გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2---6-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე - სს „ფი---------------------–ო“
წარმომადგენელი - ლა–--------ე
მოპასუხეები - ავ--------–-------ე, მარ----------ე
წარმომადგენელი - კო---------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხე ავ--------–-------ეს სს ,,ფი---------------------–ოს’’ სასარგებლოდ 2017 წლის 28 დეკემბრის N214-----------5 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 6285.71 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4789.18 ლარი, სარგებელი - 1111.41 ლარი, პირგასამტეხლო - 373.02 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 12.10 ლარი).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ავ--------–-------ესა და მარ----------ეს შორის 2018 წლის 11 მაისს დადებული გარიგება, მის საფუძველზე მარ----------ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4 ა W------9 და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშულებაზე, სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4W------9, მესაკუთრედ ავ--------–-------ის რეგისტრაციით.
(შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, 18.02.2019წ, სხდომის ოქმი, 17:48:20წთ)
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელესა და ავ--------–-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 26 ივნისამდე სესხის სახით მიიღო 6 000 ლარი, წლიური 32% სარგებლის დარიცხვით. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
მხარეებს შორის 2017 წლის 28 დეკემბერს ასევე გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი #214-----------5. მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია ჯი---------–-----ი, დამზღვევი ავ--------–-------ე, მოსარგებლე სს „ფი---------------------–ო“. საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 6000 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%.
სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 2018 წლის 28 მაისს, თუმცა ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით 2018 წლის 11 მაისს მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - მ-–----–------------, სახელმწიფო ნომრით - OU------U გადააფორმა შვილის მარ----------ის სახელზე. აღნიშნულის შემდგომ, მსესხებელმა შეწყვიტა დავალიანების დაფარვა, რომელსაც კეთილსინდისიერად ასრულებდა.
მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდება. შესაბამისად, სადავო გარიგება დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ის, რომ გარიგება მოჩვენებითია, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გასხვისების შემდგომ მოპასუხე კვლავ აგრძელებს ავტომანქანის ფლობას და სარგებლობას. კერძოდ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ავ--------–-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და იქვე მიუთითა, რომ 2018 წლის 31 ივლისს გადახდილი აქვს 100 ლარი. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 4789.18 ლარით. რაც შეეხება სარგებელს და პირგასამტეხლოს, მოპასუხე ამ ნაწილში მოთხოვნებს არ ცნობს.
მოპასუხემ სასარჩlეო მოთხოვნა ასევე არ ცნო 2018 წლის 11 მაისს მასსა და მარ----------ეს შორის გაფორმებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილშიც.
2.2. მოპასუხე მარ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 დეკემბერს სს „ფი---------------------–ოს“ და ავ--------–-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 26 ივნისამდე სესხის სახით მიიღო 6 000 ლარი, წლიური 32% სარგებლის დარიცხვით.
3.1.2. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს საურავის გადახდა, საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სესის ან/და დადგენილი მოცულობისა. ამასთან, საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში. (3.1. პუნქტი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 16-20)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 21)
3.1.3. 2017 წლის 28 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების დანართის სახით, იმავე მხარეებს შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი #214-----------5. მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია ჯი---------–-----ი, დამზღვევი ავ--------–-------ე, მოსარგებლე სს „ფი---------------------–ო“. საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 6000 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი (ს.ფ 22-25)
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან გადახდილი აქვს ნაწილი, ჯამში 2832.03 ლარი, საიდანაც 1110.82 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 610.29 ლარი სარგებელი, ხოლო 0.10 ლარი პირგასამტეხლო.
3.1.5. მოპასუხემ 2018 წლის მაისიდან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენს 6385.71 ლარს (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4889.18 ლარი, სარგებელი - 1111.41 ლარი, პირგასამტეხლო - 373.02 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 12.10 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია (ს.ფ 30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისს გაცემული ცნობის მიხედვით, ავ--------–-------ის სახელზე რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება: სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4 ა W------9, 2018 წლის 11 მაისიდან ირიცხება მარ----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 28)
3.2.2. საქმის ირგვლივ გამოკვლეული მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავ--------–-------ეს და მარ----------ეს შორის 2018 წლის 11 მაისს ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შესახებ გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა.
მიუხედავად იმისა, რომ მარ----------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ნამდვილი ნება არ გახლდათ მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას:
მოპასუხეები წარმოადგენენ მ----–---–-;
სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 2018 წლის 28 მაისს.
ავ--------–-------ის სახელზე რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4 ა W------9) 2018 წლის 11 მაისიდან რეგისტირებულია მარ----------ის სახელზე.
დადგენილია, რომ ავ--------–-------ეს 2018 წლის 28 მაისის შემდგომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. მხოლოდ სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან მეორე დღეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დასაფარად 2018 წლის 31 ივლისს გადაიხადა 100 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები სარჩელს სადავო გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არ ცნობენ, თუმცა დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტები 2018 წლის 11 მაისს შედგენილი გარიგების კანონიერებასთან მიმართებაში არ დაუსახელებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება სასამართლოს შინაგან რწმენას აყალიბებს სწორედ იმ მიმართებით, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა მოჩვენებითი გარიგების დადებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგების დადების მიზანი იყო ავ--------–-------ეს თავი აერიდებინა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.
იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
როგორც აღინიშნა, მათ შორის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარიგების მონაწილე მხარეები ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან და წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, მ----–---–-. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის საკმარისია იმგვარი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, რომ მხარეებს არ სურდათ გარიგების დადება და ამისათვის არ გააჩნდათ შინაგანი ნება. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ სადავო გარიგებისადმი მხარეთა შინაგანი ნების ნამდვილ არსებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 28)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 21)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს “ფი---------------------–ოს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105, 131ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ავ--------–-------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 4789.18 ლარის ნაწილში დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
დადგენილია, რომ ავ--------–-------ეს 2018 წლის 31 ივლისს გადახდილი აქვს 100 ლარი. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 4789.18 ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1111.41 ლარის, ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. უდავოა, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც დაკმაყოფილდეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავ--------–-------ეს და მარ----------ეს შორის 2018 წლის 11 მაისს ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შესახებ გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა, კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების თავის არიდების მიზნით, რაც მისი ბათილად მიჩნევის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება მოძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ავ--------–-------ის ცნობას და სამომავლოდ მისი (ფულადი ვალდებულების) მოთხოვნის უზრუნველყოფას.
რამდენადაც ავ--------–-------ეს და მარ----------ეს შორის არსებული გარიგება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, შესაბამისად, უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშულებაზე, სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4W------9, მესაკუთრედ ავ--------–-------ის რეგისტრაციით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოპასუხე ავ--------–-------ემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და ამავდროულად მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 100 ლარით, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 145.95 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 45.62 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ფი---------------------–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ავ--------–-------ეს სს ,,ფი---------------------–ოს’’ სასარგებლოდ 2017 წლის 28 დეკემბრის N214-----------5 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს 6285.71 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4789.18 ლარი, სარგებელი - 1111.41 ლარი, პირგასამტეხლო - 373.02 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 12.10 ლარი);
3. ბათილად იქნეს ცნობილი ავ--------–-------ესა და მარ----------ეს შორის 2018 წლის 11 მაისს დადებული გარიგება, მის საფუძველზე მარ----------ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4 ა W------9 და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ავტოსატრანსპორტო საშულებაზე, სანომრე ნიშანი - UO-----, მარკა-მოდელი - მ-–----–------------ ფერი - რ--------, გამოშვების წელი -2---, შასის ნომერი NA4W------9, მესაკუთრედ ავ--------–-------ის რეგისტრაციით;
4. სს „ფი---------------------–ოს“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 27.07.2018წ. №7------- საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 145.95 ლარი (გადახდილია 191.57 ლარი; გადამხდელის ბანკი - სს ,,ფი---------------------–ო’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
5. სს „ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ ავ--------–-------ესა და მარ----------ეს სოლიდარულად გადახდეთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 45.62 ლარი;
.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი