გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210017002022975
საქმე №2/1113-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 თებერვალი 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი
მოსარჩელე - ს--------------–--------ი“
წარმომადგენელი - ი-----–--------–--
მოპასუხეები - ე-–------------–--ე, ხ---------------–---–ი და მ--------------ე (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ს----------------–-–---–ი
დავის საგანი- ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე-–------------–--ეს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6807.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 934.84 ლარი, პროცენტი - 2 093.08 ლარი, პირგასამტეხლო - 1779.82 ლარი.
1.2. ე-–------------–--ეს, ხ---------------–---–ს და მ--------------ეს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 072.18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 646.06 ლარი, პროცენტი - 1 052.96 ლარი, პირგასამტეხლო - 9 373.14 ლარი.
2. მოსარჩელის პოზიცია
2015 წლის 11 მაისს განხორციელდა ს---------------–--------ის“ და ს---------------ის“ შერწყმა. რის შედეგადაც მოსარჩელე წარმოადგენს „პრივატ ბანკის“ უფლებამონაცვლეს. 2013 წლის 25 ოქტომბერს ს---------------სა“ და ე-–------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 300 ლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი (განახლებადი) წლიური 34.5% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
2013 წლის 06 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს, ე-–------------–--ეს და ხ---------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №857044, რომლითაც მსესხებლებზე გაიცა 6275 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო - 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 06 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულება №857044 უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესა და მოპასუხე მ--------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12 550 ლარით. კრედიტის სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ ვალდებულებები, შესაბამისად, მოპასუხე ე-–------------–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 6 807.74 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 934.84 ლარი, პროცენტი - 2 093.08 ლარი, პირგასამტეხლო - 1 779.82 ლარი, ხოლო მოპასუხეების: ე-–------------–--ის, ხ---------------–---–ის და მ--------------ის სოლიდარული დავალიანება შეადგენს 13 072.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2646.08 ლარი, პროცენტი - 1052.96 ლარი, პირგასამტეხლო - 9 373.14 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ე-–------------–--ემ ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განახორციელა 2014 წლის 23 მარტს. შესაბამისად, მოსარჩელე ს--------------–--------ის“ მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უფლება დაკარგა 2017 წლის 23 მარტის შემდეგ. რაც შეეხება №857044 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას, მოპასუხე მხარე აღიარებს მხოლოდ ძირი თანხის, 2646.08 ლარის გადახდის ვალდებულებას. რაც შეეხება პროცენტს, მოპასუხე მიუთითებს, რომ წლიური 18% სარგებელი არის ამორალური და არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოდენობას, ხოლო პირგასამტეხლო - შეუსაბამოდ მაღალი და გონივრულ ზღვარს გაცდენილი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2013 წლის 25 ოქტომბერს სს „პრივატ ბანკსა“ და ე-–------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, 3000 ლარიანი ლიმიტით, წლიური 34,5% სარგებლით, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით და შესაძლებელი იყო ხელშეკრულების განახლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება.
4.1.2. 2013 წლის 06 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს, ე-–------------–--ეს და ხ---------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №857044, რომლითაც მსესხებლებზე სესხის სახით გაიცა 6275 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება №857044
4.1.3. 2013 წლის 06 ივნისს საკრედიტო №857044 ხელშეკრულების უზრუნვეყოფის მიზნით მოსარჩელესა და მოპასუხე მ--------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12550 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება
4.1.4. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
4.1.5. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა ს--------------–--------სა“ და სს „პრივატ ბანკის“ შერწყმა. შესაბამისად, ს--------------–--------ი“ წარმოადგენს ს---------------ის“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ე-–------------–--ის მიმართ არის ხანდაზმული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა - განმარტება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე,463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ მოსარჩელესთან 2013 წლის 06 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი უზრუნველყოფილია, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეებს სადავო არ გაუხდიათ მათ შორის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობის და ასევე თავდებობის ხელშეკრულების არსებობა, სადავოა მხოლოდ სარგებლისა და პირგასამტეხლოს კანონიერება და გონივრულობა და ასევე ე-–------------–--ესთან ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სს საქართველოს ბანკსა და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს 2013 წლის 06 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ძირი თანხის 2646.08 ლარის ანაზღაურება.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს 2013 წლის 06 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1052.96 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით ეკისრებათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას პროცენტის კანონთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
6.9. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები 2013 წლის 06 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 9373.14 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს და იგი უნდა შემცირდეს 937 ლარამდე.
6.10. რაც შეეხება მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს 2013 წლის 06 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 06 ივნისის საბანკო კრედიტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს--------------–--------სა“ და მ--------------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც სრული პასუხისმგებლობა აიღო ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია.
6.12. რაც შეეხება ე-–------------–--ისათვის 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6807.74 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
განსახილველ შემთხვევაში ე-–------------–--ესა და ს---------------ს“ შორის 2013 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს 2014 წლის 23 მარტის შემდეგ აღარ შეუსრულებია, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს, საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება ჰქონდა 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით, თუმცა სასამართლოში სარჩელი შემოტანილია 2017 წლის 24 ივნისს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ გასულია ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ე-–------------–--ისათვის 2013 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6807.74 ლარის დაკისრების შესახებ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 596.40 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 72.40 ლარი, ხოლო 524 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 59.70 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. რაც შეეხება მოპასუხე ე-–------------–--ის მიმართ ინდივიდუაურად დაყენებულ მოთხოვნას, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ე-–------------–--ის, ხ---------------–---–ის და მ--------------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: ე-–------------–--ეს, ხ---------------–---–ს და მ--------------ეს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4636,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2 646.08 ლარი, პროცენტი - 1 052,96 ლარი, პირგასამტეხლო - 937 ლარი;
3. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სარჩელი მოპასუხე ე-–------------–--ის მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე ს--------------–--------ს“ მის მიერ 2017 წლის 24 ივლისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 596,40 ლარიდან (საგადასახადო დავალება №41) დაუბრუნდეს 72,40 ლარი, ხოლო 524 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. მოპასუხეებს: ე-–------------–--ეს, ხ---------------–---–ს და მ--------------ეს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 59,70 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი