გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2019
საქმის ნომერი
010210018002603244
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002603244

N2-3538/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე-ედ--რ აბ---–--ე

მოპასუხე- ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ო“

წარმომადგენელი - და--თ ფუ--------ე

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის N02/114 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ედ--რ აბ---–--ისათვის დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის, საყვედურის შეფარდების შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 1 მაისს, ედ--რ აბ---–--ე დაინიშნა ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 24 მაისს, ი/მ და--თ სი---------ან გააფორმა მინდობილობა საადვოკატო მომსახურების გაწევაზე, რის საფუძველზე მიენიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით ეწარმოებინა სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. 2018 წლის 24 ივლისს, გააცნეს შრომის შინაგანაწესი, ხოლო 23 ივლისს ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ დირექტორის N02/114 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. დისციპლინირების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ი/მ და--თ სი------ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოებულ სამართლებრივ დავაში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან დაიწყო 2018 წლის 1 მაისის ბრძანებით, რომელშიც არაფერია ნათქვამი საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. დამსაქმებელს, სამუშაოზე მიღებისას, არ შეუზღუდავს მისთვის შეთავსებით დასაქმება. ამასთან, იგი წარმომადგენობით უფლებამოსილებას ახორციელებდა არა მოპასუხის წინააღმდეგ, არამედ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ო“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია, რომელსაც დაკისრებული აქვს ყოფილი კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციების შესრულება, მათ შორის, ი/მ და--თ სი------ს მიერ ტენდერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კონტროლი. მოსარჩელე წარმოადგენდა სამსახურის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს. მიუხედავად გაფრთხილებისა, შეეწყვიტა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ არ გააუქმა მინდობილობა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებით, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, ერთის მხრივ დამსაქმებლის ინტერესებსა და მეორეს მხრივ მოსარჩელის ინტერესებს შორის. მოპასუხე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელეს სწორად შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“ და ბრძანება კანონიერია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 აპრილის N 1344 ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ო“ (შემდეგში - „სამმართველო“). ამავე ბრძანებით, სამმართველოს დამფუძნებელია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი; სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მერის გადაწყვეტილებით; სამმართველოს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ. ბათუმის მერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 3 აპრილის N1344 ბრძანება (ს.ფ.12-13)

 

3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის N1859 ბრძანებით სამმართველოს მიენიჭა ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში, მითითებული ხელშეკრულებების შესრულებლის კონტროლი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა, მიღება-ჩაბარება, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა.

აღნიშნული ბრძანების დანართში, სამმართველოს მხრიდან კონტროლს დაქვემდებარებულ ხელშეკრულებათა ჩამონათვალში, მითითებულია ი/მ და--თ სი---------ან ქ. ბათუმში, მესხის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, დადგენილია, რომ სამმართველო ახორციელებდა აღნიშნული მეწარმის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 10 მაისის N1859 ბრძანება და ბრძანების დანართი (ს.ფ. 95-102)

3.1.3. სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 1 მაისის N02/79 ბრძანებით, ედ--რ აბ---–--ე დაინიშნა სამმართველოს ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2018 წლის 14 მაისს, სამმართველოს დირექტორის ბრძანებით, დამტკიცებული იქნა სამმართველოს შინაგანაწესი. აღნისნული შინაგანაწესი ედ--რ აბ---–--ეს გაეცნო 2018 წლის 24 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შრომის შინაგანაწესი (ს.ფ. 24-34)

-2018 წლის 1 მაისის ბრძანება N02/79 (ს.ფ. 14)

 

3.1.4. 2018 წლის 24 მაისს, ი/მ და--თ სი------მ, როგორც მარწმუნებელმა, ედ--რ აბ---–--ეს, როგორც რწმუნებულს, მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოედგინა მარწმუნებელი ყველა ინსტანციის სასამართლოში და დაეცვა მისი ინტერესები. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოცემული მინდობილობის ფარგლებში, მოსარჩელე იცავდა ი/მ და--თ სი------ს სამართლებრივ ინტერესებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ მიმდინარე დავაში.

2018 წლის 1 ივნისს, ი/მ და--თ სი------მ წერილით მიმართა სამმართველოს, ქ. ბათუმში, მესხის ქუჩაზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებზე წარმოდგენილი შუალედური შესრულების შესაბამისად, დაუყოვნებლივი ფინანსური ანგარიშსწორების მოთხოვნით. ამავე წერილის შესაბამისად, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმე დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართავდა სასამართლოს. ი/მ და--თ სი------მ სამმართველოს განმეორებით მიმართა 2018 წლის 13 ივნისს. წერილის თანახმად, იგი არ ეთანხმება ქ. ბათუმის მერის პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და თხოვს სამმართველოს დაუყოვნებლივ მოახდინოს ფინანსური ანგარიშსწორება.

2018 წლის 21 ივნისს, ი/მ და--თ სი------მ, ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელი მარწმუნებლის სახელით შეიტანა ედ--რ აბ---–--ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მინდობილობა (ს.ფ. 18-19)

-2018 წლის 1 ივნისის წერილი (ს.ფ.91-92)

-2018 წლის 13 ივნისის წერილის (ს.ფ.93-94)

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობა (ს.ფ. 20)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ 2018 წლის 23 ივლისის N02/114 ბრძანებით, სამმართველოს იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ედ--რ აბ---–--ეს, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური. დასაქმებულის დისციპლინირების საფუძველი გახდა ი/მ და--თ სი------ს მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, იმ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, რომლის ადმინისტრირებასაც მერიის დავალებით ახორციელებდა სამმართველო. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ედ--რ აბ---–--ე აღნიშნულ დავაში ახორციელებდა მოსარჩელის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რაც დამსაქმებლის პოზიციით ქმნის ინტერესთა კონფლიქტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და ლახავს სამმართველოს რეპუტაციას, ღირსებას და პრესტიჟს.

ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს შეიძლება თუ არა, ედ--რ აბ---–--ის მიერ, ი/მ და--თ სი------ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ წარმართულ დავაში, სამმართველოს კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით, განხილული იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი, დამსაქმებულსა და დასაქმებულს შორის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ.

ამდენად, მოცემული შრომითსამართლებრივი და--ს გადაწყვეტისას დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა იმის მტკიცება, რომ ედ--რ აბ---–--ის დისციპლინირება გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ, სამმართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო ან მის საქმიანობაში ასეთი ქმედების რისკების პრევენციის მიზნით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ედ--რ აბ---–--ის ქმედებაში, სამმართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სახეზე იყო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინტერესთა კონფლიქტი, რაც სამართლიანად გახდა ედ--რ აბ---–--ისათვის საყვედურის შეფარდების და ამავე ბრძანებით მისი გაფრთხილების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 23 ივლისის N02/114 ბრძანება (ს.ფ. 21-22)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.

- საქართველოს კონსტიტუცია,- შრომის კოდექსი

-სამოქალაქო კოდექსი 6.სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამავე კანონის მეორე მუხლით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

შრომის კოდექსის ზოგადი დებულებები განსაზღვრავს მხარეთა კერძო შრომითსამართლებრივი ურთიერთობების ნორმატიულ ჩარჩოს და განმარტავს ძირითად კონსტიტუციურ მოდელს, რომლის ფარგლებშიც უნდა ხორციელდებოდეს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. აღნიშნულ დებულებებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს შრომითი ურთიერთობების ნებაყოფლობითობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპს. შრომით ურთიერთობებში შესვლით დამსაქმებელი ვალდებულებას იღებს ურთიერთობა წარმართოს დასაქმებულთან თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, ამასთან, დასაქმებული ნებაყოფლობით იღებს ვალდებულებას საქმიანობა განახორციელოს დამსაქმებლის ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით და მიიღოს ამ საქმიანობის შესრულებისათვის შეთანხმებული საზღაური.

შრომითი ურთიერთობების დაწყების საფუძველია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომის კოდექსის 6.3 მუხლით პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო სწორედ ასეთი სახით.

შრომის კოდექსის მე-8 მუხლით შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. 2. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება ედ--რ აბ---–--ესთან დაიდო დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით, რის გამოც მხარეთა შორის არ იქნა კონკრეტულად განსაზღვრული დასაქმებულის ვალდებულება სხვა დამსაქმებელთა შეთავსებით მუშაობაზე. თუმცა, ნორმა ცალსახად განმარტავს, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს შეზღუდოს დასაქმებულის მიერ სხვა სამუშაოს შესრულება თუ აღნიშნული ხელს შეუშლის მისი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანია, შეზღუდვის სახელშეკრულებო დათქმის არარსებობის პირობებში, უფლებამოსილი იყო თუ არა დასაქმებული გამოეცა სადავო ბრძანება, დასაქმებულის დისციპლინირების თაობაზე. სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ედ--რ აბ---–--ე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კერძო საადვოკატო საქმიანობა ძირითად სამუშაოსგან თავისუფალ დროს. დავის საგანს წარმოადგენს მის მიერ ისეთი სამუშაოს განხორციელების შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლიდა მისი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებას. მოვალეობათა სრულფასოვნად შესრულებაში მოიაზრება არა მხოლოდ ისეთი შეთავსებითი სამუშაო , რომელიც ძირითად სამუშაოს პროცესთან თავსებადია დროში, არამედ ისეთი სამუშაოც, რომელიც არ ეწინააღმდეგება ძირითადი დამსაქმებლის საქმიანობის პოლიტიკას, მის მიზნებსა და ამოცანებს. ედ--რ აბ---–--ის შემთხვევაში, მის მიერ ი/მ და--თ სი------სათვის გაწეული საადვოკატო მომსახურება, ვერ აღიქმებოდა დამსაქმებლის მიერ, შრომის კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილ ორ დამსაქმებელთან მუშაობის თავსებადობის პრინციპთან.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 აპრილის N 1344 ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ო“. ამავე ბრძანებით, სამმართველოს დამფუძნებელია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მითითებული ბრძანებით სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მერის გადაწყვეტილებით, სამმართველოს საშტატო განრიგს და წესდებას ამტკიცებს ქ. ბათუმის მერი. ასევე, დადგენილი იქნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის N1859 ბრძანებით, სამმართველოს მიენიჭა ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული, წინამდებარე ბრძანების დანართში, მითითებული ხელშეკრულებების შესრულებლის კონტროლი, რაც გულისხმობდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობას, მიღება-ჩაბარებას, მერიაში დაფინანსების (ანგარიშსწორების) და ხელშეკრულებებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენას. სამმართველო, მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდა ი/მ და--თ სი---------ნ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს, ტექნიკურ ზედამხედველობას, ამავე ხელშეკრულების მიხედვით ფინანსური ანგარიშსწორების დასკვნისა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადდებების წარმოდგენას.

პრაქტიკულად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ქ. ბათუმის მერი, სამმართველოს მინიჭებული ჰქონდა დელეგირება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება-ვალდებულების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია სამმართველოს ნებისმიერი თანამშრომლის, ვალდებულებას წარმოადგენდა საქმიანობის განხორციელება დასაქმებულის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ედ--რ აბ---–--ე, სადავო ბრძანების გამოცემის დროს წარმოადგენდა სამმართველოს იურისტს. მისი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობდა, სწორედ, სამართლებრივი კონტროლის ფუნქციის განხორციელებაში. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, მას შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა სამმართველოში არსებულ ყველა ფინანსურ, თუ ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაციასთან, რომელიც მისივე დაცვის ქვეშ მყოფ მეწარმეს ეხებოდა. სასამართლო ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა- განმარტებაში მითითებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა ედ--რ აბ---–--ემ სამსახურეობრივი მდგომარეობა, თავად ეს ფაქტი, წარმოშობს ინტერესთა შეუთავსებლობას და კონფლიქტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

დადგენილია, რომ ი/მ და--თ სი------ არ ეთანხმებოდა სამმართველოს პოზიციას ფინანსურ ანგარიშგებასთან და შემდგომში- ქ. ბათუმის მერის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ უარყვია ის გარემოება, რომ 2018 წლის 24 მაისს, სწორედ ამ სადავო საკითხების მოწესრიგების მიზნით გასცა მასზე მეწარმემ მინდობილობა. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის გაცემის შემდეგ და--თ სი------მ ორჯერ მიმართა სამმართველოს 2018 წლის 1 ივნისს და 13 ივნისს წერილობით, ანგარიშსწირების გაცემის მოთხოვნით, რასაც შეეძლო შეექმნა დამსაქმებლის გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ აღნიშნული წერილები მომზადდა, სწორედ, ედ--რ აბ---–--ის მონაწილეობით. სასამართლო, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 21 ივნისს, ი/მ და--თ სი------მ, ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ, სარჩელის შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სარჩელი მარწმუნებლის სახელით შეიტანა რწმუნებულმა ედ--რ აბ---–--ემ. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უშუალოდ მონაწილეობდა იმ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებაში, ასევე, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაში, რომელიც სამმართველოს საქმიანობის, მისი პოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან დამსაქმებლისაგან მიიღო ზეპირი თანხმობა განეხორციელებინა მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პირველ რიგში ეს გარემოება მხარემ ვერ დაადასტურა სარწმუნო მტკიცებულებებით. ამასთან, ცხადია, რომ სადავო ბრძანების გამოცემამდე ის სამართლებრივ დახმარებას უწევდა ი/მ და--თ სი------ს, რაც გამოიხატა სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში წარდგენაში. ეს კი თავის მხრივ უკვე ნიშნავდა გარკვეული სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოგროვებას, სწორედ, სამმართველოს საქმიანობის სფეროდან.

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი და შესაბამისად, დავა მიმართული იყო არა სამმართველოს, არამედ ქ. ბათუმის მერის წინააღმდეგ და ეს გამორიცხავდა ინტერესთა კონფლიქტს. პირველ რიგში, სასამართლო კიდევ ერთხელ უთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ბათუმის მერია წარმოადგენს სამმართველოს დამფუძნებელს, ხოლო სამმართველოს საქმიანობა დაკავშირებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 10 მაისის N1859 ბრძანებით დელეგირებული უფლება-ვალდებულებების განხორციელებასთან, მათ შორისაა ი/მ და--თ სი---------ან გაფორმებული ხელშეკრულება. ამდენად, ედ--რ აბ---–--ე, როგორც ი/მ და--თ სი------ს უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, თუ კეთილსინდისიერად იზრუნებდა მარწმუნებლის ინტერესების დაცვაზე, ამით, მისი საქმიანობა, ყველა შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოვიდოდა დამსაქმებლის ინტერესებთან, მიუხედავად იმისა, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოპასუხეს წარმოადგენდა თუ არა უშუალოდ სამმართველო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ედ--რ აბ---–--ის ქმედება იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს იმ დაწესებულების მიმართ, რომლის თანამშრომელსაც წარმოადგენდა, აღნიშნულით კი, მისი მხრიდან დაირღვა სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეებს შორის, სამოქალაქო უფლებათა მართლზომიერად განხორციელების პრინციპი.

6.2. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმ პოზიციას, რომ შრომით ხელშეკრულებაში შეზღუდვის არარსებობის პირობებში, დამსაქმებელს არ შეეძლო მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების რომელიმე ფორმის გამოყენება. მისი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ შრომის შინაგანაწესი გააცვნეს სადავო ბრძანების გამოცემის მეორე დღეს. ამდენად, მისთვის არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი არსებული შეზღუდვის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 6.5. მუხლით შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. ამავე კოდექსის 13.1 მუხლით დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს. 2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულსა და დამსაქმებლის ურთიერთობის სპეციალური წესები, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. შრომის შინაგანაწესი ფაკულტატური დოკუმენტია.

შრომის კოდექსი მიუთითებს იმ სავალდებულო შემთხვევაზე, როცა შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. სხვა შემთხვევაში, მათ შორის დისციპლინირების უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენების შემთხვევაში, შრომის შინაგანაწესის არსებობა აუცილებელი არაა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, შეუძლებელია შრომით შინაგანაწესში აისახოს ყველა შესაძლო ქცევის წესი, ან ვალდებულება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მხარეთა უფლებების ან მოვალეობების დარღვევა. ყოველი შემთხვევა განხილული უნდა იქნეს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების მართლზომიერად განხორციელებისა და სამოქალაქო უფლებათა ბოროტად გამოყენების ჭრილში და შეფასდეს ინდივიდულურად. ამდენად, ის გარემოება, რომ შრომის შინაგანაწესი მოსარჩელეს გააცნეს სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ, არ ცვლის ამ ბრძანების გამოცემის მართლზომიერებას. სახეზეა ედ--რ აბ---–--ის მიერ, თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების არამართლზომიერად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის საქმიანობისა და ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამსაქმებელს აძლევდა, მის მიმართ ნაკლებად მზღუდავი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების უფლებას.

ნაკლებად მკაცრი დისციპლინირების ფორმა, თავისი არსით, სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ შენარჩუნდეს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის (Ultima Ratio) დარღვევის გამოსწორების გზით. ესაა პრევენციული ღონისძიება, რომლითაც დამსაქმებელი გამოხატავს თავის პოზიციას დასაქმებულის მიმართ, მის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის გამო და უთითებს მომავალში, მსგავსი ქმედების აკრძალვის შესახებ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის დარღვევა, რაც დამსაქმებელს აძლევდა უფლებას გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ საყვედური. აღსანიშნავია, რომ ამავე ბრძანებით ედ--რ აბ---–--ე გაფრთხილებული იქნა ქმედების შეწყვეტისა და მინდობილობის გაუქმების აუცილებლობის შესახებ. დამსაქმებლის ეს ქმედება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მოსარჩელე ვერ მიუთითებს ამ ბრძანების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცემის საფუძველზე. უფრო მეტიც, შრომის პირობების არსებითი ხასიათის დარღვევის ჩადენის გამო, თავდაპირველად დისციპლინური პასუხისმგებლობის ნაკლებად მზღუდავი ზომის გამოყენება სრულად შეესაბამება, როგორც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას), ისე _ ზემოხსენებული Ultima Ratio-ს პრინციპს. (სუსგ. საქმე №ას-914-854-2017 5 ივნისი, 2018 წელი).

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ა(ა)იპ „სა---–----------------------------------------–---–-------------------–ოს“ 2018 წლის 23 ივლისის N02/114 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ედ--რ აბ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე