გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს------------------------
საქმე №3/5058-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები: თამთა კაკიაშვილი, ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ქ-----------------ა
წარმომადგენელი - ვ----–-------------
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------------–---–-
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 02.11.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ქ-----------------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარის ა------აზე შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისის მ---–------- რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 24 აგვისტოს რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერში N----ში შესწორების შეტანას, ბავშვის გვარის გრაფაში „ა------ას“ მითითების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გვარის ან სახელის შეცვლის აქტის ჩაწერის თაობაზე 1970 წლის 2 თებერვლის N-- სააქტო ჩანაწერის თანახმად, გ-------–---------–ს შეეცვალა გვარი და მიეთითა ა------ი. ამავე აქტის თანახმად, გ-------–---------ის არასრულწლოვან შვილად დაფიქსირებულია ნ--–----------–--------–---------–ი, დაბადების თარიღი 1--- წელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 02.02.1970 წ. N-- სააქტო ჩანაწერი (ს.ფ. 89, 91);
3.2. 2--------- წ. განხორციელებულ N--- დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად, ნ--–---------–ის გვარი - ა------–ი გადაშლილია, მითითებულია გვარი - ა------ი, რაც ასევე გადაშლილია და მითითებულია გვარი - ა------ა. დაბადების სააქტო ჩანაწერი განხორციელებულია მამის - ა------ას განაცხადის საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2--------- წ. განხორციელებულ N--- დაბადების სააქტო ჩანაწერი (ს.ფ. 93-94);
3.3. ქორწინების აქტის ჩანაწერის 1971 წლის 18 აპრილის N---- აქტის თანახმად, რ---–-----------------ისა და ნ--–---------–ის (გვარი ა------–ი გადაშლილია და მითითებულია ა------ა), ქორწინების შედეგად ქორწინების შემდეგ საცოლის გვარი დაფიქსირდა ა----------ა. ქორწინება შეწყვეტილია რ---–-----------------ის გარდაცვალებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქორწინების აქტის ჩანაწერის 1971 წლის 18 აპრილის N---- აქტი (ს.ფ. 81-84);
3.4. ქორწინების აქტის ჩანაწერის 1986 წლის 10 ოქტომბრის N--- აქტის თანახმად, ი----–--------------ისა და ნ--–---------–ის (გადაშლილია და მითითებულია ა------ი, რაც ასევე გადაშლილია და მითითებულია ა----------ა) ქორწინების შედეგად ქალის გვარი მიეთითა ა------–ი (გვარი ა------–ი გადაშლილია და მითითებულია ა----------ა).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქორწინების აქტის ჩანაწერის 1986 წლის 10 ოქტომბრის N--- აქტი (ს.ფ. 85-88);
3.5. თბილისის კრწანისი-მ---–------- რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილებით ნ--–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია ნ--–---------ასა და ი----–---------------ს შორის თბილისის მოქალაქეობის მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მიერ 1986 წლის 10 ოქტომბრის N--- აქტით.
განქორწინების აქტის ჩანაწერის 2002 წლის 24 ივლისს განხორციელდა ნ--–---------ისა და ი----–---------------ის განქორწინება. განსაქორწინებელ პირთა მონაცემებში დაფიქსირებულია ქალი - ნ--–---------ი, გვარი გადაშლილია და მითითებულია - ა----------ა, განქორწინების შემდეგ ქალის გვარის გრაფაში მითითებულია გვარი - ა------ი, გვარი გადაშლილია და მითითებულია ა----------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის კრწანისი-მ---–------- რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 146);
- განქორწინების აქტის ჩანაწერის 2002 წლის 24 ივლისის ჩანაწერი (ს.ფ. 142-145);
3.6. დაბადების აქტის ჩანაწერის 1--- წლის 24 აგვისტოს N--- აქტის თანახმად, ბავშვის გვარი მითითებულია ჯ---------ი (გვარი ჯ---------ი გადახაზულია და მითითებულია ა------–ი), ბავშვის სახელი - ქ--------ა, დაბადების დრო 2--------- წ.,ბავშვის მამად მითითებულია ი----–--------------ი, დედად დაფიქსირებულია ნ--–----------–--------–---------–, დედის გვარი გადაშლილია, მითითებულია ა------–ი, ასევე გადაშლილია გვარი ა------–ი, მითითებულია გვარი - ა------ა, გვარი ა------ა გადაშლილია და დაფიქსირებულია გვარი - ა----------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების აქტის ჩანაწერის 1--- წლის 24 აგვისტოს N--- აქტი (ს.ფ. 95-98);
3.7. 1995 წლის 28 ნოემბერს ქ-----------------ას სახელზე გაცემულია N--------- დაბადების მოწმობა, გაცემის საფუძვლად მითითებულია 1--- წლის 24 აგვისტოს N--- დაბადების სააქტო ჩანაწერი.
ქალაქ თბილისის 4--ე სკოლის მოსწავლის ბარათით დგინდება, რომ ქ-----------------ა სწავლობდა ხსენებულ სკოლაში მე-3-მე-6 კლასებში, 1997-2001 წლებში.
N4--ე საშუალო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - ქ-----------------ას მოსწრების მოწმობის თანახმად, ქ-----------------ა მე-2 კლასში სწავლობდა 1996-1997 წლებში.
ქ-----------------ას სახელზე გაცემული იყო სამგზავრო დოკუმენტი, N--------
ქ-----------------ას სახელზე ქ. მოსკოვის აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მიერ გაცემულია 2006 წელს ატესტატი.
რუსეთის ახალი უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს გაცემულია უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი ქ-----------------ას სახელზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 1995 წლის 28 ნოემბერს ქ-----------------ას სახელზე გაცემულია N--------- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 277);
- ქალაქ თბილისის 4--ე სკოლის მოსწავლის ბარათი (ს.ფ. 278-279);
- მოსწავლის მოსწრების მოწმობა (ს.ფ. 280-281);
- ატესტატი (ს.ფ. 213-214);
- დიპლომი (ს.ფ. 211-212);
- სამგზავრო დოკუმენტი (ს.ფ. 68);
3.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 მაისის N------------ გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკამყოფილდა. შესწორდა ნ--–---------ას დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გრაფაში გვარი „ა------ი“ „ა------ა“-ზე. ნ--–---------ას ქორწინების აქტის (1284) ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში ქორწინებამდელი გვარი „ა------–“ შესწროდა „ა------“-ზე აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარში საცოლის ქორწინების შემდგომი გვარი „ა----------“ შესწორდა „ა----------აზე“.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 მაისის N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 185-187);
3.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგნტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შესწორდა ქ-----------------–ის დაბადების აქტის ჩანაწერის დედის გრაფაში გვარი „ა------–ი“ „ა----------აზე“. უარი ეთქვა განმცხადებელს ქ-----------------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარის „ა------აზე“ შესწორების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგნტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-16);
3.10. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილებით ქ-----------------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგნტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 114-119);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 ინავრის N18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებები არიან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
6.2. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. ამავე კანონის 79-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 ინავრის N18 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. 2. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე წესის 59-ე მუხლის თანახმად: 1. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვის ადგილის მიხედვით. 2. მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა ხორციელდება გადაწყვეტილების გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე. 3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანისთანავე განმცხადებლის მოთხოვნით გაიცემა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ახალი მოწმობა.
დადგენილია, რომ დაბადების აქტის ჩანაწერის 1--- წლის 24 აგვისტოს N--- აქტის თანახმად, დაბადებისას ბავშვის გვარი მიეთითა მამის გვარი „ჯ---------ი“. შემდგომში 1--- წლის 24 აგვისტოს N--- აქტის ჩანაწერზე (ორივე ეგზემპლარზე) განხორციელებული მინაწერების თანახმად, მ---–------- რაიონის გამგეობის 1--- წლის 28 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე შეცვლილია ბავშვის გრაფაში დაფიქსირებული გვარი „ჯ---------ი“ და მიწერილია „ა------–ი“. სააქტო ჩანაწერის პირველ ეგზემპლარი შესწორებასთან ერთად შეიცავს მინაწერს - N---------, 28.11.1995 წ.; აღნიშნული მონაცემი შესაბამისობაშია 1995 წლის 28 ნოემბერს ქ-----------------ას სახელზე გაცემულ N--------- დაბადების მოწმობის მონაცემებთან. აღნიშნული დაბადების მოწმობა მხარეს დაცული აქვს დედანი დოკუმენტის სახით, რაც დათვალიერებული იქნა სასამართლო სხდომაზე, ხოლო ასლი მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს (ს.ფ. 21).
დადგენილია, რომ ქ-----------------ას აღნიშნული დაბადების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული აქვს რიგი სამართლებრივი მოქმედებები: ქალაქ თბილისის 4--ე სკოლის მოსწავლის ბარათით დგინდება, რომ ქ-----------------ა სწავლობდა ხსენებულ სკოლაში მე-3-მე-6 კლასებში, 1997-2001 წლებში. N4--ე საშუალო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის - ქ-----------------ას მოსწრების მოწმობის თანახმად, ქ-----------------ა მე-2 კლასში სწავლობდა 1996-1997 წლებში. ქ-----------------ას სახელზე გაცემული იყო სამგზავრო დოკუმენტი, N-------- ქ-----------------ას სახელზე ქ. მოსკოვის აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მიერ გაცემულია 2006 წელს ატესტატი. რუსეთის ახალი უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს გაცემულია უმაღლესი პროფესიული განათლების დიპლომი ქ-----------------ას სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ--------ა ჯ---------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარი შეიცვალა ადმინისტრაციული ორგანოს - მ---–------- რაიონის გამგეობის დადგენილების საფუძველზე და მიეთითა გვარი „ა------–ი“, თუმცა ვერც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ვერც სასამართლოში დავის განხილვისას ვერ იქნა მოძიებული მ---–------- რაიონის გამგეობის 1--- წლის 28 დეკემბრის დადგენილება ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ქ--------ა ჯ---------ის შეცვლილი გვარის დადგენას ხელსშეუწყობდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის სახელზე გაცემულია დაბადების მოწმობა გვარით - „ა------ა“, ამავე გვარით გაცემულია სამგზავრო დოკუმენტი, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეს განხორციელებული აქვს როგორც არასრულწლოვანების, ისე სრულწლოვანების პერიოდში მრავალი სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედება.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ქ-----------------ას კანონიერი ნდობა მის სახელზე არსებული დაბადების მოწმობის მიმართ და სადღეისოდ, მოსარჩელის გვარის სხვაგვარად - „ა------–ი“ დადგენა, მხოლოდ იმ მოსაზრებაზე დაფუძნებით, რომ აღნიშნული მონაცემი ასახულია სააქტო ჩანაწერში, უთანაბრდება თუ არა კანონიერი ნდობის ობიექტის აღმჭურველი აქტი ბათილად ცნობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გვარის შეცვლის მომენტში ქ--------ა ჯ---------ი იყო მცირეწლოვანი; მისი გვარი დაბადების მოწმობის მიხედვით, როგორც საშუალო სკოლაში სწავლისას, ისე ახლობლებისათვის იყო ა------ი (იხ. 18.12.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი, მოწმის ჩვენება); მან ასევე სრულწლოვანების მიღწევამდე დატოვა საქართველო და საშუალო სკოლა დაასრულა მოსკოვში, სადაც იგი ასევე დაფიქსირებული იყო ა------ას გვარით; ამავე გვარით მან ისწავლა უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში და მიიღო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი. ამდენად, ქ-----------------ასთვის გვარის შეცვლის მომენტში, ასევე შემდგომ პერიოდში უცნობი იქნებოდა სააქტო ჩანაწერის მონაცემები, იგი ენდობოდა დაბადების მოწმობაში ასახულ მონაცემებს, რომელიც სადავოდ არასოდეს გამხდარა.
სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ დასკვნას ვერ გადაწონის მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ ქ--------ა ჯ---------ის დაბადების მომენტში დედის გვარი ნამდვილი გვარი სააქტო ჩანაწერების მიხედვით იყო ა----------ი (პირველი ქორწინებიდან), ხოლო მეორე ქორწინებისას განხორციელებული სააქტო ჩანაწერში საცოლის გვარი არის ა------–ი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქორწინების აქტის 1986 წლის 10 ოქტომბრის N--- ჩანაწერზე, სადაც ორივე ეგზემპლარის მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად დგინდება, რომ ქორწინების მომენტში საცოლის გვარი დაფიქსირდა - „ა------–ი“. სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 მაისის N------------ გადაწყვეტილების შესაბამისად საცოლის გვარი „ა------–ი“ შეიცვალა გვარით - „ა------ი“, ხოლო ქორწინების შემდეგი ქალის გვარი დაფიქსირდა ა----------ად. ამავე სააქტო ჩანაწერის პირველ ეზემპლარზე საცოლის გვარი შეცვლის საფუძვლად მითითებულია მ---–------- მმაჩის ბიუროს 02.02.1970 წ. N-- სააქტო ჩანაწერი ნ--–---------–ის მამის - გ-------–---------–ის გვარის შეცვლის თაობაზე (ს.ფ. 85). გარდა ამისა, თბილისის კრწანისი-მ---–------- რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ივლისის N------ გადაწყვეტილებით ნ--–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია ნ--–---------ასა და ი----–---------------ს შორის თბილისის მოქალაქეობის მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მიერ 1986 წლის 10 ოქტომბრის N--- აქტით.
სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სააქტო ჩანაწერსა და პირის კუთვნილ საბუთს შორის უზუსტობის აღმოჩენისას ნამდვილად მიიჩნევა სააქტო ჩანაწერის მონაცემები, თუმცა ამ პირობებში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოებული სააქტო ჩანაწერების არაერთი ურთიერთშეუსაბამო მონაცემი, ამასთან, შესაბამის საარქივო მონაცემებში დაცული არ არის ქ--------ა ჯ---------ის გვარის შეცვლის დოკუმენტი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სახეზეა არაერთი სამართლებრივი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, არასრულწლოვან ქ-----------------აზე გაცემული პასპორტი, სასამართლო გადაწყვეტილება, დედის პასპორტი, გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14.05.1996 წ., ბაბუის გვარის შეცვლის სააქტო ჩანაწერი), საიდანაც დგინდება, რომ ქ-----------------ას აღმავალი შტოს გვარი ნამდვილად არის ა------ა.
ამდენად, დაბადების მოწმობის მფლობელის კანონიერი ნდობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით პირდაპირ დადგენილი არ არის, თუმცა შესაბამის ნორმათა გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ დაბადების მოწმობას, როგორც უკვე არსებული ფაქტის (მცირეწლოვანი ბავშვის გვარის შეცვლის აქტის) დამადასტურებელ სპეციალურ დოკუმენტს, რეალაქტს გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს გვარის შენარჩუნების უფლებამოსილება ენიჭება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. ასევე სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, მოსარჩელისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობას შორის შეუსაბამობის, ან სააქტო ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დროს გვარის არასწორად მითითების ფაქტი, იგი როგორც გვარის შეცვლის, ისე დაბადების მოწმობის მიღების დროს იყო მცირეწლოვანი. იგი ენდობოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობის მონაცემების კანონიერებას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, ვინაიდან დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა.
ყოველივე აღნიშნული, ადასტურებს რომ ქ-----------------ამ დაბადების მოწმობის საფუძველზე, ნამდვილად განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით ქ-----------------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარის ა------აზე შესწორებაზე უარის თქმით დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ქ-----------------ა საქართველოს მოქალაქე აღარ არის, ამიტომ იგი ისტორიული გვარის აღდგენის, ან გვარის კანონიერად აღიარების პროცედურებით ვერ ისარგებლებს (სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 65-66-ე მუხლები). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილებით ქ-------- ა------ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგნტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ-----------------ას სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ქ-----------------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარის ა------აზე შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისის მ---–------- რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 24 აგვისტოს რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერში N----ში შესწორების შეტანა, ბავშვის გვარის გრაფაში „ა------ას“ მითითების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-24--ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N----------- გადაწყვეტილება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მაისის N------------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი;
4. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ-----------------ას სახელზე არსებულ N--- დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ბავშვის გვარის - ა------–ის ნაცვლად დაფიქსირდეს გვარი - ა------ი;
5. მოპასუხეებს დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ქ-----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე