გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2019
საქმის ნომერი
330210018002639134
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27313-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------------–-ა

წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ''ც-------------------ი''

წარმომადგენელი - მ-------–--–------ე

 

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----------------–-ა ცნობილი იქნეს უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0--------------- მესაკუთრედ.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2006 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გ----------------–--ს და შპს ,,ც-------------------ის'' შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება #2--------. 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულებით, როდესაც შპს „ც-------------------ი“-ს მართველობაში შევიდა კომპანია „დ--–----ი“ გ----------------–--ს ჩაენაცვლა ს----------------–-ა, ხელშეკრულების თანახმად ს----------------–-ას საცხოვრებელი ფართის საფასურის 18 642 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------. 2013 წელს მართველობაში კვლავ შემოვიდა შპს „ც-------------------ი“. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, სრულად გადაიხადა ბინის საფასური, ხოლო მოპასუხე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და საჯარო რეესტრში სადაო უძრავი ქონება არ აღურიცხავს მოსარჩელის სახელზე. მოპასუხე იმის გამო, რომ მოვალეთა რეესტრშია შეყვანილი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს და საჯარო რეესტრში მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციას ვერ ახდენს, რითაც ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ''ც-------------------იმ'' სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2006 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გ----------------–--ს და შპს ,,ც-------------------ის'' შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება #2--------. 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულებით, როდესაც შპს „ც-------------------ი“-ს მართველობაში შევიდა კომპანია „დ--–----ი“ გ----------------–--ს ჩაენაცვლა ს----------------–-ა, ხელშეკრულების თანახმად ს----------------–-ას საცხოვრებელი ფართის საფასურის 18 642 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- 2006 წლის 28 იანვრის #2-------- ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ;

- 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასი შეადგენდა - 18 642 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სრულად აუნაზღაურა მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხე მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2006 წლის 28 იანვრის #2-------- ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ;

- 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2009 წლის თებერვალში და საცხოვრებელი ფართი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2009 წლის მარტისა, რომლის შემდგომ გამყიდველი უზრუნველყოფდა მყიდველის სახელზე ბინის აღრიცხვას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემა უნდა დადასტურებულიყო მიღება - ჩაბარების აქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2006 წლის 28 იანვრის #2-------- ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ;

- 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოპასუხე მხარემ არ გადასცა მოსარჩელეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- 2006 წლის 28 იანვრის #2-------- ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ;

- 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

 

3.1.5. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონება, ქ. თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0--------------- წარმოადგენს მოპასუხე მხარის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ნ---------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 629.1-2, 361.2, 323-ე მუხლები. ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ''მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება''.

 

ამავე კოდექსის 629.1-2 მუხლებით, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

ამავე კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2006 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გ----------------–--ს და შპს ,,ც-------------------ის'' შორის გაფორმდა მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება #2--------. 2011 წლის 2 მარტის ხელშეკრულებით, როდესაც შპს „ც-------------------ი“-ს მართველობაში შევიდა კომპანია „დ--–----ი“ გ----------------–--ს ჩაენაცვლა ს----------------–-ა, ხელშეკრულების თანახმად ს----------------–-ას საცხოვრებელი ფართის საფასურის 18 642 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მოსარჩელეებმა შეასრულეს თავისი ვალდებულება და გადაიხადეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეებს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.

 

6.3. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.

 

''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო შპს ''ცენტრ პოინტი სიტის'' შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს და მეორეს მხრივ სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე აქვს უფლება მიიღოს შეძენილი უძრავი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა გადაეცეს საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

წინამდებარე შეთანხმებაში, მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 463.93 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ს----------------–-ა ცნობილ იქნას უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ხ--–-------–---------------------------------------------------------------–----------, ფართით 62.14 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0--------------- - ის მესაკუთრედ.

 

3. მოსარჩელე ს----------------–-ას დაუბრუნდეს გ----------------–--ს მიერ სარჩელზე გადახდილი სარჩელზე გადახდილი ბაჟის სახი - 1 463.93 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 0--------- წლის #0 საგადასახდო დავალებით, გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე