გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
170210118002695066
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 170210118002695066

საქმე #2/251-18 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო შესავალი ნაწილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი“ (ს/კ 2--------) წარმომადგენელი - ლე-----------ე მოპასუხეები - თი-----------------–---–ი (პ/ნ 2----------), უშ-----------–---–ი (პ/ნ 2----------), გუ-–-----------------–---–ი (პ/ნ 0----------) დავის საგანი: თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი 1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 17 746.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -15 856.46 ლარი, სარგებელი - 886.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1003.85 ლარი. 1.2. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 532.40 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50.00 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ სს ,,სა---------–--------ი“-სა და თი-----------------–---–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა #4769118 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თი-----------------–---–ზე გაიცა სესხი 25 000.00 ლარის ოდენობით, 20 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 16 %-ის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ,,სა---------–--------ი“-სა და მოპასუხეებს - უშ-----------–---–ს და გუ-–-----------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც გუ-–----------------–---–მა და უშ-----------–---–მა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 50 000.00 ლარის ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე თი-----------------–---–ის დავალიანება 2018 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 17 746.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 856.46 ლარი, სარგებელი - 886.37 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 003.85 ლარი. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ასრულებენ მათზე ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს: 1. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 17 746.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -15 856.46 ლარი, სარგებელი - 886.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1003.85 ლარი; 2. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 532.40 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა თი-----------------–---–მა, უშ-----------–---–მა და გუ-–----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით და ზეპირი განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 12 000.00 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სარგებელს მოპასუხე თი-----------------–---–მა განმარტა, რომ გაცილებით მეტს იხდიდა პროცენტის სახით ვიდრე გრაფიკით იყო გათვალისწინებული, რის გამო მიაჩნია, რომ მის მიერ გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს ძირითად ვალში. ამასთან ითხოვს, ძირითადი თანხა გადაუნაწილდეს შეღავათიანი გრაფიკით. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. სს ,,სა---------–--------ი“-სა და თი-----------------–---–ს შორის 2017 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა #4769118 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თი-----------------–---–ზე გაიცა სესხი 25 000.00 ლარის ოდენობით, 20 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 16 %-ის დარიცხვით, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სესხის განაცხადი #6274547 (ს.ფ. 17) - სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 32-33) 3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ,,სა---------–--------ი“-სა და მოპასუხე - უშ-----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უშ-----------–---–მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 50 000.00 ლარის ფარგლებში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - განცხადება და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34-47) 3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ,,სა---------–--------ი“-სა და მოპასუხე - გუ-–-----------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გუ-–----------------–---–მა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 50 000.00 ლარის ფარგლებში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - განცხადება და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-61) 3.1.4. მოპასუხე თი-----------------–---–ის დავალიანება 2018 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 17 746.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 856.46 ლარი, სარგებელი - 886.37 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 003.85 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 62) 3.1.5. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–სა და გუ-–----------------–---–ს 2018 წლის 29 აგვისტოს სს ,,სა---------–--------მა’’ გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლის თანახმად, მოპასუხეებს ეცნობათ არსებული დავალიანების შესახებ და დაევალათ ორი კვირის განმავლობაში მისი დაფარვა, თუმცა, მოპასუხეების მხრიდან აღნიშნულ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - შეტყობინების წერილები (ს.ფ. 63-65) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს სს ,,სა---------–--------ი’’-ს და თი-----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 25 000.00 ლარის ოდენობით, წლიურ 16 პროცენტად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 თვე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე თი-----------------–---–მა მიიღო სრულად. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა სესხის ძირი თანხის დაფარვა მოვალეებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სს ,,სა---------–--------ი“-სა და მოპასუხე - გუ-–-----------------–---–სა და უშ------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 50 000.00 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „სა---------–--------ის” მოთხოვნა თი-----------------–---–ის დ უშ-----------–---–ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის (სარგებელი) - 886.37 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი 12 000.00 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 68% და ამ პროპორციულობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მხარეები თავისუფლებიან. რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 172.40 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,სა---------–--------ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების თი-----------------–---–ის, უშ-----------–---–ის და გუ-–-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 17 746.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -15 856.46 ლარი, სარგებელი - 886.37 ლარი, პირგასამტეხლო - 1003.85 ლარი;

 

3. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი’’-ს დაუბრუნდეს 2018 წლის 17 ოქტომბერს საგადახდო დავალება #121 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (532.40 ლარი) ნაწილი - 360.00 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300083150; ბანკის კოდი TRESGE22;

4. მოპასუხეებს თი-----------------–---–ს, უშ-----------–---–ს და გუ-–----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 172.40 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა