ექსკუთხა ფორმა, რომლის ერთ ზედაპირზე ამოტვიფრულია ლოგო ,,N8’’, ისინი თეთრი ფერისაა, ფაშარი აგებულების, მასში არ აღინიშნება განსახვავებული ფერის და მიკროსტრუქტურის მქონე ნაწილაკები. ტაბლეტის ფიზიკური პარამეტრები (სიმაღლე და დიამეტრი) ემთხვევა ერთმანეთს და გააჩნიათ ქარხნული დამზადების ნიშნები.

 

N1,2 ობიექტიდან სანაალიზოდ აღებული ს-–----–-- სინჯის წონაკის ნაწილიდან მიღებული გამონაწვილების ნაწილი, შესწავლილი იქნა თვისობრივი რეაქციებით. რის დროსაც N1,2 ობიექტის შემთხვევაში მარკის რეაქტივის მოქმედებით, დროის გარკვეულ ინტერვალში, წარმოიქმნება ბუპრენორფინისათვის დამახასიათებელი იისფერი შეფერილობა.

 

N1,2 ობიექტის ს-–----–-- სინჯის წონაკის ნაწილი გამოიწვილა ჰექსანით, 1 (ერთი) წვეთი ამიაკის თანაობისას, რომელიც იქნა აორთქლებული. აორთქლების შემდეგ მიღებული მშრალი ნაშთები გამოიწვილა ქლოროფორმით, კონცენტრირების შემდეგ საკვლევი ხსნარების ნაწილი დატანილი იქნა თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული ფირფიტების სასტარტო ხაზზე, ლაბორატორიაში ნიმუშის სახით არსებულ მორფინის, ბუპრენორფინის ექსტრაქტთან ერთად დაიტანებოდა. ქრომატოგრაფირება ტარდებოდა განხსნელთა სისტემაში: ბენზოლი-ეთალონი-ტრიეთილიმანი (9:1:1). ელუირების გზის სიგრძე 110 მმ-ია. წარმოებდა ორმაგი დაყოფა, პროცესის დასრულების შემდეგ მიღებულ ქრომატოგრაფები შრებოდა და ხდებოდა მათი დათვალიერება კვარცის ნათურის ულტრაიისფერ სხივების ქვეშ 254 ნმ ტალღის სიგრძეზე. გამჟღავნება წარმიებდა მარკის რეაქტივით. ამ დროს N1,2 ობიექტზე სტანდარტად გამოყენებული ხსნართან მიმართებაში RF-ის მნიშვნელობით, ლაქების ზომებით და ფერის ინტენსივობით მიღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება- ბუპრენორფინისათვის დამახასიათებელი ერთნაირი ქრომატოგრაფიული სურათი;

 

N1,2 ობიექტის ს-–----–-- სინჯის წონაკის ნაწილი დამუშავდა ორგანული გამხსენელებით და მომზადდა ნიმუშები ინსტრუმენტული ანალიზისთვის.

საკვლევი ნიმუშის ქრომატოგრამაზე და მასსპექტრებზე შესაბამისად მიღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინისა და არანარკოტიკულ, არაფსიქოტროპულ ნივთიერება ნალოქსონის შესაბამისი პიკები.

 

ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’. 8 (რვა) ცალ კონვალუტაში და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ -ის მქონე კონვალუტის 91 (ოთხმოცდატერთმეტ) ცალ მონაჭერში განტავსებული ლოგი ,,N8’’-ის მქონე, სულ 147 (ასორმოცდაშვიდი) ტაბლეტი (ოქბიექტი N1,2), 1 (ერთი) ტაბლეტი ს-–----–-- წონით 0,4 გრამი, მათ საერთო წონა 58,8 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 1,176 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - პუპრენორფინს.

კვლევის შედეგად დარჩა ბუპრენორფინის შემცველი 141 (ასორმოცდაერთი) ცალი მთელი ტაბლეტი და 2,324 გრამი საერთო წონის ტაბლეტის ნატეხები. ( იხ. ს/ფ 84-88);

 

2.11. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მე---- მგ--–--ემ განაცხადა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე შეასრულა ორი ექსპერტიზა 2018 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ანზ-------------ის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე; პირველ შემთხვევაში მის მიერ გაცემული არის ექსპერტის დასკვნა #ქ----; საკვლევად წარმოდგენილი იყო ერთჯერადი სპეციალური დალუქვის პაკეტი, რომლის მთლიანობა დარღვეული არ იყო, გახსნისას მასში აღმოჩნდა რვა ცალი კონვალუტა და 91 ცალი კონვალუტის მონაჭერი თითო ბუდიანი, რომლის მთლიანობა ასევე დარღვეული არ ყოფილა; როგორც კონვალუტაში ისე მონაჭერებში აღმოჩნდა ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტები, დაიწყო კვლევა ქიმიური მეთოდებით; დადგინდა, რომ ვიზუალური დაკვირვებით ყველა შემთხვევაში საქმე ჰქონდა ერთი და იგივე სახის ტაბლეტებთან; შემდეგ თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის გამოყენებით დადგინდა, რომ ყველა მათგანი ერთგვაროვნად შეიცავდა ნარკოტიკულ საშულება ბუპრენორფინს; ამის შემდეგ კიდევ უფრო ღრმა კვლევა ჩატარდა მოლეკულურ დონეზე ინსტრუმენტული ანალიზი შემდეგ პირობებში: ქრომატო-მას-სპექტომეტრი, გაზური ქრომატოგრაფია;

დადგინდა, რომ წარმოდგენილ 8 ცალ კონვალუტაში და 91 ცალ მონაჭერში განთავსებული, სულ 147 ცალი ტაბლეტი მათ საერთო წონა 58.8 გრამზე გადაანგარიშებით , შეიცავს 1.176 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს;

მეორე საკვლევი ობიექტი იყო ამოღებული საცხოვრებელი ბინიდან; აქ აღმოჩნდა 17 ცალი მონაჭერი, რომელსაც გააჩნდა ასევე სამარკო აღნიშვნები; ანალოგიური თანმიმდევრობით ჩაატარა შემოწმება და გასცა ჩატარებული ანალიზების საფუძველზე დასკვნა; ამ შემთხვევაში საკვლევად წარმოდგენილი 23 ცალი მთელი ტაბლეტი შეიცავ 0.148 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; 2 ცალი ტაბლეტი - 0.168 გრამ ნარკოტიკულ საშულება მდმა-ს, შვიდი ცალი ტაბლეტი 0.901გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს;

 

საკვლევი ობიექტი პირველ შემთხვევაში დალუქული იყო გამომძიებლის მიერ; პირველად იყო სპეციალური პაკეტი, თავისი ნომრით; მეორე შემთხვევაში იყო ქაღალდის კონვერტი სამმართველოს ბეჭდით;

 

ზოგადად კვლევის ჩატარება მსგავსების დასადგენად, მნიშვნელოვანია რადგან შინაგანი კონსისტენციით სხვადასხვა ტაბლეტები არის ძალიან განსხვავებული; მას უყურებენ გადიდებული ფორმით თუ იქ ხედავენ რომ შრეები განლაგებულია ერთი და იგივე სახით, - არის ერთგვაროვანი; კონკრეტულ შემთხვევაში 147 ცალ ტაბლეტზევე ჩაატარა ასეთი კვლევა;

 

როდესაც შემოგარსვის შესწავლას ახდენს და ის ერთი და იგივეა, მას აქვს უკვე შესაძლებლობა შემთხვევითობის გზით აირჩიოს საკვლევი მასალა; ასეთი სახის შესწავლას იმიტომ ატარებს, რომ თუ შემოგარსვა არის ერთი და იგივე, ამ დრო კვლევის მეთოდი არ აძლევს იმის უფლებას, რომ სათითაოდ შეისწავლოს თითოეული მათგანი, ეს იქნება დარღვევა; იმ დროს, როცა შეინიშნება ქარხნული დამზადების ნიშნები, ამ წესით უნდა მოხდეს; რომ ყოფილიყო ტაბლეტები ბუდე დარღვეული და მთლიანობა დარღვეული უნდა შეესწავლა აბსოლიტურად ყველა მათგანი; იმ დროს კი, როცა ერთნაირია ქაოტურად ხდება შერჩევა და შეისწავლება მხოლოდ ქაოტურად აღებული. შემოგარსვის დადგენა ნიშნავს, რომ ქარხნული წესით იყო ყველა მათგანი, შემოგარსვის მთლიანობა თუ დარღვეულია, მაშინ ყველა უნდა შემოწმდეს; ქაოტურობა კი ნიშნავს იმას, რომ მას რომელიმე მათგანის ინტერესი არ აქვს, რომელიც მოხვდება ხელში შესამოწმებლად, ამოწმებს მას; ამ შემთხვევაში მან გახსნა 6 ცალი ბუდე;

 

ადასტურებს, რომ მას კონკრეტულად 141 არ შეუსწავლია, ეს 141 ტაბლეტი მანამდე არის შემოგარსვაზე შემოწმებული, ანუ იქ დევს ის რაც დევს დანარჩენ 6 ტაბლეტში; სანამ ასეთ განზოგადებამდე მივა, მანამდე ამოწმებს შემოგარსვის მთლიანობას; მას არ დაურღვევია შესწავლის და ქიმიური კვლევის მეთოდი, რადგან ეს არის მსოფლიოში დადგენილი სტანდარტი, ის დარწმუნებულია, რომ ის, რაც არის 6 ტაბლეტში, არის დანარჩენ ტაბლეტებში; აღნიშნულს სხსნის იმით რომ შემოგარსვა ერთი და მეორე მისი სამარკო აღნიშვნა, რომელიც აბსოლიტურად იდენტურია, რაც შესწავლით 6 ტაბლეტში და დანარჩენ ტაბლეტზე; სამარკო აღნიშვნა მისთვის არის მნიშვნელოვანი; გარდა აღნიშნულისა ის ამაში დარწმუნდა შემოგარსვით, მასალით;

თხელფენოვალნო ქრომატოგრაფია არის ქიმიური კვლვის ის ნაწილი როდესაც საკვლევი ნაწილი დაიტანება სპეციალურ ფირფიტაზე და იგი იყოფა ცალკეულ კომპონენტებად, მეთოდიკა ითხოვს, რომ კვლევა ჩატარდეს სხვადასხვა ეტაპებით, ეს არის გაეროს მიერ აღიარებული საერთაშორისო მეთოდიკით და არის ამ სახით განსაზღვრული; კვლევას ჭირდება დაახლოებით 4,5 - 5 საათი; თავად არის ქიმიკოსი და ის არ ადგენს ქარხნულ ნიშნებს ქარხნულად დამზადებულია თუ არა ეს გამოძიების დასადგენია და მასში ქიმიკოსს ჩარევა არ შეუძლია, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ შეიცავს ქარხნული დამზადების ნიშნებს; (იხ ოქმი 24.10.2018წ 13:20:26სთ-13:44:45სთ);

 

2.12. მოწმის სახით დაკითხვისას ალ---------------------ემ და ბე---------------–-ძემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა; (იხ ოქმი 07.11.2018წ, 24.10.2018წ)

 

ზემოთაღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა საფუძველზე მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა მი------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

2.13. დაცვის მხარე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან სადავოდ ხდის და არ ეთანხმება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას; მიიჩნევს, რომ დასკვნა არასრულყოფილია, ექსპერტის მიერ ფაქტიურად 147 ტაბლეტიდან მოხდა უმნიშვნელო ნაწილის - 6 ტაბლეტის შემოწმება, რაც არ იძლევა ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას; ექსპერტის მიერ მხოლოდ 6 ტაბლეტი შემოწმდა და გაურკვეველია ნარკოტიკული საშუალების ზუსტი შემცველობა დანარჩენ 141 ტაბლეტში, შესაბამისად მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელია მი------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალი და ის უნდა გადაკვალიფიცირდეს 260-ე მუხლი პირველ ნაწილზე, ვინაიდან გაურკვეველია ნარკოტიკული საშუალების ბუპრენორფინის რაოდენობა, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ტაბლეტებში; ასევე გაურკვეველია მათი ქარხნული წარმომავლობა; (იხ სრულად ოქმი 31.01.2019წ)

 

2.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას საქმეში არსებული მტკიცებულების ქიმიური ექსპერტიზის ქ---- დასკვნის დაუსაბუტებლობასა და უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგან დაცვის მხარე აღნიშნავ, რომ კვლევა არასრულყოფილია, რაც ვერ იძლევა ნარკოტიკული ნივთიერების სახეობის ზუსტად დადგენისა და რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ამასთან ერთად მითითებული იქნა დასკვნის უსაფუძვლობაზე იმ მოტივითაც, რომ ექსპერტი დასკვნის გაცემისას ადგენს ტაბლეტების წარმომავლობისას ქარხნული დამზადების ნიშნებს და არა მათ ქარხნულ დამზადებას ამტკიცებს;

 

სასამართლო ექსპერტ მ. მგ--–--ის გამოკითხვით და სადავო დასკვნის გამოკვლევით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კვლევა სრულყოფილია და დასკვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს;

 

ექსპერტ მ. მგ--–--ის მიერ სრულყოფილად იქნა მითითებული დასკვნაში ამოღებული ტაბლეტების ქარხნული წარმომავლობის დადგენაზე (ქარხნული დამზადების ნიშნები) და ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრაზე; რისთვისაც მისივე აღნიშვნით გამოყენებული მეთოდები კვლევისათვის საკმარისი იყო;

 

ექსპერტ მ. მგ--–--ის გამარტებით, როგორც მან აღნიშნა, ამოღებული ტაბლეტების დათვალიერებით შეეძლო გაერკვია, რომ იყო ქარხნული დამზადების ნიშნებით; ამაზე მეტყველებდა მის სამარკო აღნიშვნა, აგებულება, ტაბლეტის ფორმა შემოგარსვა და მისი ყველანაირი გარემოცვა მიუთითებდა, რომ იყო ქარხნული დამზადების ნიშნების და არა კუსტარული წესით; დაათვალიერა შენაფუთი;

 

ასევე მისივე განმარტებით წარმოდგენილი ობიექტის ტაბლეტების კვლევისას გამოყენებული მეთოდიკა თხელფენოვანი ქრომატოგრაფია აძლევდა სრულ საფუძველს გაეკეთებინა დასკვნა ნარკოტიკული საშუალების სახეობისა და მისი ოდენობის შესახებ, ასევე დასკვნა მათი აბსოლიტური მსგავსების კუთხით; თუკი ტაბლეტები იქნებოდა სხვადასხვა, მაშინ მოახდენდა ყველა მათგანის გამოკვლევას; რადგან ისინი მსგავსი იყო, რაც შესაბამისი კვლევით დაადგინა, - საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული კვლევის მეთოდი მას საშუალებას აძლევდა ქაოტურად აერჩია რამდენიმე მათგანი და გამოეკვლია მასში არსებული შემადგენლობით; სხვაგვარად ყველა ტაბლეტის გამოკვლევა იქნებოდა დადგენილი მეთოდის უხეში დარღვევა; ამდენად ექსპერტი ამტკიცებს, რომ ერთნაირი სამარკო აღნიშვნის, შემოგარსვის და ფორმის ტაბლეტების არსებობისას მათში ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების ოდენობის გამოსარკვევად და სრულყოფილი დასკვნის გასაცემად სავსებით საკმარისი იყო იმ ოდენობით გამოკვლევა (6 ტაბლეტის), რაც მან მოახდინა;

 

2.15. ამდენად, სასამართლოს შეფასებით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, სადაც საქმეში არსებული ქიმიური დასკვნის მიხედვით დადგენილი გარემოებების უარყოფაა მოხდენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს ზ/მითითებული დასკვნის საპირისპიროს მამტკიცებლად და დასკვნით დადგენილი გარემოებების უარსაყოფად, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით და ამ მტკიცებულების შემდგენი პირის გამოკითხვით იქნა დადგენილი, - ის ემყარება მხოლოდ და მხოლოდ შეფასებებს, მას არანაირი კავშირი არ ჰქონია საკვლევ ობიექტთან, მხოლოდ მოსაზრებები კი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კვლევით დადგენილი გარემოებების გასაბათილებლად; მხოლოდ მოსაზრებებით შეუძლებელია და ბუნებრივია არ არის საკმარისი დადგინდეს მი------------ძისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებაში არსებული ბუპრენორფინის ოდენობის განსხვავებული ოდენობა, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი; გარდა იმისა, რომ მითითებული იქნა დასკვნის არასრულყოფილებაზე, არ ყოფილა განმარტებული, რომ მოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებები არ არის უტყუარი;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად სისხლისამამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე;

 

მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით წარმოადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება; პროცესის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებენ თავიანთ პოზიციებს და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურებენ მათ. მოქმედი კანონმდებლობით ბრალდების მხარის ვალდებულებაა რა ამტკიცოს პირის ბრალეულობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, როცა ის არ ეთანხმება ბრალდებას დაცვის მხარესაა, ბუნებრივია მისი საპროცესო უფლება და კომპეტენციაა რა ფორმით მოახდენს მტკიცებულებაზე შედავებას;

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შესადავებლად წარმოდგენილია მოსაზრებები, შეფასებები და ის არანაირად არ ადგენს ქიმიურ ექსპერტიზის დასკვნაში დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოს;

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

საქმის განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევისას მათი ერთობლიობით ანალიზით, სადაც თითოეული მათგანი გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, - სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ არსებობს და სახეზეა უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა მი------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).

 

2.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება; კერძოდ გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის ჩვენება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ბაზას პირის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მოწმეთა , - მათ შორის ექსპერტის , -მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა და ექსპერტთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში.

 

2.17. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდებას. სასამრთლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება;

 

2.18. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.

 

ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენას-შენახვა რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;

 

დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’, ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

ნარკოტიკული ს,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 720611…EXP 06/2020..’’ და სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ბრალდებულს არ ჰქონია.

 

2.19. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მი------------ძემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურა მი------------ძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი;

 

3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

3.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით მი------------ძის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მი------------ძის ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მი------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, მი------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - მი------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში.

 

- ქ. ბათუმში, პუ–-------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.

 

- ქ. ბათუმში, პუ–-------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული პიჯაკი, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.

 

- მი------------ძისგან და მოწმე ბუ-------------იასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები ორ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს

 

ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მი------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

მი------------ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მი------------ძის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ მი------------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ მი------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება _ მი------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქ. ბათუმში, პუ–-------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეთვისოს გამოყოფილ სისხლის სისხლის სამართლის საქმეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ქ. ბათუმში, პუ–-------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული პიჯაკი, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეთვისოს გამოყოფილ სისხლის სისხლის სამართლის საქმეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მი------------ძისგან და მოწმე ბუ-------------იასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები ორ პაკეტად, რომელიც გადაგზავნილი ექსპერტიზაზე, თან ერთვის გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეთვისოს გამოყოფილ სისხლის სისხლის სამართლის საქმეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე