გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
№2/26754-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.12.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ა------ დ-------ი
წარმომადგენლები: დ----- კ-----–---–ი, ა-- ხ------–--ი, გ------- ს-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ჰ---------"
წარმომადგენელი - გ---- ო----–--ე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; ზიანის ანაზღაურება;
პირგასამტეხლოს დაკისრება; დავალიანების გადახდა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ჰ---------ს“ და ა------ დ-------ს შორის გაფორმებული 2014 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 4.2. მუხლი და 5.1. მუხლის მე-7 ნაწილი;
1.2. მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 18888 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა;
1.3. მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზია--ს 62902 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის სახით;
1.5. მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შეთანხმებული ბინის ქირის დავალიანების გადახდა 8400 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 11 აგვისტოს ა------ დ-------მა შპს ,,ჰ---------ს“ დირექტორისგან მიიღო შეთავაზება დასაქმებაზე, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დასაქმების პირობები. შეთავაზებით განსაზღვრული იყო, თუ რა ანაზღაურება უნდა მიეღო მოსარჩელეს და რა ოდენობით უნდა ანაზღაურებულიყო ა------ დ-------ისთვის საქართველოში ცხოვრებისათვის აუცილებელი ბინის ქირა. მოსარჩელე დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას. მხარეთა შორის 2014 წლის 23 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც გა--საზღვრა მოსარჩელის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენდა ხელზე 5000 აშშ დოლარს. მოსარჩელე 2014 წლის სექტემბრიდან შეუდგა ვალდებულებების შესრულებას, თუმცა მისი განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულებები და მოსარჩელეს სრულად არ გადაუხადა 2014 წლის დეკემბრის, 2015 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების ხელფასი, ხოლო 2015 წლის მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტო 4 დღის ხელფასი საერთოდ არ გადაუხდია. საერთო ჯამში მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 18888 აშშ დოლარს. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხისგან არ მიუღია შეთანხმებული ბინის ქირა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8400 აშშ დოლარს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ შეწყვიტა შრომით ხელშეკრულება მოპასუხესთან. მოსარჩელე განმარტავს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.2. და 5.1 მუხლის მე-7 ნაწილები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან აღნიშნული უზღუდავს მოსარჩელეს ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნას, რაც ეწინააღმდეგება კანონს.
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანების მხოლოდ 4266 აშშ დოლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს 2015 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების შრომით ანაზღაურებას. სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განარტებით მხარეთა შორის არ არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმება ბინის ქირის თაობაზე, შესაბამისად აღნიშნულზე მითითება მოსარჩელის მხრიდან საფუძველს მოკლებულია. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.2. და 5.1. მუხლის მე-7 ნაწილის ბათილობას, მოპასუხე განმარტავს, რომ არ არსებობს აღნიშნული მუხლების ბათილობის საფუძვლები, ვინაიდან მხარეებმა გამოხატეს ნება ხელშეკრულებაში ჩანაწერის არსებობაზე, რომელიც გულისხმობდა ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმას და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მითითება მიუღებელი შემოსავლის გამო ზია--ს ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა ვინაიდან მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კოდექსით, რომელიც ამომწურავად არეგულირებს სამართლებრივი დაცვის მექა--ზმებს, რომელშიც არსებობს იძულებითი განაცდურის დაკისრების ცნება. შესაბამისად, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეზე დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ დაიკავა კავკასიის რეგიონალური კრეატიული დირექტორის თანამდებობა კომპა--აში. მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება გა--საზღვრა ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 23 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტში მითითებულია: ,,მენეჯერი აღიარებს, რომ ის არ წამოაყენებს სხვა პრეტენზიებს ზია--ს ანაზღაურების ან ბენეფიტის თაობაზე, გარდა იმისა, რაც ჩამოყალიბებულია მასში“. ხოლო ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში მითითებულია: ,,მენეჯერის მიერ დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მენეჯერი არ არის უფლებამოსილი რაიმე ანაზღაურებაზე, რომელიც სცილდება შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელ ხელფასს“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 23 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2015 წლის 5 აგვისტოს, მოსარჩელემ შეწყვიტა მოპასუხესთან 2014 წლის 23 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2015 წლის 5 აგვისტოს წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 18888 აშშ დოლარს
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, თუ რა ოდენობის თანხაა მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება 5000 აშშ დოლარი, რომელიც იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, წარმოადგენდა არა ხელზე ასაღებ თანხას, არამედ დარიცხულ ხელფასს, რომელსაც ექვითებოდა საშემოსავლო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპა--ა არ წარმოადგენდა გადასახადების გადამხდელ კომპა--ას, რის გამოც რეალურად მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 5000 აშშ დოლარს ხელზე ასაღები სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, დამსაქმებელმა მენეჯერს უნდა გადაუხადოს ყოველთვიური ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 3.3. მუხლის თანახმად მენეჯერი აღიარებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დამსაქმებელი გამოქვითავს ყველა შესაბამის გადასახადს მენეჯერისთვის გადასახდელი მთლია-- ანაზღაურებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგა--ზაცია ან მეწარმე ფიზიური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთ ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არარეზიდენტი არის პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი, ხოლო ამავე მუხლის მე-20 ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. შესაბამისად არარეზიდენტია საწარმო, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგა--ზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საწარმოს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება დაეკავებინა მოსარჩელის ხელფასიდან გადასახადი ვინაიდან მოპასუხე საწარმო წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს, ვინაიდან დგინდება, რომ მოპასუხე წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და შესაბამისად არის არარეზიდენტი იურიდიული პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, ხელზე ასაღები სახით.
რაც შეეხება დავალიანების ოდენობას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების გადახდის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი გააჩნია მოვალე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გააჩნია მის მიმართ დავალიანება იანვარში, დეკემბრის თვის ხელფასის სახით 1018 აშშ დოლარი, თებერვალ-მაისში მოსარჩელემ ხელფასის სახით მიიღო თითოეული თვისათვის 4000 აშშ დოლარი, რის გამოც აღნიშნული 4 თვის დავალიანებამ შეადგინა 4000 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხეს არ გადაუხდია მოსარჩელისთვის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების და აგვისტოს 4 დღის ხელფასი. მაისში და ივნისში მოსარჩელეს უნდა აეღო ჯამში 10 000 აშშ დოლარი, ივლისში 3225 აშშ დოლარი, ხოლო აგვისტოში 4 დღისთვის 645 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს 18888 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა გადახდილი აქვს დასაქმებულისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 18888 აშშ დოლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს“ მოსარჩელის ა------ დ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18888 აშშ დოლარისა და პირაგასამტეხლოს სარჩელის აღძვრამდე 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით 2547,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარში და დავალიანების 18 888 აშშ დოლარის 0.07%-ის ეკვივალენტი ლარში 2017 წლის 17 დეკემბრიდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, 32-ე, 34-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 395-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა გა--საზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 18888 აშშ დოლარს (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლია--ა და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტა--ს დღემდე, მოპასუხის სახელფასო დავალიანებაზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2547,83 აშშ დოლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი ყოველთვიური სახელფასო დავალიანების ოდენობიდან გამომდინარე, დეკემბრის თვიდან პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 241,4 აშშ დოლარს, იანვრის თვის 216,30 აშშ დოლარს, თებერვლის თვის 196,7 აშშ დოლარს, მარტის თვის 175 აშშ დოლარს, აპრილის თვის 154 აშშ დოლარს, მაისის თვის 661,5 აშშ დოლარს, ივნისის თვის 556,5 აშშ დოლარს, ივლისის თვის 289,28 აშშ დოლარს, ხოლო აგვისტოს თვის 57,15 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს 2547,83 აშშ დოლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სარჩელის შეტა--ს დღიდან 2017 წლის 17 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0.07%-ის ოდენობით გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზია--ს ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზია--ს ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების დარღვევის გამო ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტში მითითებულია: ,,მენეჯერი აღიარებს, რომ ის არ წამოაყენებს სხვა პრეტენზიებს ზია--ს ანაზღაურების ან ბენეფიტის თაობაზე, გარდა იმისა, რაც ჩამოყალიბებულია მასში“. ხოლო ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში მითითებულია: ,,მენეჯერის მიერ დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მენეჯერი არ არის უფლებამოსილი რაიმე ანაზღაურებაზე, რომელიც სცილდება შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელ ხელფასს“ (იხ. 3.1.2 უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების სადავო მუხლების ანალიზის ცალსახად არ დგინდება ის გარემოება, რომ მოპასუხე უზღუდავს მოსარჩელეს კონკრეტული ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მუხლის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მსგავსი შეზღუდვაც, ვინაიდან როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე თანხმდებიან დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის 2014 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულების 4.2. და 5.1.7. პუნქტების ბათილობად ცნობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების თანახმად, ზია-- უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მე-4 სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე 62902 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან დასაქმებულმა თავად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება მოპასუხესთან, რაც თავისთავად გამორიცხავს მის მიერ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ფაქტს. მიუღებელი შემოსავალი შრომით ურთიერთობებში გულისხმობს განაცდურ სახელფასო დავალიანებას, რომელიც მხარისთვის ანაზღაურებულ უნდა იქნას მისი შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, რაც მოცემულ საქმეში არ დგინდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მე-5 სასარჩელო მოთხოვნა ბინის ქირის დავალიანების 8400 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით არ მომხდარა შეთანხმება ბინის ქირის გადახდაზე და გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად რომ მსგავს შეთანხმებას ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის და აღნიშნულზე გაფორმდა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა--ლი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფაგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 555 ლარისა და მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 2200 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა------ დ-------ის სარჩელი შპს ,,ჰ---------ს" მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, 2014 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 4.2 მუხლისა და 5.1 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის ბათილად ცნობის, პირგასამტეხლოს დაკისრების, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზია--ს ანაზღაურებისა და ბინის ქირის დავალიანების გადახდის თაობაზე;
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს" მოსარჩელე ა------ დ-------ის სასარგებლოდ 18 888 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარში გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს" მოსარჩელე ა------ დ-------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა, სარჩელის აღძვრამდე 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით 2547,83 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარში და დავალიანების 18 888 აშშ დოლარის 0.07%-ის ეკვივალენტი ლარში 2017 წლის 17 დეკემბრიდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჰ---------ს" მოსარჩელე ა------ დ-------ის სასარგებლოდ მოსარჩელე ა------ დ-------ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 555 ლარისა იურიდიული მომსახურების ხარჯის 2200 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე
თეა ბერაია