გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210017002040265
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20768-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - შპს „მ--“

წარმომადგენელი - ან--------–-–---–ი, მა----------------ი

მოპასუხე - საქართველოს მ-------------------------–-ა

წარმომადგენელი - ზა-------------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე საქართველოს მ-------------------------–-ას მოსარჩელე შპს „მ--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 24 126,44 ლარის გადახდა.

 

(მტკიცებულება: 10.12.2013 წლის სარჩელი, 24.01.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მ--------------–--–----ამ (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) მოსარჩელისაგან შეიძინა სხვადასხვა საქონელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა - 24 126,44 ლარი, რაც დღემდე არ აუნაზღაურებია და მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის საფასურის მოპასუხისათავის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგნილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მ---------------–--–----ა (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) წარმოადგენს სამართალსუბიექტს, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულია შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს წერილობითი ფორმით. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე.

 

გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათთვის უცნობია საგადასახდო ანგარიშფაქტურაში მითითებული პროდუქცია მიიღო თუ არა მ---------------–--–----ამ (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა).

 

(მტკიცებულება: 03.01.2014 წლის შესაგებელი, 24.01.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2009 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელეს შპს „მ--“-ის და მოპასუხე საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 24 იანვარი);

- 2009 წლის 19 აგვისტოს საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (# 2--) ;

- 19.08.2009 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი;

- 16.12.2009 წლის სასაქონლო ზედნადები; სასაქონლო ზედნადების დანართი;

- 01.03.2013 წლის გი---------–--–---–ის გასაუბრების ოქმი;

- 14.01.2013 წლის ან--------–-–--–ის გასაუბრების ოქმი;

- 26.01.2013 წლის ივ-------------–ის გასაუბრების ოქმი;

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 10 დეკემბერი).

 

3.2.2. მოსარჩელე შპს „მ--“-იმ მოპასუხე საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) 2009 წლის 16 დეკემბერს მიაწოდა გარკვეული რაოდენობისა და დასახელების საქონელი.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს 2009 წლის 16 დეკემბერს განხორციელებული მიწოდების ფასის ანაზღაურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 24 იანვარი);

- 19.08.2099 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი;

- 16.12.2009 წლის სასაქონლო ზედნადები; სასაქონლო ზედნადების დანართი;

- 14.01.2013 წლის ან--------–-–--–ის გასაუბრების ოქმი;

- 26.01.2013 წლის ივ-------------–ის გასაუბრების ოქმი;

- 01.03.2013 წლის გი---------–--–---–ის გასაუბრების ოქმი;

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 10 დეკემბერი).

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) 2009 წლის 16 დეკემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება - 24 126.44 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისივე მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს რა მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც საქონლის მიწოდების ფაქტი, ასევე მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. მოპასუხის განმარტებით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. ამდენად, სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა უნდა დადასტურდეს წერილობითი ხელშეკრულებით და არა მხოლოდ გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები“. შესაბამისად, სასამართლო დადეგნილად მიიჩნევს, რომ სახეზეა ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა და მოცემული დავა ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს და არა საჯარო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავი ნივთის შესაძენად წერილობითი ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. მოძრავ ნივთზე შემძენისათვის საკუთრების უფლების გადასაცემად საკმარისია მხარეთა შორის შეთანხმება და მისთვის ხელშეკრულების საგნის პირდაპირ მდლობელობაში გადაცემა.

 

მოპასუხის განმარტებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საგადასახადო დოკუმენტს და მისი არსებობით არ შეიძლება ცალსახად დადასტურდეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემის ფაქტი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას მყიდველის სახით ხელს აწერს გაურკვეველი პირი (ივ-------------–ი, გი---------–--–---–ი) და უცნობია ჰქონდა თუ არა მას უფლება საქართველოს მ---------------–--–----ისაგან (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) დაედასტურებნათ მითითებული საგადასახადო დოკუმენტი. როგოგორც, მოწმეთა ჩვენებით და ასევე, ფინანსთა სამინისტროს წინასაგამოძებო შემოწმების მასალებზე დაყრდნობით ირკვევა, სადაო ანგარიშფაქტურაზე ხელმომწერი პირებები - გი---------–--–---–ი და ივ-------------–ი საქართველოს მ---------------–--–----აში (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) წლების განმავლობაშ მუშაობდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლო პერიოდში მათ ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა საქართველოს მ---------------–--–----ის (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) მომარაგება სხვადასხვა სახის კომპიუტერული საქონლით, ასევე სახარჯი მასალით. აღნიშნულ საქმიანობას გი---------–--–---–ი და ივ-------------–ი ახორციელებდნენ ერთად. კანცელარიაში ამა თუ იმ საქონლის შეტანასთან დაკავშირებით აღნიშნული პირები მითითებებს ღებულობდნენ უშალო ზედამხედველის, სამეურნეო განყოფილების უფროსისაგან გი-------------–-–---–ისაგან. მითითებების მიღების შემდეგ, სათანდაო წესების დაცვით ახდენდნენ საქონლის შეძენას სხვადასხვა სავაჭრო სუბიექტებისაგან, ანგარიშსწორება ხდებოდა სათანადო ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის და მისი ორივე მხარის მიერ დამტკიცების შემთხვევაში. ანგარიშსწორება ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით. ივ-------------–სა და გი---------–--–---–ს აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ სიტყვიერი შეთანხმების გზით და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის აქტი გაცემული არ ყოფილა. 2009 წლის 16 დეკემბერს შპს „მ--“-ის ხელმძღვანელ პირსა და საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) შორის, წარმომადგენელ ივ-------------–სა და გი---------–--–--–ის მეშვეობით, გაფორმდა ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველოს მ---------------–--–----ამ (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) შპს „მ--“-ისაგან შეიძინა სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა, რომლის ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 24 126.44 ლარი. აღნიშნული ნივთების გადაცემის შესახებ შპს „მ--“-ის მიერ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები. ივ-------------–სა და გი---------–--–---–ის განმარტებით, მათ შპს „მ--“-ის დირექტორისაგან შეიტყვეს, რომ საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) არ აუნაზღაურებია მიწოდებული საქონლის ღირებულება შპს „მ--“-ისათვის. მათი განმარტებით არ იყო პირველი შემთხვევა იმავდროულად რომ მოპასუხე მოსარჩელისაგან იძენდა სხვადასხვა საოფისე დანიშნულების მქონე საქონელს. საქონლის კანცელარიაში მიტანის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) არ გააჩნია, ვინაიდან იყო სიტყვიერი დავალება. საქართველოს მ---------------–--–----ის (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) უფროსმა დ--------------–--ემ გაურკევევი მიზეზის გამო, უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე და თანხის გადახდაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

 

ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „მ--“-ისა და მოპასუხე საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხე საქართველოს მ---------------–--–----ას (შემდგომში საქართველოს მ-------------------------–-ა) 2009 წლის 16 დეკემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება - 24 126.44 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.

 

ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგება ორმხრივია და თითოეული მხარე მეორე მხარის მიმართ კრედიტორიცაა და მოვალეც სუბიექტთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც საქონლის მიწოდების ფაქტი დასტურდება, სასამართლო თვლის, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხის მხრიდან სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 24 იანვარი);

- 2009 წლის 19 აგვისტოს საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (# 2--) ;

- 19.08.2009 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი;

- 16.12.2009 წლის სასაქონლო ზედნადები; სასაქონლო ზედნადების დანართი;

- 01.03.2013 წლის გი---------–--–---–ის გასაუბრების ოქმი;

- 14.01.2013 წლის ან--------–-–--–ის გასაუბრების ოქმი;

- 26.01.2013 წლის ივ-------------–ის გასაუბრების ოქმი;

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 10 დეკემბერი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს მ-------------------------–-ამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე შპს „მ--“-ის უნდა დაუბრუნდეს - 24 126,44 ლარი.

 

6.2. გარდა აღნიშნულისა სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე ყურადღება გაამახვილოს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

მითითებული სამართლაურთიერთობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 16 დეკემბრიდან, როდესაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მოძრავი ნივთების ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით განსაზღვრულია ის გარემოებები, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს. მითითებული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით შეიძლებოდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ---ის“ წარმომადგენელმა 2010 წლის 22 აპრილს მიმართა საქართველოს მ---------------–--–----ას, რომლითაც მოითხოვა 2009 წლის 16 დეკემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულების - 24 126,.44 ლარის ანაზღაურება. დადგენილია, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან არ იქნა წარდგენილი მხარეთა შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება. აღნიშნულის შემდგომ, უფლების დასაცავად, მოსარჩელემ 2012 წლის 1 ნოემბერს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა, არსებულ ვითარებაში, შეიძლება შეფასდეს, როგორც სწორი და ეფექტური საშუალება უფლების დასაცავად, რაც იმთავითვე არ გამორიცხავდა მხარის იურიდიული ინტერესის დაცვას. მოსარჩელე საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით ითხოვდა გამოძიების დაწყებას მისი კუთვნილი კომპიუტერული აპარატურის მითვისების ფაქტზე, რაც მოსარჩელის მხრიდან მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, რომ სადავოდ გამხდარი ქმედება ხომ არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის დადგენას. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა მატერიალური უფლების დაცვისაკენ და მისი დადგენისაკენ მიმართულ ქმედებად უნდა შეფასდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2012 წლის 1 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლო დადეგნილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწერილია ამ საქმის გახნილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 723.80 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ მეორე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 965.2 ლარს.

 

ვინაიდან, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1689 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ”მ--”-ს სარჩელი მოპასუხე საქართელოს მ-------------------------–-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე საქართველოს მ-------------------------–-ას მოსარჩელე შპს „მ--“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ 24 126,44 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე საქართველოს მ-------------------------–-ას მოსარჩელე შპს „მ--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 1689 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე