გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
071210018002750164
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #071210018002750164

საქმე #2/320-2018წ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

შესაგებლის წარუდგენლობის გამო

საქართველოს სახელით

12.02.2019 წელი ქ. საგარეჯო

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

მოსარჩელე: ვ--–------ დ------

მოსარჩელის წარმომადგენელი: მ------ ა----–---–-

მოპასუხე: მ------- მ------–---–-

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბერს სარჩელით მომართა ვ--–------ დ------- წარმომადგენელმა - მ------ ა----–---–--, მოპასუხე - მ------ მ------–---–-ს მიმართ იმაზე მითითებით, რომ იგი 2017 წლის 30 ივნისიდან იმყოფება მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში განქორწინებაზე.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც ჩაბარდა პირადად - მ------ მ------–---–- 2019 წლის 9 იანვარს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მ------ მ------–---–- დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, მაგრამ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის .

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც ჩაბარდა პირადად 2019 წლის 9 იანვარს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ ვ--–------ დ------ და მ------- მ------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2017 წლის 30 ივნისიდან. მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში განქორწინებაზე, მოპასუხე ეთანხმება სარჩელს. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე და 1127-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი „თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა“. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საკმარისად იქნა მიჩნეული მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად 10 (ათი) დღის განსაზღვრა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თავისი ინიციატივით მოახდინოს შესაგებლისათვის დანიშნული 10 დღიანი ვადის გაგრძელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე ვ--–------ დ------- მიერ, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ თანხის ანაზღაურება მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს მოპასუხე მ------- მ------–---–-.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვ--–------ დ------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს მ------- მ------–---–---- (პირადი ნომერი: 3----------) ვ--–------ დ------- (პირადი ნომერი: 3----------) ქორწინება, რეგისტრირებული 2017 წლის 30 ივნისს სსგს საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, აქტის ჩანაწერის N-----------.

 

3. მოპასუხე მ------- მ------–---–- დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი