განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/28-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - პა------------------------–-----ძე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–------------–ს, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრაციის მისამართი: წყ--–--------------------------–-----------ი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კლ-----ი, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ია---------------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 6 ივნისს, დილით, წყ--–-----ოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლისა და 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენებით ქურდობის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევმა პა-----------–------ემ მავთულბადის მოხსნისა და ფანჯრის მინის ამოღების გზით, ფანჯრიდან შეაღწია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კლ-----ში მდებარე ია--------------–---–ის კუთვნილ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ია--------------–---–ის კუთვნილ თოფს, დანას, ვაზნებს და მათ შესანახ ჟილეტს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1420 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განიმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ პა-----------–------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსაგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პა-----------–------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, კერძოდ: პა-----------–------ის გამოკითხვის ოქმები, სადაც იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, რომ მუშაობდა მეუღლესთან ერთად ია--------------–---–თან, ხოლო 6 ივნისს ტოვებდნენ აღნიშნულ სახლს (იქვე ცხოვრობდნენ, რადგან თავიანთი სახლში არ გააჩნიათ), რა დროსაც იცოდა რა, რომ დაზარალებულს ჰქონდა სანადირო თოფი, რომელიც მოსწონდა, გადაწყვიტა მოეპარა, რის გამოც სახლში შეაღწია ფანჯრიდან მინის ამოღების გზით, ხოლო ნივთების სიმძიმის გამო დროებით შესანახად დაუტოვა გზაზე შემხვედრ მისთვის უცნობ პირს, რომელმაც სახლში შეუშვა ტანისამოსის გამოცვლის მიზნით; ბრალდებულმა აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც დაადასტურა; ანალოგიური განმარტა მოწმე ნა----–--------–--ემ, რომელიც ბრალდებულის მეუღლეა და ისინი ერთად წამოვიდნენ დაზარალებულის სახლიდან შემთხვევის დღეს; მოწმე ბე---------------მა დაადასტურა პა-----------–------ის მასთან სტუმრობის ფაქტი, მათ შორის აღნიშნა, რომ პა----ს თან ჰქონდა სანადირო თოფი, დანა, ვაზნები და ჟილეტი, რომელთა ამოღებაც მოხდა მისგან თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გო-----–ი მდებარე მისი სახლში; დაზარალებულ ია--------------–---–ის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აპრილიდან 6 ივნისამდე პა-----------–------ე და მისი მეუღლე ნა----–--------–--ე მასთან მუშაობდნენ და უვლიდნენ პირუტყვს. 6 ივნისს ვერ მოძებნა პა----, რის გამოც თავად მივიდა სახლში და ნახა, რომ ფანჯრიდან მინა იყო ამოღებული და როდესაც სახლში შევიდა შეამჩნია, რომ აღარ იყო სანადირო თოფი იჟ-27, #47468, დანას, ვაზნებს და მათ შესანახ ჟილეტს, რომლის აღების, ასევე სახლში შესვლის ნებართვა პა-----------–------ეს არ ჰქონია, მას მიადგა 1420 ლარის ზიანი; ნივთის ამოცნობის ოქმების მიხედვით ია--------------–---–მა ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები; ფანჯრიდან მინის ამოღების ფაქტს ადასტურებს მოწმე ან---------------–---–იც, რომელიც სახლში მისვლისას იმყოფებოდა დაზარალებულთან ერთად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ დაზარალებულის სახლის შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს ფანჯრის მავთულბადე ჩამოწეულია, ხოლო მინა ამოღებული; წყ--–-----ოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის განაჩენით პა-----------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის განჩინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. წყ--–-----ოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილებით იგი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5 თვით და 12 დღით ადრე. იმავე სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან 5 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2006 წლის 10 აგვისტოდან. ქუ------ს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად პა-----------–------ეს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და გათავისუფლდა იმავე წლის 14 თებერვალს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის, 2018 წლის 6 ივნისს პა-----------–------ე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და აუცილებელია, განხორციელებულმა ქმედებამ სხვა პირს მიაყენოს მნიშვნელოვანი (150 ლარს ზევით) მატერიალური ზიანი, ხოლო პირს ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთების მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ბინაში შეღწევა უნდა ხდებოდეს აღნიშნული საკუთრების მფლობელ პირთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო დაუფლებული მოძრავი ნივთ(ებ)ი არ უნდა ეკუთვნოდეს დამნაშავეს. გარდა ამისა, პირი ორჯერ უნდა იყოს ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, როგორსაც წარმოადგენს მაგალითად იგივე ქურდობა, და არცერთ შემთხვევაში გაქარწყლებული ან მოხსნილი არ უნდა იყოს ნასამართლობა. აღნიშნული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პა-----------–------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და ბინაში უკანონო შეღწევით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პა-----------–------ის მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის განსაზღვრის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). სასამართლო აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც პა-----------–------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. პა-----------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ორგანოებს დეტალურად აღუწერა განხორციელებული ქმედების დეტალები. ასევე ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
9. პა-----------–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელია ის გარემოება, რომ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც დანაშაულის რეციდივზე მიუთითებს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
12. სასამართლო საჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე. ერთი მხრივ, სასამართლო პა-----------–------ის სასარგებლოდ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ იგი თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მოპარული ნივთები ამოღებულია სწორედ მისი აქტიური მოქმედების შედეგად, მან მიუთითა მათი ადგილსამყოფელი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები, გარდა ნასამართლობისა (თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით პა-----------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით), რომელიც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეციდივის წესით სასჯელის დანიშვნის წინაპირობა და სასჯელის დამძიმების კანონისმიერი საფუძველია, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. როგორც აღინიშნა, პა-----------–------ე გასამართლებულია თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ვინაიდან პა-----------–------ემ ახალი განზრახი დანაშაული სწორედ ზემოაღნიშნულ გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო წინამდებარე საქმეზე განსაზღვრული სასჯელის ზომის გათვალისწინებით, წინამდებარე განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და პა-----------–------ეს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არსებული კანონით გათვალისწინებული სანქციის გათვალისწინებით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პა-----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გაუქმდეს თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით პა-----------–------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად წინამდებარე განაჩენით პა-----------–------ის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბ--–---ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და პა-----------–------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. პა-----------–------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 16 ივნისიდან.
4. პა-----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთმტკიცებები:
§ დანა, ქარქაში, თოფი, ვაზნები, ვაზნების ჩასადები ჟილეტი, ზურგჩანთა, 2 საწვიმარი ლაბადა და დაზარალებულის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ია--------------–---–ს;
§ 4 ცალი დაქტილოფირი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი