გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/16868-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „ი----------------------------“
წარმომადგენელი - ნ-------------
მოპასუხე - სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ი
წარმომადგენელი - თ----------------–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს,შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 29 აგვისტოს N2/5--- ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე დავალიანების - 7099.20 ლარის გადახდა;
1.2. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2016 წლის 25 იანვრის N1-- ალ. ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე დავალიანების - 7453 ლარის გადახდა;
1.3. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2015 წლის 17 ივნისის N2/1-- ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე დავალიანების 240 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თ---–----------–-–---------------------ს შორის, SPA1-------- ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება N2/5---, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი და გაეწია მასთან დაკავშირებული მომსახურება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლისა და მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 7 200 ლარი.
2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს ტენდერით SPA1-------- გათვალისწინებული საქონელი და გაუწია მასთან დაკავშირებული მომსახურება, რაზეც გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში (2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით), 2017 წლის 27 სექტემბრის წერილით მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ შესრულების 7 დღის ვადით დაგვიანების გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2 % - ის ოდენობით (ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად), რაც შეადგენდა 100.80 ლარს და დაიქვითებოდა შემსყიდველის მიერ ასანაზღაურებელი თანხიდან (ხელშეკრულების 9.7 პუნქტის შესაბამისად). მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 20 სექტემბრის N2/5- - პ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 7099.20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით უნდა მომხდარიყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან (2017 წლის 20 სექტემბერი) 30 სამუშაო დღის ვადაში (2017 წლის 1 ნოემბერი).
შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს შორის, SPA1-------- ტენდერის საფუძველზე, 2016 წლის 25 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება N1-- ალ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერით (SPA1--------) გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 1) 2016 წლის 4 თებერვალს - 240 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 2) 2016 წლის 3 მარტს - 1650 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 3) 2016 წლის 11 მარტს - 240 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 4) 2016 წლის 12 აპრილს - 1325 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 5) 2016 წლის 21 მაისს -1325 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 6) 2016 წლის 15 ივნისს - 1140 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 7) 2016 წლის 4 აგვისტოს -1616 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 8) 2016 წლის 11 ოქტომბერს - 70 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 9) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 10) 2016 წლის 2 დეკემბერს - 699 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი; 11) 2016 წლის 28 დეკემბერს -168 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი.
საერთო ჯამში მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 8 833 ლარის ღირებულების სამედიცინო საქონელი, მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 240 ლარი (11.04.2016-ში) და 1140 ლარი (05.07.2016-ში). შესაბამისად, მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს მოსარჩელისადმი 2016 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7 453 ლარი.
შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტს შორის, SPA1-------- ტენდერის საფუძველზე, 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება N2/1--, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერით (SPA1--------) გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განხორციელდა ეტაპობრივად: 2015 წლის 23 ივნისს, 17 ივლისს, 31 ივლისს, 1 სექტემბერს, 2 ნოემბერს, 18 დეკემბერს, 24 დეკემბერსა და 31 დეკემბერს. მოპასუხეს გადახდილი აქვს შესაბამისი ანაზღაურება, გარდა 2015 წლის 18 დეკემბერს მიწოდებული სამედიცინო საქონლისა 240 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს დღემდე ასანაზღაურებელი აქვს მოსარჩელისადემი 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 240 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნულია, შემდეგი: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (29,08.2017 წ 2/5---) თანახმად მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ერთეული ანგიოგრაფიის აპარატის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელის მხრიდან 2017 წლის 20 სექტემბერს მოხდა ანგიოგრაფიის შეკეთება კერძოდ: აპარატს დაზიანებული ჰქონდა 1. იუპიესის მარეგულირებელი ტრანზისტორები - 4 ც, 2. ტრანზისტორების მართვის პლატა - 4 ც; 3. ძაბვის შემსვლელი მცველები - 3 ც, აპარატმა, შეკეთების შემდეგ იმუშავა 10 დღე და დაუზიანდა შეცვლილი დეტალები. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, მოხდა აპარატის თავიდან შეკეთება, რის შემდეგაც აპარატი 8 დღეში კვლავ დაზიანდა და დღეის მდგომარეობით იგი საერთოდ არ მუშაობს, რის გამოც კლინიკამ შეიძინა ახალი აპარატი. ამდენად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, გაფუჭების შემდეგ საჭირო იყო თურქი მწარმოებლის ჩამოსვლა, რადგან გაკეთების შემთხვევაში ისევ იგივე განმეორდებოდა. მას შემდეგ რაც მოხდა ნაწილების შეცვლა გადაიგზავნა მთელი ინფორმაცია თურქეთში გადასამოწმებლად და როცა ყველა დარწმუნებული იყო წარმომადგენლობის მხრიდან, რომ აპარატს გამართულად უნდა ემუშავა ამის შემდეგ მოხდა აპარატის ჩართვა. თუმცა, ჩართვიდან რამდენიმე დღეში აპარატს გაუჩნდა ცეცხლი, გამოძახებულ იქნა ინტერმედჯორჯიას ტექნიკური სამსახური და დაადასტურეს, რომ აპარატს დამწვარი ჰქონდა ისეთი დეტალები, რომლებიც შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა.
ხელშეკრულების (29.08.2017 წ 2/5---) თანახმად, მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 15 კალენდარული დღეს ვადაში - 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. ვინაიდან, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების 7 დღის ვადით დაგვიანებას. ამავე ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად. მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 100.80 ლარის ოდენობით. ხოლო რაც შეეხება დავალიანებას 7099.20 ლარს ამ თანხის გადახდას არ ცნობს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა, უფრო მეტიც, კომპანიას მიადგა ზიანი და მოუწია ახალი აპარატის ყიდვა, რის გამოც თვლის რომ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროთ.
რაც შეეხება 2016 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებას N1-- მოსარჩელეზე ამ ხელშეკრულებით მიწოდებული აქვს 6 943 ლარის საქონელი, აქედან გადახდილი თანხა შეადგენს 1380 ლრს და მათ შორის სხვაობას 5 563 ლარს აღიარებს თუმცა, თავის დროზე ამ თანხის დაფარვა ვერ მოხდა ვინაიდან საანგარიშო წელი იყო გასული და ვალდებულება ვერ აიღეს ხაზინაში, რის გამოც პროცედურულად შეფერხდა ამ თანხის გადახდა. რაც შეეხება ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილ თანხას 240 ლარს ზედნადებით N ელ - 0--------- და 1650 ლარს ზედნადებით N ელ -0--------- არ ეთანხმება ვინაიდან, არ არსებობს დოკუმენტი რაც ადასტურებს საქონლის მიწოდებას.
2015 წლის 17 ივნისის 2/1-- ხელშეკრულების შესახებ მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან მიწოდებულია 11 429 ლარის შესყიდული საქონელი და დოკუმენტაციის მიხედვით თანხა სრულად აქვს დაფარული კომპანიას. 240 ლარის ვალდებულება მიღება - ჩაბარების აქტებით ანდა ზედნადებებებით არ ჩანს რის გამოც არ წამოიშვა აღნიშნულ თანხაზე გადახდის ვალდებულება.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თ---–----------–-–---------------------ს შორის, 2017 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება N2/5---, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი და გაეწია მასთან დაკავშირებული მომსახურება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლისა და მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 7 200 ლარი.
ხელშეკრულების მეექვსე თავი ითვალისწინებს ხელშეკრულების ობიექტის ხარისხს და გარანტიას. კერძოდ, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება სტანდარტებთან შესაბამისობაში. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებაზე და ამ მომსახურების მიწოდებისას გამოყენებულ მასალა/ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 6 თვე. შემსყიდველი ვალდებულია, წერილობითი ფორმით, დაუყოვნელბივ აცნობოს „მიმწოდებელს“ შესყიდვის ობიექტის ნაკლის აღმოჩენის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ „მიმწოდებელი“ ვალდებულია, შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები, საკუთარი ხარჯით ან ჩაანაცვლოს ახლით, მიმწოდებელს დაეკისრება, როგორც შესყიდვის ობიექტის დეფექტების აღმოფხვრა, ასევე აღნიშნული დეფექტების შედეგად შემსყიდველისა და მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ხელშეკრულების მეშვიდე თავით მხარეებმა განსაზღვრეს ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები). კერძოდ, 7.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება „შემსყიდველის“ მიერ მოხდება, შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი(ებ)ის (მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან)), წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში. 7.6. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „მიმწოდებელი“ დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებს, დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია უარი თქვას სანაცვლო ვალდებულების შესრულებაზე მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს თანხის სრული ოდენობით დაფარვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2/5--- (ს.ფ 17 - 21)
3.1.2. 2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს ტენდერით SPA1-------- გათვალისწინებული საქონელი და გაუწია მასთან დაკავშირებული მომსახურება, რაზეც გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23)
3.1.3. შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს შორის SPA1-------- ტენდერის საფუძველზე 2016 წლის 25 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება N1-- ალ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.
ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, სახელშეკრულებო ღირებულების 10 % -ის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი“ უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დააკისროს „მიმწოდებელს“ საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დროულად მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.3 % ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N1-- ალ (ს.ფ. 27 - 31)
3.1.4. შპს „ი----------------------------“-ს და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტს შორის SPA1-------- ტენდერის საფუძველზე 2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება N2/1--, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ტენდერით გათვალისწინებული სამედიცინო საქონელი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საქონლის ღირებულება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2/1-- (ს.ფ. 54 -58)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ---–----------–-–-------------–--------------------ის დავალიანება 2017 წლის 29 აგვისტოს N2/5--- ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე - 7099.20 ლარს, 2016 წლის 25 იანვრის N1-- ალ. ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე - 7453 ლარს, 2015 წლის 17 ივნისის N2/1-- ხელშეკრულებიდან (SPA1--------) გამომდინარე 240 ლარს, 14 792 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულებები (ს.ფ 17-59, 91-94)
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის მე-8, 477-ე, 429-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 2016 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 563 ლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2017 წლის 29 აგვისტოს და ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 7 200 ლარი, 2016 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 16 500 ლარი, 2015 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 20 060 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია პროდუქტის მიღება, თუმცა, განმარტავს, რომ ვინაიდან პროდუქტი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესასრულებლად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულების საგანი, განახორციელა მისი მონტაჟი და გაფორმდა შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტიც. მოპასუხის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები უდავოდ ადასტურებს მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტის, შესრულების მიღების ფაქტს. ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულია მყიდველის ვალდებულება მიიღოს ნასყიდობის საგანი, რაც მოცემულ შემთხვევაში თ---–----------–-–-------------–--------------------მა განახორციელა, სახეზეა მოპასუხის ვალდებულება გადაიხადოს მიღებული ნასყიდობის საგნის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენდა აპარატის გარკვეული ნაწილების დაზიანება და შეკეთებების შემდგომ ისევ მწყობრიდან გამოსვლა, თუმცა მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მიწოდებული საქონლის შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობის და ამ მიზეზით ანგიოგრაფიის აპარატის გაუმართაობის ფაქტი.
მოპასუხე 2016 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას აღიარებს 5-63 ლარის ნაწილში, ხოლო ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 240 ლარის (ზედნადები Nელ-0---------) და 1650 ლარის (ზედნადები Nელ-0---------) ვალდებულებას არ ადასტურებს, იმაზე მითითებით, რომ არ არსებობს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე დროს მოპასუხე ადასტურებს 2015 წლის 17 ივნისის N2/1-- ხელშეკრულებიდან 11 429 ლარის საქონლის მიწოდების ფაქტს და განმარტავს, რომ თანხა სრულად აქვს დაფარული და 240 ლარის გადახდის ვალდებულება არ არსებობს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მითითება, ვინაიდან საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილი იქნა საქონლის მიწოდების ფაქტი, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების მომენტს და მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას; „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (ას-1338-1376-2014)
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---–----------–-–-------------–--------------------ს მართებს მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ 14 792 ლარის შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 5 563 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 166.94 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 444 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელეს დაუბრუნდა 166.94 ლარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად თ---–----------–-–-------------–--------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი თანხის - 277.06 ლარის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, საერთო ჯამში - 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი----------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 14 792 ლარის გადახდა;
3. სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ი----------------------------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 277.06 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის 500 ლარის გადახდა;
4. შპს „ი----------------------------“-ს სახაზინო ანგარიშიდან დაუბრუნდეს 28/05/2018 წელს სს „თ-----------“-ს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 444 ლარიდან 166.94 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე