გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
N 2/39853-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.01.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელეები: ნ---- გ--–-–---–ი, ნ---- გ--–-–---–ი
წარმომადგენლები: ა-- ხ-----–---–ი, მ------ კ----–-–---–ი
მოპასუხე - ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ი
წარმომადგენელები: მ--- ბ-–-----ე, ნ--------------ი
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა;
გა--ცდურის ა--ზღაურება
აღწერილობითი ნ-წილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა----- ქ------–---ს N--------–-------------ის დირექტორის N9---- და N9---- ბრძანებები ნ---- გ--–-–---–ისა და ნ---- გ--–-–---–ის თა--მდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.2. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი აღდგენილ იქნ-ს ა--- N7--ე საბავშვო ბაგა-ბაღის საქმის მწარმოებლის თა--მდებობაზე;
1.3. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი აღდგენილი იქნ-ს ა--- N7--ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თა--მდებობაზე;
1.4. მოპასუხე ა----- ქ------–---ს N--------–-------------ს მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება 20---–-–---------------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 414 ლარის ოდენობით;
1.5. მოპასუხე ა----- ქ------–---ს N--------–-------------ს მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება 20---–-–---------------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 528 ლარის ოდენობით;
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელეები მუშაობდნენ ა--- ქ------–---ს N--------–-------------ში, კერძოდ ნ---- გ--–-–---–ი საქმისმწარმოებლის (ბუღალტრის) თა--მდებობაზე, ხოლო ნ---- გ--–-–---–ი აღმზრდელის თა--მდებობაზე. 20---–-–------------------ს საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა თა--მშრომელთა კრება. ბაღის დირექტორმა აღმზრდელი ნ---- გ--–-–---–ი კრებაზე დაადა--შაულა, რომ მან ჯგუფში ფული შეაგროვა სათამაშოების საყიდლად, ხოლო ნ---- გ--–-–---–ს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება დასდო ბრალად. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან არა--ირი თანხის შეგროვებასა და მითუმეტეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის აღებას ადგილი არ ჰქონია, რასაც განცხადებით ადასტურებენ აღსაზრდელების მშობლები. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა დარღვევას ედავება მას დირექტორი. 20---–-–------------------ს კრების შემდეგ მოსარჩელეები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა 2----–-–---------------- სამსახურში მისულ მოსარჩელეებს გადასცეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები უკანონოა.
მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თა--მდებობიდან, კერძოდ ნ---- გ--–-–---–მა დაარღვია ბაღის შინაგა--წესის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმა, კერძოდ აღნიშნული ნორმის საფუძველზე აკრძალულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის ან საჩუქრის მიღება ან აღნიშნულზე უბრალო მითითებაც. მოპასუხე მიუთითებს, რომ ნ---- გ--–-–---–მა, ისევე როგორც ნ---- გ--–-–---–მა დაარღვია შრომის შინაგა--წესით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის ბრძანებები დასაბუთებულია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი მუშაობდა ქ------–---ს N--------–-------------ში საქმისმწარმოებლის პოზიციაზე მასსა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 3 იანვარს დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველთვიური შრომითი ა--ზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 414 ლარს ხელზე ასაღები სახით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 3 იანვრის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი მუშაობდა ქ------–---ს N--------–-------------ში აღმზრდელის პოზიციაზე მასსა და მოპასუხეს შორის 20---–-–---------------- დადებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ყოველთვიური შრომითი ა--ზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 528 ლარს ხელზე ასაღები სახით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 20---–-–---------------- შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 20---–-–------------------ს, ქ------–---ს N--------–-------------ში ჩატარდა კრება, კრების ოქმის თა--ხმად, დღის წესრიგში იყო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ნ---- გ--–-–---–ის ჯგუფში თანხის შეგროვების ფაქტის განხილვა და მშობლებთან ინციდენტი და ასევე, საქმისმწარმოებლის მიერ კანონით გათვალისწინებული სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. კრების ოქმით დგინდება, რომ მოხდა დაპირისპირება მოსარჩელეებსა და მოპასუხის დირექტორს შორის, რა დროსაც მოსარჩელეებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაღის დირექტორს. კერძოდ დირექტორმა გამოთქვა უკმაყოფილება ნ---- გ--–-–---–ის ჯგუფში სათამაშოების შესყიდვის მიზნით თანხების შეგროვების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ბაღის პრეროგატივაა და მოუწოდა აღმზრდელს, რომ შეგროვებული თანხები უკან დაებრუნებინა მშობლებისთვის. ასევე, ბაღის დირექტორმა ნ---- გ--–-–---–ს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო გამოუცხადა სიტყვიერი საყვედური, რასაც მოჰყვა მოსარჩელეების აღშფოთება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 20---–-–---------------------------ი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ა--- ქ------–---ს N--------–-------------ის დირექტორის 20---–-–---------------ს N9---- ბრძანებით, მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თა--მდებობიდან 20---–-–------------------ნ შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 20---–-–---------------ს N9---- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ა--- ქ------–---ს N--------–-------------ის დირექტორის 20---–-–---------------ს N9---- ბრძანებით, მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თა--მდებობიდან 20---–-–------------------ნ შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 20---–-–---------------ს N9---- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6 მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების 11.3 მუხლის თა--ხმად, დასაქმებული წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება შრომის შინაგა--წესს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- 20---–-–---------------- შრომითი ხელშეკრულება;
- 20---–-–-------------- შრომითი ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნ-წილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი სამსახურიდან განთავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ქ-------–---ს N7--ე საბავშვო ბაგა-ბაღის საქმისმწარმოებლის თა--მდებობაზე და მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს გა--ცდური ხელფასი 20---–-–------------------ნ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 414 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი სამსახურიდან გათავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და გა--ცდურის ა--ზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ა--ზღაურების სა--ცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოსარჩელეებთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგა--წესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელეების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ მოსარჩელეები მიუთითებს, რომ მათ მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თა--ხმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნ-წილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეებსთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მათ მიერ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათა--ბარი შესაძლებლობები გა--პირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თა--მშრომელმა დაარღვია შინაგა--წესით გათვალისწინებული ნორმები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.
უდავოდ დგინდება, რომ 20---–-–------------------ს, ქ------–---ს N--------–-------------ში ჩატარდა კრება, კრების ოქმის თა--ხმად, დღის წესრიგში იყო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ნ---- გ--–-–---–ის ჯგუფში თანხის შეგროვების ფაქტის განხილვა და მშობლებთან ინციდენტი და ასევე, საქმისმწარმოებლის მიერ კანონით გათვალისწინებული სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. კრების ოქმით დგინდება, რომ მოხდა დაპირისპირება მოსარჩელეებსა და მოპასუხის დირექტორს შორის, რა დროსაც მოსარჩელეებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაღის დირექტორს. კერძოდ დირექტორმა გამოთქვა უკმაყოფილება ნ---- გ--–-–---–ის ჯგუფში სათამაშოების შესყიდვის მიზნით თანხების შეგროვების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ბაღის პრეროგატივაა და მოუწოდა აღმზრდელს, რომ შეგროვებული თანხები უკან დაებრუნებინა მშობლებისთვის. ასევე, ბაღის დირექტორმა ნ---- გ--–-–---–ს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო გამოუცხადა სიტყვიერი საყვედური, რასაც მოჰყვა მოსარჩელეების აღშფოთება (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).
მოცემულ შემთხვევაში, თავად ის გარემოება, რომ მშობლების მიერ შეკრებილი თანხით მოხდა სათამაშოების შეძენა, არ წარმოადგენს სადავო ფაქტს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან მოუწოდა მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ს დაებრუნებინა აღნიშნული სათამაშოები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აღსაზრდელების მშობლებმა, ნ---- მ--------მ, თ---------–---მა, ე-–--------- რ------–---–მა და თ----- ქ--------ემ, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში თავადაც დაადასტურეს თანხის 30 ლარის ოდენობით შეგროვებისა და სათამაშოების ყიდვის ფაქტი, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს მოხდა მშობლების ინიციატივით. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ლ---------–---–მა და გა--ცხადა, რომ ბაღში იყო სათამაშოების პრობლემა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ა-- ვ-----მ და მ--- კ--------მ დაადასტურეს, რომ 20---–-–------------------ს თა--მშრომელთა კრებაზე, ნ---- გ--–-–---–მა შეურაცხყოფა მიაყენ- სკოლის დირექტორს და მასზე ხელითაც გაიწია, რა დროსაც მოადგილემ შეაჩერა იგი. მოწმეები არ ადასტურებენ მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მიერ მსგავსი ფაქტის ჩადენას და აცხადებენ, რომ აგრესიით გამოირჩეოდა ნ---- გ--–-–---–ი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, ასევე მხარეებმაც დაადასტურეს ის გარემოება მათ ახსნა-განმარტებებში, რომ მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ს, დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნებია სათამაშოები, რომელიც შეძენილ იქნა მშობლების მიერ შეგროვებული ფულით.
უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების 11.3 მუხლის თა--ხმად, დასაქმებული წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება შრომის შინაგა--წესს (იხ. 3.1.6 უდავო ფაქტ. გარემოება).
ქ------–---ს N--------–-------------ის შრომის შინაგა--წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, დისციპლინური სასჯელის ზომების გამოყენების უფლება აქვს ბაგა-ბაღის დირექტორს, გადაწყვეტილება ფორმდება ბრძანებით. ამავე შინაგა--წესის მე-7 მუხლის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თა--ხმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხის ან საჩუქრის მიღება (გარდა ყვავილებისა) საჩუქარზე ან თანხაზე უბრალო მინიშნებაც, ასევე, კოლეგიალური ეთიკის დარღვევა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არ დგინდება მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მიერ მისი ინიციატივით აღსაზრდელების მშობლებისგან ფულის მოთხოვნის ფაქტი და სათამაშოების შეძენა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დირექტორის კანონიერი მოთხოვნა დაებრუნებინა უკან შეძენილი სათამაშოები, აღმზრდელმა არ შეასრულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, რომ თა--მშრომელთა კრება შედგა 20---–-–------------------ს, სადაც მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ს მიეცა კონკრეტული მითითება სათამაშოების დაბრუნებაზე, თუმცა მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი სამსახურიდან გათავისუფლდა 21 დღის შემდეგ 20---–-–---------------ს ბრძანებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ს საკმარისი დრო ჰქონდა დირექტორის დავალების შესასრულებლად, რის შესრულებასაც შესაძლოა თავიდან აერიდებინა მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღი წარმოადგენს აღსაზრდელებზე ორიენტირებულ დაწესებულებას, შესაბამისად, დაუშვებელია შესაბამისი სტანდარტის დაცვის გარეშე თვითნებურად სათამაშოების შეძენა ბავშვებისათვის, ვინაიდან შესაძლოა აღნიშნულმა არასახარბიელო შედეგი გამოიწვიოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ 20---–-–------------------ს სხდომაზე, მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბაღის დირექტორის მიმართ არაეთიკურ ქმედებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის დირექტორის ბრძანება, მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დასაბუთებული და კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–საც ედავება ვალდებულების უხეშ დარღვევას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნ---- გ--–-–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა არ დაადასტურეს მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მხრიდან არაეთიკური ქმედების ჩადენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის მიერ შრომითი ვალდებულების ან შრომის შინაგა--წესის უხეში დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თა--ხმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის თა--მდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნ-წილის თა--ხმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მისი პირვანდელ თა--მდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე უკანონოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ა--- ქ------–---ს N7--ე საბავშვო ბაგა-ბაღის საქმისმწარმოებლის თა--მდებობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნ-წილის თა--ხმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ა--ზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის ნ---- გ--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გა--ცდურის ა--ზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ის შრომითი ა--ზღაურება მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში შეადგენდა ყოველთვიურად 414 ლარს ხელზე ასაღები სახით (იხ. 3.1.1 უდავო ფაქტ. გარემოება).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა უკანონოდ 20---–-–------------------ნ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი მოცდენის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხე ა--- ქ------–---ს N7--ე საბავშვო ბაგა-ბაღს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გა--ცდურის, 20---–-–------------------ნ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 414 (ხელზე მისაღები) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნ-წილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 41-ე მუხლის მე-2 ნ-წილის შესაბამისად დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის - ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ფასის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაში, შეადგენს 12 თვის იძულებითი გა--ცდურის გათვალისწინებით, ნ---- გ--–-–---–ის შემთხვევაში - 4968 ლარს, ხოლო ნ---- გ--–-–---–ის შემთხვევაში - 6336 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნ-წილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია: ნ---- გ--–-–---–ის შემთხვევაში - 149,04 ლარი, ხოლო ნ---- გ--–-–---–ის შემთხვევაში -190.08 ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების მიერ გადახდილია სახ. ბაჟი 100-100 ლარის ოდენობით, და, ამასთან დაკმაყოფილდა მხოლოდ ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეს, ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკა--სკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის და სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ 49.04 ლარის გადახდა. ხოლო, რაც შეეხება ნ---- გ--–-–---–ს, რადგან ამ უკა--სკნელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, გა--ცდურის ა--ზღაურების ნ-წილში იგი გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან, მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნ-წილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურების თაობაზე.
2. დაკმაყოფილდეს ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურების თაობაზე;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ის დირექტორის 20---–-–---------------ს N9---- ბრძანება, ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ის საქმისმწარმოებლის ნ---- გ--–-–---–ის დაკავებული თა--მდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
4. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ნ---- გ--–-–---–ი ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ის საქმისმწარმოებლის თა--მდებობაზე;
5. დაეკისროს მოპასუხე ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ს ნ---- გ--–-–---–ის სასარგებლოდ იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება ყოველთვიურად 414 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით 20---–-–------------------ნ სამსახურში აღდგენამდე და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა;
6. ა----- ქ-------–---ს N--------–-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 49 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნ-წილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნ-წილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია