გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
340210118002466746
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210118002466746

საქმე #2/405-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

19.02.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - მა-–-------------–---–ი

მოპასუხე - ილ----------–---–ი

მოპასუხე - ცი-----------–---–ი

წარმომადგენელი - და------------–-–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 მაისის №150856 აქტით დაყადაღებული ქონება - სარეცხი მანქანა (WLK2424ZOE, ბოშის ფირმის), მაცივარი (RT35FDJCDSA, სამსუნგის ფირმის) და ტელევიზორი (YA40G5100AK, სამსუნგის ფირმის). მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ილ----------–---–ი მოსარჩელის შვილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ილ----------–---–ს თვეში 120 ლარის ოდენობით ალიმენტი გადახდა დაეკისრა. 2018 წლის 10 მაისს მოსარჩელის სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები - სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი დააყადაღა. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა დააყადაღა მოპასუხეს არ ეკუთვნის. აღნიშნული ნივთები სხვადასხვა დროს შეძენილია მოსარჩელის მიერ, ხოლო ილ----------–---–ი 2000 წლიდან გადასულია საცხოვრებლად ქ. თბილისში და მასთან ურთიერთობა არ აქვს. დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის და ამიტომ ილ----------–---–ის ვალდებულების გამო მათი რეალიზაცია არ უნდა მოხდეს. მოსარჩელემ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2. მოპასუხეების პოზიცია: 2.1. მოპასუხე ცი-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ილ----------–---–ი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობს მშობლებთან ერთად გურჯაანის რაიონში. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი დაყადაღებული ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, აგრეთვე მტკიცებულებები შემოსავლის შესახებ, თუ რა შემოსავლით შეიძინა აღნიშნული ნივთები. დაყადაღებული ნივთები ილ----------–---–ის მიერ არის შეძენილი, ხოლო მა-–-------------–---–ის საგარანტიო ტალონში მითითება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იმ პერიოდში ილ----------–---–ი მუშაობდა კაზრეთის საბადოში და თუ ნაყიდი ნივთები გახდებოდა შესაკეთებელი, მას არ ჰქონდა ნივთის შეკეთების დრო, სწორად ამიტომ მოხდა საგარანტიო ტალონში მამის სახელი და გვარი მითიტებული. გარდა ამის საგარანტიო ტალონში მა-–-------------–---–ის მითითება არ ნიშნავს იმას, რომ დაყადაღებული ნივთები მისი შეძენილია. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. 2.2. მოპასუხე ილ----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით მას ეცნობა სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ილ----------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის გადახდა. გადაწყვეტილების იძულების წესით აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 3.1.2. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A14072582 სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს ცი-----------–---–ი (ჯ-----–---–ი), ხოლო მოვალეს ილ----------–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 10 მაისს გამოცხადდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ--–------ში, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები - ბოშის ფირმის სარეცხი მანქანა, სამსუნგის ფირმის მაცივარი და სამსუნგის ფირმის ტელევიზორი. დაყადაღებული ნივთები შესანახად მოსარჩელის მეუღლემ მა----- ღ-----–---–მა ჩაიბარა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 24-25); 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 მაისს შედგენილ ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთები - სარეცხი მანქანა (ბოშის ფირმის), მაცივარი (სამსუნგის ფირმის) და ტელევიზორი (სამსუნგის ფირმის), მოსარჩელე მა-–-------------–---–ის საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ნივთები მისი შეძენილია და შესაბამისად მის საკუთრებას წარმოადგენს. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სადავო გახადა ნივთების კუთვნილება და თავის მხრივ განმარტა, რომ ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ნივთები მოპასუხე ილ----------–---–მა შეიძინა და მას ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. როგორც წესი მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამავდროულად, სასამართლო მიუთითებს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ადასტურებს და არა მას ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნივთები ილ----------–---–მა შეიძინა. შესაბამისად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა, თუმცა მას, გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, სასამართლოს შეკითხვაზე განმარტა, რომ თავად ნივთების ყიდვას არ შესწრებია, არ იცის როდის, სად და რა ფასად იყიდა ილ----------–---–მა სადავო ნივთები. (იხ. სასამართლოს 19.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:41:35-15:43:25 სთ) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის განმარტება არადამაჯერებელია და იგი ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, როგორც აღინიშნა, გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ნივთებზე ილ----------–---–ის საკუთრების ფაქტი დადასტურდებოდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ სადავო ნივთების კუთვნილების დასადასტურებლად მეგა ტექნიკას და ელიტ ელექტრონიკსის მიერ გაცემული საგარანტიო ტალონები წარმოადგინა. ელიტ ელექტრონიკსის საგარანტიო ტალონით დასტურდება, რომ მა-–------------–---–მა მეგა ტექნიკაში 14.02.2016 წელს სამსუნგის ფირმის ტელევიზორი - UA40J5100 შეიძინა. ელიტ ელექტრონიკსის საგარანტიო ტალონით ბოშის ფირმის სარეცხი მანქანის (WLK2424ZOE) შეძენა დასტურდება. მართალია ამ საგარანტიო ტალონში მყიდველის მონაცემი დაფიქსირებული არ არის, თუმცა ვინაიდან საგარანტიო ტალონში მითითებული ნივთის დასახელება და მაიდენტიფიცირებული მონაცემი ემთხვევა ყადაღის აქტში მითითებული ნივთის მონაცემებს, ამასთან სადავო ნივთის და საგარანტიო ტალონის მფლობელი მა-–-------------–---–ია, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეცხი მანქანის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ყადაღის აქტში მითითებულ მაცივარს, სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის ნივთის მფლობელობიდან გამომდინარე პრეზუმფციის საწინააღმდეგო (გამაქარწყლებელი) მტკიცებულება, ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყადაღის აქტში მითითებული ამ ნივთის კუთვნილების საკითხიც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების შეფასება შინაგანი რწმენით ხდება, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნივთის კუთვნილების დადასტურების ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ყადაღის აქტებში მითითებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - სასარჩელო განცხადება, შესაგებელი (2-15; 48-57); - საგარანტიო ტალონები (ს.ფ. 29-30); - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 19.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელე არ არის მოვალე და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი ილ----------–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნივთების მთლიანი ღირებულება 3 000 ლარით განისაზღვრა. დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავას განეკუთვნება და ამიტომ, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 90 ლარს, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა 25 ლარს შეადგენს. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს ბაჟი 100 ლარი, ხოლო უზრუნველყოფაზე 50 ლარი. მოსარჩელემ სხდომაზე განმარტა, რომ არ ითხოვს სახ. ბაჟის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას. (იხ. სასამართლოს 19.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:53:00-15:53:30 სთ) შესაბამისად, მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება. ამავდროულად, მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი ბაჟი 10 ლარი და უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟიდან 25 ლარი. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე მა-–-------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ცი-----------–---–ის და ილ----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს. 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 მაისის №150856 აქტით დაყადაღებული ქონება - სარეცხი მანქანა (WLK2424ZOE, ბოშის ფირმის), მაცივარი (RT35FDJCDSA, სამსუნგის ფირმის) და ტელევიზორი (YA40G5100AK, სამსუნგის ფირმის). 3. მოსარჩელე მა-–-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, ბანკი - სს ტერაბანკი, გადახდილი თანხა - 100 ლარი, თარიღი - 22.05.2018 წელი; საკრედიტო საგადახდო დავალება №1, ბანკი - სს ტერაბანკი, გადახდილი თანხა - 50 ლარი, თარიღი - 22.05.2018 წელი) 4. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A1-----------/002 საქმეზე, სადაც მოვალეს წარმოადგენს ილ----------–---–ი, ხოლო კრედიტორს - ცი-----------–---–ი (პირადი №1----------) შეჩერდა დაყადაღებული მოძრავი ნივთების - თეთრი ფერის “ბოშის” ფირმის სარეცხი მანქანის, “სამსუნგის” ფირმის მაცივრის და „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორის რეალიზაცია სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე