გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210017001803142
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4218-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სა---------–---------–-–----------------------------------ი

წარმომადგენელი - გე---------------ა

მოპასუხე - შპს ,,ნო--------ი“

წარმომადგენელი - ნა-----------ე

დავის საგანი - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ნო--------ი“-ს სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 11 745 ლარის გადახდა.

1.2. შპს ,,ნო--------ი“-ს სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5783,35 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2015 წლის 27 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგად ს----------–--- ს---–-–----- უ--------------- ს----------- და შპს ,,ვ-----------“ შორის გაფორმდა ს----–-–----- შესყიდვის ხელშეკრულება N--, რის საფუძველზეც ხსენებულმა შპს ,,ნო--------მა“ აიღო ვალდებულება, ს----–-–----- უ--------------- ს-----------ათვის მიეწოდებინა შა-----–- - 1000, თხელი ქუ-------- - 1000, ქუ-------- - 1000, პულოვერი - 1000, კ--- - 1000 ცალი, საერთო ღირებულება 234900 ლარი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების დანართ N1-ში განსაზღვრულია საქონლის დასახელება და ტექნიკური პირობები, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვლისა.

 

ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, სანამ ხელშეკრულება გაფორმდებოდა, პრედენდენტ შპს ,,ნო--------ს“ დაევალა წარმოედგინა თბილი ქუ--------ს ნიმუში. მოპასუხემ წარმოადგინა მულტიკამის ფერის ნიმუში, მაგრამ შეთანხმებისამებრ ქუ-------- უნდა ყოფილიყო სერი ფერის. ხელშეკრულების დადების შემდგომ მიმწოდებელმა უ--------------- ს---------- მიაწოდა წუნდებული საქონელი - ქუ--------ს ფერი არ შეესაბამებოდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფერს. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ნო--------ს“ გაეგზავნა 2016 წლის 25 თებერვალს წერილი N------ და მოთხოვნილ იქნა შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში წუნდებული საქონელი შეცვლილიყო. აღნიშნული წერილის პასუხად, სა---------–---------–-–----------------------------------ს მიმწოდებლისგან 2016 წლის 03 მარტის N----- წერილით უარი ეთქვა 5 დღის ვადაში ნივთობრივად უნაკლო საქონლის მიწოდებაზე.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადებული იყო პულოვერზეც ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, სანამ ხელშეკრულება დაიდებოდა, პრედენდენტ შპს ,,ნო--------ს“ დაევალა წარმოედგინა პულოვერის ნიმუში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ვიზუალური დათვალიერება მოხდა ს----–-–----- უ--------------- ს----------- ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ, რომელმაც N----- დასკვნით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნიმუში ვიზუალურად შესაბამისობაში იყო სატენდერო პირობებთან. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ,,ნო--------ის“ მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პულოვერი, რის შემდგომაც სა---------–---------–-–----------------------------------მა მიმართა ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ს, რათა სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე დადგენილიყო შესაბამისობა წარმოდგენილი პულოვერის თავდაპირველ და ბოლოს წარმოდგენილ ნიმუშებსა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს შორის. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ პულოვერების ნიმუშები მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისაგან.

 

შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ქუ-------- და პულოვერი. 2016 წლის 31 მარტს ს----–-–----- უ--------------- ს----------- ე--------------- დ--------------- N------ წერილით შპს ,,ნო--------ს“ დააკისრა ჯარიმა, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმისთვის, რომლის ოდენობა შეადგენს 11 745 ლარს. (234900 ლარის 5%);

 

ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,ნო--------ს“ უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონელი ამავე დანართში მითითებულ ვადაში, კერძოდ არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვლისა. აღნიშნულის მიუხედავად, შპს ,,ნო--------მა“ თხელი ქუ--------ს, კ---სა და შარვლის მიწოდება განახორციელა ვადაგადაცილებით და ნაწილ-ნაწილ - 2016 წლის 31, 30, 29, 24 მარტს. ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 5783,35 ლარს;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შპს ,,ნო--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობისათვის შპს ,,ნო--------მა“ გადაიხადა ჯარიმა 11 745 ლარი, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, არ შეიძლება ერთიდაიგივე ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ორჯერ დაეკისროს თანხა მოპასუხეს.

 

რაც შეეხება საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, მოპასუხე თვლის, რომ შპს ,,ნო--------ის“ მხრიდან ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ს----–-–----- უ--------------- ს----------- ბრალეულობით, რადგან შემსყიდველმა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, არ ეთქვა უარი ხელშეკრულებით მისაწოდებელ ყველა პროდუქციაზე, რადგან აღნიშნული პროდუქცია უახლოეს პერიოდში ესაჭიროებოდა ს--- სტრუქტურულ ქვედანაყოფს - ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოს. შპს ,,ნო--------მა“ 2016 წლის 24 თებერვალს წარადგინა შესაბამისი საქონლის ნიმუში. აღნიშნულ საქონელზე ს----–-–----- უ--------------- სამსახურმა მოითხოვა დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება 2016 წლის 02 მარტის წერილით, ხოლო 2016 წლის 18 მარტს მიმართა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აღნიშნული დასკვნისათვის.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ნო--------ი“-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საფუძვლები იარსებებდა, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობაც 578,34 ლარით შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა---------–---------–-–----------------------------------ის მიერ 2015 წელს 27 ნოემბერს ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გამოცხადდა G---------- ელექტრონული ტენდერი გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის შესყიდვის შესახებ.

 

აღნიშნული სატენდერო წინადადებით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 1 000 ცალი შა-----–-, 1 000 ცალი თხელი ქუ--------, 1 000 ცალი ქუ--------, 1 000 ცალი პულოვერი და 1 000 ცალი კ---.

 

სატენდერო წინადადებით განისაზღვრა შესასყიდი ობიექტის, მათ შორის ქუ--------სა და პულოვერის მახასიათებლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 18-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. სა---------–---------–-–----------------------------------ის მიერ გამოცხადებული G---------- ელექტრონული ტენდერის ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებულ იქნა მისაწოდებელი პროდუქტის (შა-----–--------–--------------------------------–------------ი) ნიმუშები.

 

სა---------–---------–-–----------------------------------ის 2016 წლის 09 იანვრის პატაკის თანახმად, მოპასუხის მიერ წარდგენილი ნიმუშები და სატენდერო წინადადება შეესაბამებოდა მოთხოვნილ სატენდერო პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სა---------–---------–-–----------------------------------ის პატაკი (ს.ფ. 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. სა---------–---------–-–----------------------------------ის მიერ გამოცხადებულ 2015 წელს 27 ნოემბერის G---------- ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე შპს ,,ნო--------ი“;

 

აღნიშნული G---------- ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, 2016 წლის 27 იანვარს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს, შორის დაიდო ს----–-–----- შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების მ-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული საველე უნიფორმის შესყიდვა. ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრულია საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, ბრენდი და მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა, განზომილება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, მიწოდების ვადა, მიწოდების ადგილი, საგარანტიო ვადა. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 234 900 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ში მითითებულ მაჩვენებლებს და ხარისხი - დადგენილ სტანდარტებს.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს და საქონლის ტექნიკურ დათვალიერებას განახორციელებს ს----–-–----- უ--------------- ს----------- ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს მომარაგების ს----------- მთავარი სპეციალისტი ც--–----–---–- გ----. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი. წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში გამოასწოროს წუნი. ობიექტური მიზეზით წუნის გამოსწორების შეუძლებლობისა და შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების დროული ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული საქონლის ღირებულება.

 

ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის - ტექნიკური სპეციფიკაცია შემდეგნაირად: სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვლისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დანართი №1 (ს.ფ. 25-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2016 წლის 25 თებერვლის N------ მიმართვით, შპს ,,ნო--------ი“-ს სა---------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტისგან ეცნობა, რომ ს----–-–----- შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული თხელი ქუ--------ს, შარვლის, კ---ს დასამზადებელი ქსოვილი და აგრეთვე ქუ--------ს ტექნიკური მახასიათებლები (ფერი) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე მიმართვით, მოპასუხეს მიეცა 5 დღიანი ვადა წუნდებული საქონლის შესაცვლელად და გაფრთხილებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებზე.

 

მითითებული წერილის პასუხად, შპს ,,ნო--------მა“ მოსარჩელეს აცნობა, რომ მიწოდებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს და უარი განუცხადა საქონლის შეცვლაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. 2016 წლის 31 მარტის №------ მიმართვით, შპს ,,ნო--------ი“-ს სა---------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტისგან ეცნობა მხარეთა შორის 2016 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 11745 ლარის დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 55)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. სა---------–---------–-–----------------------------------სა და შპს ,,ნო--------ი“-ს შორის 2016 წლის 27 იანვარს დადებული ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ 2016 წლის 26 იანვარს გაცემული საბანკო გარანტით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 11 745 ლარი.

 

სა---------–---------–-–----------------------------------მა 2016 წლის 31 მარტის წერილის საფუძველზე მიმართა სს ,,ს----------–--- ბ----“ და მოითხოვა 2016 წლის 26 იანვრის N--------16 საბანკო გარანტიის თანხის - 11745 ლარის ანაზღაურება.

 

სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ დაკმაყოფილდა ბენეფიციარის მოთხოვნა და სა---------–---------–-–----------------------------------ის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 07 აპრილს ჩარიცხული იქნა საგარანტიო თანხა 11 745 ლარი.

 

თავის მხრივ, შპს ,,ნო--------მა“ უზრუნველყო სს ,,ს----------–--- ბ----“-სათვის საგარანტიო თანხის 11 745 ლარის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, საბანკო გარანტია (ს.ფ. 80-82);

- მიმართვა (ს.ფ. 83);

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 84-85)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. შპს ,,ნო--------ი“-ს მიერ მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:

ა) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 54663 ლარი) 2016 წლის 24 მარტს - 28 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

ბ) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 40949,3 ლარი) 2016 წლის 29 მარტს - 33 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

გ) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 287,7 ლარი) 2016 წლის 30 მარტს - 34 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

 

შპს ,,ნო--------ი“-ს მას და სა---------–---------–-–----------------------------------ს შორის 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული №-- ს----–-–----- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%, ჯამში - 5783,35 ლარი.

 

სა---------–---------–-–----------------------------------ს საქონლის მიწოდების ვადადარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ მოპასუხისათვის არ უცნობებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 58-64);

- პირგასამტეხლოს გამოანგარიშების ცხრილი (ს.ფ. 67);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტის - ქუ--------სა და პულოვერის მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ამ შესასყიდი ობიექტისთვის სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.

 

წარმოდგენილი სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებულ შესასყიდი პროდუქტებიდან ორს - ქურთუკსა და პულოვერს არ გააჩნდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული მახასიათებლები, რაც გახდა მოპასუხისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 თებერვლის N------ მიმართვით, შპს ,,ნო--------ი“-ს სა---------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტისგან ეცნობა, რომ ს----–-–----- შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული თხელი ქუ--------ს, შარვლის, კ---ს დასამზადებელი ქსოვილი და აგრეთვე ქუ--------ს ტექნიკური მახასიათებლები (ფერი) არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე მიმართვით, მოპასუხეს მიეცა 5 დღიანი ვადა წუნდებული საქონლის შესაცვლელად და გაფრთხილებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებზე.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ს----–-–----- შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ქუ--------ს ტექნიკური მახასიათებლები, კერძოდ, ფერი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. ს---გ, საქმე №ას-1003-964-2016).

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა სახეებია მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 07 მარტის №--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა წარდგენილი პულოვერის ნიმუშების, კერძოდ №3 და №1 ნიმუშების, იდენტურობის საკითხი, კერძოდ, იდენტური იყო თუ არა მათი ქსოვილები, ქსოვის ტექნოლოგია, ემთხვევა თუ არა სახელოს ბოლო, ზურგის, კალთის ბოლო და საყელოს რეზინისებრი ელასტიურობა ერთმანეთს.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშების გამოკვლევით და მათი შედარების შედეგად დადგინდა, რომ პულოვერების ნიმუშები ერთმანეთის მსგავსია მოდელით, მაგრამ მათი დეტალური გამოკვლევით იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებები: ნიმუშები განსხვავებულია ერთმანეთისგან სახელოს, ზურგის, კალთის და საყელოს ბოლოს დამუშავებული ნაქსოვი რეზინების წელვადობით; განსხვავებულია ფაქტურით პულოვერების სახელოს, ზურგისა და კალთის ნაქსოვი ნაწილები (სხვადასხვა ფაქტურისაა); განსხვავებულია სახელოს და მანჟეტების ზომები; ზომებით განსხვავებულია იდაყვებზე დამუშავებული საცვეთები და მხრის ნაწილში ჩადგმული ქსოვილები. განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ბოჭკოვანი შემადგენლობის სახეობით და პროცენტული მაჩვენებლებით, ასევე 1 მ2 ქსოვილის წონით.(ზედაპირული სიმკვრივე).

 

სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. ს---გ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. ს---გ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. ს---გ, საქმე №ას-633-966-07).

 

ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებს ნიმუშად მიწოდებული პულოვერის და ამის შემდგომ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პულოვერის მახასიათებლებს შორის არსებითი სხვაობის ფაქტის არსებობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტის - პულოვერისა და ქუ--------ს მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ამ შესასყიდი ობიექტისთვის ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 37-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მხარეთა შორის სადავოა ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 11745 ლარის დაკისრების საკითხი.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ნო--------მა“, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა ჯარიმის გადახდის მოვალეობა, ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა სრულად, კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მისაწოდებელ პროდუქტი - ქურთუკსა და პულოვერთან მიმართებით ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ვინაიდან იგი არ იყო მიწოდებული იმ ხარისხით რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არასრული შესრულებისას მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა არა ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ღონისძიება, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრება განეხორციელებინა ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა სრულად.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც თანხის დაკისრების გამომრიცხველ გარემოებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობისათვის შპს ,,ნო--------მა“ გადაიხადა ჯარიმა 11 745 ლარის ოდენობით, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად არ შეიძლება ერთიდაიგივე ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ორჯერ დაეკისროს თანხა მოპასუხეს.

 

დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შესრულდა თუ არა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

 

საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა (პრინციპალმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა), შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

საბანკო გარანტიის არააქქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ის 976ა მუხლის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სა---------–---------–-–----------------------------------სა და შპს ,,ნო--------ი“-ს შორის 2016 წლის 27 იანვარს დადებული ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ 2016 წლის 26 იანვარს გაცემული საბანკო გარანტით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 11 745 ლარი.

 

სა---------–---------–-–----------------------------------მა 2016 წლის 31 მარტის წერილის საფუძველზე მიმართა სს ,,ს----------–--- ბ----“ და მოითხოვა 2016 წლის 26 იანვრის N--------16 საბანკო გარანტიის თანხის 11745 ლარის ანაზღაურება.

 

სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ დაკმაყოფილდა ბენეფიციარის მოთხოვნა და სა---------–---------–-–----------------------------------ის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 07 აპრილს ჩაირიცხა საგარანტიო თანხა 11 745 ლარი.

 

თავის მხრივ, შპს ,,ნო--------მა“ უზრუნველყო სს ,,ს----------–--- ბ----“-სათვის საგარანტიო თანხის 11 745 ლარის დაბრუნება.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შპს ,,ნო--------მა“ სრულად ვერ შეასრულა, (იხ. 3.2.1. პუნქტი), თუმცა სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ დაკმაყოფილდა ბენეფიციარის მოთხოვნა და სა---------–---------–-–----------------------------------ის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 07 აპრილს ჩაირიცხა საგარანტიო თანხა 11 745 ლარი.

 

შესაბამისად, ამ დროიდან (2016 წლის 07 აპრილი) სკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის ნაწილში ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყვეტილია.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ნო--------ი“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადის დარღვევას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ნო--------ი“-ს მიერ მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:

ა) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 54663 ლარი) 2016 წლის 24 მარტს - 28 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

ბ) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 40949,3 ლარი) 2016 წლის 29 მარტს - 33 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

გ) თხელი ქუ--------, შა-----–- და კ--- (ღირებულება 287,7 ლარი) 2016 წლის 30 მარტს - 34 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი);

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ შპს ,,ნო--------მა“ 2016 წლის 24 თებერვალს წარადგინა შესაბამისი საქონლის ნიმუში, ხოლო აღნიშნულ საქონელზე ს----–-–----- უ--------------- სამსახურმა მოითხოვა დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება 2016 წლის 02 მარტის წერილით, ხოლო 2016 წლის 18 მარტს მიმართა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აღნიშნული დასკვნისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები ვერ გახდება ბრალის გამომრიცხველ გარემოებად, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ვადა 2016 წლის 25 თებერვალი, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მოთხოვნას, აღნიშნული განხორციელდა საქონლის მიწოდების ვადის გასვლის შემდგომ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 02 მარტის წერილითაც, სადაც სა---------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტი უთითებს, რომ შპს ,,ნო--------ი“-ს ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. ფორსმაჟორი, ეს არის საპატიო გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს ხელშეკრულების ვადის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა. ამგვარი წიპირობების წარმოქმნა ხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მიუხედავად მისი კანონშესაბამისი და გულისხმიერი მოქმედებისა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების დროულად შესრულება. ამასთან, ამ გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება მხარეს არ შეუძლია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

3.2.4. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პოზიციას საურავის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო (საურავი) არის მაღალი, რაც შემცირებას ექვემდებარება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიწოდებული საქონელი და გადაიხადა შესაბამისი საფასური, აღარ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაც. არაჯეროვანი შესრულების მიღება არ ათავისუფლებს მოვალეს შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

 

მოსარჩელე იმის მიუხედავად, რომ მოპასუხისაგან ვადის დარღვევით მიიღო შესრულება და გადაიხადა შესრულების შესაბამისი საფასური, უფლებამოსილია მოითხოვის მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხის ზემოთ მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

 

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე დადგენილია, რომ შპს ,,ნო--------ი“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადის დარღვევას. შპს ,,ნო--------ი“-ს მიერ მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

 

ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

 

სასამართლო სარჩელის საფუძვლის - ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში მიუწოდებლობისათვის - საურავი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

დადგენილია, რომ სა---------–---------–-–----------------------------------მა 2016 წლის 31 მარტის წერილის საფუძველზე მიმართა სს ,,ს----------–--- ბ----“ და მოითხოვა 2016 წლის 26 იანვრის N--------16 საბანკო გარანტიის თანხის 11745 ლარის ანაზღაურება. სს ,,ს----------–--- ბ-----“ დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა და სა---------–---------–-–----------------------------------ის საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 07 აპრილს ჩაირიცხა საგარანტიო თანხა 11 745 ლარი. თავის მხრივ, შპს ,,ნო--------მა“ უზრუნველყო სს ,,ს----------–--- ბ----“-სათვის საგარანტიო თანხის დაბრუნება.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სა---------–---------–-–----------------------------------სა და შპს ,,ნო--------ი“-ს შორის არსებული 2016 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შპს ,,ნო--------ი“-ს ჯარიმის სახით გადახდილი აქვს 11 745 ლარი.

 

მითითებული ოდენობით ჯარიმის გადახდის გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისა და ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით საურავის მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (საურავის) ოდენობა უნდა შემცირდეს ათჯერ და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული სახით, რაც შეადგენს 578,34 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–---------–-–----------------------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 427-ე, 477-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის დაანგარიშებული პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა ს----–-–----- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 11745 ლარს, რომლის დასაფარადაც მიმართა მოსარჩელემ 2016 წლის 26 იანვრის საბანკო გარანტიის ფარგლებში ამონაგები თანხა, როდესაც სს ,,ს----------–--- ბ-----“ სა---------–---------–-–----------------------------------ის ანგარიშზე ჩარიცხა 11745 ლარი;

 

როგორც ეროვნულ ისე, საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია საბანკო გარანტიის შემდეგი სახეები:

ა) გადახდის გარანტია (Payment Guarantee), რომელიც გარანტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების განხორციელებას;

ბ) სატენდერო გარანტია (Bild Vond; Tender Bond), აღნიშნული სახის გარანტიის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევა, როცა ტენდერის მონაწილე უარს აცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე. სატენდერო გარანტია იმითაც გამოირჩევა გარანტიის სხვა სახეებისაგან, რომ მისი ღირებულება, როგორც წესი, დაბალია.

გ) შესრულების გარანტია (Perfomance Bond), ასეთი სახის გარანტიები იცავენ ბენეფიციარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ანა არაჯეროვანი შესრულებისაგან;

 

სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საბანკო გარანტია მოსარჩელეს იცავდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებისას, უკვე გადახდილ ზემოთ მითითებულ თანხაზე სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, სს ,,ს----------–--- ბ----“-ს მიერ სა---------–---------–-–----------------------------------ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 11745 ლარი უნდა ჩაითვალოს ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ანგარიშში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოვალე შპს ,,ნო--------ი“-ს შესრულებული აქვს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს (საურავი) სახით - 5783,35 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე - 400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. ს---გ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადადადარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,2% არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს 0,02%-მდე და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 578,34 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 5 783,35 ლარისა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ჯარიმა 11 745 ლარი მოპასუხის მხრიდან გადახდილი იქნა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–---------–-–----------------------------------ი გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოპასუხემ სარჩელი ცნო დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, არ არსებობს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სა---------–---------–-–----------------------------------ის სარჩელი შპს ,,ნო--------ი“-ს მიმართ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ნო--------ი“-ს მიმართ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის 11 745 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე შპს ,,ნო--------ი“-ს მოსარჩელე სა---------–---------–-–----------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 578,34 ლარის გადახდა.

4. მხარეები კანონის საფუძველზე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი