გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
160210018002729720
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/989-18

160210018002729720

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე – ალ--------------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ემ------------–---–ი

მოპასუხე – რა---– ალ-–-----------ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხის წარმომადგენელი - ზა-------------–---–ი

არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ზვ-------------ი

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი შვილის - თუ---- ალ-–------------- (დაბადებული 20115 წლის 15 ივნისს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ალ--------------ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

1.2. რა---– ალ-–-----------ს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 15 ივნისს დაბადებული თუ---- ალ-–------------- სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

ბოლნისის რაიონის დაბა კა-------ში მცხოვრები ალ--------------ა, 2014 წლ----ნ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბოლნისის რაიონის სოფელ სა------–ი მცხოვრებ რა---– ალ-–-----------თან (ქორწინების აქტის ჩანაწერი N19743000135, 20.06.2014 წ.). ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ვაჟიშვილი 2015 წლის 15 ივნისს დაბადებული თუ---- ალ-–-----------ი.

 

ხასიათების შეუთავსებლობის გამო, სარჩელის წარმომადგენამდე ორი თვი ადრე ალ--------------ა დაშორდა რა---– ალ-–-----------ს და თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების სახლში, დაბა კა-------ში, კორპუსი 197, ბინა 14. ალ--------------ას სახლ----ნ წასვლის შემდეგ რა---– ალ-–-----------ს არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია და მატერიალურად არ დახმარებია თავის არასრულწლოვან შვილს. ცნობილია რომ მოპასუხეს სოფელ სა------–ი აქვს ე.წ. ჩაიხანა, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 500-600 ლარს. დაახლოებით სამი კვირის წინ მოპასუხემ თავისი არასრულწლოვანი შვილი დედისაგან წაიყვანა მოტყუებით და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, აღარ მიჰყავს მასთან.

 

მოსარცელემ ასევე აღნიშნა, რომ თავისი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს მდებარეობს საბავშვო-ბაღი და შესაბამისად მისი სურვილია რომ ბავშვმა მიიღო სკოლამდელი აღზრდა. ამის პირობები კი არ არებობს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილა,ს რადგან სოფელ სა------–ი არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რის გამოც ბავშვები დასახელებული ადგილ----ნ, სამარშრუტო ტაქსით მძღოლს დაყავს ქ.ბოლნისში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულ----ნ გამომდინარე ალ--------------ა იძულებული გახდა თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებების დასაცავად მოემართა სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რა---– ალ-–-----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელე დაშორდა და ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ბავშვი დაუბრუნა უკან. მას შემდეგ მცირეწლოვანი თუ----ი იმყოფება მამასთან. რაც შეეხება მოპასუხის მატერიალურ შემოსავალს მისი განმარტებით, მას არც ჩაიხანა აქვს და არც იქ მუშაობს. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად კი მამას მიაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან ბავშვი მასთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და მის სახლში არსებული საცხოვრებელი პირობები მოსარჩელის საცხოვრებელთან შედარებით უკეთესია, ამასთან, ბავშვის მამასთან ცხოვრების შემთხვევაში, დედას უფლება ექნება ურთიერთობა იქონიოს შვილთან. ალიმენტის თანხასთან დაკავშირებით მოპასუხე მიუთითებს, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ამ უკანასკნელის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, იგი თანახმაა ალიმენტის სახით, ყოველთვიურად გადაიხადოს 80 ლარი.

 

2.2. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას. მან მიუთითა, რომ მოსარჩელე ალ--------------ას ფიზიკური ნაკლის გამო ხშირად უპატივცემულოდ ეპრყობოდნენ მეუღლის ოჯახში. ამასთან, მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას არ მდებარეობს საბაშვო-ბაღი, ბავშვების ტარება ახლომდებარე ქალაქში ხორციელდება სამარშრუტო ტაქსის დახმარებით, ხოლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს ფუნქციონირებს ასეთი საბავშვო-ბაღი. შესაბამისად, ვინაიდან სკოლამდელი აღზრდა აუცილებელია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესად დაცული იქნება მისი საცხოვრებელ ადგილას დედის საცხვოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში.

 

მან ასევე მიუთითა, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და მისი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში.

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ალ--------------ა 2014 წლ----ნ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რა---– ალ-–-----------თან, ისინი ცხოვრობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სა------–ი. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თუ---- ალ-–-----------ი, ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების მდგომარეობას დადებითად აფასებს, დასკვნის მომზადების დროს ბავშვი იმყოფებოდა ბიოლოგიური მამის ოჯახში, მასზე ზრუნავდა ბებია, არ იყო უცხო გარემოში, მას უყვარს ოჯახის წევრები და არ ავლენს ხასიათის სირთულეს.

 

ალ--------------ას განმარტებით, ოჯახს თავიდან ჰქონდა თბილი და მზრუნველი ურთიერთობა. დროთა განმავლობაში მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რა---–ი სწავლობს თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მიაჩნია, რომ მეუღლეს ხასიათებით ვერ ეწყობა, თუმცა საპირისიპიროს ამბობდა ალ----. მას უყვარდა მეუღლე და პატივს სცემდა რა---–ს და მისი ოჯახის წევრებს. რა---–მა თავად წაიყვანა მეუღლე დაბა კა-------აში და დატოვა მისი მშობლების სახლში, ხოლო შემდგომ მოტყუებით წაიყვანა შვილი. ალ---- ძალიან განიცდის შვილთან დაცილებას, მას სურს დაიბრუნოს ბავშვი და თავად იზრუნოს მასზე, ხოლო მეუღლემ გადაუხადოს ალიმენტი, რასაც ბავშვის საჭიროებას მოახმარს, ალ----ს აზრით მისი მეუღლის ოჯახი ეკონომიკურად ძლიერია.

 

ალ--------------ას ოჯახს აქვს საკუთარი კორპუსის ბინა, მათ სარგებლობაშია სამი ოთახი. საცხოვრებელში დამაკამყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია, სახლი სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. სახლში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა. ოჯახში არის პირობები ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის ყველა წევრი ჩართული იქნება ბავშვის აღზრდის საკითხებში. ბავშვს ყველა პირობა ექნება შექმნილი იმისათვის, რომ მიიღოს სრულფასოვანი აღზრდა-განვითარება. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს, მეზობლების დახასიათებით ალ--------------ას ოჯახის წევრები არიან მშრომელი, წესიერი და უკონფლიქტო ადამიანები, მისი მშობლები არიან დასაქმებულები და ეხმარებიან შვილს. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

რა---– ალ-–------------- ოჯახის შეფასებისას ოჯახის წევრებმა განმარტეს, რომ ალ---- იყო ძლიან ეჭვიანი და ამიტომ დაშორდა რა---–ს.

 

რა---– ალ-–------------- ოჯახს აქვს საკუთარი ბელეტაჟის ტიპის სახლი, ოჯახის სარგებლობაშია ხუთი ოთახი. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია. ისინი არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მათ საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა, საკარმიდამო ნაკვეთი. ოჯახის წევრებს უყვართ შვილიშვილი, არ აკლებენ მზრუნველობას, სურთ თვითონ იზრუნონ მასზე, რადგან თვლიან რომ ყველა აუცილებელი მოთხოვნით უზრუნველყოფილი იქნება ბავშვი. მამას და მის ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი, შექმნან ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლ----ნ ალ--------------ა და რა---– ალ-–-----------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2 ალ--------------ასა და რა---– ალ-–-----------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 15 ივნისს დაბადებული თუ---- ალ-–-----------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.3. ხასიათების შეუთავსებლობის გამო 2018 წლის ოქტომბრის თვიდან რა---– ალ-–-----------ი და ალ--------------ა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თუ---- ალ-–-----------თან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ბოლნისის რაიონის დაბა კა-------ში მდებარე თავისი მშობლების სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლების აქტი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.4. მოპასუხე რა---– ალ-–-----------ი სწავლობს ქ.თბილისში მდებარე უმაღლეს სასწავლებელში და ყოველდღე, დილ----ნ შუადღემდე ესწრება ლექციებს, რა დროსაც მცირეწლოვან თუ----ს უვლის რა---–ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.1.5. რა---– ალ-–------------- ოჯახის საკუთრებაშია ერთსართულიანი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი და მსუბუქი ავტომანქანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რა---– ალ-–-----------ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.2. მცირეწლოვანი თუ---- ალ-–-----------ი, დედის - ალ--------------ას სურვილის საწინააღმდეგოდ, იმყოფება მამის რა---– ალ-–------------- ოჯახში. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც დედას არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური მდგომარეობა ბავშვის ნორმალური განვითარებისა და რჩენა - აღზრდისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს აქვს მინიჭებული უფლება და, ამასთანავე, დაკისრებული ვალდებულება, დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და ის საქმის განხილვაში როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ინტერესების დაცვას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მათი ჭეშმარიტი საჭიროებების გათვალისწინებით. გარდა ამისა აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამდენად, კანონმდებლობა არ ართმევს უფლებას მოპასუხე მხარეს იზრუნოს არასრულწლოვანი შვილის ნორმალური განვითარებისა და რჩენა აღზრდისათვის, მაშინაც კი თუ არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილი.

 

მოწმე კო----–---–----------ამ განმარტა, რომ ცხოვრობს ალ--------------ას ოჯახის მეზობლად, ხშირად სტუმრობს მათ. იმ დღეს, როდესაც რა---–მა ბავშვი წაიყვანა იმყოფებოდა თავის სახლში და ხმაურზე გაიხედა ფანჯრიდან, რა დროსაც დაინახა როგორ ჩასვა რა---–მა ბავშვი მანქანაში და ხოლო ალ----ს ხელი კრა, ამასთან იგი ყვიროდა და იგინებოდა. როგორც მისთვის ცნობილია, რა---–ი სწავლობდა უნივერსიტეტში, თან მუშაობდა ჩაიხანაში და მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 500 -600 ლარს. ალ---- თავისი ქმრისგან იმიტომ წამოვიდა, რომ მას სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. რა---–ის მხრიდან ალ----ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა მას ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. ორსულობის პერიოდში ალ----ს, ქმრის ოჯახში არსებული პრობლემების გამო, ნერვიულობის ფონზე ჯანმრთელობა გაუუარესდა და მისი მშობლები მკურნალობდნენ მას, ბავშვიც შვიდ თვიანი გააჩინა და ოთხი თვის ასაკამდე ალ----მ და მისმა მშობლემა გაზარდეს ჩვილი, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რა---–ი მიდიოდა ალ----ს და ბავშვის სანახავად, ოთხი თვის შემდეგ კი რა---–მა წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი თავის სახლში. ალ----, შვილთან ერთად იშვიათად სტუმრობდა თავის მშობლებს, დაახლოებით წელიწადში ორჯერ, არაუმეტეს 10 დღით.

 

მოწმის განმარტებით, ალ----ს ოჯახს აქვს სამ ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, მისი მშობლები და მისი ერთი და მუშაობენ და აქვთ კარგი შემოსავალი, ალ----ც ფიქრობს მუშაობის დაწყებას. მოწმე ალ--------------ას კარგ და მზრუნველ დედად ახასიათებს.

 

მსგავსი შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნა---------–---მ. მან სასამართლოს მოუთხრო თუ რა პირობებში გაიყვანა სახლ----ნ რა---– ალ-–-----------მა თუ---- ალ-–-----------ი და შემდეგ როგორც ეცადა ალ--------------ა ბავშვის უკან დაბრუნებას. მოწმის მტკიცებით ალ--------------ა ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულუ დედაა, მისი ოჯახის წვერები არიან დასაქმებულნი და ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი ბავშვის სარჩენად.

 

მოწმე რა---–----–-----------ამ განმარტა, რომ იგი რა---– ალ-–------------- ოჯახის ნათესავია და მათთან ახლოს ცხოვრობს. იგი დადებითად აფასებს რა---– ალახვერდიევის ოჯახს, მასში არსებულ გარემოს და საცხოვრებელ პირობებს. მოწმემ განმარტა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ალ---- როგორც წესი 40 დღე იყო თავის მშობლებთან. მისი ინფორმაციით, ალ---- სტუმრად წავიდა თავისი მშობლების ოჯახში, თუმცა დღეის მდგომარეობით იქ ცხოვრობს, რაც შეეხება ბავშვს, იგი მამასთან და ბებიასთან არის, რომლებიც მას ძალიან კარგად უვლიან. ბავშვი ბებიასთან ატარებს დიდ დროს, მანამდეც სანამ ალ---- წავიდოდა ბავშვზე ძირითადად ბებია ზრუნავდა, ალ---- სახლის საქმეებით იყო დაკავებული. მოპასუხე უნივერსიტეტში სწავლობს და ოჯახის წევრებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. მართალია სოფელში არის ჩაიხანა თუმცა ის დაკეტილია და რა---–ი იქ არ მუშაობს. როგორც მან შეიტყო ალ---- და რა---–ი დაშორდნენ, მამას უნდა რომ შვილი თავისთან ჰყავდეს. როგორც მოწმე მიუთითებს, რა---–ის დედამ მას უთხრა, რომ ალ----ს სურდა ბავშვის წაყვანა, თუმცა ბავშვმა იტირა და არ გაჰყვა მას.

 

მოწმე ეს----------------ამ განმარტა, რომ იგი რა---– ალ-–------------- ნათესავი და ახლო მეზობელია და მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს. ოჯახს დადებითად აფასებს, მიუთითა, რომ ოჯახში 6 წევრია, სახლი ხუთ ოთახიანია, კეთილმოწყობილი. ალ----ს და რა---–ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუ----ი კარგ გარემოში იზრდება და მასზე ზრუნავენ. მიჯაჭვულობას ბებიის მიმართ ავლენს და ბავშვის მამისგან მოშორება ცუდად იმოქმედებს მასზე, ბავშვი დედას არ ახსენებს. მოწმემ მიუთითა, რომ რა---–ი სწავლობს უნივერსიტეტში, ყოველდღე ესწრება ლექციებს, დილ----ნ შუადღემდე, ბავშვი ამ დროს ბებიასთანაა.

 

მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ალ---- 40 დღე იყო თავის მშობლებთან, რა---–იც და მისი დედაც მიდიოდნენ მათ სანახავად. მოწმეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბავშვზე ყოველთვის ბებია ზრუნავდა და ალ---- არაფერს აკეთებდა და ბავშვს დედასთან დაბრუნების სურვილი არ გამოუთქვამს, მას მხოლოდ ბებია და მამა სჭირდება.

 

მოწმემ ასევე მიუთითა, რომ რა---–მა ალ---- ბავშვთან ერთად 10 ოქტომბერს წაიყვანა და დატოვა ალ----ს მშობლების სახლში, 3 ნოემბერს მხოლოდ ბავშვი წამოიყვანა უკან, ხოლო 7 ნოემბერს სურდა მისი დედასთან დაბრუნება, რაზეც ბავშვმა უარი განაცხადა. ასევე ალ----ს სურდა ბავშვის დაბრუნება, ბებია და მამა კი აღნიშნულის წინააღმდეგნი არ ყოფილან, თუმცა ბავშვი დედას არ გაჰყვა.

 

მოწმე რა---–ა მა-------ას განმარტებით, ის რა---– ალ-–------------- ოჯახის მეზობელია და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. მოპასუხის ოჯახს აქვს საკუთარი 5 ოთახიანი სუფთა სახლი. როგორც მისთვის ცნობილია, ალ---- თავისი სურვილით წავიდა თავისი მშობლების სახლში. ალ---- და მისი ოჯახის წევრები მისულები იყვნენ რა---–ის ოჯახში ბავშვის წასაყვანად, თუმცა ბავშვი ბებიას მიეჯაჭვა და დედას არ გაჰყვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმეთა ჩვენებები

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალ--------------ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა მცირეწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის წესი. შესაბამისად, შვილებთან ურთიერთობა არა მარტო მშობლის უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად 1.შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინრტერესებს წარმოადგენს.

 

ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლებისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზაობას, მამამ იქონიოს შეუზღუდავი კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის სოციალურ გარემოში. შესაგებლით მოპასუხემ აღნიშნა, რომ ბავშვს მამის ოჯახში აქვს განვითარებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა.

 

საგულისხმოა ისიც, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას, 2019 წლის 23 იანვარს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც განესაზღვრა მოსარჩელე ალ--------------ას (პირადი №10001062106) თავის არასრულწლოვან შვილთან თუ---- ალ-–-----------თან (დაბადებული 2015 წლის 15 ივნისს) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან ყოველი კვირის კვირა დღის 17:00 საათამდე პერიოდი, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებითა და არასრულწლოვანის მოპასუხის რა---– ალ-–------------- საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, თუმცა მოცემული განკარგულება საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა აღსრულებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ქონებრივი მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს დედის და შვილის დაშორების წინაპირობა. ალ--------------ა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მან გაუწიოს ბავშვს დედობრივი მზრუნველობა და აღზრდოს იგი. საცხოვრებელი პირობები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას არ შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას, მით უფრო დედა- შვილის ერთად ყოფნას. გასათვალისწინებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის თანახმად, ალ--------------ას ოჯახს აქვს საკუთარი კორპუსის ბინა, მათ სარგებლობაშია სამი ოთახი. საცხოვრებელში დამაკამყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია, სახლი სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. სახლში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა. მართალია მოცემული ოჯახის წევრთა სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ოჯახში არის პირობები ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის ყველა წევრი ჩართული იქნება ბავშვის აღზრდის საკითხებში. ბავშვს ყველა პირობა ექნება შექმნილი იმისათვის, რომ მიიღოს სრულფასოვანი აღზრდა-განვითარება. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს, მეზობლების დახასიათებით ალ--------------ას ოჯახის წევრები არიან მშრომელი, წესიერი და უკონფლიქტო ადამიანები, მისი მშობლები არიან დასაქმებულები და ეხმარებიან შვილს. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და აქვს სტაბილური შემოსავალი. სოციალური მუშაკის დასკვნით, არ არსებობს დედა-შვილის ცალ-ცალკე ცხოვრების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - ალ--------------ას და შვილის - თუ---- ალ-–------------- ურთიერთობის შემაფერხებელი ობიექტური მიზეზები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში, სადაც ბავშვზე ზრუნავს ბებია, გამოიწვევს დედის მიმართ ბავშვის გაუცხოებას. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს. ხოლო რაც შეეხება დედის ოჯახში ბავშვის საცხოვრებლად გადასვლას, ეს გამოიწვევს ბავშვსა და დედას შორის დედა-შვილური ურთიერთობის აღდგენა-განმტკიცებას, მამის მშობლის უფლების რაიმე შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად ბავშვს ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან.

 

ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

მცირეწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე სად ჯობია იმყოფებოდეს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი აღნიშნულ მომენტში, მისცეს ბავშვს მშვიდ გარემოში უკეთ განვითარების შესაძლებლობა. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. გაუცხოვებულ მშობელთან შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი და ფაქიზი პროცესია. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუ დადგინდება, რომ ამ განწყობის ჩამოყალიბებას თავად დედამ არ შეუწყო ხელი და განპირობებულია სხვა გავლენით. გასათვალისწინებელია ასევე მცირეწლოვანი ბავშვის ასაკი (3 წლი), ვინაიდან ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვის მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში.

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისას ასევე იზიარებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებას სკოლამდე განათლების უსაფრთხო გარემოში მიღების ნაწილშიც. სასამართლო მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, დედის, კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბავშვი იმყოფება ბილოგიური მამისა ოჯახში და 2018 წლის ოქტომბრის თვიდან ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა არ ჰქონია, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუციელებელია დაწესდეს შესაჩვევი პერიოდი და ასეთ პერიოდად უნდა განისაზღვროს 1 თვე. აღნიშნული დრო საკმარისი იქნება, რომ ბავშვი შეეჩვიოს დედას და მათ შორის აღდგეს სრულფასოვანი დედა-შვილური ურთიერთობა, ასევე შეეჩვიოს მისთვის ახალ გარემოს. აღნიშნული დროის შემდეგ ბავშვის-თუ---- ალ-–------------- საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის - ალ--------------ას საცხოვრებელი ადგილი. თუმცა აქვე სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ ართმევს უფლებას დაინტერესებულ მხარეს გარემოებების შეცვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული წესით დააყენოს საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ ალ--------------ას ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები და აქვთ სტაბილური შემოსავალი.

 

შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე მხარეს გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მცირეწლოვანი ბავშვის ყოველთვიური ხარჯები, რაც აუცილებელია მისი აღზრდა-განვითარებისათვის (კვების, სამოსის ხარჯი). სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულებაა. ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, მცირეწლოვანი თუ---- ალ-–------------- სასარგებლოდ მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის - ალ--------------ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მომენტიდან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომლის საცხოვრებელი ადგილიც არ ითვლება არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად. ალიმენტს არ იხდის ის მშობელი, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროიდან;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ალ--------------ა ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწიილში განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე რა---– ალ-–-----------ს მოთხოვნის ამ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ხოლო მცირეწლოვან თუ---- ალ-–------------- საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ალ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ალ--------------ას შვილთან - 2015 წლის 15 ივნისს დაბადებულ თუ---- ალ-–-----------თან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან თავდაპირველად განესაზღვროს: პირველი ერთი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად შაბათი დღე 11:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე წაყვანის უფლებით; დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ თუ---- ალ-–------------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ალ--------------ას საცხოვრებელი ადგილი.

 

3. დაეკისროს მოპასუხე რა---– ალ-–-----------ს თუ---- ალ-–-------------თვის (დაბადებული 2015 წლის 15 ივნისს, პირადი N10250006352) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის გადახდა არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის (ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ამოქმედების დრო) დროიდან;

 

4. მოპასუხე რა---– ალ-–-----------ს ალ--------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. დაეკისროს მოპასუხე რა---– ალ-–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი