განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/4----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ნ----- ქ-----–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ზ------- ქ-----ე
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 1----------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროისათვის)
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ----------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (02 ეპიზოდი), საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (03 ეპიზოდი)
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ფაქტობრივი დაკავების დრო: 2018 წლის 15 აგვისტო 2337 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ზ------- ქ-----ის მიმართ, საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ზ------- ქ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზ------- ქ-----ე და ს------- ო--------–-–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 27 ივლისს დაახლოებით 1500 საათზე ს------- ო--------–-–---–ი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ა----------------------–-----------------------ში, რა დროსაც გაიგონა კარებზე ბრახუნის ხმა. კარების გაღებისთანავე ზ------- ქ-----ემ ხელი ძლიერად დაარტყა ცხვირის არეში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ქმედების შედეგად ს------- ო--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 28 ივლისს დილის საათებში ზ------- ქ-----ე თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ს------- ო--------–-–---–ს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მან განუცხადა, რომ ყოველთვის უნდა ეშინოდეს მისი, ვინაიდან აუცილებლად მოკლავდა და არ აცოცხლებდა არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით ს------- ო--------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 13 აგვისტოს საღამოს საათებში სახლში დაბრუნებულმა ზ------- ქ-----ემ ს------- ო--------–-–---–ს დაუწყო ლანძღვა-გინება, რა დროსაც ხელში აიღო ჩანგალი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედეგად ს------- ო--------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 15 აგვისტოს დილით, დაახლოებით 1100 საათზე ს------- ო--------–-–---–ი იმყოფებოდა თ-----–-------------- ფეხსაცმელების შემკეთებელთან. დაახლოებით 15-20 წუთში სახელოსნოში ასევე მივიდა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი ზ------- ქ-----ე და ს------- ო--------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ფეხი დაარტყა მარჯვენა სახის არეში, რის შედეგადაც ს------- ო--------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 1930 საათზე სახლში ყოფნის დროს, ზ------- ქ-----ემ დაურეკა ს------- ო--------–-–---–ს მობილურ ტელეფონზე და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ განუცხადა, რომ არ აცოცხლებდა არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით ს------- ო--------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------- ო--------–-–---–მა განმარტა, რომ ზ------- ქ-----ე იყო მისი მეუღლე, თუმცა როგორც თანაცხოვრების, ისე მიმდინარე პერიოდში ეშინოდა მისი, რადგან ის არაადეკვატურად იქცეოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მუცელშიც კი დაურტყამს დანა. 2018 წლის 27 ივლისს ზ------- ქ-----ე გამოვიდა პ-------–------ დაწესებულებიდან და საღამოს მივიდა მასთან სახლში და კარზე აბრახუნებდა, კარის გაღებისთანავე კი ცხვირის არეში დაარტყა მუშტი. ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. გარდა ამისა, 28 ივლისს ზ------- ქ-----ე ტელეფონზე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა და მოკლავდა, აღნიშნული იწვევდა შიშს, რადგან იცოდა ზ------- ქ-----ე ამის გამკეთებელი იყო. ბრალდებული ეჭვიანობით იყო შეპყრობილი, მას შეეძლო საკუთარ ძმაზე და დის ქმარზეც ეჭვიანობა. 2018 წლის 13 აგვისტოს ზ------- ქ-----ე ჩანგლით დაემუქრა, იფიცებდა შვილებს და შვილიშვილს, რომ მოკლავდა. მის კითხვაზე, რატომ უნდა მოეკლა, ზ------- ქ-----ე პასუხს არ სცემდა. ამასთან ეპატიჟებოდა ა-------------ს დასახლებასთან ახლოს მდებარე ტ--–-, თუმცა მოწმემ მეზობელთან შეაფარა თავი 2 ღამით. 2018 წლის 15 აგვისტოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, გზად - თ-----–--------------, ფეხსაცმლის შემკეთებლ სახელოსნოში მიიტანა ფეხსაცმელი, სწორედ ამ დროს დაურეკა ზ------- ქ-----ემ და კითხა, როდის მივიდოდა, რადგან სადღაც გაყოლა უნდოდა. ზ------- ქ-----ე მოულოდნელად შევიდა სახელოსნოში, წიხლი ამოარტყა სახის არეში, წაართვა ტელეფონი, აგინებდა და წავიდა, თუმცა დაიბარა, რომ დაბრუნებისას მის კითხვაზე ს------- ო--------–-–---–ს უნდა გაეცა პასუხი. მას დარტყმული ძალიან ეტკინა, ერთი კვირა საფენებს იდებდა და ვერ ლაპარაკობდა. სახლში დაბრუნებულს ქ-----ემ ტელეფონით დაურეკა და კვლავ შეაგინა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის ბევრჯერ გადაურჩა მეუღლეს, 2018 წლის 27 ივლისს და 15 აგვისტოს ქ-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვა შემთხვევებში კი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, მისთვის მუქარა იყო რეალური. მოწმემ კატეგორიულად უარყო 2018 წლის 15 აგვისტოს სამსახურში კაფელზე თავის დარტყმის ფაქტი, როგორც ეს ბრალდებულმა განმარტა, რადგან სწორედ ზ------- ქ-----ემ დარტყა ფეხი სახის არეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------- ე-----მა განმარტა, რომ თ-----–-------------- მდებარე სახელოსნოში არის მეწაღე, საღამოობით კი ტაქსაობს. ზ------- ქ-----ეს იცნობს. ს------- ო--------–-–---–ს იცნობს ზ------- ქ-----ისაგან, რადგან ისინი ერთად მივიდნენ მის სახელოსნოში. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 15 აგვისტოს მასთან მივიდა ს------- ო--------–-–---–ი ფეხსაცმლის გასაკეთებლად, რამდენიმე წუთში მივიდა ზ------- ქ-----ეც და მეუღლეს დაუწყო ჩხუბი და გინება. ა-------- ე-----მა უთხრა ოჯახური პრობლემები სახლში გაერჩიათ. მას უშუალოდ არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ვინაიდან ზურგით იჯდა, თუმცა ყვირილის და გინების ფაქტს ადასტურებს, ბრალდებული და დაზარალებული დაახლოებით 1 წუთი იყვნენ მისი თვალთახედვის არეალში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ბ------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ა-------------------------ში, სახლის გვერდით მდებარე ბინა მიქირავებული აქვს ს------- ო--------–-–---–ზე. ზ------- ქ-----ე და ს------- ო--------–-–---–ი ხშირად ჩხუბობდნენ, რის გამოც მეზობლები წუხდებოდნენ. ღამის პერიოდში მას თავადაც ესმოდა ჩხუბის ხმა, თუმცა არ გადიოდა სანახავად. ძირითადად ჩხუბობდნენ იმის გამო, რომ ს-------ს არ სურდა მასთან მისულიყო ზ------- ქ-----ე, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც აკითხავდა ბინაში. ს------- ო--------–-–---–ი მეუღლეს ეუბნებოდა, რომ დაიღალა და ნუ აწიოკებდა. მოწმემ განმარტა, რომ 11 ან 12 ივნისს ან ივლისს ზ------- ქ-----ესა და ს------- ო--------–-–---–ს შორის მოხდა ჩხუბი, აღნიშნულის გამო დედამისი გახდა ცუდად და წაიყვანა საავადმყოფოში. უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ უნახავს, თუმცა ს-------მ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ეშინოდა ზ------- ქ-----ის და მის სახლში იმალებოდა. დაზარალებულს სახეზე ჰქონდა დალურჯება და იყო შეშინებული. ჩხუბისას, როგორც წესი მეზობლები აშველებდნენ. 2018 წლის 15 აგვისტოს, ს------- ო--------–-–---–ი ამბობდა, რომ ზ------- ქ-----ე ემუქრებოდა, მეწაღესთან ყოფნისას ზ------- ქ-----ემ წიხლი ჩაარტყა სახის არეში. მისივე განმარტებით, მეუღლე ჩანგლითაც გაკიდებია. ს------- ო--------–-–---–ს მუცელზე ჰქონდა შრამი და ამბობდა, რომ ზ------- ქ-----ემ დაარტყა დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------- ჟ------ განმარტა, რომ ქ-------–----------------------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება, ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, 2018 წლის 15 აგვისტოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ------- ქ-----ე იმყოფებოდა ა-------------------------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ბ-----–---–-მა განმარტა, რომ გამომძიებელ დ-------- ჟ-----ს პატაკის შესაბამისად, თანამშრომელ - ვ----– ჭ----------ესთან ერთად დაადგინა მოცემულ ს/ს საქმეზე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მივიდა მითითებულ მისამართზე. ზ------- ქ-----ეს განუმარტეს უფლებები და დააკავეს ბრალდებულის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- ზ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს გამოძიება დაიწყო ს------- ო--------–-–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტზე. მან მოწმის სახით გამოკითხა ს------- ო--------–-–---–ი, ასევე მოწმეები - ა-------- ე-----ი, ა---- ღ-----–--–ი და ლ---- ბ------–---–ი, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ს------- ო--------–-–---–ს გამოკითხვისას სახის მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება, რის გამოც სურათი გადაუღეს და შეადგინეს შესაბამისი ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ მ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ს------- ო--------–-–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტზე. ს------- ო--------–-–---–მა გამოკითხვის შემდეგ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თ-----–-------------- მდებარე მეწაღის ჯიხურში მიუთითა ადგილი, სადაც დაზარალებულის განმარტებით ზ------- ქ-----ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, 2018 წლის 15 აგვისტოს, ღამის საათებში. ს------- ო--------–-–---–ს სახის არეში, ყბის მიდამოში ჰქონდა დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით ზ------- ქ-----ემ მიაყენა მეწაღის ჯიხურში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 3 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: 2018 წლის 16 აგვისტოს, ს------- ო--------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება, არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მოწმემ განმარტა, რომ ს------- ო--------–-–---–ის განმარტებით 2018 წლის 15 აგვისტოს, დილის საათებში, მეუღლემ ფეხის ჩარტყმით მიაყენა დაზიანება. მკვრივ და ბლაგვ საგანში კი მოიაზრება ხელიც და ფეხიც.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ------- ქ-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივლისს გათავისუფლდა პ-------–------ დაწესებულებიდან, ამასთან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჩაებარებინა სასამართლოსთვის, რომელიც მისმა მეგობარმა პირად ნივთებთან ერთად გადასცა ს------- ო--------–-–---–ს. შესაბამისად, გათავისუფლების დღესვე დაურეკა ს-------ს, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ სოფლიდან თბილისში ბრუნდებოდა, თან ქონდა და მიუტანდა. ვინაიდან ზ------- ქ-----ეს არ ქონდა საკუთარი მობილური ტელეფონი, შეუთანხმდა, რომ დახვდებოდა ი---–-, დაახლოებით 3 საათი ელოდებოდა, შემდეგ დაურეკა ს-------ს, რომელმაც უთხრა, რომ ს----------–-----, ვ-–----–----–-ს გამზირზე იყო. აღნიშნულ ადგილას მისვლისას კვლავ დაურეკა, თუმცა ამჯერად ს-------მ უთხრა, რომ ს------–---------–- იყო. ს------–---------–- მისვლისას კი ს-------მ უთხრა, რომ ს----------–----- იყო და პირადობის მოწმობა დაუტოვა ვიღაცა ბიჭს და მისცა ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის ნომერი. 2018 წლის 27 ივლისს 1300 საათზე გავიდა ს----------–----- და დარეკა ს-------ს მიერ მიცემულ მობილური ტელეფონის ნომერზე, უცნობმა უთხრა, რომ ს-------მ მეგობრებთან ერთად პირადობის მოწმობა დაუტოვა და უთხრა, რომ დაურეკავდნენ. ს----------–------, წავიდა თ---–----------–----------------–--–- და ჩააბარა პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც მთელი დღე პ-–---------- იყო. 27, 28, 29 და 30 ივლისს საერთოდ არ უნახავს ს------- ო--------–-–---–ი და არც საკუთარი ტელეფონი ჰქონია, რომ დაერეკა მისთვის. მოწმეები განმარტავენ, რომ 12 ივნისს ეჩხუბა, რაც ტყუილია, რადგან ამ დროისათვის ციხეში იმყოფებოდა. რაც შეეხება ა---- ღ-----–---–ს, ის მხოლოდ ერთხელ ყავს ნანახი 14 აგვისტოს, რა დროსაც ს------- ო--------–-–---–ს სახე ქონდა დარტყმული და ა---- ღ-----–---–ს უთხრა, რომ სამსახურში მეტლახზე წაიქცა და ჩამოარტყა ლოყა. ბრალდებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს ს-------მ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ იყო მეწაღესთან და მალე მივიდოდა. ბრალდებული თავად მივიდა მეწაღის ჯიხურში, რა დროსაც ს-------მ უთხრა, რომ საავადმყოფოში აღარ მიყვებოდა. შესაბამისად იგი გაბრაზდა და შეაგინა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მართალია შეაგინა, მაგრამ ფეხი არ დაურტყამს და არც ხელით შეხებია. ამასთან, არასდროს დამუქრებია ჩანგლით. გარდა ამისა ბრალდებულმა განმარტა, რომ მობილური ტელეფონი შეიძინა მხოლოდ 9 სექტემბერს, ამიტომ მანამდე პირადი მობილური ტელეფონის ნომრით ვერ დაურეკავდა. არც 12 ივნისს, არც 27 ივლისს არ უნახავს ს------- ო--------–-–---–ი და მოწმეები იტყუებიან. მხოლოდ ფეხსაცმლის ხელოსანი ამბობს სიმართლეს. ს------- ო--------–-–---–ს არ თვლის მეუღლედ. ხანდახან, როდესაც ს------- დაურეკავდა მიდიოდა მასთან, როგორც ქალთან.
მოწმე ა---- ღ-----–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად: ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს თბილისში, ა----------------------–---–---------------- მდებარე N-- სახლში, სადაც მეზობლად ცხოვრობს ს------- ო--------–-–---–ი და მისი მეუღლე ზ------- ქ-----ე. 2018 წლის ივლისის ბოლოს ზ------- ქ-----ე გამოვიდა ციხიდან და მეორე დღეს მივიდა ს------- ო--------–-–---–ის სახლში, იმავე დღეს მათ შორის მოხდა კონფლიქტი, რომელსაც უშუალოდ არ შესწრებია, მაგრამ მასთან მისულმა ს------- ო--------–-–---–მა უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ზ------- ქ-----ემ სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, ს------- ო--------–-–---–ს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. მათი სახლიდან პერიოდულად ისმოდა ხმამაღალი საუბარი და ზ------- ქ-----ის მხრიდან ლანძღვა გინების ხმა მისი მეუღლის ს------- ო--------–-–---–ის მისამართით. 2018 წლის 13 აგვისტოს საღამოს საათებში ა---- ღ-----–---–თან კვლავ მივიდა ს------- ო--------–-–---–ი და უთხრა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ზ------- ქ-----ე ჩანგლის დემონსტრირებით ემუქრებოდა მოკვლით, თუმცა მან შეძლო გაქცევა და თავის შველა. როგორც შემდგომ გაიგო ს------- ო--------–-–---–მა ის ღამე ეზოში გაატარა და მხოლოდ დილით მივიდა სახლში. 2018 წლის 15 აგვისტოს ლ---- ბ------–---–ისგან გაიგო, რომ 15 აგვისტოს საღამოს საათებში ზ------- ქ-----ემ დაურეკა ს------- ო--------–-–---–ს და დაემუქრა მოკვლით. იმავე დღეს კი დილის საათებში თბილისში, თ-----–-------------- მდებარე ფეხსაცმლის სახელოსნოში ზ------- ქ-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------- ო--------–-–---–ს.
სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:
2018 წლის 15 აგვისტოს შეტყობინების თანახმად: ინციდენტის ტიპი - ოჯახური ძალადობა, ინციდენტის თარიღი - 2018 წლის 15 აგვისტოს 1957 საათი, ინიციატორი - ს------- ო--------–-–---–ი, რომელიც მეუღლის მხრიდან განიცდის - ფიზიკურ ძალადობას.
2018 წლის 15 აგვისტოს ფოტოსურათის გადაღების შესახებ ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გ---- ზ----–---–მა ს------- ო--------–-–---–ს ამ უკანასკნელის თანხმობით, სახეზე გადაუღო ფოტოსურათები, სახეზე არსებული დაზიანების დაფიქსირების მიზნით.
2018 წლის 15 აგვისტოს ინსპექტორ-გამომძიებელ დ-------- ჟ-----ს პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, ზ------- ქ-----ე იმყოფება თბილისში, ა------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ს------- ო--------–-–---–მა თ-----–-------------- მდებარე ფეხსაცმლის სახელოსნოში მიუთითა ადგილზე, სადაც ზ------- ქ-----ემ 2018 წლის 15 აგვისტოს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 16 აგვისტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი ს------- ო--------–-–---–ი, რომელსაც მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
2018 წლის 3 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 2018 წლის 16 აგვისტოს, ს------- ო--------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება, არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ს------- ო--------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მისი მობილური ტელეფონის ნომრის ამონაწერი, 2018 წლის 26 ივლისიდან 2018 წლის 16 აგვისტოს 17:11:39 საათამდე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- ქ-----ე საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს, ხოლო საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ზ------- ქ-----ის მიერ მითითებულ ეპიზოდებში საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს: ოჯახში ძალადობას, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (02 ეპიზოდი).
სასამართლო განმარტავს, რომ იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისათვის, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ზ------- ქ-----ემ ს------- ო--------–-–---–ის მიმართ ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა (იგულისხმება 2018 წლის 27 ივლისის, 2018 წლის 28 ივლისის და 2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდები), არასაკმარისი და არადამაჯერებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელებას, გარდა თავად დაზარალებულ ს------- ო--------–-–---–ის ჩვენებისა. კერძოდ ჩვენების თანახმად:
2018 წლის 27 ივლისს საღამოს ზ------- ქ-----ე მივიდა მასთან სახლში, კარის გაღებისთანავე ცხვირის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. 28 ივლისის ზ------- ქ-----ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა და მოკლავდა, აღნიშნული კი მასში იწვევდა შიშს, რადგან იცოდა ზ------- ქ-----ე ამის გამკეთებელი იყო.
2018 წლის 13 აგვისტოს ზ------- ქ-----ე ჩანგლით დაემუქრა, იფიცებდა შვილებს და შვილიშვილს, რომ მოკლავდა. მის კითხვაზე, რატომ უნდა მოეკლა ზ------- ქ-----ე პასუხს არ სცემდა. ამასთან ეპატიჟებოდა ა-------------ს დასახლებასთან ახლოს მდებარე ტ--–-, თუმცა ს------- ო--------–-–---–მა მეზობელთან შეეფარა თავი 2 ღამით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ჩვენება მოცემულ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებაში წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას ზ------- ქ-----ის მიერ შესაძლო ძალადობისა თუ მუქარის ჩადენის ფაქტზე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მოცემულ პერიოდთან მიმართებაში ვერ მოახდინეს დამაჯერებელი კონკრეტიზაცია და მიუთითეს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ს------- ო--------–-–---–ის სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა თუ მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტა მხოლოდ დაზარალებულმა, გარდა ამისა 2018 წლის ივლისის ეპიზოდებზე განმარტა, დაზარალებულის მეზობელმა ა---- ღ-----–---–მა, თუმცა გამოძიების ეტაპზე და არა სასამრთლო სხდომაზე. ამასთან, დადგენილია, რომ უშუალოდ 2018 წლის ივლისის ბოლოს ზ------- ქ-----ის ციხიდან გათავისუფლების დღეებში მომხდარი კონფლიქტის შესახებ იცოდა სწორედ დაზარალებულისაგან და თავად ფაქტს - ს------- ო--------–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას ან ძალადობას, არ შესწრებია. მოცემულ მოწმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მისი დაკითხვა უშუალოდ სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა და ბრალდებულმა ვერ დაუსვა მისთვის საინტერესო კითხვები, რაც მეტ სიცხადეს შეიტანდა მოწმისათვის ცნობილ ფაქტებთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც, ა---- ღ-----–---–ი ცხოვრობდა ს------- ო--------–-–---–თან ახლოს - იმავე ეზოში.
ცხადია, ა---- ღ-----–---–ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).
სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა მოწმე ა---- ღ-----–---–ი და ბრალდებულს არ ქონდა შესაძლებლობა დაესვა მისთვის კითხვები. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოწმემ დაადასტურა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, ამ უკანასკნელის ჩვენება კი როგორც აღინიშნა წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას განსახილველ ეპიზოდებთან მიმართებაში. ამ პირობებში კი სასამართლო გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ გაიზიარებს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების შინაარსს.
გარდა ამისა, ინფორმაცია ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნის შესახებ დადასტურებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით. ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნის ფაქტს, რასაც თავის მხრივ უარყოფს თავად ბრალდებული ზ------- ქ-----ე.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის ერთი წევრის - ზ------- ქ-----ის მიერ, ოჯახის სხვა წევრის - ს------- ო--------–-–---–ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 27 ივლისს ეპიზოდი), ისევე როგორც ოჯახის წევრის - მეუღლის ს------- ო--------–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტები, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 28 ივლისის და 2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდები) და შესაბამისად, ზ------- ქ-----ე საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება 2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდებს - სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------- ქ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ეპიზოდებთან მიმართებაში აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა - ს------- ო--------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, გზად - თ-----–--------------, ფეხსაცმლის შემკეთებლ სახელოსნოში მიიტანა ფეხსაცმელი, სწორედ ამ დროს დაურეკა ზ------- ქ-----ემ და კითხა როდის მივიდოდა, რადგან სადღაც გაყოლა უნდოდა. მალევე ზ------- ქ-----ე მოულოდნელად შევიდა სახელოსნოში, წიხლი ამოარტყა სახის არეში, წაართვა ტელეფონი, აგინებდა და წავიდა, თუმცა დაიბარა, რომ დაბრუნებისას მის კითხვაზე ს------- ო--------–-–---–ს უნდა გაეცა პასუხი. დარტყმული ძალიან ეტკინა, ერთი კვირა საფენებს იდებდა და ვერ ლაპარაკობდა. სახლში დაბრუნებულს ბრალდებულმა ტელეფონზე კვლავ შეაგინა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის ბევრჯერ გადაურჩა მეუღლეს. მანვე, უარყო 2018 წლის 15 აგვისტოს სამსახურში კაფელზე თავის დარტყმის ფაქტი და განმარტა, რომ დაზიანება სწორედ ბრალდებულის ფეხის დარტყმის შედეგად მიიღო.
2018 წლის 15 აგვისტოს ფეხსაცმლის სახელოსნოში მომხდარი ინციდენტი დაადასტურა ასევე მეწაღე ა-------- ე-----მა, თუმცა განმარტა, რომ მას უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დაუნახავს, ვინაიდან ზურგით იჯდა. მისი გადმოცემით ს------- ო--------–-–---–ის მისვლიდან რამდენიმე წუთში სახელოსნოში მივიდა ზ------- ქ-----ეც, რომელმაც მეუღლეს დაუწყო ჩხუბი, ყვირილი და გინება.
თავის მხრივ მოწმე ლ---- ბ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს, ს------- ო--------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ზ------- ქ-----ე ემუქრებოდა, მეწაღესთან ყოფნისას კი წიხლი ჩაარტყა სახის არეში.
ლ---- ბ---–----–---–ის ჩვენების ეს ნაწილი ასევე დაადასტურა ა---- ღ-----–---–მა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნა, რომ ლ---- ბ------–---–ისგან გაიგო, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს საღამოს საათებში ზ------- ქ-----ემ დაურეკა ს------- ო--------–-–---–ს და დაემუქრა მოკვლით. იმავე დღეს კი დილის საათებში თბილისში, თ-----–-------------- მდებარე ფეხსაცმლის სახელოსნოში ზ------- ქ-----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------- ო--------–-–---–ს. სწორედ აღნიშნული ფაქტების შემდეგ გადაწყვიტა ს-------მ მიემართა პოლიციისთვის, რაც გააკეთა კიდეც.
გარდა ამისა, 2018 წლის 15 აგვისტოს ინიციატორ ს------- ო--------–-–---–ის შეტყობინების თანახმად მეუღლის მხრიდან განიცდის - ფიზიკურ ძალადობას, ინციდენტის თარიღია - 2018 წლის 15 აგვისტოს 1957 საათი.
2018 წლის 15 აგვისტოს ფოტოსურათის გადაღების შესახებ ოქმისა და თანდართული ფოტოსურათების თანახმად გამომძიებელმა გ---- ზ----–---–მა ს------- ო--------–-–---–ს სახეზე გადაუღო ფოტოსურათები, რადგან აღენიშნებოდა დაზიანებები.
ს------- ო--------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა დასტურდება ასევე - სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 3 ოქტომბრის დასკვნის თანახმადაც: 2018 წლის 16 აგვისტოს, ს------- ო--------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ლოყის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება, არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, რომ თავად ბრალდებულმაც ნაწილობრივ დაადასტურა 2018 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა განმარტა, რომ მან მხოლოდ შეაგინა ს------- ო--------–-–---–ს, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ს------- ო--------–-–---–ი არ იყო მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, მისთვის არასდროს დაურტყამს და არასდროს დამუქრებია, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მიზნად ისახავს ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
ამასთან, მართალია ა-------- ე-----მა უშუალოდ არ დაადასტურა დარტყმის ფაქტი, რადგან მას არ დაუნახავს, თუმცა დაადასტურა 2018 წლის 15 აგვისტოს მის სახელოსნოში მეუღლეებს შორის მომხდარი კონფლიქტი. უშუალოდ ფიზიკური ძალადობა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა კი როგორც აღინიშნა დადასტურებულია ფოტოსურათებით, მისი გადაღების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო იმავე 2018 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 1930 საათზე მობილური ტელეფონით განხორციელებული მუქარა ასევე დადასტურებულია ს------- ო--------–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მობილური ტელეფონის ნომრის ამონაწერით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეების ლ---- ბ------–---–ის და ა---- ღ-----–---–ის ჩვენებები მოცემული ეპიზოდებთან მიმართებაში ასევე წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, თუმცა როგორც აღინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილების თანახმად - საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული მოწმეთა ჩვენება შესაბამისობაშია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთან ერთობლიობაშიც ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდებთან მიმართებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, ანუ არ არიან არც ერთადერთნი და არც გადამწყვეტნი მსჯავრდებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ძალადობა არის დანაშაული, რადგან ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე, სხეულის ფიზიკური დაზიანება, ხელყოფა და ნებისმიერი ძალადობრივი აქტი იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, რადგან აღიარებულ სიცოცხლის უფლებას საფუძვლად უდევს სწორედ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება.
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის შემადგენლობა კი სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ან/და ქონების განადგურება, ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას, რადგან აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს, კერძოდ: ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული მუქარა წარმოადგენდა რეალური შიშის საფუძველს, მითუფრო იმავე დღეს დილით განხორციელებული ძალადობის ფონზე.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ზ------- ქ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ,რედ.), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-150 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-180 საათამდე ვადით, ან გამასწორებელი სამუშაოს 01 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას 06 თვიდან 02 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულ ზ------- ქ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ზ------- ქ-----ის მიმართ სასჯელის სახით დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 269-ე და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------- ქ-----ე საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.
ზ------- ქ-----ე (პN2----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ------- ქ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------- ქ-----ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 15 აგვისტოს 2337 საათიდან.
ზ------- ქ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 01(ერთი) ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული სურათებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე