გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
100210018002713131
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002713131

2/419 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.01.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: მ------- ხ------–--ე.

წარმომადგენელი: ვ--–------ ხ------–--ე, გ---- ს-------–--ე.

 

მოპასუხე: შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი“

წარმომადგენელი: გ------- ყ---–-–---–ი.

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მ------- ხ------–--ემ (პ/ნ.5---------- მის: ჭ---------, სოფელი რ----) მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ი”-ს (ს/კ/2--------, მის: ქ.ზ----------- ს---------ს ქ.№9) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

1.2. მოსარჩელე სარჩელში განმარტავს, რომ შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“-ს ჭიათურის სგკ-ის რ----ს მაღაროს №3 მიწისქვეშა უბნის შტრეკებში ნაწარმოებმა სამთო სამუშაოებმა ზედაპირზე გამოიწვია მეწყრული მოვლენები, რის გამოც გაიზარდა ჩამოქცევის ზოლი და აღნიშნულ ზოლში მოხვდა მისი დედის მარგალიტა ხ------–--ის ეზო, ნარგავები, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ქვევრები და რაგვი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“-ს ჭიათურის სგკ-ის მოსახლეობაზე მიყენებული ზარალების დამდგენმა კომისიამ 2008 წლის 1 სექტემბერს გასცა ზარალის №95 აქტი, თანხით 11 408 ლარის ოდენობით, კერძოდ მიწის ნაკვეთზე 7545 ლარი, ნარგავების 754.5 ლარი , რაგვის 3108.99 ლარი, რაც მიიღო დედამისმა მარგალიტა ხ------–--ემ. იმ პერიოდში იგი მუშაობდა ქ. თბილისში, ხოლო მის მეუღლე ოლიკო ჩახნაშვილი და შვილი მუდმივად ცხოვრობდნენ სოფ. რგანში დედასთან და უვლიდნენ 86 წლის ხანდაზმულ მოხუცს. მოსარჩელის დედა გარდაიცვალა 2010 წელს. რის შემდეგაც ოჯახით ცხოვრობს სოფელ რგანში დედისეულ სახლში, 2013 წელს კი ნოტარიულად მიიღო სამკვიდრო. დედის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელმა სახლმა დაიწყო დაზიანება და დაზიანების ხარისხი თანდათან იზრდებოდა, დაზიანებულ სახლში მოსარჩელემ იცხოვრა ოჯახით 2016 წლის ოქტომბრამდე, რადგან მასში ცხოვრება უკვე სახიფათო გახდა და გამოზამთრებაც აღარ შეიძლებოდა, საცხოვრებლად გადავიდა ოჯახით ქ. თბილისში და ცხოვრობს ზემოთაღნიშნულ მისამართზე ნაქირავებ ბინაში. მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო რამოდენიმეჯერ მიაკითხა მოპასუხის ადმინისტრაციას, მოითხოვა სათანადო კომისია და ზარალის ანაზღაურება, მაგრამ უშედეგოდ. მოპასუხე უსაფუძვლოდ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ბოლოს ისიც კი განაცხადეს, რომ საცხოვრებელი სახლი მათ მიერ დაზიანებული არ არის, და თუ რამე სადაო ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის, თუმცა აუნაზღაურეს იმ მიწის ნაკვეთის ღირებულება, რაზედაც სახლია განთავსებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით დადგენილია, რომ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დაზიანებები გამოწვეულია ჭიათურის სგკ-ის რ----ს მაღარო №3 უბნის მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად და საცხოვრებელი სახლის შემდგომი ექსპლუატაცია ყოვლად შეუძლებელია.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების დაშლისა და თავიდან მოწყობის - აღდგენის ღირებულება, რაც ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 63 047 ლარს. მყარ ვალუტასთან მიმართებაში კი 25 953 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ ჩემს ოჯახს დაზიანებული მიწის საკომპენსაციოდ მოპასუხისაგან მიღებული აქვს 7545 ლარი, აუდიტორული დასკვნით კი 3018 კვ. მ მიწის მთლიანი ღირებულება შედგენს 9810.77 ლარს და არა 7545 ლარს, რაც მოპასუხის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა და სხვაგვარად არც დაადგენდა რადგან იგი მოპასუხის მიერაა შექმნილი და მის ინტერესებს ემსახურება და მოპასუხემ ასევე უნდა ამინაზღაუროს მიუღებელი მიწის ღირებულება 2265 ლარი (9810 – 7545 = 2265).

მოსარჩელე განმარტავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ ეტაპზე არ შეუძლია ექსპერტიზის ხარჯების გადახდა და იტოვებს უფლებას სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ მოპასუხისაგან სასარჩელო წესით მოითხოვოს დაზიანებული ნარგავების, ქვევრების და რაგვის რეალური ღირებულება.

მოსარჩელე ითხოვს მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხეს, კერძოდ აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი 150 ლარი, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადახდილი ჯერ 200 ლარი, შემდეგ 1487 ლარი „სამთო-გეოლოგ პროექტის“ მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარი ანუ სულ 2337 ლარი, მასვე დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------“-ს მის სასარგებლოდ დააკისროთ 25 953 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით (დღევანდელი კურსის 2.74 X 25953 =71111.22 ლარი).

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ.პ.ს ,,ჯ--------- მ--------ი” სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო, კერძოდ, ზიანი რაც მოსარჩელეს მიადგა კომპანიის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული. ის დამატებითი დაზიანებები, რომელსაც სახლი განიცდის დღემდე განპირობებულია არაერთი მიზეზით, რომელთანაც შპს „ჯ--------- მ--------ი“ რაიმე სახის კავშირი არ აქვთ. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ არასწორად და ხელოვნურად გაზვიადებულად არის დათვლილი დაზიანებული შენობის აღდგენის ღირებულება და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულება არ წარმოადგენს 9810,77 ლარს მისი ღირებულება ბევრად ნაკლებია და შეადგენს 1500 ლარს. ასევე, ბუნდოვანია თუ რატომ ითხოვს მოსარჩელე თანხის დაკისრებას დოლარში, როცა ანგარიშსწორება საქართველოში ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში და სახეზე არ გვაქვს არც რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელეს ზიანი დოლარში რომ განევადა. გარდა მოპასუხე მიუთითებს, რომ შ.პ.ს ,,ჯ--------- მ--------ს“ არავითარი წვლილი არ მიუძღვის შეფასებული ქონების დაზიანებაში. თავად მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილ N 005327217 დასკვნიდან კატეგორიულად იკვეთება, რომ შენობის დაზიანება გამოწვეულია კონსტრუქციის შეუსაბამობასთან სამშენებლო ნორმებთან, მიწისძვრებთან, ხანდაზმულობასთან, მოუვლელობასთან. რაც შეეხება მადნის მოპოვების გავლენას ზიანთან, ექსპერტი არ უთითებს კონკრეტულად და ამბობს, რომ შესაძლებელია ამ გავლენის განხილვაც, რაც ფაქტია, რომ არ განუხილავს. გარდა სხვა გარემოებებისა, მოსარჩელე შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ს“ ედავება დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (სასარჩელო მოთხოვნაშიც მოსარჩელის მიერ სამართლებრივ საფუძვლად განსაზღვრულია 992-ე მუხლი). დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანი მიადგა 2008 წლის იანვრის თვეში, მოსარჩელისთვის (კერძოდ, მოსარჩელის დედისთვის) უკვე 2008 წლის 25 იანვრის ცნობილი იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, ვინაიდან შედგა შესაბამისი აქტები და ა.შ. მოსარჩელის დედა 2008 წლის სექტემბრის თვეშიც ადასტურებს ხელმოწერით (2008 წლის 1 სექტემბრის აქტზე) რომ მისთვის ცნობილია თუ ვისგან უნდა მიიღოს კომპენსაცია. შესაბამისად მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო გარემოებები

3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები მორიგების ფარგლებში წარმოდგენილი დავის ირგვლივ, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2.დადგენილი სადავო გარემოებები 3.2.1. დადგენილია, რომ მ------- ხ------–--ე საკუთრების უფლებით ფლობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 3-.0-.34.081 მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1563 კვადრატი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართით 45,9 122,1 კვადრატული მეტრი N2. საერთო ფართით 16 კვადრატული მეტრი N3. საერთო ფართით 9,1 კვადრატული მეტრი. N4 საერთო ფართით 16,8 კვადრატული მეტრი. N5 საერთო ფართით 2,6 კვადრატული მეტრი. N6 საერთო ფართით 2,4 კვადრატული მეტრი. N7 საერთო ფართით 4,4 N8 საერთო ფართით 39,3 კვადრატული მეტრი. N9 საერთო ფართით 29,9 კვადრატული მეტრი. აღნიშნული ქონება საკუთრებაში მიიღო მ------- ხ------–--ემ დედის მარგალიტა ხ------–--ის გარდაცვალების შემდეგ 2010 წელს დანაშთი სამკვიდროს მიღების გზით, რაზედაც სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2013 წლის 30 აპრილს. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ასევე მ------- ხ------–--ე საკუთრებაში ფლობს 563 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ს.კ. 3-.0-.34.082, 100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ს/კ3-.0-.33.299, 818 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს(ს/კ 3-.0-.33.296. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - საჯარო რეესტრის ამონაწერი( ს.ფ.20,22,24,26) - დაბადების მოწმობა(ს.ფ.16) - მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის 2008 წლის 01 სექტემბრის N95 აქტით კომისია მიწის ნაკვეთს მასზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებს, რაგვს აფასებს შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მიერ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალების, მომუშავეთა დასახიჩრების და პროფ. დაავადებების დამდგენი კომისიის სახელმძღვანელო დებულების მიხედვით. თანახმად კომისიის დებულებისა მარგალიტა ხ------–--ის მიწის ნაკვეთის ზარალის თანხა იქნება 7545 ლარი, ნარგავის თანხა იქნება 754.5 ლარი, ხოლო რაგვის შეადგენს 3108.99 ლარს. აქედან მარგალიტა ხ------–--ეზე გასაცემი ზარალის თანხა იქნება: 7545+754.5+3108.99=11408.49 ლარი.

მიწის ნაკვეთის თანხა გაანგარიშებულია 3018 კვადრატულ მეტრზე, ზუსტად იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ------- ხ------–--ემ. მარგალიტა ხ------–--ემ სრულად მიიღო 11408 ლარი და 49 თეთრის მოპასუხე საწარმოსაგან. მითითებულ აქტს ხელს აწერს მარგალიტა ხ------–--ე. მოცემული აქტი კი გამოცემულია რ----ს მაღაროს 2008 წლის 24 მარტის N18-857 მომართვის საფუძველზე, რომლის თანახმად რ----ს მაღაროს უფროსი სპირიდონ კაციტაძე მიმართავს შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ მენეჯერს და მიუთითებს , რომN3 მიწისქვეშა უბნის N16-1 და 16-2 შტრეკებში წმენდითმა სამუშაოებმა გამოიწვია მეწყრული მოვლენები, რის გამოც გაიზარდა ჩამოქცევის ზოლი. გაზრდილ ჩამოქცევის ზოლში მოხვდა მარგალიტა ხ------–--ის კუთვნილი გაშენებული , ნარგავები, დამხმარე შენობა ნაგებობები, ქვევრები და რაგვები. მარგალიტა ხ------–--ისათვის ჯერ კიდევ 2008 წელში იყო ცნობილი დამხმარე ნაგებობების დაზიანების თაობაზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი სახლი ჩამონათვალში მითითებული არ არის. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა სპირიდონ კაციტაძემ. მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თარიღების მიხედვით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ასევე დადასტურებულია, რომ მესაკუთრემ და მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის დაზიანების და დაზიანებაზე ბრალეული პირის შესახებ შეიტყო 1016 წელში. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- აქტი N95 ( ს.ფ. 79-81)

- მიმართვა (ს.ფ.84-85)

- მოწმეთა ჩვენებები(იხ.ოქმი)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი” ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში სამთო სამუშაოებს ახორციელებს ლიცენზიის ფარგლებში. შ.პ.ს.,,ჯ--------- მ--------ი” რეგისტრირებულია 2006 წლის 7 სექტემბერს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 2--------. იურიდიული მისამართი ქ.ზ----------- ს---------ს ქ.N9

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი(ს.ფ.204)

-შესაგებელი(164-174)

-აქტი (ს.ფ.30-33)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრი „სამთო-გეოლოგ პროექტი“ -ის 2018 წელში გაცემული საექსპერტო დასკვნით შესასწავლი ობიექტის ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა საცხოვრებელ სახლს, დამხმარე შენობა-ნაგებობებს, მიმდებარე ტერიტორიას და ტერიტორიის შემომსაზღვრელ ღობეს განცდილი აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის დეფორმაციები (იხილეთ სურათები დანართი 7), რომელმაც მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა როგორც საცხოვრებელი სახლი ასევე შენობა ნაგებობები. დეფორმაციების ხასიათი და სიდიდე მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად (კონსტრუქციების შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან, მიწისძვრები, ხანდაზმულობა და სხვა) ძირითადად გამოწვეულია მარგი წიაღისეულის მოპოვების მიზნით განხორციელებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გავლენის შედეგად განვითარებული ნიადაგის დაძვრის პროცესებით. ამას ადასტურებს სხვა თითქმის ანალოგიურ პირობებში მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გავლენით დაძვრის პროცესების შედეგად გამოწვეული დეფორმაციების ხასიათი და სიდიდეები (იხ. სურათები, დანართი 8-9)

 

ჩატარებული კვლევების და ანგარიშის საფუძველზე ექსპერტების მიერ აგებული იქნა მადნის გავრცობის მიმართულებითი ჭრილი (მასშ.1:500), (იხილეთ ნახ. 2) რომლის მიხედვით ნათლად გამოჩნდა, რომ შენობა ნაგებობა იმყოფება დაძვრის მულდის ზემოქმედების არე შიდა მის დეფორმაციებზე ძირითადად ზეგავლენას მოახდენდა მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად ჭერის ქანებში განვითარებული დეფორმაციული პროცესები, რასაც ადასტურებს აგრეთვე მეზობელ საცხოვრებელ სახლებში გამოწვეული დეფორმაციების საკვლევი ობიექტის დეფორმაციებთან იდენტურობა. კერძოდ, ჩვენს მიერ შემოწმებულ იქნა მოქალაქეების ზაალ სარალიძისა და რეზო ხ------–--ის საცხოვრებელი სახლები (იხილეთ სურათები დანართი 8,9).

მოქალაქე ზაალ სარალიძის საცხოვრებელი სახლის კონსტრუქცია თითქმის იდენტურია საკვლევი ობიექტის საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციასთან და მისი საცხოვრებლად ექსპლოატაცია ყოვლად დაუშვებელია (იხილეთ დანართი 8), ხოლო მოქალაქე რეზო ხ------–--ის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კაპიტალური შენობა-ნაგებობას და მიუხედავად იმისა, რომ მას გაუკეთდა კაპიტალური რეკონსტრუქცია მასში წარმოშობილი და მიმდინარე დეფორმაციები რეალურად მიგვანიშნებს მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად გამოწვეულ შედეგებზე (იხილეთ დანართი 9)

ამრიგად ჩატარებული კვლევითი და საექსპერტო სამუშაოების შედეგად მიღებული დასკვნით, სოფელ რგანში მცხოვრებ მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დაზიანებები გამოწვეულია შპს „ჯორგიან მ--------ი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რ----ს მაღაროს N 3 უბნის მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად და საცხოვრებელი სახლის შენობის საცხოვრებლად ექსპლოატაცია ყოვლად დაუშვებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა (ს.ფ. 51-52;56-57)

- მოწმეთა ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა N 005327217 (15/09/2017)-ის მიხედვით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------, სოფ. რგანში მოქალაქე მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, მზიდ კონსტრუქციებს ძირითადად დაკარგული აქვთ მდგრადობა. არსებული მდგომარეობით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია რადგან ძლიერ დეფორმირებულია და დაზიანებული მზიდი კონსტრუქცია კრიტიკულ მდგომარეობაშია და არ არის გამორიცხული მისი უეცარი რღვევა.

მთლიანობაში შენობის დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: შენობის კონსტრუქციის შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან, ექსპლოატაციის მანძილზე მომხდარი მიწისძვრებით, მოუვლელობით და ა.შ. მათ შორის ასევე შესაძლებელია განხილული იქნას მადნის მოპოვების სამუშაოების გავლენაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ექსპერტიზის დასკვნა და ფოტომასალა (ს.ფ. 68)

 

3.2.6.მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 18 აპრილს გაცემული N002499018 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 3-.0-.34.081 განთავსებული შენობა ნაგებობის და დამხმარე ნაგებობის მსგავსი შენობა-ნაგებობების აშენების საბაზრო ღირებულება ფაქტიური დანახარჯებით მოცემულია დანართებში NN1-4-ში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ჩატარებული აზომვების თანახმად საორიენტაციოდ შეადგენს 63047.03 ლარს, ხოლო საცხოვრებელი სახლის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 37 347 ლარს, საიდანაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად 35606 ლარი განსაზღვრულია საცხოვრებელი სახლის მთლიანად აღდგენისათვის, ხოლო 1741 ლარი განსაზღვრულია დემონტაჟისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტის დასკვნა და ფოტომასალა (სფ.121-145 )

 

3.2.7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული N 000303319 დასკვნის მიხედვით ექსპერტს დაესვა შეკითხვები: 1.2008 წლის 1 სექტემბრის შემდეგ აწარმოა თუ არა მადნის მოპოვების მიზნით სამთო სამუშაოები შპს „ჯ--------- მ--------მა“ ჭიათურის სგკ-ის რ----ს მაღაროს N3 მიწისქვეშა უბნის 16-1 და 16-2 შტრეკებზე. 2.2013 წლის შემდგომ შპს „ჯ--------- მ--------მა“ მადნის მოპოვების მიზნით განახორციელა თუ არა სამთო სამუშაოები ჭიათურის სგკ-ის რ----ს მაღაროს N3 მიწისქვეშა უბნის 16-1 და 16-2 შტრეკებზე, რასაც შეეძლო დაეზიანებინა ჭ---------ში სოფ. რგანში მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებულლი საცხოვრებელი სახლი ს.კ. 3-.0-.01.160 და ასევე იმყოფება თუ არა აღნიშნული 16-1 და16-2 შტრეკები მ.ხ------–--ის აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ყველაზე ახლოს. 3.მ------- ხ------–--ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ჭ---------, სოფ. რ----, ს.კ. 28.0-.01.160 შესაბამისობაში არის თუ არა სამშენებლო ნორმებთან, არის თუ არა იგი ავარიულ მდგომარეობაში და არის თუა არა ავარიული მდგომარეობა გამოწვეული სამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამობით და მოუვლელობით. იმის დასადგენად 2028 წლის 1 სექტემბრის და 2013 წლის შემდგომ შპს „ჯ--------- მ--------მა“ აწარმოა თუ არა სამთო სამუშაოები ჭიათურის სგკ-ის რ----ს მაღაროს N3 მიწისქვეშა უბნის 16-1 და 16-2 შტრეკებზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ამ უბანზე სამთო სამუშაოების წარმოების დოკუმენტაცია, სამთო გამონამუშევრების რუკები და გეგმები, რის გარეშეც დასმულ 1 და 2 კითხვებზე მსჯელობა შეუძლებელია. ქ. ჭ---------, სოფ. რგანში (ს.კ. 28.0-.01.160) მოქ. მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, მზიდ კონსტრუქციებს ძირითადად დაკარგული აქვთ მდგომარეობა. შენობის დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: შენობის კონსტრუქციის შეუსაბამობით ნორმებთან, ექსპლოატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობით მიწისძვრებით, ხანდაზმულობით, მოუვლელობით. ერთმნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი და სრულად არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე მოპასუხის მიერ ნაწარმოებმა სამთო სამუშაოებს შეეძლო თუ არა დაეზიანებინა ჭ---------ში სოფ. რგანში მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ს.კ. 3-.0-.01.160 და ასევე იმყოფება თუ არა აღნიშნული 16-1 და16-2 შტრეკები მ.ხ------–--ის აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ყველაზე ახლოს. აღნიშნულის მიზეზი კი არის მოპასუხის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციიის წარუდგენლობა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ექსპერტის დასკვნა ( ს.ფ.236) - მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტებიდან გამომდინარე მ------- ხ------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ს“ მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 37 347 ლარის (35606 საცხოვრებელი სახლის მთლიანად აღდგენა, ხოლო 1741 დემონტაჟი) გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ დამხმარე ნაგებობებთან მიმართებაში არ დასტურდება დაზიანების კონკრეტული გარემოებები, რადგან წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში დეტალურად განხილულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლის დაზიანებისა და ექსპლუატაციის შეუძლებლობის გარემოებები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული იყო დამხმარე ნაგებობები მის შესახებ ჯერ კიდევ მარგალიტა ხ------–--ისთვის იქნებოდა ცნობილი, რომელსაც სასამართლოსთვის უნდა მიემართა, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელის შეტანის ხანდაზმულობაც გასულია. რაც შეეხება მიწის ნაკვეთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სხვაობას სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა აღნიშნული მოთხოვნა.

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 408-ე მუხლი,411მუხლი 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია,რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.

 

სასამართლო თვლის, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანი სახეზეა, ასევე სახეზეა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, რაც ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება.

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს ევალება საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ევალება უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა სამთო სამუშაოების საფუძველზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, საიდანაც სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს მოხდა თუ არა შესაბამისი შემთხვევა, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.

 

6.4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრი „სამთო-გეოლოგ პროექტი“ -ის 2018 წელში გაცემული საექსპერტო დასკვნით შესასწავლი ობიექტის ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა საცხოვრებელ სახლს, დამხმარე შენობა-ნაგებობებს, მიმდებარე ტერიტორიას და ტერიტორიის შემომსაზღვრელ ღობეს განცდილი აქვთ საკმაოდ მაღალი ხარისხის დეფორმაციები , რომელმაც მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა როგორც საცხოვრებელი სახლი ასევე შენობა ნაგებობები. დეფორმაციების ხასიათი და სიდიდე მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად (კონსტრუქციების შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან, მიწისძვრები, ხანდაზმულობა და სხვა) ძირითადად გამოწვეულია მარგი წიაღისეულის მოპოვების მიზნით განხორციელებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გავლენის შედეგად განვითარებული ნიადაგის დაძვრის პროცესებით. ამას ადასტურებს სხვა თითქმის ანალოგიურ პირობებში მიწისქვეშა სამთო სამუშაოების გავლენით დაძვრის პროცესების შედეგად გამოწვეული დეფორმაციების ხასიათი და სიდიდეები (იხ. სურათები, დანართი 8-9)

 

ჩატარებული კვლევების და ანგარიშის საფუძველზე ექსპერტების მიერ აგებული იქნა მადნის გავრცობის მიმართულებითი ჭრილი (მასშ.1:500), (იხილეთ ნახ. 2) რომლის მიხედვით ნათლად გამოჩნდა, რომ შენობა ნაგებობა იმყოფება დაძვრის მულდის ზემოქმედების არე შიდა მის დეფორმაციებზე ძირითადად ზეგავლენას მოახდენდა მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად ჭერის ქანებში განვითარებული დეფორმაციული პროცესები, რასაც ადასტურებს აგრეთვე მეზობელ საცხოვრებელ სახლებში გამოწვეული დეფორმაციების საკვლევი ობიექტის დეფორმაციებთან იდენტურობა. კერძოდ, ჩვენს მიერ შემოწმებულ იქნა მოქალაქეების ზაალ სარალიძისა და რეზო ხ------–--ის საცხოვრებელი სახლები (იხილეთ სურათები დანართი 8,9).

მოქალაქე ზაალ სარალიძის საცხოვრებელი სახლის კონსტრუქცია თითქმის იდენტურია საკვლევი ობიექტის საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციასთან და მისი საცხოვრებლად ექსპლოატაცია ყოვლად დაუშვებელია (იხილეთ დანართი 8), ხოლო მოქალაქე რეზო ხ------–--ის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კაპიტალური შენობა-ნაგებობას და მიუხედავად იმისა, რომ მას გაუკეთდა კაპიტალური რეკონსტრუქცია მასში წარმოშობილი და მიმდინარე დეფორმაციები რეალურად მიგვანიშნებს მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად გამოწვეულ შედეგებზე (იხილეთ დანართი 9)

ამრიგად ჩატარებული კვლევითი და საექსპერტო სამუშაოების შედეგად მიღებული დასკვნით, სოფელ რგანში მცხოვრებ მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობებზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დაზიანებები გამოწვეულია შპს „ჯორგიან მ--------ი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რ----ს მაღაროს N 3 უბნის მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად და საცხოვრებელი სახლის შენობის საცხოვრებლად ექსპლოატაცია ყოვლად დაუშვებელია.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურადაა განხილული საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი და დასტურდება მოპასუხის მიერ განხორციელებულმა სამთო სამუშაოებმა თანდათან მოახდინეს საცხოვრებელი სახლის დაზიანება იმ დონეზე, რომ სახლი განადგურებულია და საჭიროებს მთლიანად ახლიდან აშენებას. დამხმარე ნაგებობებთან მიმართებაში მხოლოდ ზოგადი დათვალიერებას ეყრდნობა ექსპერტი და დეტალურად არ განიხილავს დამხმარე ნაგებობების დაზიანების ფაქტს და მიზეზებს.

 

6.5. მეორე ექსპერტიზა კი, რომელიც მოსარჩელის მიერაა წარმოდგენილი ეხება მხოლოდ საცხოვრებელ სახლს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა N 005327217 (15/09/2017)-ის მიხედვით დადგენილია, რომ ქ.ჭ---------, სოფ. რგანში მოქალაქე მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, მზიდ კონსტრუქციებს ძირითადად დაკარგული აქვთ მდგრადობა. არსებული მდგომარეობით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია რადგან ძლიერ დეფორმირებულია და დაზიანებული მზიდი კონსტრუქცია კრიტიკულ მდგომარეობაშია და არ არის გამორიცხული მისი უეცარი რღვევა. მთლიანობაში შენობის დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: შენობის კონსტრუქციის შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან, ექსპლოატაციის მანძილზე მომხდარი მიწისძვრებით, მოუვლელობით და ა.შ. მათ შორის ასევე შესაძლებელია განხილული იქნას მადნის მოპოვების სამუშაოების გავლენაც.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 18 აპრილს გაცემული N002499018 დასკვნით საცხოვრებელი სახლის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 37 347 ლარს, საიდანაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად 35606 ლარი განსაზღვრულია საცხოვრებელი სახლის მთლიანად აღდგენისათვის, ხოლო 1741 ლარი განსაზღვრულია დემონტაჟისათვის.

 

6.6.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული N 000303319 დასკვნას , რადგან ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრულყოფილი და სრულად არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე მოპასუხის მიერ ნაწარმოებმა სამთო სამუშაოებს შეეძლო თუ არა დაეზიანებინა ჭ---------ში სოფ. რგანში მ------- ხ------–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ს.კ. 3-.0-.01.160 და ასევე იმყოფება თუ არა აღნიშნული 16-1 და16-2 შტრეკები......მ.ხ------–--ის აღნიშნულ უძრავ ქონებასთან ყველაზე ახლოს. აღნიშნულის მიზეზი კი არის მოპასუხის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობა.

 

6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

6.8. შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის 2008 წლის 01 სექტემბრის N95 აქტით კომისია მიწის ნაკვეთს მასზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებს, რაგვს აფასებს შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------ი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მიერ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალების, მომუშავეთა დასახიჩრების და პროფ. დაავადებების დამდგენი კომისიის სახელმძღვანელო დებულების მიხედვით. თანახმად კომისიის დებულებისა მარგალიტა ხ------–--ის მიწის ნაკვეთის ზარალის თანხა იქნება 7545 ლარი, ნარგავის თანხა იქნება 754.5 ლარი, ხოლო რაგვის შეადგენს 3108.99 ლარს. აქედან მარგალიტა ხ------–--ეზე გასაცემი ზარალის თანხა იქნება: 7545+754.5+3108.99=11408.49 ლარი.

მიწის ნაკვეთის თანხა გაანგარიშებულია 3018 კვადრატულ მეტრზე, ზუსტად იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ------- ხ------–--ემ. მარგალიტა ხ------–--ემ სრულად მიიღო 11408 ლარი და 49 თეთრის მოპასუხე საწარმოსაგან. მითითებულ აქტს ხელს აწერს მარგალიტა ხ------–--ე. მოცემული აქტი კი გამოცემულია რ----ს მაღაროს 2008 წლის 24 მარტის N18-857 მომართვის საფუძველზე, რომლის თანახმად რ----ს მაღაროს უფროსი სპირიდონ კაციტაძე მიმართავს შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ მენეჯერს და მიუთითებს , რომN3 მიწისქვეშა უბნის N16-1 და 16-2 შტრეკებში წმენდითმა სამუშაოებმა გამოიწვია მეწყრული მოვლენები, რის გამოც გაიზარდა ჩამოქცევის ზოლი. გაზრდილ ჩამოქცევის ზოლში მოხვდა მარგალიტა ხ------–--ის კუთვნილი გაშენებული , ნარგავები, დამხმარე შენობა ნაგებობები, ქვევრები და რაგვები.

დადგენილია, რომ მარგალიტა ხ------–--ისათვის ჯერ კიდევ 2008 წელში იყო ცნობილი დამხმარე ნაგებობების დაზიანების თაობაზე. საცხოვრებელი სახლი ჩამონათვალში მითითებული არ არის. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა სპირიდონ კაციტაძემ. მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თარიღების მიხედვით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ასევე დადასტურებულია, რომ მესაკუთრემ და მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის დაზიანების და დაზიანებაზე ბრალეული პირის შესახებ შეიტყო 2016 წელში. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სასამართლო მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის ნაწილში სახეზეა ზიანი, სახეზეა ბრალი და სახეზეა ზიანის მიმყენებელი სუბიექტი, შესაბამისად არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებაც.

.მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ.სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 18 აპრილს გაცემული N002499018 დასკვნით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 37 347 ლარს, საიდანაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად 35606 ლარი განსაზღვრულია საცხოვრებელი სახლის მთლიანად აღდგენისათვის, ხოლო 1741 ლარი განსაზღვრულია დემონტაჟისათვის.

 

6.10.ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ--------- მ--------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 37 347 ლარის გადახდა, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის აღდგენით ღირებულებას.

 

6.11.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: (I) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); (II) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); (III) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი).

განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლება მშვიდობიანად სარგებლობისა და ქონებით სარგებლობის კონტროლის ნაწილში დარღვეულია და აღნიშნული უფლების აღდგენა სრულიად შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“. სასამართლოს თვლის, რომ საფუძვლიანადაა დასაბუთებული მოცემული გადაწყვეტილება.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად უნდა იქნას ანაზრაურებული სასამართლოს ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ლ.სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადახდილია 1487 ლარი და 03 თეთრი(ს.ფ.148)200 ლარი(ს.ფ.154) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრი „სამთო-გეოლოგ პროექტი“-სათვის გადახდილია 500 ლარი(ს.ფ.153). სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2201 ლარი და 29 თეთრი. შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------“-ს უნდა დაეკისროს მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1120 (ათასასოცი) ლარისა და 41(ორმოცდაერთი) თეთრის გადახდა. შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------“-ს უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯები მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ 1500 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------- ხ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------ს“ მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 37 347 (ოცდაჩვიდმეტი ათას სამასორმოცდაშვიდი) ლარის (35606 საცხოვრებელი სახლის მთლიანად აღდგენა, ხოლო 1741 დემონტაჟი) გადახდა.

 

2. შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------“-ს დაეკისროს მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1120 (ათასასოცი) ლარისა და 41(ორმოცდაერთი) თეთრის გადახდა. შ.პ.ს. ,,ჯ--------- მ--------“-ს დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯები მ------- ხ------–--ის სასარგებლოდ 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი