გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.12.2018
საქმის ნომერი
010310018002348730
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002348730

№3-121/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – გ--–- მა---–---ე

წარმომადგენელი – ნ---- სი------ე, ა-- ბე------–---–ი

მოპასუხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ლე--- ბე----ე

დავის საგანი – მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს გაცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ--–- მა---–---ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვ:

დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, გ--–- მა-–-----ისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში გაუცემელი თანამდებობრივი სარგოს გაცემა.

 

2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის №1- ბრძანების საფუძველზე (25.03.201-) აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, გი------ კვ----------ის 201- წლის 2- მარტის (დოკუმენტის№0---------, რეგისტრაციის №5---, საქმე №1-----------) მიმართვის წერილით წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2- მარტის საქმე №1--4/1- განჩინების საფუძველზე, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების საფუძვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გ--–- მა-–-----ე გადაყენებული იქნა თა--მდებობიდან, 201- წლის 25 მარტიდან, საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქმზე არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 27 თებერვლის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 27 ივლისის, და უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 15 დეკემბრის გა--ჩენები, რომლითაც სამივე ინსტანციის სასამართლოში გ--–- მა-–-----ე ცნობილი იქნა უდა--შაულოდ და გამართლდა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 20-- წლის 1-ელი მარტის №4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–- მა-–-----ე აღდგენილი იქნა მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე და მოხდა მისი დაშვება, სამსახურეობრივ პოზიციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მასთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

გ--–- მა-–-----ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (201- წლის 25 მარტიდან, 20-- წლის 1-ელ მარტამდე) არ აქვს აღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კუთვნილი თა--მდებობრივი სარგო.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის წარმოადგენს საჯარო მოხელეს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 3-ე პუნქტის თა--ხმად, სამსახურეობრივი მოვალეობის შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თა--მდებობრივი სარგო და საკლასო და--მატი.

გ--–- მა-–-----ემ წერილობით არაერთგზის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას არც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით უმსჯელია და არც წერილობით უცნობებია პასუხი, დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი ხელფასი, რომლის ნებაყოფლობით ა--ზღაურებაზე არ არის თა--ხმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში გ--–- მა-–-----ეს არ მიუღია კუთვნილი თვიური სახელფასო ა--ღაურება, რომელიც ყოველი თვისთვის შეადგენს დარიცხულ 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებ 648 ლარს. გადაყენების პერიოდისათვის მისაღები სარგო მთლია--დ შეადგენს, 30 542.4 ლარს.

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 55-ე მუხლის 3-ე პუნქტის ნორმატული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაავალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გ--–- მა-–-----ის მიმართ, უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში იძულებით გა--ცდური ხელფასის ა--ზღაურება 30542.4 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 15 დეკემბრის განჩინებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გ--–- მა-–-----ის 20-- წლის 10 იანვრის №4----- განცხადების შესაბამისად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - იურიდიული განყოფილების II რანგის უფროსის სამსახურეობრივ პოზიციაზე გ--–- მა-–-----ის დაშვება.

აღნიშნულით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ პირნათლად აღასრულა კანონის მოთხოვნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას გ. მა-–-----ის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ხელვაჩაურის მერიაზე დაკისრების შესახებ. უსაფუძვლოდ პასუხისგებაში მიცემით ზიანის ა--ზღაურების საკითხს კანონმდებელი აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო სამართლის კოდექსების სპეციალური ნორმების მეშვეობით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს. მუნიციპალიტეტს ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუწოდებია, ის არ იყო გამოძიების დაწყების ინიციატორი, არ მოუთხოვია გ--–- მა-–-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა და თანამდებობიდან მისი გადაყენება. ყოველივე აღნიშნული განახორციელა გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ - პროკურატურამ.

მოსარჩელის პოზიცია მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ, „დაბალი ღობისაკენ“ - წარმოაჩინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია როგორც ბრალეული მხარე გ--–- მა-–-----ისათვის უსაფუძვლო და უკანონო სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის საკითხში და აიძულოს სხვათა მაგივრად ზიანის ა--ზღაურება, თუმცა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დასაბუთება.

ყურადსაღებია, ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ზიანის ა--ზღაურება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თა--ხმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. ანუ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ იქნება წყარო გ--–- მა-–-----ისათვის ზიანის ა--ზღაურებისა.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--–- მა-–-----ე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2- მარტის განჩინებით (საქმე №1--4/1-) სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ გ--–- მა-–-----ე გადაყენებული იქნას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თა--მდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, გი------ კვ----------ის 201- წლის 2- მარტის წერილით წარდგენილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2- მარტის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მარტის №1- ბრძანებით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გ--–- მა-–-----ე გადაყენებული იქნა თა--მდებობიდან, 201- წლის 25 მარტიდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 2- მარტის განჩინება;

- აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 201- წლის 2- მარტის წერილი;

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მარტის №1- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას ეწოდა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება.

201- წლის 1-ლი ოქტომბრის №2-- ბრძანებით გ--–- მა-–-----ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თა--მდებობიდან და დაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თა--მდებობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 1-ლი ოქტომბრის №2-- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 27 თებერვლის განაჩენით გ--–- მა-–-----ე ცნობილი იქნა უდა--შაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრლდებაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 27 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 15 დეკემბრის განჩინებით, გ--–- მა-–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 27 თებერვლის განაჩენი უცვლელი დარჩა, იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 27 თებერვლის განაჩენი;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 27 ივლისის განაჩენი;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 15 დეკემბრის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების უფროსის გ--–- მა-–-----ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 20-- წლის 1-ელი მარტის №4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–- მა-–-----ე აღდგენილი იქნა და მოხდა მისი დაშვება, ამ სამსახურეობრივ პოზიციაზე.

გ--–- მა-–-----ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (201- წლის 25 მარტიდან, 20-- წლის 1-ელ მარტამდე) არ მიუღია, კუთვნილი თანამდებობრივი სარგო, რაზედაც მან მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას 20-- წლის 2 მარტის წერილით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 20-- წლის 1-ელი მარტის №4-- ბრძანება;

- გ--–- მა-–-----ის 20-- წლის 2 მარტის წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გ--–- მა-–-----ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს გაცემის დავალდებულების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

6.3. მოსარჩელე გ--–- მა-–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას:

1. საჯარო მოსამსახურე ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

2. მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე.

დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ეს არის პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო მოხელე, მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

ამ დებულებების შესაბამისად, გ--–- მა-–-----ე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეჭირა, სანამ სამსახურიდან გადაყენებული იქნებოდა და ის ამჟამადაც საჯარო მოსამსახურის სტატუსის მატარებელია.

 

6.4. მოსარჩელე გ--–- მა-–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას:

1. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

ამავე კოდექსის 89-ე მუხლით კი დადგენილია, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები:

სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება:

ა) მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის;

ბ) შვებულების დროს;

გ) დროებით შრომისუუნარობის დროს;

დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას;

ე) მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ვ) სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ვ1) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში; ამასთანავე, დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ზ) იმ პერიოდში, როდესაც მოხელისაგან ითხოვენ დავალებების შესრულებას სხვა სამსახურებრივ ადგილზე და იგი უარზეა;

თ) მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში ამ კანონის 90-ე და 91-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მოხელის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძველით;

ი) მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).

92-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება ბრძანებით ან განკარგულებით.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე გ--–- მა-–-----ე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 2- მარტის განჩინებით (საქმე №1--4/1-) სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ გ--–- მა-–-----ე გადაყენებული იქნას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 2- მარტის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მარტის №1- ბრძანებით, გ--–- მა-–-----ე გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ გ--–- მა-–-----ის სამუშაოდან გადაყენების მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას (რომლის უფროსის პოზიცია ეჭირა მოსარჩელეს გადაყენებამდე) ეწოდა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება. გამგებლის 201- წლის 1-ლი ოქტომბრის №2-- ბრძანებით, გ--–- მა-–-----ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ამდენად, გ--–- მა-–-----ის სამსახურიდან გადაყენებას არ დაუბრკოლებია ხელვაჩაურის გამგეობაში თანამდებობათა გარდაქმნა, რის საფუძველზეც, გ--–- მა-–-----ის თანამდებობა ნაცვლად ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობისა განისაზღვრა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობად.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ--–- მა-–-----ის სამუშაოდან გადაყენების მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 27 ოქტომბრის №4--- კანონით გაუქმდა 20-- წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (№1022 – Iს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი.

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლიც ითვალისწინებს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას:

1. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.

2. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება:

ა) მოხელის შვებულების დროს;

ბ) მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

გ) ამ კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოხელისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;

თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოხელის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

სასამართლო მიუთითებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორც მოსარჩელე გ--–- მა-–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე, დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.

კერძოდ, ადრე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა და 89-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.

ნორმით მოცემული საგამონაკლისო შემთხვევები, რომ თანამდებობრივი სარგო არ ნარჩუნდება საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენის, მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, ან მოხელის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში, გ--–- მა-–-----ესთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს.

დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანალოგიურ წესს ადგენს: სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების უფროსის გ--–- მა-–-----ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 20-- წლის 1-ელი მარტის №4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–- მა-–-----ე აღდგენილი იქნა და მოხდა მისი დაშვება, ამ სამსახურეობრივ პოზიციაზე, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის სამსახურიდან გადაყენების პერიოდის (201- წლის 25 მარტიდან, 20-- წლის 1-ელ მარტამდე) თანამდებობრივი სარგო მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

სასამართლომ დავის სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ვალდებული მოპასუხე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, გ--–- მა-–-----ეს აუნაზღაუროს, სამსახურიდან გადაყენების პერიოდის მიუღებელი სარგო (ხელფასი).

სასამართლო განმარტავს, რომ გ--–- მა-–-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადაყენება, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თავისი არსით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ნიშნავს. ამას ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ის ქმედებაც, რომ გ--–- მა-–-----ის გადაყენების პერიოდში ყოფნისას, მუნიციპალიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, 201- წლის 1-ლი ოქტომბრის №2-- ბრძანებით გ--–- მა-–-----ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს როგორც დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ისე, ადრე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით, რომ გ--–- მა-–-----ეს აუნაზღაუროს მიუღებელი თანამდებობრივი სარგო, უფლებამოსილების შეჩერების მთელი პერიოდისათვის, რამდენადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.

 

6.7. გ--–- მა-–-----ემ წერილობით არაერთგზის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას არც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით უმსჯელია და არც წერილობით უცნობებია პასუხი, დაინტერესებული პირისათვის.

სამუშაოდან გადაყენების (უფლებამოსილების შეჩერების) განმავლობაში, რომელიც მოიცავს პერიოდს 201- წლის 25 მარტიდან, 20-- წლის 1-ელ მარტამდე, გ--–- მა-–-----ეს არ მიუღია კუთვნილი თვიური სახელფასო ანაზღაურება, რომელიც ყოველი თვისთვის შეადგენს დარიცხულ 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებ, 648 ლარს.

გ--–- მა-–-----ესთან უფლებამოსილების შეჩერების დღიდან, მასთან უფლებამოსილების გა--ხლების დღემდე გავიდა 3 წელი, 11 სრული თვე და 4 დღე. აღნიშნული პერიოდის მიუღებელი სარგოს თანხა კი შეადგენს, ხელზე ასახებ 30 542.4 ლარს (47 თვე X 648 ლარზე = 30 4-- ლარს, 4 დღე X 21.6 ლარზე = 86.4 ლარს, ხოლო 86.4+304--=30542.4 ლარს). მოპასუხე მხარეს მიუღებელი სარგოს ოდენობა სადავოდ არ გაუხდია და ის დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი, მთელი პერიოდის საშტატო ნუსხითაც.

კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო მაშინ, როდესაც იმსჯელა გ--–- მა-–-----ესთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების აღდგენის შესახებ და 20-- წლის 1-ელი მარტის №4-- ბრძანებით იგი აღადგინა თავის სამსახურეობრივ პოზიციაზე, თუმცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარგოს გაცემის გადაწყვეტილება არ მიიღო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან, ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

სასამართლოს მიერ ადადგენილია ის გარემოებაც, რომ გ--–- მა-–-----ემ 20-- წლის 2 მარტის წერილით კიდევ ერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მიუღებელი სარგოს გაცემის მოთხოვნით, მაგრამ მისი მოთხოვნა ამის შემდეგაც არ დაკმაყოფილდა.

მიუღებელი სარგოს გაუცემლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, დავა აღძრას სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით, ქმედების დავალდებულების მოთხოვნითაც, რასაც ადგილი აქვს გ--–- მა-–-----ის სარჩელის შემთხვევაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ--–- მა-–-----ის მოთხოვნა გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დადგენილი წესიდან და მოპასუხე მხარე ვალდებულია, გასცეს გ--–- მა-–-----ეს მიუღებელი სარგო, მთელი პეიოდისათვის.

მოპასუხეს არ ათავისუფლებს ამ მოვალეობისაგან ის სამართლებრივი გარემოება, რომ უკანონო ბრალდების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოითხოვოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე ამ შემთხვევაში მოითხოვს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციას და მოპასუხე ვალდებულია, უზრუნველყოს მოსარჩელის ეს ლეგიტიმური მოთხოვნა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა, ის უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე უნდა დავალდებულდეს, გ--–- მა-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, 30 542.2 -ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და უ) ქვეპუნქტის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე, 331-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--–- მა-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, გ--–- მა-–-----ისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, 30 542.2 (ოცდაათიათას ხუთასორმოცდაორი ლარი და 20 თეთრი) ლარის ოდენობით.

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30).

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე